TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 49
Previous part

Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტრნეს ძენი ისრაელისანი და დაიბანაკეს დასავალით კერძო მოაბსა, მახლობელად იორდანისა, იერიქოდ მიმართ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იხილნა ბალაკ, ძემან სეპფორისმან, ყოველნი, რაოდენნი უყვნა ისრაელმან აღმორეველსა. 3. და შეეშინა მოაბსა ერისაგან ფრიად, რამეთუ მრავალ იყვნეს, და მოწყინე იქმნა ბალააკ პირისაგან ისრაელისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოაბ ბერობისა მიმართ მედიამელთაჲსა: აწ აღლოშნეს შესაკრებელმან ამან ყოველნი გარემოჲსნი ჩუენნი, ვითარცა აღლოშნის ზუარაკმან მწუანვილნი ველისაგან. და ბალაკ, ძე სეპფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და წარავლინა მოციქული ბალაამის მიმართ, ძისა ბეორისსა, ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა, ქუეყანისა ძეთა ერისა მისისათასა, მიწოდებად მისსა, მეტყუელმან: აჰა ერი გამოვიდა ეგჳპტით და აჰა დაფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადფრომილ არს მახლობელად ჩემსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და აწ მოვედ და მიწყევე მე ერი ესე, Page of ms. Gb: 73r  რამეთუ უძლიერეს ჩემსა არს; უკუეთუ უძლოთ დაცემად მათგანთა და განვასხნე იგინი ქუეყანით, რამეთუ Page of ms. Ga: 169r   უწყი, რომელნი სწყე\ვნე Page of ms. Ga: 169v   შენ, წყეულ არიედ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და წარვიდა ბერობაჲ მოაბისაჲ და ბერობაჲ მადიამისაჲ და სამისნველი ჴელთა შინა მათთა. და მივიდა ბალაამისსა და უთხრნა მას სიტყუანი ბალაკისნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დამან თქუა მათდა მიმართ: დაადგერით თქუენ მანდა ღამე და მიგიგნე თქუენ საქმენი, რომელნიცა თქუნეს უფალმან ჩემდა მომართ. და დაადგრეს მთავარნი მოაბისანი ბალაამის თანა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 170r   Page of ms. Gb: 74r  და მოვიდა უფალი ბალაამისსა და ჰრქუა მას: რაჲ არიან კაცნი ესე შენ თანა?

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბალაამ ღმრთისა მიმართ: ბალაკ, ძემან სეპფორისმან, მეფემან მოაბისმან, მოავლინნა ესენი ჩემდა, მეტყუელმან:

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აჰა, ერი გამოვიდა ეგჳპტით, დაფარა პირი ქუეყანისაჲ და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა. აწ მოვედ, მიწყევე მე იგი, უძლო თუ სადმე დაცემად მისსა და განვჴადო იგი ქუეყანით.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ბალამის მიმართ: არა წარხჳდე მაგათ თანა, არცა სწყევო ერი, რამეთუ არს კურთხეულ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და აღდგა ბალაამ განთიად და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: წარვედით უფლისა თქუენისა, არა მიფლო მე ღმერთმან მისლვად თქუენ თანა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და აღდგეს მთავარნი მოაბისნი, მოვიდეს ბალაკისა და ჰრქუეს მას: არა ჰნებავს ბალაამს მოსლვაჲ ჩუენ თანა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და შესძინა მერმე ბალაკ მივლინებაჲ მთავართა, უმრავლესთა და უპატიოსნესთა მათგან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოვიდეს ბალაამისსა და ჰრქუეს მას: ამას იტყჳს ბალაკ, ძე სეპფორისი: გლოცავ შენ, ნუ გცონის მოსლვად ჩემდა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ პატიოსნად პატივ-გცე შენ და ყოველნი, რომელნი მრქუნე, გიყვნე შენ, და მოვედ და დამიწყევე მე ესე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მიუგო ბალაამ და ჰრქუა მთავართა ბალაკისთა: უკუეთუ მომცეს ბალაკ სახლი თჳსი, სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერ Page of ms. Ga: 171r   ძალ-მიც გარდასლვად სიტყუასა უფლისა ღმრთისასა და ყოფად მისსა მცირედ ანუ დიდად გონებასა შინა ჩემსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და აწ დაადგერით მანდა თქუენცა ღამესა ამას და ვცნა, რაჲ შესძინოს უფალმან თქუმად ჩემდა მომართ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ღმერთი ბალაამისსა ღამე და ჰრქუა მას: ხადიდ თუ შენდა მოსრულ არიან კაცნი ისი, აღდეგ, შეუდეგ მათ, არამედ სიტყუაჲ, რომელი ვთქუა შენდა მომართ, იგი ჰყო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 171v   Page of ms. Gb: 74v  და აღდგა ბალაამ განთიად, დაასხნა კაჰრაულსა თჳსსა და წარვიდა მთავართა თანა მოაბისათა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით Page of ms. Ga: 172r   უფალი, რამეთუ მივიდოდა იგი. და აღდგა ანგელოზი ღმრთისაჲ დაბრკოლებად მისსა გზასა ზედა. და იგი აღმჴედრებულ იყო კაჰრაულსა ზედა მისსა, და ორნივე ყრმანი მისნი მის თანა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იხილა კაჰრაულმან ანგელოზი ღმრთისაჲ მდგომარე გზასა ზედა, და მაჴჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა. და მიაქცია კაჰრაულმან გზისაგან და ვიდოდა ველსა, და სცა კაჰრაულსა კუერთხითა მოქცევად მისსა გზად.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დადგა ანგელოზი ღმრთისაჲ ფილოცთა ვენაჴთასა ღობე ერთ კერძო და ღობე ერთ კერძო.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და იხილა კაჰრაულმან ანგელოზი ღმრთისაჲ და შეაქლიშა Page of ms. Gb: 75r  თავი თჳსი ზღუდისა მიმართ და შეუქლიშა ბალაამს ფერჴი ზღუდესა მას, და შეძინა მერმეცა გუემად მისსა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და შესძინა ანგ\ელოზმან Page of ms. Ga: 172v   ღმრთისამან და წარსრული დადგა ადგილსა იწროსა, რომელსა არა იყო მისაქცეველი მარჯულ, ანუ მარცხლ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და იხილა რაჲ კაჰრაულმან ანგელოზი ღმრთისაჲ, დაჯდა ქუეშე მალაამისა. და განრისხდა ბალაამ და სცემ\და Page of ms. Ga: 173r   კაჰრაულსა კუერთხითა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და აღაღო ღმერთმან პირი კაჰრაულისაჲ და ჰრქუა ბალაამს: რაჲ გიყავ შენ, რამეთუ მეც მე ესე სამგზის?

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ კაჰრაულსა: რამეთუ დამიწუნე მე, და თუმცა მაქუნდა მახჳლი ჴელსა შინა ჩემსა, ეგერა განგუ[გ]მირეცა შენ.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა კარაულმან ბალაამს: არა მე კარაული შენი ვარა, რომელსა ზედა შჯდი სიჭაბუკით შენითგან ვიდრე ჳრესისა ჳრედმდე? ნუ შეურაცხებით შეურაცხისმყოფელმან გიყავა შენ ესე? და მან ჰრქუა: არა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 75v  და გამოუცხადა ღმერთმან თუალთა ბალაამისთა და იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ, მჴდომად მდგომი გზასა ზედა, და მახჳლი წუდილი ჴელსა შინა მისსა. და მოდრკა და თაყუანის-სცა პირსა მისსა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ანგელოზმან ღმრთისამან: რაჲსთჳს ეც კაჰრაულსა შენსა ესე სამგზის? და აჰა მე მოსრულ ვარ დაყდუნებად შენდა, რამეთუ არა მართალ არს გზაჲ შენი წინაშე ჩემსა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მხილველი ჩემი კაჰრაული მისდრკა ჩემგან ესე სამგზი, და არა თუმცა მიდრეკილ იყო ჩემგან ესე სამგზის, შენმცა მომეკალ აწ და ეგე განმერინა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ბალაამ ანგელოზსა უფლისასა: ვცოდე, რამეთუ არა უწყოდე, ვითარმედ შენ სდგა მჴდომად შემთხუევისათჳს ჩემისა გზასა ზედა, და აწ არა თუ სათნო არს შენდა, კუალად ვიქცე.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და თქუა ანგელოზმან ღმრთისამან ბალაამის მიმართ: მივედ Page of ms. Ga: 174r   კაცთა მათ თანა, გარნა სიტყუაჲ, რომელიცა ვთქუა შენდა მომართ, იგი დაიცვა თქუმად. და წარვიდა ბალაამ მთავართა თანა ბალაკისთა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და ესმა რაჲ ბაკალს, ვითარმედ ერჩდა ბალაამ, გამოვიდა მიგებებად მისსა ქალაქსა მოაბსა, რომელ არს საზღვართა ზედა არნონისთა, რომელ არს კერძოსა საზღვართასა.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბალაკ ბალაამის მიმართ: არა მივავლინეა შენდამი წოდე\ბად Page of ms. Ga: 174v   შენდა? რაჲსათჳს არა მოხუედ ჩემდა? ნამდჳლვე ვერ შემძლებელ ვარა პატივის-პყრობად შენდა?

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და თქუა ბალაამ ბალაკის მიმართ: აჰა მოსრულ ვარ შენდა, აწ შემძლებელ ვარა თქუმად რასმე? სიტყუაჲ, რომელიცა შედვას Page of ms. Gb: 76r  ღმერთმან პირსა ჩემსა, იგი ვთქუა.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ბალაამ ბალაკის თანა, და მოვიდეს ქალაქსა ეპავლეონს.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და დაწყჳდა ბალაკ ცხოვრები და ზუარაკები და წარუცა ბალაამს და მთავართა, რომელნი იყვნეს მის თანა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და იქმნა განთიადი და წარიყვანა ბაკალმან ბალაამ და აღიყვანა იგი სუაეტსა ზედა ბაალისსა და უჩუენა მას მიერ კერძოჲ რაჲმე ერისაჲ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.