TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 48
Previous part

Chapter: 21  
თავი XXI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესმა ქანანის მეფესა არადის, რომელი მკჳდრ იყო უდაბნოჲთ კერძო, ვითარმედ მოვიდა ისრაელი გზასა ათარიმისასა და ბრძოლა სცეს ისრაელისა მიმართ და იტაცეს მათგან ნატყუენავი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და აღუტქუა ისრაელმან აღთქუმაჲ უფალსა და თქუა: უკუეთუ მომცე ერი ესე ჴელის ქუეშედ, შეჩუენე\ბულ Page of ms. Ga: 164r   ვყო იგი და ქალაქნი მისნი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ისმინა მაი და მისცა ქანანი ჴელსა ქუეშე მათსა. და შეჩუენებულ ყო იგი და ქალაქნი მისნი, Page of ms. Gb: 70v  და უწოდა სახელი ადგილისაჲ მის `შეჩუენება'.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და იტრნეს მთით ორით გზასა ზღჳთ კერძო მეწამულით, გარე-შემვლელნი ქუეყანასა ედომისასა. და სულმოკლებდა ერი გზასა ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ძჳრსა იტყოდა ერი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს, იტყოდეს: რაჲსათჳს გამომიყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად ჩუენდა უდაბნოს ზედა, რამეთუ არა არს, პური, არცა წყალი? ხოლო სულმან ჩემმან მოიწყინა პური ესე ცუდი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოუვლინნა უფალმან ერსა გუელნი მომსრველნი და უკბენდეს ერსა გუელნი მომსრველნი და უკბენდეს ერსა, და მოისრა ერი მრავალი ძეთაგან Page of ms. Ga: 164v   ისრაელისათა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ერი მოსესსა და იტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ ღმრთისათჳს და შენთჳს. ილოცე უკუე უფლისა მიმართ ერისათჳს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: უქმენ თავსა შენსა გუელი, დადევ Page of ms. Ga: 165r   იგი სასწაულსა ზედა, და იყოს, Page of ms. Gb: 71r  და უკუეთუ უკბინოს კაცსა, ყოველი კბენილი, მიმხედველი მისი, ცხო\ვნდეს Page of ms. Ga: 166v  .

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Gb: 71v  და შექმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღჰმართა იგი სასწაულსა ზედა. და იყვის, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედნის გუელსა რვალისასა და სცხოვნდის.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იტრნეს ძენი ისრაელისანი და დაიბანაკეს ობოთს;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იტრნეს ობოთით ხალხაის, წიაღ კერძო უდაბნოს შინა, რომელ არს პირისპირ მოაბსა აღმოსავლით კერძო;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მიერ იტრნეს და დაიბანაკეს ჴევსა ზარედიხასა;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მიერ იტრნეს და დაიბანაკეს წიაღ არნონსა, უდაბნოს შინა, რომელი გამოაწევს საზღვრისაგან აღმორეველთაჲსა, რამეთუ არს არნონი საზღვარი მოაბისაჲ და საშუალი მოაბისაჲ და საშუალი აღმორებელისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქუმულ არს წიგნსა შინა
   
ბრძოლაჲ უფლისაჲ: ზოოვი მოალა
   
და ნაღუარევნი არნონისანი,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ნაღუარევნი დაუმტკიცნა დამკჳდრებად ერს
   
და ახს საზღვართა მოაბისათა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მუნით ჯურღნული, ესე არს ჯურღმული, რომელი თქუა უფალმან მოსეს მიმართ: შეკრიბე ერი და მივსცე მათ წყალი Page of ms. Ga: 167r   სუმად.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მაშინ იგალობა ისრაელმან გალობაჲ ესე ჯურღმულსა ზედა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იწყო იგი ჯურღმული, აღმოთხარეს იგი, მთავართა აღმოჰკუეთეს იგი მეფეთა წარმართთასა მეფობასა შინა მათსა და უფლებასა შინა მათსა.
   
და ჯურღმულით -- მანთანინს

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მანთანინით -- ნაალიილს და ნა\ალიილით Page of ms. Gb: 72r  -- ბამოთს

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ბამოთით -- ნაპინს, რომელ არს ველსა მოაბისასა თხემითგან გამოთლილისაჲთ, რომელი ჰხედავს პირსა უდაბნოჲსასა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და წარავლინა მოსემან მოციქული სიონის მიმართ, მეფისა აღმორეველთაჲსა, სიტყჳთა მამშჳდებელებითა, მეტყუელმან:

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
განვლოთ ქუეყანით შენით, გზაჲ განვვლოთ, არცა ვენაჴისა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულთაგან შენთა, გზაჲ სამეფოჲ ვვლოთ, ვიფრემდის წარვიდეთ საზღვართაგან შენთა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და არა მისცა სიონ ისრაელსა განსავალი საზღვრით მისით. და შეიკრიბა სიონ ყოველი ერი მისი და განვიდა წინა-განწყობად ისრაელისა უ\დაბნოს, Page of ms. Ga: 167v   და მოვიდა ისსად და წყობა-სცა ისრაელსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და დასცა იგი ისრაელმან კლვითა მახჳლისაჲთა და ეუფლნეს ქუეყანასა მისსა არნონითგან იაბოკადმდე, ვიდრე ძეთა ამმანისთადმდე, რამეთუ იაზირი საზღვარი ძეთა ამმანისთაჲ არს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოიპყრნა ისრაელმან ყოველნი ესე ქალაქნი. და დაიმკჳდრა ისრაელმან ყოველთა შინა ქალაქთა აღმორეველთასა, ესებონს შინა და და ყოველთა შინა მოსაზღვრეთა მისთა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
რამეთუ არს ესებონი ქალაქი სიონისი, მეფისა აღმორეველთაჲსაჲ, და ესე ებრძოლა მეფესა მოაბისასა პირველ და დაიპყრა ყოველი მისი აროირითგან ვიდრე არნონადმდე.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს თქჳან მეიგავეთა:
   
მოვედით Page of ms. Ga: 168r   ესებონდ,
   
რაჲთა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ცეცლი გამოვიდა ესებონით,
   
ალი ქალაქით სიონისით
   
და შეჭამა ვიდრე მოაბადმდე
   
და შთანთქა ძეგლნი არნონისნი.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ვაჲ შენდა, მოაბ,
   
წარსწყმიდე ერი ქამოსისი,
   
მიეცნეს ძენი მათნი სალტოლველად
   
და ასულნი მათნი ტყუედ
   
მეფესა აღმორეველთასა სიონს.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და თესლი მათი წარწყმდა ესებონით ვიდრე დებოდმდე,
   
და დედებმან მათმან მერმეცა მოაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ხოლო დაემკჳდრა ისრაელი ყოველთა შინა ქალაქთა აღმორეველთასა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და წარავლინა მოსე განმსტურობად იაზირისსა, და დაიპყრა იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს აღმორეველი Page of ms. Gb: 72v  იგი, მყოფი მუნ.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მიაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა. და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, შემთხუევად მათდა, და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშენინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მივეც იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი შესაკრებელი მისი, და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სიონს, მეფესა აღმორეველთასა, რომელი მკჳდრ იყო ესებონს შინა.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და დასცა იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი ვიდრე არა დაშთომადმდე მათგან ცოცხლისა, და დაიმკჳდრეს ქუეყანაჲ მათი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.