TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 57
Previous part

Chapter: 30  
თავი XX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აუწყა მოსე ძეთა ისრაელისათა მსგავსად ყოველთასა, რაოდენნი ამცნნა უფალმან მოსეს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოსემან მთავართა მიმართ ძეთა ისრაელისათაჲსა, მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ, რომელი ბრძანა უფალმან:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
კაცმან-კაცმან, რომელმანცა აღუთქუას აღთქუმაჲ უფალსა, ანუ ფუცოს ფიცი, ანუ განასაზღვროს საზღვარი სულისათჳს თჳსისა, არა შეაგინოს სიტყუაჲ თჳსი, ყოველი, რაოდენი გამოვიდა პირით მისით, ყოს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო დედაკაცმან თუ აღუთქუას აღთქუმაჲ უფალსა, Page of ms. Gb: 86r  ანუ განასაზღვროს საზღვარი სახლსა შინა მამისა თჳსისა სიჭაბუკესა შინა მისსა,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ესმნენ მამასა მისსა აღთქუმანი მისნი და განსაზღვრებანი მისნი, რომელნი განასაზღვრნა სულისათჳს თჳსისა, და დაუდომოს მას მამანან მისმან და დადგეს ყოველნი Page of ms. Ga: 196v   აღთქუმანი მისნი და ყოველნი განსაზღვრებანი, რომელნი განასაზღვრნა სულისათჳს თჳსისა, დაადგრენ მას.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ხოლო განფრთხობით თუ განიფრთხოს მამამან მისმან, რომელსაცა დღესა ესმას ყოველთა აღთქუმათა მისთაჲ და განსაზღვრებათაჲ, რომელნი განასაზღვრნა სულისათჳს თჳსისა, არა დაადგრენ და უფალმან განწმიდოს იგი, რამეთუ განიფრთხო მამამან მისმან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ქმნილი ქმნილ იყოს ქმრისა, აღთქუმანი მისნი მის ზედა განჩინებისაებრ ბაგეთა მისთაჲსა, რაოდენი განასაზღვრა სულისათჳს თჳსისა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაუდუმა მას, რომელსაცა დღესა ესმა, და ესრეთ დადგენ ყოველნი აღთქუმანი მისნი და განსაზღვრებანი, რომელი განასაზღვრნა სულისათჳს მისისა, დადგენ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ განმფრთხობელმან განიფრთხოს ქმარმან მისმან, რომელსა დღესა ესმას ყოველნი აღთქუმანი მისნი და საზღვარნი მისნი, რომელი განასაზღვრნა სულისათჳს თჳსისა, არა დაადგრენ, რამეთუ ქმარმან განიფრთხო მის ზედა, და უფალმან ღმერთმან განწმიდოს იგი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და აღთქუმაჲ ქურივისაჲ და განდევნილისაჲ, რაოდენიცა აღთქუას სულისა თჳსისათჳს, დაადგრენ მას.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 197r   ხოლო უკუეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა იყოს აღთქუმაჲ მისი, ანუ განსაზღვრებაჲ სულისათჳს მისისა ფიცით,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ესმეს ქმარსა მისსა და დაუდუმოს მას და არა განუფრთხოს მას, და დაადგენ ყოველნი აღთქუმანი მისნი, რომელნი განასაზღვრნა სულისათჳს თჳსისა, დადგენ მის ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო მომსპობელმან თუ მოსპოს ქმარმან მისმან, რომელსაცა დღესა ესმას ყოველი, რაოდენი გამოვიდა ბაგეთაგან მისთააღთქუმათაებრ მისთა და განჩინებათაებრ მისთა სულისა მისისა ძლითთა, არა დაადგრეს მას, ქმარმან მისმან მოსპო და უფალმან განწმიდოს იგი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
ყოველი აღთქუმაჲ და ყოველი ფიცი საკრველისაჲ განსაბოროტებელად სულისა ქმარმან მისმან დაუდგინოს მას და ქმარმან მისმან მოუსპოს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ დადუმებულმან დაუდუმოს მას დღითი-დღე, Page of ms. Ga: 197v   და დაადგინნეს მან ყოველნი აღთქუმანი მისნი და განსაზღვრებანი მას ზედა დაადგინნეს მან, რამეთუ დაუდუმდა დღესა, რომელსა ესმა, და მიიღოს ცოდვაჲ მისი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ესე არიან სამართალნი, რაოდენნი ამცნნა უფალმან მოსეს შორის ქმრისა და შორის ცოლისა მისისა და შორის მამისა და ასულისა სიჭაბუკესა მისსა სახლსა შინა მამისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.