TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 58
Previous part

Chapter: 31  
თავი XXXI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
შურ-იგე შურისგებაჲ ძეთა ისრაელისათაჲ მადიანიტელთაგან და უკუანაჲს შეეძინე ერსა შენსა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და თქუა მოსე ერისა მიმართ, მეტყუელმან: ა\ღჭურენით Page of ms. Gb: 86v  თქუენგანნი კაცნი და განაწყვენით წინაშე უფლისა მადიამსა ზედა, უკუნ-ცემად შურისძიებაჲ უფლისამიერი მადიამსა;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ათასნი ტომისაგან და ათასნი ტომისაგან ყოველთაგან ტომთა ძეთა ისრაელისათაჲსა წარავლინენით განწყობად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და გამორიცხუნეს ათასეულთაგან ისრაელისაგან ათასნი, ტომისაგან Page of ms. Ga: 198r   ათორმეტნი ათასეულნი, აღჭურვილნი განწყობად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და წარავლინა იგინი მოსე: ათასნი ტომისაგან, ათასნი ტომისაგან ძალისა თანა მათისა და ფინეეზ, ძე ელეაზარისი, ძისა აარონისი მღდელისა, და ჭურჭელნი წმიდანი და საყჳრნი უწყებისანი ჴელთა შინა მათთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და განეწყვნეს მადიამსა ზედა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, და მოსწყჳდეს ყოველი წული;

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მეფენი მადიამისანი მოსწყჳდნეს წყლულთა თანა მათთა: და ევინ და როკომ და სურ და ურ და რობოკ -- ხუთნი მეფენი მადიამისანი, და ბალაამცა, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულთა თანა მათთა;

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ და განმზადებულებაჲ მათი და საცხოვარი მათი და მონაგები მათი და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ყოველნი ქალაქნი მათნი სამკჳდრებელთა შინა მათთა და ეზოები მათი მოწუეს ცეცხლითა;

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და წარმოიღეს ყოველი Page of ms. Ga: 198v   ნატყუენავი და ყოველნი ტყუენი მათნი კაცითგან მიპირუტყუამდე;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოიღეს მოსეს მომართ და ელიაზარის მომართ მღდელისა და ყოველთა მომართ ძეთა ისრაელისათა ტყუე და ნატყუენავები და ალაფი ბანაკად არაბოთს მადიამისასა, რომელ არს იორდანესა ზედა, იერიქოდ მიმართ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და გამოვიდა მოსე და ელეაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი შემთხუევად მათდა გარეშე ბანაკისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა მოსე ზედამდგომთა ზედა ძალისათა -- ათასისთავთა და ასისთავთა, მომავალთა წყობით ბრძოლისაჲთ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ მოსემან: რაჲსათჳს მოინადირეთ ყოველი მდედრი?

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესენი იყვნეს ძეთა ისრაელისათათჳს, სიტყჳსაებრ ბალაამისსა, განდგომად და უგულებელსყოფად სიტ\ყჳსა Page of ms. Ga: 199r   უფლისა ფოგორისთჳს, Page of ms. Gb: 87r  და იქმნა წყლულებაჲ შესაკრებელსა შინა უფლისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და აწ მოკალთ ყოველი წული ყოველსა შინა სამკჳდრებელსა და ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი წულისაჲ, მოკალთ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ყოველი კრებული დედათაჲ, რომელმან არა უწყის საწოლი წულისაჲ, მონადირეთ იგი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და თქუენ დაიბანაკეთ გარეშე ბანაკისა შჳდ დღე; ყოველი Page of ms. Ga: 199v   მომკლველი და შემხებელი წყლულისაჲ, უბიწო იქმენინ დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ყოველი შესამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმა\რი Page of ms. Ga: 200r   თმისაგანი და ყოველი ჭურჭელი უჩინო ჰყოთ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და თქუა ელეაზარ მღდელმან მამაკაცთა მიმართ ძლიერებისათა, მომავალთა განწყობილით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელი ურძანა უფალმან მოსეს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ოქროჲსა და ვერცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ყოველი მაეგი, რომელი შევალს ცეცხლსა, და განწმიდნების, არამედ ანუ წყლითა უბიწო-ქმნისაჲთა უბიწო იქმნების; და ყოველი, რომელი არა განჰვლის ცეცხლსა, განვლოს წყალი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და განირცხნეთ სამოსელნი დღესა მეშჳდესა და განსწმდეთ, და ამის შემდგომად შემოხჳდეთ ბანაკად.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
მოიღე თავსნიერი ავართა ნატყუენავისათაჲ კაცთაგან მისაცხოვარადმდე შენ და ელეაზარ მღდელმან და მთავართა ტომთა შესაკრებელისათა,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და განყავთ Page of ms. Ga: 200v   ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, განსრულთა წყობად, და შორის ყოვლისა შესაკრებელისა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და გამოჰყოთ ზუერი უფლისაჲ კაცთა მათგან მბრძოლთა, განსრულთა წყობად, ერთი სული ხუთასისაგან კაცთაგან და საცხოვართაგან და ზროხათაგან და ცხოვართაგან და ვირთაგან,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
...

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
... და ყოველთაგან პირუტყუთა და მისცნე იგინი ლევიტელთა, ტომთა შენთა, მცველთა კარავსა შინა უფლისასა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და ყო მოსე და ელეაზარ მღდელმან, ვითარცა ურძანა უფალმან მოსეს.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და იყო ნამეტავი ნატყუენავისაჲ, რომელი წარმოტყუენეს კაცთა მათ მბრძოლთა: ცხოვართაგან ექუსას სამეოცდა\ათი Page of ms. Gb: 87v  ათასი და ხუთ ათასი

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და ზროხაჲ სამეოცდაათორმეტი ათასი

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და ვირი სამეოცდაერთი ათასი

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და სულნი კაცთანი დედათაგან, რომელთა არა უწყოდის საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველნი სულნი ოცდაათორმეტ ათასნი.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და იქმნა განნახევრებული ნაწილი, განსრულთაჲ ბრძოლად რიცხჳსაგან ცხოვართაჲსა, სამასი ათას და შჳდ აღას და ხუთას:

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და იქმნა ზუერი უფლისაჲ ცხოვართაგან ექუსას სამეოცდაათხუთმეტ;

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და ზროხანი ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისაჲ სამეოცდაათორმეტ;

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და ვირნი ოცდაათათას და ხუთას და ზუერი უფლისაჲ სამეოცდაერთ;

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და სულნი კაცთანი ათექუსმეტ ათას Page of ms. Ga: 201r   და ზუერი მათი უფლისა ოცდაათორმეტ სულნი.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და მისცა მოსემა ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელეაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
განნახევრებულისაგან ძეთა ისრაელისათაჲსა, რომელნი გამოყვნა მოსემან მამაკაცთაგან მბრძოლთა,

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და იყო განნახევრებული იგი შესაკრებელისად ცხოვართაგან სამასი ათას და შჳდ ათას და ხუთას;

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და ზროხაჲ სამეოცდაათორმეტი ათას;

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და ვირნი ოცდაათ ათას და ხუთას;

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
და სულნი კაცთანი ათექუსმეტ ათას.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და მიიღო მოსემან განნახევრებულისაგან ძეთა ისრაელისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგან და საცხოვართაგან და მისცნა იგინი ლევიტელთა, ტომთა თჳსთა, მცველთა კარვისა უფლისათა, ვითარ-სახედ უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 201v   და მოუჴდეს მოსეს ყოველნი დადგინებულნი ათასისთავებად ძალისა, ათასისთავნი და ასისთავნი,

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
და თქუეს მოსეს მიმართ: მონათა შენთა მოიღეს თავსნიერი კაცთაგან, მბრძოლთა ჩუენ თანა, და არა განსხუაჴმავდა მათგანი არცა ერთი.

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
და მოვართჳთ ძღუენი უფალსა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ: მანიაკი და სავლტე და ბეჭესი და სამარჯუენე და მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა.

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
და მოიღო მოსე და ელეაზარ მღდელმან ოქროჲ მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნული.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
და იყო ყოველი ოქროჲ გამონაყოფი, რომელი გამოუყვეს უფალსა, ათექუსმეტ ათას და შჳდას და ერგასის სიკლა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან.

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
და მამაკაცთა მბრძოლთა წარმოიავრეს თჳთოეულმან თავისა თჳსისად.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
და მოიღო მოსემან და ელეაზარ მღდელმან ოქროჲ ათასისთავთაგან და ასისთავთაგან და შეიღო იგი კარვად წამებისად საჴსენებელად ძეთა ის\რაელისათა Page of ms. Gb: 88r  წინაშე უფლისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.