TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 59
Previous part

Chapter: 32  
თავი XXXII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და საცხოვარი მრავლად იყო ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, სიმრავლე დიადი ფრიად; და იხილეს სოფელი იაზირისი და სოფელი გალაადისაჲ, და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოსრულთა ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა თქუეს მოსეს მიმართ და ელეაზარ მღდელისა და მთავართა მიმართ შესაკრებელისათა, მეტყუელთა:

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ატარონი და დებონი და იაზინი და მამვრანი და ესებონი და ელეალი და სემამაჲ და ნავავი და ივეანი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ, რომელი მისცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაელისათა, ქუეყანაჲ ცხოვართ მზრდელი არს და მონათა შენთაჲ საცხოვარი არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდეს: ვპოეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მომეცინ ქუეყანაჲ ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიად-მიყვანებ ჩუენ იორდანესა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდინ ბრძოლად და თქუენ ჰსხდეთ მანდა?

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და რად გარდასდრეკთ გულებსა ძეთა ისრაელისათასა არა წიაღ-სლვად ქუეყანასა მას, რომელი მისცა უფალმან მათ?

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არა ესრეთ ყვესა მამათა თქუენთა, ოდეს წარვავლინენ იგინი კადეს-ბარნით მოხილვად ქუეყანისად?

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანაჲ და განდრიკეს გული ძეთა ისრაელისათაჲ, რაჲთა არა შევიდენ ქუეყანად, რომელი მისცა მათ უფალმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და ფუცა, მეტყუელმან:

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ იხილონ კათა ამათ, აღმოსრულთა ეგჳპტით, ოცით წლითგან და წარმართ მეცნიე\რთა Page of ms. Ga: 202r   კეთილისა და ბოროტისათა, ქუეყანაჲ, რომელ ვეფუცე აბრაამს და ისააკს და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს უკუანა ჩემსა,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
თჳნიერ ხალებ, ძემან იეფონესმან, განყენებულმან, და იისუ ნავესმან, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფლისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაელსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოს ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის აღისპოლა ყოველი ნათესავი, მოქმედნი ბოროტისანი, წინაშე უფლისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აჰა, აღსდეგით ნაცვალად მამათა თქუენთა კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე გულისწყრომასა ზედა უფლისასა რისხვისა ისრაელისათჳს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უკუნ-იქცევით თქუე მისგან შეძინებად მერმე დატევებისა მისისა უდაბნოს ზედა და უშჯულოებთ ყოვლისა ამის შესაკრებელისა მომართ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები ცხოვართაჲ უშენოთ აქა საცხოვართა ჩუენთა და ქალაქები მონაგებისა ჩუენისათჳს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ჩუენ შეჭურვილნი წინა-ცვად უპირველეს ძეთა ისრაელისათა, ვიდრემდისცა მივიყვანეთ იგინი თავთა მათთა ადგიდ, და დაემკჳდროს ბუნაგი ჩუენი ქალაქთა შინა მოზღუდვილთა მკჳდრთათჳს ქუეყანისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა კუალად-ვიქცეთ სახლთა ჩუენთა, ვიდრემდის განიყვნენ ძენი ისრაელისანი თითოეული სამკჳდრებელსა თჳსსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის წიაღ იორდანისა მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენნი წიაღ იორდანესა, აღმოსავალით კერძო.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ მოსემან: უკუეთუ Page of ms. Ga: 203r   ჰყოთ სიტყჳსა ამისებრ, უკუეთუ შეიჭურნეთ წინაშე Page of ms. Gb: 88v  უფლისა ბრძოლად,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განვიდეს თქუენი ყოველი ჭურვილი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის აღიჴოცოს მტერი მისი პირისაგან მისისა,

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დაიუფლოს ქუეყანაჲ წინაშე უფლისა. და ამათსა შემდგომად მიიქცეთ და იყვნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაელისაგან, და იყოს ქუეყანაჲ ესე თქუენდა დასაპყრობელ წინაშე უფლისა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ არა ჰყოთ ესრეთ, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწინენ თქუენ ძჳრნი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და უშენენით თქუენ თქუენდად ქალაქნი ბუნაგსა თქუენსა და ბოსელი საცხოვართა თქუენთა, და გამოსრული პირისაგან თქუენისა ყავთ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და თქუს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს მიმართ, მეტყუელთა: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უფალმან ჩუენმან ამცნო,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ბუნაგი ჩუენი და ცოლნი ჩუენნი და საცხოვარი ჩუენი იყვნენ ქალაქთა შინა გალაადისათა,

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ხოლო მონანი შენნი განვიდენ ყოველნი შეჭურვილნი და განწყობილნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა-სახედ უფალმან თქუა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და შეასწავლნა იგინი მოსემან ელეაზარს მღდელსა და იისუს, ძესა ნავესსა, და მთავართა ტომთა ძეთა ისრაელისათასა,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ მოსემან: უკუეთუ წიაღ-მოჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველი შეჭურვილი ბრძოლად წინაშე უფლისა, და დაეუფლნეთ ქუეყანასა წინაშე თქუენსა და მიეცით მათ ქუეყანაჲ გალაადისაჲ დასაპყრობელად.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ხოლო არა თუ წიაღ-მოჴდენ თქუენ თანა შეჭ\ურვილნი Page of ms. Ga: 203v   ბრძოლად წინაშე უფლისა, წიაღ-ავლეთ ბუნაგები მათი და ცოლნი მათნი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანაანისა, და თანა-დაემკჳდრნენ თქუენ შორის ქუეყანასა ქანაანისასა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა, მეტყუელთა: რაოდენი უფალმან მრქუას მსახურთა თჳსთა, ეგრეთ ვყოთ,

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და ჩუენ წიაღ-მოვჴდეთ შეჭურვილნი წინაშე უფლისა ქუეყანად ქანაანისა, და მომეცით ჩუენ დასაპყრობელი წიაღ-კერძო იორდანისა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და მისცა მათ მოსე ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და კერძოსა ტომსა მანასის, ძისა იოსებისსა, სამეფოჲ სიონ მეფისა ამორრეველთაჲსაჲ, და სამეფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ, ქუეყანაჲ და ქალაქნი მისნი საზღვართა თანა, ქალაქნი ქუეყანისანი გარემოჲს.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და აღაშენეს ძეთა გადისთა დებოთი

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და ტაროთი და აროირი და სოფანი და იაზირი და აღამაღლნეს იგინი,

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
და ამვრანი და ბეთარრანი -- ქალაქნი ძნელნი და ბოსლები ცხოვართაჲ.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელეალი და კარიათემი

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და ნაბოჲ და ვეელსემეონი, გარემობურვილნი, და სევამაჲ და სახელ-სდვეს სახელსა ზედა თჳსსა სახელები ქალაქთაჲ, რომელი აღაშენნეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასსისი, გალაადდ და გამოიღო იგი და აღჴოცა ამორრეველი, დამკჳდრებული მას შინა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და მისცა მოსემან გალაადი მაქირს, ძესა მანასსისსა და დაემკჳდრნეს მუნ.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და იაირ მანასსისი წარვიდა და მოიხუნა ბოსლებნი მათნი და სახელ-სდვა მათ `ბოსლები იაირისი'.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და Page of ms. Gb: 89r  ნავავ წარვიდა და დაიპყრა კანაათი და დაბანი Page of ms. Ga: 204v   მისნი და სახელ-სდვა მათ `ნავოთ', სახელისაგან თჳსისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.