TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 69
Previous part

Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესე არიან მცნებანი და სამართალნი და მშჯავრნი, რომელნი მამცნნა უფალმან ღმერთმან თქუენმან, რაჲთა გასწავნე თქუენ ქმნად ესრეთ ქუეყანასა ზედა, რომლისა მიმართ თქუენ შეხუალთ მუნ დამკჳდრებად,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რაჲთა შეიშინოთ უფლისა ღმრთისა თქუენისა დაცვად ყოველთა სამართალთა მისთა და მცნებათა მისთა, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს, შენ და ძეთა შენთა და ძეთა ძეთა შენთასა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რაჲთა იდღეგრძელოთ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ისმინე, ისრაელ, და დაიმარხე ქმნად, რაჲთა კეთილ იყოს შენდა და რაჲთა განჰმრავლდეთ ფრიად, ვითარ-იგი თქუა უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მიცემად შენდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესე არიან სამართლანი და მშჯავრნი, რაოდენნი ამცნნო უფალმან ღმერთმან ძეთა ისრაელისათა უდაბნოს ზედა და გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით. ისმინე, ისრაელ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ სიტყუანი ესე, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს, გულსა შინა შენსა და სლსა შინა შენსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და წინა-უყვნე ესენი ძეთა შენთა და ჰზრახვიდე ამათ მჯდომარე სახლსა შინა და მავალი გზასა ზედა, მწოლარე და მდგომარე.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და შეაბნე იგინი სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნენ შეუძღველ წინაშე თუალთა შენთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დაწერენით ესენი წყირთლთა ზედა სახლისა თქუენისათა და ბჭეთა თქუენთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან ქუეყანასა, რომელსა ეფუცა მამათა შენთა -- აბრაამს და ისააკს და იაკობს -- მოცემად შენდა ქალაქნი დიდნი და ქმნულკეთილნი, რომელნი არა აღაშენენ,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
სახლნი სავსენი ყოვლითა კეთილითა, რომელნი არა აღავსენ, ჯურღმულნი აღმოთლილნი, რომელნი არა აღმოსთალენ, და ვენაჴნი და ზეთისხილოანნი, რომელნი არა დაჰნერგენ. და შჭამო რაჲ და განსძღე,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუ სადა დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, გამომყვანებელი შენი ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდ და მისსა შედგომილ იყავ და სახელისა მიმართ მისისა ფუცევდ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა ხჳდოდით შედმომად ღმერთთა სხუათა, ღმერთთა მიმართ წარმართთა გარემოისთა თქუენთასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ღმერთი მოშურნე არს, უფალი ღმერთი შენი შენ შორის, ნუსადა განრისხნეს გულისწყრომით უფალი ღმერთი შენი შენ ზედა მოსპოლვად შენდა პირისაგან ქუეყანისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, ვითარ-სახედ განსცადეთ ღდესა მას განცდისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
დამარხვით დაიმარხნე მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჲთა კეთილი იქმნეს შენდა და შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ კეთილი, რომელსა ეფუცა უფალი მამათა შენთა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ოტებულთა მტერთა შენთა წინაშე პირსა შენსა, ვითარცა იტყოდა უფალი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს გკითხოს შენ ძემან შენმან ხვალე-ზეგე, მეტყუელმან: რაჲსათჳს არიან წამებანი და სამართალნი, რომელნი მამცნნა ჩუენ ჴფალმან ღმერთმან ჩუენმან?

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მიუგო ძესა შენსა: მრწემ ვიყვენით ფარაოჲსსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და გამომიყვანნა ჩუენ უფალმან მიერ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მოსცა უფალმან სასწაულები და იშები დიდ-დიდები და ბოროტები ქუეყანასა ეგჳპტისასა ფარაოს ზედა და სახლსა მისსა და ძალსა ზედა მისსა წინაშე ჩუენსა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ჩუენ გამომიყვანნა მიერ, რაჲთა შემიყვანნეს ჩუენ მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცა მამათა ჩუენთა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მამცნო უფალმან ქმნაჲ ყოველთა მცნებათა და მშჯავრთა და შეშინებად უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა, რაჲთა კეთილ იყოს ჩუენდა ყოველთა დღეთა, რაჲთა ცოცხალ ვიყვნეთ, ვითარ-სახედ დღეს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მოწყალებაჲ იყოს ჩუენდამ და-თუ-ვიმარხოთ ქმნაჲ ყოველთა ამათ მცნებათა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა მამცნო ჩუენ უფალმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.