TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 70
Previous part

Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყოს, შეყვანებასა შენსა უფლისაგან ღმრთისა შენისა ქუეყანასა, რომელსა შეხუალთ და მკჳდრებად მუნ, და მოსრნეს ნათესავნი დიდნი და მრავალნი პირისაგან შენისა: ქეტტელი და გერგესსეველი და ამორრეველი და ქანანელი და ფერეზელი და ეველი და იებუსელი, შჳდნი ნათესავნი დიდნი და უძჵიერესნი თქუენსა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოგცნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და დასცნე იგინი და ჴჩინო-ყოფით უჩინო-ჰყვნე იგინი. არა აღსთქუა მათდა მიმართ აღთქუმაჲ, არცა შეიწყალნე იგინი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არცა ემზახეთ მათ: ასული შენი არა მისცე ძესა მისსა და ასული მისი არა მოჰგუარო ძესა შენსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ განადგინოს ძე შენი ჩემგან და ჰმსახუროს ღმერთთა სხუათა, და განრისხნეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ თქუენ ზედა და მოგსრას შენ მსწრაფლ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არამედ ესრეთ უყოთ მათ: ბომონები მათი დაარღჳეთ, ძეგლები მათი დამუსრეთ და სერტყები მათი მოკაფეთ და ქანდაკებულნი მათნი დაწუენით ცეცხლითა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ერი წმიდაჲ ხარ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და შენ პირველად გამოგირჩია უფალმან ღმერთმან შენმან ყოფად მისსა ერად საზეპუროდ უფროჲს ყოველთა ნათესავთასა, რაოდენნი არიან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
არა რამეთუ ფრიად მრავალ ხართ უფროჲს ყოველთა წარმართთა, წინა-აღგირჩინა თქუენ უფალმან და გამოგირჩინა თქუენ, რამეთუ თქუენ უცირეს ხართ უფროჲს ყოველთა წარმართთასა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
არამედ რამეთუ უყუართ ქუენ უფალსა და დამცველმან ფიცისამან, რომელ ეფუცა მამათა თქუენთა, გამოგიყვანნა თქუენ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გიჴსნა შენ უფალმან სახლისაგან მონებისა ჴელისაგან ფარაო ...

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
... რამეთუ ... უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთი სარწმუნო დამცველი აღთქუმისა მისისაჲ და წყალობისა მოყუარეთა თჳსთათჳს და დამცველთა მეცნებათა მისთასა ათასამდე ნათესავად,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მიმგებელი კრულვაჲ პირისპირ მისაგებელისა მათისაჲ

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და დაიცვნე მცნებანი და სამართალნი და მშჯავრნი ესე, რაოდენთა მე დღეს გამცნებ შენ ქმნად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს ისმინნეთ სამართალნი ესე და დაიცვენით და ჰყვნეთ, და დაიცვას უფალმან ღმერთმან შენმან აფუცა მამათა თქუენთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შეგიყუაროს შენ და გაკურთხოს შენ და განგამრავლოს შენ და აკურთხნეს შვილისწულნი მუცლისა შენისანი და ნაყოფი ქუეყანისა შენისაჲ და მროწეულნი ზროხათა შენთႠნი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელსა ეფუცა უფალი მამათა შენთა მოცემად შენდა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყო შენ უფროჲს ყოველთა ნათესავთა და არა იყოს თქუენ შორის უშვილოჲ, არცა ბერწი, და საცხოვართა შორის შენთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მოსპოს უფალმან ღმერთმან შენმან შენგან ყოველი სულებულებაჲ და ყოველნი სენნი ეგჳპტისანი ბოროტნი, რომელნი იხილენ და რაოდენნი სცნენ, არა დაისხნეს შენ ზედა და დასხნეს იგინი ყოველთა ზედა მოძულეთა შენთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და შჭამდე ყოველსა იავარსა წარმართთასა, რომელნი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცნეს შენ. არა ერიდოს თუალი შენი მათ ზედა და არა ჰმსახურ ღმერთთა მათთა, რამეთუ საცთურ შენდა არს ესე.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ სთქუა განმგონებელობასა შინა შენსა, ვითარმედ: მრავალ არს ნათესავი ესე, ვიდრემე ვიტარ შეუძლო მოსრვაჲ მათი?

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არა შეიშინო მათგან. მოიჴსენენ, რაოდენნი უყვნა უფალმან ღმერთმან შენმან ფარაოს და ყოველთა მეგჳპტელთა:

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
განსაცდელნი დიდნი, რომელნი იხილნეს თუალთა შენთა, სასწაულნი და ნიშნი დიდნი იგინი, ჴელი მტკიცე და მკლავი მაღალი, ვითარ გამოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ეგრეთ უყოს უფალმან ღმერთმან ჩუენმან ყოველთა წარმართთა, რომელთა შენ გეშინის პირისაგან მათისა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ბზიკნი მიავლინნეს უფალმან ღმერთმან მათდა ვიდრემდის აღჴოცნეს დაშთომილნი და დამალულნი შენგან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არა შეიქცე პირისაგან მათისა, რამეთუ უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, ღმერთი დიდი და ძლიერი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აღჴოცნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი ესე პირისაგან შენისა მცირედ-მცირედ. ვერ შეუძლო აღჴოცაჲ მათი მსწრაფლ, რაჲთა არა იქმნეს ქუეყანაჲ უშენ და განმრავლდენ შენ ზედა მჴეცნი ველურნი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და მოგცნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან ჴელთა შენთა და წარსწყმიდნე იგინი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მისცნეს მეფენი ჴელთა თქუენთა და წარწყმიდოს სახელი მათი ადგილისა მისგან, არა აღდგეს არავინ პირისპირ შენსა, ვიდრემდის მოსრნე იგინი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ქანდაკებულნი ღმერთთა მათთანი დაწუენით ცეცხლითა, არა გულმან გითქუას ოქროჲ ანუ ვეცხლი მოღებად მათგან თავისა შენისად. ნუ სცთები მის მიერ, რამეთუ საძაგელება არს სახლისა შენისა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყოს შენაჩუენებ, ვითარცა-ესე მოწყინებით მოიწყინო და მოძაგებით მოიძაგო, რამეთუ შენაჩუენებ არს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.