TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 71
Previous part

Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ყოველნი ესე მცნებანი, რომელთა მე დღეს გამცნებ თქუენ, დაიცვენით ქმნად, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ და მრავალწილ იქმნნეთ და შესრულთა დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ კეთილი, რომელსა ეფუცა უფალი მამათა თქუენთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე ყოველი გზაჲ, რომელი წარმოგავლო შენ უფალმან ღმერთმან შენმან უდაბნოს ზედა, რაჲთა განგაბოროტოს შენ და განგცადოს შენ, რაჲთა განმხილნეს გულისა შენისაჲ, უკუეთუ დაიცავ მცნებათა მისთა ანუ არა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და განგაბოროტა შენ და მოგაყმო შენ და გაჭამა შენ მანანაჲ უდაბნოსა ზედა, რომელი ეხილვა Page of ms. Ga: 225r   მამათა შენთა, რაჲთა მოგითხრას შენ, ვითარმედ არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
სამოსელნი შენნი არ განიბებკნეს შენგან, ფერჴნი შენნი არა გამოტკულფეს, აჰა, ორმეოცი წელიწადი არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ცან, ვითარმედ, ვითარ ვინ სწავლის კაცმან ძე თჳსი, ეგრეთვე უფალმან ღმერთმან გსწავლოს შენ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაიცვნე მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი სლვად გზათა მისთა და შიშად მისსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალი ღმერთი შენი შეგიყვანებს შენ ქუეყანასა კეთილსა და დიდსა, სადა Page of ms. Ga: 225v   ღუარნი წყალთანი და წყარონი უფსკრულთანი გამოვლენ ველთა და მთათაგან,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ იფქლისა და ქრთილისაჲ, ვენაჴნი და ლეღოანნი და მდინარენი, ქუეყანაჲ ზეთისხისაჲ, ზეთისა და თაფლისაჲ,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არა სიგლახაკით შჭამო პური შენი და არა მოქენე იქმნე არარაჲსა მას ზედა, ქუეყანაჲ, რომლისა ქვანი რკინა და მთათა მისთაგან დნების სპილენძი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შჭამო და განსძღე და აკურთხო უფალი ღმერთი შენი ქუეყანასა ზედა კეთილსა, რომელი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუსადა დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, არადაცვად მცნებათა მისთა და მშჯავრთა და სამართალთა მისთა, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ნუ შჭამო რაჲ და განსძღე და სახლნი კეთილნი აღაშენნე, დაემკჳდრო მათ შინა

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ზროხანი შენნი და ცხოვარნი შენნი განგიმრავლდენ შენ, ვეცხლი და ოქროჲ მრავალ იქმნეს შენი და ყოველნი, რაოდენნი იყვნენ შენნი, განმრავლდენ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აჰმაღლდე გულითა Page of ms. Ga: 226r   და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, გამომყვანებელი შენი ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
წარმავლებელი შენი უდაბნოჲსა მის დიდსა და საშინელისაჲ, სადა გუელი ჰკბენდა და ღრიანკალი, და წყურილი, სადა არა იყო წყალი, რომელმან აღმოგიცენა შენ კლდისაგან მყარისა წყაროჲ წყლისაჲ,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რომელმან გაჭამა შენ მანანაჲ, უდაბნოს ზედა, რომელი არა უწყოდე შენ და არა უწყოდეს მამათა შენთა, რაჲთა განგაბოროტო შენ და განგცადო შენ კეთილის-ყოფად შენდა უკუანაჲსკნელთა დღეთა შენთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ანუ იტყჳ გულსა შინა შენსა: ძალმან ჩემმან და სიმტკიცემან მკლავისა ჩემისამან მიყო მე ძალი ესე დიდი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცა შენ ძალი ყოფად ძლიერებისა და რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ თჳსი, რომელსა ეფუცა უფალი მამათა შენთა, ვითარცა დღეს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და მიხჳდე შედგომად სხუათა და ჰმსახურო მათ, მოწამე-გიყოფ დღეს თქუენ ცასა და ქუეყანასა, ვითარმედ წარწყმედით წარსწყმდეთ,

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ვითარცა სხუანი წარმართნი, რაოდენთა უფალი ღმერთი წარსწყმედს წინაშე პირსა თქუენსა, ეგრეთ წარსწყმდეთ ნაცვალად არასმენისა ჴმასა უფლისა ღმრთისა თქუენისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.