TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 72
Previous part

Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   ისმინე, ისრაელ, შენ განჰვლი იორდანესა დღეს შესვლად და დამკჳდრებად წარმართთა დიდთა და უძლიერესთა შენსა ქალაქთა დიდთა და შეზღუდვილთა ცადმდე,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ერსა დიდსა და მრავალსა, კეთილ-დიდსა, ძეთა ენაკისთა, რომელნი შენ უწყნი და შენ გასმიან, Page of ms. Ga: 226v   ვინ წინააღუდგეს ჭინაშე პირსა ძეთა ენაკისთასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გულისჴმა-ყავ დღეს, ვითარმედ უფალი ღმერთი ესე წინა-ვიდოდის წინაშე პირსა შენსა: ცეცხ განმლეველ არს. ამან მოსრნეს იგინი და მან წარაქცინეს იგინი წინაშე პირსა შენსა, წარწყმიდნეს იგინი მწრა\ფლ, Page of ms. Ga: 227r   ვითარ-სახედ თქუა უფალმან.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ნუ იტყჳ გულსა შინა შენსა აღჴოცასა მათსა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა წინაშე პირსა შენსა მეტყუელი: სიმართლეთა ჩემთათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანაჲ ესე კეთილი. არამედ უმსახურებელობისათჳს ამათ ნათესავთაჲსა მოსრავს მათ უფალი წინაშე პირსა შენსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
არა სიმართლისა შენისათჳს, არცა ღირსებისათჳს გულისა შენისა შეხუალ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მათისა, არამედ უშჯულოებისათჳს მათისა უფალი მოსპოლავს მათ პირისაგან შენისა, და რაჲთა დაამტკიცოს აღთქუმაჲ თჳსი, რომელსა ეფუცა უფალი მამათა თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და გულისჴმა-ყავ დღეს, ვითარმედ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ ქუეყანასა ამას კეთილსა დამკჳდრებად, რამეთუ ერი ქედფიცხელი ხარ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენე, ნუ დაივიწყებ, რაოდენ განამწარე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას დღით, რომლით გამოხუედით ქუეყანისაგან ეგჳპტისა, ვიდრემდის მოხუედით ადგილსა ამას, ურწმუნო ყოფილ ხართ უფლისა მიმართ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ქორებს შინაცა განაძჳნეთ უფალი და გულმოწყე-იქმნა უფალი თქუენ ზედა მოსრვად თქუენდა,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღსლვასა ჩემსა Page of ms. Ga: 227v   მთად მოხუმად ფიცართა ქვისათა, ფიცართა აღთქუმისათა, რომელნი აღთქუნა უფალმან თქუენდამი. და დადგრომილ ვიყავ მთასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა, პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მომცნა მე უფალმან ორნი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა და მათ ზედა ეწერნეს ყოველნი სიტყუანი, რომელნი თქუნა უფალმან თქუენდა მიმართ მთასა ზედა საშუალით ცეცხლისაჲთ Page of ms. Ga: 228r   დღესა ეკკლესიობისასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იყო, ორმეოცთა დღეთა მიერ და ორმეოცთა ღამეთა მიერ მომცნა უფალმან ღმერთმან მე ორნი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქუმისანი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდა მომართ: აღდეგ და შთავედ მწრაფლ ამიერ, რამეთუ იუშჯულოა ერმან შენმან, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, და გარდავიდეს მოსწრაფედ გზისაგან, რომელი ვამცენ მათ. და იქმნეს თავთა თჳსთად გამოდნობილი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამომართ მეტყუელმან: ვთქუ შენდამი ერთგზის და ორგზის მეტყუელმან: ვიხილე ერი ესე და, აჰა, ერი ქედფიცხელ არს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მაცადე მე მოვსრა ერი ესე და აღვჴოცო სახელი მისი ქუეშე კერძო ცისა. და გყო შენ ნათესავად დიდად და მაღლად და ფრიად უფროჲსად, ვიდრე ესე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და შემოქცეული შთამოვედ მთით და მთაჲ იწუებოდა ცეცხლითა და ორნი ფიცარნი წამებისანი ორთა შინა ჴელთა ჩემთა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მხილველმან, ვითარმედ სცოდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და ჰქმენით თქუენ თავთა თქუენთად გამოდნობილი და გარდაჴედით მწტაფლ გზისაგან, რომელი გამცნო უფალმან თქუენ,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მომხუმელმან ორთა მათ ფიცართამან დავსთხიენ იგინი ორთავე ჴელთა ჩემთაგან წინაშე თქუენსა და დავმუსრენ,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ვევედრე წინაშე Page of ms. Ga: 228v   უფლისა მეორედ, ვითარ-იგი პირველცა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. პური არა ვჭამე და წყალი არა ვსუ ყოველთათჳს ცოდვათა თქუენთა, რომელნი სცოდენით ქმნითა ბოროტისაჲთა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა განძჳნებად მისსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და შეშინებულ ვიყავ გულისწყრომისათჳს და რისხჳსა, რამეთუ განძჳნდა უფალი თქუენ ზედა მოსრვად თქუენდა. და შეესმა უფალსა ჩემი მას ჟამსა შინა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ფრიად ოსპოლვად მისსა. და ვილოცე აარონისთჳსცა ჟამსა მას.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ცოდვაჲ თქუენი, რომელ ჰქმენით, ჴბოჲ მოვიღე იგი და დავწუ იგი ცეცხლითა ვიდრე არა იქმნა მწულილ და იქმნა ვითარცა მტუერი, და შთავაბნიე მტუერი იგი ღუარსა შთამომავალთა მთით.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მოწუვასა მას და განცდასა და განაძჳნეთ უფალი ღმერთი თქუენი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და წარგავლინნა კადის ბარნით მეტყუელმან: აღვედით, დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ, რომელსა მე მიგცემ თქუენ. და ურჩ-ექმნენით სიტყუასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა და არამრწმუნებელ-ექმნენით მას და არა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
არამედ ურჩქმნილ-იყვენით უფლისა მიმართ მიერ დღითგან, რომელით გამოგეცხადა თქუენ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ვევედრე მე წინაშე უფლისა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა, რაოდენთა ვევედრე, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ვილო\ცე Page of ms. Ga: 229r   ღმრთისა მიმართ და ვთქუ: უფალო, უფალო, მეფეო ღმერთთაო, ნუ მოსრავ ერსა შენსა და სამკჳდრებელსა შენსა, რომელი გამოიყვანენ ეგჳპტით ძალითა შენითა დიდითა და ჴელითა შენითႠ მტკიცითა და მკლავითა შენითა მაღლითა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენე აბრაამისი და ისაკისი და იაკობისი -- მსახურთა შენთაჲ, რომელთა ეფუცე თავისა მიმართ შენისა. ნუ მოიხილავ სიფიცხესა ზედა ამის ერისასა და უმსახურებელობათა ზედა და ცოდვათა ზედა მათთა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ნუუკუე თქუან დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, ვინაჲ გამომიყვანენ ჩუენ მიერ, მეტყუელთა: ვერ შემძლებელობისათჳს უფლისა შეყვანებად მათდა ქუეყანად, რომელი ჰრქუა მათ, და სიძულილისათჳს მათისა განიყვანნა იგინი მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და ესე ერი შენი და ნაწილი შენი, რომელნი გამოიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.