TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 87
Previous part

Chapter: 24  
თავი XXIV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   მი-თუ ვინმე-იყვანოს ცოლი და ითანამკჳდროს იგი, და იყოს, უკუეთუ ვერ პოვოს მადლი წინაშე მისსა, რამეთუ პოვა მის თანა უშუერი საქმე, დაუწეროს მას წიგნი განტევებისაჲ და მისცეს ჴელთა მისთა და განავლინოს იგი სახლისაგან თჳსისა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
... ... ... ..

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
... ... ... .. უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი უკუანაჲსკნელი, რომელმან მოიყვანა იგი თავისა თჳსისა ცოლად,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვერღარა ძალ-უც ქმარსა მისსა პირველსა, რომელმან განავლინა იგი, კუალად-ქცევით მიყვანებაჲ მისი Page of ms. Ga: 269r   თავისა თჳსისა ცოლად შემდგომად შეგინებისა მისისა, რამეთუ საძაგელება არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. და არა შეაგინოთ ქუეყანაჲ, რომელსა უფალი ღმერთი თქუენი მიგცემს თქუენ წილად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვინმე მიიყვანოს ცოლი ახლად, არა განვიდეს ბრძოლად და არა მიეხოს იგი არარას საქმესა, უბრალოდ იყოს სახლსა შინა თჳსსა წელიწად ერთ, ახაროს ცოლსა თჳსსა, რომელი მიიყვანა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
არა იჴუთო წისქვილი, არცა ზედაჲ წისქჳლი, რამეთუ სულსა იჴუთავს ესრეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ჴელთ-იგდოს Page of ms. Ga: 269v   კაცმან მპარავმან სული ძმათაგან მისთა ძეთა ისრაელისათა და მიმძლავრებელმან მისმან განყიდოს, მოკუედინ მპარავი იგი და მოსპეთ ბოროტი თქუენ მაგათგან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
იგულე, თავი შენი შეხებასა შინა კეთრისასა დაიცვა ფრიად ქმნად ყოველთაებრ შჯულისა, რომელსა მიგითხრობდენ თქუენ მღუდელნი ლევიტელნი, ვითარ-სახედ გამცენ თქუენ, დაიცევით ქმნად.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენე, რაოდენი უყო უფალმან ღმერთმან შენმან მარიამს გზასა ზედა გამოსლვასა თქუენსა ეგჳპტით.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
თანამდები თუ იყოს მოყუსისა შენისა თანა რაჲვე თანანადები, არა შეხჳდე სახიდ მისსა ჴუთვად ნაჴუთევისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
გარე დასდგე და კაცმან, რომელი მოვალე იყოს, თავით თჳსით გამოგართუას ნაჴუთევი გარე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ უპოვარებდეს კაცი იგი, არა დაიყენო სამოსელი მისი შენ თანა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუნ-ცემით უკუნ-სცე სამოსელი მისი დასლვასა მზისასა და დაიძნოს სამოსლითა მისითა და გაკურთხოს შენ და შენი იყოს მოწყალებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა დააკლო სასყიდელსა დავრდომილსა და მოქენისასა ძმათა შენთაგანისა ანუ მწირთა\განისასა, Page of ms. Ga: 270r   რომელნი არიან ქალაქთა შინა შენთა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
მასვე დღეობით უკუნ-სცე სასყიდელი მისი. არა დაჰჴდეს მზე მას ზედა, რამეთუ დავრდომილი არს და მისდა მიმართ აქუს სასოებაჲ, და არა ჴმა-ყოს შენთჳს უფლისა მიმართ და იყოს შენდა ცოდვა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
არა მოკუდენ მამანი შვილთათჳს და ძენი არა მოკუდენ მამათათჳს, თჳთოეული თჳსითა ცოდჳთა მოკუდეს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არა მოსდრიკო მშჯავრი მწირისა და ობლისა და ქურივისაჲ, არა იჴუთო სამოსელი ქურივისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე, რამეთუ მწირ იყავ ქუეყანასა ეგჳპტისასა და გიჴსნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან მიერ. და ამისთჳს მე გამცნებ შენ სიტყუასა ამას ყოფად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ჰმკიდე თუ სამკალსა ყანასა შინა შენსა და დაგიშთეს მუნ მჭელეული, არა მიიქცე მირებად მისსა, გლახაკისა და მწირისა და ობლისა და ქურივისად იყოს, რაჲთა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ჰსთულებდე თუ ზეთსა, არა უკუნ-იქცე მოცურევად უკუანა ლერძოთა შენთა, მწირსა და ობოლსა და ქურივსა Page of ms. Ga: 270v   ეყვნენ, და მოიჴსენე, რამეთუ მსხემ იყავ ქუეყანასა ეგჳპტისასა. ამისთჳს მე გამცნებ შენ სიტყუასა ამას.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ჰსთულებდე ვენაჴსა შენსა, არა მოჰკუფხლო იგი უკუანა კერძო შენსა, მწირსა და ობოლსა და ქურივსა ეყოს.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მოიჴსენე, რამეთუ მსხემ იყავ ქუეყანასა ეგჳპტისასა, ამისთჳს მე გამცნებ შენ სიტყუასა ამას.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.