TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 88
Previous part

Chapter: 25  
თავი XXV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იქმნას თუ ცილობაჲ შორის კაცთა და მოვიდენ საშჯელად და განსაჯნენ და განამართლონ მართალი და განაცრუონ უღმრთოჲ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს თუ ღირს წყლულებათა უღმრთოჲ, დაჰსუა იგი წინაშე მათსა და გუემონ იგი წინაშე მათსა უღმრთოებისაებრ მათისა,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რიცხჳთა ორმეოც\ითა Page of ms. Ga: 271r   გუემონ იგი, არა შესძინონ. ხოლო თუ შესძინონ გუემად მისსა, ზეშთა ამათ წყლულებათასა უმრავლესნი, უშუერ იქმნეს ძმაჲ შენი წინაშე შენსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა პირაღკრულ-ჰყო ჴარი მეკალოე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მკჳდრ იყვნენ ძმანი ერთბამად და მოკუდეს ერთი მათგანი, ხოლო თესლი არა იყოს მისსა, არა იყოს ცოლი მომკუდარისაჲ გარეულისა კაცისა არმახლობლისა, ძმაჲ ქმრისა მისისაჲ შევიდეს მისსა მიმართ და მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად და თანაისახლეულოს Page of ms. Ga: 271v   იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ყრმაჲ, რომელიცა იშვეს, დაიდგინოს სახელსა ზედა აღსრულებულისასა და არა აღიჴოცოს სახელი მისი ისრაელისაგან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ არა ინებოს კაცმან მიყვანებად ცოლი ძმისა თჳსისაჲ, აღვიდეს დედაკაცი ბჭესა თანა ბერობისა მიმართ და თქუას: არა ჰნებავს ძმასა ქმრისა ჩემისასა აღდგინებად სახელი ძმისა თჳსისაჲ ისრაელსა შორის,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდოს მას ბერობამან მის ქალისამან და ჰრქუას მას, ხოლო მასნ წარმოდგომილმან თქუას: არა მნებავს მიყვანებაჲ მისი,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოუჴდეს ცოლი ძმისა მისისაჲ წინაშე ბერობისა, განუჴსნას ჴამლი მისი ერთი ფერჴისაგან მისისა და შეჰნერწყოს პირსა მისსა და მიმგებელმან ჰრქუას: ესრეთ ეყოს კაცსა, რომელმან არა აღაშენოს სახლი ძმისა თჳსისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ეწოდოს სახელი მისი ისრაელსა შორის `სახლი სანდალგანჴსნილისაჲ'.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იბრძოდინ თუ ორნი კაცნი ურთიერთას, კაცნი ძმისა თანა თჳ\სისა Page of ms. Ga: 272r   და მივიდეს ცოლი ერთისა მათგანისაჲ განრინებად ქმრისა თჳსისა ჴელისაგან მცემელისა მისისა და განმყოფელმან ჴელისა თჳსისამან შეუპყრნეს მარჩბივნი მისნი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მოჰკუეთო ჴელი მისი, არა ერიდოს თუალი შენი მის ზედა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
არა იყოს ვაშკარანსა შინა შენსა სასწორი და სასწორი დიდი და მცირე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა იყოს სახლსა შინა შენსა საწყეოჲ და საწყეოჲ დიდი და მცირე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
სასწორი ჭეშმარიტი და მართალი იყოს და საწყევოჲ ჭეშმარიტი და მართალი იყოს შენი, რაჲთა დღემრავალ იყო ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ წილად,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ საძაგელ უფლისა ღმრთისა შენისა ყოველი მოქმედი უსამართლოთაჲ.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მოიჴსენემ რაოდენნი გიყვნა შენ ამალეკმან გზასა ზედა, გამო-რაჲ-ხჳდოდე შენ ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვითარ წინააღგიდგა შენ და მოგკუეთა ბოლოჲ შენი მაშურალნი შემდგომად შენსა, ხოლო შენ გშიოდა და დაშურებოდე, და არა შიშინა ღმერთსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და იყოს, რაჟამს დაგაწყნაროს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთაგან მტერთა შენთა გარემოჲს შენსა ქუეყანასა შინა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ წილითა დამკჳდრებად მას, აღჰჴოცო სახელი მისი ცისქუეშისაგან და არა დაივიწყო.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.