TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 89
Previous part

Chapter: 26  
თავი XXVI


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყოს, შე-თუ-ხჳდე ქუეყანად, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს შენ წილითა დამკჳდრებად მას, და დაემკჳდრო მას ზედა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიღო დასაბამისაგან ნაყოფთა ქუეყანისა შენისათაჲსა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მიგცეს შენ, და შთასდვა კარტალსა და წარხჳდე ადგიდ, Page of ms. Ga: 272v   რომელიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მუნ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მიხჳდე მღდელისამ რომელი იყოს მათ დღეთა შინა, და სთქუა მღდელისა მიმართ: მიუთხრობ დღეს უფალსა ღმერთსა ჩემსა, ვითარმედ შემოვედ ქუეყანად, რომელსა ეფუცა უფალი მამათა ჩუენთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მიიღოს მღდელმან კარტალი ჴელისაგან შენისა და დადვას იგი წინაშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა შენისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მიუგო და სთქუა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: ასურეთი დაუტევა მამამან ჩემმან და შთავიდა ეგჳპტედ და იმსხემა მუნ რიცხუსა მცირესა და იქმნა მუნ ნათესავად დიდად და სიმრავლედ ფრიადად და დიდად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და გუაჭირვებდეს ჩუენ მეგჳპტელნი და დამამდაბლნეს ჩუენ და დამასხნეს ჩუენ საქმენი ფიცხელნი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღვიღეთ ჴმაჲ უფლისა მიმართ, ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა და იხილა სამდაბლე ჩუენი და შრომაჲ ცუენი და წირვეულობა ჩუენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და გამომიყვანნა ჩუენ უფალმან ეგჳპტით თჳთ ძალითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა მისითა და ჩუენებითა დიდ-დიდითა და სასწაულებითა და ნიშნებითა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და შემომიყვანნა ჩუენ ადგილსა ამას და მომცა ჩუენ ქუეყანაჲ ესე, ქუეყანაჲ, მდინარე სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აწ, ესერა, მოვედ და მოვიღე პირველი ნაყოფი ქუეყანისა ამის, რომელი მომცა მე უფალმან ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, დაუტევნე იგინი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა და თაყუანის-სცე მუნ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იხარო მუნ ყოველთა ზედა Page of ms. Ga: 273r   კეთილთა, რომელნი მოგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან და სახლმან შენმან და ლევიტელმან და მწირმან შენშორისმან.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო სრულ-ჰყო თუ განათეულებაჲ ყოვლისა ათეულისა ნაშრომთა ქუეყანისათაჲ წელიწადსა მესამესა, მეორე ათეული მისცე ლევიტელსა და მწირსა და ობოლსა და ქურივსა, და ჭამდენ მათ ქალაქთა შინა შენთა და იხარებდენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და სთქუა წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვბიწენ წმიდანი სახლისაგან ჩემისა და მივსცენ იგინი ლევიტელსა და მწირსა და ობოლსა და ქურივსა მსგავსად ყოველთა მცნებათა შენთა და არა დავივიწყე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და არა ვჭამე სალმობასა შინა ჩემსა მათგან, არა მივეც მათგან მკუდარსა, ვისმინე ჴმაჲ უფლისა ღმეთისა ჩემისაჲ, ვყავ, ვითარცა მამცნო მე.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
გარდამოიხილე სახლით წმიდით შენით ცით და აკურთხე ერი შენი ისრაელი და ქუეყანაჲ, რომელი მიეც მათ, ვითარ-იგი ეფუცე მამათა ჩუენთა მო\ცემად Page of ms. Ga: 273v   ჩუენდა ქუეყანაჲ, დამდინარე სძისა და თაფლისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამას დღესა შინა უფალმან ღმერთმან შენმან გამცნო შენ ქმნად ყოველთა ამათ სამართალთა და მშჯავრთა და დაიცვენით და ყვენით ესენი ყოვლითა გულითა თქუენითა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ღმერთი გამოირჩიე დღეს ყოფად შენდა ღმრთად და სლვად გზათა შინა მისთა და დაცვად სამართალთა და მშჯავრთა და მცნებათა მისთა და სმენად ჴმისა მისისა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და უფალმან გამოგარჩია შენ დღეს ყოფად მისსა ერად საზეპუროდ, ვითარცა-იგი გრქუა შენ დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ყოფად შენდა ზეშთა ზენა ყოევლთა ნათესავთასა, ვითარცა გყო შენ სახელოან და საქადულ და დიდებულ, ყოფად შენდა ერად წმიდად უფლისა ღმრთისა შენისა, ვითარცა იტყოდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.