TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 91
Previous part

Chapter: 28  
თავი XXVIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყოს, ვითარცა წიაღ-ჰჴდეთ იორდანესა ქუეყანად მიმართ, რომელსა უფალი ღმერთი თქუენი მიგცემს თქუენ, უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ დაცვად და ქმნად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელმან მე გამცნებ თქუენ დღეს, და მიგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ზეშთა კერძო ყოველთა მათესავთა ქუეყანისთა

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ესე კურთხევანი და გპოვონ შენ, უკუეთუ სმენით ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა და კურთხეულ იყო შენ ველსა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყვნენ შვილის წულნი მუცლისა შენისანი და ნაშრომნი ქუეყანისა შენისანი, Page of ms. Ga: _   მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი!

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყვნენ დასაკრებელნი შენნი და ნეშტებნი შენნი!

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
კურთხეულ იყო შენ შესლვასა შენსა და კურთხეულ იყო განსვლასა შენსა!

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
მოგცნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მტერნი შენნი, წინააღმდგომნი შენნი შემუსრვილად წინაშე პირსა შენსა! გზასა ერთსა შემოვიდოდინ შენდა და შჳდით გზით ივლტოდინ პირისაგან შენისა!

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მოავლინოს უფალმან შენ ზედა კურთხევაჲ, საუნჯეთა შენთა ზედა და ყოველსა ზედა, რასაცა მიჰყო ჴელი შენი ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მიგცემს სენ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აღგადგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ერად წმიდად, ვითარ-სახედ ეფუცა მამათა შენთა, უკუეთუ ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ და ხჳდოდი გზათა მისთა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და გიხილონ შენ ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ სახელი უფლისაჲ წოდებულ არს შენ ზედა და მოშიშ გექმნენ შენ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილთა მიერ შვილის წულთა თანა მუცლისა შენისათა და ნაშობის ნაშობთა მიერ საცხოვართა შენთასა და ნაშრომთა მიერ ქუეყანასა ზედა, რომელსა ეფუცა ღმერთი მამათა შენთა მიცემად შენდა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
განგიღოს შენ უფალმან საუნჯე მისი კეთილი ცაჲ მიცემად წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა თჳსსა, კურთხევად ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი. და ავასხებდე ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე. და ჰმსთავრობდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ბოლოდ, და იყო შენ ზენა და არა ქუენა, უკუეთუ ისმინო მცნებათა უფლისა ღმრთისა შენისათაჲ, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს დაცვად და ქმნად.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არა გარდაჰჴდე ყოველთაგან სიტყუათა, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს, მარჯუნ ანუ მარცხნ სლვად შედგომად ღმერთთა სხუათა მსახურებად მათდა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იყოს, უკუეთუ არა ისმინო ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ დაცვად და ქმნად ყოველთა მცნებათა მისთა, რაოდენთა მე გამცნებ შენ დღეს, და მოიწინენ შენდა მომართ ყოველნი ესე წყევანი და გპოონ შენ,

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყო შენ ქალაქსა შინა და წყეულ იყო ველსა ზედა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყვენენ დასაკრებელნი შენნი და ნეშტნი შენნი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყვნენ შვილის წულნი მუცლისა შენისანი და ნაშრომნი ქუეყანისა შენისანი და მროწეულნი ზროხათა შენთანი და სამწყსონი ცხოვართა შენთანი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
წყეულ იყო შენ შესლვასა შინა შენსა და წყეულ შენ გამოსლვასა შინა შენსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
გამოგივლინოს შენ უფალმან ნაკლულევანებაჲ და სიყმილიანობაჲ ყოველსა ზედა, რომელსაცა მიჰყო ჴელი შენი, რაოდენიცა-რაჲ ჰყო, ვიდრემდის წარგწყმიდოს შენ მწრაფლ ბოროტთათჳს ჴელ-ყოფათა შენთა მით, რამეთუ დამიტევე მე.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
მოავლინოს უფალმან შენდამი სიკუდილი, ვიდრემდის მოგსპოლოს შენ ქუეყანისაგან, რომლისა მიმართ შეხუალ შენ მუნ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და გცეს შენ უფალმან უძლურებითა და ჴურვებითა და ცხროჲთა და განმწარებითა და კლვითა და ქახრწნილებითა და სიყჳთლითა. და მიგდევდენ შენ, ვიდრემდის წარგწყმიდონ შენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იყოს შენდა ცაჲ ზეშთა თავისა შენისა რვალ და ქუეყანაჲ ქუეშე შენსა -- რკინა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
მოსცეს უფალმან წჳმად ქუეყანასა შენსა მტუერი და მიწაჲ ზეცით გარდამოვიდეს სენ ზედა, ვიდრემდის წარგწყმიდოს შენ ქუეყანისაგან, რომელსა შეხუალ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მიგცეს შენ უფალმან დასახედავად წინაშე მტერთა შენთა. გზით ერთით შეხჳდე მათდა მიმართ და შჳდით გზით ივლტოდი პირისაგან მათისა, და იყო განთესულ ყოველთა შორის მეფობათა ქუეყანისათა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მკუდარნი თქუენნი შესაჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა და არა იყოს დამაფრქულეველი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
გგუემოს უფალმან წუთხითა ეგჳპტისაჲთა საგურკლველთა შორის და სიმღიერითა ველურითა და საფხანითა, ვიდრემდის ვერ ძალ-გედვას შენ განკურნებად.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და გცეს შენ უფალმან განცჳბრებითა და ვერმხედველობითა და განკრთომითა განმგონებელობისაჲთა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და იყო შენ მფეშუებელ შუადღე, ვითარცა ეფეშუებინ ბრმაჲ ბნელსა შინა, და არა წარგემართენ გზანი შენნი, და იყო შენ მიმძლავრებულ და დატაცებულ ყოველთა დღეთა შენთა და არა იყოს შემწე შენი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ცოლი მიიყვანო და მამაკაცმან სხუამან მიიყვანოს იგი. სახლი აღაშენო და არა დაემკჳდრო მას შინა. ვენაჴი დაასხა და არა დასწიხნო იგი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ზუარაკი შენი დაკლულ იყოს შენ წინაშე და არა შჭამო მისგან. კარაული შენი წარგიტაცოს შენგან და არა კუალად-გეგოს შენ. ცხოვარნი შენნი მიცემულ იყვნენ მტერთა შენთა და არა იყოს შენდა შემწე.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ძენი შენნი და ასულნი შენნი მიეცნეს ნათესავსა სხუასა და თუალნი შენნი არა ჰხედვიდენ მიმხედველნი მათდა და ვერ ეძლოს ჴელსა შენსა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
გამონაღებსა ქუეყანისა შენისასა და ყოველთა ნაშრომთა შენთა ჭამდეს ნათესავი, რომელი არა იცოდი, და იყო მიხუეწილ და ვნებულ ყოველთა დღეთა.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და იყო გულპებულ სახილავთა მიერ თუალთა შენთაჲსა, რომელთა ჰხედჳდე.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და მიგცეს შენ უფალმან სალმობაჲ ბოროტი მუჴლთა ზედა და სხჳლბარკალთა ზედა, ვიდრემდის ვერ ძალ-გედვას განკურნებად კუალითგან ფერჴთაჲთ ვიდრე თხემადმდე შენდა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
წარგასხნეს უფალმან შენ და მთავარნი შენნი, რომელნიცა დაგედგინნენ თავსა თჳსსა ზედა, ნათესავისა მიმართ, რომელი არა უწყოდე შენ და მამათა შენთა, და ჰმსახურო მუნ ღმერთთა სხუათა ძელთა და ქვათა.

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და იყო მუნ მაგალითად და იგავად და მისათხრობელად ყოველთა შორის წარმართთა, რომელთაცა მიმართ წარგგზავნოს შენ უფალმან მუნ.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
თესლი ფრიადი განიპო ველად და მცირედი შეიღო, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ვენაჴი დაასხა და მოჰქმნა და ღჳნოჲ არა ჰსუა, არცა იხარო მისგან, რამეთუ შეჭამოს იგი მატლმან.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
ზეთისხილნი იყვნენ შენდა და ზეთი არა ჰპოვო ცხებად, რამეთუ უჟამოდ დამოსცჳვეს ნაყოფი.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
ძეებ და ასულებ ისხნე და არა სარგებელ-გეყვნენ, არამედ წარისხნეს ტყუედ.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
ყოველნი ხენი შენნი და ნაშრომნი ქუეყანისა შენისანი მოჴოცნეს გესლმან.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
მწირი, რომელი იყოს შენ შორის, აღვიდეს შენ ზედა ზემო-ზემო, ხოლო შენ შთახჳდე ქუენა-ქუენა.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
იგი გავასხებდეს, ხოლო შენ ვერ ძალ-გედვას ესე. იგი იყოს თავ, ხოლო შენ იყო ბოლო.

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
და მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე წყევანი და გდევდენ შენ და გეწინენ შენ, ვიდრემდის მოგასრულონ შენ და ვიდრემდის წარგწყმიდონ შენ, რამეთუ არა ისმინე ჴმისა უფლისა ღმრთისა შენისაჲ დაცვად მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა, რაოდენნი გამცნნა შენ.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ შენ შორის სასწაულნი და ნიშნი და თესლსა შენსა შორის ვიდრე საუკუნომდე

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
მის წილ, რომელ არა ჰმსახურე უფალსა ღმერთსა შენსა მხიარულითა და კეთილითა გულითა სავსებისათჳს ყოველთაჲსა.

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და ჰმსახურო მუნ მტერთა შენთა, რომელნი მოავლინნეს უფალმან ღმერთმან შენ ზედა სიყმილითა და წყურილითა, შიშულობითა და ყოვლითა ჭირითა და დაგდვას საჴივი რკინისაჲ ქედსა ზედა შენსა, ვიდრემდის მოგსპოს შენ.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
მოავლინოს უფალმან შენ ზედა ნათესავი შორიელი დასასრულით ქუეყანისაჲთ, რომლისა ბრდღუენაჲ, ვითარცა ლომისაჲ, და მიტევებაჲ, ვითარცა არწივისაჲ; ნათესავი, რომლისაჲ არა გესმა ჴმისა მისისაჲ,

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
ნათესავი შეუკდემელი პირითა, რომელსა არა დაუკჳრდეს პირი მოხუცებულისაჲ და ჭაბუკი არა შეიწყალოს.

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
და დაჭამნეს ნაშობის წულნი საცხოვართა შენთანი და ნაშრომნი ქუეყანისა შენისანი, ვიდრემდის არა დაგიშთინოს შენ იფქლი, ღჳნოჲ, ზეთი, მროწეული ზროხათა შენთაჲ და სამწყსოჲ ცხოვართა ცხოვართა შენთაჲ, ვიდრემდის წარგწყმიდოს შენ.

Verse: 52   Link to mcat Link to sept   
და ვიდრემდის აღდჴუარდოს შენ ყოველთაგან ქალაქთა შენთა, ვიდრემდის დაირღუენ Page of ms. Ga: 277r   ზღუდენი შენნი მაღალნი და მაგარნი, რომელთა მიმართ შენ ესავ მათდამი ყოველსა შინა ქუეყანასა შენსა, და შეგაურვონ შენ ყოველთა შინა ქალაქთა შენთა, რომელნი მიგცნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 53   Link to mcat Link to sept   
შეშჭამნე ნაშობის წულნი მუცლისა შენისანი, ჴორცნი ძეთა შენთა და ასულთა შენთანი, რომელნი მოგცნა უფალმან ღმერთმან შენმან, იწროებასა შინა შენსა და ჭირსა შენსა, შეგაიწროს რაჲ შენ მტერმან შენმან ქალაქთა შინა შენთა.

Verse: 54   Link to mcat Link to sept   
ჩჩჳლი შენ შორის და ფუფუნეული ფრიად ეშუროს თუალთა ძმასა თჳსსა და ცოლსა თჳსსა, რომელი იყოს უბეთა შინა მისთა, და დაშთომილთა შვილთა, რომელნიცა დაშთომოდინ მას,

Verse: 55   Link to mcat Link to sept   
რაჲთა მისცეს ერთსაცა მათგანსა ჴორცთაგან შვილთა მისთაჲსა, რომელთა ჭამდეს, არა დაშთომისათჳს მისდა არარას იწროებასა მას შინა და ჭირსა, შეგაიწროს რაჲ შენ მტერმან შენმან ყოველთა შინა ქალქთა შენთა.

Verse: 56   Link to mcat Link to sept   
ჩჩჳლი მდედრი თქუენ შორის და ფუფუნეული ფრიად, რომლისასა არა მიეღოს გამოცდილებაჲ ფერჴსა მისსა სლვად ქუეყანასა ზედა სიჩჩოებისათჳს, ეშურვოს თუალითა ქმარსა თჳსსა, რომელი იყოს უბეთა შინა მისთა, და ძესა და ასულსა თჳსსა,

Verse: 57   Link to mcat Link to sept   
და ნაშობსა თჳსსა, გამოსრულსა წყვილთაგან მისთა, და შვილი, რომელიცა შვა, შეჭამოს თჳსაგან ნაკლულევანებსიათჳს ფარულად ყოველთაგან იწროებასა შინა და ჭირსა შინა, რომლითაცა გაჭირვოს შენ მტერმან შენმან ყოველთა შინა ქალაქთა შენთა,

Verse: 58   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა ისმინოთ ქმნად ყოველთა სიტყუ\ათა Page of ms. Ga: 277v   ამის შჯულისათა დაწერილთა წიგნსა ამას შინა შეშინებითა სახელისაგან პატიოსნისა ამის და საკჳრველისა უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 59   Link to mcat Link to sept   
და განსაკჳრველნეს უფალმან წყლვანი შენნი და წყლვანი თესლისა შენისანი, წყლვანი დიდნი და საკჳრველნი.

Verse: 60   Link to mcat Link to sept   
და მოაქციოს შენ ზედა ყოველი სალმობაჲ ეგჳპტისაჲ ბოროტი, რომლისა მოშიშ იყავ პირისაგან მათისა, და შეგეყვნენ შენ.

Verse: 61   Link to mcat Link to sept   
და ყოველი სნეულებაჲ და ყოველი წყლულებაჲ არადაწერილი წიგნსა შჯულისა ამისსა მოაწიოს უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოლოს შენ.

Verse: 62   Link to mcat Link to sept   
და დაგაშთინოს შენ ტიცხჳთა მცირედ ნაცვალად, რამეთუ იყვენით თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლისთა, რამეთუ არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ.

Verse: 63   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ვითარ-სახედ იშუებდა უფალი თქუენ ზედა მოსრულებად თქუენდა და განმრავლებად თქუენდა, ეგრეთვე იშთუებდეს უფალი თქუენ ზედა მოსრულებად თქუენდა და აღსპოლვად ქუეყანისაგან, რომლისა მიმართ თქუენ შეხუალთ მუნ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 64   Link to mcat Link to sept   
და განგთესოს უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მიმართ წარმართთა კიდითგან ქუეყანისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისსა. და ჰმსახურო მუნ ღმერთთა სხუათა ძელთა და ქვათა, რომელნი არა უწყოდენ შენ და მამათ შენთა.

Verse: 65   Link to mcat Link to sept   
არამედ წარმართთაცა მათ შორის არა განისუენო შენ, არცა იქმნეს დგომაჲ კუალისა ფერჴთა შენთაჲსა და მოგცეს შენ უფალმან მუნ გული ჭუვნეული და მოკლებულნი თუალნი და დამდნარი სული.

Verse: 66   Link to mcat Link to sept   
და იყოს ცხორებაჲ შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა და გეშინოდის დღე Page of ms. Ga: 278r   და ღამე და არა გრწმენეს ცხორებაჲ შენი.

Verse: 67   Link to mcat Link to sept   
განთიად სთქუა: ოდესმე იქმნეს მწუხრი? და მწუხრი სთქუა: ოდეს იქმნეს განთიადი? შიშისაგან გულისა შენისა, რომელთა გეშინოდის, და სახილავთაგან თუალთა შენთაჲსა, რომელნი იხილნე.

Verse: 68   Link to mcat Link to sept   
და მიგაქციოს შენ უფალმან ნავებითა ეგჳპტედ და გზასა, რომლისაჲ ვთქუ, არღა შესძინოთ ხილვაჲ მისი მერმე, და შესძინნეთ მუნ მტერთა თქუენთა მონებად და მჴევლებად და არა იყოს მომყიდელი.

Verse: 69   Link to mcat Link to sept   
ესე სიტყუანი Page of ms. Ga: 278v   არიან აღთქუმისანი, რომელი ამცნო უფალმან მოსეს მიცემად ძეთა ისრაელისათა ქუეყანასა მოაბისასა, თჳნიერ აღთქუმისა, რომელი აღუთქუა მათ ქორებს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.