TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 92
Previous part

Chapter: 29  
თავი XXIX


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მიუწოდა მოსემან ყოველთა ძეთა ისრაელისათა და თქუა მათდა მიმართ: თქუენ იხილენით ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა ეგჳპტისშინათა წინაშე თქუენსა ფარაოს და ყოველთა მსახურთა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
განსაცდელნი დიდნი, რომელნი იხილნეს თუალთა შენთა, სასწაულნი და ნიშნი იგი დიდნი, ჴელი მტკიცე და მკლავი მაღალი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და არა მოგცა უფალმან ღმერთმან თქუენმან გული ცნობად Page of ms. Ga: 279r   და თუალნი ხილვად და ყურნი სმენად ვიდრე დღესამომდე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მიმოგავლინნა თქუენ ორმეოც წელ უდაბნოსა შინა. არა დაძუელდეს სამოსელნი თქუენნი და ჴამლნი არა განკფდეს ფერჴთა თქუენთაგან.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და პური არა შჭამეთ და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსჳთ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ესე არს უფალი ღმერთი თქუენი,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოხუედით ვიდრე ამის ადგილისამდე და გამოვიდა სიონ მეფე ესებონისაჲ და ოგ მეფე ბასანისაჲ შემთხუევად თქუენდა ბრძოლითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 279v   და დავსცენით იგინი და დავიპყართ ქუეყანაჲ მათი და მივეც იგი ნაწილად რუნებს და გადს და კერძოსა ტომსა მანასისსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაიმარხეთ ქმნაჲ ყოველთა სიტყუათა ამის აღთქუმისათაჲ, რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდეთ ყოველთა, რაოდენთა ჰყოფდეთ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
თქუენ სდეგით აქა დღეს ყოველნი წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა, ტომთმთავარნი თქუენნი და წერილის-შემომყვანებელნი თქუენნი, ყოველი მამაკაცი ისრაელისაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ცოლნი თქუენნი და შვილნი Page of ms. Ga: 280r   თქუენნი და მწირი, მყოფი ბანაკსა შორის თქუენსა შეშის-მკოდელით თქუენითგან ვიდრე წყლის-მკრებელთა თქუენთამდე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ნუმცა ვინ გარდაჰვალს მცნებასა უფლისა ღმრთისა შენისასა და წყევათა მისთა, რაოდენთა უფალი ღმერთი შენი აღსთქუამს შენდა მიმართ დღეს,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რაჲთა დაგამტკიცოს მისსა ერად და იგი იყოსშენდა და ვითარ-სახედ ეფუცა მამათა შენთა -- აბრაამს, ისაკს და იაკობს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და არა თქუენ მხოლოთა აღგითქუამ მე აღთქუმასა ამას,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არამედ აქა მყოფთაცა თქუენ თანა დღეს წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და არამყოფთა აქა თქუენ თანა დღეს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ თქუენ უწყით, ვითარ მკჳდრ ვიყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა და გარდავლეთ შორის წარმართთასა, რომელთა თანა-წარჰვლეთ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იხილენით საძაგელნი მათნი და კერპნი მათნი -- ძელი და ქვაჲ, ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი იყვნეს მათ შორის.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ნუ არსა ვინა მამაკაცი, ანუ დისაცი, ანუ ნათესავი, ანუ ტომი, რომლისაგან გონებაჲ განდრეკილ არს უფლისაგან ღმრთისა ჩუენისა მისლვად მსახურებად ღმერთთა წარმართთა მათსა? ნუმცა ვინ არს თქუენ შორის ძირი, აღმომაცენებელი ნავღლისა და სიმწარისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ესმას თუ სიტყუაჲ წყევისაჲ ამის და ზრახვ\იდეს Page of ms. Ga: 280v   გულსა შინა თჳსსა, მეტყუელი: უშჯილეს ჩემდა იქმნა, ცთომილებასა შინა გულისა ჩემისასა ვიდოდი, რაჲთა არა თანა-წარწყმიდოს ცოდვილმან უცოდველი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
არა ინებოს ღმერთმან კეთილ ლხინებად მისსა, არამედ მაშინ აღატყდეს რისხვაჲ უფლისაჲ და შური მისი კაცსა მას ზედა და აღეთქუნენ მას ყოველნი წიგნსა შინა შჯულისასა, და აღჴოცოს უფალმან სახელი მისი ცის ქუეშისაგან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და განყოს იგი უფალმან საბოროტოდ ყოველტაგან ძეთა ისრაელისათა, მსგავსად ყოველთა წყევათა აღთქუმისა, დაწერილისა წიგნსა შინა ამის შჯულისასა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუან ნათესავსა სხუასა ძეთა თქუენთა, რომელნი აღდგნენ შემდგომად თქუენსა, და უცხოჲ, რომელი მოვიდეს ქუეყანით შორით, და იხილნენ წყლულებანი მისნი, რომელნი მოავლინნა უფალმან მის ზედა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
წუნწუბითა და მარილითა დაიწუას ყოველი ქუეყანაჲ მისი, არა დაითესოს, არცა აღმოეცენოს, არცა აღმოჰდეს მის ზედა ყოველი მწუ\ანე, Page of ms. Ga: 281v   ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორაჲ, ადამაჲ და სოვაიმი, რომელნი დააქცისა უფალმან გულისწყრომითა და რისხვითა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და თქუან ყოველთა წარმართთა: რად უყო უფალმან ესრეთ ქუეყაასა ამას, რაჲ არს გულისწყრომაჲ ესე რისხვისაჲ დიდი?

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და თქუან, რამეთუ დაუტევეს აღთქუმაჲ უფლისა ღმრთისა მამათა მათთაჲსაჲ, რომელი აღუთქუა მამათა მათთა, რამეთუ გამოიყვანა იგინი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და წარსრულთა ჰმსახურეს ღმერთთა სხუათა და თაყუანი\ს-სცეს, Page of ms. Ga: 282r   რომელნი არა უწყოდნეს, არცა მეცნიერ იყვნეს მათდა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა უფალი გულისწყრომით ქუეყანასა მას ზედა მოწევნად მას ზედა მსგავსად ყოველთა წყევათა ამის აღთქუმისათა, დაწერილთა წიგნსა შინა ამის სჯულისასა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და აღიხუნა იგინი უფალმან ქუეყანისაგან მათისა გულისწყრომითა და რისხვითა და განძჳნებითა დიდითა ფრიად და განიყვანნა იგინი ქუეყანად სხუად ვითარცა აწ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
დაფარულნი უფალსა ღმერთსა, ხოლო ცხადნი თქუენ და შვილთა თქუენთა უკუნისამდე ქმნად ყოველთა სიტყუათა შჯულისათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.