TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 102
Previous part

Chapter: 5  
თავი V


Verse: 1   Link to sept   და იყო, ვითარცა ესმა მეფეთა Page of ms. Ga: 311v   ამორეველთასა, რომელნი იყვნეს წიაღ იორდანესა, და მეფეთა ფინიკიისათა ზღჳს კიდელთა. ვითარმედ განაჴმო უფალმან ღმერთმან იორდანე მდინარე წინაშისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა. გან-რაჲ-ჰვლიდეს იგინი. და დადნეს იგინი გონებითა და განცჳბრდეს და არა იყო მათ თანა ცნობაჲ არცადა ერთი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა.

Verse: 2   Link to sept   
და ამას ჟამსა შინა ჰრქუა უფალმან იისუსა: იქმნენ თავისა შენისა დანაკნი კლდისანი კლდისაგან ტინისა და მჯდომარემან წინადასცჳთე ძეთა ისრაჱლისათა მეორედ.

Verse: 3   Link to sept   
Page of ms. Ga: 312r   და შექმნნა იისუმან დანაკნი კლდისანი ტინნი და წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა ადგილსა ზედა წოდებულსა ბორცუად წინადაუცუეთე\ელად. Page of ms. Ga: 312v  

Verse: 4   Link to sept   
ხოლო რომლითა სახითა განწმიდნა იისუმან ძენი ისრაჱლისანი. რაოდენნი ოდესვე იქმნეს გზასა ზედა და რაოდენნი ოდესვე წინადაუცუეთელნი იყვნეს გამოსრულთაგანნი ეგჳპტით, ყოველთა ამათ წინადასცჳთა იისუმან*,

Verse: 6   Link to sept   
რამეთუ ორმეოცდაორ წელ იქცეოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა მანდარიტსა. რომლისათჳს წინადაუცუეთელნი იყვნეს უმრავლესნი მათნი მბრძოლთაგანნი გამოსრულთანი ქუეყანით ეგჳპტით. ურწმუნოქმნილნი მცნებათა ღმრთისათანი, რომელთა განუსაზღვრა უფალმან მათ არახილვად Page of ms. Ga: 314r   მათდა ქუეყანაჲ, რომელსა ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა.

Verse: 7   Link to sept   
ხოლო ნაცვალად მათდა ანაცვალ-დაადგინნა ძენი მათნი, რომელთა წინადასცჳთა იისუმან წინადაუცუეთელ ყოფისათჳს მათისა მგზავრ.

Verse: 8   Link to sept   
ხოლო წინა-რაჲ-დაიცჳთეს, მყუდროებაჲ მოიგეს მსხდომარეთა ბანაკსა შინა მათსა, ვიდრე არა განმრთელდეს.

Verse: 9   Link to sept   
და ჰრქუა უფალმან იისუს, ძესა ნავესსა. დღენდელსა დღესა მოვსპობ ყუედრებასა ეგჳპტისასა თქუენგან. და უწოდა სახელი ადგილისაჲ მის გალგალა ვიდრე დღედმდე ამად.

Verse: 10   Link to sept   
და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა პასექი ოთხ და მეათესა დღესა თთჳსასა მიმწუხრი დასავლით იერიქოსა, წიაღ მდინარესა იორდანესა, ველსა ზედა.

Verse: 11   Link to sept   
და ჭამეს იფქლისაგან Page of ms. Ga: 314v   ქუეყანისა უცომოჲ და ახალი ამას დღესა შინა.

Verse: 12   Link to sept   
მოაკლდა მანანაჲ შემდგომად ჭამისა მათისა იფქლისაგან ქუეყანისა და არღა მერმეცა იყო ძეთა ისრაჱლისათად მანანაჲ, ხოლო მოინაყოფეს სოფელი ფინიკელთაჲ მას წელიწადსა.

Verse: 13   Link to sept   
და იქმნა, ვითარცა იყო იისუ იერიქოს, და აღმხილველმან თუალთა მისთამან იხილა კაცი მდგომი პირისპირ მისსა და მახჳლი ჴდილი ჴელსა შინა მისსა. და მოუჴდა იისუ, ჰრქუა მას: ჩუენი ხარ ანუ წინააღმდგომთაჲ?

Verse: 14   Link to sept   
ხოლო მან ჰრქუა მას. მე ვარ მთავარ-სპაჲპეტი ძალისა უფლისაჲ, აწ მოვიწიე. Page of ms. Ga: 315r   და იისუ დავარდა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა ზედა და ჰრქუა მას: მეუფეო, რასა უბრძანებ მრწემსა შენსა?

Verse: 15   Link to sept   
და თქუა მთავარსპაჲპეტმან უფლისამან იისუჲს მიმართ. განიჴსნენ ჴამლნი ფერჴთა შენთანი, რამეთუ ადგილი, რომელსა აწ სდგა მას ზედა, წმიდა არს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.