TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 103
Previous part

Chapter: 6  
თავი VI


Verse: 1   Link to sept   და იერიქოჲ შეყენებულ და მომაგრებულ იყო ქალაქი მაგარი და არცა ერთი ვინ განვიდოდა მისგან, არცა შევიდოდა.

Verse: 2   Link to sept   
და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: აჰა, მე მიგცემ შენ იერიქოსა ჴელის-ქუეშედ და მეფესა მისსა მის შორისსა ძლიერად მყოფთა ძალითა.

Verse: 3   Link to sept   
ხოლო შენ გარემოადგინენ მას ყოველნი მეჰომენი გარემო*.

Verse: 5   Link to sept   
და იყოს, ვითარცა აყჳრნეთ საყჳრნი, აღღაღატყავნ ყოველმან ერმან თანად და აღღაღადებასა მათსა დაეცნენ თავით თჳსით ზღუდენი ქალაქისანი და შევიდეს ყოველი ერი მიმმართებელი თითოეული პირისპირ ქალაქად მიმართ.

Verse: 6   Link to sept   
და შევიდა იისუ ნავესი მღდელთა მიმართ...

Verse: 7   Link to sept   
და ჰრქუა მათ, მეტყუელმან: ამცენით ერსა გარემოდგომაჲ და მოცვაჲ ქალაქისაჲ და მეჰომენი წინა წარედიდ შეჭურვილნი წინაშე უფლისა.

Verse: 8   Link to sept   
და შჳდნი მღდელნი, მქონებელნი შჳდთა საყჳრთა სამღდელოთა, წარედიდ ეგრეთვე წინაშე უფლისა და დაჰბერედ ჴმა-კეთილად და კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ შეუდეგინ.

Verse: 9   Link to sept   
ხოლო მეჰომენი წარედიდ წინა კერძო Page of ms. Ga: 316r   და მღდელნი მღდელმოქმედნი უკუანა კიდობნისა აღთქუმისა უფლისა მავალნი და საყჳრისმცემნი.

Verse: 10   Link to sept   
და ერსა ამცნო იისუმან, მეტყუელმან: ნუ ჰჴმობთ, ნუცა ესმის ნუ ვის ჴმაჲ თქუენი ვიდრე მად დღედ, რომელსა თჳთ გამცნო ჴმა-ყოფაჲ, და მაშინ ჴმა ჴმა-ყავთ.

Verse: 11   Link to sept   
და გარემომვლელი კიდობანი აღთქუმისა უფლისა ღმრთისაჲ ქალაქისაჲ გარემოჲს მეყსეულად წარვიდა ბანაკად და დაიძინა მუნ.

Verse: 12   Link to sept   
და დღესა მეორესა აღდგა იისუ განთიად და აღიღეს მღდელთა კიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ.

Verse: 13   Link to sept   
და შჳდნი მღდელნი, აღმღენი საყჳრთა შჳდთანი, წინაშე ვიდოდეს წინაშე უფლისა და შემდგომად მათსა ვიდოდეს მეჰომენი და ნეშტი ერი უკუანა კიდობნისა აღთქუმისა უფლისა. და მღდელთა საყჳრ-სცეს საყჳრითა და ნეშტმან ერმან ყოველმან გარემოიცვვს ქალაქი ახლოს.

Verse: 14   Link to sept   
და წარვიდეს კუალად ბანაკად. ესრეთ ჰყოფდა ექუსთა დღეთა ზე.

Verse: 15   Link to sept   
და მეშჳდესა დღესა აღდგეს ცისკარს და გარემოვლეს ქალაქი შჳდგზის.

Verse: 16   Link to sept   
და მოვლასა მეშჳდესა საყჳრ-სცეს მღდელთა საყჳრებსა და ჰრქუა იისუმან ძეთა ისრაჱლისათა: ღაღად-ყავთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ქალაქი.

Verse: 17   Link to sept   
და იყოს ქალაქი შეჩუენებულ იგი და ყოველნი რაოდენნი არიან მას შინა უფლისა საბაოთისასა, თჳნიერ რააბ მეძავი Page of ms. Ga: 316v   განარინეთ იგი და ყოველნი რაოდენნი არიან სახლსა შინა მისსა, რამეთუ დამალნა მსტოარნი, რომელნი მივავლინენით.

Verse: 18   Link to sept   
გარნა თქუენ დაიცვენით თრიად შენაჩუენებისაგან, ნუსადა მომგონებელთა თქუენ მიიღოთ შენაჩუნებისაგან და ჰყოთ ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ შენაჩუენებ და აღმჴოცნეთ ჩუენ.

Verse: 19   Link to sept   
და ყოველი ვეცხლი ანუ ოქროჲ, ანუ რვალი. ანუ რკინაჲ წმიდა იყოს უფლისა, საუნჯედ უფლისა შეიდეთ.

Verse: 20   Link to sept   
და საყჳრ-სცეს საყჳრებსა მღდელთა, ხოლო ვითარცა ესმა ერსა ჴმაჲ საყჳრთაჲ. აღიყუელა ყოველმან ერთბამად ღაღადებაჲ დიდი და ძლიერი. და დაეცა ყოველი ზღუდე გარემოჲს და აღვიდა ყოველი ერი ქალაქად თითოეული წინაშე პირისპირისა თჳსისა და გამოიღეს ქალაქი.

Verse: 21   Link to sept   
და შეჩუენებულ-ყვეს იგი და რაოდენი ქალაქსა შინა მამაკაცითგან და ვიდრე დიაცადმდე, ჭაბუკითგან და ვიდრე მოხუცებულადმდე და ვიდრე ცხოვრადმდე და კაჰრაულად პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 22   Link to sept   
და ორთა ჭაბუკთა განმსტრობთა ჰრქუა იისუმან. შევედით სახიდ დედაკაცისა და გამოიყვანეთ იგი მიერ და ყოველნი, რაოდენნი არიან მის\ნი. Page of ms. Ga: 317r  

Verse: 23   Link to sept   
და შევიდეს ორნი ჭაბუკნი განმსტრობნი ქალაქისანი სახიდ დედაკაცისა და გამოიყვანეს რააბი მეძავი და მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და ყოველნი, რაოდენნი იყვნეს მათნი და ყოველი ნათეს[ა]ვობაჲ მისი და დაადგინეს იგი გარეშე ბანაკისა ძეთა ისრაჱლისათაჲსა.

Verse: 24   Link to sept   
და ქალაქი მოიწუა წუვითა ყოველთა თანა მის შორისთა თჳნიერ ვეცხლი და ოქროჲ მისცეს საუნჯედ უფლისა შეღებად.

Verse: 25   Link to sept   
და რააბი მეძავი და ყოველნი სახლისა მისისა მამულისანი მოინადირნა იისუმან და დაამკჳდრნა ისრაჱლსა შორის ვიდრე დღედმდე ამად მით, რამეთუ დამალნა განმსტრობნი, რომელნი მიავლინნა იისუმან განმსტრობად იერიქოჲსა.

Verse: 26   Link to sept   
და დაწყევა იისუმან მას დღესა შინა წინაშე უფლისა, მეტყუელმან: წყეულ Page of ms. Ga: 317v   იყავნ კაცი, რომელმან აღადგინოს და აღაშენოს ქალაქი იგი, პირმშოჲსა თჳსისა ზე დააფუძნოს იგი და უმრწემესისა მისისა ზე შეაბნეს ბჭენი მისნი. და ესრეთ ყო ოზან ბეთელითგანმან, აბირონის ზე პირმშოჲსა დააფუძნა იგი და უმრწემესისა ზე დაშთომილისა შეაბნა ბჭენი მისნი.

Verse: 27   Link to sept   
და იყო უფალი იისუჲს თანა და იყო სახელი მისი ყოველსა შინა ქუეყანასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.