TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 104
Previous part

Chapter: 7  
თავი VII


Verse: 1   Link to sept   და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ დიდი და მიიხუჭეს შენაჩუნებისაგან: Page of ms. Ga: 318r   და მიიღო აქარ ძემან ქარმისმან, ძისა ზამბისმან, ძისა ზარაჲსმან ტომისაგან იუდაჲსსა შენაჩუნებისაგან. და განგულმწყრალნა რისხვით უფალი ძეთა ზედა ისრაჱლისათა.

Verse: 2   Link to sept   
და წარავლინნა იისუმან კაცნი იერიქოჲთ გაიდ, რომელ არს ბეთელით კერძო, მეტყუელმან: აღსრულთა მოიხილეთ ქუეყანაჲ იგი. და აღვიდეს კაცნი და მოიხილეს ქუეყანაჲ გაი.

Verse: 3   Link to sept   
და მოიქცეს იისუჲს მიმართ და თქუეს მისდამი. ნუ აღვალს ყოველი ერი, არამედ ვითარ ათასნი ანუ სამ ათასნი კაცნი აღვედინ და გამოიღენ ქალაქი. ნუ აღიყვანებ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედნი არიან.

Verse: 4   Link to sept   
და აღვიდეს ვითარ სამ ათასნი კაცნი და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გაისათა.

Verse: 5   Link to sept   
და მოკლნეს მათგანნი კაცთა გაინელთა ვითარ ოცდაათექუსმეტნი კაცნი და წარდევნნეს იგინი ბჭისაგან და შემუსრნეს იგინი შთაღმართსა მას და დაიჴსნა გული ერისაჲ და იქმნა, ვითარცა წყალი.

Verse: 6   Link to sept   
და დაიბძარნა იისუმან საამოსელნი თჳსნი და დავარდა იისუ პირსა ზედა წინაშე უფლისა Page of ms. Ga: 318v   ვიდრე მწუხრამდე თჳთ და მოხუცებულნი ერისანი და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა.

Verse: 7   Link to sept   
და თქუა იისუმან: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს განავლო ყრმამან შენმან ერსა ამას იორდანე მიცემად იგი ამორეველთა წარწყმედად ჩუენდა? და-მცა-დგრომილ და კიდის მკჳდრქმნილ ვიყვენით იორდანისა.

Verse: 8   Link to sept   
და რაჲ ვთქუა, ვინაჲთგან მიაქცია ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა თჳსთა?

Verse: 9   Link to sept   
და მსმენელმან ქანანელმან და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა გარემომიცვენ ჩუენ და აღმჴოცნენ ჩუენ ქუეყანისაგან. და რასა უყოფ სახელსა შენსა დიდსა?

Verse: 10   Link to sept   
და თქუა უფალმან ისუჲს მიმართ: აღდეგ, რაჲსათჳს შენ ესრეთ დავრდომილ ხარ პირსა შენსა ზედა?

Verse: 11   Link to sept   
ცოდა ერმან და გარდაჰჴდა დამცნილსა, რომელი დავამცენ მათ, და მპარავთა შენაჩუენებისაგან შთადვეს ჭურჭელთა მათთა.

Verse: 12   Link to sept   
და ვერ ძალ-ედვას ძეთა ისრაჱლისათა პირისპირ დადგომაჲ მტერთა მათთაჲ, ქედნი მიაქცინენ წინაშე მტერთა მათთა და იქმნნეს შენაჩუენებ. არა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ აღიღოთ შენაჩუენები თქუენ მაგათგან.

Verse: 13   Link to sept   
აღდგომილმან წმიდა-ყავ ერი და არქუ წმიდა-ყოფაჲ ხვალისად, ამას იტყჳ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: შენაჩუენები თქუენ შორის არს, ვერ ძალ-გიც-ყე წინადადგომაჲ წინაშე მტერთა თქუენთა. ვიდრემდის არა აღიღოთ შენაჩუენები თქუენ მაგათგან.

Verse: 14   Link to sept   
და შეკერბით განთიად ყოველნი ტომადად. და იყოს ტომი, რომელიცა აჩუენოს უფალმან, მოიყვანეთ ერადად Page of ms. Ga: 319r  . და ერი. რომელი აჩუენოს უფალმან, მოიყვანეთ კაცადად.

Verse: 15   Link to sept   
და რომელიცა განიჩინოს უფლისა მიერ, დაწჳთ ცეცხლითა. და ყოველი, რაოდენი არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა დამცნილსა უფლისასა და ქმნა უშჯულოებაჲ ისრაჱლსა შორის.

Verse: 16   Link to sept   
და აღიმსთო იისუმან განთიად! და მოიყვანა ერი ტომადად და იჩუენა ტომი იუდაჲსი.

Verse: 17   Link to sept   
და მოიყვანა ერადად და იჩუენა ერი ზარაისი. და მოიყვანა ერი ზარაისი კაცადად.

Verse: 18   Link to sept   
და იჩუენა აქარ, ძე ზამბრისი, ძისა ზარაჲსი, ხარმისი ძისა მისისაჲ.

Verse: 19   Link to sept   
და ჰრქუა იისუმან აქარს: მიეც დიდებაჲ დღეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა და მიეც აღსაარებაჲ და მითხარ მე, რაჲ ჰყავ და ნუ დაჰფარავ ჩემგან.

Verse: 20   Link to sept   
და მიუგო აქარმან იისუსა და ჰრქუა: ჭეშმარიტად ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრეთ და ესრეთ ვყავ.

Verse: 21   Link to sept   
ვიხილე ნატყუენავსა შინა ნაქსოი ჭრელი და ორასი დიდრაქმაჲ ვეცხლისაჲ და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასისთა დიდრაქმათაჲ და გულისმთქუმელმან მათმან მოვიხუენ, და, აჰა, ესენი დამალულ არიან მიწასა შინა კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი დამალულ არს ქუეშე კერძო მათსა.

Verse: 22   Link to sept   
და წარავლინნა იისუმან ქადაგნი და რბიოდეს კარავად მიმართ ბანაკსა შორის. და ესენი იყვნენ დამალულ კარავსა შინა და ვეცხლი ქუეშე კერძო მათსა.

Verse: 23   Link to sept   
და გამოიხუნეს იგინი კარვით და მოიხუნეს იისუჲს მომართ. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დასხნეს იგინი წინაშე უფლისა.

Verse: 24   Link to sept   
და გამოიყვანა იისუმან აქარ, ძე ზარაჲსი, და აღი\ყვანა Page of ms. Ga: 319v   იგი ჴევსა აქორისსა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი და ზუარაკნი მისნი და კაჰრაულნი მისნი და ცხოვარნი მისნი და კარავი მისი და ყოველნი ნაქონნი მისნი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანნა იგი ემეკახორდ.

Verse: 25   Link to sept   
და ჰრქუა იისუმან აქარსა: რად მომსპოლენ ჩუენ? მოგსპოლენ შენ უფალმან, ვითარ ესე დღეს. და დაქოლა იგი ქვებითა ყოველმან ისრაჱლმან.

Verse: 26   Link to sept   
და აღადგეს მას კონცხი ქვათაჲ დიდი და დააცხრო უფალმან გულისწყრომაჲ რისხვისაჲ ამისთჳს უწოდა მას ემეკახორ ვიდრე დღედმდე ამად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.