TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 105
Previous part

Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to sept   და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: ნუ გეშინინ, ნუცა იწყლვი. მიიყვანენ შენ თანა ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი და აღდგომილი აღვედ გაიდ. აჰა, მიგეც ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ცოლი მისი.

Verse: 2   Link to sept   
და უყო გაინსა, ვითარ-სახედ უყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი საცხოვართაჲ წარმოსტყუენო თავისად, ხოლო მოჰმზადე თავისა შენისად მზირი ქალაქისათჳს უკუანა კერძო.

Verse: 3   Link to sept   
და აღდგა იისუ და ყოველი ერი მეჰომე, რაჲთა აღვიდენ გაიდ. და გამოირჩინა იისუმან ოცდაათნი ათასნი კაცთა შემძლებელთანი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.

Verse: 4   Link to sept   
და ამცნო მათ, მეტყუელმან: თქუენ დაიდარნეთ (!) უკუანა კერძო ქალაქისა, ნუ შორს იქმნებით ქალაქისაგან და იყვენით ყოველნი მზა.

Verse: 5   Link to sept   
და მე და ყოველნი ჩემ თანა დავესხნეთ ქალაქსა. და იყოს, ვითარცა გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, Page of ms. Ga: 320r   ვითარ-იგი პირველცა, და ვივლტოდით პირისაგან მათისა.

Verse: 6   Link to sept   
და ვითარცა გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვწვალნეთ იგინი ქალაქისაგან და თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარ-სახედ წინაპარცა.

Verse: 7   Link to sept   
ხოლო თქუენ აღდეგით სამზირისაგან და მივედით ქალაქად.

Verse: 8   Link to sept   
და მოწჳთ იგი ცეცხლითა, სიტყჳსა ამისებრ ყავთ, აჰა, გამცნებ თქუენ.

Verse: 9   Link to sept   
და წარავლინნა იგინი იისუმან და წარვიდეს სამზირად და დასხდეს საშუალ ბეთელსა და საშუალ გაისა ზღჳთ კერძო გაისა. და იქცეოდა იისუ ღამესა მას შორის ერისა.

Verse: 10   Link to sept   
და აღმმსთობმან იისუმან განთიად მიმოიხილა ერისა ზედა და აღვიდეს თჳთ და მოხუცებულნი ერისანი წინაშე ერისა გაისა ზედა.

Verse: 11   Link to sept   
და ყოველი ერი მეჰომე მის თანა აღვიდეს და მავალნი მივიდეს პირისპირ ქალაქისა აღმოსავლით კერძო. და მზირნი ქალაქისანი ზღჳთ კერძო*...

Verse: 14   Link to sept   
და იყო, ვითარცა იხილა მეფემან გაისამან, ისწრაფა და გამოვიდა შემთხუევად მათდა დამართებით ბრძოლის-ყოფად იგი და ყოველი ერი მის თანაჲ (!) და მან არა უწყოდა, ვითარმედ მზირი მისი არს უკუანა კერძო ქალაქისა.

Verse: 15   Link to sept   
და იხილა და განეშორა იისუ და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა.

Verse: 16   Link to sept   
და დევნა-ყვეს უკუანა ძეთა ისრაჱლისათა, და იგინი განიწვალნეს ქალაქისაგან,

Verse: 17   Link to sept   
არა დაშთა არცა ერთი ქალაქსა შინა, რომელმან არა დევნა-ყო შემდგომად ისრაჱლისა და დაუტევეს ქალაქი განდებულად Page of ms. Ga: 320v   და დევნა-ყვეს უკუანა ისრაჱლისა.

Verse: 18   Link to sept   
და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: განირთხ ჴელი შენი გესონითა, მყოფითა ჴელსა შინა შენსა, ქალაქისა ზედა, რამეთუ ჴელთა შენთა მივსცენ იგინი, და მზირნი აღდგედ მწრაფლ ადგილით მათით. და განირთხა იისუმან გესონი და ჴელი თჳსი ქალაქსა ზედა.

Verse: 19   Link to sept   
და მზირნი აღდგეს მსწრაფლ უკუანა კერძო მათსა და გამოვიდეს, რაჟამს განირთხა ჴელი, და შევიდეს ქალაქად ცეცხლითა.

Verse: 20   Link to sept   
და მიმხილველნი მკჳდრნი გაისათა უკუანა კერძო მათსა ჰხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისაგან ცად მიმართ და არღარა აქუნდა, სადა ივლტოდინ, აქა ანუ იქი.

Verse: 21   Link to sept   
და იისუ და ყოველმან ერმან იხილეს, ვითარმედ დაიპყრეს მზირთა ქალაქი და ვითარმედ აღვიდა კუამლი ქალაქისაჲ ცად, და შემოქცეულთა მოსრნეს კაცნი გაისანი.

Verse: 22   Link to sept   
და ესენი გამოვიდეს ქალაქისაგან შემთხუევად და იქმნეს საშუალ ბანაკისა, ესენი ამიერ და იგინი იმიერ, და დასცნა იგინი ისრაჱლმან ვიდრე არა დაშთომადმდე მათგანი განრომილი ანუ განლტოლვილი.

Verse: 23   Link to sept   
და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოიყვანეს იგი იისუჲს მომართ.

Verse: 24   Link to sept   
და ვითარცა დასცხრეს ძენი ისრაჱლისანი, მსრველნი ყოველთა გაისა შინათა ველის ზედათა და უდაბნოჲსათანი შთასავალსა ზედა, არა დევნა-უყვეს მათ მას ზედა სრულიად. და მიიქცა ისუ გაიდ, დასცნა იგინი პირითა მახჳლისაჲთა.

Verse: 25   Link to sept   
და იყვნეს დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე ათორმეტ ათას, ყოველნი მკჳდრნი Page of ms. Ga: 321r   გაისანი თჳნიერ საცხოვართა.

Verse: 26   Link to sept   
...

Verse: 27   Link to sept   
და ალაფთა ქალაქისა შინათასა ყოველნი წარმოტყუენნეს ძეთა ისრაჱლისათა თავთა მათთად ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარ-სახედ მიუწესა უფალმან იისუს.

Verse: 28   Link to sept   
და მოწუა იისუმან ქალაქი ცეცხლითა, მიწად უმკჳდროდ უკუნისამდე დადვა იგი ვიდრე დღისამდე ამის.

Verse: 29   Link to sept   
და მეფე გაისაჲ დამოჰკიდა ძელსა ზედა მარჩბივსა, და იყო ძელსა ზედა ვიდრე მწუხრადმდე. და დასლვასა ოდენ მზისასა მიუწესა იისუმან და გარდამოჰჴსნეს სხეული მისი ძელისაგან და შთააგდეს იგი მთხრებლსა და აღადგეს მას კონცხი ქვათაჲ ვიდრე დღისამდე ამის.

Verse: 30   Link to sept   
მაშინ აღუშენა იისუმან საკურთხეველი უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა მთასა ზედა გებალსა,

Verse: 31   Link to sept   
ვითარიგი ამცნო მოსემან, მსახურმან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათაგან ყოვლად სრულთა, რომელთა ზედა არა მიიყო რკინაჲ. და აღართუნა მუნ ყოვლადდასაწუავნი უფალსა და მსხუირპლი მაცხოვარებისაჲ.

Verse: 32   Link to sept   
და დაწერა Page of ms. Ga: 321v   იისუმან ქვათა ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელი დაწერა წინაშე ისრაჱლისა.

Verse: 33   Link to sept   
და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მისნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს ამიერ და იმიერ კიდობნისა წინაშე. და მღდელთა და ლევიტთა (!) აღიღეს კიკიდობანი აღთქუმისა უფლისაჲ და მწირი და მკჳდრი იყვნეს ნახევარნი მახლობელ მთისა ღარიზინისა და იყვნეს ნახევარნი მახლობელ მთისა გებალისა, ვითარცა ამცნო მოსემან, მსახურმან უფლისამან, კურთხევად ისრაჱლი.

Verse: 34   Link to sept   
და ამის შემდგომად ესრეთ აღმოიკითხნა იისუმან ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი, ყოველთაებრ შთაწერილთა შჯულსა მოსესსა.

Verse: 35   Link to sept   
არა იყო სისიტყუაჲ ყოველთაგან, რომელნი ამცნნა მოსემან იისუსა, რომელი არა აღმოიკითხა იისუმან ყურთა მიმართ ყოვლისა ეკკლესიისა ძეთა ისრაჱლისათაჲსასა -- მამათა და დედათა და ყრმათა და მწირთა თანამავალთა ისრაჱლისათა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.