TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 106
Previous part

Chapter: 9  
თავი IX


Verse: 1   Link to sept   ხოლო ვითარცა ესმა ყოველთა მეფეთა ამორრეველთასა წიაღ კერძოთა იორდანისათა, მთით კერძოჲსათა და ველით კერძოჲსათა, და ყოველთა მეკიდეთა ზღჳსა დიდისათა, და ლიბანის მახლობთა და ქეტელთა და ქანანელთა და ფერეზელთა და ეველთა და ამორრეველთა და გერგესეველთა და იებუსელთა,

Verse: 2   Link to sept   
შემოკრბეს ერთბამად ბრძოლად იისუჲსა და ისრაჱლისა თანად ყოველნი.

Verse: 3   Link to sept   
და მკჳდრთა გაბაონისთა ესმა, რაოდენი უყო ღმერთმან იერიქოსა და გაისა.

Verse: 4   Link to sept   
და ყვეს რაჲმე Page of ms. Ga: 322r   მათცა მრავალდონეობით და მოსრულნი აღესაგზლნეს და განემზადნეს და მოიხუნეს ძაძანი ძუელნი მჴართა მათთა ზედა და თხიერნი ღჳნისანი ძუელნი განხეთქილნი, გამოკრულნი,

Verse: 5   Link to sept   
და საბელნი საჴამლობელთა მათთანი და სანდალნი მათნი ძუელნი, განკაფულნი ფერჴთა ზედა მათთა. და შესამოსელნი მათნი დაძუელებულნი მათ ზედა და პური მათი საგზალი ჴმელი და დაგრკილული და დაჭმული.

Verse: 6   Link to sept   
და მოვიდეს იისუჲს მომართ ბანაკად ისრაჱლისა ღალღალას და თქუეს იისუჲს მიმართ და ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა: ქუეყანით შორით მოსრულ ვართ ჩუენ და აწ აღმითქუთ ჩუენ აღთქუმაჲ.

Verse: 7   Link to sept   
და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა ხორელსა მას: იხილენ, უკუე ჩუენ შორის მკჳდრ ხარ და ვითარ ადგითქუათ შენ აღთქუმაჲ?

Verse: 8   Link to sept   
და თქუეს იისუჲსა მიმართ. მრწემნი შენნი ვართ. და თქუა მათდა მიმართ იისუმან. ვინანი ხართ და ვინაჲ მოხუედით?

Verse: 9   Link to sept   
და თქუეს იისუჲსა მიმართ: ქუეყანით შორიელით ფრიად მოვიდეს ყრმანი შენნი სახელითა უფლისა ღმრთისა შენისაჲთა, რამეთუ გუესმა სახელი მისი,

Verse: 10   Link to sept   
და რავდენნი უყვნა ორთა მეფეთა ამორრეველთასა, რომელნი იყვნეს წიაღ იორდანისა: სიონს, მეფესა ესებონისასა, და ოგს, მეფესა ბასანისასა, რომელი მკჳდრ იყო ასტაროთს შინა ედრაინს.

Verse: 11   Link to sept   
და მსმენელთა თქუეს ჩუენდამო მოხუცებულთა ჩუენთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა ჩუენისათა, მეტყუელთა: აღიღეთ თავთა თქუენთად საგზალი გზისაჲ Page of ms. Ga: 322v   და წარედით შემთხუევად მათდა და თქუთ მათდამი: მრწემნი თქუენნი ვართ და აწ აღმითქუთ ჩუენ აღთქუმაჲ,

Verse: 12   Link to sept   
ესე პურნი ტფილნი შთავისაგზლენით ახალნი, და ესენი დაიბძარნეს და დით მოსლვად თქუენდამო, ხოლო აწ განჴმეს და იქმნეს შეჭმულ.

Verse: 13   Link to sept   
და ესე თხიერნი ღჳნისანი, რომელნი აღვავსენით ახალნი, და ესენი დაიბძარნეს და შესამოსელნი ჩუენნი და საჴამლობელნი ჩუენნი დაძუელდეს მრავლისაგან გზისა ფრიად.

Verse: 14   Link to sept   
და მიიღეს მთავართა საგზლისაგან მათისა და უფალსა არა ჰკითხეს.

Verse: 15   Link to sept   
და ქმნა იისუმან მათდამი მშჳდობაჲ და აღუთქუა მათდა მიმართ აღთქუმაჲ განრინებად მათდა. და ეფუცნეს მათ მთავარნი შესაკრებელისანი.

Verse: 16   Link to sept   
და შემდგომად აღთქუმისა მათდა მიმართსა აღთქუმასა ესმა-ყე, ვითარმედ მახლობლით არიან იგინი და ვითარმედ მათ შორის მკჳდრ არიან.

Verse: 17   Link to sept   
და იტრნეს ძენი ისრაჱლისნი და მიჰმართეს ქალაქთა მათთა. ხოლო ქალაქნი მათნი -- გაბაონი და ქეფირა და ბიროოთი და ქალაქი იარიმი.

Verse: 18   Link to sept   
და არა ებრძოლნეს მათ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ ეფუცნეს მათ ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. და იდრტჳნა ყოველმან შესაკრებელმან მთავართათჳს.

Verse: 19   Link to sept   
და ჰრქუეს ყოველთა მთავართა ყოველსა შესაკრებელსა: ჩუენ ვეფუცენით მათ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა და ვერ ძალ-გჳც შეხებად მათდა.

Verse: 20   Link to sept   
ესე ვყოთ: ვაცოცხლნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩუენ ზედა რისხვაჲ ფიცისათჳს, რომელ ვეფუცენით მათ, Page of ms. Ga: 323r   ცოცხალ იყვნენ.

Verse: 21   Link to sept   
და იყვნენ შეშისმკოდელ და წყლისმკრებელ ყოვლისა შესაკრებელისა. და ყვეს ყოველმან შესაკრებელმან, ვითარ-იგი ჰრქუეს მათ მთავართა.

Verse: 22   Link to sept   
და მოუწოდა მათ იისუმან და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს მეცილენით მე, მეტყუელნი. შორს შენგან ვართ ფრიად, ხოლო თქუენ მეზობელნი ხართ დამკჳდრებულთანი (!) ჩუენ შორის?

Verse: 23   Link to sept   
და აწ წყეულ იყვენით, არა მოგუაკლდეს თქუენგან მონაჲ შეშისმკოდელი და წყლისმკრებელი მე და ღმერთსა ჩემსა.

Verse: 24   Link to sept   
და მიუგეს იისუსა, მეტყუელთა: ჰამბვად მეჰამბვა ჩუენ, რაოდენი მიუწესა უფალმან ღმერთმან მოსეს, მონასა თჳსსა, მოცემად თქუენდა ქუეყანაჲ ესე და მოსპოლვად ჩუენდა და ყოველთა დამკჳდრებულთა მას ზედა პირისაგან თქუენისა. და შეგუეშინა ფრიად სულთათჳს ჩუენთა პირისაგან თქუენისა და ვყავთ საქმე ესე.

Verse: 25   Link to sept   
და აწ, აჰა, ჩუენ ჴელისქუეშენი ვართ თქუენნი, ვითარცა გთნავს თქუენ და ვითარცა გნებავს თქუენ, მიყავთ ჩუენ.

Verse: 6   Link to sept   
და უყვეს მათ ესრეთ და განარინნა იგინი იისუმან მას დღესა შინა ჴელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა და არა მოსწყჳდნეს იგინი.

Verse: 27   Link to sept   
და დაადგინნა იგინი იისუმან მას დღესა შინა შეშისმკოდლად და წყლისმკრებლად ყოვლისა შესაკრებელისად და საკურთხეველისა ღმრთისად. ამისთჳს იყვნენ მკჳდრნი გაბაონისანი შეშისმკოდელნი და წყლისმკრებელნი საკურთხეველისა ღმრთისანი ვიდრე დღესისა დღედმდე ადგილსაცა, რომელი გამოირჩიოს უფალმან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.