TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 107
Previous part

Chapter: 10  
თავი X


Verse: 1   Link to sept   ხოლო ვითარცა ესმა აღონიბეზეკს, მეფესა იერუსალემისასა, ვითარმედ გამოიღო იისუ\მან Page of ms. Ga: 323v   გაი და მოსრნა იგინი, ვითარ-სახედ უყო იერიქოსა და მეფესა მისსა, და ვითარმედ თჳთ მივიდეს მკჳდრნი გაბაონისანი იისუჲს მიმართ და ძეთა მიმართ ისრაჱლისათა და იქმნეს შორის მათსა.

Verse: 2   Link to sept   
და შეეშინაყე თავთა შორის მათთა ფრიად, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ქალაქი გაბაონი დიდი არს, ვითარცა ერთი დედაქალაქთაგანი მეფეთაჲსაჲ, რამეთუ იგი დიდ არს უფროჲს გაისა და ყოველნი კაცნი მისნი ძლიერნი.

Verse: 3   Link to sept   
და მიავლინა აღონიბეზეკ, მეფემან ისრაჱლისამან, ელამის მიმართ, მეფისა ქებრონისა, და ფიდონის მიმართ, მეფისა იერიმუთისა, და იეფთაჲს მიმართ, მეფისა ლაქისა, და დამინის მიმართ, მეფისა ოდოლამისა, მეტყუელმან:

Verse: 4   Link to sept   
მოვედით, აღმოედით ჩემდა და შემეწიენით მე და ვებრძოლნეთ გაბაონსა, რამეთუ თჳთ მივიდეს იისუჲს მიმართ და ძეთა მიმართ ისრაჱლისათა.

Verse: 5   Link to sept   
და შემოკრბეს და აღმოვიდეს ხუთნი მეფენი იევუსელთანი: მეფე იერუსალჱმისაჲ და მეფე ქებრონისაჲ და მეფე იერომუთისაჲ და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ, -- ესენი და ყოველი ერი მათი და გარემოადგეს გაბაონსა და მოიცვეს იგი.

Verse: 6   Link to sept   
და მიავლინეს მკჳდრთა გაბაონისთა იისუჲს მიმართ ბანაკად გალგალას, მეტყუელთა: ნუ მიჰჴსნი ჴელთა შენთა ყრმათაგან შენთა და აღმოვედ ჩუენდა მწრაფლ და განმარინენ ჩუენ და შემეწიენ ჩუენ, რამეთუ შეკრებულ არიან ჩუენ ზედა ყოველნი მეფენი ამორრეველთანი, რომელნი იყვნეს დამკჳდრებულ მთით კერძოსა.

Verse: 7   Link to sept   
Page of ms. Ga: 324r   და აღვიდა იისუ გალგალთაჲ[თ] თჳთ და ყოველი ერი მეჰომე მის თანა, ყოველი შემძლე ძალითა.

Verse: 8   Link to sept   
და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: ნუ ეშიშვი მათ, რამეთუ ჴელთა შენთა მივსცენ იგინი, არ დაშთეს მათგანი არცა ერთი წინაშე თქუენსა.

Verse: 9   Link to sept   
და ვინაჲთგან მიიწია მათ ზედა იისუ მყის. ყოველსა ღამესა ვიდოდა გალგალთაჲთ.

Verse: 10   Link to sept   
და განაკრთვნა იგინი უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს და სდევდა მათ გზასა აღსავალისა ორონიიმისასა და დაშჭრიდა მათ ვიდრე აზიდმდე და ვიდრე მადიკამდე.

Verse: 11   Link to sept   
ხოლო სივლტოლასა მათსა პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა შთასავალსა თანა ორონიიმისასა, და უფალმან დაასხნა მათ ქვანი სეტყჳსანი ცით გამო ვიდრე აზიკამდე, და მოკუდეს. და უმრავლე იყვნეს მომკუდარნი ქვებითა სეტყჳსაჲთა, ვიდრე რომელნი მოსწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.

Verse: 12   Link to sept   
მაშინ თქუა იისუმან უფლისა მიმართ: რომელსა დღესა მისცა ღმერთმან ამორრეველი ჴელისქუეშედ ისრაჱლსა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს და შეიმუსრნეს პირისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, და თქუა იისუმან: დადეგინ მზე გაბაონსა თანა და მთოვარე ჴევსა თანა ელომისასა, ვიდრე არა განვებრძოლო (!) ერსა ამას.

Verse: 13   Link to sept   
და დადგა მზე და მთოვარე დადგრომით, ვიდრემდის მიაგო უფალმან მტერთა თჳსთა. არა ესე არსა წერილი წიგნსა შინა ევთუსისასა: და დადგა მზე საშუალსა ცისასა, არა მივიდოდა დასავა\ლად Page of ms. Ga: 324v   შესრულებადმდე დღისა ერთისა.

Verse: 14   Link to sept   
და არა იქმნა დღე ეგევითარი არცა პირველ, არცა უკუანაჲსკნელ, ვითარმცა ესმა ღმერთსა ჴმაჲ კაცისაჲ.

Verse: 15   Link to sept   
და შემოიქცა ყოველი ისრაჱლი მის თანა ბანაკად მომართ გალგალას, რამეთუ უფალი ეთანამბრძოლა ისრაჱლსა.

Verse: 16   Link to sept   
და ივლტოდეს ხუთნი იგი მეფენი და დაიმალნეს ქუაბსა შინა მაკიდას.

Verse: 17   Link to sept   
და მიუთხრეს იისუს, მეტყუელთა: იპოებიან ხუთნი მეფენი დამალულნი ქუაბსა შინა მაკიდას.

Verse: 18   Link to sept   
და თქუა იისუმან: მიაგორვენით ლოდნი პირსა ზედა ქუაბისასა და დაადგინენით მათ ზედა კაცნი დაცვად მათდა.

Verse: 19   Link to sept   
ხოლო თქუენ ნუ სდგათ აქა, არამედ სდევდით უკუანა მტერთა ჩუენთა და დაიჭირეთ უკუანა კერძოჲ მათი და ნუ უტევებთ მათ შესლვად ქალაქთა მათთა, რამეთუ მიგცნა იგინი უფალმან ღმერთმან თქუენმან ჴელთა თქუენთა.

Verse: 20   Link to sept   
და იყო, ვითარცა დასცხრა იისუ და ყოველი ისრაჱლი დამჭრელნი მათნი დაჭრითა დიდითა ფრიად და სრულიად და განრომილნი შეივლტოდეს ქალაქთა ძნელთა,

Verse: 21   Link to sept   
და მიიქცა ყოველი ერი იისუჲს მიმართ მაკიდად მრთელი და არა ივაა (!) არცა ერთმან ძეთა ისრაჱლისათამან ენითა თჳსითა.

Verse: 22   Link to sept   
და თქუა იისუმან: განადეთ ქუაბი და გამოიყვანენით მეფენი ხუთნი ქუაბისაგან.

Verse: 23   Link to sept   
და გამოიყვანნეს ხუთნი მეფენი ქუაბით: მეფე იერუსალემისაჲ და მეფე ქებრონისაჲ და მეფე იერიმუთი\საჲ Page of ms. Ga: 325r   და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ.

Verse: 24   Link to sept   
და ვინაჲთგან გამოიყვანნეს იგინი იისუჲსა მიმართ, და მიუწოდა იისუმან ყოველსა ისრაჱლსა და დამწყებელთა ბრძოლისათა თანამავალთა მისთა, მეტყუელმან მათდა მიმართ. წინა წარმოდეგით და დადგენით ფერჴნი თქუენნი ქედთა ზედა მათთა.

Verse: 25   Link to sept   
და თქუა მათდა მიმართ იისუმან: ნუ ეშიშვით მათ, ნუცა ეწიწვით! მჴნე იქმნენით და განძლიერდით. რამეთუ ესრეთ უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა თქუენ შეეკადრენით მათ.

Verse: 26   Link to sept   
და მოაკუდინნა იგინი იისუმან და დამოჰკიდნა იგინი ხუთთა ზედა ძელთა. და იყვნეს დამთკიდებულ ძელთა ვიდრე მწუხრადმდე.

Verse: 27   Link to sept   
და იქმნა დასლვასა მზისასა და ამცნო იისუმან და გარდამოჰჴსნნეს იგინი ძელთაგან და შეყარნეს იგინი ქუაბსა შინა, რომელსა შეილტოდეს მუნ. და მიაგორვეს ლოდი ქუაბსა ზედა ვიდრე დღესის დღემდე.

Verse: 28   Link to sept   
და მაკადაჲ დაიპყრეს მას დღესა შინა და მოსწყჳდეს იგი პირითა მახჳლისაჲთა და მოასრულეს აღმომფშჳნველი, რომელი იყო მას შინა და არა დაშთა არცა ერთი მას შინა ცხოვნებული და განრინებული. და უყვეს მეფესა მაკიდაჲსასა, ვითარ-სახედ უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

Verse: 29   Link to sept   
და წარვიდა იისუ და ყოველი ერი მის თანა მაკიდაჲთ ლემნად და გარემოიცვ\ეს Page of ms. Ga: 325v   იგი.

Verse: 30   Link to sept   
და მისცა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრა იგი და მეფე მისი და მოსრეს იგი პირითა მახჳლისაჲთა და ყოველი აღმომფშჳნველი მას შინა და არა დაშთა მათგანი არცა ერთი ცხოვნებული და განრინებული. და უყო მეფესა მისსა, ვითარ-სახედ უყო მეფესა იერიქოჲსასა.

Verse: 31   Link to sept   
და წარვიდა იისუ და ყოველი ისრაჱლი ლემნაჲთ ლაქისდ და გარემოადგა მას და მოიცვა იგი.

Verse: 32   Link to sept   
და მისცა უფალმან ლაქისი ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრა იგი დღესა მეორესა და მოსრეს იგი პირითა მახჳლისაჲთა და მოასრულეს იგი, ვითარ-სახედ უყვეს ლემნას.

Verse: 33   Link to sept   
მაშინ გამოვიდა ელამ, მეფე ღაზისაჲ, შემწედ ლაქისისად. და დასცა იგი იისუმან პირითა მახჳლისაჲთა და ერი მისი ვიდრე არა დაშთომადმდე მათგან ცხოვნებული და განრინებული.

Verse: 34   Link to sept   
და წარვიდა იისუ და ყოველი ერი მის თანაჲ ლაქისით ოდოლამად და გარემოადგეს მას და მოიცვეს იგი.

Verse: 35   Link to sept   
Page of ms. Ga: 325vb   და მისცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრა იგი მას დღესა შინა და მოსრა იგი პირითა მახჳლისაჲთა და ყოველი აღმომფშჳნველი მას შინა მოკლეს, ვითარ-სახედ უყვეს ლაქისსა.

Verse: 36   Link to sept   
და წარვიდა იისუ და ყოველი ისრაჱლი ქებრონდ და გარემოადგა მას.

Verse: 37   Link to sept   
და გამოიღო იგი და დასცა იგი პირითა მახჳლისაჲთა და ყოველი აღმომფშჳნველი, რაოდენი იყო მას შინა, არ (!) დაუტევა მრთელად, ვითარ-სახედ უყვეს ოდოლამსა, მოსრეს იგი და რაოდენი იყო მას შინა, ვითარ-სახედ უყვეს ქალაქთა.

Verse: 38   Link to sept   
და მიიქცა იისუ და ყოველი ისრაჱლი დაბირდ და გარემოადგეს მას.

Verse: 39   Link to sept   
და გამოიღეს იგი და მეფე მისი და დაბნები მისნი და დასცეს იგი პირითა მახჳლისაჲთა. და მოსრნეს იგი და ყოველი აღმომფშჳნველი მას შინა და არა დაუტევეს არცა ერთი განრინებული, ვითარ-სახედ უყვეს ქებრომსა და მეფესა მისსა, ეგრეთ უყვეს დაბირსა და მეფესა მისსა.

Verse: 40   Link to sept   
და მოსრა იისუმან ყოველი ქუეყანაჲ მთით კერძოჲ\საჲ Page of ms. Ga: 326r   და ნავაი და ველობი და ასიდოთი და მეფობანი მათნი. არა დაუტევეს მათგანი განრინებული და ყოველი აღმომფშჳნველი მათ შინა მოკლეს, ვითარ-სახედ ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან.

Verse: 41   Link to sept   
და მოსრნა იგინი იისუმან კადის ბარნითგან ვიდრე ღაზადმდე, ყოველი ქუეყანაჲ ღოზომისაჲ ვიდრე გაბაონადმდე.

Verse: 42   Link to sept   
და ყოველნი მეფენი მათნი და ქუეყანაჲ მათი მოსრა იისუმან ერთგზის, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ ეთანამბრძოლებოდა ისრაჱლსა.

Verse: 43   Link to sept   
...



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.