TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 108
Previous part

Chapter: 11  
თავი XI


Verse: 1   Link to sept   ხოლო ესმა ვითარცა იავიმს, მეფესა ასორისასა, წარავლინა იოაბის მიმართ, მეფისა მარდონისა, და მეფისა მიერ ჳმერონისა, და მეფისა მიმართ ზიფაჲსსა,

Verse: 2   Link to sept   
და მეფეთა მიმართ დიდად სიდონად კერძოთა მთად კერძოდ და არაბოთად და წინაშე კენერეთისა და ველად და ფანაედდორად და მეზღჳსკიდეთა.

Verse: 3   Link to sept   
ქანანელთა მიმართ აღმოსავალით კერძოთა და მეზღჳსპირეთა, ხორრეველთა და ამორრეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იევუსელთა და მთისშინათა და ეველთა უდაბნოჲთ კერძოთა მასემათს.

Verse: 4   Link to sept   
და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ ბაგეთა ზედა ზღჳსათა სიმრავლითა, და ცხენნი და ეტლები მრავალი ფრიად.

Verse: 5   Link to sept   
და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მოვიდეს ერთბამად და დაიბანაკეს წყალსა ზედა მარომსა ბრძოლად ისრაჱლისა.

Verse: 6   Link to sept   
და თქუა უფალმან იისუჲს მიმართ: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მე მიგცემ მათ ძლეულთა წინაშე შენსა. ცხენნი მათნნი ძარდუკუ\ეთილ-ჰყვნე Page of ms. Ga: 326v   და ეტლნი მათნი დასწუნე ცეცხლითა.

Verse: 7   Link to sept   
და მოვიდა იისუ და ყოველი ერი ბრძოლისმოქმედი მათ ზედა წყალსა ზედა მარრონსა ანაზდა და დაესხა მათ ზედა მთით კერძო.

Verse: 8   Link to sept   
და მისცნა იგინი უფალმან ჴელისქუეშედ ისრაჱლისა და დამჭრელნი მათნი სდევდეს ვიდრე სიდონადმდე დიდად და ვიდრე მასერომადმდე და ვიდრე ველთამდე მასოკისათა აღმოსავალით კერძო, მოსრვიდეს მათ ვიდრე არა დაშთომადმდე მათგანისა ცხოვნებულისა და განრინებულისა.

Verse: 9   Link to sept   
და უყო მათ იისუმან, ვითარცა ამცნო მას უფალმან: ცხენნი მათნი აძარღუეკუეთილნა და ეტლები მათნი დაწუა ცეცხლითა.

Verse: 10   Link to sept   
და მიიქცა იისუ მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასორ და მეფე მისი, ხოლო იყო ასორ პირველმმთავრობი ყოველთა ამათ მეფობათაჲ.

Verse: 11   Link to sept   
და მოკლა ყოველი აღმომფშჳნველი მას შინა პირითა მახჳლისაჲთა და მოასრულნა ყოველნი და არა დაშთა მას შინა აღმომფშჳნავი, და ასორი მოწუა ცეცხლითა

Verse: 12   Link to sept   
და ყოველნი ქალაქნი მეფეთანი და მეფენი მათნი მოიპყრნა იისუმან და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისაჲთა. და მოსპოლნა იგინი, ვითრ-სახედ განუჩინა მოსემან, ყრმამან უფლისამან.

Verse: 13   Link to sept   
არამედ ყოველნი ქალაქნი მომტურეულნი არა მოწუნა ისრაჱლმან, თჳნიერ ასორი იგი მხოლოჲ მოწუა იისუმან.

Verse: 14   Link to sept   
და ყოველნი ნატყუენავნი მათნი წარმოიხუნეს თავთა მათთად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო ყოველნი იგი მოასრულნეს პირითა მახჳლისაჲთა ვიდრემდის წარწყმიდნეს იგინი და არა დაუტევეს მათგან არცა ერთი აღმომფშჳნავი,

Verse: 15   Link to sept   
ვითარ-სახედ მიუწესა უფალმან მოსესა, ყრმასა თჳსსა, და მოსემან ეგრეთვე ამცნო Page of ms. Ga: 327r   იისუსა. და ეგრეთ ყო იისუმან. არა გარდაჰჴდა არარას ყოველთაგან, რაოდენნი მიუწესნა მას მოსემან.

Verse: 16   Link to sept   
და მოიპყრა იისუმან ყოველი ქუეყანაჲ მთით კერძო და ყოველი ქუეყანაჲ ნაღავი და ყოველი ქუეყანაჲ გოსომი და ველობი და დასავალთაჲთ კერძო და მთაჲ ისრაჱლისაჲ და ველობნი,

Verse: 17   Link to sept   
მთით კერძონი მთითგან აღელით და რომელი აღვალს სირდ და ვიდრე ვალადადამდე და ველნი ლიბანისანი ძირსა მთისა აერმონისასა და ყოველნი მეფენი მათნი დაიპყრნა და მოსრნა და მოსწყჳდნა.

Verse: 18   Link to sept   
და მრავალნი დღენი დაყვნა იისუმან მბრძოლმან ამათ მეფეთა მიმართ.

Verse: 19   Link to sept   
და არა იყო ქალაქი, რომელი არა დაიპყრა ისრაჱლმან, ყოველნი დაიპყრნა ბრძოლით,

Verse: 20   Link to sept   
რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ გულისა მათისაჲ მიგებებისათჳს ბრძოლად ისრაჱლისა მიმართ, რაჲთა მოესრულნენ, რაჲთა არა ეცეს მათ წყალობაჲ, არამედ რაჲთა მოსრულდენ, ვითარ-სახედ თქუა უფალმან მოსეს მიმართ.

Verse: 21   Link to sept   
და მოვიდა იისუ მას ჟამსა შინა და მოსრა ენაკიმნი მთით კერძოჲთ ქებრონისაჲთ და დაბირით და ანაბოთით და ყოვლით მთით ისრაჱლისაჲთ და ყოვლით მთით იუდაჲსით ქალაქთა მათთა თანა. და მოსრნა იგინი უფალმან.

Verse: 22   Link to sept   
და არა დაშთა ენაკიმთაგანი ძეთაგან ისრაჱლისათა გარნა თჳნიერ ღაზას შინა და გეთს და ასედდოთს დაშთეს.

Verse: 23   Link to sept   
და დაიპყრა იისუმან ყოველი ქუეყანაჲ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსესა. და მისცა იგი იისუმან სამკჳდრებელად ისრაჱლისა განწილვით ტომადსა მი\სსა Page of ms. Ga: 327v   და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლილი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.