TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 173
Previous part

Chapter: 27  
თავი 27



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყუაჲ ესე იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, მეტყუელი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 238v   ესრეთ თქუა უფალმან ჩემდამო; ექმნენ თავსა შენსა შესაკრავნი და საჴივნი და მოისხენ გარემოს ქედსა შენსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წაჰგზავნნე იგინი მეფისა მიმართ იდუმიაჲსა და მეფისა მიმართ მოაბისა და მეფისა მიმართ ძეთა ამმონისთაჲსა და მეფისა მიმართ ტჳროსისა და მეფისა მიმართ სიდონისა ჴელითა მიმთხრობელთა მათთა, მომავალთაჲთა შემთხუევად მათდა იერუსალემს, სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუმცნო მათ უფალთა მათთა მიმართ თქუმად: ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ თქუთ უფალთა მიმართ თქუენთა ვითარმედ:

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მე შევქმენ ქუეყანაჲ და კაცი და საცხოვარნი, რაოდენნი არიან პირსა ზედა ქუეყანისა, ძალითა ჩემითა დიდითა და მკლავისა მიერ ჩემისა მაღლისა და მივსცე იგი. რომლისაჲცა სთნდეს თუალთა ჩემთა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ მე ვარ, რომელი მივეც ქუეყანაჲ ნაბუხოდონოსორს -- მონებად მისსა, და მჴეცნი ველისანი საქმრად მივსცენ Page of ed. 1709: 97a  მას.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მონებად მისსა ყოველნი ნათესავნი და ძესა მისსა და ძესა ძისა მისისასა, ვიდრემდისცა მოიწიოს ჟამი რისხვისა მისისაჲ, და ჰმონონ მას ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ნათესავი და მეფობაჲ, რომელმან არა ჰმონოს ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, და რომელთა არა თუ განყონ ქედი მათი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისა, მახჳლისა მიერ და სიყმილისა ზედ-მოვიხილო მათდა, თქუა უფალმან, ვიდრემდის მოაკლდეს ჴელსა შინა მისსა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუენ ნუ ისმენთ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა თქუენთასა და მემისნეთა თქუენთასა და მეძილის-შინაეთა თქუენთასა და მზმნელთა თქუენთასა და მეწამლეთა თქუენთა, მეტყუელისა თქუენდამი; ნუ უქმთ მეფისა ბაბილონისასა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ტყუილით გიწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ იგინი განშორებისათჳს თქუენისა ქუეყანისაგან თქუენისა და მიმოგთესნენ თქუენ და წარგწყმიდნენ თქუენ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნათესავმან რომელმანცა განუყოს ქედი მისი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისასა და უქმოდის მას და დაუტეო იგი ქუეყანასა ზედა მისსა, თქუა უფალმან, და იქმოდის მას ზედა და დაეშენოს მას ზედა.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სედეკიაჲს მიმართ, მეფისა იუდაჲსსა, ვიტყოდე ყოველთა ამათ სიტყუათაებრ, მეტყუელი: შეყავთ ქედი თქუენი უღელსა ქუეშე მეფისა ბაბილონისსა და ჰმონეთ მას და ერსა მისსა და ცოცხლებდეთ.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ms. Ga: 239r   და რაჲსათჳს მოჰკუდებით შენ და ერი შენი მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა, ვითარცა თქუა უფალმან ნათესავისა მიმართ რომელმან არა ჰმონოს მეფესა ბაბილონისასა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნუ ისმენთ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელთა, მეტყუელთასა თქუენდამი: არა უქმოდით მეფესა ბაბილონისასა, რამეთუ ცრუთა გიწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ იგინი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ არ მივავლინენ იგინი იტყჳს უფალი, და გიწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა Page of ed. 1709: 97b  ჩემითა სიცრუით წარწყმედისათჳს თქუენისა, და წარსწყმდეთ თქუენ და წინაჲსწარმეტყუელნი, მწინაჲსწარმეტყუელებნი თქუენნი უსამართლოდ სიცრუესა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თქუენ და მღდელთა და ყოველსა ამას ერსა გარქუ, მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ისმენთ სიტყუათა წინაჲსწარმეტყუელთა, მწინაჲსწარმეტყუელებთა თქუენთა და მეტყუელთასა: აჰა ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ მოიქცეს ბაბილონით მალიად აწ, რამეთუ ცრუთა გიწინაჲსწარმეტყუელებენ იგინი თქუენ. და არა მივავლინენ იგინი და არა არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ უსმენთ მათ, ჰმსახურეთ მეფესა ბაბილოვნისასა და და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე და რაჲსათჳს იქმნების ქალაქი ესე ოჴერ?

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი თუ არიან, და არს სიტყუაჲ უფლისაჲ მათ შორის, შემემთხჳნედ მე, რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: და ნეშტნი ჭურჭელნი, რომელნი არა მოუღო მეფემან ბაბილონელთამან, რაჟამს წარტყუენა იექონია იერუსალიმით ბაბილონდ, მივიდეს, იტყჳს უფალი ძალთაჲ, არამედ არა მისრულთათჳს ნეშტთა ჭურჭელთა სახლისა უფლისა და სახლისა მეფისა იუდაჲსნი და იერუსალიმისაჲ ბაბილოვნდ.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ძალთაჲ სუეტთათჳს და ზღჳსათჳს და მექონოთათჳს და ნეშტთა ზედა ჭურჭელთა, რომელნი დაშთომილ არიან ქალაქსა ამას შინა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელნი არა წარიხუნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან, ოდეს წარტყუენნა იეხონია და იოაკიმ. მეფენი იუდაჲსნი იერუსალიმით ბაბილონდ და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი და იერუსალიმი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყვს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაილისაჲ, ჭურჭელთა ზედა. დაშთომილთა სახლსა შინა. უფლისასა და სახლსა შინა მეფისა იუდაჲსსა და იერუსალიმს შინა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ბაბილონდ წარიხუნენ, და მუნ იყვნენ ეიდრე დღედმდე მოძიებისა Page of ed. 1709: 98a  მათისა, ესრეთ იტყჳს უფალი, და Page of ms. Ga: 239v   აღმოვიხუნე იგი[ნი] და მოვაქცინე ამას ადგილსა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.