TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 178
Previous part

Chapter: 32  
თავი 32



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისაჲ.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალიმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია, მეტყუელმან: რად სწინაჲსწარმეტყუელებ შენ, მეტყუელი. ესრეთ თქუა უფალმან: აჰა მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილონისასა, და დაიპყრას იგი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბაბილონდ შევიდეს სედეკია და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ-მივჰხედო მას, თქუა უფალმან, რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტყუელი:

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა, მეტყუელი; მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ დაპყრობად იგი მოსაგებელად.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმ\ისა Page of ed. 1709: 104b  მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად და შენ უხუცეს ხარ და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს;

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკლათა და ათთა ცეცხლთა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე და ვიმოწმე მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალი აღმოკითხული და გამოცხადებული,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივეც წიგნი მოგებისაჲ ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოს საპყრობილისასა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა, მეტყუელმან:

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი, ღმერთი ისრაილისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან მერთისა-მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდინ სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა[ჲსა] ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მყოფო უფალო უფალო, აჰა შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა Page of ed. 1709: 107=105a  და მკლავითა შენითა მაღლითა, არა დაიმალოს შენგან არარაჲ.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მომგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა [შემდგომად] მათთა; ღმერთო დიდო და ძლიერო, უფალი ძალთაჲ სახელი მისი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელი დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა-მპყრობელი, სახელ დიდი უფალი, თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა ვიდრე დღისამდე ამის და ისრაილისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ ვითარცა დღე ესე,

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამოიყვანე ერი შენი ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშნებისა და ჴელისა მტკიცისა და მკლავისა მიერ მაღლისა და ჩუენებათა მიერ დიდთა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ, მადინებელი თაფლსა და სძესა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემოვიდეს და მიიღეს იგი და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედ დაპყრობად მისსა, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდაველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა; ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა აჰა, შენ ჰხედავ.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ იტყჳ ჩემდამო: მეუფეო უფალო, მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა და მოვიგე და დავწერე წიგნი და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, მეტ\ყუელი Page of ed. 1709: 107=105b  .

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ, ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲ-მეა?

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემული მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთა და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი,

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ ქალდეველნ, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა და მოწუან იგი ცეცხლითა და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბოლსა და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა განსამწარებელად ჩემდა.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით. გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, თქუა უფალმან.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულის-წყრომას ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი, და ვიდრე დღისამდე ამის შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რამეთუ ყვეს განმწრებაჲ ჩემი მათ და მეფეთა მათთა და დიდებულთა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოაქციეს ჩემდა ზურგი და არა პირი მათი, და ვასწავე მათ, აღმსთობმან და მაასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლაჲ.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა [35] შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისა რომელნი არა ვამცენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის Page of ed. 1709: 106a  საცოდველად იუდაჲსსა.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ: არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე შევკრიბნე იგინი ყოველთაგან ქუეყანათა, საღა განვსთესენ იგინი მუნ გულის-წყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილს ამას და დავსხნე იგინი სასოებით.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშინოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვიქციო უკუანაგან მათსა, რაითა კეთილ უყო მე მათ და შიში ჩემი მოვსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოვიძინე იგინი და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის ყოფასა შინა ჩემგან მათსა და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა.

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳრნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანას შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ: უფალ არს კაცთაგან და საცხოვართა და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა. და დაიწეროს წიგნსა შინა და დაიბეჭდოს, და იწამებდენ მოწამეთა ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა და ქალაქთა შორის იუდაჲსთა და ქალაქთა შორის მთისათა და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მოვაქცინე განსახლვანი მათნი, თქუა უფალმან. Page of ed. 1709: 106b 



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.