TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 234
Previous part

Chapter: 36  
თავი : 36


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ,

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძის წილ, რომელ თქუა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნეს ჩუენდა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვლად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვლად შეურაცხ-ქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს, მთანო ისრაჱლისნო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთაჲ გარემოჲსთა თქუენთა,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გუ\ლით Page of ed. 1709: 197b  შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი უფალი: აჰა მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისნო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვამრავლნე თქუენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვამრავლო თქუენ ზედა კაცნი და საცხოვარნი Page of ms. Ga: 273r   და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვშვნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყვნეთ მათდა დასაპყრობელად და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანაჲ შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშ ვილოქმნილ, წარმართთა მიერ იქმენ,

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილო ჰყო მერმე, -- იტყჳს ადონაი უფალი,

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნა\თესავი Page of ed. 1709: 198a  შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა. არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ, და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქუმასა შინა მათთჳს, -- ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს მუნ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით მუნ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წმიდა ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, -- იტყჳს ადონაი უფალი. Page of ms. Ga: 273v   განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოგიყვანნე თქუენ წარმართთაგან და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა და ყოველთაგან კერპთა თქუენთა და განგწმიდნე თქუენ.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიგცე თქუენ გული ახალი და Page of ed. 1709: 198b  სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქუენისა და მიგცე თქუენ გული ჴორციელი.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სული ჩემი მივსცე თქუენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით და მშჯავრნი ჩემნი დაიცვნეთ და ჰყოფდეთ მათ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებად სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უშჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, -- იტყჳს ადონაი უფალი; ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო!

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უშჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ქუეყანად უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა, ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი, ოჴერნი და უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნ\ილნი, Page of ed. 1709: 199a  მე უფალმან ვთქუ და ვქმნე.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი Page of ms. Ga: 274r   უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაჱლისაო, ყოფად მათა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი კაცნი.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარმცა ცხოვარნი იერუსალჱმისნი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.5.2019. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.