ARMAZI
Georgius Monachus, Chronicon
Part No. 3
Previous part

Chapter: 3  
Page: 67  
Line: 6  [წიგნი მესამე]

Line: 7 
მსაჯულთა-თჳს.
Line: 8 
იუდაჲს-თჳს


Line: 9       ხოლო შემდგომად ისოჲსა მსაჯულთა მიერ იჴსნიდა ღმერთი გარემოჲს
Line: 10    
მისსა დამკჳდრებულთა მათ და დატევებულთა წარმმართთა მიერ ძჳრხილულსა
Line: 11    
ერსა. რომელთა უპირატესი იუდა ვინმე სჯიდა ისრაჱლსა შჳდ წელ, რომელმან
Line: 12    
ჴელთ იდვა ადონიბეზეკ, მეფე უცხოთესლთაჲ, და დაჰკუეთნა მწუერვალნი ჴელთა
Line: 13    
და ფერჴთა მისთანი. ხოლო ადონიბეზეკ თქუა ესრეთ: "სამეოცდაათნი მეფენი
Line: 14    
მწუერვალებსა ჴელთა და ფერჴთასა მოჭრილნი ძურებოდეს ტაბლასა ქუეშე ჩემსა.
Line: 15    
რამეთუ, ვითარცა ვყავ, ეგრეთვე მომაგოცა უფალმან".



Line: 16  გოთონიელის-თჳს.


Line: 17       
ხოლო შემდგომად იუდაჲსსა მსაჯულ იქმნა გოთონიელ ორმეოც და ათ
Line: 18    
წელ და დასცა ხუსარათემ, მეფე ასურეთისაჲ, რომელი აჭირვებდა ერსა რვა წელ.



Line: 19  აოდის-თჳს.


Line: 20       
და შემდგომად გოთონიელისა სჯიდა ერსა ავოდ ორკერძოვე მარჯუენე
Line: 21    
ოთხმეოც წელ და დასცა ეგლომცა, მეფე მოაბისაჲ, დანაკითა ორპირითა ძუალოანსა
Line: 22    
სიგრძესა მქონებელითა, რომელი აჭირვებდა ისრაჱლსა ათრვამეტ წელ.



Line: 23  სამაგარის-თჳს.


Line: 24       
ხოლო შემდგომად აოდისსა მსაჯულ იქმნა სამაგარ შჳდ წელ, რომელმან
Line: 25    
დასცა ერთსა დღესა შინა უცხოთესლთაგანი ერქუნითა საჴნველისაჲთა ათასი კაცი.



Line: 26  ბარაკის-თჳს.


Line: 27       
და შემდგომად სამაგარისა მსაჯულ იქმნა ბარაკ და მის-თანა დებორა წინაჲსწარმეტყუელი,
Line: 28    
ცოლი აფიადოკისი, ორმეოც წელ, რომელმან ჰბრძო იოვაკიმს
Line: 29    
და სისარას მაჭირვებელთა ისრაჱლისათა ოც წელ. ოდეს იგი იაილ, ცომან
Page: 68   Line: 1    
ქაბერ კინეველისამან, მოკლა სისარა მანითა. რომლისა-ზე პრომითევს
Line: 2    
და ორფევს თრაკი, უფროჲსად ბრძენნი იგი ელლენთანი, და ასკლიპიოს მკურნალი,
Line: 3    
და ლჳკურღოს სპარტიატი და სჯულის-მდებელი ელლენთაჲ იცნობებოდეს.



Line: 4  გედეონის-თჳს.


Line: 5       
ხოლო შემდგომად ბარაკისსა იქმნა მსაჯულ გედეონ ვინმე იერობოამცა
Line: 6    
ორმეოც წელ, რომელმან მოსრა მადიამი სამასთა მიერ კაცთა, რომელთა წბეს
Line: 7    
ენითა, და ორიბ, და ზიბ, და ზევეე, და სალმანა მთავარნი მათნი; რომელმან
Line: 8    
გოდოლი ფანოელისი დააქცია და მთავარნი მათნი განლინა ცეცხლითა ეკალთა
Line: 9    
შორის შჳდ წელ მაჭირვებელნი ისრაჱ̂ლისანი.



Line: 10  აბიმელექის-თჳს.


Line: 11       
შემდგომად გედეონისა მსაჯულ იქმნა აბიბელექ, ძე მისი, სამ წელ, რომელმან
Line: 12    
მოსრნა ძმანი თჳსნი აზნაურთაგანნი სამეოცდაათნი კაცნი ერთითა ქვითა,
Line: 13    
რომელთაგან არა დაშთა სხუაჲ თჳნიერ იოათამ ხოლო უმრწემესი მათი მლტოლვარე.
Line: 14    
რომელმან წარმოთქუაცა იგავი იგი წარ-რაჲ-ჰვლიდა აბიმელექ ერისა-თანა,
Line: 15    
თუ ვითარ ხენი მეძიებელნი ცხებად ავისა მათისა მეფისა პირველად ზეთისხილსა
Line: 16    
მოუჴდეს, და მერმე ლეღუსა, ამის შემდგომად ვენაჴსა, და რაჲ იგი
Line: 17    
ჰრქუეს თითოეულსა მეფექმნისა-თჳს მათ ზედა, და თუ რაჲ სიტყუაჲ მისცა
Line: 18    
თითოეულმან მათმან; და, დასასრულსა, ვითარ-იგი მასვე სიტყუასა ეტყოდეს
Line: 19    
"ძეძუსა", რათა მეფე იქმნეს მათ ზედა ხოლო მან ჰრქუა. უკუეთუ ჭეშმარიტებით
Line: 20    
გნებავს მეფედ ცხებაჲ ჩემი თქუენ ზედა, მოვედი შემოკერბით აჩრდილსა
Line: 21    
ქუეშე ჩემსა, და უკუეთუ არა, გამოვიდეს ცეცხლი ჩემგან და შეჭამნეს ნაძუნი
Line: 22    
ლიბანისანი. და აწ უკუეთუ ჭეშმარიტებით მეფე ჰყავთ აბიმელექ, ძე ხარჭისა
Line: 23    
მამისა ჩემისაჲ, არა თუ გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შეჭამნეს კაცნი
Line: 24    
სიკიმელნი, და გამოვიდეს ცეცხლი სიკიმელთა კაცთაგან და შეჭამოს აბიმელექ".
Line: 25    
და ესე რაჲ თქუა იოათამ, მყის იჴუმია სივლტოლაჲ. და შეავლინა ღმერთმან
Line: 26    
სული ბოროტი შორის აბიმელექისსა და კაცთა მათ სიკიმელთა, და ორგულ
Line: 27    
იქმნნეს კაცნი სიკიმელნი სახლსა აბიმელექისსა, რათა მოიწიოს უსამართლოებაჲ
Line: 28    
და სისხლი ძეთა გედეონისთაჲ თავსა ზედა აბიმელექისსა. და რამეთუ აღ-რაჲ-ვიდა
Line: 29    
ბრძოლად გოდლისა და მიეახლა კარსა გოდლისასა, შთამოუტევა დედაკაცმან
Line: 30    
ნალეწი წისქჳლისაჲ თავსა ზედა მისსა და შემუსრა ქედი მისი. ხოლო
Page: 69   Line: 1    
მან მყის ხმა ყო საჭურველის-მპყრობელისა მიმართ თჳსისა: "იჴადე მახჳლი
Line: 2    
შენი და მომკალ მე. ნუ სადა თქუან, თუ დედაკაცმან მოკლა იგი". და ესრეთ
Line: 3    
მოიკლა იგი ყრმისა მიერ თჳსისა. და მიაქცია ღმერთმან სიბოროტე მისი აბიმელექის
Line: 4    
მიმართ, და ყოველი სიბოროტე კაცთა მათ სიკიმელთაჲ მათდა მიმართ,
Line: 5    
და სიტყუაჲ და იგავი იოათამისი, ძისა იერობოამისი.

Line: 6       
იტყჳს უკუჱ და მარადის-მოჴსენებული ოქროპირი, ვითარმედ მრავლისა რაჲს
Line: 7    
მომასწავებელ არს სახელი იგავისაჲ. რამეთუ არს იგავი ზრახვაჲ და სახისშემოღებაჲ
Line: 8    
და ყუედრებაჲ, ვითარ იგი რაჟამს იტყოდის დავით ვითარმედ
Line: 9    
"დამსხენ ჩუენ იგავად წარმართთა შორის, თავის სახრელად ერთა შორის" და
Line: 10    
კუალად არს იგავი მაგალითიანი სიტყუაჲ, რომელსა მრავალნი საძიებელად სახელ
Line: 11    
სდებენ არა ცხადისა სიტყჳსა-ებრ საჩინოდ გულის-ხმის-საყოფელი, არამედ
Line: 12    
შინაგან მქონებელი დაფარულისა ძალისაჲ, ვითარ იგი რაჟამს სამფსონ იტყოდა
Line: 13    
ვითარმედ "გამოვიდა პირისა-გან ძლიერისა ტკბილი", ხოლო ითქუმის იგავად
Line: 14    
მსგავსებაჲცა. "რამეთუ სხუაჲ იგავი დაუდგა მათო, თქუმულ არს, და თქუა:
Line: 15    
მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა
Line: 16    
თჳსსა". და კუალად იგავად ითქუმის სახის-მეტყუელებაჲ, ვითარ იგი არს:
Line: 17    
"ძეო კაცისაო, არქუ მათ იგავი ესე: არწივი ფრთადიდი მაღლად-მფრინვალე",
Line: 18    
ხოლო არწივად იტყოდა მეფესა. იგავად უკუე ითქუმის სახეცა და ხატი, ვითარ
Line: 19    
იგი პავლე იტყჳს: "სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და
Line: 20    
მხოლოდ შობილსა მას შესწირვიდა შემწყნარებელსა აღთქუმათასა", "რომლისა-თჳსცა
Line: 21    
იგავით მიიყვანა იგი" ესე იგი არს სახესა შინა და ხატსა. და იგავი
Line: 22    
არს სიტყუაჲ განმზავებელი გულის-ხმის-საყოფელებითა გრძნობადთა სიტყუათა
Line: 23    
და წარმომადგინებელი სოფლიოთა მიერ და ხილულთა ზეშთა-სოფლისათა
Line: 24    
და უხილავთა. ხოლო სხუაგვარი იგავი არს სიტყუაჲ აჩრდილოანი და მაგალითოანი
Line: 25    
თქუმულისა მის-ებრ: "მივყო იგავსა ყური ჩემი", "აღვაღო საგალობელითა
Line: 26    
იგავი ჩემი და ვიტყოდი იგავთა დასაბამისათა". ეგე ვითარივე იგავი არს ხედვაჲ
Line: 27    
თანა-შეტყუებული ხედვისა და მეცნიერებისაჲ. მაგალითი არს სათითოეულოჲ-საგან
Line: 28    
ყოვლით-ურთისა მიმართ აღსლვაჲ, ანუ გამოჩინებაჲ სარწმუნოქმნილი
Line: 29    
კერძოობითისაჲ კერძოობითისა მიერ და მსგავსისა. ხოლო საკუთარი იგავი არს
Line: 30    
სიტყუაჲ დაფარული, სხჳსა მიერ მოქენე განცხადებულისა შესწავებისაჲ.

Line: 31       
ხოლო შემდგომად აბიმელექისსა მსაჯულ იქმნა თოლა ოც და სამ წელ. და
Line: 32    
შემდგომად თოლაჲსსა მსაჯულ იქმნა იაირ ოც და ორ წელ. და შემდგომად იაირისსა
Page: 70   Line: 1    
მსაჯულ იქმნა იეფთაე ექუს წელ; და დაამჴუნა ამანიტელნი და ფილისტიმელნი
Line: 2    
მაჭირვებელნი ისრაჱლისანი ათრვამეტ წელ, ხოლო შემდგომად იეფთაესსა
Line: 3    
მსაჯულ იქმნა აბესსა შჳდ წელ და შემდგომად აბესსაჲსა მსაჯულ იქმნა
Line: 4    
ელომ ათ წელ. და შემდგომად ელომისსა მსაჯულ იქმნა ლავდონ რვა წელ



Line: 5  სამფსონის-თჳს.


Line: 6       
ხოლო შემდგომად ლავდონისსა სამფსონ ოც წელ სჯიდა ერსა. და დასცა
Line: 7    
ფილისტიმი ყბითა ვირისაჲთა და კუერთხითა და ძელებითა და დაცემითა
Line: 8    
სახლისაჲთა მაჭირვებელი ისრაჱლისაჲ ორმეოც წელ. რომლისა სხუანიცა მრავალნი
Line: 9    
არიან საცნაურებანი ძალისანი, ვითარ იგი სიადვილით მრავალგზის განხეთქნა
Line: 10    
მრავალსახენი საკრველნი და "ბჭენი ღაზელთა ქალაქისანი წყირთლებით-ურთ
Line: 11    
და ქუდზღურბლით-ურთა თანა კოშკთა მათთა აღფხურნა, და აღხუნა ბეჭთა
Line: 12    
ზედა თჳსთა და დასხნა თხემსა ზედა მთისასა, რომელ არს პირის-პირ ქალაქისა
Line: 13    
მისა რომლისა-ზე ირაკლიცა ელლინთა შორის სახელგანთქუმული იცნობებოდა.
Line: 14    
კეთილად უკუე ასწავებს წინაჲსწარმეტყუელი და ამცნებს მეტყუელი:
Line: 15    
"არა მინდობად მეგობართა". ვითარმედ თანა-ცხედრეულისა შენისაგან დაფარეო
Line: 16    
თხრობად რაჲმე მისდა საიდუმლოჲ. რამეთუ, კითხულ იქმნა რჲ პირველისაგან
Line: 17    
მეუღლისა თჳსისა მართალი ესე და მიუთხრა მას იგავი იგი, მწუხარებისა დიდისა
Line: 18    
მიზეზ ექმნა მას. ეგრე მეორემანცა დალიდა სიტყჳთა საცთურისაჲთა შეაცთუნა
Line: 19    
რაჲ მართალი, მოსაცხრომელ ყო იგი მტერთა მისთა, და აღთქუმისა
Line: 20    
მიერ მუცლად-ღებული იგი და ისრაჱლისა მსაჯულად ოც წელ გამოჩინებული
Line: 21    
და ძალითა ნებთა თჳსთაჲთა დამჴდელი ყბათა ლომისათაჲ და ერთითა ყბითა
Line: 22    
ვირისაჲთა მომსრველი ათასისა მამაკაცისა და ყბისაგანვე მსუმელი წყლისაჲ და
Line: 23    
უზომოებითა ძალისაჲთა მომფხურელ ბჭეთა დიდისა ქალაქისათა, ვითარცა ითქუა,
Line: 24    
და რათა შემოკლებულად ვთქუა საშოჲთგანვე დედისაჲთ წმიდაქმნილი და ნაზარევლად
Line: 25    
წოდებული და სულითა წმიდითა აღვსებული იგი, მე, მონადირებულ
Line: 26    
იქმნა რაჲ დედაკაცისა მიერ არა ხოლო სიმდიდრე საღმრთოჲსა მაღლისაჲ
Line: 27    
და სიმჴნე ეგოდენისა ძლიერებისაჲ წარწყმიდა, არამედ თუალნიცა აღმოეჴადნეს
Line: 28    
და სამღერელ ყრმების, უცხოთესლთაჲსა ქმნილმან მათსა-თანა თჳსიცა საწყალობელად
Line: 29    
უჩინო ყო ცხორებაჲ და მტერთა ვიდრე-მე საბასრობელად, ხოლო მოყუარეთა
Line: 30    
საგოდებელად გამოაჩინა თავი თჳსი.

Line: 31       
ხოლო შემდგომად სამფსონისსა იქმნა უმთავრობაჲ ორმეოც წელ, და კაცად-კაცადი
Line: 32    
იქმოდა, რაჲცა რაჲ თჳთ ენება ძჳრი, ვინაჲცა წერილი მიზეზსა უსჯულოებისასა
Page: 71   Line: 1    
წარმომაჩინებელი იტყჳს: "მათ დღეთა შინა არა იყო მეფე ისრაჱლსა
Line: 2    
შორის, არამედ თითოეული სათნოსა თუალთა თჳსთასა ჰყოფდა". ესოდენთა ბოროტთა
Line: 3    
მიზეზ არს უმთავრობაჲ. და რამეთუ ურთი-ერთას მბრძოლქმნილნი
Line: 4    
ურთი-ერთასცა მსრველ იქმნებოდეს, და უფროჲსღა რაჟამს იგი ხარჭსა-თანა მის
Line: 5    
მოგზაურისასა მეძავ იქმნნეს ტომნი ბენიამენისნი და გარდარეულებითა უძღებებისაჲთა
Line: 6    
მოკლეს იგი, ათერთმეტნი ტომნი ტომსა ერთსა ებრძოლნეს.
Line: 7    
არამედ ვინაჲთგან იგინი კერპთა მიმართ მეძავქმნილ იყვნეს, ერთისა ტომისა
Line: 8    
მიერ იხლინეს ათერთმეტნი ტომნი ერთგზისცა და ორგზის. ამისა შემდგომად
Line: 9    
მძლე ექმნნეს მას და სრულებით მოსპოლეს იგი, ვითარცა მოგჳთხრობს წიგნი
Line: 10    
მსაჯულთაჲ და შემსგავსებული უსჯულოებისა მათისა მიეჴადა პატივი, და მიზეზისა
Line: 11    
მიერ მომხდელნი ჟამსა საღმრთოჲსა სასჯელისასა ჯეროვნად განისწავლნეს
Line: 12    
მთავრისა მისისა მიერ, ვითარ იგი თჳთ იტყჳს: "რაჟამს მივიღო ჟამი, მე
Line: 13    
სიწრფოებაჲ ვსაჯო". ხოლო ჟამად იტყჳს სიმრავლისაგან ცოდვათასა შეკრებულსა
Line: 14    
და აღრიცხულსა ღმრთისა მიერ და მოწოდებულსა ჟამსა შურის-ძიებისა და მიგებისასა,
Line: 15    
ვითარცა წერილ არს გალობასა შინა მოსჱსსა: "არა აჰა ესე ყოველი
Line: 16    
შეკრებულ არსა ჩემ მიერ და დაბეჭდილ საუნჯეთა შინა ჩემთა? და დღესა შურის-ძიებისასა
Line: 17    
მივაგო, ჟამსა რომელსა შეუცთეს ფერჴი მათი, რამეთუ ახლოს
Line: 18    
არს დღე წარწყმედისა მათისაჲ". ესრეთვე სახედ, რაჟამს დადგა მოსე სრვასა
Line: 19    
მას მვედრებელად, რათა მოსრას უგულის-ხმოჲ და ცოდვის-მოყუარე ერი, მაშინ
Line: 20    
უკუე მოწყალექმნილმან ჰრქუა მას: "ვიდოდე აწ, ესე იგი არს ჟამად უკუე ვედრებისა-თჳს
Line: 21    
შენისა ვიდოდე, და უძღოდე ერსა მას". ხოლო რომელსაცა დღესა
Line: 22    
მოვიხილო, მოვჰჴადო მათ ზედა ცოდვაჲ მათი" რომელი ესე ყოცა, რამეთუ
Line: 23    
იტყჳს წერილი ვითარმედ "გუემა უფალმან ერი იგი ჴბოჲს-მოქმედებისა მისთჳს".
Line: 24    
ვინაჲცა ნამდჳლვე უღონო არს და განულტოლველ განრომაჲ სასჯელისა-გან
Line: 25    
ღმრთისა. დაღათუ არა ჴელის-ჴელ შეამთხუევს ამას ცოდვის-მოქმედთა, რამეთუ
Line: 26    
სულგრძელებს, ვითარცა სახიერი და კაცთ-მოყუარე და მომლოდე შენანებისაჲ,
Line: 27    
ანუ თუ უძჳრესისა მიერ წარმატებისა და განვრდომისა, ვითარცა მცირეთა
Line: 28    
სიტყუათა მიერ განცხადებულად საცნაურ ქმნილ არს.

Line: 29       
იტყჳს სადმე ესრეთ ყოვლად-ბრძენიცა კჳრილე ვითარმედ "აღრიცხჳან ყოვლისა
Line: 30    
ქუეყანისა კაცთა ჟამად-ჟამადნი ცოდვანი, რომელნიცა აღწერნენ რაჲ ვიდრე
Line: 31    
რომლისამე რაოდენობისამდე, მაშინ მოაწევს პატიჟთა გარდამავალთა ზედა
Line: 32    
სჯულისათა სჯულის-მდებელი და უფალი. რამეთუ ჰგებს მუნამდე ბუნებითისა
Line: 33    
კაცთ-მოყუარებისა, არს ოდესმე რომელი იტჳრთავსცა სიბოროტესაცა ცოდვის-მოქმედთასა
Line: 34    
არა სრულებით მოწყინექმნილი, და რამეთუ თქუა აბრაჰამის მიმართ
Line: 35    
ვითარმედ "არღარა აღსრულებულ არიან ცოდვანი აღმორეველთანი აქამომდე".
Page: 72   Line: 1    
ხოლო ფარისეველთა გარდარეულად შემაწუხებელთა მიმართ იტყოდა: "და თქუენცა
Line: 2    
აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ". ხოლო რაჟამს იხილოს ღმერთმან
Line: 3    
კაცი უკუანაჲსკნელთა ბოროტთა შთავრდომილად და მიდრეკილად, აღიღებს მისგან
Line: 4    
მადლსსა თჳსსა. რომლითა უმეტეს განფიცხნების კაცი იგი, ვითარცა ეშმაკისა
Line: 5    
მიერ განლიგებული და არამქონებელი ღმრთისა თავსა შორის თჳსსა
Line: 6    
თანა-მზრახველად, და უძჳრეს იქმნების ბოროტთა მიერ, და ეწევის მას რისხვაჲ.
Line: 7    
და ესრეთ განჩინებაჲ რაჲ თუალუხუავისა და საღმრთოჲსა სასჯელისაჲ
Line: 8    
განცხადებულად და სასტიკებით იხილვოს მას ზედა, "იხილონ წრფელთა და
Line: 9    
იხარებდენ, და ყოველმან უსჯულოებამან დაიყოს პირი თჳსი". და ფრიადცა სამართლად:
Line: 10    
"რამეთუ გულარძნილთა მიმართ გულარძნილთა გზათა მიავლენს ღმერთი";
Line: 11    
და "არა უსამართლოდ დაერწყუმიან მფრინველთა მახენი", "რამეთუ ფერჴნი
Line: 12    
მათნი სიბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა".
Line: 13    
რომლისა-თჳს იტყჳს მოციქული: "ანუ უმეცარ ხარ, ვითარმედ სიტკბოებაჲ
Line: 14    
ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხისა-ებრ შენისა და შეუნანებელისა
Line: 15    
გულისა იუნჯებ თავისა თჳსისა რისხვასა დღესა რისხვისა და მართლ-მსაჯულობისა
Line: 16    
ღმრთისასა". "და რამეთუ ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან", ვითარცა
Line: 17    
წერილ არს. ხოლო იმარხვის უღმრთოჲ დღისა-თჳს ბოროტისა. ვინაჲცა მცოდველნი
Line: 18    
და განმამწარებელნი წარმართებულ რაჲ იყვნენ მრავალგზის სულგრძელებითა
Line: 19    
ღმრთისაჲთა და არა რაჲ შესაწუხებელი შეემთხუეოდის, არამედ უხუებასა
Line: 20    
და ბედნიერებასა და დღეკეთილობასა და სიმრთელესა და შუებასა შინა იყვნენ
Line: 21    
სამარადისოსა, ესრეთ იტყჳს უგუნურებით, ვითარმედ სთნავს და უხარის
Line: 22    
ღმერთსა. და ამის-თჳს უფროჲსღა "განვამრავლნეთ ბოროტნი, რათა უმეტეს
Line: 23    
მომიჴდენ კეთილნი. რათა სასჯელი მზა არს" და რომელთა-თჳს ხმობს დავით:
Line: 24    
"შრომასა კაცთა-თანა არა არიან და კაცთა-ებრ არა იტანჯნენ, და ამის-თჳს შეიპყრნა
Line: 25    
იგინი ამპარტავანებამან სრულიად, და შეიმოსეს უღმრთოებაჲ და სიცრუჱ.
Line: 26    
და განიზრახეს და თქუეს უკეთურებაჲ და სიცრუესა სიმაღლედ ზრახვიდეს.
Line: 27    
დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენა მათი ეთრია ქუეყანასა ზედა, და თქუეს
Line: 28    
ვითარმედ-მე აგრძნა ღმერთმან? ანუ არს მეცნიერებაჲ მაღლისა-თანა?" რომელთა
Line: 29    
მზაკუვარებათა მათთა-თჳს დადვა ღმერთმან ბოროტი და დაამჴუნა იგინი ამაღლებასა
Line: 30    
შინა. და იქმნნეს მოსაოჴრებელ მყის შინა. და წარწყმდეს უსჯულოებათა
Line: 31    
მათთა-თჳს. ამის-თჳს "არქუთ უსჯულოთა: ნუ უსჯულოებთ, და, მცოდველნო,
Line: 32    
ნუ აღიმაღლებთ რქასა და ნუ იტყჳთ ღმრთისა-თჳს სიცრუესა, რამეთუ
Line: 33    
ღმერთი მსაჯულ არს". და "ნუ ეშურები წარმართებულსა გზასა შინა მისსა კაცსა
Page: 73   Line: 1    
მოქმედსა უსჯულოებისასა", "რამეთუ, ვითარცა თივაჲ, მსთუად განჴმეს და, ვითარცა
Line: 2    
მხალი მწუანვილისა, ადრე დამოცჳვეს". "რამეთუ მართალ არს უფალი და
Line: 3    
სიმართლენი შეიყუარნა". გჳღირს უკუე ჩუენ, უკუეთუ ნამდჳლვე ერთგულნი და
Line: 4    
საკუთარნი მონანი ვართ მწოდებელისა ჩუენისა მეუფისანი, რათა არა სასუფეველისა
Line: 5    
მოლოდებითა, არცა სხუათა რათმე აღთქუმულთა კეთილთა სასოებითა ვიქმოდით
Line: 6    
სათნოებათა, არამედ თჳთ მის მეფისა ჩუენისა ღმრთისა-თჳს ყოველსავე
Line: 7    
დავითმენდეთ. გარნა არიან მრავალნი განვრდომილნი და ორგულნი, რომელნი
Line: 8    
არცაღა სასყიდლისა-თჳს მოუჴდებიან სათნოებასა. და ღმრთისაგან ვიდრე-მე
Line: 9    
სასუფეველისა აღმთქუმელობაჲ არა ესმის, ხოლო ეშმაკისგან გეჰენიისა მომატყუებელობაჲ
Line: 10    
საყუარელ უჩნს. და რაჲმცა ბორგნეულობისა ამის უძჳრეს და
Line: 11    
უუბადრუკეს იყო? და რად ვიტყჳ გეჰენიას? რამეთუ პირველ გეჰენიისაცა ტკივილნი
Line: 12    
ჰქონან აქა და სირცხჳლნი და საცინელქმნანი და ბევრეულთა სიკუდილთა
Line: 13    
და ტანჯვათა შემთხუევანი. გარნა ეგრეთცა მრავალ არიან მორჩილნი და მიმდგომნი
Line: 14    
ეშმაკისა სიბოროტეთანი.



Line: 15  ელის-თჳს და ძეთა მისთა.


Line: 16       
ხოლო შემდგომად მსაჯულთასა სჯიდა ერსა მღდელთ-მთავარი ელი ოც
Line: 17    
წელ. გარნა უკეთურებისა-თჳს და უწესოებისა ძეთა მისთა, ოფნი და ფინეზისსა,
Line: 18    
კუალად მოიწია საღმრთოჲ საშჯელი. რამეთუ იგინი სადმე ბრძოლასა შინა
Line: 19    
საწყალობელად მოისრნეს, ხოლო ესე საღმრთოჲსა მსმენელ იქმნა ხმისა, მისსა
Line: 20    
მიმართ ესრეთ მეტყუელისა: "ვთქუ: სახლისა შენისა სლვაჲ წინაშე ჩემსა ვიდრე
Line: 21    
უკუნისამდე. ხოლო აწ არა ესრეთ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე, და შეურაცხის-მყოფელნი
Line: 22    
ჩემნი შეურაცხ იქმნენ; და მოვსპო თესლი შენი საკურთხეველისაგან
Line: 23    
ჩემისა". და კუალად: "აჰა მე შური ვიძიო სახლისაგან ელისსა უკუნისამდე
Line: 24    
უსამართლოებისა-თჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრის-მეტყუელ იყვნეს
Line: 25    
ღმრთისა ძენი მისნი". ამათი პირველვე მსმენელი და მოწყუედისა ძეთა მისთაჲსა
Line: 26    
წარღებით-ურთ კიდობნისაჲთ მხილველი დაეცა საინაჴისაგან პირუკუნქცევით
Line: 27    
და შეიმუსრა ზურგი თჳსი და მოკუდა ოთხმეოცდაათისა წლისაჲ.



Line: 28  სამოელის-თჳს.


Line: 29       
ხოლო შემდგომად ელისა შჯიდა ერსა სამოელ მღდელი და წინაჲსწასმეტყუელი
Line: 30    
ოც და ათ წელ და ძენი მისნი, იოილ და აბია, რომელნი არა ვიდოდეს
Line: 31    
გზისა-ებრ და სათნოებისა მისისა, არამედ წინა-უკმო სიმართლისა, შეკრბა უკუე
Line: 32    
მისსა ერი არმათიმს და ეძიებდეს მეფესა ჩუეულებისა-ებრ წარმართთაჲსა. ხოლო
Page: 74   Line: 1    
იგი შეწუხნა ფრიად, რომლისა მიმართ თქუა ღმერთმან: "ისმინე ხმაჲ ერისაჲ,
Line: 2    
რამეთუ არა შენ შეურაცხ გყვეს, არამედ მე მეფეყოფად მათ ზედა". და
Line: 3    
მისცა მათ საულ, ძე კისისი, ტომისაგან ბენიამენისსა, და სცხო მეფედ მათდა.
Line: 4    
რომელი იყო კაცი სახიერი და კეთილი, დიდი ჰასაკითა მჴართაჲთგან ზედაჲთ
Line: 5    
და უზეუმაღლეს ყოვლისა ქუეყანისა, კაცთაჲ. და იგი იქმნა დასაბამ მეფობისა
Line: 6    
ისრაჱლთაჲსა.




Next part



This text is part of the ARMAZI edition of Georgius Monachus, Chronicon.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.