TITUS
Georgius Monachus, Chronicon
Part No. 8
Previous part

Chapter: 9  
Page: 256  
Line: 1  [წიგნი მეცხრე.]

Line: 2 
კონსტანტინჱს-თჳს დიდისა.


Line: 3       ხოლო შემდგომად მაქსენტისსა მეფე იქმნა კოსტანტინე დიდი, რომელმან
Line: 4    
მეყსეულად ბრძანებანი განსცნა ყოვლით-კერძო, რათა ექსორიობათა შინა მყოფნი
Line: 5    
ქრისტეანენი ადგილთავე თჳსთა პატივით კუალად ეგნენ და ტაძარნი უკუე კერპთანი
Line: 6    
დაირღუენ. ხოლო ეკლესიანი ქრისტჱსნი აღეშენნენ ამათ თანა დასხნა
Line: 7    
სჯულნიცა საყოველთაონი რათა ტაძარნი კერპთანი მღდელთა ქრისტჱსთა მიეცნენ
Line: 8    
და რათა მხოლოდ ქრისტეანენი ოდენ მთავრობდენ და მოლაშქრეობდენ, და
Line: 9    
ოთხშაბათსა და პარასკევსა ყოველნი იმარხვიდენ და კჳრიაკესა უქმობდენ და პატივ
Line: 10    
სცემდენ, მათ უკუე ვნებისა-თჳს, ხოლო ამას აღდგომისა-თჳს უფლისა, და
Line: 11    
ჰურიასა მონასა არა მოიყიდდეს არცა სჯულისაებრთა მსხუერპლთა შესწირვიდენ,
Line: 12    
და ჯუარითა არღარა ვინ დაისჯებოდის პატივისა-თჳს ჯუარისა, და რათა დრაჰკანსა
Line: 13    
მისსა და ხატსა ჯუარი თანადაისახვოდის მარადის. ხოლო ცოლად ესუა მაქსიმინა
Line: 14    
ასული დიოკლიტიანჱსი, რომლისაგან შვნა სამნი ძენი, კოსტანტინე და კოსტა
Line: 15    
და კოსტანტიოს, ხოლო ძმანი დალმატი და კონსტანტიოს, რომელთა ესხნეს
Line: 16    
ძენი, დალმატიოსს უკუე სხუაჲ დალმატიოს, ხოლო კონსტანტიოსს ღალოს
Line: 17    
და იულიანე.

Line: 18       
ხოლო კაპეტოლსა შინა ჰრომისასა მთხრებლსა რასმე შთასავალსა შინა
Line: 19    
მქონებელსა სამას სამეოცდახუთისა ხარისხისასა მკჳდრ იყო ვეშაპი რაჲმე ყოვლად
Line: 20    
დიდი, რომელი იგი მრავალგზის მთხრებლისა მისგან ანაზდაით აღმოჭჳრობითა
Line: 21    
და მობერვითა მძჳნვარედ განჰრყუნიდა მყოფთა ქალაქისათა და უფროჲსღა
Line: 22    
ყრმათა. რომლისა-თჳს ევედრნეს ელენთაგანნი ვიეთნიმე საღმრთოსა სილვესტროსს
Line: 23    
და ჰრქუეს: "შთავედ, ეპისკოპოს, მჴეცისა მიმართ და ყავ სახელითა
Line: 24    
ღმრთისა შენისაჲთა, რათა დაეცადოს მის-მიერი ხრწნილებაჲ კაცთაჲ წელიწადსა
Line: 25    
ერთსა, და გურწმენეს ყოველთა და ნათელ ვიღოთ". ხოლო სილვესტროს შთავიდა
Line: 26    
მუნ და პოვა სენაკი მცირე, რომელსა აქუნდეს ბჭენი რვალისანი, რომელსა
Line: 27    
შინა მკჳდრ იყო ვეშაპი, და, ვითარცა დაჰჴშნა იგი სახელითა ქრისტჱსითა,
Line: 28    
არღა გამოვიდა ვეშაპი იგი მიერ. ესრეთ ორნი რაჲ წელნი გარდაჴდეს, ყოველნივე
Line: 29    
იგი, რომელნი პირველ მსხუერპლითა ჰმსახურებდეს ვეშაპსა, და სხუანი
Line: 30    
მრავალნი მოუჴდეს საღმრთოსა სილვეიტროსს და ნათელ იღეს.

Line: 31       
ხოლო საღმრთომან კოსტანტინე შეკრიბნა ჰურიანი მღდელნი და მწიგნობარნი
Line: 32    
კაცნი ასოცნი, რათა სიტყჳს-გება ყონ სილვესტროსის თანა გამოცხადებისა-თჳს
Line: 33    
სრულიადისა ჭეშმარიტებისა და დაჴსნისა-თჳს ჰურიაებრივისა ურცხჳნოებისა
Page: 257   Line: 1    
და მომზრახობისა სადა იგი შემოკრბა კნინღა და ყოველი ქალაქი
Line: 2    
წინაშე სამეფოჲსა სამსჯავროჲსა სმენად სიტყჳს-გებასა ორკერძოთავე მწყობრთასა
Line: 3    
სარწმუნოებისა-თჳს ქრისტჱსისა. და ჰურიათა ვიდრე-მე იწყეს სილვესტროჲს
Line: 4    
მიმართ სიტყუად ესრეთ: "რომელმან წერილმან მოასწავა წინაჲსწარ ძისა-თჳს
Line: 5    
მარიამისა, და რომელმან წინაჲსწარმეტყუელმან ვითარცა ღმერთი წინაჲსწარ
Line: 6    
ქადაგა მარიამისგან შობილი იგი?" ხოლო სილვესტროს მიუგო და ჰრქუა:
Line: 7    
"ნამდჳლვე სცთებით ჭეშმარიტებით არმაცნიერებითა წერილისაჲთა არცა მათ
Line: 8    
შინა მდებარისა საიდუმლოჲსა მოძღურებისაჲთა. რამეთუ ვის-თჳს თქუა დიდმან
Line: 9    
ესაია ესრეთ "აჰა ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი
Line: 10    
მისი ემმანუილ", რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი? და "პირველ ვიდრე ცნობადმდე
Line: 11    
ყრმისა ხდასა მამისა ანუ დედისასა წარმოიღოს ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავი
Line: 12    
სამარიაჲსაჲ წინაშე მეფეთა ასურასტანისათა". ხოლო ღმრთ სამხილველი
Line: 13    
მოსე: "აღმოჰჴდესო ვარსკულავი იაკობისგან და კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს
Line: 14    
მთავარნი მოაბისანი". და "გამოვიდეს კაცი თესლისაგან მისისა და ეუფლოს ნათესავთა
Line: 15    
მრავალთა". აწ უკუე, რამეთუ ვითარცა კაცი გამოჩინებად არს, ამათ მიერ
Line: 16    
წინამოესწავების; ხოლო რამეთუ უფალი არს ყოველთაჲ ჴაცად გამოჩინებული
Line: 17    
იგი, წინაჲსწარ მოასწავებენ კუალად მეტყუელნი ესრეთ: "აჰა უფალი დაჯდეს
Line: 18    
ღრუბელსა ზედა სულ მცირესა და მოვიდეს ეგჳპტედ, და შეიძრნედ ჴელით-ქმნილნი
Line: 19    
ეგჳპტისანი". და "აჰა ღმერთი ჩუენი მოვიდეს და მაცხოვნნეს ჩუენ. და მაშინ
Line: 20    
განეხუნენ თუალნი ბრმათანი და ყურნი ყრუთანი აღეხუნენ, და ვლდებოდის ვითარცა
Line: 21    
ირემი მკელობელი. და ცხად იყოს ენაჲ ბრგჳნვილი". ვინაჲცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ
Line: 22    
ვიდრე-მე მოსლვასა ღმრთისასა ქადაგებს წინაჲსწარ, ხოლო სასწაულნი ჟამსაცა
Line: 23    
მოსლვისასა საცნაურ ჰყოფენ რამეთუ მაშინ აღესრულნეს ესენი რომელნი არა
Line: 24    
ოდეს ქმნილ არიან სხჳსა ვისგანმე უწინარეს ამისსა ისრაჱლსა შორის. ხოლო
Line: 25    
ვნებისა მისისა-თჳს კუალად იტყჳს: "კაცი წყლულებასა შინა იყო და იცის თავსდებაჲ
Line: 26    
გუემისაჲ, უპატივო იქმნა და არა შეჰრაცხა. ამან ცოდვანი ჩუენნი იტჳრთნა
Line: 27    
და ჩუენთჳს ელმოდა. და ჩუენ შევჰრაცხეთ იგი ყოფად სალმობასა შინა
Line: 28    
და წყლულებასა და განბოროტებასა. ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთა-თჳს და
Line: 29    
იგუემა უსჯულოებათა ჩუენთა-თჳს. სწავლაჲ მშჳდობისა ჩუენისაჲ მის მიერ,
Line: 30    
წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით". და "რამეთუ აღებულ არს ქუეყანით
Line: 31    
ცხორებაჲ მისი, ხოლო ნათესავი მისი ვინმე მიუთხრას". და მოსე "ხედვიდეთ,
Line: 32    
იტყჳს, ცხორებასა თქუენსა დამოკიდებულსა წინაშე თუალთა თქუენთა და არა
Line: 33    
გრწმენეს". და დავით პირისაგან ქრისტჱსისა იტყჳს: "განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი
Line: 34    
და ფერჴნი ჩემნი". და "განიყვნეს სამოსელნი ჩემნი" და შემდგომსა. ხოლო
Line: 35    
ვითარმედ სასოებაჲ იყო წარმართთაჲ, იაკობ უკუე წინაჲსწარ თქუა: "არა მოაკლდეს
Page: 258   Line: 1    
მთავარი იუდაჲსგან არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის
Line: 2    
მოვიდეს, რომლისადა დამარხულ არს, და იგი არს სასოებაჲ წარმართთაჲ". და
Line: 3    
კუალად ესაია: "და იყოს ძირი იესჱსი, რომელი აღდგომად არს მთავრად წარმართთა,
Line: 4    
და მას წარმართნი ესვიდენ". და ესე ვიდრე-მე მცირედნი ითქუნეს გამოსაჩინებელად
Line: 5    
ქმნილთა მათ. ხოლო ყოველი წერილი სავსე არს მხილებითა ურწმუნოებისა
Line: 6    
თქუენისაჲთა. რამეთუ ვის ოდესცა საღმრთოთა წერილთა შინა მოჴსენებულთა
Line: 7    
წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთაგანსა მხოლოჲსა ქალწულისა
Line: 8    
ოდენ მიუღიეს შემტკიცებაჲ ჴორცთაჲ? ანუ ვისსა შობასა წინამსრბოლქმნილ
Line: 9    
არს ვარსკულავი ზეცათა შინა და შობილი იგი უუწყებია ყოვლისა სოფლისადა?
Line: 10    
კუალად რომელი მეფეთაგანი უწინარეს შემძლებელობასა ხდად სახელსა
Line: 11    
მამისა ანუ დედისასა მეფე იქმნა და ძლევაჲ აღადგინა მტერთა ზედა? ანუ რომელი
Line: 12    
აღდგა ესე ვითარი მეფე ისრაჱლსა შორის, რომლისა მიმართმცა დაედვა ყოველი
Line: 13    
სასოებაჲ წარმართთა, და არამცა ყოვლით-კერძო წინააღდგომილ იყვნეს მისდა?
Line: 14    
რამეთუ ვიდრემდის ეგო ისრაჱლი, ბრძოლაჲ დაუგებელი მოეგო მისსა მიმართ,
Line: 15    
და სამარადისოდ მბრძოლ იყვნეს ისრაჱლისა, რამეთუ ასურასტანელნი
Line: 16    
აჭირვებდეს, მეგჳპტელნი სდევნიდეს, ბაბილოვნელნი სტყუენვიდეს და ასურნი
Line: 17    
ზედააღუდგებოდეს. ანუ არა დავით უკუე ასურთა და მოაბელთა ჰბრძოდა და
Line: 18    
იბრძოლებოდა, ხოლო იოსია მახლობელთა მიერ იბრძოლებოდა, ამათ თანა ეზეკიაცა
Line: 19    
მოშიშ იყო ამპარტავანებისაგან სენაქირიმისსა? და ისოს ვიდრე-მე აღმორეველი
Line: 20    
წინააღუდგებოდა, ხოლო მოსეს ამალეკი წინაგანეწყვებოდა, და, ვითარმედ
Line: 21    
ყოვლით-ურთ მოუმშჳდებელ იყო ისრაჱლისა მიმართ მოუმდოვრებელობაჲ
Line: 22    
წარმართთაჲ, ვიდრე აქამომდე მოწამე არიან საქმენი.

Line: 23       
და მწიგნობართა მიუგეს და ჰრქუეს: "არა უვარ ვჰყოფთ, ვითარმედ ეგე
Line: 24    
ყოველნი წერილ არიან, ხოლო მოვედით ჯერეთ არღა სადა მოსრულსა სიტყუასა
Line: 25    
ღმერთსა". ხოლო სილვესტროს ჰრქუა: "და ვითარ არა გესმა დანიელისი
Line: 26    
განცხადებულად წარმომეტყუელისა და ჟამსა შობისასა და საცხორებელისა ქრისტჱს
Line: 27    
მოსლვისასა წარმომაჩინებელისაჲ? რამეთუ ესრეთ თქუა მისსა მიმართ
Line: 28    
მზრახვალმან ანგელოზმან ვითარმედ "სამეოცდაათნი შჳდეულნი სრულ იქმნნენ
Line: 29    
ერსა შენსა ზედა და ქალაქსა წმიდასა დასრულებად ცოდვისა და ლხინებად უსამართლოებისა
Line: 30    
და დაბეჭდვად ცოდვასა და აღჴოცად უსამართლოებასა და მოწოდებად
Line: 31    
სიმართლესა საუკუნესა და დაბეჭდვად ხილვასა და ცხებად წმიდათა წმიდათასა.
Line: 32    
და სცნა და გულის-ხმა ჰყო: გამოსლვითგან სიტყჳსაჲთ მიგებად და
Line: 33    
აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტჱსამდე წინამძღურისა შჳდეულნი შჳდ
Line: 34    
და შჳდეულნი სამეოც და ორ". და სხუათა მიმართ ვიდრე-მე ნუ უკუე და ჰმიზეზობდეთ
Line: 35    
და ყოფადთა ჟამთა შინა იტყოდეთ აღსრულებადობასა წერილთასა.
Page: 259   Line: 1    
ხოლო ამათდა მიმართ რაჲ ძალ გიც თქუმად ანუ რაჲთ-ურთით აღებადცა პირისა?
Line: 2    
სადა ესე ცხებაჲცა იქადაგების და ცხებული იგი არა კაცად, არამედ
Line: 3    
წმიდად წმიდათად აღიარების. და ვიდრე მოსლვად მისდამდე იერუსალჱმი
Line: 4    
ჰგიეს, ხოლო მიერითგან ყოველი წინაჲსწარმეტყეელებაჲ და ხილვაჲ დასცხრების
Line: 5    
ისრაჱლისა შორის, ცხებულ უკუე იქმნნეს ძუელად დავით და სოლომონ
Line: 6    
და ეზეკია. არამედ იერუსალჱმი და ადგილი ეგნეს, და წინაჲსწარმეტყუელნი
Line: 7    
წინაჲსწარმეტყუელებდეს, და კუალად ცხებულნი იგი წმიდად კაცად და არა წმიდად
Line: 8    
წმიდათად იცნობებოდეს. ხოლო ოდეს დასცხრა წინაჲსწარმეტყუელებაჲ
Line: 9    
და ხილვაჲ იერუსალჱმით, თჳნიერ აწ, ოდეს წინაჲსწარმეყუელებული და წმიდაჲ
Line: 10    
წმიდათაჲ ქრისტე მოვიდა? ვინაჲცა ნამდჳლვე დიდი და ცხადი სასწაული
Line: 11    
არს მოსლვისა და გამოჩინებისა მისისაჲ, არღა მერმეცა გებულად დგომაჲ იერუსალჱმისაჲ,
Line: 12    
არცა აღდგომაჲ წინაჲსწარმეტყუელისაჲ, არცა ხილვისა გამოცხადებაჲ
Line: 13    
მათდა. და სამართლად იქმნა ესე. რამეთუ ვინაჲთგან მოვიდა უწყებული
Line: 14    
და მოსწავებული, რა და რა საჴმარ იყო მყოფობაჲ მაუწყებელთა და მომასწავებელ?
Line: 15    
რამეთუ ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელებდეს, ვიდრემდის მოვიდა წინაჲსწარმეტყუელებული
Line: 16    
და დამჴსნელი ყოველთა შეცოდებისაჲ. რომელი უკუე წინამძღუარი
Line: 17    
გამოვიდა ბეთლემით და იერუსალჱმსა მწყსიდა, რომლისა გამოსლვაჲ
Line: 18    
დასაბამითგან დღეთა საუკუნეთა და პირველ მზისა ჰგიეს სახელი, და
Line: 19    
მიუთხრობელ არს ნათესავი, ვითარცა წერილ არს? და წმიდათა ყოველთაჲ მოთხრობილად
Line: 20    
უწყით ნათესავი და დამწყებელთა იერუსალჱმისათასა მეცნიერ ვართ
Line: 21    
შობასაცა და სიკუდილსა მათსა.

Line: 22       
ესრეთ უკუე სიტყუა უგებდეს რაჲ ურთი-ერთას მყოვარჟამ და ფრიადითა
Line: 23    
ზედა-მიწევნით დამტკიცებითა მეტყუელებდა და გამოაჩენდა სილვესტროს
Line: 24    
საღმრთოთა წერილთაგან ქრისტჱს-თჳს და დიდად იძლეოდეს ჰურიანი, თქუა
Line: 25    
ვინმე ერთმან მათგანმან სახელით ზამბრი სხუათა მათ ჰურიათა მიმართ: "უკუეთუ
Line: 26    
სილვესტროჲს სიტყუათა ყურს უპყრობთ, საჭირო არს მამულთა სჯულთა
Line: 27    
დატევებაჲ და ამაოჲსა ამის კაცისა შედგომაჲ, რომელი მამათა ჩუენთა ჯუარს
Line: 28    
აცუეს. არამედ ისმინედ ჩემი მეფემან. და მოყვანებულ იქმენიდ კუროჲ ველური
Line: 29    
რათა ვაჩუენო მე დღეს წინააშე მისსა ძალი სახელისა ღმრთისა ჩემისაჲ რამეთუ
Line: 30    
არა სიტყუათა, არამედ საქმეთა მიერ მნებავს ჩუენებაჲ ჭეშმარიტებისაჲ". მაშინ
Line: 31    
სილვესტროსცა ევედრა მეფესა მოყვანებად ეგე ვითარისა მის კუროჲსა და
Line: 32    
ჰკითხა ზამბრის თუ რაჲსა-თჳს ითხოვს მოყვანებასა მისსა. ხოლო მან ჰრქუა:
Line: 33    
"ვინაჲთგან სახელსა ღმრთისა ჩუენისსა ვერა_რაჲ აგებული ბუნებაჲ მოისმენს
Line: 34    
ცოცხლივ, მნებავს, რათა ცხადად წარმოვაჩინო კუროჲსა მიერ ძალი მისი".
Line: 35    
რომლისა მიმართ სილვესტროს თქუა: "და შენ რომლითა სახითა დაისწავე
Page: 260   Line: 1    
სახელი იგი? სმენით ვისგანმე ანუ წარკითხვითა?" ხოლო მან თქუა: "ვერცა
Line: 2    
ქარტასა ვერცა ხესა ვერცა ქვასა ძალ უც დატევნაჲ მის სახელისაჲ ხოლო
Line: 3    
მე ვიმარხე და ლაკნასა შინა შთავასხ წყალი და მუნ დავისწავე ესე".
Line: 4    
და ვითარცა ამას იტყოდა იგი, აჰა მოვიდა კუროჲცა მრავალთა კაცთა მიერ
Line: 5    
ზიდვით მოყვანებული, რომელი ყოვლად-ველურ რაჲმე და დიდ იყო ფრიად.
Line: 6    
და ზამბრი სილაღით ჰრქუა სილვესტროსს: "აწ უკუე სიტყუათა შენთა მიერ
Line: 7    
და მიზეზმან მრავალ-მეტყუელებისა შენისამან ესერა დასასრული მიიღეს
Line: 8    
ვინაჲცა უკუეთუ მოსავ ხარ სახელისა მიმართ ღმრთისა შენისა, შთაუთხარ
Line: 9    
იგი სასმენელსა კუროჲსასა და ყოვლისა მპყრობელად აღსარებულ იქმნეს იგი.
Line: 10    
ხოლო უკუეთუ არა, მე ვყო ესე, და ყოველი სარწმუნოებასა ჩემსა შეეძინნენ".
Line: 11    
ხოლო ჰურიათა და სხუათა ერთა აწჳეს ზამბრის თქუმაჲ სახელისაჲ
Line: 12    
მის სასმენელთა მიმართ კუროჲსათა. რომელი ესე იწმნა რაჲ, მყის დაიზახნა
Line: 13    
დიდნი კურომან და თუალნი წარმოსცჳვნეს და მოკუდა. მაშინ უკუე მხიარულებით
Line: 14    
ჰკრთებოდეს რაჲ და სილაღით იქადოდეს სილვესტროსს ზედა ჰურიანი,
Line: 15    
ხოლო ქრისტეანენი ფრიად მწუხარე იყვნეს, ევედრა მეფესა სილვესტროს, რათა
Line: 16    
ბრძანოს დადუმებაჲ ერისაჲ. და ვითარცა ესე იქმნა და ადგილსა მაღალსა აღვიდა
Line: 17    
სილვესტროს, ხმითა დიდითა თქუა: "ისმინეთ ჩემი, წარჩინებულნო და ყოველნო
Line: 18    
ქრისტეანენო, რომელთა დაგიკჳრდა აწ სიკუდილი მის კუროჲსაჲ მე
Line: 19    
მეუფესა ჩემსა ქრისტესა, რომელი გახარე თქუენ, ბრმათა აღმხილველად ვიცნობ,
Line: 20    
ყრუთა მასმენელად, უტყუთა აღმატყუებელად და მკუდართა აღმადგინებელად
Line: 21    
სახელითა მისითა. ვინაჲცა ამიერ ცხად არს ყოველთა-თჳს, ვითარმედ
Line: 22    
ეშმაკისაჲ არს სახელი იგი მომკლველი კუროჲსაჲ, რომელსა ვერ ძალ უც აღდგინებაჲ".
Line: 23    
ესმა რაჲ ესე ზამბრის დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა მეფისა
Line: 24    
მიმართ: "მე, მეფეო, სახელითა ყოვლისა მპყრობელისაჲთა მოვაკუდინე კუროჲ,
Line: 25    
და ესე მგმობარი სიტყუათა ოდენ მოჰზოპავს, რომლისა-თჳსცა სამართალ არს,
Line: 26    
რათა არცაღა მეტყუელებისა ადგილი მიეცეს მას" ხოლო სილვესტროს თქუა:
Line: 27    
"ისმინე, ჰურიაო, შენთა წერილთა და მათგანვე პირდახშულ იქმენ კუალად.
Line: 28    
წერილ არს ვითარმედ "უფალი მოაკუდინებს და აცხოვნებს", და "მე მოვაკუდინი
Line: 29    
და ვაცხოვნი". აწ უკუე შთაუთხარ კუალად იგივე სახელი სასმენელთა კუროჲსათა,
Line: 30    
და, უკუეთუ ცხონდეს, ვირწმუნოთ ყოველთა სახელისა მის აღსაარებაჲ.
Line: 31    
ხოლო უკუეთე არა, მე მეუფესა ჩემსა ქრისტესა ვხადო და აღვადგინო იგი".
Line: 32    
და ზამბრი თქუა: "თავმან მეფისამან, უკუეთუ ეგე ჰყო, ყოველთა ჰურიათა დაუტეოთ
Line: 33    
სჯული და სარწმუნოებასა ქრისტჱსსა შევეძინნეთ". მაშინ სილვესტროს
Line: 34    
განიპყრნა ზეცად ჴელნი და ცრემლით ილოცა მჴურვალედ, მერმე მივიდა კუროჲსა
Line: 35    
მიმართ და ხმითა მაღლითა თქუა: "მე სახელსა შენსა, მეუფეო ქრისტე,
Line: 36    
სასმენელად ყოველთა ვხადი ღაღდებით, რათა ისწაოს ყოველმან ამან ერმან,
Page: 261   Line: 1    
ვითარმედ ეშმაკისა უკუე სახელმან მოაკუდინა კუროჲ, ხოლო წმიდისა და საცნაურისა
Line: 2    
სახელისა შენისა წოდებამან განაცხოველა იგი". და მიეახლა კუროსა და
Line: 3    
ჰრქუა ღაღადებითა: "სახელითა იესუ ქრისტჱსითა, რომელი ჯუარს აცუეს უსჯულოთა
Line: 4    
ჰურიათა, აღდეგ და დადეგ განკრძალულებით", და მყის კურომან შეძრა
Line: 5    
ყოველი გუამი თჳსი და აღდგა ხოლო სილვესტროს განჴსნა იგი საკრველთაგან
Line: 6    
და ჰრქუა: "წარვედ, ვინაჲ მოხუედ, და ნუ_რა_რას ვის ავნებ გზასა ზედა"
Line: 7    
რომლისა საკჳრველებისა სიდიდე იხილეს რაჲ ჰურიათა, დაუკჳრდა ფრიად
Line: 8    
და განცჳბრდეს და მეყსეულად შეუვრდეს ყოველნი ფერჴთა საღმრთოჲსა სილვესტროსისთა
Line: 9    
და ითხოვდეს მისგან წმიდასა ნათლის-ღებასა. და იქმნა სიხარული
Line: 10    
დიდი მეფისა და ყოვლისა ერისაჲ. და განგრძობასა ორისა ჟამისსა ხმობდეს:
Line: 11    
"ნამდჳლვე დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ და სარწმუნოებაჲ მათი".

Line: 12       
ამისსა შემდგომად ინება დიდმან კოსტანტინე აღშენებად სახელსა თჳსსა
Line: 13    
ზედა ქალაქი კერძოთა დასავალისათა, რომელსაცა ჩუენებით უბრძანა ღმერთმან,
Line: 14    
რათა ბიზინტიას აღაშენოს და მეათორმეტესა წელსა მეფობისა მისისასა კონსტა
Line: 15    
და კონსტანტინე, ძენი მისნი შექმნნა კეისრად ჰრომეს შინა, და დალმატი
Line: 16    
ძმის-წული თჳსი ვრეტანიას, და დაუტევნა მათ კერძონი დასავალისანი და თჳთ
Line: 17    
მოვიდა ბიზინტიად ელენის-თანა დედისა თჳსისა და ძისა კოსტანტინჱსსა და
Line: 18    
ლიკიონიზ დისი ძისა თჳსისა და განაახლა პირველ ვიზოის მიერ მეფისა თრაკთაჲსა
Line: 19    
აღშენებული ზღუდე ქალაქისაჲ და შესძინა სიდიდე ხანისაჲ და უწოდა
Line: 20    
კოსტანტინუპოლი ხოლო ვითარცა იხილა, რამეთუ მცირედ იყვნეს მკჳდრნი
Line: 21    
ქალაქისანი სიდიდისა მიმართ მისისა, ჰრომითცა და სხუათა ადგილთაგან გამომრჩეველმან
Line: 22    
ღირსთა სიტყჳსათამან მკჳდრთა მიერ აღავსო ქალაქი და სახლნი
Line: 23    
დიდნი აღუშენნა და მისცნა, და მათ მიერ განავრცელა ქალაქი თჳსი. ხოლო აღაშენა
Line: 24    
პალატიცა და ცხენთ-სარბიელიც და ორნი დიდნი ბურვილნი ფოლოცნი და
Line: 25    
ფორი, სადა იგი სუეტი მარტოქვაჲ და ყოვლად-პორფირი აღჰმართა, რომელი
Line: 26    
ჰრომით მოიღო, განსაკჳრვებელი ფრიად-ფრიად. და დადგა მას ზედა ანდრიანტი,
Line: 27    
რომელი მოიღო მზის-ქალაქით ფრჳგიისაჲთ და რომელსა აქუნდეს თავსა
Line: 28    
ზედა მისსა შარავანდედნი შჳდნი. ხოლო სუეტი სამ წელ ოდენ მოიღო ზღჳთ
Line: 29    
გარდარეულებისა-თჳს სიდიდისა და სიმძიმისა მისისა. ხოლო ზღჳს კიდით
Line: 30    
ვიდრე ფორადმდე წელიწადსა ერთსა მიიღო, რაჟამს იგი თჳთ მეფე ზედაჲ[ს]-ზედა
Line: 31    
მიიწეოდის მუნ და ურიცხუსა ოქროსა განუყოფდის ერსა. ამის შემდგომად
Line: 32    
დამსხმელმან საფუძველად ათორმეტთა გოდორთამან, რომელნი იგი ქრისტემან
Line: 33    
აკურთხნა, და პატიოსნისა ძელისამან და წმიდათა ნაწილებისამან სიმტკიცედ
Line: 34    
დამცველად აღჰმართა იგი მრავლითა მანქანებითა და ჴელოვნებითა და სიბრძნითა
Page: 262   Line: 1    
და ძალითა ფრიადითა საკჳრველმან მან კაცმან ყოვლად-საკჳრველი იგი
Line: 2    
და მარტოქვაჲ სუეტი. ხოლო შესცთეს ვიეთნიმე მსოფლელთა და უსწავლელთა,
Line: 3    
ანუ თუ უფროჲსღა სათქუმელ არს ვითარმედ უპირუტყუესთაგანნი თქუმად
Line: 4    
ვითარმედ არა მარტოჲ ქვაჲ არს იგი სარტყელთა მათ მიერ რვალისათა და
Line: 5    
მრავალთა ღუედთა სპილენძისათა, რომელნი იგი შესამკობელად და განსაშუენებელად
Line: 6    
გარემორტყმულ არიან მისდა. და ამას თანა აღაშენნა ტაძარნი წმიდათა
Line: 7    
მოციქულთაჲ და წმიდისა ირინისი და წმიდისა მოკისი და წმიდისა მთავარანგელოზისა
Line: 8    
მიქაელისი ანაპლოს.

Line: 9       
ამის შემდგომად განაჩინნა კეისარნი: კოსტანტიოს, ძე თჳსი, კოსტანტინუპოლის
Line: 10    
და ლიკინიოს, დისი ძე თჳსი, ნიკომიდიას ბითჳნიისასა, ხოლო თჳთ
Line: 11    
განილაშქრა სპარსთა ზედა, რომელთა მიერ ვედრებულ იქმნა, და ხარკისა დამდებელი
Line: 12    
მათ ზედა უკმოიქცა მიერ. და ისწავა რაჲ, ვითარმედ ლიკინიოსს ტანჯვით
Line: 13    
მოუწყუედინ ქრისტეანენი ნიკომიდიას შინა, განრისხნა მის ზედა ფრიად. რომელთა
Line: 14    
შორის ვითარცა შენივთდა ბრძოლაჲ, ცოცხლივ შეპყრობილ იქმნა ლიკინიოს
Line: 15    
ხრჳსოპოლის, და თესალონიკეს გარეშესაზღვრებულ იქმნა იგი. ხოლო
Line: 16    
ვითარცა კუალად განჭაბუკნებოდა იგი და საჭურველთა შეეხებოდა, ბრძანებითა
Line: 17    
კოსტანტინჱსითა მოიკლა.

Line: 18       
ხოლო სანატრელი ელინი წარვიდა იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა
Line: 19    
და ამისმან მპოვნელმან აღაშენნა ეკლესიანი საკჳრველნი, დაარღჳა ტაძარი
Line: 20    
აფროდიტისი, რომელი აღაშენა უღმრთოთა საუფლოსა ზედა საფლავსა, და უკმოიქცა
Line: 21    
მიერ. და მრავალი საცხორებელი მცნებაჲ ამცნო ძესა თჳსსა ქრისტჱს-მიმართის
Line: 22    
სარწმუნოებისა-თჳს და აღესრულა წელიწადთა ოთხმეოცთაჲ, რომელიცა
Line: 23    
დაჰფლა ძემან მისმან ტაძარსა შინა წმიდათა მოციქულთასა კოსტანტინუპოლის.
Line: 24    
ესრეთ უკუე ყოვლითავე სათნოებითა შემკულ იყო ნეტარი იგი დედაკაცი,
Line: 25    
ხოლო აქუნდა ქრისტჱს-მიმსგავსებულიცა სიმდაბლე ყოველთა კაცთა მიმართ,
Line: 26    
ხოლო უფროჲს ყოველთასა პატიოსნისა მიმართ სახისა მონაზოსთაჲსა.
Line: 27    
რამეთუ მრავალგზის შეკრებდის მათ და მიუწოდის სამხრობად და თჳთ თავით
Line: 28    
თჳსით თჳსითა ჴელითა ჰმსახურებდის ყოველსავე საჴმარსა მათისა სერობისასა
Line: 29    
და წყალსა უსხმიდის ჴელთა და საქმესა მრწემისასა სრულ ჰყოფდის. ესრეთვე
Line: 30    
უკუე განეწუართა მარადის ჴსენებულიცა იგი ძე მისი ქონებად აღუზუავებელისა
Line: 31    
სიმდაბლისა, სათნოებისა და უნაკლულოჲსა ცხორებისა მიგებად, შიშით
Line: 32    
და ძრწოლით მონებად ღმრთისა წერილთაჲსა მის-ებრ განჩინებისა. რომლისა
Line: 33    
მცნებათა დამარხვითა მან მდიდრად მოისთულნა ნაყოფნი საღმრთოთა ასეულთანი.
Line: 34    
რამეთუ ამის ნეტარისა მეფისა-ზე უშინაგანესნი ჰინდონი და ქართველნი
Line: 35    
მოეჴდეს საღმრთოსა ნათლის-ღებასა, და სომეხთა სრულიად ჰრწმენა ტირიდატის
Page: 263   Line: 1    
თანა მეფისა მათისა ღუაწლმრავლისა მიერ მოწამისა და მთავარეპისკოპოსისა
Line: 2    
მათისა დიდისა გრიგოლისსა. ხოლო იქმნა ძრვაჲცა კამპანიას და დაეცნეს
Line: 3    
ქალაქნი ათსამეტნი. და მოკლებაჲ მზისაჲ იქმნა ჟამსა მესამესა დღისასა,
Line: 4    
ვიდრემდის ვარსკულავნიცა გამოჩნდეს ცათა შინა. და სოფელსა მელიტენელთასა
Line: 5    
ესოდენი განმრავლებაჲ იქმნა ნათესავისა გუელთაჲსაჲ ადგილსა ხუთისა სახანოჲსასა,
Line: 6    
ვიდრემდის ვერცარა ეტეოდეს ადგილსა მას, არამედ მბრძოლობით
Line: 7    
ურთი-ერთას დასწყუედდეს და განჰხრწნიდეს, და მძორთაგან მათთა აღყროლდა
Line: 8    
ადგილი მის სოფლებისაჲ და ჰურიანი აღბორგდეს აღშენებისა-თჳს ტაძარსა
Line: 9    
იერუსალჱმისასა, რომელთაგანნი მრავალნი ტანჯნა საღმრთომან მეფემან კოსტანტინე
Line: 10    
და ეგრეთ განბნევითა მათითა უქმად დააშთინა ჴელყოფაჲ მათი, რამეთუ
Line: 11    
დაკუეთითა ყურთაჲთა მხილებულ ყო ურჩებაჲ და ცუნდრუკებაჲ მათი.

Line: 12       
ამათვე ჟამთა იქმნა ნიკეას კრებაჲ სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათაჲ ესე
Line: 13    
ვითარისა მიზეზისა-თჳს. ჰხედვიდა უკუე დიდი ესე მეფე კოსტანტინე არიოზის
Line: 14    
მიერ აღშფოთებულად ეკლესიასა. ამის-თჳს მსოფლიოჲ კრებაჲ შეკრიბა. და
Line: 15    
ეპისკოპოსთა-თჳს ვიდრე-მე ყოვლით-კერძო ცხენთა და კერძო-ვირთა დიმოსისათა
Line: 16    
კრებასა მას მოსლვისა-თჳს საჴმარყოფაჲ განაჩინა, ხოლო თჳთ ნიკეას მიიწია
Line: 17    
ვითარცა მოსურნე ხილვასა მღდელთ-მთავართა სიმრავლისათა და რათა დამტკიცებულ
Line: 18    
ყოს ერთხმობაჲ მათი. და ვითარცა შემოკრბეს, სახლისა დიდისა
Line: 19    
განმზადებულყოფაჲ ბრძანა სამეფოთა ტაძართა შორის და საყდრებისა დადგმაჲ
Line: 20    
მას შინა, და ესრეთ ყოველთა მუნ შესლვაჲ უბრძანა რომელთა უკუანაჲსკნელ
Line: 21    
თჳთცა შევიდა მუნ მცირედთა ვიეთმე თანა, დადგა საშუალ და უბრძანა
Line: 22    
ყოველთა, რათა დასხდენ. მერმე დადგმად სცა მცირე საყდარი და დაჯდა თჳთცა
Line: 23    
უკუანაჲსკნელ ყოველთასა. რამეთუ ესოდენი რაჲმე კრძალვაჲ და მორცხობაჲ
Line: 24    
აჩუენა კაცთა მათ მიმართ მეფემან. და მათ ვიდრე-მე ყუავილთა მიერ შესხმითისა
Line: 25    
ქებისათა თავი მისი გჳრგჳნოსან ყვეს და საღმრთოთა-თჳს წარგებულსა
Line: 26    
მოსწრაფებასა მისსა კურთხევაჲ მიუზღეს ნაცვალად. ხოლო მან მრავალნი სიტყუანი
Line: 27    
წარმოუთხრნა ერთხმობისა და ერთნებობისა-თჳს და ფრიადთა მიერ პატივ
Line: 28    
სცა მათ სიტყუათა და ნიჭთა, და მრავალთა აკუმთა განმზადებაჲ განაჩინა
Line: 29    
ერთბამად სერებისა-თჳს მათ ყოველთაჲსა, და უპატიოსნესნი უკუე მათ
Line: 30    
შორის ზიარად ტაბლასა თჳსისა მიიყვანნა, ხოლო სხუანი სხუათა მათ ტაბლათა
Line: 31    
ზედა განყვნა. რომელთა შორის იხილნა ვიეთნიმე, რამეთუ აღმოჴდილ ესხნეს
Line: 32    
მარჯუენენი თუალნი, და ვითარცა ისწავა, ვითარცა დიოკლეტიანჱს და მაქსიმიანჱს
Page: 264   Line: 1    
მიერ აღსარებისა-თჳს ქრისტჱსისა შეჰმთხუევიეს ესე, ამბორის-ყოფით
Line: 2    
დაჰსსნა ბაგენი ნაბრძჳლთა მათ ზედა, რათა მოიზიდოს მიერ კურთხევაჲ და
Line: 3    
სიწმიდე სარწმუნოებით აღსრულებულისა მის ამბორის-ყოფისა მიერ.

Line: 4       
ესრეთ უკუე კეთილად-მსახურებითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა განბრწყინვებულ
Line: 5    
იყო საკჳრველი იგი კაცი. ხოლო ხვალისაგან ყოველნი იგი ეპისკოპოსნი
Line: 6    
და მეფე ერთსა ადგილსა შემოკრბეს და მოუწოდეს არიოზს თანამზრახვალთა
Line: 7    
მისთა თანა კრებასა მას და უბრძანეს მას წარმოთქუმაჲ სჯულთა სარწმუნოებისა
Line: 8    
მისისათაჲ. ხოლო იყო სარწმუნოებაჲ უღმრთოჲსა მის და სამგზის
Line: 9    
დაწყეულისაჲ ესე ვითარ:

Line: 10       
არა მარადის მამა იყო ღმერთი, არამედ იყო, ოდეს ღმერთი არა იყო მამა.
Line: 11    
არა მარადის იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არაარსისაგან იქმნა რამეთუ
Line: 12    
მყოფი ღმერთმან პირველ არა მქონებელი ყოფისაჲ არამყოფობისაგან შექმნა
Line: 13    
რომლისა-თჳსცა იყო ოდესმე, ოდეს არა იყო რამეთუ აგებული არს და დაბადებული
Line: 14    
ძე. არცა მსგავს არს ძე არსებითა მამისა, არცა ჭეშმარიტი და ბუნებითი
Line: 15    
სიტყუაჲ არს მამისაჲ. არცა ჭეშმარიტი სიბრძნე არს მისი, არამედ ერთი
Line: 16    
ქმნულთაგანი არს და აგებულთაჲ, ხოლო მიჩემებით ითქუმის სიტყუად და სიბრძნედ
Line: 17    
და შექმნულ არს იგიცა ბუნებითისაგან სიტყჳსა ღმრთისა და ღმრთისა-შორისისა
Line: 18    
სიბრძნისა, რომლისა მიერ ყოველნი და იგიცა დაჰბადა ღმერთმან.
Line: 19    
რომლისა-თჳსცა ქცევადი და შეცვალებადი არს ბუნებით ვითარცა ყოველნი სიტყჳერნი.
Line: 20    
და უცხოჲ და კიდეგანი და განშორებული არს სიტყუაჲ არსებისაგან
Line: 21    
ღმრთისა, და უხილავ არს მამაჲ ძისა: რამეთუ არცა სრულებით და ზედა-მიწევნით
Line: 22    
იცნობს სიტყუაჲ მამასა. არცა სრულებით ხილვაჲ მისი ძალ უც და რამეთუ
Line: 23    
თჳსი არსებაჲ არა უწყის, თუ ვითარმედ ძე არს, რამეთუ ჩუენ-თჳს შექმნულ
Line: 24    
არს, რათა ჩუენ მის მიერ ვითარცა ორღანოჲსა მიერ აღმაგნეს ღმერთმან,
Line: 25    
და არცამცა მიეღო გუამოვნებაჲ მყოფობისაჲ, არა თუმცა ჰნებებოდა
Line: 26    
ღმერთსა დაწყებაჲ დამბადებელობისაჲ. ვინაჲცა ჰკითხა ვინმე მათ, უკუეთუ ძალ
Line: 27    
უცა სიტყუასა ღმრთისსა ქცეულებაჲ, ვითარცა იქცა ეშმაკი, და არა შეიშინეს
Line: 28    
თქუმად, ვითარმედ ძალ უცთ ქცეულებაჲ, რამეთუ ქცევადისა ბუნებისაჲ არს, ვითარცა
Line: 29    
აგებული და შექმნული.

Line: 30       
არამედ არცაღა კრებასა მას ქმნილისა საკჳრველებისაჲსა მართალ არს დავიწყებასა
Line: 31    
მიცემაჲ. რამეთუ მოსწრაფებისა-თჳს და გულს-მოდგინებისა სამეფოჲსა
Line: 32    
ბრძანებისა ფილოსოფოსნიცა და რიტორნი მოსრულ იყვნეს კრებასა მას გამოცდილებით
Line: 33    
მეცნიერნი სიტყჳს-მგებელობითისა სწავლულებისანი. რომელთა
Line: 34    
შორის იყო ვინმე ელლენი ერთი უსიტყჳერესი ყოველთაჲ და განსაკჳრვებელი
Line: 35    
ყოველთა მიერ, რომელიცა ფრიად სიმტკიცით სიტყუა უგებდა ეპისკოპოსთა
Page: 265   Line: 1    
თანაძბრძოლებისა-თჳს არიოზისსა. რომლისა-თჳსცა დიდი კრებული იხილვებოდა
Line: 2    
სიტყჳს-გებასა შემოკრებითა სიმრავლისაჲთა. რამეთუ ვერ ძალ ედვა ეპისკოპოსთა
Line: 3    
ფილოსოფოსისა მის და რიტორისა დარწმუნებაჲ სიტყჳს-გებასა შინა
Line: 4    
და ძლეულად გამოჩინებაჲ მისი, რამეთუ ადვილად თანა-წარჰჴდებოდა და განჰვლიდა
Line: 5    
ყოველსავე წინადადგმულსა მისდა და გულის-ხმიერებით დაჰჴსნიდა ვითარ
Line: 6    
სახეთავე წინაგანწყობათა და მსგავსად ელვისა შეუპყრობელად იპოებდა და არცა
Line: 7    
ერთისა სიტყჳსა მიერ გარეშეწერით შეიცვებოდა. რამეთუ რომელთა მიერ საგონებელ
Line: 8    
იყვის შეპყრობილად და რეცა შებრკოლებულად უძლიერესობით წინაგანაწყვნის
Line: 9    
მუნ გულის-ხმის-საყოფელთა ძნიად განსახილველობანი და სიტყუათა ენამჭევრობანი
Line: 10    
და მრავალღონეობანი. არამედ რათა აჩუენოს ღმერთმან, ვითარმედ არა
Line: 11    
სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა, კაცმან ვინმე წმიდათა
Line: 12    
მათგანმან ნათესავით უკუე კჳპრიელმან და ქალაქთა მისთაგანისა რომლისამე ეპისკოპოსმან,
Line: 13    
ხოლო მარტივმან ბუნებითა და ფრიად სოფლელმან სიტყჳთა, ითხოა,
Line: 14    
რათა მიეცეს მას ადგილი ფილოსოფოსისა მის-მიმართისა სიტყჳს-გებისაჲ.
Line: 15    
ხოლო მამათა ვინაჲთგან სიმარტივე და სოფლელობაჲ კაცისაჲ მას უწყოდეს,
Line: 16    
აყენებდეს მას, ნუ უკუე საცინელად ბილწთად დაისხნენ. ხოლო მან არა
Line: 17    
დაითმინა, არამედ მოუჴდა კაცსა მას და ჰრქუა:

Line: 18       
"სახელითა იესუ ქრისტჱსითა ისმინენ ფილოსოფე, შჯულნი ჭეშმარიტებისანი".
Line: 19    
ხოლო მან თქუა მისსა მიმართ: "უკუეთუ სთქუნე". და მან თქუა: "უწყოდე,
Line: 20    
ვითარმედ ერთ არს ღმერთი, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ დაჰბადა, რომელმან
Line: 21    
კაცი ქუეყნისაგან შესახა და ხილულნი და უხილავნი ყოველნი სიტყჳთა
Line: 22    
და სულითა მისითა შეამტკიცნა ამას უკუე სიტყუასა ჩუენ ძედ ღმრთისა ვიცნობთ
Line: 23    
და თაყუანის-ვსცემთ და გურწამს, ვითარმედ ცხორებისა-თჳს ჩუენისა უკუანაჲსკნელ
Line: 24    
ქალწულისაგან იშვა და ჯუარისა მიერ და აღდგომისა თჳსისა განათავისუფლა
Line: 25    
ნათესავი კაცთაჲ, რომლისასა ვესავთ მოსლვასა კუალად განშჯად ყოველთა
Line: 26    
სიმართლით გრწმანანა ესენი ფილოსოფე?" ხოლო იგი, ვითარმცა არა
Line: 27    
ოდეს ჰქონებოდა გამოცდილებაჲ სიტყუათაჲ წინაგანსაწყობელად, განცჳბრდა და
Line: 28    
ვითარცა ყრუჲ და უტყჳ დუმდა და მხოლოდ ამას ოდენ იტყოდა ვითარმედ
Line: 29    
"ჩემდაცა ეგრეთ საგონებელ არს მაგათი ყოფაჲ" და ბერმან ჰრქუა: "აწ უკუე
Line: 30    
აღდეგ, შემომიდეგ მე ეკლესიად მიმართ", და მიიღო სასწაული ამის სარწმუნოებისაჲ.
Line: 31    
ხოლო ფილოსოფოსი მოიქცა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: "ისმინეთ,
Line: 32    
კაცნო, ვიდრემდის სიტყუათასა ვყოფდი მოსწრაფებასა, სიტყჳთ წინაგანვეწყობოდე
Line: 33    
სიტყჳთა და ჴლოვნებითა მეტყუელებისაჲთა უკუნვარღუევდი. ხოლო
Line: 34    
ვინაჲთგან სიტყჳსა წილ ძალი რაჲმე გამოვიდა პირისაგან ამის ბერისა,
Page: 266   Line: 1    
ვერ უძლეს სიტყუათა წინადადგომად ძალისა, რამეთუ ვერცა წინააღუდგების ღმერთსა
Line: 2    
კაცი, რაბამ რაჲმეცა იყოს. ამის-თჳს, ვისცა ვის თქუენგანსა ძალ უც გულის-ხმის-ყოფად,
Line: 3    
რაჲ ესე მე გულის-ხმა ვყავ, ჰრწმენინ ქრისტედა ჩემთანავე ბერსა
Line: 4    
ამას შეუდეგინ, რომლისა მიერ იტყოდა ღმერთი". ამით უკუე სახითა ქრისტეანე
Line: 5    
იქმნა ფილოსოფოსი და იხარებდა ბერისა-მიერსა მას ზედა ძლეულებასა თჳსსა.

Line: 6       
ხოლო იყო მაშინ მუნ საღმრთოჲ პაფნუტიცა, კაცი მეგჳპტელი, ნიშებშემოსილი
Line: 7    
და აღმსარებელი, რომლისა თუალი მარჯუენე აღმოეჴადა მაქსიმიანეს.
Line: 8    
რომელმანცა, ენება რაჲ კრებასა განკანონებაჲ ამისი, რათა სამღდელოჲსა დასისაგანი
Line: 9    
მეუღლესა არა ვინ შეეყოფვოდის, ვითარცა მძიმე დაჰჴსნა მან განჩინებაჲ
Line: 10    
ესე და მხოლოდ ეპისკოპოსთაგან ოდენ განასაზღვრა დაცვაჲ ამისი. ვინაჲცა
Line: 11    
შემდგომად მრავლისა გამოწულილვით გამოძიებისა სთნდა ყოველთა ერთბამად
Line: 12    
განსაზღვრებაჲ თანაარსისაჲ მართლმადიდებელსა შინა სარწმუნოებასა, ესე
Line: 13    
იგი არს მისვე არსებისა და ბუნებისა მამულისაგანად აღსაარებაჲ ძისაჲ. რომელიცა
Line: 14    
ყოვლად-განკრძალულებით და ერთხმობით დაამტკიცეს თჳნიერ ხოლო უღმრთოჲსა
Line: 15    
არიოზისსა და სხუათა ექუსთა თანაერთნებათა მისთა, რომელნიცა შეაჩუენნეს
Line: 16    
სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათა და მეფემან ექსორია ყვნა.

Line: 17       
ხოლო შემდგომად ამათსა შფოთის-მოყუარეთა კაცთა ვიეთმე რომელთამე
Line: 18    
ეპისკოპოსთა შესმენაჲ წერით მისცეს მეფესა. ხოლო მან მიიღო იგი და შეკრა
Line: 19    
და ბეჭდითა თჳსითა დაჰბეჭდა და ბრძანა დამარხვაჲ მისი. ამის შემდგომად
Line: 20    
მშჳდობისა მომართ და ერთობითისა სიყუარულისა მოიყვანნა შესმენილნი და შემასმენელნი
Line: 21    
და ეგრეთ მოიხუნა წინაშე ყოველთაჲსა აღწერითნი იგი შესმენანი
Line: 22    
და განსალევნელ ცეცხლისა ყვნა არცა ერთისა რაჲს მათ შინა წერილთაგანისა
Line: 23    
წარმკითხველმან. რამეთუ არა ჯერ არსო, თქუა, რათა ცოდვანი მღდელთანი
Line: 24    
ცნობილ იქმნენ მრავალთაგან, რათა არა მიზეზსა დაბრკოლებისასა მიმღებელნი
Line: 25    
ამიერ წარჴსნილად ცოდვიდენ. რამეთუ მე დაღათუცამცა თუალითა თჳსითა ვიხილე
Line: 26    
ეპისკოპოსი შემაგინებელად საწოლსა სხჳსასა დამცავბურე პორფირითა
Line: 27    
ამით ჩემითა უსჯულოებისა იგი საქმე და არა წინადაუდევ სავნებელად მხილველთა
Line: 28    
ხილვაჲ იგი მოქმედთაჲ მათ.

Line: 29       
ესრეთ უკუე მართლგამომეტყუელნი ვიდრე-მე ბრწყინვალედ ქადაგნა, ხოლო
Line: 30    
წინააღმდგომთა მათისა მოძღურებისათა კეთილად მსახურებითისა ერთხმობისა
Line: 31    
მომართ აღმოუწოდა და ერთნებაობასა და ერთმადიდებლობასა ზედა დაამტკიცნა
Line: 32    
ყოველნი. და ფრიადთა პატივთა და ნიჭთა ღირს ყვნა მღდელთ-მოძღუარნი და
Line: 33    
თითოეულსა სამწყსოჲსა თჳსისა მიმართ მიქცევაჲ უბრძანა.

Line: 34       
აწ უკუე ქრისტჱს მოსლვითგან ვიდრე პირველად კრებადმდე გარდაჴდეს
Line: 35    
წელიწადნი სამას ათრვამეტნი, ხოლო პირველი ესე სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათაჲ
Page: 267   Line: 1    
ნიკეას შეკრებული კრებაჲ იქმნა მეოცესა წელსა დიდისა კოსტანტინჱს მეფობისასა.
Line: 2    
რომლისა წინამძღუარ იყვნეს: სილვესტროს ჰრომთა პაპისა პოტირიტისნი
Line: 3    
ვიხონ და ვიკენტი ხუცესნი, მიტროფანე ბიზინტიისაჲ, ალექსანდრე
Line: 4    
ალექსანდრიისაჲ, ევსტათი ანტიოქიისაჲ და მაკარი იერუსალჱმისაჲ არიოზის-თჳს,
Line: 5    
რომელი იყო ხუცესი ალექსანდრიელთა ეკლესიისაჲ, ხოლო მგმობარი
Line: 6    
სიტყჳსა ღმრთისაჲ და დაბადებულად და სხუაარსად თჳნიერ მამულისა არსებისა
Line: 7    
აღმსარებელი მისი, და ვითარმედ იყო ოდესმე ოდეს არა იყო. რომელიცა
Line: 8    
დაამკუა და შეაჩუენა თანამზრახვალთა მისთა თანა, ხოლო ძე თანაარსად და
Line: 9    
თანადაუსაბამოდ მამისა და ღმრთად ჭეშმარიტად ყოვლისა დაბადებულისად მართლმადიდებლობით
Line: 10    
ქადაგა წინაჲსწარმეტყუელისა ესრეთ მეტყუელისა-ებრ ვითარმედ
Line: 11    
"საშოჲთ მთიებისა წინა გშევ შენ". ხოლო განაწესა დღესასწაულობაჲცა წმიდისა
Line: 12    
აღვსებისაჲ აწინდელისა ამის-ებრ ჩუეულებისა, რამეთუ უწინარეს მისსა
Line: 13    
ვიეთნიმე მეათოთხმეტესა მთოვარისასა დღესასწაულობდეს.

Line: 14       
ხოლო შემდგომად რაოდენთამე ჟამთა ვედრებულ იქმნა დისა თჳსისა კოსტანტიაჲს
Line: 15    
მიერ დიდი მეფე კოსტანტინე და აღმოუწოდა ექსორიობით არიოზს.
Line: 16    
ვითარ რეცა შემნანებელსა პირველისა ცთომილებისასა. რომელი მოყვანებულ
Line: 17    
რაჲ იქმნა და ეკითხა მეფისა მიერ, უკუეთუ შეიწყნარებს საზღვართა და განჩინებათა
Line: 18    
ნიკიისა კრებისათა, მყის აღუვარა რწმუნებაჲ მათი. ხოლო მას დაუკჳრდა
Line: 19    
და ფიცი მოჰჴადა. და არიოზ ესე მოიჴელოვნა და, ვითარ ჰგონებდა, საშინელებაჲ
Line: 20    
ფიცისაჲ თანა წარიჴადა და თქუა ესრეთ: "მრწამს, ვითარცა წერილ
Line: 21    
არს" რამეთუ ქარტასა ზედა აღეწერა სამგზის საწყალობელსა ურწმუნოებაჲ თჳსი
Line: 22    
და უბითა ტჳრთვით მოაქუნდა და ჭეშმარიტებით ეგრეთ რწმუნებასა ფუცვიდა,
Line: 23    
ვითარ იგი თჳთ აღწერა მუნ. და ეფუცა რაჲ, ვითარმედ არა რას წინააღმდგომსა
Line: 24    
კრებისასა იგონებს, განუტევა იგი მეფემან და ჰრქუა: "უკუეთუ მართალი
Line: 25    
არს სარწმუნოებაჲ შენი, კეთილად სადმე ჰფუცე. ხოლო უკუეთე არა, მსწრაფლ
Line: 26    
განსაჯეს უფალმან საქმენი შენნი". ამისი უკუე დიდსაცა ათანასის ალექსანდრიელსა
Line: 27    
ზიარებად შეწყნარებაჲ უბრძანა, ვითარცა სინანულად მოსრულისაჲ.
Line: 28    
ხოლო მან, რამეთუ არა შეიწყნარა ვითარცა ზედა-მიწევნით მეცნიერმან არიოზის
Line: 29    
მოუქცეველობისამან, ექსორია ყო მეფემან წმიდაჲ [იგი]. და რამეთუ ირწმუნნა
Line: 30    
არიანოზთა-მიერნიცა შემასმენელობანი, და არა საკჳრველ არს, რამეთუ
Line: 31    
მრავალგზის საღმრთონი კაცნი კეთილად-მსახურთა ვიეთ-თჳსმე განუბჭობელად
Line: 32    
მიმთუალველნი შესმენათანი მისდრკეს ჭეშრტებისაგან და ავნეს და შეაწუხნეს
Line: 33    
კეთილად-მსახურნი, ვითარ იგი საკჳრველი დავით შეცთომილ იქმნა მონისა-მიერსა
Line: 34    
მას ზედა შესმენასა მემფიბოთჱსსა. რომლისა-თჳსცა ფრიადითა გამოწულილვითა
Line: 35    
საჴმარ არს გამოკულევით გამოძიებაჲ შესმენათაჲ, და არა ვითარცა
Page: 268   Line: 1    
დაჰხუდეს ეგრეთ რწმუნებაჲ სიტყუასა შემასმენელთასა, დაღათუ ფრიად
Line: 2    
იყვნენ ღირს რწმუნებისა. რომლის-თჳს ნიკოდიმოსცა ყუედრების-სახედ უღმრთოთა
Line: 3    
ჰურიათა მიმართ იტყოდა ვითარმედ "ნუ უკუე სჯული ჩუენი დასჯისა კაცსა,
Line: 4    
უკუეთუ არა ისმინოს მისი პირველად და ცნას, რასა იქმს". ეგრეთვე გარეშენიცა
Line: 5    
ბრძენნი ცხადად წარმომაჩინებელნი ამისნი ესრეთ იტყჳან ვითარმედ "საწჭუელი
Line: 6    
ძიეიბაჲ ბჭობასა დამოეკიდენ. ხოლო ბჭობაჲ მხილებათა მიერ გამოიცადენ.
Line: 7    
და გამოცდამან ჯეროანი განასაზღვრენ. ხოლო საზღვარი აღიწერენ. და
Line: 8    
აღწერილნი დაემტკიცენენ. ხოლო დამტკიცებულნი საქმეთა მიერ უცილობელ
Line: 9    
იქმენინ და ყოველი ბრძოლის-მოყუარებაჲ დაიჴსნენინ. და კუალად სიყუარულივე
Line: 10    
მწყობრობდინ". ვინაჲცა არა ჯერ არს განუნახველად და გამოუძიებელად დასჯაჲ
Line: 11    
და ჭირის-მომრთუმელთა განჩინებათა განცემაჲ შესმენილთა მათ-თჳს, არამედ
Line: 12    
ფრიადითა გამოძიებითა და გამოწულილვით გამოკულევითა. ვითარცა სამოციქულოთა
Line: 13    
განწესებათა შინა ხმობს საღმრთოჲ სიტყუაჲ ვითარმედ "იყავნ მსაჯული
Line: 14    
ნუ პირმოთნე, ნუცა მორცხუ მდიდრისა და მლიქნელ მისსა გარეშე ჯეროვნისა,
Line: 15    
ნუცა მრიდებელ გლახაკისა. "რამეთუ არა თუალ ახუნე, თქუმულ არს, პირსა
Line: 16    
ძლიერისა", "არცა გლახაკი შეიწყალო სასჯელსა შინა, რამეთუ უფლისაჲ არს
Line: 17    
მსჯავრი". და "მართალი სიმართლესა მისდევდეს". და "არა სთნავს მართალსა არა რაჲ
Line: 18    
ცრუჲ". რომლისა-თჳს არცა ირწმუნებს ვითარ დამთხუევით შესმენათა განუბჭობელად
Line: 19    
და გამოუძიებელად რამეთუ იქმნების ვიეთგანმე მტერობითა რაჲთმე
Line: 20    
ანუ შურითა ძმისა ვის-თჳსმე მოპოვნებაჲ შესმენათაჲ, ვითარ იგი ორთა მოხუცებულთა
Line: 21    
გესმის სუსანნაჲს-თჳს და მეგჳპტელისა იოსების-თჳს.

Line: 22       
ხოლო შენ, ვითარცა კაცი ღმრთისაჲ, ნუ ჴელის-ჴელ მიითუალავ ესე ვითართა
Line: 23    
მათ, რათა არა მოჰკლა მართალი და სიკუდილითა დაჰსაჯო უბრალოჲ.
Line: 24    
"რამეთუ მართალი და უბრალოჲ არა მოჰკლნეო, იტყჳს, არცა აღიღო ქრთამი
Line: 25    
დაცემად სულისა, რამეთუ ქრთამნი დააბრმობენ თუალთა ბრძენთასა და განჰრყუნიან
Line: 26    
სიტყუათა მართალთა". აწ უკუე, უკუეთუ თჳნიერ პირმოთნეობისა სჯიდეთ,
Line: 27    
შეისწაოთ შემასმენელისა მის წამებაჲ უსამართლოჲ და გამოაჩინოთ რაჲ იგი ცილის-მწამებელად,
Line: 28    
და სიტყუამტყუვრად უყავთ მას, ვითარ სახედ მოიღონა მან,
Line: 29    
რათა უყოს მოყუასსა, და აღიღეთ უკეთური იგი თქუენგან საღმრთოთა-ებრ
Line: 30    
სჯულთა უფლისათა, რამეთუ, რაოდენ ეძლო მას, მოაკუდინა მოყუასი მარტოჲს-მარტო
Line: 31    
ზრახებითა მსაჯულისა ყურთაჲთა. რამეთუ წერრილ არს: "რომელმან
Line: 32    
დასთხიოს სისხლი კაცისაჲ, სისხლისა მისისა წილ დაითხიოს სისხლი მისი".
Line: 33    
და "მოისპოს შენგან უბრალოჲ სისხლი".

Line: 34       
ამის-თჳს ფრიადითა გამოწულილვითა გამოიძიებდით შესმენილთა-თჳს და
Page: 269   Line: 1    
პირველად უკუე შემასმენელისა-თჳს თუ ვითარი რაჲ არს ზრდილობაჲ მისი და
Line: 2    
ქცევაჲ. და უკუეთუ ცნობილად და რწმუნების ღირსად იპოვოს, ნუ ირწმუნებინ
Line: 3    
მარტოჲსაჲ რამეთუ უსჯულო არს ესე ვითარი საქმე, არამედ აქუნდინ მას თანა
Line: 4    
სხუანიცა მოწამენი განკრძალულნი და ზიარნი მისვე მისისა წესისა მოქალაქობისანი,
Line: 5    
რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა ღირსად ჯეროვნისა, ცხად
Line: 6    
არს ვითარმედ დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, რაჲსა-თჳს უკუე ვთქუთ წესისა
Line: 7    
და მოქალაქობისა მათისა გამოძიებაჲ? მით რამეთუ მრავალგზის იქმნების ორთა
Line: 8    
ანუ უმრავლესთა ბოროტსა ზედა ურთი-ერთას წამებაჲ და ერთხმობით ტყუილის
Line: 9    
მეტყუელებაჲ, ვითარ იგი ორთა მოხუცებულთაჲ სუსანნაჲს-თჳს ბაბილონს
Line: 10    
და ძეთა უშჯულოთაჲსაჲ ნაბუთჱს-თჳს სამარიას და სიმრავლისა ჰურიათაჲსაჲ
Line: 11    
უფლისა-თჳს იერუსალჱმს და პირველ მოწამისა მისისა სტეფანჱს-თჳს. ხოლო
Line: 12    
იყვნედ მოწამენი იგი მშჳდნი ურისხველნი, მყუდრონი, ძმათმოყუარენი,
Line: 13    
სიწმიდის-მოყუარენი, განკრძალულნი, არა მრავალღონენი, ღმრთის-მოშიშნი.
Line: 14    
რამეთუ ესე ვითართა წამებაჲ უეჭუელად უტყუველ არს, ხოლო არა ესე ვითართაჲ
Line: 15    
ნუმცა მოთუალულ არს წამებაჲ, დაღათუ ერთხმობაჲ საგონებელ იყოს
Line: 16    
მათი, უწამებელსა მას ზედა წამებასა ურთი-ერთასსა, რამეთუ ბრძანებულ არს
Line: 17    
სჯულთა შინა, ვითარმედ "არა იყო მრავალთა თანა ბოროტებასა შინა, არა მიითუალო
Line: 18    
სასმენელი ამაოჲ, არა მიერჩდე მრავალთა მიდრეკად სამართლისა".

Line: 19       
ამას თანა განსაკთხავად მოყვანებულისა მისიცა ჯერ არს განცდაჲ. თუ
Line: 20    
რაჲ არს წესი ცხორებისა მისისაჲ და სახე ზრდილობისაჲ, უკუეთე უბრალო
Line: 21    
და უბიწო, უკუეთუ ღირს და უცხოთ-მოყუარე და გლახაკთ-მოწყალე, უკუეთუ
Line: 22    
სიწმიდის-მოყუარე და განწმედილ ტყუილისაგან, უკუეთუ განშორებულ არს ყოვლისა
Line: 23    
საქმისა ბოროტისაგან. რამეთუ ნეტარ არს ეგე ვითარი იგი, უკუეთუ
Line: 24    
განიცადოს და გამოცდილად გამოჩნდეს. რამეთუ კაცი განუცდელი, იტყჳს, გამოუცდელ
Line: 25    
არს წინაშე ღმრთისა ვინაჲცა ესრეთ განცდილმან ტყუილისა მიერ
Line: 26    
თქუას სადმე მანცა სამართლად: "იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები ჩემგან", "რამეთუ
Line: 27    
აღმიდგეს მე მოწამენი ცრუნი", და უტყუა სიცრუვემან თავსა თჳსსა. იხილეთ
Line: 28    
სოფლიოთაცა შინა სამსჯავროთა, რომელთა ჴელმწიფებისა მიმართ ვჰხედავთ
Line: 29    
მიყვანებულად კაცის-მკლველთა, მემრუშეთა, მწამლველთა, საფლავის-მკრეხველთა,
Line: 30    
ავაზაკთა, რომელნი მიითუალნენ რაჲ მიმყვანებელთა მათგან წინამძღუართა
Line: 31    
სამშჯავროჲთასა, ეტყჳან ძჳრის-მოქმედთა, უკუეთუ ესრეთ არიანა ესენი. და
Line: 32    
ვითარცა თანაეწამოს იგი და აღიაროს, არა მეყსეულად სატანჯველსა მისცემენ
Line: 33    
მას. არამედ მრავალთა დღეთა გამოცდასა მისსა ჰყოფენ განზრახვითა და განხილვითა
Line: 34    
და გამოძიებითა მრავლითა, და ესრეთ დასასრულსა რომელსა ეგულვებოდის
Page: 270   Line: 1    
განცემად მის-თჳს საზღვარი და განჩინებაჲ სიკუდილისაჲ, მზისა მიმართ აღიპყრობს
Line: 2    
ჴელთა და წინაშე ყოველთასა წამებს უბრალოყოფასა თჳსსა სისხლისაგან
Line: 3    
კაცისა მის, და ამას ჰყოფენ წარმართნი უღმრთონი, რომელთა მხოლოდ ბუნებაჲ
Line: 4    
ოდენ აქუს მოძღურად. ხოლო ჩუენ, რომელთა უწყით ღმერთი განმკითხველი
Line: 5    
გულისა და თირკუმელთაჲ და გულის-ხმის-მყოფელი ყოველთა საქმეთა
Line: 6    
ჩუენთაჲ, რაოდენ უფროჲს მრავლითა გამოძიებითა თანა გუაც შჯაჲ მშჯავრისა
Line: 7    
ყოვლად-სამართლისაჲ, და რამეთუ სასჯელი უფლისაჲ მერმესა მას თითოეულისა
Line: 8    
საქმეთა-ებრ მიგებაჲ არს. ამის-თჳს განცხადებულად ასწავებს და უწამებს სოლომონ
Line: 9    
ესრეთ სადმე თქუმითა: "ისმინეთ და ყურად იღეთ ყოველთა მპყრობელთა
Line: 10    
სიმართლისათა, რამეთუ უფლისა მიერ მოგეცა თქუენ მპყრობელობაჲ და ძლიერებაჲ
Line: 11    
მაღლისა მიერ, რომელმან განიკითხნეს საქმენი თქუენნი და გულის-ზრახვანი
Line: 12    
გამოიძინეს, რამეთუ მსახურთა მეუფებისა მისისათა არა ჰსაჯეთ სიმართლით, არცა
Line: 13    
დაიცევით სჯული, არცა განზრახვისა-ებრ ღმრთისა ხჳდოდეთ. ვინაჲცა ზარის-საჴდელად
Line: 14    
და მსწრაფლ მოიწიოს თქუენ ზედა გამოძიებაჲ, რამეთუ უმკუეთელესი
Line: 15    
მსჯავრი უაღრესობისა მქონებელთა შორის იქმნების". რამეთუ უმცირესი იგი ღირს
Line: 16    
არს წყალობისა, ხოლ ძლიერნი ძლიერადცა იტანჯნენ და უფალი იტყჳს ვითარმედ
Line: 17    
"რომელსა მცირედ მიეცეს, მცირედიცა მიჰჴადონ მას". და კუალად დიდი
Line: 18    
ისიდორე იტყჳს ვითარმედ "უჴმს მათ, რომელთა მსაჯულობაჲ საქმეთაჲ რწმუნებულ
Line: 19    
იყოს, რათა მახჳლ და ყოვლად-განკრძალულ იყუნენ გაგონებისა-თჳს და
Line: 20    
განშჯისა და გამორჩევისა უვნებელობით და თუალუხუაობით. რამეთუ უფლისაჲ
Line: 21    
არს სასჯელი და რათა მეტყუელთა მრავალღონეობისა და თქუმულთა და საჯეროობისა
Line: 22    
თანა წარსრულნი თჳთ მათ გულის-ხმის-საყოფელთა სიღრმისა მიმართ
Line: 23    
მიწევნად ღონიერ იყვნენ და მიერ მრავლითა გამოძიებით გამოწულილვითა
Line: 24    
და არა მყის და თანა-აღტაცებით, არამედ ფრიადითა სულგრძელებითა და
Line: 25    
ძჳრუჴსენებლობითა მოქმედებდენ ჭეშმარიტებასა". რამეთუ რომელნიმე კაცთაგანნი
Line: 26    
სიბნდუითა გონებისაჲთა ვერ მისწუთებიან სიკეთესა სიმართლისასა, ხოლო
Line: 27    
რომელნიმე სიმახჳლითა მისწუთებიან, ხოლო საჴმართ-მოყუარებისა მიერ
Line: 28    
წარიპარვიან ოქროდ განმსყიდელნი სიმართლისანი და სასწორსა სიმართლისასა
Line: 29    
ქრთამითა შემარყეველნი. და კუალად არიან სხუანი, რომელნი სირცხჳლისა-თჳს
Line: 30    
ანუ ლიქნისა ანუ შიშისა ანუ სიყუარულისა გინა მტერობისა განჰხრწნიად
Line: 31    
ამათ ამის-თჳს უკუე უჴმს მსაჯულსა, რათა გულის-ხმიერცა იყოს და
Line: 32    
თუალუხუავ და საჴმართა და სირცხჳლისა და ლიქნისა და შიშისა და სიყუარულისა
Line: 33    
და მტერობისაგან თავის-უფალ. რამეთუ, უკუეთუ რომლისა ამათ ვნებათაგანისაგან
Line: 34    
ძლეულ იყოს, ყოველთავე სამართალთა განჰხრწნის და წარსწყმედს.
Page: 271   Line: 1    
ვინაჲცა პოვნაჲ ვიდრე-მე სიმართლისაჲ ძნელ არს, ხოლო დაცვაჲ პოვნილისჲ
Line: 2    
მის უძნელეს არს. რამეთუ მაშინ დაიცვების მოიდრეკელობაჲ სიმართლისაჲ, რაჟამს
Line: 3    
მიზეზსა შეუდგეს მშჯავრი, და მშჯავრსა მხილებაჲ, ხოლო მხილებასა
Line: 4    
განჩინებაჲ ვითარებისა-ებრ მცოდველობისა ცოდვის-მოქმედთაჲსა განმასაზღვრებელი
Line: 5    
ტანჯვისაჲ.

Line: 6       
აწ უკუე დიდი ათანასი არა ხოლო მეფისა კოსტანტინჱს მიერ ექსორია იქმნა
Line: 7    
არიანოზთა-მიერისა შესმენისა-თჳს, არამედ ძისა და მონაცვალისა მისისა კოსტანტი(ნე)სგანცა,
Line: 8    
რამეთუ თქუმულ არს: ხოლო წმიდამან ათანასი აგრძნა კუალად
Line: 9    
მეფისა კოსტანტისი, რამეთუ ენება განმტკიცებაჲ არიანოზობისაჲ, და რამეთუ
Line: 10    
უწესონი შესმენანი შეემზადნეს მის-თჳს არიანოზთა წინაშე განხრწნილისა სამშჯავროჲსა,
Line: 11    
არცა ერთისა ვის მინდობაჲ ინება. არამედ, მყის შუაღამეს ოდენ
Line: 12    
ეძიებდეს რაჲ მას უსჯულონი, მიივლტოდა ქალწულისა ვისმე მიმართ წმიდისა,
Line: 13    
რომელი უცხოსა მას ხილვასა ზედა განცჳბრებული უღონოებდა. ხოლო სანატრელმან
Line: 14    
პატრიაქმან თქუა მისსა მიმართ: "ვიძიები არიანოზთა მიერ და უსახურთა
Line: 15    
ცილის-წამებათა მიერ აღვივსები. ხოლო, რათა არცა მე უსიტყუელი დიდებაჲ
Line: 16    
მომეტყუას და არცა ტანჯვისა ჩემისა მნებებელნი ცოდვასა მივსცნე,
Line: 17    
ლტოლვაჲ მოვიგონე. რამეთუ გამომიცხადა ღმერთმან ღამესა ამას და მრქუა ვითარმედ
Line: 18    
"ვერ სადა სცხონდები ლტოლვილი სხუაგან თჳნიერ მის ქალაქისასა".
Line: 19    
და რამეთუ მარადის გამოცხადებითა ღმრთისაჲთა წინაჲსწარ სცნობდის მის-ძლითთა ძმაცულებათა
Line: 20    
ღმერთშემოსილი იგი და ესრეთ ივლტოდის, რომლისა-თჳსცა
Line: 21    
ვითარცა გრძნეულსა და მწამლველსა შეასმენდეს მას მტერნი
Line: 22    
ჭეშმარიტებისანი.

Line: 23       
ესრეთ უკუე ქალწულმან მან ვითარცა ღმრთისა მიერ მოვლინებელი დაფარა
Line: 24    
იგი ჟამთა ექუსისა წლისათა ვიდრე დასასრულამდე კოსტანტის ცხორებისა,
Line: 25    
რომელიცა მხოლოჲ დაჰბანდა ფერჴთა მისთა და ყოველსა საჴმარსა მისსა ჰმსახურებდა.
Line: 26    
და ვერცა ერთმან ვინ ყოვლისავე ალექსანდრიისა კაცთაგანმან აგრძნა
Line: 27    
ექუსსა მას წელიწადსა შინა, თუ სადა არს პატრიაქი. ხოლო ივლიანე, დაიპყრა
Line: 28    
რაჲ მეფობაჲ და ისწრაფდა რათა კონსტანტის მიერ ქმნილნი ყოველნი დაჰჴსნნეს,
Line: 29    
ექსორიაქმნულთა ყოველთა აღმოუწოდა. რომელი ესე ცნა რაჲ დიდმან ათანასი,
Line: 30    
კუალად გამოვიდა სახლით მის ქალწულისაჲთ ღამე და ეკლესიად მივიდა ხოლო
Line: 31    
ალექსანდრიელთა, ვითარცა იხილეს იგი, ერთბამად მისცეს დიდებაჲ ღმერთსა,
Line: 32    
და ვითარცა მკუდართაგან შეიწყნარეს ცხოველი, რომელი საკუთართა მეგობართა
Line: 33    
თჳსთა ესრეთ სიტყუა უგებდა და ეტყოდა: "ამის-თჳს არა მოვილტოდე თქუენდა,
Line: 34    
რათა თქუენი ვიდრე-მე ფიცი უტყუველ, ხოლო უშფოთველ ვყო მირიდებაჲ
Line: 35    
ჩემი. და მისსა მიმართ მივილტოდე, რომლისა მიმართ არავინ მიიღებდა მიზეზსა
Page: 272   Line: 1    
იჭჳსასა. და ორი ესე შევსძინე ერთბამად: პირველად უკუე ცხოვნებაჲ მისი, -
Line: 2    
რამეთუ ფრიად მარგებელ ვექმენ მას, - და ჩემი დიდებაჲ".

Line: 3       
ხოლო ივლიანე, ვინაჲთგან განახლებასა კერპთა საცთურისასა ისწრაფდა,
Line: 4    
კუალადცა აღაშფოთა ეკლესიაჲ და ტაძარნი კერპთანი განახუნა და მსხუერპლნი
Line: 5    
მომზადნა ბედისა-თჳს კოსტანტინუპოლის საეროდ ადგილსა მას ვასილიკედ სახელდებულსა,
Line: 6    
სადა იგი მდგომარე არს ძეგლი ბედისაჲ. ამიერ უკუე საცთურისა
Line: 7    
კერპთაჲსა დამონებულთა ვიეთმე ესრეთ განაზრახეს მეფესა ვითარმედ "ვერ
Line: 8    
მძლე ექმნები სხუებრ ქრისტეანეთა, არა თუ უჩინო ჰყო ათანასი, რომელი იგი
Line: 9    
საფუძველი არს ეკლესიისა მათისაჲ". ამის-თჳს კუალადცა აღძრვაჲ მსაჯულთაჲ,
Line: 10    
კუალად ერნი, კუალად მჴედარნი, კუალად ძმაცუვანი და ერნი აღბორგებულნი და
Line: 11    
აღშფოთებულნი, ათანასის მეძიებელნი რომლისა-თჳსცა კუალად ღამით განვიდა
Line: 12    
იგი და კიდესა ნილო მდინარისასა მიიწია, რათა აღვიდეს ნავსა, სადა იგი გარემოადგეს
Line: 13    
მას საკუთარნი მეგობარნი მისნი და ეტყოდეს ცრემლითა: "სადა
Line: 14    
წარხვალ კუალად მწყემსო კეთილო, და ვის დამიტევებ ჩუენ ცხოვართა არა
Line: 15    
მქონებელთა მწყემსისათა?" რომელთა მიმართ ესრეთ თქუა მწყემსმან კეთილმან:
Line: 16    
"ნუ სტირთ, შვილნო, ნუ სტირთ: კნინოდენისა ჟმისაჲ არს შფოთი ესე, რამეთუ
Line: 17    
ვითარცა ღრუბელი რაჲმე მცირედჟამ ჩნდეს და მერმე განილიოს. ნუ სულმოკლე
Line: 18    
ხართ, შვილნო: მსწრაფლ უკუე მოვიქცე თქუენდავე შეწევნითა ღმრთისაჲთა.
Line: 19    
რომელი ესე იქმნაცა: რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა, ჰხედვიდეს
Line: 20    
რაჲ ელენნი მფრინვალეთა ყუავთა ტაძარსა ზედა სერაპიდოჲსსა და ძლიერად
Line: 21    
მხმობელად, იტყოდეს მისსა მიმართ ბასრობის სახედ: "მარქუ ჩუენ ბერჰავო, რასა
Line: 22    
კივიან ყუავნი". ხოლო წმიდამან მათდა მიმართ: "ყუავნი ხმობენ: კრა, კრა, ხოლო
Line: 23    
კრა ასურასტანელთა სიტყჳთა ხვალესა ჰქჳან, ვინაჲცა ხვალე იხილოთ თქუენ
Line: 24    
ღმრთისა წინაგანმგებელობაჲ და ჩუენი მადიდებელობაჲ". და ხვალისაგან ისმა
Line: 25    
სიკუდილი განდგომილისა ივლიანჱსი რამეთუ აღმოვიდა მკუდარი სპარსეთით
Line: 26    
მოძაგებელი და არა ვისგან შეწყალებული არცა ღირსად წყალობისა აღსაარებული,
Line: 27    
და, ვითარ ყოვლით-კერძო მიმოგანითქუა, არცღა საფლავისა მიერ შეწყნარებული,
Line: 28    
და ფრიადითა შფოთითა აღავსნა [ელენნი].

Line: 29       
გარნა ეგრეთცა სანატრელსა და წმიდასა ათანასის არავე დააკლდეს ექსორიობანი
Line: 30    
და განქიქებანი და ტანჯვანი. რამეთუ მცირედ რაჲ განისუენა ამისგან,
Line: 31    
უალენტოჲსი ზედააღუდგა მას ბრძოლაჲ, რომლისასა მძლე ექმნა რაჲ
Line: 32    
მისსაცა ბრძოლასა კეთილისა მის ლტოლვისა მიერ, რომელსა შინა სრულ ყვნა
Line: 33    
თთუენი ოთხნი, ცხორებისაგან განვიდა ჟამთა ორმეოცდაექუსისა წლისათა გარდამჴდელი
Line: 34    
მღდელობისა შინა. ხოლო მრავალი რაჲ თქუა უწინარეს სიკუდილისა,
Line: 35    
უფროჲსღა წინამცნობელობით უწინასწარმეტყუელა პეტრეს, შემდგომსა მისსა
Page: 273   Line: 1    
საყდრის-მპყრობელსა, თუ რაოდენნი და რაბამნი შემთხუევად უსხენ მას არიანოზთა
Line: 2    
მიერ. ხოლო თჳთოსახეთა მათ და თითოფერთა ღუაწლთა თჳსთა და დევნულებათა
Line: 3    
და სივლტოლათა და აღურიცხუეელთა მიმომავალთა-თჳს სიტყჳსმგებელი
Line: 4    
ისმინე თუ რასა იტყჳს სანატრელი ვითარმედ "უკუეთუ ჰგიობე დამალულთა
Line: 5    
შიშისაგან მკლველობად შემძლებელთაჲსა და შეასმენენ მლტოლვარეთა
Line: 6    
მდევართაგან, რაჲ ყონ, იხილონ რაჲ იაკობ უკუე ლტოლვილად ძმისაგან, ხოლო
Line: 7    
მოსე მადიამს დამკჳდრებულად შიშითა ფარაოჲსითა? რაჲ უკუე სიტყუა უგონ
Line: 8    
მომზრახთა ესე ვითარისათა სულისგან ლტოლვილსა დავითს და დამალულსა
Line: 9    
ქუაბსა შინა, და კუალად მცვალებელსა პირისასა წინაშე აბიმელექ ანქუბისსა, ვიდრემდის
Line: 10    
თანაწარჰჴდეს შიშსა? რაჲ უკუე თქუან ყოვლისავე სიადვილით მეტყუელთა
Line: 11    
და ყოვლისავე ქვისა ვითარ სათქუმელ არს აღმძრველთა, ესმას რაჲ დიდისა
Line: 12    
ელიაჲს დამალვაჲ აქაბისგან და სივლტოლაჲ სიქადულთაგან იეზაბელისთა?
Line: 13    
მერმეცა ძენი წინაჲსწარმეტყეელთანი, რომელნი სიკუდიდ იძიებოდეს, მაშინ
Line: 14    
ქუაბსა შინა დამალულნი იდუმალ იხარდებოდეს აბდიაჲს მიერ". კუალად ვითარი
Line: 15    
წინაგანწობაჲ მოიპოონ მათ წსაიაჲს მიმართ, რომელი უბრძანებს თითოეულსა
Line: 16    
კეთილად-მსახურებისა-თჳს დევნულსა შენდობითა ღმრთისაჲთა და ეტყჳს. "დაიფარე
Line: 17    
მცირედ, მცირედ, მცირედ, ვიდრემდის წარჰჴდეს რისხვაჲ უფლისაჲ?" და
Line: 18    
რამეთუ ღმრთის-მსახურებითა უკუე ცხორებულნი ქრისტჱს მიერ იდევნნენ,
Line: 19    
ცხად არს ვითარმედ უსამართლოდ. ხოლო უსჯულონი სამართლად პირისაგან უფლისა
Line: 20    
განისხსენ, და თესლი უღმრთოთაჲ მოისპოს.

Line: 21       
ესრეთვე თანაზრდილნიცა იგი მადლისანი შიშისა-თჳს ჰურიათაჲსა ლტოლვილნი
Line: 22    
დაიძალვოდეს. და პეტრე ვიდრე-მე გამოჴსნილი საპყრობილით განერა
Line: 23    
ჴელთაგან ჰეროდჱსთა და ყოვლისა მოლოდებისა ჰურიათაჲსა, ხოლო პავლე დამასკოს
Line: 24    
შინა იძიებოდა რაჲ მთავრისა მიერ ზღუდით სარგნითა გარდატევებულ
Line: 25    
იქმნა და განერა მძჳნვარებასა მეძიებელისასა.

Line: 26       
აწ უკუე რაჟამს საღმრთოჲ წერილი ესე ვითართა თხრობათა მოსცემდეს
Line: 27    
წმიდათა-თჳს, რომლისაღა მიზეზისაჲ უძლონ მოპოვნებაჲ მისაყრდნობელად
Line: 28    
მეჩქურეობისა და წერილთა უმეცრებისა მათისა ცილობის-მოყუარეთა მათ? რამეთუ
Line: 29    
შჯულსა შინა ვიდრე-მე ბრძანებაჲ იყო განჩინებად ქალაქთა შესახუეწელთა
Line: 30    
მოსიკუდიდ საძიებელთა-თჳს, რათა შე-ვითარ-უეძლონ განრომაჲ. ხოლო უკუანაჲსკნელ
Line: 31    
მო-რაჲ-ვიდა იგი, რომელმან ძუელად მოსეს განუწესნა იგინი ღმერთი
Line: 32    
სიტყუაჲ, კუალად მცნებაჲ დადვა მეტყუელი: "რჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ,
Line: 33    
ქალაქით მიივლტოდეთ სხუად". და "მაშინ ჰურიასტანისანი ივლტოდედ მთად და
Line: 34    
ერდოთა ზედა მყოფი ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისა-გან თჳსისა, და
Line: 35    
ველისაჲ ნუ უკმოიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა". ამის-თჳს თჳთ მან ღმერთმან
Page: 274   Line: 1    
სიტყუამან განკაცებულმან არა უღირს იჩინა ჩუენებრ დამალვაჲ, იძიებოდა
Line: 2    
რაჲ, და კუალად დევნული ივლტოდა და ძმაცულებასა წინააღმდგომთასა მირიდებითა
Line: 3    
განაქარვებდა. რომლითა ჩუენ გუასწავებდა, რათა ნებსით არა განვსცემდეთ
Line: 4    
თავთა. ამის-თჳს უფროჲსად მჴნენი მოწამენიცა დევნულებათა შინა იდევნებოდენ
Line: 5    
რაჲ ივლტოდიან, ხოლო იპოებოდიან რაჲ იწამებოდიან.

Line: 6       
ხოლო დიდი კოსტანტინე იყუედრა ელენთა ფილოსოფოსთა მიერ ბიზანტიას
Line: 7    
შინა, ვითარმედ არა კეთილად ჰყოფს და ჩუეულებისა-ებრ უპირატესთა
Line: 8    
მისთა მეფეთაჲსა, არამედ განაახლებს და შესცვალებს მათ მიერ პყრობილსა
Line: 9    
სარწმუნოებასა. ამის-თჳს სთნდა ერთსა ფილოსოფოსსა სიტყჳს-ყოფაჲ ალექსანდრჱს
Line: 10    
თანა, ეპისკოპოსისა ბიზინტიელთაჲსა, სარწმუნოებისა-თჳს. ხოლო დაღათუ
Line: 11    
სიტყჳთა გამოუცდელ ალექსანდრე, არამედ სხჳთა ყოვლითა საღმრთო იყო,
Line: 12    
ვინაჲცა დღესა სიტყჳს-გებისასა ჰრქუა სიტყჳს-მგებელსა მას ფილოსოფოსსა:
Line: 13    
"სახელითა იესუ ქრისტჱს ჭეშმარიტისა ღმრთისაჲთა გიბრძანებ შენ დუმილად
Line: 14    
და რაჲთ-ურთით არა აღმოტევებად ხმისა". და მყის სიტყუასავე თანაუტყუ
Line: 15    
იქმნა და დაადგრა უსიტყუელად. რომელთაცა ჟამთა დიდი ანტონი დიდთა და
Line: 16    
მაღალთა სათნოებათა განბრწყინვებულებისა-თჳს სასმენელ იქმნა მეფისა, რომელსა
Line: 17    
სავედრებელი ეპისტოლე მიუწერა მეფემან, რათა აღვიდეს ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე
Line: 18    
და ულოცოს მეფესა და ქალაქსა. ხოლო მან ფრიადთა
Line: 19    
ზრუნვათა მიერ მოცვულმან ჰკითხა მოწაფესა თჳსსა პავლეს: "რასა იტყჳ, შვილო?
Line: 20    
წარვიდეა მეფისა ვედრებისა-ებრ მისისა?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა:
Line: 21    
"უკუეთუ წარხჳდე, ანტონი ხარ; ხოლო უკუეთუ არა წარხჳდე, მამაჲ ანტონი".
Line: 22    
მაშინ წმიდამან თქუა: "აწ სადმე უკუეთუ დიდებისა ამის-თჳს არღარა მერქუმის
Line: 23    
მამაჲ, უეჭუელად არა წარვიდე". რომელი ესე ისწავა რაჲ კეთილისა განმრჩეველობისა
Line: 24    
თანაზრდილმან მეფემან, უფროჲსღა ირგო სიმდაბლისაგან და დიდებისმოყუარულობისაგან
Line: 25    
წმიდისა მის ბერისა.

Line: 26       
ესრეთ უკუე დიდმან კოსტანტინე იმეფა რაჲ ჰრომეს შინა ათორმეტი წელი
Line: 27    
და ბიზინტიას ოცი წელი, და ნიკომიდიას შინა აღესრულა წელიწადთა
Line: 28    
სამეოცდახუთთაჲ, სამთა ძეთა მისთა განიყვეს მეფობაჲ ჰრომთაჲ: აღმოსავალისაჲ
Line: 29    
ვიდრე-მე დაიპყრა კოსტანტი, ხოლო დასავალისაჲ კოსტანტინე და კოსტა.
Line: 30    
რომელმანცა მოკლა ძმაჲ თჳსი კოსტანტინე და მარტომან დაიპყრა მეფობაჲ
Line: 31    
ექუს წელ. ამის შემდგომად იგიცა მოიკლა ერისა მიერ. ვინაჲცა ამაო იქმნნეს
Line: 32    
მეტყუელნი დიდისა კოსტანტინჱს-თჳს, ვითარმედ აღსასრულისა ჟამსა ნათელ
Line: 33    
იღო და ვიდრე მუნამდე არა ნათელ იღო. რამეთუ ვითარმცა ესე ვითარმან
Line: 34    
ღმრთის-მსახურმან და ქრისტჱს-მოყუარემან ჴაცმან და სარწმუნოებისა-თჳს ყოვლად-მჴურვალემან
Line: 35    
თავს იდვა ესოდენთა ჟამთა საღმრთოთა საიდუმლოთა ყოვლად-წმიდისა
Page: 275   Line: 1    
ზიარებისაგან უცხოყოფაჲ და უფროჲსღა ეგე ვითართა წმიდათა მამათა
Line: 2    
და მამათ-მთავართა მახლობელმან და სამღდელოთა მოძღურებათა და სჯულის-დებათა
Line: 3    
მათთა მოსწრაფებით და სურვილით შედგომილმან? კუალად ვითარ
Line: 4    
ურწმუნოთაგან სრულად ქრისტეანედ იცნობებოდა არღა სრულქმნილი წმიდითა
Line: 5    
ნათლის-ღებითა? ანუ ვითარ რომელი იგი სხუათა ყოველთა აიძულებდა და აწუევდა,
Line: 6    
ცხად არს ვითარმედ ურწმუნოთა რწმუნებად და ნათლის-ღებად და წმიდისა
Line: 7    
სამებისა აღსაარებად უბრწყინვალესობით და უწმიდესობით, თჳთ ეგე ვითარსა
Line: 8    
სიბნელესა შინა დადგრომილ იყო? ვინაჲცა ჭეშმარიტად ტყუილ არს ესე და
Line: 9    
არიანოზულისა უღმრთოჲსა წვალებისა მოპოვნება და მათისა ურწმუნოებისა და
Line: 10    
უმსახურებელობისა ძმაცულება, რამეთუ თჳსისა წვალებისა თანამბრძოლად მიყვანებაჲ
Line: 11    
ჰნებავს დიდისა კოსტანტინჱსი და რეცა არიანოზთა მიერ ნათელღებულობასა
Line: 12    
მისსა აზმნობენ. და რამეთუ დიდი ისიდორეცა ესე ვითარსა რასმე ხმობს,
Line: 13    
ვითარმედ ჯერ არს შედგომაჲ და რწმუნების-ღირსად აღსაარებაჲ არიოზისათჳს
Line: 14    
ნიკეას შეკრებულისა სამას ათრვამეტთა წმიდათა მამათა კრებისაჲ. რამეთუ მათ
Line: 15    
ღმრთისა-მიერითა მობერვითა დაამტკიცეს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო საჴმარ არს
Line: 16    
ცნობად, ვითარმედ ძუელსა აღთქუმასა შინა წმიდისა და თანაარსისა სამებისა
Line: 17    
მოძღურებაჲ მიმოდათესულ არს, ვიდრემდის ფილონ, კაცი ჰურიაჲ და მოშურნე
Line: 18    
მამულისა სჯულისაჲ, აღწერილთა შინა თჳსთა წინაგანეწყვების სარწმუნოებასა
Line: 19    
თჳსსა. რამეთუ განმარტებასა შინა ამის სიტყჳსასა ვითარმედ "ხატად ღმრთისა
Line: 20    
შევქმენ კაცი" იიძულა ჭეშმარიტებისა მიერ და დაპატიჟებულ იქმნა და სიტყუაჲ
Line: 21    
ღმრთისაჲ ღმრთის მეტყუელა და კუალად თარგმანებასაცა შინა ამისსა ვითარმედ
Line: 22    
"ღმერთი უფალი" ღმერთ მთავრობითისა სამებისა გულის-ხმის-ყოფაჲ წარმოაჩინა.
Line: 23    
რამეთუ თქუა რაჲ ვითარმედ "ერთ არს ღმერთი" არა რიცხუსა მიედევნა
Line: 24    
ერთობისასა, არამედ წმიდისა სამებისასა, რამეთუ დამტკიცებით უწყოდა სულმან
Line: 25    
მისმან, ვითარმედ იიძულებოდა მარადის განცხადებულად თქუმად და წერით დატევებად
Line: 26    
ამისსა. რამეთუ ორნი ვიდრე-მე ძალნი თქუნა ყოფად ნამდჳლვე ჭეშმარიტისა
Line: 27    
არსისანი, რომელთაგანისა ერთისა შემოქმედობითისა და ქველის-მოქმედობითისაჲ
Line: 28    
ღმრთად წოდებულობაჲ თქუა, ხოლო მეფობრივისა და მტანჯველობითისაჲ
Line: 29    
უფლად, არა შორს-სავალმან მეტყუელისა მისგან ვითარმედ "ქრისტე
Line: 30    
ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე", ძალი არა უგუამოჲ, არამედ გუამოანი
Line: 31    
და ყოვლად-ძლიერი, და გუამოვნებაჲ დამბადებელი სწორ ძალი მისი, რომლისა
Line: 32    
იგი არს ძალ.

Line: 33       
და კუალად მოსჱს მიერ ხილულისა მის სახილავისა განმხილველი იგივე
Line: 34    
ფილონ იტყჳს ვითარმედ "ხილვაჲ განსაკრთომელი იხილა შემდგომად მცირედისა,
Line: 35    
რამეთუ საშუვალ ალისა მის ხატსა რასმე შუენიერსა ჰხედვიდა არა რაჲს
Page: 276   Line: 1    
ხილულთაგანისა მსგავსსა, არამედ ღმრთის-სახესა მსგავსებასა, რომლისა ნათელი
Line: 2    
უცისკროვნეს იყო უფროჲს ცეცხლისა აღტყინებულისასა". და რომელი კეთილად
Line: 3    
თუ ვინმე განიცადოს, ხატად არსისა უტყუეველობით თქუან იგი ყოფად. ხოლო
Line: 4    
უკუეთუ ვისმე ზედა-მიწევნით ჰნებავს ცნობაჲ მის ხატისა-თჳს, ისმინედ პავლჱსი
Line: 5    
ესრეთ მეტყუელისაჲ ძისა-თჳს: "რომელ არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ".
Line: 6    
აწ უკუე იგიცა მართლმადიდებლობითსა ღმრთის-მეტყუელებასა შეეხების. რამეთუ
Line: 7    
ნუ სრულიადსა უცთომელობასა ეძიებ მისგან, რათამცა განკრძალულითა გულის-ხმის-ყოფითა
Line: 8    
მიუდრეკელად მიჰხედნა ჭეშმარიტებასა და განცხადებულ
Line: 9    
მბრძოლ იქმნა სარწმუნოებისა თჳსისა, არამედ ესე გულის-ხმა ყავ, ვითარმედ
Line: 10    
არა ერთსა პირსა შინა შეწერა ღმრრთის-მეტყუელებაჲ, ვითარ ესე უსწავლელნი
Line: 11    
და გულმძიმენი წინამძღუარნი ჰურიათანი სჯულის--მდებლობენ გარნა ამათგან
Line: 12    
ხოლო ემხილებინ მათ, არამედ სხუათაცა მრავალთაგან, ვითარ იგი ვითარმედ
Line: 13    
"ვქმნეთ კაცი ხატებად ჩუენდა და მსგავსებად", და ვითარმედ "წჳმა უფალმან უფლისა
Line: 14    
მიერ", და ვითარმედ "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა", და ვითარმედ "შენ
Line: 15    
შორის ღმერთი, და შენ ხარ ღმერთი". რამეთუ მეტყუელთა ვითარმედ "ბევრგზის
Line: 16    
წმიდა არს ღმერთი" და ამისთა თუ "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არსს" გარდაქცეულად
Line: 17    
მთარგმანებელთა მთარგმანებელთა ბრწყინვალედ ამხილებს სიტყუაჲ ესე: "გამოვიძიე
Line: 18    
პირი შენი, პირი შენი, უფალო, მოვიძიეო, ნუ მიიწცევ პირსა შენსა ჩემგან".
Line: 19    
რამეთუ არათუმცა წმიდასა სამებასა ქადაგებდა საიდუმლოდ მეტყუელი, სამართლად
Line: 20    
ნამეტავ მეტყუელებისაჲმცა იყო მიჴდაჲ პატიჟისაჲ. და არა ამის მიერ
Line: 21    
ხოლო, არამედ სიტყჳსა მის მიერცა ვითარმედ "ამსხუერპლე ღმერთსა მსხუერპლი
Line: 22    
ქებისაჲ და მისცენ აღთქუმანი შენნი და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა:
Line: 23    
და გიჴსნა შენ და მადიდო მე". რამეთუ არათუმცა ცხადად სამებაჲ იქადაგებოდა
Line: 24    
აქა, ესტერ უღი და თქუმად ვითარმედ "ამსხუერპლე ღმერთსა მსხუერპლი
Line: 25    
ქებისაჲ და მისცენ აღთქუმანი შენნი და ჰხადე მას დღესა ჭირისა შენისასა, და
Line: 26    
გიჴსნას შენ, და ადიდო იგი. გარნა ესრეთ უკუე არა ითქუა, არამედ ითქუა,
Line: 27    
ვითარ იგი ითქუა. რამეთუ განცხადებულად ამათ მიერ და სხვათა მრავალთა ქადაგებს
Line: 28    
ძუელი აღთქუმაჲ, ვითარმედ არა ერთისა პირისასა აღიარებს მეუფებასა,
Line: 29    
არამედ სამთა ვიდრე-მე გუამთასა, ხოლო ერთისა არსებისასა, რათა ჰურიათაჲცა
Line: 30    
განაქიქოს, ვითარცა ერთისა პირის-მიმართი არა მრთელი სარწმუნოებაჲ.
Line: 31    
რომელთა შეუდგა საბელიოს ლიბიელი. და ელენთაჲ მხილებულ ყო მრავალ-ღმრთეებაჲ.
Line: 32    
რომელთა მოწაფე იქმნეს არიოზ და ევნომიოზ განყოფილებისა
Line: 33    
გუამოვნებათაჲსა არსებისა მიმართ უსამართლოდ მიმძლავრებულნი.

Line: 34       
ხოლო უკუეთუ ვინმე იტყოდის ვითარმედ "რად არა ზემოჲთგანვე ცხადად
Line: 35    
იქადაგა ესე? "ვიტყჳთ, ვითარმედ გულის-ხმის-ყოფით მსმენელთა-თჳს ვიდრე-მე
Page: 277   Line: 1    
ფრიად რაჲმე ბრწყინვალე არს წარმოჩინებაჲ და ქადაგებაჲ ამისი, ვითარ იგი
Line: 2    
ბრძენსაცა სთნდა ფილონს. ხოლო უკუეთუ მიფარულად-რე ითქუა ესე. ამისი გულის-ხმის-ყოფაჲ
Line: 3    
საჴმარ არს, ვითარმედ, რომელნი იგი მრავალღმრთეებისა მიმართ
Line: 4    
მიდრეკილთა ჰურიათა სჯულის-მდებელად, ჩინებულ იყვნეს. არა სათნო უჩნდა
Line: 5    
განყოფილებისა პირთაჲსა მოჴსენებაჲ, რათა არა გუამთა თანა ბუნებისაცა
Line: 6    
განყოფილებაჲ ეოცნოს და სიცბილსა კერპთ-მსახურებისასა შთაცჳვენ, არამედ რათა
Line: 7    
ზემოჲთგანვე ერთმთავრობისა სწავლისა მოსწავლე იქმნენ და ესრეთ მცირედ-მცირედ
Line: 8    
შეემეცნნენ აღსაარებასა გუამთა განყოფილებისასა, რომელი კუალად
Line: 9    
ერთობასავე ბუნებისასა წარმოაჩინებს, და რათა იყვნენ საეროდ ვიდრე-მე
Line: 10    
თქუმელნი ბუნებითისა ერთობისა შესასწავებელ, ხოლო ზეშთა-აღმავალნი საეროჲსა
Line: 11    
რიცხჳსანი ერთისა არსებისა მიმართ აღმავალისა თჳთებისა გუამოვნებათაჲსა.
Line: 12    
რამეთუ თითოსახეთა უკუე ბუნებათა აღსაარებაჲ ელენებრი არს, ხოლო ერთისა
Line: 13    
პირისა, ესე იგი არს გუამისა ქადაგებაჲ ჰურიაებრი, ხოლო წმიდისა და
Line: 14    
თანაარსისა სამებისა ერთობად არსებისა შემოკრებაჲ გუამთაჲ მართლმადიდებლობითი
Line: 15    
არს და კეთილად-მსახური სარწმუსოებაჲ.

Line: 16       
ხოლო თავად ვიდრე-მე თქუმულთა ამათ მოჴსენებულ იყავნ ვითარმედ "არა
Line: 17    
რაჲ არს ბუნებითი გამოსაჩინებელი, რომელმანცა ყოვლით-ურთ წარმოაჩინნა საქმენი
Line: 18    
უზეშთაესნი ბუნებისანი რამეთუ დაღათუ ჴორც ჭეშმარიტებით იქმნა სიტყუაჲ,
Line: 19    
გარნა არა ლიტონი კაცი იყო განკაცებული ქრისტე, უფროჲსღა ღმერთი
Line: 20    
და მრჩობლთავე ბუნებათაგან ერთი იყო ძე ღმრთისაჲ და ღმერთი უზეშთაესი
Line: 21    
არსებისაჲ, დაღათუ ცბიან უფროჲს-უმცროჲსობისა მამისა ზედა და ძისა
Line: 22    
მომპოვნებელნი და თანაშემატყუებელნი სხუაარსად და უმსგავსოდ მამისაგან აღმსაარებელნი.
Line: 23    
რამეთუ არა უწყიან, ვითარ ჰგავს, ვითარმედ უფროჲს-უმცროჲსობაჲ
Line: 24    
თანაარსთა ზედა გამოიძიებვის და განაკითხვის, ვითარ იგი ჴაცი კაცისა
Line: 25    
უფროჲს არს და ჴარი ჴარისა და ცხენი ცხენისა, და, რათა მარტივად ვთქუა,
Line: 26    
კანონი ურთიერთას თანაშეტყუებითაჲ თანამონათესვეთა შეეტყუების და თანაარსთა
Line: 27    
ამის-თჳს კადნიერებით გამომწულილველთა საღმრთოთა საქმეთასა და
Line: 28    
უფროჲსად ძისა მეტყულთა მამისათა და თანაშემატყუებელობისა ესე პირი და
Line: 29    
თანაარსობისა მოიყუანებს აღმსაარებელ-ყოფად. ვითარ იგი მათ არა ენებოს. რამეთუ
Line: 30    
სხუაარსთა ურთი-ერთას თანაშეტყუების-ყოფაჲ უღონო არს, არცა ითქუმის
Line: 31    
კაცი უფროჲსად ჴარისა ანუ ცხენი აქლემისა ანუ ვირი უფროჲსად თევზისა.

Line: 32       
აწ უკუე საერთოჲსა ვიდრე-მე რიცხჳსა უმრავლესნი სიტყუანი ღმრთისა-თჳს
Line: 33    
საღმრთოსა წერილსა შინა განყოფილებისა გუამოვნებათაჲსა არიან წარმომადგინებელ,
Line: 34    
ხოლო საერთოდ მოხუმელნი ბუნებითისა იგივეობისა. და იგინი უკუე
Line: 35    
ითქუმიან, რათა, საბელიო და ჰურიანი პირდაყოფილად იქმნენ, ხოლო ესენი,
Line: 36    
რათა არიოზ და ევნემიოზ და ელენნი განიქიქნენ და რამეთუ განმავრცობელნი
Page: 278   Line: 1    
წმიდისა სამებისა ზედა თჳთებათა რიცხჳსანი, და ერთობად არსებისა შემომკრებელნი
Line: 2    
მისნი, ხოლო კეთილად-მსახურებით მორწმუნეობენ და ზეცისაგანისასა
Line: 3    
მას შეუდგან ქადაგებასა არცა განყოფილებისა-თჳს გუამთაჲსა მრავალ-ღმრთეებისა
Line: 4    
მიმართ მიდრეკილნი არცა ერთღმრთეებისა არსებისა ერთობად პირსა
Line: 5    
შეცთომილნი ჰურიაებრივ". ხოლო ვითარ არა ჰრცხუენის თაყუანის-მცემელთა
Line: 6    
დაბადებულისათა და თჳთვე მბრძოლთა განჩინებისა თჳსისათა? რამეთუ უარ-ჰყოფენ
Line: 7    
თაყუანის-ცემასა აგებულისასა, ვითარცა საცთურისა ელენებრისა მორჩილსა
Line: 8    
და მისდა მოქმედად შეასმენენ თავთა. ხოლო ამისი შესწავებაჲ საჴმარ არს,
Line: 9    
ვითარმედ არა იგივეობაჲ სახელთაჲ უეჭუელად მათვე ცხად ჰყოფს საქმეთა, არცა
Line: 10    
თანამოსახელეობაჲ ერ[თ]სახელობისასა წარმოაჩენს სახესა რამეთუ ძისა
Line: 11    
ვიდრე-მე ზედა საკუთრად ითქუმის შობაჲ, ხოლო აგებულთა ზედა მოპოვნებით:
Line: 12    
მის ზედა უკუე ჭეშმარიტებისა-თჳს და თანაარსებისა, ხოლო ამათ ზედა
Line: 13    
პატივისა-თჳს და შვილებულობისა. "რამეთუ, ინება რაჲ, მშვნა ჩუენ სიტყჳთა
Line: 14    
ჭეშმარიტებისაჲთა". ვინაჲცა ნუ თანამოსახელეობაჲ თანამოპატივეობად მოიღებვის
Line: 15    
აქა, ნუცა მოპოვნებით-თქუმულნი საკუთრებით-თქუმულად საგონებელ
Line: 16    
იქმნებიან, ხოლო ვინაჲთგან გულის-წყრომასაცა და რისხვასა და სხუათა ყოველთა
Line: 17    
შეუტყუებელთა საღმრთოჲსა ბუნებისათა და მოპოვნებით-სათქუმელთა
Line: 18    
მის-თჳს არავინ კეთილგონიერთაგანსა საკუთრებით-თქუმულად ჰგონებს. რამეთუ
Line: 19    
ცხად არს, ვითარმედ თითოეულსა საქმესა თითოეული ლექსი განმაცხადებელად
Line: 20    
ჭემარიტებისა შესაბამი და შესამსგავსი დაერთვის.

Line: 21       
ხოლო კუალად თქუდ მგმობართა სულისა წმიდისათა და საღმრთოჲსა არსებისაგან
Line: 22    
უცხომყოფელთა მისთა, ვითარ ღმერთმან და მაცხოვარმან ჩუენმან განკაცებულმან
Line: 23    
სრულმყოფელად წმიდისა სამებისად განაჩინა ყოვლად-წმიდაჲ სული,
Line: 24    
და წოდებასა ზედა საღმრთოჲსა ნათლის-ღებისასა მამისა თანა და ძისა აღირიცხუვის
Line: 25    
და საიდუმლოსა ზედა ტრაპეზსა ჴორცშესხმულისა სიტყჳსა საკუთრად
Line: 26    
ჴორცად შესცვალებს პურსა, გინა ვითარ ითქუას აგებულისა ანუ მონებრივისა ბუნებისად
Line: 27    
და არა მეუფებრისა და შემოქმედებრივისა არსებისა თანამონათესვედ და თანაარსად
Line: 28    
სული წმიდაჲ? რამეთუ, უკუეთუ მონაჲ არს, ნუ თანა-აღირიცხუვინ მეუფისა, და, უკუეთუ
Line: 29    
აგებული არს ნუ თანა-შეირაცხებინ ამგებელისა გარნა შეიერთების და თანა აღირიცხუვის,
Line: 30    
ვინაჲთგან მეტყუველისა ესე ვითარცა სჯულის-მდებელისა ქრისტჱსა ჯერ არს
Line: 31    
მტკიცედ და უცთომელობით რწმუნებაჲ, ასწავებდეს რაჲ იგი არსებისა-თჳს თჳსისა,
Line: 32    
დაღათუ უბრძანესყოფაჲ თავთაჲ ჰგონიეს მბრძოლთა სულისათა და უფროჲს
Line: 33    
ღმრთისა მეცნიერებასა ზეცისა საქმეთასა იჩქურებენ ანუ თუ უფროჲსღა
Line: 34    
ბოროტად-მსახურებით და კადნიერებით რიტორობენ. რამეთუ უკუეთე საღმრთოჲ
Line: 35    
დანიელ ანგელოზისა მხილველი და სიდიდესა ზედა და სიკეთესა ხილულისასა
Page: 279   Line: 1    
განკჳრვებული ქუეყანად დავარდა ზარგანჴდილი საშინელებისაგან სახილავისა,
Line: 2    
რომელი სიტყჳს-გებაჲ დაუშთეს მამისა და ძისა და სულისა წმიდისა განყოფისა
Line: 3    
მკადრებელთა და გამოუთქუმელისა ბუნებისა სიტყჳთ აღმწონელობისა ჴელმყოფელთა
Line: 4    
და ბუნებათ-მეტყუელებისა შემკადრებელთა? და რამეთუ უჟამოსა მას
Line: 5    
და სამარადისოსა და უშუამდგომელოსა და ყოვლისავე სიტყჳსა და გონებისა უაღრესსა
Line: 6    
მამისაგან გამობრწყინვებასა ძისასა შობად უწოდენ წერილნი, არა რათა
Line: 7    
ვნებულებაჲ უწამონ, არამედ რათა თანაარსებაჲ წარმოაჩინონ. ვინაჲთგან უეჭუელად
Line: 8    
თანაარს მშობელთასა არიან შობილნი, ხოლო, რათა არა ოცნებაჲ ვნებისაჲ
Line: 9    
შემოვიდეს, სიტყუად სახელ სდებენ, და, რათა არა უმრწემესობაჲ მიეჩემოს,
Line: 10    
დასაბამსა იყო სიტყუაჲ, ხმობენ. ამის შემდგომად მამისა მიმართ თჳსებისა
Line: 11    
მისისა მქადაგებელნი "და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა", იტყჳან. მერმე
Line: 12    
პატივისაცა წარმომაჩინებელნი "და ღმერთი იყო სიტყუაჲ" აღიარებენ, და ძეობითა
Line: 13    
უკუე თანაარსებასა და სიტყჳსა სახელითა უვნებელობასა, და დასაბამსა მყოფობით
Line: 14    
თანა სამარადისოობასა. ხოლო მამისა თანა მყოფობითა მისსა-მიმართსა თჳსებასა,
Line: 15    
ხოლო თქუმითა ამისითა თუ "ღმერთი იყო სიტყუაჲ" პატივსა მისსა ქადაგებენ,
Line: 16    
და თითოეულისა სახელისაგან შორად წარსდევნიან უშუერსა და შეუტყუებელსა
Line: 17    
იჭუსა, ვითარ იგი ძეობისაგან ვიდრე-მე უმრწემესობასა, და სიტყჳსაგან
Line: 18    
უგუამოობასა, და ღმრთად სამარადისოდ თანაარსად მშობელისა მამისად დაუსაბამოდ
Line: 19    
და უმამოდ შობილად მისგან თაყუანის-საცემელობასა მისსა ასწავებენ.



Line: 20  [კოსტანტის-თჳს.]


Line: 21       
ხოლო შემდგომად კოსტანტინჱსა მეფე იქმნა კოსტანტი, ძე მისი, ათერთმეტ
Line: 22    
წელ. რომელი შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა არიანოზობად მიდრეკილი
Line: 23    
აიძულებდა საღმრთოსა ალექსანდრეს კოსტანტინუპოლელსა, რათა ზიარებად
Line: 24    
შეიწყნაროს არიოზ. ხოლო იგი რაჲთ-ურთ არა თავს იდებდა, არამედ
Line: 25    
ეტყოდა ვითარმედ "მეფე, სამას ათრვამეტთა მამათაგან შეჩუენებულისა და დასჯილისა
Line: 26    
შეწყნარებაჲ ვერ ძალ მიც. რომელსა მეფე მიუგებდა ვითარმედ
Line: 27    
"იხილე, ეპისკოპოს, ნუ უკუე უნებლიეთ შეიწყნარო იგი. რამეთუ აჰა ესერა
Line: 28    
კრებისა ქმნაჲ მიბრძანებიეს, რათა უმეტესითა გამოწულილვითა განხილულ იქმნეს
Line: 29    
თქუენ ორკერძოთა-თჳსვე". ხოლო წმიდაჲ ეპისკოპოსი ალექსანდრე მყის
Line: 30    
აღუდგა და გამოვიდა პირისაგან მეფისა და თქუა: "ნებაჲ უფლისაჲ იქმენინ",
Line: 31    
და მოწევნული ეკლესიად შინაგან წმიდისა საკურთხეველისა ღამეყოველ ხმობდა
Line: 32    
ღმრთისა მიმართ ცრემლით-მეტყუელი ესრეთ: "უფალო ღმერთო, ნუ შეუნდობ
Line: 33    
ურცხჳნოსა და მტაცებელსა მგელსა შესლვად შინაგან ეკლესიისა შენისა, არამედ
Line: 34    
მსწრაფლ განსაჯე უმსჯავროჲ სიმართლისა მსჯავრითა". ხოლო ხვალისაგან ვითარცა
Page: 280   Line: 1    
ეკლესიად შემოკრბებოდა კრებაჲ და არიოზცა მიმდგომთა თჳსთა თანა
Line: 2    
მუნ მივიდოდა, შევიდა ვითარცა საჴმრისა-თჳს მუცლისა(-თჳს) სახლსა ვისსამე უკუანაგან
Line: 3    
ფორისა, სადა იგი თქუმულისა მის-ებრ მეყსეულად განსთქდა შორის, და
Line: 4    
განიბნინეს ნაწლევნი მისნი, და ორთაგან ჴუებულ იქმნა უბადრუკი: ზიარებად შეწყნარებისა
Line: 5    
და აქაჲსა ამის ცხორებისაგანცა. და არიოზ უკუე ესრე დაიქცა ცხორებისაგან.
Line: 6    
ხოლო მიმდგომნი მისნი დიდად სირცხჳლეულ იქმნეს და განიბნინეს.
Line: 7    
მაშინ მწყემსმან კეთილმან, სიხარულითა აღსავსისა ეკლესიისამან, სანატრელმან
Line: 8    
ალექსანდრე, საღმრთოჲ მესაიდუმლოებაჲ სრულ ყო.

Line: 9       
ხოლო დიდისა კოსტანტინჱს ძმის-წულნი, ღალოს და ივლიანე წიგნისმკითხველ
Line: 10    
იქმნეს ანტიოქიას შინა. და ვითარ გულს იდგინეს შენებაჲ ეკლესიისა
Line: 11    
დიდისა მოწამისა მამაჲსსა და კერძოჲსა, რომლისაჲ ივლიანეს ჰხუდა შენებაჲ,
Line: 12    
ქუეყანაჲ არა შეიწყნარებდა ნაშენებსა მისსა. რამეთუ დღეყოველ შენებული
Line: 13    
მისი ქუეყანად დამჴობილი იპოებოდა ხვალის-დღე. და გარდაქცეულებასა ცნობისა
Line: 14    
უბადრუკისა მის სულისასა უსულოჲ იგი ნივთი წინამოსწავებით ცხად ჰყოფდა.
Line: 15    
რომელმან თმაჲცა თავისაჲ აღიპარსა და მონაზოსებრისა მოღუაწებისა მჩემებელი
Line: 16    
ათინად შთავიდა გულის-მთქუმელი მეფობისაჲ, და ყოველსა ელადასა მოჰვლიდა
Line: 17    
და მისანსა ეძიებდა და ხრიზმოსთ-მეტყუელსა, რათა იმისნოს, უკუეთუ
Line: 18    
მიემთხუევის გულის-სათქუმელსა სადა იგი პოვა კაცი ვინმე ბოროტად-მსახური
Line: 19    
წინაჲსწარუწყებისა ამისისა აღმთქუმელი. რომელმან საკერპოსა რასმე სიღრმედ
Line: 20    
შთამავალსა მთხრებლსა შთაიყვანა იგი და ჰხადა მაცთურთა ეშმაკთა. და იგინი რაჲ
Line: 21    
ჩუეულებისაებრისა თანა საოცრებისა გამოჩსდეს, აიძულა მას შიშმან სასწაულსა
Line: 22    
ჯუარისასა დასახვად შუბლსა, რომელი იგი ვითარცა იხილეს, მყის უჩინო იქმნეს
Line: 23    
ეშმაკნი. ხოლო გრძნეულმან მან, ვითარცა აგრძნა მიზეზი ლტოლვისა მათისაჲ,
Line: 24    
აბრალა მას მეტყუელმან ვითარმედ "არა მოშიშნი, ვითარ შენ ჰგონებ,
Line: 25    
არამედ მოძულენი შენ მიერ დასახულისა მის ნიშისანი წარვიდეს". ესრეთ შეცთუნებული
Line: 26    
ტყუედ უღმრთოებისად გამოაჩინა და საძაგელებითა აღავსო, რამეთუ
Line: 27    
სისხლითა ნაზორევთაჲთა განმრღუნელი საღმრთოჲსა ნათლის-ღებისაჲ გულის-თქუმითა
Line: 28    
მეფობისაჲთა კეთილად-მსახურებისაგან განაშიშულა სამგზის საწყალობელი.
Line: 29    
ამის შემდგომად მიუწოდა მას მეფემან კოსტანტი, და კეისრად შემქნელმან
Line: 30    
მისმან მის თანა განილაშქრა სპარსთა ზედა. და, ვითარცა უკუმოიქცა მუნით,
Line: 31    
თჳთმპყრობელად დაუტევა იგი. ხოლო თჳთ მოკუდა კილიკიას. რომლისა-ზე
Line: 32    
ევნომიოს და ფოტინე და მაკიდონიოს და აპოლინარი წვალებათ-მთავარნი იცნობებოდეს
Line: 33    
და ნაწილნი წმიდათა მოციქულთანი ანდრიაჲსნი და ლუკაჲსნი და ტიმოთჱსნი
Line: 34    
შემოვიდეს კოსტანტინუპოლის. და ფლაბიანე ანტიოქელმან ორად განმყოფელმან
Line: 35    
მგალობელთა მწყობრებისამან მონაცვალეობით დაწყებად სცა პირველად
Page: 281   Line: 1    
გალობაჲ დავითიანისა ქების-მეტყუელებისაჲ, რომელიცა, ანტიოქიას რაჲ შინა დაწყებულ
Line: 2    
იქმნა პირველად ყოველთა კიდეთა სოფლისათა განეფინა მიერ. და სარდიკიისა
Line: 3    
და ღანგრიისანი იქმნნეს კრებანი: სარდიკიისაჲ ვიდრე-მე მარკელლჱს-თჳს
Line: 4    
და ფოტინჱს-თჳს, რომელნი ლიტონად კაცად ჰგმობდეს ქრისტესა; ხოლო ღანგრისაჲ
Line: 5    
მოწაფეთა-თჳს ევსტათი სევასტიელისათა, რომელნი მესსალიანელად იწოდებიან.
Line: 6    
და დიდი ეფრემ საქმით და სიტყჳთ ბრწყინვიდა, რომელმან მრავალნი აღწერილნი
Line: 7    
დაუტევნა, რომელთა შინა სამას ბევრად აღრიცხულნი მუჴლნი საგალობელად
Line: 8    
მისცნა ასურთა და საცთურისაგან ვარდისანისა და კილოვნებითისა და
Line: 9    
ხმანელისა გალობისა სიტკბოებითა გამოიჴსნნა ხოლო იიძულა და ხუცად ჴელთ-დასხმულ
Line: 10    
იქმნა დიდისა ბასილის მიერ, რომელმან არწმუნაცა მას ვედრებით მეტყუელებაჲ
Line: 11    
ელენურითა ენითა დაუყენებელად. და სასწაული ჯუარისაჲ გამოჩნდა
Line: 12    
ცათა შინა წმიდით ადგილით თხემისაჲთ ვიდრე მთადმდე ზეთის-ხილთაჲსა განვრცომილი
Line: 13    
რომლისა ძლით იპოების აწცა მეფისა კოსტანტის მომართ კჳრილე
Line: 14    
იერუსალიმელისა მიერ მოწერილი ეპსსტოლე.

Line: 15       
ესრეთ უკუე მასსალიანელთა, რომელ არიან ევჰიტად და ენთუსიასტად სახელდებულნი
Line: 16    
იგი, ადელფეოჲსგან და დადოისსა და საბა და სჳმეონ წვალების-მთავართაჲსა, მიიღეს
Line: 17    
ბოროტი იგი და სულთა განმხრწნელი წვალებაჲ. რომელთაგანნი მონაზონნი მრავალნი
Line: 18    
დიდმან ფლაბიანე, ეპისკოპოსმან ანტიოქიისამან, შეკრიბა ერთად და ვითარ
Line: 19    
უარ ყვეს წვალებაჲ თჳსი ამხილა მათ ესე ვითარითა სახითა. რამეთუ მათ შორის საჩინოჲ
Line: 20    
ვინმე ბერი განიდგინა თჳსაგან და თქუა მისსა მიმართ მრავალღონიერებით ვითარმედ
Line: 21    
"ჵ მოხუცებულო, ჩუენ მრავალსამეულისა გარდამჴდელნი ცხორებისანი უმეტეს
Line: 22    
ზედა-მიწევნით ვიცნობთ კაცობრივსა ბუნებასა და წინააღმდგომთა ჩუენთა ეშმაკთასა
Line: 23    
უჴელოვნესობით მეცნიერ ვართ მანქანებითა, და გამოცდილებით გჳსწავიეს
Line: 24    
მომნიჭებელობაჲ მადლისაჲ ხოლო ესე ჭაბუკნი და ამათგანისა ვერა_რაჲს
Line: 25    
ზედა-მიწევნით მეცნიერნი უსულიერესისა სიტყჳსა სმენასა ვერ თავს იდებენ.
Line: 26    
აწ უკუე მითხარ მე, თუ ვითარ იტყჳთ წინააღმდგომისა სულისა მირიდებასა და
Line: 27    
ყოვლად-წმიდისა სულისა მადლისა ლოცვისა მიერ და სიმარჯჳსა თქუენისა"? ხოლო
Line: 28    
მან სიტყუათა ამათ მიერ შეტყუებულმან წარმოსთხია ყოველივე დაფარული
Line: 29    
და სულთა განმხრწნელი გესლი და თქუა: "არცა ერთი სარგებელისაჲ უწყითო
Line: 30    
ნათლის-ღებისა მიერ მინიჭებაჲ ღირს-ქმნულთა მისთაჲ, არამედ მხოლოდ მოსწრაფისა
Line: 31    
ოდენ ლოცვისა მიერ განჴდაჲ შინაგან დამკჳდრებულისა და თანაშეარსულისა
Line: 32    
ეშმაკისაჲ. რამეთუ თანამოაქუს თითოეულსა შობადთაგანსა პირველისა
Line: 33    
მამისა გამო, ვითარცა ბუნებაჲ კაცებისაჲ, ეგრეთვე მონებაჲ ეშმაკისაჲ, რომელი
Line: 34    
განიჴადოს რაჲ მოსწრაფისა ლოცვისა მიერ, მოეფინების მიერითგან ყოვლად-წმიდაჲ
Line: 35    
სული ხილულად და გრძნობადად, და განცხადებულად წარმოაჩენს
Page: 282   Line: 1    
მოსლვასა თჳსსა. და ჴორცნი უკუე ვნებულისა აღძრვისაგან მეყსეულად თავის-უფალ
Line: 2    
იქმნებიან ყოვლით-ურთ, ხოლო სული უდარესთა-მიმართისა ქცეულებისაგან
Line: 3    
სრულიად გამოიჴსნების. ვიდრემდის არღარა საჭირო არს მიერითგან არცა
Line: 4    
მარხვითა აღკრძალვაჲ ჴორცთაჲ არცა მოძღურებითა აღჳრსხმულყოფაჲ სულისა
Line: 5    
და გონებისა ყოვლისაგანვე მოქმედებისა და მოგონებისა ბოროტისა.
Line: 6    
და არა. ხოლო სულისა და ჴორცთა საძაგელთა ვნებათადა აღძრვათაგან გამოიჴსნების
Line: 7    
ეგე ვითარი იგი, არამედ ყოფადთაცა განცხადებულად წინაჲსწარ ჰხედავს და
Line: 8    
წმიდასა სამებასა ხილულითა თუალითა განიცდის და ღმრთის-მეტყუელებისა და
Line: 9    
საღმრთოთა საიდუმლოთა ღირს იქმნების". ესრეთ საკჳრველმან ფლაბიანე, საეშმაკოჲ
Line: 10    
რაჲ იგი და საძაგელი წვალებაჲ გამოაცხადა და განაშიშულა, თქუა ბოროტად
Line: 11    
მსახურისა მიმართ ბერისა: "დაძუელებულო დღეთა ბოროტთაო, გამხილენ
Line: 12    
შენ საძაგელმან პირმან შენმან, და ნუ მე, და განხრწნილთა და არაწმიდათა
Line: 13    
ბაგეთა შენთა შეგწამენ შენ". და ესრეთ გამოცხადნა რაჲ საეშმაკოჲ ესე და
Line: 14    
საძაგელი საცთური და სენი, ასურეთით ვიდრე-მე განისხნეს იგინი, ხოლო პამფილიას
Line: 15    
მიიწინეს და სავნებელითა აღავსეს იგი.



Line: 16  მეფობაჲ ივლიანე განდგომილისა[ჲ].


Line: 17       
ხოლო შემდგომად კონსტანტისსა მეფე იქმნა ივლიანე განდგომილი ორსა
Line: 18    
წელიწადსა და ნახევარსა რომელმან მიშუებითა ღმრთისაჲთა დაიპყრა რაჲ მეფობაჲ,
Line: 19    
ჰყოფდა სხუათაცა ყოველთა, რაოდენითა რაჲთ მყვანებელნი მისნი ეშმაკნი
Line: 20    
აღეშენებოდეს. რომლისა-თჳსცა მსახურთა კერპთასა კადნიერებით განახუნეს
Line: 21    
საკერპონი სახლნი და ჩუეულებისა-ებრ სრულ ჰყოფდეს საძაგელთა მემსხუერპლეობათა.
Line: 22    
ხოლო საღმრთოთა ტაძართა დააქცევდეს და ქრისტეანეთა მძჳნვარედ
Line: 23    
სტანჯვიდეს. რომლისა-ზე იყო პორფირიცა ტჳრელი, რომელმან ფრიადითა სივერაგითა
Line: 24    
მრავალი რაჲ იძმაცუა მაშინ სარწმუნოებისა ჩუენისა ზედა. რამეთუ
Line: 25    
ქრისტეანე იქმნა იგი და სცა ვინმე ქრისტეანემან პალესტინეს, და გულმოწყექმნილი
Line: 26    
კუალად მიიქცა ელენობისავე მიმართ უბადრუკი და წინააღმდგომად სარწმუნოებისა
Line: 27    
ჩუენისა სჯულის-მდებელ იქმნა.

Line: 28       
აწ უკუე, რაოდენნი რაჲ და რაბამნი მათ ჟამთა შინა კადრებულ იქმნნეს
Line: 29    
თანამოსაჯულთა მიერ ბოროტად-მსახურებისათა, ფრიად მრავალ და თჳსაგანისა
Line: 30    
აღწერისა მოქენე არიან. ხოლო ჩუენ მრავალთაგან მცირედნი მიგითხრნეთ. რამეთუ
Line: 31    
ასკლიონს შინა და ღაზას კაცთა საღმრთოთა და ქალწულებითისა ცხორებისა
Line: 32    
აღმთქუმელთა დედაკაცთა მუცელნი განაპნეს და ქრთილითა აღაჴსნეს იგინი
Line: 33    
და საჭმელად წინადაუსხნეს ღორთა, რომელთა ღჳძლისა და სისხლისა თჳთცა
Page: 283   Line: 1    
გემოჲს-მხილველ იქმნეს სახელსაძაგელნი. ხოლო სევასტოპოლის საფლავი წინამორბედისაჲ
Line: 2    
განაღეს და ნაწილნი მისნი აღმოიხუნეს და დაწუნეს და განანქრინეს.
Line: 3    
ხოლო კესარიას ფილიპჱსსა, რომელსა პანეადი ეწოდების აწ, ანდრიანტე
Line: 4    
იყო მაცხოვრისაჲ რომელი წიდოანმან სამადლობელად წინაშე სახლისა თჳსისა
Line: 5    
აღჰმართა, და მდელოჲ რაჲმე აღმოეცენებოდა ქუეშე კერძო, სადა იგი პირველად
Line: 6    
ანდრიანტე ქრისტჱსი მდებარე იყო რვალისაჲ უცხოდ ყოვლისაგანვე კაცობრივისა
Line: 7    
ცნობისად, საკურნებელი ყოვლისავე ვნებისა და სნეულებისაჲ. ამის
Line: 8    
უკუე ანდრიანტისაჲ ივლიანე უღმრთომან დამჴობაჲ და სამღერელობით მიმოდათრევაჲ
Line: 9    
ბრძანა და ნაცვალად მისსა აღმართებაჲ მუნ თჳსისა კერპისაჲ. ხოლო
Line: 10    
ზეცით გარდამოსრულმან ცეცხლმან საშინელებით დაწუა იგი. ხოლო უფლისა
Line: 11    
იგი ანდრიანტე წარმართთა მიერ დამუსრვილი მაშინ მოსწრაფედ შეკრიბეს ქრისტეანეთა
Line: 12    
და ეკლესიასა შინა დაჰმარხეს.

Line: 13       
მაშინ უკუე ბოროტად-მსახური ივლიანე ცხადად და ურცხჳნოებით აღიჭურა
Line: 14    
კეთილად-მსახურებასა ზედა და პირველად სამეფოსა შინა ქალაქსა და გარემოჲს
Line: 15    
ქალაქისა მყოფნი წყარონი საძაგელთა მსხუერპლთა მიერ შეაგინნა, რათა თითოეული
Line: 16    
მიმღებელი წყლისაჲ მიემთხუეოდის ნაგებსაცა. ამას თანა უბანთა ზედა მდებარენიცა
Line: 17    
სასყიდელნი ჭამადნი შემწიკნულნა მათ მიერ. რამეთუ ასხურა იგი პურსა
Line: 18    
და ჴორცსა და ხილსა და მხალსა და სხუათა ყოველთა, რაოდენნი სათანადო არიან
Line: 19    
მისაღებელად ამათნი უკუე მხილველნი ქრისტეანენი სულთ-ითქუმოდეს ვიდრე-მე
Line: 20    
და ელმოდა ქმნილთა ამათ ზედა, გარნა იჴუმევდესვე მათ რწმუნებითა სამოციქულოჲსა
Line: 21    
საულისა ესრეთ-მეტყუელისაჲთა ვითარმედ "ყოველი, რომელი სამზარაულოს
Line: 22    
ისყიდებოდეს, ჭამეთ, და ნუ_რა_რას განიკითხავთ იჭჳსა-თჳს".

Line: 23       
ამათ თანა სხუაჲცა ღონე წინაგანსაწყობელი კეთილად-მსახურებისაჲ მოიჴელოვნა
Line: 24    
ჰავჴელოვანმან და, რაჟამს იგი გუნდსა მჴედრობისასა ოქროსა განუყოფდის
Line: 25    
ძუელისა-ებრ ჩუეულებისა, თჳთ დაჯდის საყდარსა ზედა სამეფოსა, და წარმოდგმად
Line: 26    
სცის წესისა-ებრ ბომონი სავსე ნაკუერცხლითა ცეცხლისაჲთა და პირის-პირ
Line: 27    
მისსა ტაბლაჲ, რომელსა ზედა იდვის გუნდრუკი, და ბრძანებდის, რათა
Line: 28    
მიმღებელთა ოქროჲსათა პირველად გუნდრუკი დაასხან ბომონსა ზედა, და ეგრეთღა
Line: 29    
მოვიდოდის თითოეული და მიიღებდეს ჴელისა მისისაგან ოქროსა. და ამას
Line: 30    
თანა ბრძანა ხატთაცა საძაგელთა დაწერაჲ დიაჲსსა და არეაჲსსა, და ესრეთ ისწრაფდა
Line: 31    
არაწმიდაჲ შემწინკულებად ყოველთა. ხოლო დადვა სჯულიცა, რათა ქრისტეანე
Line: 32    
არცა მჴედრად დაიწესებოდის არცა გამომეტყუელობისა ანუ რიტორობისა
Line: 33    
ანუ ფილოსოფოსობისა სწავლაჲ ისწავებოდის. რამეთუ წერილთა ჩუენთა მიერ-აღჭურვილნიო.
Line: 34    
თქუა, აღიღებდენ ჩუენდა-მომართსა ბრძოლასა. რომლისა იგი
Line: 35    
კეთილად-განმაქიქებელი ღმრთის-მეტყუელებისა მოსახელე გრიგოლი იტყჳს:
Page: 284   Line: 1    
"შენი არსა ელენყოფაჲ ხმისაჲ, მარქუ მე? რაჲ უკუე? არა ფინიკიელთანი არიან
Line: 2    
ასონი წერილისანი, ვითარ იგი მეგჳპტელთა ვიეთმე ანუ თუ ამას ზედა უბრძნესთა-ებრაელთა,
Line: 3    
მათ მიერ დაწერაჲ სჯულისაჲ ღმრთივ-დასახულთა შინა ფიცართა
Line: 4    
ჰრწამს თითით, ღმრთისაჲთა?". და სხუათა რაოდენთა რათ იტყჳს ამათ-თჳს თავთა
Line: 5    
მათ შინა განსაქიქებელთა განდგომილისათა, რომელთა ზედა-დაჰრთავს ვითარმედ
Line: 6    
"ძალი სიტყჳსაჲ კეთილთა-თჳს ვიდრე-მე საჭურველ, ხოლო ბოროტთა-თჳს
Line: 7    
საწერტელ იქმნების უკეთურებისა".

Line: 8       
ამათ თანა ჰურიათაცა აღშჭურვიდა ქრისტეანეთა ზედა მეტყუელი მათი
Line: 9    
ვითარმედ: რად არა ჰმემხხუერპლეობთ სჯულისაგან მბრძანებელობასა მემსხუერპლეობისასა?
Line: 10    
ხოლო იერუსალჱმისა და ტაძრისა და მუნ გარეშეწერილისა
Line: 11    
მსახურებისა მათისა რეცა განმაახლებელმან მყის ბრძანა რისხვითა და ჯერჩინებითა
Line: 12    
ღმრთისაჲთა დარღუეულისა მის ტაძრისა აღმართებაჲ. რომელი ესე მათ
Line: 13    
ფრიადითა სიხარულითა შეიწყნარეს და ყოვლით-კერძო სოფლისა განთესულთა
Line: 14    
თანამონათესვეთა თჳსთა ყოველნივე იგი ბრძანებულნი განუცხადნეს და იგინი
Line: 15    
უკუე მოსწრაფედ შემოკრბებოდეს და საჴმართა და გულს-მოდგინებასა აღშენებისა-თჳს
Line: 16    
ტაძრისა წინდასდებდეს, ხოლო ესე მათ თანა მოვლისებითა მთავართაჲთა
Line: 17    
და უხუებითა ჴელთაჲთა ფრიადსა წადიერებასა აჩუენებდა. და ორღანოთა
Line: 18    
შენებისათა ვეცხლისაგან შემზადებულთა წარუცემდის ღმრთის-მბრძოლთა ჰურიათა
Line: 19    
და ვითარცა თხრად და მიწისა განყრად იწყეს მრავალთა ბევრეულთა,
Line: 20    
მეყსეულად ქარნი ძლიერნი და მაიძულებელნი ყოვლით-კერძოჲთა სასტიკებითა
Line: 21    
აღიძრნეს და მეყსა შინა განაბნინეს ყოველნი. ხოლო იგინი რაჲ ჯერეთ ბორგდესვე
Line: 22    
და სულგრძელებათა მიერ ღმრთისათა არა განისწავლებოდეს, არამედ
Line: 23    
კუალად საქმესა შეეხებოდეს, პირველად უკუე ძრვაჲ იქმნა დიდი და საშინელი, და
Line: 24    
მერმე ცეცხლი ნათხართა მათგან საფუძველთა აღმოეგზნა და დაწუნა მრავალნი
Line: 25    
მათგანნი. ხოლო მას ღამესა და შემდგომსა მისსა იხილვა ცათა შინა ნიში ჯუარისაჲ
Line: 26    
ნათლის-სახედ ელვარემყოფელი ყოვლისა მის ქუეყანისაჲ. რომელი იგი
Line: 27    
ვითარცა იხილეს ამაოცნობათა და მათ-ძლითისა რისხვისა საღმრთოჲსა მომასწავებელობათა
Line: 28    
უცხადესად-რე აგრძნეს, ადგილთა თჳსთა მიიქცეს სირცხვილეულნი.
Line: 29    
ხოლო გულმძიმემან ივლიანე ისწავნა რაჲ ესენი, მსგავსად ფარაოჲსსა
Line: 30    
მანცა განიფიცხა გული.

Line: 31       
გარნა ვინაჲთგან მაშინ სპარსნი ქუეყანასა ზედა ბერძენთასა გამოვიდეს,
Line: 32    
სთნდა ამასცა წინაგანწყობაჲ მათი, რომლისა-თჳს ჰკითხა მისანთა. ხოლო მათ
Line: 33    
აწჳეს და უქადეს ძლევაჲ ვითარცა აღძრულთა ეშმაკთა მიერ. და ხრიზმოსიცა რაჲმე
Line: 34    
წარუკითხეს მეტყუელი ესრეთ. "ხოლო აწ ყოველთავე მივიმართეთ ღმერთთა დადგინებად
Line: 35    
უბრძოლელისა ძლევისა თირის თანა მდინარესა. რომელთა მთავარ
Page: 285   Line: 1    
ვექმმნე მე, ახოანი ბრძოლათ-მოქმედი არის" ამათი მრწმენებელი ამაოჲ და მრავალთა
Line: 2    
და დიდთა და ძნიად მისათხრობელთა საქმეთა მოქმედი ქრისტეანეთა-თჳს
Line: 3    
და სხუათა უმრავლესთა შემდგომად ძლევისა მქადაგებელი ქმნისაჲ წარემართა
Line: 4    
სპარსთა ზედა და განვლო მდინარე სოფლებისაგან ბერძენთაჲსა განმყოფელი
Line: 5    
ქუეყანისა სპარსთაჲსაჲ, სადა იგი შეცთომილმან ჭაბუკისა ვისმე სპარსულისა
Line: 6    
ესრეთ მეტყუელისაგან ვითარმედ "სამთა დღეთა შინა მოგცე შენ ბაბილონი და
Line: 7    
რად გიხმან მრავალნი წარსაგებელნი", მეყსეულად საზრდელსა ერისასა მტჳრთველნი
Line: 8    
ვიდრე-მე ნავნი დაწუნა და თჳთ ძნიად სავალით ქუეყანით კერძო სლვად მიიმართა
Line: 9    
წინაძღომილმან შემცთუნებელისს მის-თჳსისა სპარსისამან. რომლიცა ანაზდაით
Line: 10    
უჩინო იქმნა მათგან და დაუტევა ადვილად სარწმუნებელი იგი და ცნობასუბუქი
Line: 11    
შეცთომილად ერისა თანა თჳსისა და განხრწნილად უდაბნოებისაგანცა
Line: 12    
ადგილი და უღონოებისა საზრდელთაჲსა რამეთუ ესოდენი ნაკლულევასებაჲ
Line: 13    
ეწია მათ, ვიდრე-ღა ცხენთა და ჯორთა ჴორცსა გულის-თქუმით, შეეხებოდეს.
Line: 14    
და ესრეთ რაჲმე მოსცთებოდა და მძჳნვარედ განიხრწნებოდა ერი, ეწია მას
Line: 15    
ღმრთივ-მოვლენილი სასჯელი. რამეთუ უჩინოდ სადაჲთმე მაზრაკი მიემთხჳა მას,
Line: 16    
მკლავითი გუ[ე]რდად მიწევნული განეწუნა ნაწლევთა. რომლისა-მიერმან წყლულებამან
Line: 17    
ცხორებისაგან ჴუებულ ყო უცნაურებითა მომკლველისა მისისაჲთა. და
Line: 18    
სამართლისა მის ვიდრე-მე მიმჴდელი პატიჟისა და განმკუეთელი წყლულებისაჲ
Line: 19    
არა ვისგან ცნობილ იქმნა ვიდრე დღესამომდე გარნა გინათუ კაცმან გინათუ
Line: 20    
ანგელოზმან ქმნა ესე, უეჭუელად საღმრთოჲსა წამის-ყოფისა იქმნა იგი მსახურ.
Line: 21    
ხოლო მის-თჳს იტყჳია, ვითარმედ, ვითარცა შეიწყნარა წყლულებაჲ იგი,
Line: 22    
მეყსეულად სისხლითა აღივსო ჴელი და აღაფქურია ჰაერად და თქუა: "სძლე გალილეველო,
Line: 23    
სძლე". და უკუმიღეს რაჲ ბიწი იგი გუამი მისი და დაჰფლეს
Line: 24    
ტარსუს, აღმოაგდო ქუეყანისაგან და აღმოვარდა, ვითარცა იტყჳს კუალად სეხნაჲ
Line: 25    
ღმრთის-მეტყუელებისაჲ გრიგოლი მეორესა შინა განსაქიქებელსა ამის
Line: 26    
განდგომილისასა. ხოლო შემდგომად ამისსა გამოცხადნეს მანქანებანი გრძნებისა
Line: 27    
მისისანი. რამეთუ, ვიდრე იყოღა იგი სპარსეთს, წარავლინა ეშმაკი დასავალეთს,
Line: 28    
რათა მსწრაფლ მოართუას მას მუნით პასუხი რაჲმე. ხოლო იგი მონაზონისა
Line: 29    
ვისმე მიერ დაყენებულ იქმნა მოგზაურობითგან ათ დღე და ვერ შეუძლო ეშმაკმან
Line: 30    
წარვლაჲ კუალად ივლიანესვე მიმართ მიიქცა. და მან ვითარცა მიზეზი
Line: 31    
დაყოვნებისაჲ ჰკითხა, მიუგო მას ეშმაკმან: "დამეყოვნაცა და უქმად უკუმოვიქეც
Line: 32    
რამეთუ ვჰგებდ მონაზონისა პოპლიოჲსსა, რათამცა დააცადა ლოცვაჲ. და ვითარ
Line: 33    
არა დააცადა მან ათითა დღეთა, დამაყენა მე ქმნად ნებისა შენისა". რომელი
Line: 34    
ესე ესმა რაჲ ივლიანეს და შესწყინდა ფრიად, იქადოდა შემდგომად უკუმოქცევასა
Line: 35    
მოსპოლვასა მონაზონთა ნათესავისასა. ხოლო ცნა ესე წარჩინებულთა
Page: 286   Line: 1    
მისთაგანმან ვინმე და დაუკჳრდა და შემდგომად მიერ უკუმოქცევისა ყოველნივე
Line: 2    
მონაგებნი თჳსნი გლახაკთა განუყენა და თჳთ წარვიდა ბერისა და გამოცდილ
Line: 3    
მონაზონ იქმნა და ყოველთა მიუთხრობდა ძალსა მონაზონთასა, რომლისა მქონებელ
Line: 4    
არიან დასამჴობელად წყუდიადშემოსილთა ეშმაკთა. ხოლო კარეს შინა
Line: 5    
კაროჲს მიერ მეფისა აღშენებულსა ქალაქსა შევიდა ოდესმე დადგომად მგზავრობისაგან
Line: 6    
და შთასავალსა რასმე სიღრმესა შინა აღასრულა არაწმიდაჲ მსხუერპლი
Line: 7    
და კლიტენი და ბეჭედნი დაასხნა კართა და მცველნი დაადგინნა. რომელი
Line: 8    
განაღეს რაჲ შემდგომად დაცემისა მისისა, პოვეს დედაკაცი თმითა დამოკიდებული
Line: 9    
განპყრობილად მქონებელი ჴელთაჲ რომლისაჲ უწყალოდ განაპო უწყალომან
Line: 10    
მუცელი, რათამცა მძლეობაჲ სპარსთაჲ იმისნა ღჳძლისა მიერ მისისა.
Line: 11    
ხოლო ანტიოქიას შინა მრავალი კიდობანი თავებითა კაცთაჲთა აღსავსე და
Line: 12    
მრავალნი მღჳმენი გუამებითა მკუდართაჲთა სავსენი პოვნეს. და რამეთუ ბევრეულნი
Line: 13    
მუცელქუმულნი დედანი განაპნა სისხლის-სადინელთა შინა ღჳძლის მზმნელობისა-თჳს
Line: 14    
და მრავალნი ყრმანი დაკლნა და ქუეშე კერძო კერპთასა დაჰფლნა
Line: 15    
კერპთ-მოყუარემან მან კერპიანმან და სხუაჲცა მრავალი სიტყჳერი გუნდი თითოსახეთაგან
Line: 16    
ჰასაკთა თითოსახეთა მისცა სიკუდილთა სახელსა ზედა პოსიდონისსა
Line: 17    
და სხუათა ეშმაკთასა ეშმაკეულმან მან და ღმრთის-მოძაგებულმან.

Line: 18       
არა ესე ხოლო, არამედ ცხენთაცა ჭარმაგთა და რახსთა დაჰკლვიდა:
Line: 19    
ჭარმაგთა უკუე მზისა-თჳს, ხოლო რახსთა ცეცხლისა და ქართა-თჳს. და ამათ
Line: 20    
თანა ძაღლთაცა და ციდამტკაველთა და ყორანთა და კნინღა და ყოველსავე სახესა
Line: 21    
ქუეწარმავალთა და ოთხფერჴთა მჴეცთა და სხუათა ყოველთა ქუეყნისა და ჰაერისათა
Line: 22    
ცხოველთასა არა დააცადებდა მოწყუედასა და ზორვათა უცხოთა მოპოვნებასა,
Line: 23    
რომელნი ელენთა მიერ სჯულდებულთა მსხუერპლთასა უმრავლეს და უძჳრეს
Line: 24    
იყვნიან. რამეთუ უპირატესთა მისთა ელენთა ყოველთა ზეშთა-მძლეობითა
Line: 25    
ამათ შინა ჰგონებდა უღმრთოჲ, ვითარმედ განღმრთობასა და ღმრთად საგონებელობასა
Line: 26    
ღირს იქმნეს. ვინაჲცა ესე ვითარნი არიან სახელსაძაგელთა ღმერთთა
Line: 27    
და არა წმიდათა ეშმაკთა მბრძანებელობითნი მაწუეველობანი და მისნობანი და
Line: 28    
ესე ვითარ ცნობა ვნებულისა მის და ღმრთივ-მოძაგებულისა აღსასრულნი საქმეთანი.
Line: 29    
და მათი ვიდრე-მე მტყუვარმენიშეობაჲ და მაცთურობაჲ ცხად იქმნას,
Line: 30    
ხოლო ესე ვითარცა საცთურისა მათისა დამონებული მოკუდა წელიწადთა ოცდა
Line: 31    
ათთაჲ და მოაკლდეს ამაოებით დღენი მისნი და წელიწადნი მისნი სწრაფით,
Line: 32    
და წარწყმდა უსჯულოებისა მისისა-თჳს. რამეთუ მრავალი უსჯულოებაჲ და სიცრუვე
Line: 33    
თქუა ნამდჳლვე ზეცად მიმართ, და დადვა ცათა შინა პირი თჳსი, და ენაჲ
Line: 34    
მისი ეთრია ქუეყანასა ზედა, ვითარცა წერილ არს. და ყოვლად-საძნაურნი და
Line: 35    
ძნიად გამოსათქუმელნი საქმენი ქმნნა და დიდად აღიზახა პირველსა ზედა წესსა
Page: 287   Line: 1    
და სარწმუნოებასა თჳსსა არა დაცვითა მისითა. რომლისა-თჳსცა დაეცა დაცემითა
Line: 2    
განსაკრთომელითა და მითხრობად შესაძლებელითა. ვითარცა შემაცთუნებელი
Line: 3    
იგი და წარმწყმედელი მისი ყოვლად-ბოროტი ეშმაკი.



Line: 4  იოვიანჱს-თჳს.


Line: 5       
ხოლო შემდგომად ივლიანჱსსა მეფე იქმნა იოვიანე რვა თთუე. შემდგომად
Line: 6    
სიკუდილისა ივლიანჱსსა ძლითღა სადმე მშჳდი მეფობაჲ იოვიანჱსი განმიახლდა
Line: 7    
ჩუენ. რომელი იგი ერთსა და მასვე ჟამსა შინა მეფედცა და აღმსაარებელად
Line: 8    
და ბოროტად-შემოსრულისა მის საცთურისა უჩინო მყოფელად გამოჩნდა.
Line: 9    
რამეთუ ვინაჲთგან საჭურველთა შინა იყო მჴედრობაჲ, და ბარბაროზი მათდა
Line: 10    
გარემოდგომილ იყო, და მჴედართ-მთავართა ჩუენთა იუვიანეს განუკუთნეს
Line: 11    
პატივი მეფედ განჩინებისაჲ. ხოლო მას მიერთუნეს რაჲ შესაწყნარებელად ნიჭნი
Line: 12    
მეფობისანი, მჴედრობისა მიმართ თქუა: "შეუძლებელ არსო თქუენ ზედა
Line: 13    
მეფობაჲ ჩემი, რამეთუ ვინაჲთგან მე ქრისტეანე ვარ, ხოლო თქუენ შემწინკულებულ
Line: 14    
ბილწებითა ივლიანჱს სამსახურებელთაჲთა". მაშინ ყოველთა ერთი და
Line: 15    
იგივე ხმაჲ აღუტევეს და თქუეს ვითარმედ "და ჩუენცა ქრისტეანე ვართ. რამეთუ
Line: 16    
პირველ სმენადმდე ამის ხმისა არა თავის-მდებელ ქმნილ იყო მიმღებელობასა
Line: 17    
მეფობისასა. რომლისა-თჳსცა მეყსეულად საღმრთოჲ რაჲმე კაცთ-მოყუარებაჲ
Line: 18    
მოიწია მისსა, და გარეშე ყოვლისა სასოებისა შეწყუდეულობასა შინა მჴედრობისა
Line: 19    
ჩუენისასა და ყოვლით-კერძო მბრძოლთა მიერ გარემოცვულებასა, რომელთა
Line: 20    
იგი არცაღა ერთი სასოებაჲ დაჰშთომოდა, ვინაჲ კერძოვე განლტოლვისაჲ
Line: 21    
ანაზდაჲთ ბარბაროზისა მიერ მოვლინებულნი მოციქულნი მოიწინეს და მშჳდობისა
Line: 22    
ჰამბავი მოიღეს, და სიყმილითა განლეულსა მჴედრობასა საზრდელთა და
Line: 23    
სხუათა საჭიროთა საჴმართა მინიჭებაჲ აღუთქუეს და ყოვლითა კაცთ-მოყუარებითა
Line: 24    
განმართებაჲ ცთომილებათა ჩუენთაჲ იქადაგეს. და ოც და ცხრა წელ მიმღებელი
Line: 25    
ზავსა მშძჳდობისასა თანა მჴედრებით-ურთ ბერძენთა ქუეყანად აღმოვიდა.
Line: 26    
ხოლო იიძულა და დიდი ქალაქი ნისიბინელთა სპარსთა მიუტევა. ამან ფრიადი
Line: 27    
მოსწრაფებაჲ და ზრუნვაჲ აჩუენა ეკლესიათაჲ და ექსორიობას მყოფთა ყოველთა
Line: 28    
ეპისკოპოსთა აღმოუწოდა. ხოლო საღმრთოსა ათანასის მიუმცნა, რათა
Line: 29    
უბიწოჲსა სარწმუნოებისა მისისა საზღვარი გამოწულილვით აღწერილი წარსცეს
Line: 30    
მისსა, რომელი ესე ქმნაცა დიდმან ათანასი და მიუწერა მეფესა იუვიანეს ეპისტოლე
Line: 31    
სავსე მართლმადიდებლობითა. არამედ ესრეთ კეთილად-მსახური ესე და
Line: 32    
საკჳრველი შემდგომად რვათა თთუეთა მეფობისა მისისათა აღესრულა კილიკიას
Line: 33    
და დიდი გლოვაჲ დაუტევა ეკლესიათა და ყოველსა ერსა.




Page: 288  
Line: 1  მეფობისა-თჳს უალენტინიანჱსა.


Line: 2       
ხოლო შემდგომად იუვიანჱსსა მეფე იქმნა უალენტინიანე ათორმეტ წელ,
Line: 3    
რამეთუ ნიკეას შინა ბითჳნიისასა იქადაგა მეფედ. რომელიცა თანამბრძოლებისა-თჳს
Line: 4    
სარწმუნოებისა ჩუენისა ივლიანჱს მიერ განიჴადა გუნდისაგან მჴედრობათაჲსა. არამედ
Line: 5    
აღუსრულა მას ღმერთმან, რაჲ იგი აღუთქუა, ას წილად მიმგებელმან მისმან
Line: 6    
აწინდელსავე ამას შინა საუკუნესა რამეთუ ვინაჲთგან სარწმუნოებისა-თჳს
Line: 7    
მჴედრობისაგან დამჴობილ იქმნა, პატივი მეფობისაჲ შეიწყნარა. ამან ზიარად მეფობისა
Line: 8    
თჳსისა მიიყვანა ძმაჲ თჳსი უალენტი შემდგომად ოცდაათთა დღეთა
Line: 9    
მეფედ ქადაგებისა მისისათა. და თჳთ ვიდრე-მე დასავალისა კერძი აღირჩია, ხოლო
Line: 10    
მას აღმოსავალისანი ადგილნი დაუტევნა. ხოლო უალი თანამოდგამ მწვალებელთა
Line: 11    
ქმნილი გზასა მამათა მისთასა ვიდოდა, და რამეთუ ეპისკოპოსნი ექსორიად
Line: 12    
წარსცნა და მღდელნი და დაიკონნი და მონაზონნი, და ესე ოდენ შეაიწრნა
Line: 13    
იგინი ტატიანჱს ვისმე მიერ მაშინდელისა მთავრისა ალექსანდრიელთაჲსა,
Line: 14    
ვიდრემდის ტანჯვითაცა განცადნა ვიეთნიმე მათგანნი და ცეცხლსა მისცნა. და
Line: 15    
მრავალნი უსახურებანი და მჴეცებრივობანი მოიპოვნა ეკლესიასა ზედა ღმრთისსა.
Line: 16    
ხოლო ესე ყოველნი შემდგომად აღსრულებისა ათანასჱსა იქმნებოდეს. რამეთუ
Line: 17    
მას ზედა არა აუფლა ღმერთმან და, დაღათუ სხუათა ზედა ბორგდა, ვერა_რას შემაწუხებელისა
Line: 18    
ქმნაჲ იკადრა მისსა მიმართ. ხოლო კოსტანტინუპოლისა ქრისტეანეთა
Line: 19    
მართლმადიდებელთა შეწყალებულყოფაჲ ჰგონეს უალენტოჲს მიერ, ამის-თჳს
Line: 20    
მიავლინნეს მისსა მიმართ მვედრებელად ოთხმეოცნი სამღდელონი კაცნი,
Line: 21    
იყო რაჲ იგი ნიკომიდიას, რომელთა წინამძღუარ იყვნეს თეოდორე და ურვასოს
Line: 22    
და მენედიმოს, რომელთაცა ნავით-ურთ ცეცხლითა აღნთებაჲ ბრძანა და
Line: 23    
ყო[ვ]ელნი დაიწუნეს ზღუასა შინა ნავისა თანა.

Line: 24       
მაშინ უკუე უვალი, ყოველნი ეკლესიანი მოარბინა რაჲ და მოირთნა, მიიწია
Line: 25    
კესარიად კაპპადოკიისა დიდისა ბასილის ზედა აღძრული გულის-წყრომითა,
Line: 26    
ოდეს იგი ძისაცა მისისა საქმე ეგე ვითარად იქმნა, ვითარცა იტყჳს ღმრთის-მეტყუელი
Line: 27    
გრიგოლი. ხოლო დიმოსთენი ვინმე ნუვაგთ-მოქმედთაგანი უვალისთაჲ
Line: 28    
უვალის-მიმართსა შინა სიტყჳს-გებასა ზედა დაუჴდებოდა დიდსა ბასილის
Line: 29    
და სიტყუაბარბაროზობდა, რომელსა ზედა მცირედ განიღიმა მოძღუარმან და
Line: 30    
თქუა: "აჰა ვიხილეთ დიმოსთენიცა უწიგნოჲ". და ვინაჲთგან გუთნი მაჭირვებელ
Line: 31    
ექმნებოდეს უალენტის, ითხოვა ძმისა თჳსისა საღმრთოჲსა უალენტინიანჱსგან
Line: 32    
მივლინებაჲ მჴედრობისაჲ შესაწევნელად. ხოლო მან არა მიუვლინა, არამედ
Line: 33    
აყუედრაცა, ვითარცა მწვალებელსა და ბოროტად-მადიდებელსა, და თქუა,
Line: 34    
ვითარმედ არა ჯეროან არს შეწევნაჲ კაცისა ღმრთის-მბრძოლისაჲ. მათ უკუე
Line: 35    
ჟამთა შინა შემდგომად ორმეოცდაექუსთა წელთა მღდელობისა მისისათა შემდგომად
Page: 289   Line: 1    
მრავალთა ღუაწლთა და მრავალთა გჳრგჳნთა მოთმინებისათა დიდი ათანასი
Line: 2    
მიიცვალა. და საყდრის-მონაცვალე ექმნა მას პეტრე ზიარად ღუაწლთა მისთა
Line: 3    
წინაჲსწარ მოჴსენებული იგი. ხოლო ლუკიოზ ეპისკოპოსმან არიანოზთა
Line: 4    
წვალებისამან მეყსეულად ვითარცა მგელმან ცხოვართა ზედა მიიმართა. და პეტრე
Line: 5    
უკუე ჰრომედ წარივლტოდა, ხოლო ლუკიოს ესრეთ სისხლითა კაცთაჲთა
Line: 6    
ვიდოდა, ვიდრემდის არცაღა სჯულისა რაჲსმე წესთა დამცველად იხილვებოდა,
Line: 7    
რამეთუ დასაბამსა მთავრობისა მისისასა ესოდენ და ესრეთ ბილწების-მოყუარე
Line: 8    
იქმნა ქალწულთა მიმართ და განკრძალულთა ვიეთმე ეკლესიისათა, რომელთა
Line: 9    
მსგავსი არცა რაჲ ვის დევნულებასა შინა ელენთასა მოეჴსენების ქმნილად. არა
Line: 10    
ესე ხოლო, არამედ უდაბნოსაცა მარბეველ ექმნებოდა და ბრძოლასა დაყუდების
Line: 11    
მოღუაწეთა ზედა მიავლენდა. რამეთუ სამათასნი კაცნი ერთბამად უდაბნოს ბრძოლად
Line: 12    
მონაზონთა წარავლინნა, სადა იგი მისრულნი ბრძოლად უცხოსა იხილვიდეს
Line: 13    
სახესა ბრძოლისასა. რამეთუ წინააღმდგომბრძოლნი იგი ვითარცა დაემთხუეოდიან,
Line: 14    
თავთა თჳსთა მახჳლსა წარუპყრობდიან, რომელთაგან არა რაჲ სხუაჲ
Line: 15    
ისმინებოდის თჳნიერ ესე ხოლო: "ჵ მეგობარო, რომლისა-თჳსცა მოსრულ ხარ?".
Line: 16    
მასვე უკუე ჟამსა მამანი მონაზონთანი საჩინონი ცხორებითაცა და ჟამისა უპირატესობითა
Line: 17    
მაკარი, ისიდორე, და სხუაჲ მაკარი. და ირაკლიდი, და პამბო,
Line: 18    
ანტონის მოწაფენი, ეგჳპტეს და უფროჲსღა უდაბნოთა შინა ადგილთა ნიტრიისათა
Line: 19    
ბრწყინვიდეს კაცნი, რომელნი მქონებელად ზიარებასა ცხორებისა და საქმეთასა,
Line: 20    
არა სხუათა თანა კაცთა, არამედ ზეცისა ანგელოზთა თანა ირწმუნებოდეს.
Line: 21    
რომელთა მხილველ ვიქმენ მაშინ და რომელთა ვნებისა თანაზიარებასა
Line: 22    
ღირს ვიქმენ. ესე თჳსთა ადგილთა შინა მსხდომარენი და მლოცველნი შემწყნარებელ
Line: 23    
ექმნებოდეს მკლველთა თჳსთა.

Line: 24       
ამათდა მიმართ მიყვანებულ იქმნა კაცი ვინმე უმრავლესითა ასოებითა გუამისაჲთა
Line: 25    
და უფროჲსღა ფერჴითა განჴმელი. რომელსა იგი სცხეს ზეთი და
Line: 26    
თქუეს: "სახელითა იესუ ქრისტჱსითა, რომელსა სდევნის ლუკიოს, აღდეგ და
Line: 27    
ვიდოდე ფერჴითა შენითა". ხოლო იგი მეყსეულად აღდგა და განვიდა და
Line: 28    
მმადლობელი ღმრთისაჲ წარვიდა სახიდ თჳსსა. კუალად უწინარეს მცირედისა ჟამისა
Line: 29    
ბრმაჲ ვინმე მიიყვანეს სენაკსა ნეტარისა მაკარისსა უდაბნოს, რომელი იყო
Line: 30    
სიშორესა სამისა დღისა გზისასა. სადა იგი ფრიადითა შრომითა მისრული ბრმაჲ
Line: 31    
და ვერ მპოვნელი ბერისაჲ შინა ყოვლად-შეურვებული მწუხარე იყო. ხოლო
Line: 32    
გარდარეულებითა სარწმუნოებისაჲთა განჴურვებულმან "გლოცავო", ჰრქუა მიმყვანებელთა
Line: 33    
მისთა, "მიმაახლეთ მე მას კერძოსა ზღუდისასა, სადა იგი მიწოლად
Line: 34    
ჩუეულ არს ბერი". და, ვითარცა მიიყვანეს მუნ, გამოჰჴლიჩა მცირედი ჴმელისა
Line: 35    
მისგან თიჴისა ადგილსა, რომელსა მისაყრდნობლობაჲ შეეტყუებოდა და იტჳრთა
Page: 290   Line: 1    
ჴელითა თჳსითა. და ევედრა, რათა წყალიცა აღმოუვსონ მას ჯურღმულისა, რომლისაგან
Line: 2    
სუმიდა მოხუცებული. ხოლო მან განჴსნა თიჴაჲ იგი წყლითა და იცხო
Line: 3    
თუალთა თჳსთა და დაიბანნა აღმოვსებულითა მით წყლითა და მეყსეულად
Line: 4    
მიიღო ნათელი მხედველობისაჲ ესრეთ ვიდრემდის არღარა ვისსა მოქენე ჴელპყრობით
Line: 5    
მყვანებელობისაჲ წარვიდა სახიდ თჳსსა. რომელიცა შემდგომად ამისსა
Line: 6    
ყოვლით სახლით მისით-ურთ აღვიდა ბერისა და მადლობასა აღუვარებდა
Line: 7    
ღმერთსა და, საქმისა მის-თჳს თუ ვითარ იქმნა განკჳრვებით მიუთხრობდა.

Line: 8       
ესე უკუე ესე ვითარნი საღმრთონი და ნიშებშემოსილნი მამანი ჭალაკსა
Line: 9    
ეგჳპტისა ტბათასა ექსორია ყვნა ლუკიოს, სადა იგი არავინ ქრისტეანე მკჳდრ
Line: 10    
იყო ხოლო ვითარცა ნავი მონაზონთაჲ ჭალაკსა მას მიეახლა, ასული მღდელისა
Line: 11    
მის სოფლებისა კერპთაჲსაჲ ეშმაკისაგან გუემული, ვითარცა ქარისა მიერ
Line: 12    
აღტაცებული, რეცა ფრინვით მოვიდა ვიდრე ნავადმდე წმიდათა ბერთა მხმობელი
Line: 13    
ხმათა უშუერთაჲ, ვითარცა შეჰგავს ეშმაკეულსა. ხოლო მათ შეჰრისხნეს
Line: 14    
სულსა მას და ყრმაჲ ვიდრე-მე მრთელი უკუნ სცეს მშობელთა. ხოლო მკჳდრნი
Line: 15    
მის ადგილისანი ყოველნი მჴურვალედ და მტკიცედ ქრისტეანედ გამოაჩინნეს.
Line: 16    
ესე ისწავა ლუკიოს და შეშინებულმან, ნუ სადა ყოველნი მართლმადიდებელად
Line: 17    
შექმნნენ, ფარულად სენაკთავე თჳსთა კუალად აგნა იგინი.

Line: 18       
მაჳია დედუფალი სარკინოზთაჲ ქრისტეანე იყო ნათესავისაგან ბერძენთაჲსა
Line: 19    
და წარყვანებული ტყუედ სთნდა შუენიერებისა-თჳს მისისა მეფესა სპარსთასა
Line: 20    
და მიმყოვრებასა შინა ჟამისასა პატიჟსა დედოფლობისასა მიიწია. რომელმან მრავალნი
Line: 21    
ძჳრნი შეამთხჳკნა ბერძენთა და ლაშქარი მათი ძლიერითა ბრძოლითა მოასრულა
Line: 22    
და ქალაქნი მრავალნი პალესტინისა და ასურეთისანი გამოიხუნა ხოლო
Line: 23    
ვედრებულ იქმნა რაჲ ყოფად მშჳდობისა, თქუა: "სხუებრ არა იქმნესო ესე, არათუ
Line: 24    
მონაზონი ვინმე სახელით მოსე ჴელთ-დასხმულ იქმნას ეპისკოპოსად ნათესავსა ზედა
Line: 25    
და ქუეყანასა მისსა, რომელი უდაბნოთა მახლობელთა საბრძანებელისა მისისათა
Line: 26    
მკჳდრ იყო და სათნოებათა და საკჳრველებათა მიერ ბრწყინვიდა მიეთხრა უკუე მეფესა
Line: 27    
ბერძენთასა სათხოელი ესე რომელმან ფრიადითა სწრაფითა უბრძანა ქმნაჲ ამისი მჴედართ-მთავართა.
Line: 28    
და ვითარცა მოიყვანეს იგი ჴელთ-დასხმად ალექსანდრიას ლუკიოჲს
Line: 29    
მიერ, არა თავს იდვა მან, არამედ თქუა ვითარმედ "ლუკიოს არა დამასხნეს მე
Line: 30    
ჴელნი მისნი: რამეთუ სისხლითა წმიდათაჲთა შებღალულად მოჰქონან იგინი".
Line: 31    
ესრეთ სირცხჳლეულ რაჲ იქმნა ლუკიოს განქიქებითა უსჯულოთა საქმეთა მისთაჲთა,
Line: 32    
იიძულა დაცადებად, რათა მის-ქუეშეთა ეპისკოპოსთა ექსორიაქმნულთა
Line: 33    
მიერ ჴელთ-დასხმულ იქმნეს მოსე. რომელი ესე იქმნაცა და ესრეთ ჴელთ-დასხმული
Line: 34    
მიეცა მაჳიას და მრავალნი ყვნა ქრისტეანეთ-მოყუარე. ხოლო აღწერით
Line: 35    
მოგჳთხრობს მრავალსა ნათესავისა-თჳს სარკინოზთაჲსა, თუ ვინაჲ სახელ იდების
Page: 291   Line: 1    
და ვითარმედ ათსამეტისა წლისანი დაიცუეთენ წინა.

Line: 2       
ხოლო ედესეს შუვამდინარისასა, სადა იგი თომა მოციქულმან ქადაგა, მორაჲ-ვიდა
Line: 3    
უვალი და იხილა ერი მართლმადიდებელთაჲ განსხმული ეკლესიით და
Line: 4    
ველსა ზედა მოქმედი კრებისაჲ, ესოდენად რისხვად აღიძრა, ვიდრეღა თჳსითა
Line: 5    
ჴელითა სცა ჳპარხოზსა, ვინაჲთგან არა განასხნა მიერ ერნი იგი ბრძანებისა-ებრ
Line: 6    
მისისა. ხოლო იგი დაღათუ ელენი იყო და ამის პირისა-თჳს შერისხული მეფისაგან,
Line: 7    
ეგრეთცა კაცთ-მოყუარითა ცნობითა ხვალისაგან სრულიად გუემად ერისა
Line: 8    
მგულებელმან განსლვად აუწყა ესე მოქალაქეთა საიდუმლოდ მიმცნებითა, რათა
Line: 9    
დაიცვნენ თავნი თჳსნი და არა მივიდენ შესაკრებელსა მას. და კუალად ცისკარს
Line: 10    
განმავალი საშინელებით ზარ სცემდა ერისა მიერ თჳსისა და ყოველსავე ჰყოფდა,
Line: 11    
რათა არა რაჲ დაჭირვებაჲ შეემთხჳოს ერსა. გარნა ჰხედვიდავე უმრავლესისა
Line: 12    
ერისა სრბით მიმავალობასა ჩუეულებისაებრისა მის მიმართ ადგილისა და
Line: 13    
ფრიადისა მოსწრაფებისა ქონებასა ვითარმცა მოშიშ იყვნეს. ვითარმედ ნუ სადა
Line: 14    
დაშთეს ვინმე სიკუდილისაგან. სადა იგი დედაკაცსაცა ვისმე ესოდენ მსწრაფლ
Line: 15    
მიმავალად ჰხედვიდა, ვიდრემდის არცაღა კარი გამოიჴშა გამომავალმან სახლით
Line: 16    
არცა ჰგებდა პატიოსნების შუენიერისა სახისა დედათაჲსა შემმოსელობასა, ვითარცა
Line: 17    
შეეტყუებოდა ქმნად რომელსა იგი თავისა თჳსისა თანა ტჳრთვით მოაქუნდა
Line: 18    
ყრმაჲ ჩჩჳლი და სიმკჳრცხლითა სრბისაჲთა და წარჴდომასა ჳპარხოზისა
Line: 19    
და შედგომილისა მის ერისასა ისწრაფდა. ხოლო მან ვერღარა თავს-მდებელმან
Line: 20    
ამისმან "შეიპყარითო", თქუა, "დედაკაცი და მოიყვანეთ აქა". და იგი შე-რაჲ-იპყრეს
Line: 21    
და მიიყვანეს მუნ, "სადა", ჰრქუა, "ჵ ძნელბედო დედაკაცო, აღგიმსთჳეს
Line: 22    
მისლვად?" ხოლო დედაკაცმან, "ველად", მიუგო, "სადა იგი კათოლიკე ეკლესიისა
Line: 23    
ერი შეკრბების". და, "არა გასმიესა", ჰრქუა კუალად, "ვითარმედ მუნ მივალს
Line: 24    
ეპარხოზი. რათა ყოველნივე მოსწყჳდნეს, რომელნიცა პოვნეს?". და მან
Line: 25    
მიუგო: "მასმიეს და მაგის-თჳს ვისწრაფი, რათა ვიპოო მუნ". "ხოლო ესე ყრმაჲ
Line: 26    
სადაღა წარგყავსო?" მან თქუა დედაკაცისა მიმართ. და დედაკაცმან მიუგო: "რათა
Line: 27    
ეგეცა წამებისა ღირს იქმნას". ესენი ვითარცა ესმნეს მას, შექცევაჲ უბრძანა
Line: 28    
ერსა თჳსსა და ეტლისაჲ პალატად ბრძანა უკუნქცევაჲ. ხოლო თჳთ შევიდა მეფისა
Line: 29    
და ჰრქუა: "ჵ მეფე, უკუეთუ მოსიკუდიდ მიბრძანებ მე, მზა ვარ. ხოლო
Line: 30    
საქმისაჲ რომელი გიბრძანებიეს აღსრულებაჲ ვერ ძალ მიც". და მიმთხრობელმან
Line: 31    
საქმესა მის დედაკაცისასა მოამდოვრა აღძრვაჲ იგი მეფისაჲ.

Line: 32       
მას უკუე ჟამსა შინა ბრძოლანი ბოროტად-მსახურისა მის მეფისა უალენტისნი,
Line: 33    
რომელნი მან აღადგინნა ეკლესიათა ზედა, ბარბაროზებრივად გარდაიქცეს
Line: 34    
ბრძოლად. რამეთუ გუთნი ადგილთაგან თჳსთა გამოვიდეს და თანად ყოველსა
Page: 292   Line: 1    
თრაკისსა ზედა-დაესხნეს და ქალაქ-სოფლებისა მისისა მძჳნვად იწყეს მოოჴრებასა
Line: 2    
და აღჭურვილთა მიერ ჴელთა მკჳდრთა მათთა მოსრვასა. მაშინ უშუერნი
Line: 3    
გინებანი ზედა-დაასხნეს მეფესა უალენტის მოქალაქეთა, ვითარცა არა განმავალსა
Line: 4    
ბრძოლის-ყოფად მათ თანა. ხოლო განვიდოდა რაჲ იგი, ისაკ საღმრთომან
Line: 5    
მონაზონმან უპყრნა აღჳრნი ჰუნისა მისისანი და თქუა მისსა მიმართ;
Line: 6    
"სადა წარხვალ, მეფე, წინააღმდგომად ღმრთისა ბრძოლის-მყოფელი და მისი
Line: 7    
მქონებელი მბრძოლად?" რომლისა მიმართ განრისხებულმან უვალი ბრძანა დამარხვაჲ
Line: 8    
მისი, რამეთუ შემდგომად უკუმოქცევისა სიკუდილსა აქადებდა მას, ვითარ
Line: 9    
იგი მიქეას აქაბ, რომელსა იგი მან ვითარცა მითვე საწინაჲსწარმეტყუელოჲთა
Line: 10    
სულითა სავსემან მსგავსივე მისი პასუხი მისცა წინაშე ყოვლისა ერისა.
Line: 11    
ამის შემდგომად ვითარცა შენივთდა ბრძოლაჲ მახლობელად ადრიანუპოლისა და
Line: 12    
იძლია უბადრუკი იგი, სახლსა რასმე შეივლტოდა მცირედთა ვიეთმე თანა, რომელი
Line: 13    
ესე ვითარცა აგრძნეს მბრძოლთა, დაწუეს იგი მის-თანათა მათ-თანა და თჳთ
Line: 14    
მის სახლისა უღირსებით დამპყრობელი მეფობისაჲ ათოთხმეტ წელ.

Line: 15       
ხოლო უვალენტინიანოს დიდი სრული და უნაკლულოჲ სარწმუნოებითა
Line: 16    
კეთილად-მსახურებისაჲთა, ძუელისა მის მეფობისა ჰრომთაჲსა მპყრობელობისა
Line: 17    
მოქალაქობასა განაგებდა კეთილად. რამეთუ კრებისა ქმნაჲ უბრძანა ილლჳრიკიას,
Line: 18    
რომელმან სარწმუნოებაჲ ნიკიისაჲ დაამტკიცა. და დაწერითა ეპისტოლისა საყოველთაოჲსაჲთა
Line: 19    
ასიისა და ფრიგჳისა და კარიისა ეპისკოპოსთა სარწმუნოებასა
Line: 20    
მას ზედა დადგრომაჲ ამცნო ზიარად მიმყვანებელმან ეპისტოლესა მას შინა ძმისა
Line: 21    
თჳსისა უალენტისმან და ღრატიანე ძისა თჳსისამან, რომლისა მსგავსად დაწერეს
Line: 22    
ილლჳრიკიას შემოკრებულთაცა ეპისკოპოსთა. ხოლო მო-რაჲ-ვიდა მედიოლანოს
Line: 23    
შინა ავქსენტი, ეპისკოპოსი მწვალებელთაჲ, ორთავე კერძოთა ერნი
Line: 24    
თითოსახეთა გულის-სიტყუათა მიმართ განიყვნეს, და იყო მათ შორის დიდი
Line: 25    
რაჲმე განწვალებულებაჲ და ზღვევოანი შფოთებაჲ, და თითოეული კერძოჲ მოსასრველად
Line: 26    
დასდებდა ქალაქსა თჳსსა, არა თუ დაიმტკიცოს მას ნებაჲ თჳსი, და
Line: 27    
საქმით სრულ ყოს განზრახული, ოდეს იგი ამბროსი ვინმე განაგებდა ფლობასა
Line: 28    
მის სამთავროჲსასა, რომელიცა მეყსეულად ეკლესიად შევიდა, ვითარცა დამცხრობელი
Line: 29    
შფოთებისაჲ, ხოლო ერმან ურთიერთასისა ხმობისა დამტევებელმან
Line: 30    
ერთითა ხმითა ამბროსი ეპისკოპოსად იძიეს, რომელი კათაკუმეველ იყო ჯერეთ,
Line: 31    
და ვითარმედ "დიდად შევიერთნეთო", ხმობდეს, "და ერთისა სარწმუნოებისა
Line: 32    
აღსაარებასა მოუჴდეთ თანად ორნივე კერძონი, უკუეთუ ამბროსი მოგუეცეს ჩუენ
Line: 33    
ეპისკოპოსად". რომელი ესე ვითარცა ცნა რაჲ ღმრთის-მსახურმან უალენტინიანე,
Line: 34    
ბრძანა ნათლის-ცემაჲ და ჴელდასხმაჲ ამბროსისი ფრიადისა სათნოებისა
Page: 293   Line: 1    
მწამებელმან მის-თჳს. და ვითარცა ჴელთ-დასხმულ იქმნა იგი, ესე ვითარი მადლობაჲ
Line: 2    
შეწირა მეფემან ღმრთისა: "მადლი შენდა, მეუფეო ყოვლისა მპყრობელო
Line: 3    
და მაცხოვარო ჩუენო, რამეთუ კაცსა ამას მე ვიდრე-მე ჴორცნი, ხოლო
Line: 4    
სულნი ჴელთ უსხენ კაცთანი, და მართლად გამოაჩინენ განჩინებანი გამორჩევისა
Line: 5    
ჩემისანი". ხოლო იტყჳან ამას, ვითარმედ უსამართლოების-მოქმედთა მთავართა
Line: 6    
წინაშე მეფისა ამხილა მჴნემან ამბროსი.



Line: 7  [ღრატიანჱს-თჳს.]


Line: 8       
მაშინ უკუე უალენტინიანე დიდი კერძოთაგან ღალიასათა ბრძოლისა-თჳს
Line: 9    
სავრომატთაჲსა ილლჳრიკედ მოსრული და დამწყებელი ბრძოლისაჲ ანაზდაითმან
Line: 10    
ეულებამა შეიპყრა და აღესრულა. რამეთუ მოციქულნი მიუვლინნეს სავრომატთა
Line: 11    
ძიებად მშჳდობისა. რომელთა მხილველმან უალენტინიანე იკითხა, უკუეთუ
Line: 12    
ესე ვითარნი არიან ჰასაკნი სავრომატთანი. და ვითარცა უთხრეს, ვითარმედ
Line: 13    
ურჩეულესნი მათნი მოუვლენიან მათ მოციქულად, ხმა ყო დიდად: "ნამდჳლვე
Line: 14    
საწუნელობა არს მეფობასა ჰრომთაჲსა, უკუეთუ ესე ვითარნი არიან ურჩეულესნი
Line: 15    
სავრომატთანი და იგინი მბრძოლად-აღდგომასა იკადრებენ ჰრომთასა". ესრეთ
Line: 16    
უკუე ფრიადისაგან დაცალიერებისა და მოკლებისა სისხლისა მოკუდა იგი
Line: 17    
ღელეს რასმე შინა ღალიასასა, დამტევებელი მკჳდრად მეფობისა მისისა ძისა
Line: 18    
თჳსისა ღრატიანჱსი, რომელი ავღუსტოსი იყო მაშინ, და უალენტინიანჱსი,
Line: 19    
ფრიად ჭაბუკისაჲ ჰასაკითა და არა ოდეს ღირსქმნულისაჲ წუთღა ნიშსა რასმე
Line: 20    
მეფობისასა, რომელი იძულებამან ჴელმყოფელთამან ადგილსა მეფობისასა მიტაცებად
Line: 21    
განმზადებულ ყო და თჳნიერ ძმისა მისისა შემოსაჲ პორფირისაჲ არწმუნა
Line: 22    
პროვოს ვინმე მაშინ სარწმუნომან განმზრახმან მისსა ქმნისამან. ხოლო იმეფეს
Line: 23    
ღრატიანე და უალენტინიანე, ძმამან მისმან, სამ წელ. რომელთა-ზე იქმნა ძრვაჲ
Line: 24    
დიდი და საშინელი, ვიდრეღა ფრიადი მოშორებაჲ ზღჳსაჲ იქმნა ალექსანდრიას,
Line: 25    
და ნავნი ჴმელსა ზედა იპოვნეს მდგომარედ, ხოლო სიმრავლე ერისაჲ შემო-რაჲ-კრბა
Line: 26    
ხილვად განსაკრთომელისა მის სახილავისა, კუალად უკუნდგა წყალი
Line: 27    
და უშორეს ჩუეულებისაებრისა ადგილისა განვიდა, და დანთქნა კაცნი ხუთნი ბევრნი
Line: 28    
და მუნ ვიდრე-მე დამთხუეულნი ნავნი დაფარნა წყალმან, ხოლო მდინარესა
Line: 29    
შინა ნილოსსა პოვნილნი განსთხინა იგინი მდინარემან ჴმელად სტადიონსა ასოთხმეოცსა.
Line: 30    
ამას თანა კრიტისაცა და აქაიაჲსა და ვიოტიაჲსა და ჴმელისა და
Line: 31    
სიკილიისა მრავალთა ადგილთა შეემთხჳა მაშინ წარწყმედაჲ აღმოსლვითა ზღჳსაჲთა,
Line: 32    
და მრავალნი ნავნი ამაღლებითა ზღჳსაჲთა მთათა ზედა განყარნეს სიშორესა
Line: 33    
ასისა სტადიონისასა, ხოლო ჭალაკთა ვრეტანიისა და აფრეკეთისათა ესევე
Line: 34    
შეემთხჳა და უძჳრესი, და კნინღა და ყოვლისა სოფლისა ზღჳს მახლობელნი
Page: 294   Line: 1    
ადგილნი, რომელნიმე ძრვისაგან, ხოლო რომელნიმე ზღჳსაგან დაინთქნეს. მერმეცა
Line: 2    
დიდთა შინა და სახელოანთა უფსკრულთა, ვითარ იგი არს უფსკრული
Line: 3    
ამფი ტონ ადრიაჲსა და ეგეოჲსაჲ და სხუათა მრავალთა, განყვნეს და დადგეს
Line: 4    
ვითარცა ზღუდე ამიერ და იმიერ წყალნი. და გამოჩნდა ჴმელი. და მრავალნი
Line: 5    
ნავნი იპოვნეს მცურვალედ მაშინ და ფსკერად უფსკრულისა შთასრულნი კუალად
Line: 6    
აღმოჴდეს ადგილსავე თჳსსა მოგებითა წყლისაჲთა. ხოლო მიმდემად და ზედაჲს-ზედა
Line: 7    
ქმნითა ძრვათაჲთა ერთი ქალაქი ბითჳნიისაჲ სრულიად მოოჴრდა და
Line: 8    
გარეშემოთა სოფელთა აგარაკნი და ნაქმარნი მრავალნი. ხოლო გერმიდ წოდებული
Line: 9    
იგი ქალაქი ელისპონტოჲსაჲ სრულიად საფუძველითგან აღმოიფხურა. და
Line: 10    
ამათ თანა დანახეთქნი დიდნი და მრავალნი მრავალთა და თითოსახეთა ადგილთა
Line: 11    
შინა შეიქმნნეს, ვიდრეღა შიშისაგან მთათა შინა მკჳდრობდეს კაცნი. ხოლო უწჳმროებისაგან
Line: 12    
მრავალნი პირუტყუნი ცხოველნი და კაცნი განიხრწნნეს.



Line: 13  თევდოსის-თჳს დიდისა.


Line: 14       
ესრეთ შემდგომად ღრატიანნჱსა მეფე იქმნა თევდოსი დიდი ათშჳდმეტ წელ.
Line: 15    
მაშინ მამაჲ თევდოსისი, თევდოსიდ სახელდებული იგიცა, დიდთა ძლევათა წარმართებითა
Line: 16    
და ნათესავისა ბარბაროზთაჲსა განმჭრელობითა უკეთილპოვნიერეს ჰყოფდა
Line: 17    
საზღვარსა ჰრომთა სოფლებისასა. ამან უკუე ძე თჳსი სასოებითა ვიდრე-მე დიდი,
Line: 18    
ხოლო დღითა მცირე, - რამეთუ წარ-ოდენ-ევლო მაშინ ჰასაკი სიჩჩოებისაჲ,
Line: 19    
-- სჳნკლიტიკოსსა ვისმე ამაქსოვიოსს, რომელი თანაზიარ ქებათა და განზრახვისა
Line: 20    
მისისა იყო, მისცა იგი განსაწურთელად. ხოლო ამაქსოვიოს მისდა
Line: 21    
ჴელთ-დებული იგი ყრმაჲ მშჳდითა მასწავლელობითა და მკსინვარითა მლიქნელობითა
Line: 22    
ბრწყინვალედ წარმართებად ცხორებისად მოიყვანა. ვინაჲცა მუნ ყოფასა
Line: 23    
თევდოსისსა ძილსა შინა მხილველად ითქუმის იგი თავისა თჳსისად სამეფოჲთა
Line: 24    
ქლამინდითა და პორფირითა შემკობილად. და ვითარცა მოკუდა ბერი უალენტინიანე,
Line: 25    
მაქსიმინოს მთავარმან ჳპარხოზობაჲ ღალიელთაჲ ბორგნეულობად
Line: 26    
შეცვალა და ღონისა რაჲსმე მომპოვნებელმან თევდოსი მოხუცებულისა უპირატესთა
Line: 27    
პატივთა მიერ შემკობილისა მოკლვაჲ განაჩინა. რომელმან პირველ სიკუდილისა
Line: 28    
საღმრთოჲ ნათლის-ღებაჲ მიიღო და ესრეთ უკუდავისა ცხორებისა
Line: 29    
დასაბამსა დამწყებელი აღესრულა. ამათვე უკუე ჟამთა შინა ყრმაჲ თევდოსი პატივითა
Line: 30    
დუკობისაჲთა პატივცემულ იყო, რომლისა მიმართ იგივე მამული ისარი
Line: 31    
შურისაჲ ტყორცებულ იქმნა მაქსიმინოჲს მიერ. არამედ ღმერთმან დაიცვა
Line: 32    
იგი მისდა მიცემადისა მის-თჳს პატივისა და ჴელმწიფებისა და მამულად თჳსა
Line: 33    
ქუეყნად სპანიელთა, რომელსა შინა შობილ იყოცა, წარიგზავნა ბრძანებითა სამეფოჲთა,
Page: 295   Line: 1    
და მუნ მყუდროებით და სიმშჳდით გარდაიჴდიდა ცხორებასა, ოდეს
Line: 2    
იგი მიიყვანაცა მეუღლედ პლაკილლა. რომელი იგი ბუნებასა გულის-სიტყჳთა
Line: 3    
და ამბავსა მძლე ექმნებოდა საქმითა მაშინ უკუე უალენტინიანე მოუწერა მეფესა
Line: 4    
ღრატიანეს, რათა ბრძანებით მიუვლინოს მას თევდოსი ხოლო შეეხო რაჲ
Line: 5    
მგზავრობასა თევდოსი და ცნა სიკუდილი უალენტინიანჱსი, მივიდა ქალაქად,
Line: 6    
რომელსა ეწოდებოდა სერმიონ. ხოლო გუთნი ყოველთავე ქალაქთა და სოფელთა
Line: 7    
ურიდად ზედამარბეველ ექმნებოდეს და განჰხრწნიდეს, და მჴედრობაჲ ჰრომთაჲ
Line: 8    
ძლეულად და დამდაბლებულად იხილვებოდა წინაშე მათსა. მაშინ მეფემან
Line: 9    
ღრატიანე მიუწოდა თევდოსის ქალაქით სერმიონით და განზრახვითა სჳნკლიტიკოსთა
Line: 10    
ჰრომთა მოშურნეთა მისთაჲთა მცირედთა თანა მჴედართა ნამდჳლვე
Line: 11    
ეგოდენ მძჳნვარისა მიმართ მბრძოლისა ნათესავისა მივლინებაჲ თევდოსისი
Line: 12    
ირწმუნა. და მაშინ სადმე ზღვევოანითა პატივითა სტრატილატობისაჲთა პატივცემულობაჲ
Line: 13    
მისი ჯერ იჩინა. და მეფემან ვიდრე-მე ძმაცულობისა მის და
Line: 14    
შურისა უკეთურებაჲ ვერ აგრძნა მაშინ ხოლო თევდოსი, სძლო რაჲ სიმტკიცით
Line: 15    
უძლეველად საგონებელსა მას ნათესავსა გუთთასა, ფრიადითა მოსწრაფებითა
Line: 16    
ძლევა შემოსილი წარმოუდგა მეფესა და საღმრთოჲთა განჩინებითა მიიღო
Line: 17    
კუერთხი მეფობისაჲ რამეთუ თჳთ ღრატიანე დაასხნა მას ჴელნი მეფედ და
Line: 18    
ახალი რაჲმე და საკვირველი შეჰმოსა მას პორფირი, ვითარცა ძუელსა მეფესა,
Line: 19    
და, ვინაჲთგან მჴართაჲთგან ზედაჲთ უმაღლეს იყო ჰასაკოვანთა კაცთასა, ვერ
Line: 20    
შეუძლეს შემოსად მისსა ქლამანდი სხუათა მეფეთაჲ, - რამეთუ ვითარცა ზეშთა-აღმატებულმან
Line: 21    
ყოველთამან სიდიდითა მცირედ გამოაჩინა სიმაღლითა ჰასაკისაჲთა
Line: 22    
ყოველი შესამოსელი, - დასასრულსა უფროჲსად კეთილმსახურისა მეფისა
Line: 23    
კოსტანტინჱს პორფირითა შემოსილი შემკული განაბრწყინვეს, და ესრეთ უკუე
Line: 24    
ღრატიანე კერძონი დასავალისანი თავსა თჳსსა და ძმასა დაუმარხნა, ხოლო თევდოსის
Line: 25    
საჭენი აღმოსავალისანი ჴელთ უსხნა. ვინაჲცა მრავლისა კეთილად-მსახურებისა
Line: 26    
და სიმჴნისა წარმმართებელი ღრატიანე მაქსიმჱს მიერ მთავრისა, რომელი
Line: 27    
აღდგა ადგილთა ზედა ვრეტანიისათა, სიქველითა დუკისაჲთა ლოღდონეს
Line: 28    
შინა თჳსთა მიერ განცემული უფროჲსღა იძულებითა მბრძოლთაჲთა მიჭირვებული
Line: 29    
მოიკლა. ხოლო უვალენტინიანე, ძმაჲ მისი, იტალიას იქცეოდა, რომელმან-ცა
Line: 30    
სიკუდილითა ძმისაჲთა და შიშითა მძლავრისაჲთა შეძრწუნებულმან მშჳდობაჲ
Line: 31    
ითხოვა მაქსიმჱსგან ჩემებით, და მანცა ჩემებითვე სიხარულით მიითუალა თხოვაჲ
Line: 32    
მისი.

Line: 33       
მაშინ იუსტინე დედამან მისმან არიანოზთა წვალებისა მაკუდინებელნი წამალნი,
Line: 34    
რომელნი იგი დაფარულად აქუნდეს სიცოცხლესა ქმრისასა, რწმუნებით
Line: 35    
ცთუნებითა ძისაჲთა გამოაცხადნა კადნიერებით, და არწმუნა მას, რათა ჴელითა
Page: 296   Line: 1    
მჴედართაჲთა ამბროსი ვიდრე-მე მართლისა სიტყჳსა-თჳს წინააღმდგომი მისი
Line: 2    
მედიოლანელთა ეკლესიით განიჴადოს და ექსორიად წარსცეს, ხოლო ეკლესიაჲ
Line: 3    
განბძაროს და მბრძოლად აღუდგეს წმიდათა ოდეს იგი ვენივოლოს ვინმე დიდი
Line: 4    
პატივთა შინა არა შეცთომილ იქმნა ქადებათაგან დედოფლისათა, არამედ სამჴედართმთავროჲსა
Line: 5    
სარტყლისა და პატივთასა უმეტეს პატივის-მცემელმან მართლმადიდებელისა
Line: 6    
სარწმუნოებისამან ფერჴთა თანა მეფისათა დააგდო სარტყელი
Line: 7    
თჳსი.

Line: 8       
ხოლო მთავარსა მაქსიმეს ვინაჲთგან ენება, რათა უპატივოჲ სახელი მძლავრებისაჲ
Line: 9    
განიძარცოს და სჯულიერად მეფედ გამოაჩინოს თავი თჳსი წარცემითა
Line: 10    
წიგნისაჲთა უღმრთოებისა ჴელყოფად მოილიქნა იუსტინა და ბრძოლაჲ სარწმუნოებისა
Line: 11    
ღმრთისა და კათოლიკე ეკლესიისა დაწყნარებისაჲ აღუთქუა და ესრეთ
Line: 12    
მიახლებად იწყო იტალიისა. რომელი ესე ისწავა რაჲ იუსტინა, ერთბამად
Line: 13    
ბრძოლისა მის და მძლავრისა და ბოროტად-მსახურისა სჳნიდისისა მიერ შეკდეული
Line: 14    
სილტოლად მიდრკა და ექსორიობაჲ დაიმკჳდრა თჳთ, რომელი იგი მან
Line: 15    
განუმზადა მღდელთა. ხოლო მეფე უალენტინიანე შემდგომად საწყალობელისა მის
Line: 16    
მლტოლვარეობისა მშობელისა მისისა იტალიისაგან დაკლებულ იქმნა და თჳსისა
Line: 17    
მეფობისაგან განიჴადა. და აღმოსავალისა კერძოთა მიიმართა, სადა იგი ესრეთ
Line: 18    
შეწყნარებულ იქმნა კეთილმსახურისა მეფისა თევდოსის მიერ, ვიდრემდის უფროჲსღა
Line: 19    
მეფედ მათ ადგილთად და არა ექსორიობით მოქალაქედ საგონებელ იყო,
Line: 20    
სადა იგი არაწმიდისა მის წვალებისა ბიწთაგან განწმედითა თევდოსის მიერ
Line: 21    
განსთხია ყოველი გესლი მისი, რომლითა ბიწიან ექმნა იგი უგუნურსა დედასა
Line: 22    
და ქრისტესა შეეძინა სარწმუნოჲთა სწავლითა თევდოსისითა. და რამეთუ მრავალგზის
Line: 23    
განსწავლულმან თევდოსის მიერ მოსავყოფად სარწმუნოებისა ისწავა
Line: 24    
მეფობრივი წყობის-ყოფაჲ, რომელი არა საჭურველთა, არამედ კეთილთა მიზეზთა
Line: 25    
მიერ წარემართებოდა. და ესე ვითარი უკუე იყო თევდოსის მიერ უალენტინიანჱს
Line: 26    
მიმართ თქუმული სიტყუაჲ:

Line: 27       
"უწყი, ჰრქუა, მრავალგზის, უალენტიანე, მოცალეობასა შინა მჴედრობისასა
Line: 28    
კეთილმსახურთა მეფეთა მიერ წარმართებაჲ ძლევისაჲ და მორჩილად მისსა მიყვანებაჲ
Line: 29    
წინააღმდგომთა უმჴნოჲსა ბანაკისაჲ. რამეთუ ესრეთ ყოვლად-საღმრთომან
Line: 30    
კოსტანტინე ღმრთისა-მიერთა შეწევნათაგან განმტკიცებულმან ღმერთსა ზედა
Line: 31    
განმძლავრებულმან ლიკინიოს ნავთ-დანთქმულებითა მოსპო ესრეთ დიდებულმან
Line: 32    
უალენტინიანე, მამამან შენმან, უვნებელად მბრძოლთაგან ბედნიერებასა შინა
Line: 33    
დაასრულა მეფობაჲ, რამეთუ ღმერთი უშჯიდა მას და აღურიცხუველნი ბრძოლანი
Line: 34    
და მოულოდებელნი ძლევანი მიითუალნა მრავალთა წარმართთა თითოეულსა
Line: 35    
ჟამსა შინა მომსრველმან. ხოლო უვალი, მამის ძმამან მისმან, განმარისხებელმან
Page: 297   Line: 1    
ღმრთისამან, შეამწინკულა ეკლესიაჲ მწინკულევანმან მოწყუედითა წმიდათაჲთა
Line: 2    
და ექსორიობითა სამღდელოთა კაცთაჲთა, რომელი სათნოყოფითა ღმრთისაჲთა
Line: 3    
გუთთა მიერ ძლეული და დამდაბლებული დაიწუა. და ძეს უკუე სახელსა მწვალებელობისასა
Line: 4    
განმკუთნველი განხუედა ბრძოლად?. ამის-თჳს არა მართლად-მსახური
Line: 5    
ქრისტჱსი განგჴადა შენ უსამართლომან, და ურწმუნოებამან შენმან შემოიყვანა
Line: 6    
მძლავრებაჲ მაქსიმჱსი. რამეთუ იგი მეფისა ოდენ მძლავრად გამოჩნდა,
Line: 7    
ხოლო შენ ღმერთსა ზედა აღიღე ბრძოლაჲ. მოგცე უკუე შენ მჴედრობაჲ და
Line: 8    
მოგანიჭო შეწევნაჲ. გარნა უკუეთუ ქრისტჱს-შემცოდედ ვიპოვნეთ, ვის ვჰხადოდით
Line: 9    
თანაშემწედ ბრძოლათა შინა?" ესე და უმრავლესნი ამათნი შჯულ უსხნა
Line: 10    
თევდოსი უალენტინიანეს და მართლამადიდებელისა სარწმუნოებისა მიმართ კუალად
Line: 11    
აგო. ამათ შინა რაჲ იყვნეს იგინი, მოკუდა უკუე დედაჲ მისი იუსტინა.
Line: 12    
ხოლო მეფემან თევდოსი ვითარცა მრწმუნებელმან სიტკბოებისა მეფობრივისამან
Line: 13    
და მომჴსენებელმან ღრატიანჱს ქველის-მოქმედებათამან ყოველი ძალი აღმოსავალისაჲ
Line: 14    
ნაცვლის-მიგებისა-თჳს განმზადებულ ყო და უსაჯა მართალსა სისხლსა
Line: 15    
და განმჴდელმან მძლავრებისამან მეფობასავე თჳსსა ზედა კუალად აგო უვალენტინიანე.
Line: 16    
ხოლო თჳთ შემდგომად ამათსა შევიდა ჰრომედ და განაცხადა ძლევაჲ
Line: 17    
და ესრეთ თჳსისავე სამეფოჲსა და მეფობისა მიმართ მიიქცა.

Line: 18       
ესრეთ უკუე დღეთა მათ, რომელთა შინა კაცთ-მოყუარემან ღმერთმან აღადგინა
Line: 19    
დიდი თევდოსი მეფე და არწმუნა მას საყდარი მეფობისა ჰრომთაჲსაჲ,
Line: 20    
მიიყვანა ცოლად ასული უპირატესისა თჳსისა მეფისაჲ, და უშვნა მას ორნი ძენი,
Line: 21    
არკადი და ონორი. და ვითარცა აღორძნდეს იგინი და მოვიდეს ჰასაკსა სამღდელოთა
Line: 22    
წიგნთა სწავლისასა, წარავლინა ყოველსა შინა სამეფოსა თჳსსა, რათა
Line: 23    
უძიონ მას კაცი სიტყჳერი და ტრფიალი საღმრთოჲსა მოღუაწებისაჲ, შემკული
Line: 24    
შიშითა ღმრთისაჲთა ჭეშმარიტებით და არა ჩემებით, რომელსა აქუნდეს მეცნიერებაჲ
Line: 25    
ღმრთისაჲ უნაკლულოებით და რომლისაჲ შეუგვანდეს მას მიცემაჲ
Line: 26    
შვილთა მისთაჲ, რათა განსწავლნეს იგინი ყოველსავე წერილსა საღმრთოსა და
Line: 27    
კაცობრივსა. რამეთუ არა ინება მიცემაჲ მათი საზოგადოდ სასწავლოდ, რათა
Line: 28    
არა ისწაონ სხუათა ყრმათაგან; რაჲ იგი არა ჰნებავს ღმერთსა, და დაისახნენ
Line: 29    
პირველითგანვე სიტყუათა მიერ ურგებთა და მავნებელთა. ამისი მგონებელი მეფე,
Line: 30    
ვითარცა თქუმულ არს, ფრიადსა მოსწრაფებასა დასდებდა პოვნისა-თჳს
Line: 31    
ეგე ვითარისა მის კაცისა. და, ვითარ მიმოეფინებოდეს ბრძანებანი ყოველსა შინა
Line: 32    
საბრძანებელსა მისსა, ვერ შეუძლეს პოვნაჲ ეგე ვითარისა ვისიმე, რომელიმცა
Line: 33    
კმა ეყოფოდა აღმავსებელად წადიერებასა მეფისასა. არამედ ოდესმე ჰპოებდეს
Line: 34    
კაცსა ფილოსოფოსსა, გარნა არა ღმრთის-მოყუარესა. ხოლო კუალად ჰპოებდეს
Line: 35    
ღმრთის-მოყუარესა და არა ფილოსოფოსსა. აღორძნდეს უკუე ყრმანი იგი
Line: 36    
და არა თავს იდვა სასწავლოდ წარვლინებაჲ მათი პირველ თქუმულისა მის მიზეზისაგან
Page: 298   Line: 1    
დაყენებულმან. და ვითარ ვერ პოვა საძიებელი თჳსი, წარავლინა
Line: 2    
ჰრომედ მეფისა მიმართ ჰრომთაჲსა თხოვად ესე ვითარისა კაცისა და მიუწერა
Line: 3    
მას, ვითარმედ დიდად მადლიერ ექმნების ამისისა ქმნისა-თჳს. ხოლო მეფემან
Line: 4    
მიუწოდა პაპას, უჩუენა მას წიგნი მეფისა თევდოსისი და ჰრქუა ვითარმედ "უჯერო
Line: 5    
არს არა ქმნაჲ სათხოველსა ამას ჩუენ თანა მეფისასა. რამეთუ სირცხჳლ არს
Line: 6    
მპყრობელობისა ჩუენისა არა პოვნაჲ დიდსა შინა ჰრომსა ესე ვითარისა კაცისაჲ".
Line: 7    
და ვითარცა ძებნეს და გამოიძიეს, ვერ პოვეს. და ვითარ მრავალსა რას იგონებდეს
Line: 8    
და იურვოდეს ამის-თჳს, ჰრქუა მეფესა პაპა: "არს ჩუენ თანა დიაკონი
Line: 9    
ვინმე ქალწული დისა თანა თჳსისა. სახელი მისი არსენი. რამეთუ სხუაჲ მსგასი
Line: 10    
მისი არა იპოების შესაბამად საქმისა მაგის, რომლისად ეძიებს მეფე თევდოსი
Line: 11    
განმასწავლელად ყრმათა მისთა ყოვლითავე მეცნიერებითა საღმრთოჲთა
Line: 12    
და კაცობრივითა. გარნა არა უწყი, უკუეთუ თავს იდვას მან, რამეთუ რაოდენიმე
Line: 13    
ჟამი აქუს, ვინაჲთგან უჯმნეს გარეშისა სწავლისაგან. არამედ ნუ უკუე და თავს
Line: 14    
იდვას, უკუეთუ ბრძანოს მპყრობელობამან თქუენმან და მიუწოდოთ მას და გულსავე
Line: 15    
ვყოთ ამის-თჳს. ესე რაჲ ესმა მეფესა, განიხარა ფრიად და მიავლინეს და მოუწოდეს
Line: 16    
არსენის. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, თქუა მისსა მიმართ მეფემან: "არა
Line: 17    
დაეფარა მპყრობელობასა ჩუენსა საღმრთოჲ მოქა-ლაქობაჲ და სათნოჲ ცხორებაჲ
Line: 18    
შენი არამედ სამარადისოდ მსმენელნი კეთილისა ქცევისა შენისანი ყოვლად ვიხარებდით
Line: 19    
ამას ზედა. ვინაჲთგან უკუე თანა-მეფემან ჩუენმან თევდოსი მოციქული
Line: 20    
მოავლინა ჩუენდა სავედრებელად, რათა მიუვლინეთ მას კაცი ეგე ვითარი,
Line: 21    
რომელმან განსწავლნეს შვილნი მისნი ყოვლითა ღმრთის-მსახურებითა. ამის მიზეზისა-თჳს
Line: 22    
მოგიწოდეთ შენ, ვითარცა საღმრთოსა კაცსა, რათა წარხჳდე მისსა
Line: 23    
და მოცემულისა-ებრ შენდა ღმრთისა მიერ მადლისა განჰსწავლნე იგინი. რამეთუ
Line: 24    
არა მარტივად და ვითარ დამთხუევით გჳშვიეს ამისი რწმუნებაჲ სხჳსა ვისიმე
Line: 25    
თჳნიერ შენისა კრძალულებისაჲ". ხოლო არსენი მიუგო და ჰრქუა მეფესა: "არა
Line: 26    
უმეცარ არს, უფროჲსად ღმრთის-მსახურო მეფეო, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი პაპა
Line: 27    
უნდოებისა ჩემისა, ვითარმედ ჟამი მაქუს, რაჲთგან არღარა შთამიხედვან გარეშესა
Line: 28    
ფილოსოფოსობასა, უფროჲსღა ვინაჲთგან ჴელთ-დასხმაჲ ესე მომიღებიეს
Line: 29    
უღირსსა არცა ეგე ვითარისა მის ჴელოვნებისა წიგნთადა შთამიჭურეტიან".
Line: 30    
რომელსა პაპა მიუგო ესრეთ. "ვითარმედ ჭეშმარიტ უკუე არიან შენთჳს თქუმულნი,
Line: 31    
ქრისტჱს-მოყუარე მეფე ჩუენი გულსავსე გჳქმნიეს, და ნამდჳლვე ეგრეთ
Line: 32    
არიან ეგე. და რამეთუ ფრიად ვაქეთ ამას შინა სათნოჲ მოქალაქობაჲ შენი. გარნა
Line: 33    
ვინაჲთგან საღმრთოჲ ბრძანებაჲ არს მეფობრივი განჩინებაჲ, და სათნო
Line: 34    
ღმრთისა არს საქმე, რომლისა-თჳს ჩინებულ ხარ, გლოცავთ, რათა განსცე
Page: 299   Line: 1    
თავი თჳსი ესე ვითარსა ამას საქებელსა ჴელყოფასა. რამეთუ ძალ გიც ღმრთისა
Line: 2    
მიერ მოცემულითა შენდა მადლითა კეთილად-მსახურებით და სათნოდ-განსწავლად
Line: 3    
მათდა, და არა ამით ხოლო, არამედ ფილოსოფოსობასაცა ზედა რგებად მათდა
Line: 4    
ჩუენებითა და უწყებითა მათითა საქიქელობასა და ბილწებასა ბოროტად-მსახურთა
Line: 5    
კერპებისასა, რომელთა ღმრთად სახელ სდებენ განცოფებულნი ელენნი, და
Line: 6    
რათა არა სარწმუნო უჩნდეს ზღაპრობანი მათნი. არამედ ეშმაკადცა უწოდდენ მათ
Line: 7    
და ჰბასრობდენ საძაგელებათა და საოცრებათა მათთა". ამათ და ესე ვითართა
Line: 8    
სიტყუათა მიერ არწმუნეს საკჳრველსა არსენის და ყოვლითა დიდებითა და პატივითა
Line: 9    
წარავლინეს იგი კეთილმსახურისა მეფისა თევდოსისა და მიუწერეს მას
Line: 10    
მეფემან და პაპა ვითარმედ "ბრძანებისა-ებრ თქუენისა წარმოგჳვლენიეს თქუენდა
Line: 11    
კაცი, რომელსა ძალ უც მადლსა თანა საღმრთოჲსა განსწავლაჲ საყუარელთა შვილთა
Line: 12    
მყუდროებისა შენისათაჲ ყოვლითა სიბრძნითა და სათნოებითა". მაშინ უკუე
Line: 13    
არსენი მისცა დაჲ თჳსი მონასტერსა ქალწულთასა და თჳთ ნავით-მავალ იქმნა
Line: 14    
კოსტანტინუპოლედ. ხოლო მეფემან თევდოსი მიიხუნა რაჲ წიგნნი და წარიკითხნა,
Line: 15    
მიუწოდა არსენისცა. და, ვითარცა იხილა იგი წესითა და სახითა განკრძალულითა,
Line: 16    
რამეთუ პატიოსანი აქუნ ფერი და კეთილად-წესიერი სახედველი,
Line: 17    
მდაბალი ცნობაჲ და საღმრთოთა და კაცობრივთა-თჳს ყოვლად-ბრძენი გონებაჲ
Line: 18    
და, შემოკლებულად ითქუმოდედ, შემკულ იყო ყოვლითავე ქრისტჱს-მიერითა
Line: 19    
სათნოებითა. განიხარა სიხარულითა დიდითა და ესრეთ თქუა მისსა მიმართ:
Line: 20    
"ცხად არს უკუე სახისაგანცა და ქცევისა და ჩუეულებისა და სიტყჳს-გებისა
Line: 21    
შენისა სათნო და ღმრთისა-მსახურყოფაჲ შენი, და, ვითარ იგი მომიწერეს ჩუენ
Line: 22    
თანა-მეფემან ჩუენმან და დიდისა ჰრომისა უფროჲსად წმიდამან პაპამან, ეგრეთ
Line: 23    
და ვიხილეთცა. რამეთუ ჭეშმარიტი მოწერეს. აწ უკუე არცა შენ უმეცარ ხარ,
Line: 24    
თუ რომლისა მიზეზისა-თჳს მოგავლინეს ჩუენდა მომართ, არამედ ჩუენმანცა
Line: 25    
მპყრობელობამან პირის-პირ მიგითხრას შენ, ესე იგი არს მასწავლელყოფისა-თჳს
Line: 26    
შვილთა ჩუენთაჲსა, რათა ყოვლითა ღმრთის-მსახურებითა და შიშითა ღმრთისაჲთა
Line: 27    
განჰსწავლნე იგინი, ამას თანა ყოველი საზღვარი ფილოსოფოსობისაჲ ზედა-მიწევნით
Line: 28    
დაასწაო მათ. გარნა ნუ_რა_რას იკრძალვი ნუცა ირიდები მათდა მიმართ
Line: 29    
მოჴსენებითა ამისითა, ვითარმედ შვილნი ჩუენნი არიან, ნუცა კუალად ვითარცა
Line: 30    
მეფეთა მოწიწებით და პატივით ექცევი მათ, არამედ ვითარცა შვილნი
Line: 31    
და მოწაფენი იგინი და. რაჟამს სცდებოდინ, ჴელმწიფობით კდემულ ჰყოფდ
Line: 32    
მათ". და ესენი რაჲ წარმოთქუნა მეფემან თევდოსი, გამოიყვანნა არკადი და
Page: 300   Line: 1    
ონორი, მისცნა იგინი ჴელთა მისთა და ჰრქუა ძეთა თჳსთა: "აჰა ამიერითგან ესე
Line: 2    
არს ჩემი და თქუენი მამაჲ და მოძღუარი. მორჩილ ექმნენით მას ყოველსავე
Line: 3    
შინა, ვითარცა მამასა, და ნუ_რა_რას ზედა ურჩ ექმნებით მას, ნუცა წინაგანეწყვებით.
Line: 4    
რამეთუ მიმცნიეს მისდა, რამეთუ უკუეთუ წინააღმდგომად მისსა
Line: 5    
სცთებოდის ვინმე თქუენგანი, ჴელმწიფობით კდებულ ყოს იგი, ვითარცა მოწაფე
Line: 6    
თჳსი". და ამათმან მეტყუელმან განუჩინა მათ მახლობელად სამეუფოჲსა სასუენებელისა
Line: 7    
სახლი დიდი და მას შინა ქცევაჲ უბრძანა მათ. და ესე ამის-თჳს
Line: 8    
მოიჴელოვნა მეფემან, რათა ზედაჲს-ზედა მოიხილვიდეს მათ. ხოლო დიდად
Line: 9    
პატივ სცა არსენის და უწარჩინებულეს ყო იგი ყოველთასავე პალატსა შინა,
Line: 10    
ვიდრემდის არავინ იყო მუნ უბრწყინვალესითა მოსილი შესამოსლითა, და, რათა
Line: 11    
მარტივად ვთქუა, მამად მეფისა და ძეთა მისთა იცნობებოდა იგი.

Line: 12       
მაშინ უკუე არსენი მიითუალნა რაჲ არკადი და ონორი, წურთიდა მათ
Line: 13    
ღმრთის-მსახურებითა და ასწავებდა ყოველსა სიბრძნესა საღმრთოსა და კაცობრივსა.
Line: 14    
ხოლო ვინაჲთგან მდაბალ იყო წმიდაჲ არსენი, და არა იჴუმევდა მათ, ვითარცა
Line: 15    
მოწაფეთა. არამედ ვითარცა მეფეთა. რამეთუ დასხნის იგინი ორთა საყდარსა
Line: 16    
ზედა და თჳთ წინაშე მათსა მდგომარე იყვის და ეგრეთ ასწავებდის მათ.
Line: 17    
ერთსა უკუე დღეთაგანსა შევიდა მათდა მიმართ უგრძნულად მეფე, და იხილ[ა არსე]ნი
Line: 18    
უკუე მდგომარედ, ხოლო შვილნი მისნი მსხდომარედ საყდრითა, და შეწუხნა
Line: 19    
ფრიად არსენის-თჳს და ჰრქუა მას: "ესრეთ გამცენითა შენ, რათა ვითარცა მეფეთა
Line: 20    
და არა უფროჲსღა ვითარცა მოწაფეთა იჴუმევდე ყრმათა ამათა? და რაჲ
Line: 21    
ესე ჰყავ? რამეთუ ყოვლად შეაწუხე მპყრობელობაჲ ჩუენი საქმითა ამით". ხოლო
Line: 22    
არსენი მეფისა მიმართ ჰრქუა: "არა ჯეროვანყოფად შევრაცხე, ღმრთივგანმტკიცებულო
Line: 23    
მეფეო, ჩემი მჯდომარეობაჲ, ხოლო მეფეთა წინადგომა ჩემი".
Line: 24    
ხოლო მეფემან განრისხებულმან სიტყუასა ამას ზედა საზარელითა მიხედვითა
Line: 25    
თქუა არსენის მიმართ: "შენ დაგისხმანა ეგენი მეფედ? და არა ვითარცა
Line: 26    
შვილნი და მონანი მიგცენა იგინი შენ? და რად იტყჳ მაგათ?" და ესე რაჲ
Line: 27    
თქუა მეფემან, მეყსეულად აღიხუნა ნიშან[ნ]ი მეფობისანი, რომელნი აქუნდეს
Line: 28    
თავთა ზედა მათთა, დასთხინა იგინი ქუეყანად და ყვნა იგინი თაყუანის-მცემელი
Line: 29    
ფერჴთა მისთა, და დასვა არსესი საყდართა ზედა, ხოლო მათ წინაშე მისსა
Line: 30    
დგომაჲ უბრძანა მეტყუელმან ვითარმედ "უკუეთუ ეშინოდის ღმრთისა და
Line: 31    
სჯულსა მისსა ენებოს სლვა დადაცვა მცნებათა მისთა, ძალ უც მფლობელსა ყოველთა
Line: 32    
უკუეთა, ენებოს თუ მიცემა მათდა პატივისა ამის. ხოლო უკუეთუ
Line: 33    
არა აქუნდეს შიში მისი, ვედრებით ვითხოვ ღმრთისაგან უფროჲსღა მოსპობასა
Line: 34    
მაგათსა სიჩჩოჲთგან. რამეთუ უმჯობეს არს სიკუდილი ღმრთის-მსახურებით".
Line: 35    
და ამით მეტყუელი შევიდა სასუენებელსა თჳსსა. მიერითგან უკუე კრძალვითა
Line: 36    
მეფისაჲთა არსენი არღარა დასხმიდა მათ, არამედ უფროჲსღა წარმოადგინნის
Page: 301   Line: 1    
და ესრეთ ასწავლიდის მათ.

Line: 2       
ესრეთ უკუე ამათ შინა რაჲ იყო განწმედილი არსენი, ყოვლად-ურვეულ და
Line: 3    
მწუხარე იყო. რამეთუ დიდების-მოძულე იყოდა ღმრთის-მოყუარე და გული უთქუმიდა
Line: 4    
უფროჲსღა მონაზონებრისა და დაყუდებითისა ცხორებისა შეტკბობასა, რომლისა-თჳს
Line: 5    
ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა, რათა მოაცალოს მას ვითარითაცა უწყის
Line: 6    
განგებულებითა. ერთსა უკუე დღესა პოვა წმიდამან არკადი მცთომად ცთომითა
Line: 7    
ყრმებრივითა და განმწარებულმან მის-თჳს დასდვა მას გუემაჲ მძჳნვარე, ვიდრემდის
Line: 8    
კნინღა და სიკუდილისა მახლობელნი ნიშნი მოაქუნდეს მას ჴორცთა შინა
Line: 9    
თჳსთა გუემულებისა მისგან. ხოლო არკადი მიერ დღითგან. რომლით იგუემა,
Line: 10    
ეგო მქონებელად არსენის-თჳს სიბოროტისა მრავლისა, და მიუწოდა მეჴრმლესა
Line: 11    
თჳსსა და ჰრქუა მას თჳსაგან ესრეთ: "რომლითაცა სახითა გნებავს,
Line: 12    
მომიკალ მე არსენი უგრძნულად ყოველთაგან". ხოლო მეჴრმლესა მას ესმა
Line: 13    
რაჲ საწყალობელი ესე განჩინებაჲ, ვითარცა გულსა შინა მქონებელმან შიშისა
Line: 14    
ღმრთისამან, განუცხადა არსენის არკადის მიერ მბრძანებელობაჲ სიკუდილისა მისისაჲ.
Line: 15    
მაშინ არსენი შიშითა და მწუხარებითა შეპყრობილი ევედრებოდა ღმერთსა
Line: 16    
და იტყოდა: "უფალო, მიძეღუ მე, ვითარ ვცხონდე", და ინანოდა ცემისა
Line: 17    
მის-თჳს, რომლითა იგი გუემა არკადი. ესრეთ შემდგომად მცირედთა დღეთა
Line: 18    
გარდასლვისა და მეჴრმლისა მისგან არსენის მიმართ ესრეთ მეტყუელებისა, რათა
Line: 19    
იცხოვნოს მან თავი თჳსი ვითარითავე სახითა, და მისისა დაუცადებელად
Line: 20    
მლოცველობისა, მოვიდა მისა ხმაჲ, რომელი იტყოდა: "არსენი, ევლტოდე კაცთა
Line: 21    
და სცხონდე". ესე ხმაჲ ვითარცა ესმა რაჲთ-ურთით არა რაჲ ვის უთხრა ყოვლადვე,
Line: 22    
არამედ სამოსლისა უნდოჲსა შემმოსელი შთავიდა ნავთ-სადგურად და
Line: 23    
განგებითა ღმრთისაჲთა პოვა მუნ ნავი და შესრული მას შინა მოვიდა ალექსანდრიად,
Line: 24    
და აღიკუეცა თმაჲ თავისაჲ და მიიმართა უდაბნოდ მიმართ სკიტისა. და მუნ
Line: 25    
განბრწყინვებულსა თითოსახეთა წარმატებათა მიერ კუალად ესმა მისდა მიმართ
Line: 26    
მეტყუელისა ხმისაჲ: "არსენი, ივლტოდე, დადუმენ, დაყუდენ, რამეთუ ესე არიან
Line: 27    
ძირნი უცოდველობისანი". ხოლო მეფემან თევდოსი ფრიად შეწუხებულმან მიფარვასა
Line: 28    
ზედა არსენისსა მიწერა ყოვლით-კერძო და ყოველგან ძიებაჲ მისი, და
Line: 29    
ვერ უძლო პოვნად მისსა ვიდრე დღედმდე აღსასრულისა მისისა. ხოლო მეფე იქმნნეს
Line: 30    
რაჲ არკადი და ონორი. საცნაურ იქმნა მათ, ვითარმედ ეგჳპტეს იქცევის არსენი
Line: 31    
და კეთილად მოქალაქობს მონაზონებრსა ცხორებასა, და მიუწერდეს მას მრავალთა
Line: 32    
ებისტოლეთა მვედრებელნი მისნი. რათა ილოცვიდეს იგი შვილთა-თჳს და
Line: 33    
მოწაფეთა თჳსთა. და მიუწერა მას არკადი ვედრებით, რათა შეუნდოს მას ლოცვაჲ
Page: 302   Line: 1    
იგი, რომელი ცოდა მისა მიმართ განზრახვითა სიკუდილისა მისისაჲთა. და მნებებელმან
Line: 2    
გულსავსე ქმნისა მისისამან [მიუწერა] ავღუსტალსა, ესე იგი არს დუკსა
Line: 3    
ალექსანდრიისასა, რათა მიართუას მას ბეგარი ყოვლისა ეგჳპტისა და მან
Line: 4    
განყოს იგი, სადაცა და ვითარ ენებოს, და რათა მხოლოდ შეუნდოს ოდენ და
Line: 5    
ილოცვიდეს მეფობისა მისისა-თჳს და ძმისა მისისა ონორის-თჳს, და რათა ერთგზისღათუ
Line: 6    
მიუწეროს მას პასუხი. ხოლო წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი მიწერაჲ
Line: 7    
უკუე მათი არა თავს იდვა, ხოლო მიუმცნო ესრეთ: "ღმერთმან, შვილნო,
Line: 8    
შეგინდვენინ თქუენ ყოველი და ღირს გყავნ ქმნად საღმრთოჲსა ნებისა. ხოლო
Line: 9    
საჴმართა-თჳს რომელ მიუწერე, მე სოფლისაგან მომკუდარ ვარ, და ნუ ვინ მგონებს
Line: 10    
მე რაჲთ-ურთით ცოცხლად".

Line: 11       
ხოლო კრებამან ერგასისთა მამათამან და მეფემან თევდოსი ღმრთის-მეტყუელ
Line: 12    
გრიგოლის დაუმტკიცეს ეპისკოპოსობაჲ კოსტანტინუპოლისაჲ, და
Line: 13    
არამნებებელი ამისისა ქმნისაჲ იძულებით დასუეს საყდარსა ზედა, ვითარცა ფრიად
Line: 14    
დამაშურალი და საცთურისაგან წვალებათაჲსა განმათავისუფლებელი ქალაქისაჲ რომელთაგანთა
Line: 15    
მცირედთა ვიეთმე მეგჳპტელთა ეპისკოპოსთაჲ ისწავა რაჲ შურად
Line: 16    
სიტყჳსა ამის აღდგომაჲ, აღმწერელმან სიტყუასა ქმნისასა, ნებსით დაუტევა განსაგებელი
Line: 17    
ეპისკოპოსობისაჲ და ვითარცა იჯმნა გრიგოლი ეპისკოპოსობისაგან კოსტანტინუპოლისა,
Line: 18    
ნეკტარის ჴელთ უდვა ესე მეფემან და კრებამან, რომელი ტარსელი
Line: 19    
ვიდრე-მე იყო ნათესავით, ხოლო განგებაჲ პრეტორისაჲ ეპყრა მაშინ უნათლავი
Line: 20    
უკუე ვიდრე მას ჟამადმდე, გარნა პატიოსანი ვიდრე და განკრძალული და
Line: 21    
ყოვლად-საკჳრველი სიწმიდითა ცხორებისაჲთა. ხოლო გრიგოლი დიდი ანძიანოზდ
Line: 22    
მიმართ სოფლად კაპპადოკიისა მიიწია, რომელი მამულად სამკჳდრებელად მოეგო,
Line: 23    
და დაწყნარებით დაეყუდა მუნ რაოდენთა-მე ჟამთა და უმაღლესთა ხედვათა საზომსა
Line: 24    
აღწევნული დამტევებელ იქმნა ცხორებისა მოხუცებული და სავსე დღითა
Line: 25    
და ყოველთავე სათნოებათა სრულებითა აღსავსე.

Line: 26       
მეორე წმიდაჲ კრებაჲ ასერგასისთა ღირსთა მამათაჲ იქმნა ჟამთა დიდისა
Line: 27    
მეფისა თევდოსისთა, დამასუჲს-ზე ჰრომთა პაპასა, რომლისა წინამძღუარ იყვნეს
Line: 28    
ტიმოთე ალექსანდრიისაჲ და მელეტი ანტიოქისაჲ, კჳრილე იერუსალჱმისაჲ
Line: 29    
და გრიგოლი ღმრთის-მეტყუელი, ხოლო იქმნა მაკედონიოსის-თჳს, კოსტანტინუპოლელ
Line: 30    
ეპისკოპოსისა, რომელი მსგავსად არიოზისსა ჰგმობდა იგიცა და ეგრეთვე
Line: 31    
სულსა წმიდასა არა ღმრთად ჭეშმარიტად, არამედ დაბადებულად ჰგონებდა
Line: 32    
იგი. ამან წმიდამან კრებამან, შემო-რაჲ-კრბა ეპისკოპოსად უკუე კოსტანტინუპოლისა
Line: 33    
ჴელთ-დასხმულ ყო ნეკტარიოს, მაშინ სადმე სჳნკლიტიკოსთაგანი.
Page: 303   Line: 1    
ხოლო მაკედონიოს შეაჩუენა და მის თანა საბელიოს ლიბიელი, რომელი ერთ
Line: 2    
პირსა აღიარებდა წმიდისა სამებისასა. მერმე აპოლინარიცა ლაოდიკიელი, რომელი
Line: 3    
უგონებოდ იტყოდა განჴორციელებულსა სიტყუასა, რამეთუ ნაცვალად გინებისა
Line: 4    
ქმნასა სიტყჳსასა წარჰრევდა სულსა შინა საუფლოჲსა კაცისასა და სულ
Line: 5    
უკუე წმიდაჲ ღმრთად ცხოველს-მყოფელად და თანაარსად მამისა და ძისად ქადაგა
Line: 6    
და შესძინა ნიკიელთა მამათა მიერ აღწერილსა მრწამსსა სულისა-თჳს წმიდისა
Line: 7    
ვითარმედ "უფალი და ცხოველს-მყოფელი" და შემდგომნი მაშინვე დიდი
Line: 8    
ამფილოქე ევედრა მეფესა, რათა განისხნეს ყოველთა ქალაქთაგან არიანოზნი, ხოლო
Line: 9    
იგი მჴსინვარებად აღჩენითა სათხოვლისაჲთა არა მორჩილ ექმნა მას. და
Line: 10    
ყოვლად-ბრძენმან ამფილოქე მაშინ უკუე დაიდუმა, ხოლო შემდგომად მცირედისა
Line: 11    
მოიპოვა მიზეზი ღირსი მოჴსენებისაჲ. რამეთუ კუალადცა შინაგან პალატი
Line: 12    
მეფეთაჲსა ქმნილმან და მახლობელად მეფისა მხილველმან ძისა მისისა არკადისმან
Line: 13    
მამაჲ ვიდრე-მე მოიკითხა, ხოლო ძე დაუტევა თჳნიერ მეფობრივისა მოკითხვისა.
Line: 14    
და ვითარ ჰგონა მეფემან, ვითარმედ შესცილდა ესე ამფილოქეს, უბრძანა
Line: 15    
მოკითხვაჲ ძისაცა მისისაჲ. ხოლო მან "კმა არსო" ჰრქუა, "შენდა მიძღუნებული
Line: 16    
პატივი, და ნუ ეძიებ ჩემ მიერ ძისაცა პატივის-ცემასა განთჳსებულად"
Line: 17    
რომლისა მიმართ განმწარებული მეფე თჳსად შეურაცხებად იტყოდა უპატივობასა
Line: 18    
ძისასა. მაშინ ამფილოქე ხმა ყო მეტყუელმან: "ჰხედავა, მეფე, ვითარ ვერ
Line: 19    
თავს იდებ უპატიოებასა ძისა შენისასა. ირწმუნე უკუე, ვითარმედ ღმერთსაც
Line: 20    
საძაგელ და გარემისაქცეველ უჩნან მგმობარნი ძისა მისისანი". ესე ვითარცა
Line: 21    
ესმა მეფესა, ფრიად დაუკჳრდა და მუნქუესვე დაწერა სჯული კრებულისა მწვალებელთაჲ
Line: 22    
დასამჴობელი.

Line: 23       
ამის უკუე წარმართებისა მოშურნე ქმნილმან კეთილის-მოძულემან ეშმაკმან
Line: 24    
უსახურისა რაჲსმე და კაცთ-მოძულებისა საქმისა მოიპოვა ქმნაჲ. რამეთუ კოსტანტინუპოლით
Line: 25    
გამოსრული ჰრომედ-მიმართსა ჰყოფდა მოგზაურობასა და ვითარცა
Line: 26    
თესალონიკედ მოიწია მგზავრ, და გუნდმან მჴედრობისა მისისამან წყობა
Line: 27    
ყო ქალაქისა მიმართ სამასპინძლოთა და წარსაგებელთა-თჳს, აღშფოთნეს თესალონიკელნი
Line: 28    
და მეფესა უკუე გინებანი დაასხნეს, ხოლო მთავართა მისთაგანნი
Line: 29    
ვიეთნიმე ქვადაკრებულ ყვნეს. მაშინ ჰამბავთა ამათ თხრობამან გულის-წყრომითა
Line: 30    
აღაგზნა მეფე და ვერ თავს-მდებელმან დაპყრობად მძჳნვარებასა მრისხანებისასა
Line: 31    
უბრძანა ჳპარხოზსა მის ქალაქისასა, რათა პატიჟი უწესოჲსა მის შფოთებისაჲ
Line: 32    
მიჰჴადოს ძჳრის-მოქმედთა მათ, რომელმან მო-რაჲ-იღო ესე ვითარი ჴელმწიფებაჲ,
Line: 33    
ვითარცა თჳთსჯულმან და მძლავრმან, უმსჯავროჲ მახჳლი იჴადა
Line: 34    
ყოველთა-თჳს და უბრალონი ბრალეულთა თანა მოსრნა შჳიდნი ათასეულნი. ესე
Line: 35    
უკუე განსაცდელი ისწავა ამბროსი, ეპისკოპოსმან მედიოლანისამან, ხოლო არს ესე
Line: 36    
ქალაქი იტალიისაჲ, სადა იგი მო-რაჲ-იწია მეფე და ჩუეულებისა-ებრ ენება შესლვაჲ
Page: 304   Line: 1    
ტაძრად. შეემთხჳა იგი გარე წინაბჭეთა ტაძრისათა და დააყენა შესლვისაგან
Line: 2    
კადნიერებით მხმობელმან ესრეთ: "არა მეცნიერ ხარ, ვითარ ჰგავს, მეფეო,
Line: 3    
ქმნილისა მის მესისხლეობისა სიდიდესა. რამეთუ ნუ უკუე და არცა უტევებს
Line: 4    
ძლიერებაჲ მეფობისაჲ მეცნიერებად მცოდველობისა მისლვასა. ამის-თჳს პორფირისა
Line: 5    
მიერ შეცთომილი უმეცარ ხარ უძლურებასა მის მიერ დაბურვილთა ჴორცთასა.
Line: 6    
არამედ უწყოდე, ვითარცა განხრწნადისა და წარდინებადისა მქონებელმან
Line: 7    
ბუნებისამან, ვითარმედ განხრწნადი არს და წარდინებადი მპყრობელობაჲცა და
Line: 8    
ძლიერებაჲ შენი, რომლისა-თჳს შემდგომად მცირედისა სიტყუაჲ მისცე მეუფესა
Line: 9    
მეუფეთასა. აწ უკუე რომლითა თუალითა გეგულების ხილვაჲ ტაძარსა საზოგადოჲსა
Line: 10    
მეუფისასა? ანუ რომლითა ფერჴითა დათრგუნვაჲ იატაკისა მისისა წმიდისაჲ?
Line: 11    
გინა ვითარ აღიპყრობ ჴელთა, რომელთა ჯერეთ უსამართლოჲსა მკლველობისაჲ
Line: 12    
დამოგწთჳს სისხლი? ანუ ვითარ ეგე ვითარითა ჴელითა შეიწყნარებ
Line: 13    
უხწრნელსა ჴორცსა მეუფისასა? ვითარ მიაახლებ პირსა პატიოსანსა სისხლსა მისსა,
Line: 14    
რომლითა ესოდენთა სისხლთა დათხევასა მიზეზი აღმოსთქჳ მრისხანე სიტყუაჲ?
Line: 15    
ამის-თჳს დადეგ და ნუ წადიერ ხარ მეორეთა ამათ მიერ აღორძინებასა
Line: 16    
პირველთა უსჯულოებათასა და მიითუალე განკანონებაჲ, ვითარცა ღმრთისა მიერ
Line: 17    
ზეგარდამო მივლინებული შენდა.

Line: 18       
ამათ უკუე სიტყუათა მიერ შეკდემული მეფე კუალად იქცა მუნ მყოფთა მიმართ
Line: 19    
სამეუფოთა ეზოთა სულთქუმით და ცრემლით მტირალი. და ვითარცა რვანი თთუენი
Line: 20    
ამას შინა წარჴდეს, და რაჲთ-ურთით არა სადა გამოვიდა მეფე, არამედ მჴურვალედ
Line: 21    
ინანოდა, მოიწია დღესასწაული საუფლოჲსა შობისა. მაშინ იხილა მაკისტროსმან
Line: 22    
რუფენოს, ვითარმედ არცა ჩუეულებისაებრისა წინაგამოსლვისა ქმნაჲ
Line: 23    
ეგულები ეფესა, თქუა მისსა მიმართ: "წარვიდე, მეფეო, და ვარწმუნო მღდელთ-მთავარსა
Line: 24    
განჴსნაჲ შენი კრულებისაგან, უკუეთუ გნებავს". ხოლო მან ჰრქუა: "უწყი მე
Line: 25    
ამბროსის განკრძალულებაჲ, ვითარმედ არა ისმინოს". ხოლო ვინაჲთგან უმრავლესთა
Line: 26    
სიტყუათა იჴუმევდა რუფენოს, და რწუნებასა ამბროსისსა აღსთქუმიდა, უბრძანა მას
Line: 27    
წარსლვაჲ, და სასოებისა მიერ ჴელპყრობილი თჳთცა შეუდგა შემდგომად მცირედისა.
Line: 28    
ხოლო დიდმან ამბროსი იხილა რაჲ რუფენოს, მყის ესრეთ თქუა მისსა
Line: 29    
მიმართ: "თანამზრახვალ და ზიარ ეგე ვითარისა მოსისხლეობისა, რუფინე,
Line: 30    
წადიერ ხარ ყოფასა. არამედ მე წინაჲსწარ გითხრობ, ვითარმედ მე კუალადცა
Line: 31    
დავაყენო იგი შემოსლვად საღმრთოთა წინაბჭეთა". ამათ მსმენელმან რუფინოს
Line: 32    
მიუმცნა ესენი მალემსრბოლისა მიერ მეფესა. ხოლო მეფემან საშუვალ გზისა
Line: 33    
მიწევნულ "წარვიდე", თქუა, "და კუალად შევიწყნარნე მე მშჯავრნი სიმართლისანი
Line: 34    
და ესრეთ მისრული ეკლესიად ევედრებოდა მღდელთ-მთავარსა განჴსნად
Line: 35    
კრულებისა. და იგი ვიდრე-მე მძლავრებრივად და ღმრთის წინააღმდგომად უწოდდა
Page: 305   Line: 1    
მუნ მისლვასა მას მისსა, ხოლო ესე მრავლითა სულთქუმითა და ლმობიერებითა
Line: 2    
"არა განლაღებული", ეტყოდა, "სამღდელოთა ზედა კანონთა, არამედ
Line: 3    
კრულებისაგან განჴსნისა ჩემისა ვედრებად მოვედ". და "რომელი სინანული აჩუენეო",
Line: 4    
მღდელთ-მთავარი მიუგებდა, "შემდგომად ესე ვითარისა უსჯულოებისა.
Line: 5    
ანუ რომელთა ღირსთა წამალთა მიერ განიკურნენ ძნიად-საკურნებელნი წყლულნი?"
Line: 6    
და მეფემან თქუა: "შენი უკუე არს საქმე პირველად ჩუენებაჲ და შეზავებაჲ
Line: 7    
წამალთაჲ, ხოლო ჩემი არს შეწყნარებაჲ მათი". მაშინ უკუე მიერითგან
Line: 8    
ამბროსი ჰრქუა: "ვინაჲთგან გულის-წყრომასა მსაჯულთყოფაჲ უბრძანე, დაწერე
Line: 9    
სჯული უქმმყოფელი გულის-წყრომისა ბჭობათაჲ, და რათა ოცდაათთა დღეთა
Line: 10    
განვრცომასა ჰგებდენ მკლველობილნი და განსაქიქებელობითნი პატიჟის-მიჴდანი
Line: 11    
და საშჯულოთა წიგნთაებრ მართლითა გულის-სიტყჳთა და მეცნიერებით-ქმნილთა
Line: 12    
მოელოდინ მსჯავრთა". რომლისაჲ მუნქუესვე დაწერაჲ ბრძანა მეფემან და
Line: 13    
თჳსითა ჴელითა დამამტკიცებელისაჲ, დაჰჴსნა ამბროსი კრულებაჲ და ეკლესიად
Line: 14    
შესლვაჲ უბრძანა მას. ხოლო იგი შე-რაჲ-ვიდა, არა მდგომარე ევედრა ღმერთსა
Line: 15    
არცა მუჴლთ-მოდრეკით მლოცველი, არამედ ქუეყანასა ზედა დაკუეთებით
Line: 16    
მდებარე ხმობდა ღაღადებით: "მიეახლა ქუეყანასა სული ჩემი, მაცხოვნე მე
Line: 17    
სიტყჳსა-ებრ შენისა, უფალო". და ჴელითა იფხურიდა თმათა თავისა და წუერთასა,
Line: 18    
და შუბლსა სცემდა ქუეყანასა, და ცრემლითა ალტობდა მას, ვიდრემდის დიდად-სარგებელ
Line: 19    
ეყო მხილველთა და თანამჭუვარ იქმნეს გგოდებისა მისისა. და არა
Line: 20    
დააცხრო ესრეთ ვედრებაჲ ღმრთისაჲ ვიდრე ჟამადმდე წმიდისა ზიარებისა. და
Line: 21    
მაშინ აღდგა და მახლობელად წმიდათა კართა მიიწია მგულებელი შინაგან შესლვისაჲ,
Line: 22    
რომელიცა დააყენა ამბროსი და ჰრქუა: "უწყოდე, მეფე, ვითარმედ
Line: 23    
მხოლოდ მღდელთანი ოდენ არიან შინაგანნი სიწმიდენი, ხოლო სხუათა ყოველთაგან
Line: 24    
უვალ არიან და შეუხებელ. ამის-თჳს გარე დაადგერ და სხუათაჲსა ზიარ
Line: 25    
იქმენ დგომისა. რამეთუ პორფირმან მეფეთაჲ ხოლო, და არა მღდელთაცა უწყის
Line: 26    
შექმნაჲ". ხოლო მან ესეცა შეიწყნარა მხიარულებით და ნაცვალად მიუგო
Line: 27    
მას: "არა თავჴედობით ვყავ ესე, არამედ ვინაჲთგან კოსტანტინუპოლის შინა
Line: 28    
წესყოფაჲ ამისი მესწავა. გარნა მადლობასა აღგიარებ ამისცა სარგებელისა-თჳს.
Line: 29    
ესე ვითართა უკუე და ესოდენითა ბრწყინვიდეს სათნოებითა მღდელთ-მთავარიცა
Line: 30    
და მეფე.

Line: 31       
და ვითარცა აღმოვიდა მეფე კოსტანტინუპოლის, და დღესასწაულისა დღე
Line: 32    
მოიწია, და შინაგან საკურთხეველისა არა შევიდა იგი, და პატრიაქმან ნეკტარიოს
Line: 33    
იკითხა ცნობაჲ მიზეზისაჲ, "ძლით სადმე", თქუა "მღდელისა და მეფისა
Line: 34    
განყოფილებაჲ ვისწავე. რამეთუ მხოლოჲ ამბროსი ოდენ ვიხილე სამართლად
Line: 35    
წოდებული ეპისკოპოსად".
Page: 306   Line: 1    
ხოლო უსჯულოთა ვიეთმე კაცთა ანტიოქიას შინა სამეფოთა ანდრიანტთა
Line: 2    
მიმოდათრევით შემუსრვითა დიდად რისხვად აღადგინეს მეფე, და
Line: 3    
გულმოწყექმნილმან წარავლინნა მთავარნი ტანჯვად მოქალაქეთა. რომელთა, ზედა
Line: 4    
მოსლვაჲ რაჲ მათი აგრძნეს, სივლტოლაჲ იჴუმიეს. მაშინ შთამოვიდეს
Line: 5    
მთათაგან მონაზონნი და გულის-წყრომაჲ მათი სიტკბოებად შეცვალეს.
Line: 6    
რომელთა-თჳს ოქროპირიცა ხმობს ესრეთ: ვინაჲთგან ბილწთა ვიეთმე
Line: 7    
და ყოვლად-ბილწთა სჯულნი დათრგუნნეს და ანდრიანტნი დამუსრნეს და
Line: 8    
უკუანაჲსკნელნი ძჳრნი მოადგნეს ყოველთა, რაჟამს მეფისა მიერ მოვლენილთა მათ
Line: 9    
გამოძიებისა-თჳს ქმნილთაჲსა საშინელი იგი წარმოადგინეს სამშჯავროჲ და ყოველთა
Line: 10    
კადრებისა მის პატიჟის მისაჴდელად მზადებდეს, და თითოსახენი სიკუდილნი
Line: 11    
ყოველთა-თჳს მოსალოდებელ იყვნეს, მაშინ მთათა მწუერვალებისა მონაზონთა
Line: 12    
მკჳდრთა მაღნარებისათა აჩუენეს ფილოსოფოსობაჲ თჳსი რამეთუ ესოდენთა
Line: 13    
წელთა სიმრავლესა ტალავართა შინა თჳსთა შეყენებულთა არცა ერთისა
Line: 14    
ვის ვედრებითა ანუ თანამზრახვალობითა, ვინაჲთგან ესე ვითარი ალმური ქალაქისა
Line: 15    
გარემოხუეულად იხილეს, დაუტევნეს მათ ქუაბნი და კარავნი და ყოვლით-კერძო
Line: 16    
შემოკრბეს, ვითარცა ზეცით მოწევნულნი რაჲმე ანგელოზნი. რომლისა-თჳსცა
Line: 17    
ცათა მიმსგავსებულად იხილვებოდა მაშინ ქალაქი ყოვლით-კერძო ბრწყინვალებითა
Line: 18    
მათ წმიდათაჲთა და მხოლოდ ხილვისაგან ოდენ ნუგეშინის-ეცემოდა
Line: 19    
შეურვებულთა და ყოველი უგულებელსმყოფელობაჲ განსაცდელისაჲ მიემადლებოდა.
Line: 20    
რამეთუ ვინ მხილველი მათი არა მეყსეულად შეურაცხ ჰყოფდა სიკუდილისა
Line: 21    
ზიარს, და არცა ერთისა სიტყჳსა ღირსად შჯიდა ჴორციელსა ცხოვრებასა?
Line: 22    
რომელნი მთავარითაცა კადნიერებით ეზრახნეს ბრალეულთა-თჳს და სისხლნი თჳსნი
Line: 23    
დასათხეველად განჰმზადნეს, რათა სიკუდიდ განწირულნი იგი მოსალოდებელთა
Line: 24    
ჭირთაგან გამოიჴსნენ. რომელი ესე იქმნაცა.

Line: 25       
აწ უკუე სადა არიან ტრივონებითა მოსილი იგი და სიჴშოჲსა წუერთაჲსა
Line: 26    
მაჩუენებელნი და მარჯუენითა კუერთხისა მპყრობელნი სახელმტყუვარნი ფილოსოფოსნი,
Line: 27    
კჳნიკოჲსა ბრძენკჳონთასა უხარბეს მსრბოლნი ტაბლათა მიმართ და
Line: 28    
ყოვლისავე მოქმედნი მუცლისა-თჳს? რამეთუ მხოლოდ მათ ოდენ აჩუენეს კაცთა
Line: 29    
შორის ჭეშმარიტი და საქმითი ფილოსოფოსობაჲ. რომელთა იგი ქალაქნი დაუტევნეს
Line: 30    
და უდაბნონი დაიმკჳდრნეს, და, რაჟამს იგი ყოველნი შიშითა მოცვულ
Line: 31    
და განწირულ იყვნეს, საშუვალ დადგეს და განსაცდელი დააცხრვეს არა მრავალთა
Line: 32    
დღეთა, არამედ ერთსა დღესა შთამოვიდეს და სიტყუა უგეს და, მძჳნვარებაჲ
Line: 33    
რაჲ რისხვისაჲ მოამდოვრეს, საყოფელთავე თჳსთა კუალად ეგნეს. ესოდენი
Line: 34    
არს ქრისტჱს მიერ კაცთა შორის წარმართებული ფილოსოფოსობაჲ.

Line: 35       
ესრეთ უკუე თევდოსის-ზე დიდისა პატიოსანი თავი წინამორბედისაჲ კოსტანტინუპოლედ
Page: 307   Line: 1    
აღმოყვანებულ იქმნა, რომელი იპოვა მონაზონთა ვიეთმე მიერ
Line: 2    
მორჩილთა მაკედონიოჲს წვალებისათა, რომელნიცა იერუსალჱმით წარმოვიდეს
Line: 3    
და კილიკიას იქცეოდეს. რომელთა-თჳს ისწავა რაჲ მარდონიოს საჭურისმან და
Line: 4    
უალენტის მიუმცნო, კოსტანტინუპოლის აღყვანებულ იქმნა ბრძანებითა მისითა.
Line: 5    
ხოლო ვითარცა ამის ძლით მივლინებული იგი აღჴდეს ეტლთა და მივიდეს
Line: 6    
პანდოქიონსა რასმე, არღარა იძრნეს ადგილით ეტლისა მზიდველნი იგი კერძო-ვირნი,
Line: 7    
დაღათუ ფრიად იგუემებოდეს. მაშინ უკუე დაიდვა პატიოსანი იგი თავი
Line: 8    
კოსილაოდ სახელდებულსა დაბასა, რამეთუ არა საჯა ღმერთმან ესე ვითარისა
Line: 9    
ნიჭისა ღირსყოფაჲ უალენტისი, ხოლო თევდოსის კეთილმსახურებისა ნაცვლის
Line: 10    
მიმგებელმან ღმერთმან მიერ აღყვანებაჲ მისი აუფლა მას, რომელიცა ევდომს
Line: 11    
შინა დაუსუენა და ტაძარი დიდი და ბრწყინვალე აღუშენა წინამორბედსა. ხოლო
Line: 12    
ალექსანდრიას შინა მდგომარე ტაძარი ელენთაჲ თეოფილე გამოსთხოა მეფესა,
Line: 13    
განწმიდა იგი და ეკლესიად შეცვალა, ელენთანი განქიქებულ ყვნა საიდუმლონი,
Line: 14    
ფალლოსნი და რაჲცა რამე მათსა უბილწეს და უსაძაგელეს არიან. რომლისა-თჳს
Line: 15    
განცჳბრებულთა და ელენთა და განძჳნებულთა ბევრეულნი მკლველობანი
Line: 16    
აღასრულნეს. რომელთა მკლველობათა-თჳს ისწავა რაჲ თევდოსი, მოწყუედილთა
Line: 17    
ვიდრემე ქრისტეანეთა ჰნატრიდა, ვითარცა კეთილად-მსახურებისა-თჳს
Line: 18    
მარტჳლებულთა, ხოლო ელენთა ფლობილყოფაჲ ბრძანა, უკუეთუ
Line: 19    
ქრისტეანედ შეიცვალნენ. და ელენებრთა უკუე ტაძართა დარღუევაჲ და
Line: 20    
ღმერთთა მათთა გამოდნობაჲ და ქველის-საქმედ მიცემაჲ გლახაკთაჲ განაჩინა.
Line: 21    
ხოლო ტაძარი სერაპიდისი დაირღუეოდა, ნაწერნი იპოვნეს მქონებელნი
Line: 22    
მსგავსებას ჯუარისასა, რომელნიცა იხილნეს რაჲ ელენთაგანთა ქრისტეანეთა,
Line: 23    
თქუეს ვითარმედ "ჯუარისა მიერ ყოფადი ცხორებაჲ მოასწავეს მეცნიერთა
Line: 24    
ნაწერისათა. ხოლო ტაძარი იგი სერაპიდოჲსი დაარღჳა მთავარ-ეპისკოპოზმან
Line: 25    
თეოფილე კერპისა მისისა თანა. ამას რომელნიმე დიაჲსდად იტყოდეს
Line: 26    
ყოფად, ხოლო რომელნიმე ნილოსისა მდინარისად, ვინაჲთგან მოდი აქუნდა
Line: 27    
ზეშთა თავისა მისისა და წყრთა, რომელ არს საზომი წყლისა, და კუალად სხუანი
Line: 28    
ჩუენისა იოსებისდად, ხოლო სხუანი აპინის ვისდადმე კეთილპოვნიერისა კაცისა
Line: 29    
მემფიდის შინა ქალაქსა ეგჳპტისასა მეფექმნილისად, რომელმანცა ჟამსა
Line: 30    
სიყმილისასა ნაყოფთაგან თჳსთა გამოზარდა ქალაქი ალექსანდრია, რომელი იგი
Line: 31    
მო-რაჲ-კუდა, ტაძარი აღუშენეს მას, და ტაძარსა მას შინა იზარდებოდა ჴარი
Line: 32    
მომღებელი ნიჭისა მუშაობისასა, რომელსა აქუნდეს ფერსა შინა თჳსსა ნიშანნი
Line: 33    
რაჲმე, რომელი სახელისაგან მისისა აპის იწოდებოდა იგიცა. ხოლო სოროჲ
Line: 34    
ამისი აპიდოისი, რომელსა შინა გუამი მისი მდებარე იყო, ალექსანდრიად მოიღეს,
Page: 308   Line: 1    
და სოროჲსგან და აპიდოჲსა შემქმნელთა სორაჲპინად უწოდეს მას, ხოლო
Line: 2    
შემდგომთა მათთა კაცთა სერაპინად სახელ სდვეს.

Line: 3       
ესე ტაძარი იყო ალექსანდრჱს მიერ აღშენებული ყოვლად-დიდი სუეტთა
Line: 4    
მიერ მრავალსასყიდლისათა და მარმარილოთა შინაჲთ და გარეთ ყოვლად-ბრწყინვალედ
Line: 5    
მოქნილი. ხოლო საშუალ ტაძრისა კერპი მისი აღმართებულ იყო დიდი
Line: 6    
და საშინელი, რომლისა მარჯუენე ვიდრე-მე ჴელი ერთსა კედელსა, ხოლო მარცხენე
Line: 7    
მეორესა მისწუთებოდა, და ვითარცა უცხო რაჲმე ნიში ყოვლისაგანვე ნათესავისა
Line: 8    
და ნივთისა და ძელისა შემზადებულ იყო. ხოლო კედელნი უშინაგანესისა
Line: 9    
ტაძრისანი ოქროჲსა და ვეცხლისა პეტლითა შემოსილ იყვნეს. რომელთა
Line: 10    
შინა სხუაჲ რაჲმე სახე ბოროტის-მოქმედებითისა საცთურისა ესე ვითარი დაფარულ
Line: 11    
იყო. ქვა რაჲმე არს მაღნინტად სახელდებული, რომელსა ბუნებითითა
Line: 12    
მოქმედებითა აქუს თავისა მიმართ თჳსისა მიმზიდველობაჲ რკინისა. რომლისა-თჳსცა
Line: 13    
კერპი შემზადეს რვალისა არა დიდი და შინაგან თავისა მისისა რკინაჲ
Line: 14    
დამსჭუალჳით განავლეს, ხოლო მაღნინტი იგი ქვა ქარტოცსა შინა ტაძრისასა
Line: 15    
ზედა-კერძო სამყაროსა დაამყარეს, ხოლო რვალისა იგი კერპი ბუნებითითა
Line: 16    
მაიძულებელობითა ქვისაჲთა აღმზიდველი, - საკჳრველებით დამოკიდებული
Line: 17    
ფრიადითა ღონითა და ჴელოვნებითა, - დამჭირველი საშუალ სართულისა
Line: 18    
და იატაკისა განსაკჳრვებელი სახილავად და არა სრულიად ქუედაზიდული
Line: 19    
ბუნებითითა სიმძიმითა რვალისაჲთა. ესე და-რაჲ-იჴსნა და ქუეყანად შთამოკუეთა,
Line: 20    
და ნილოსი ჩუეულებისა-ებრ თჳსისა არა აღმოვიდა, იხარებდეს ელლენნი
Line: 21    
და იტყოდეს, ვითარმედ ამის მიზეზისა-თჳს არა აღმოვიდა მდინარე. რომელი
Line: 22    
ესე ვითარცა ისწავა მეფემან თევდოსი, კეთილმსახურებით მიუგო: ნუ იყოფინ
Line: 23    
მდინარისა ტაძართა და მსხუერპლთა ზედა საეშმაკოთა მოხარულობათა
Line: 24    
ოდესცა ქუეყანად აღმოტევებაჲ წყლისა. ხოლო სარწმუნოებისა მისისა მიმთუალველმან
Line: 25    
ღმერთმან უმეტეს საჴმრისაცა უბრძანა გარდაცემაჲ მდინარესა, რომლისა
Line: 26    
მიერ არა მცირედი შიში შეექმნა ეგჳპტისათა, ვითარმედ ნუ სადა თჳთ
Line: 27    
იგი ალექსანდრია წარი[რ]ღუნას წყლითა.

Line: 28       
ხოლო არტემიდის-თჳს ესრეთ ვისამე მიმართ იტყჳს დიდი ისიდორე: "ვინაჲთგან
Line: 29    
ინებე სწავლისა ვინ არა უწყისო ქალაქი ეფესო ვითარმედ მსახური არს
Line: 30    
დიდისა ღმრთისა არტემიდისი და დიოპეტისი? უწყოდე, ვითარმედ არა წერილისა
Line: 31    
არს სიტყუაჲ, არამედ მწიგნობრისა ეფესელთაჲსა. ნამეტავად უკუე შევრაცხ
Line: 32    
სიტყჳს-მოქმედებისაჲ მცბერისა თარგმანებასა, რომელთა-თჳს კეთილ-მეტყუელად
Line: 33    
სადმე ჰგონებ საღმრთოსა მგალობელსა ვითარმედ "მითხრნეს მე
Line: 34    
უსჯულოთა ზრახვანი, არამედ ვითარ სჯული უფლისაჲ". გარნა, ვინაჲთგან სწავლის-მოყუარესა
Line: 35    
მრავალსწავლულცა გნებავს ყოფაჲ. მიგითხრა უკუე ესეცა. ელენებრივთა
Line: 36    
ძეგლთა შემმზადებელნი და მხედველთა მათთა შიშისა შექმნასა მნებებელნი
Page: 309   Line: 1    
იტყოდე, ვითარმედ კაცის-სახე ესე ძეგლი ზეცით დიოჲს მიერ მოვლენილ არს და
Line: 2    
გარდამოსრულ უაღრეს ყოვლისა კაცობრივისა ჴელისა და დაუჴსნელი, რომლისა-თჳს
Line: 3    
დიოპეტად ორანოვრეტად უწოდეს მას. ხოლო ვრეტად ვროტოჲსა, ესე იგი არს
Line: 4    
კაცისა მსგავსებისა-თჳს. გარნა არა ესრეთ იყო ძეგლთა-ძლითი იგი ამაო და
Line: 5    
ცუდი მადიდებლობაჲ, არამედ ძეგლთ-მქანდაკებელთა ანუ მოჰკლვიდეს და ანუ
Line: 6    
მამულით წარსდევნიდეს, რათა არავის აქუნდეს თქუმად, ვითარმედ ჴელით ქმნილი
Line: 7    
არს ქანდაკებული. ამის ესე ვითარისა ჰამბავისა წმასნითა სასმენელობასა
Line: 8    
განხრწნადთა კაცთასა წარიპარვიდეს, რომლითა იგი ქალაქიცა ეფესელთა სცთებოდა
Line: 9    
ხოლო ვითარმედ ჭეშმარიტ არს, ვითარმედ მოჰკლვიდეს ძეგლთა მქანდაკებელთა,
Line: 10    
წამებს გუშინ და ძოღან ალექსანდრიას შინა ეგჳპტისასა ქმნილი იგი.
Line: 11    
რამეთუ პტოლემეოს შეკრიბნა ჴელოვანნი, რათა შემზადოს ანდრიანტი არტემიდისაჲ,
Line: 12    
და შემდგომად საქმისა მის სრულქმნისა მთხრებლი დიდი აღმოჰკუეთა
Line: 13    
და ზაკუვით დაბურა იგი. და უბრძანა მუნ შინა სერობაჲ ჴელოვანთა, რომელნი ისერებდეს
Line: 14    
რაჲ მას შინა, დაეფლნეს და მოსწყდეს მუნ და სასყიდელი ღირსი მუშაკობისა
Line: 15    
მათისა მიიღეს. არამედ მან უკუე ამის-თჳს წარწყმიდნა ჴელოვანნი, რათა ჴელით
Line: 16    
უქმნელობისა სახელი მოუგოს მის მიერ ღმრთად-ზმნობილსა მას. ხოლო
Line: 17    
მეუფემან ჩუენმან და ღმერთმან მსწრაფლ გამოაცხადა ყოვლად-საძაგელი იგი
Line: 18    
მკლველობაჲ, რამეთუ ძრვა რაჲმე იქმნა დიდი, რომლისა მიერ ტაძარი მეყსეულად
Line: 19    
დაეცა, და მთხრებლი იგი განეღო, და ესრეთ განცხადნეს უკეთურობითისა
Line: 20    
მის საცთურისა მონაჴელოვნნა.

Line: 21       
ხოლო უფროჲსად კანოპიოსაცა შინა ყოვლისა ეგჳპტისა საკერპოდ მყოფსა
Line: 22    
იტყჳან ნიშისა რაჲსმე ესე ვითარისა ყოფასა. რამეთუ ოდესმე ქალდეველნი თჳსსა
Line: 23    
ღმერთსა, რომელ არს ცეცხლი, განსთქუმიდეს რაჲ, ყოველგან მიმოავლებდეს
Line: 24    
ღმრთეებათა ყოველთა სამთავროთასა შემასმენელად და უმძლესად ყოველთა
Line: 25    
ღმერთთასა მას საგონებელყოფად. რამეთუ სხუათა ვიდრე-მე ................




This text is part of the TITUS edition of Georgius Monachus, Chronicon.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.