ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 9
Previous part

Chapter: 9  
Line: 1 
თავი 9
Line: 2 
უმოქენოჲსა და მოქენისათჳს *


Paragraph: 1     
Line: 3       ყოველი უმოქენოჲ ანუ არსებით ანუ მოქმედებით უმჯობეს
Line: 4    
არს მოქენესა და სხჳსა მიზეზისადმი აღმკრველსა მიზეზსა თჳსისა
Line: 5    
სისრულისასა. რამეთუ უკუეთუ ყოველნი მყოფნი ბუნებით ეტრფვიან
Line: 6    
კეთილობასა, და რომლისადმი თან წარმოდგომილა კეთილობაჲ, ხოლო
Line: 7    
რომელიმე მოქენე არს სხჳსადა და რომელსამე თან მოაქუს მიზეზი
Line: 8    
კეთილობისაჲ, ხოლო რომლისადამე კიდე არს. რამეთუ რაჲზომითა
Line: 9    
უმახლობელეს იყოს მომცემსა საწადოჲსასა, ეგზომცა იყოს უმჯობეს
Line: 10    
მისსა, რომელსა ჰქონდის თჳსი მიზეზი უშორეს, და სხუაჲგნით
Line: 11    
მიითუალვიდეს სისრულესა თჳსისა მყოფობისასა ანუ მოქმედებისასა.
Line: 12    
რამეთუ ვინაჲთგან შორს მყოფსა მსგავსსა და დაკლებულსა უფროჲს
Line: 13    
არს მსგავსი და უმახლობელესი კეთილობისაჲ და არ მოქენე. ხოლო
Line: 14    
დაკლებული არს რომელი არა თჳთ პირველი იყოს კეთილობაჲ, არამედ
Line: 15    
ეზიარებოდის. ვინაჲ რაჲთავე თჳს და თანმეტომე არს პირველსა
Line: 16    
კეთილობასა, რაჲზომითა იყოს შემძლე დატევნად თჳს შორის კეთილობასა.
Line: 17    
ხოლო მზიარებელი მესაშუვლეობითა სხჳსაჲთა უფრო
Line: 18    
განშორებულ პირველისა კეთილობისგან და რომელი არა არს სხუა
Line: 19    
თჳნიერ კეთილობაჲ.


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.