ARMAZI
Proclus Diadochus, Institutio theologica georgice
Part No. 28
Previous part

Chapter: 28  
Line: 1 
თავი 28


Paragraph: 1     
Line: 2       ყოველი წარმომაარსებელი თჳსდადმი მსგავსთა პირველ უმსგავსოთაჲსა
Line: 3    
წარმოაარსებს. ვინაჲთგან საჭიროდ უმჯობეს არს ყოველი
Line: 4    
წარმომაარსებელი მისგან წარმოარსებულსა, რამეთუ არ ვინაჲ იყვნენ
Line: 5    
ესე სწორ ურთიერთას ძალითა. და თუ არა სწორ იყვნენ, სხუა
Line: 6    
ვინაჲვე და უსწორო, ანუ ყოვლითურთ განჭრილ ურთიერთისგან, ანუ
Line: 7    
შეერთებულცა და განჭრილცა. არამედ უკუეთუ ყოვლითურთ განჭრილ,
Line: 8    
იყოს უზიარებელ, და არა ჰქონდის მისდამი მიზეზსა თანამელმეობაჲ,
Line: 9    
და არ ვინაჲ თან ექონოს და ეზიაროს სხუაჲ სხუასა,
Line: 10    
იყოს რაჲ ყოვლითურთ სხუაჲ; რამეთუ თანქონებული მისცემს ზიარებასა
Line: 11    
თჳსსა თანმქონებელსა, რომლისა მიმართცა თან ექონების.
Line: 12    
არამედ საჭირო არს, რაჲთა მიზეზოანი თან იქონებდეს მიზეზსა,
Line: 13    
ვითარ მის გამო მქონებელი არსებისაჲ. ხოლო უკუეთუ რაჲთამე
Line: 14    
განეყოფვის, და რაჲთამე შეეერთების წარმომაარსებელსა წარმოარსებული;
Line: 15    
და თუ სასწოროდ ორთავე ჰვნებია, და სასწოროდცა ორნივე
Line: 16    
ურთიერთას ეზიარნენ და არ ეზიაროს შემდგომი უპირველესსა;
Line: 17    
ვინაჲ ჰქონდის არსებაჲ მისგან, არამედ არ ამით სახითა. ხოლო
Line: 18    
იყოს თუ უმეტეს განწვალებულ, უმეტესცა და სხუა და უცხო იყოს
Line: 19    
თჳსისა წარმომეშვისგან, გინა თუ საკუთარ მხოლოდ შობილი, და
Line: 20    
მიუზავებელ მისდა მიმართ, ვიდრეღა მიზავებულ; იყოს ვიდრემე
Line: 21    
თანულმო, ვიდრეღა თანმელმე. ხოლო თანტომი ღმრთივთაჲ თჳთ
Line: 22    
მით მყოფობითა თჳსითა და თანლმობილი მათგან, აღთხზულ არს
Line: 23    
მებრ ბუნებით, და წადნოჲს მათდამი ზიარებასა მეწადე კეთილობისაჲ,
Line: 24    
და მიემთხუევის თჳსისა მიზეზისა მიერ საწადსა. საუწყო,
Line: 25    
რომელ უფროჲს ხოლო შეერთებულ წარმომაარსებელსა წარმოარსებული,
Line: 26    
ვიდრეღარა განყოფილ და განწვალებულ. ხოლო უფრო
Line: 27    
შეერთებული უფროჲს მსგავს მისდა, ვიდრეღარა და უმსგავსო რომელთადაცა
Line: 28    
უმეტეს შეერთებულ იყოს. ვინაჲვე მსგავსთა პირველ
Line: 29    
უმსგავსოთაჲსა წარმოაყენებს ყოველთა წარმომაყენებელი მიზეზი.

Page: 25  


Next part



This text is part of the ARMAZI edition of Proclus Diadochus, Institutio theologica georgice.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.