ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 2
Previous part

Chapter: 1  
Page: 10  
Line: 1 
თავი 1
Line: 2 
ერთისა და სიმრავლისათჳს




Line: 3       იტყჳს ფილოსოფოსი, ვითარმედ ყოველი სიმრავლე ეზიარებიხ
Line: 4    
რაჲთავე ერთსა. თანა გუაც გუარსა ბრძენთა სიტყჳსასა დაჭურეტად,
Line: 5    
ვითარმედ ყოველი სიმრავლე ეზიარების ერთსა, და თუ არა, ვიხილოთ,
Line: 6    
იტყჳს, თუ რაოდენი უჯეროებაჲ შეუდგს. ხოლო გამოსცდის მრავალკეცთა
Line: 7    
პირთა ზედა და ვითარ ყოვლითურთ ამხილოს მერმე
Line: 8    
დაკაზმულსა აღმსაჩენთა მიერ მასვე პირველსა სიტყუასა თანგანვლის
Line: 9    
სახედ დაამტკიცებს, ვითარმედ ყოველი სიმრავლე ეზიარების ერთსა.

Line: 10       
შეისწავე, ვითარმედ ამას პირველსა სიტყუასა ჰქჳან წინჩამოსაგდებელი
Line: 11    
სიტყუაჲ, ვითარ ოდეს სთქუა ვითარმედ "მე ამას ვიტყჳ
Line: 12    
და შენ წინააღმდგომო არ იტყჳ ამას, მაშა გამოვაჩინოთ კანონთა
Line: 13    
მიერ აღმოსაჩენთაჲსა". და, ვითარცა აღმოაწინოს იძულებითმან კანონმან
Line: 14    
თანშესიტყჳსამან და უკუნ იქცეს წინაგანმწყოჲ უკუნრღუევით,
Line: 15    
კუალად აღიღებს პირველსა წინჩამოსაგდებელსა სიტყუასა
Line: 16    
და ეტყჳს ვითარმედ , ესრეთ ვიდრემე, ვითარცა აწ აქა იხილე,
Line: 17    
პირველიცა და დასასრული ერთი არს. ხოლო პირველსა ეწოდების
Line: 18    
პროვლიმაჲ, რომელ არს წინწამოსაგდებელი, ხოლო საშუალსა
Line: 19    
კატასკევი, რომელ არს დაკაზმვაჲ, რამეთუ ამის დაკაზმვისა მიერ
Line: 20    
აღმოიჩინების ყოველი აღმოსაჩინოჲ; და ესრეთვე სხუათაცა ზედა
Line: 21    
იხილო, რამეთუ, უკუეთუ პირველად არა ცნას მკურნალმან სენი,
Line: 22    
ვითარ დაჰკაზმოს წამალი. აწ ესე ცნობაჲ პროვლიმად ჰრაცხე,
Line: 23    
ხოლო კატასკევი დაკაზმვად, რომელ არს თხზვაჲ და მუშაკობაჲ
Line: 24    
საჴმართა აღმოჩენისათა. და კუალად მესამედ სჳმპერაზმაჲ,
Line: 25    
რომელ არს თანგასავალი. და ესე მცირედთა მიერ შემოისაზღვრა
Page: 11   Line: 1    
კანონი არისტოტელის ორღანოჲსაჲჲ, რომლისა თჳნიერ
Line: 2    
უღონო არს რაჲსავე გაგონებაჲ სულისა მიერ სიტყჳერისა. აჰა და
Line: 3    
სქიმაჲცა დავდვა, რომელ არს ნაკუეთი.

Line: 4       
ხოლო ამას პირველსა საზღვარსა ეწოდების პროტასი, კიდე,
Line: 5    
ხოლო საშუალსა კიდეთა შემკრველი. ხოლო დასასრულისასა სჳმპერაზმაჲ,
Line: 6    
რომელ არს თანგასავალი ურთიერთას კიდურთაჲ. შეისწავენ
Line: 7    
კანონნი სიტყჳერებითნი, რამეთუ არიან ესე ვითარ. ხედავა,
Line: 8    
ვითარ თანმესაშუვლეობითა ცხოველისაჲთა აღიარა არსებაჲ კაცისად?
Line: 9    
იხილე, ვითარ ყოველი ცნობაჲ და ძიებაჲ საშუალისაჲ არს,
Line: 10    
და იგი აზიარებს და შეჰყრის ურთიერთას ორთავე კიდურთა.

Line: 11       
ხოლო ეზიარების სიმრავლე ერთსა და ჰგავსცა, რამეთუ ყოველი
Line: 12    
მზიარებელი მსგავსებისა მიერ ეზიარების თჳსსა საზიარებელსა
Line: 13    
დაამისთჳს ჰგავს სიმრავლე ერთსა. ხოლო მოიღე სახე და დავდვათ
Line: 14    
რაოდენიმე რიცხჳ სიმრავლისაჲ, იყოს და ასი. გესმა, ვითარ ასსაშორისნიცა
Line: 15    
მხოლონი და რიცხუნი ყოველნი არიან გათჳსვით ერთნი
Line: 16    
თითოეული მათი. და კუალად თჳთ იგიცა გუარმყოფელი, ვიტყჳ
Line: 17    
ასობასა, რამეთუ ერთ არს მეასე რიცხჳ, რომელმან თჳს გუარ ყვნა
Line: 18    
თჳს-შორისნი ყოველნი ნაწილნი. ხოლო თჳთ მეასე იგი არს ერთ
Line: 19    
და ერთის გუარ. ხედავა, თუ ვითარ თან მისცა ერთმან თჳსი
Line: 20    
თჳთოებაჲ ყოველთა შორის, ვიტყჳ, ნაწილთაცა და თჳთ მას ყოვლობასა?
Line: 21    
ნაწილად იმეცნენ რიცხუნი, რომელთაგან შედგა ასობაჲ, ხოლო
Line: 22    
ყოვლობად თჳთ იგი მხოლოჲ ასობისაჲ.

Page: 12  
Line: 1       
იტყჳს, ვითარმედ "ეზიარების რაჲთავე ერთსა. აწ ესე სიტყუაჲ
Line: 2    
უკუნ არღუევს ყოველთა, რომელთაცა დასხეს დასაბამნი
Line: 3    
მრავალნი და შეშალეს საუკუნესა შორის დამყარებული წესი, არამედ
Line: 4    
და მყის უჩინო ჰყოფს მათ, ვითარცა ნადედაზარდლევთა. იტყჳს "ეზიარებისო
Line: 5    
სიმრავლე ერთსა,. ვინაჲ აწ ესე საძიებელი დიდად ძნიადი
Line: 6    
განვჰმარტოთ. იტყჳს მეძიებელი: უკუეთუ ეზიარების სიმრავლე ერთსა,
Line: 7    
იყოს ერთიცა მრავალ, რამეთუ, ვითარცა ერთმან თან მისცა თჳსისა
Line: 8    
თჳთებისგან და ყო სიმრავლე ერთ, ნაწილთაცა შორის და ყოვლობასა
Line: 9    
რიცხჳსასა, მაშა მიიღოს და ერთმანცა სიმრავლისგან, და ვერღარა
Line: 10    
ვპოოთ უზადო ერთი და დასაბამი ერთებრი, რამეთუ
Line: 11    
ყოველი მზიარებელი თან მისცემს თჳსისა თჳთებისაგან და კუალად
Line: 12    
მიიღებს მისისა თჳთებისგან, ვითარ ესე იხილვების ყოველთა ზედა
Line: 13    
ბუნებითთა, ვითარ ცეცხლსა, ქუეყანასა, წყალსა, აირსა, ეზიარებიან
Line: 14    
ურთიერთას და მისცემენ თჳსსა თჳთებასა და მისთესვენ ყოველთა
Line: 15    
შორის. და ამისთჳს იტყოდა დიდი იპპოკრატი, ვითარმედ "ყოველი
Line: 16    
ყოველსა შორის და თჳს-თჳს თითოეული". და თუ ესე ესრეთ,
Line: 17    
მაშა სადა უზადოდ ვრთი და დასაბამი ერთებრი?

Line: 18       
ვინაჲ შეწევნითა თჳთ მის ერთისაჲთა უმხილებელთა აღმოსაჩენთა
Line: 19    
მიერ აღმოვაჩინოთ ზესთმდებარეობაჲ ერთისაჲ.

Line: 20       
იხილე და შეისწავე, რამეთუ სხუა არს ოდეს სთქუა, ვითარმედ
Line: 21    
"იზიარნეს" და სხუა, თუ "ეზიარა" ანუ თუ "იზიარა". რამეთუ ყოველი
Line: 22    
ზიარებაჲ რეც თუ სწორთა შორის იხილვების, ვითარ ამათ ოთხთა
Line: 23    
კავშირთა შორის ჰპოვო უზადო და უზიარებელი ერთი ერთისაგან.
Line: 24    
რამეთუ ქუეყანასაცა შორის იხილვების ცეცხლი, ვითარცა
Line: 25    
ქუათა და რკინასა, და ცეცხლსაცა შორის ნაწილი ქუეყანისაჲ, და
Line: 26    
ესთავე აირსა და წყალსაცა, და რამეთუ არა რაჲ არს მზიარებელთაჲ
Line: 27    
არ თანმიმღებელ ერთიმეორისგან. არამედ ესე, ვითარმედ "ეზიარების"
Line: 28    
ანუ "იზიარა" დამისახავს ორსა, ვითარცა ოდესმე უმჯობესისგან
Line: 29    
უდარესისა მიმართ, ვითარცა მიზეზისგან მიზეზოანისა მიმართ, ვითარმედ
Line: 30    
იზიარა უზესთაესმან და მიზეზმან თჳს-გამოჲ მიზეზოანი და
Line: 31    
მისცა თჳსისა უნაწილოჲსა და მოუკლებელისა მყოფიბისგან. და
Line: 32    
კუალად ეზიარა მიზეზოანი და უდამტეესი თჳსსა მიზეზსა და მეზესთაესსა
Page: 13   Line: 1    
თჳსსა, და არა თუ თან მისცა, არამედ მიიღო და იქმნა, ვითარ
Line: 2    
იგი, გარნა არა ვითარ თჳთ იგი, რამეთუ ზესთ დაშთომილ არს ბუნებითაცა
Line: 3    
და პატივითა ასრსებაჲ მიზეზისა მიზეზოანისადმი. ხოლო თუ
Line: 4    
არა, და არიან სწორ, იყვნენ პირველნი და უკუანაჲსკნელნი სწორ,და,
Line: 5    
ვითარ მიიღებენ უკუანაჲსკნელნი პირველთაგან მყოფობასაცა და კეთილობასა,
Line: 6    
ეგთავე და მიიღებდენ პირველნი უკუანაჲსკნელთაგან, რომელი
Line: 7    
ესე არს შეუძლებელ და უჯეროცა, და აღიბღალოს ვიდრემე
Line: 8    
ყოველი წესი და მორთულებაჲ არსცა ანაქუსისაჲ და არცა პირველი
Line: 9    
იყოს, ვითარ პირველი, და არცა შემდგომი, ვითარ შემდგომი, არამედ
Line: 10    
ესე უჴამსო და შეუძლებელ. უზესთმდებარე ვიდრემე ყოველი
Line: 11    
მიზეზი თჳს-გამო მიზეზოანსა, ვითარცა ერთი ერთის-გამოსა, რომელ
Line: 12    
არს სიმრავლე, ვინაჲ იხილვების სიმრავლეცა თჳსსა მიზეზსა შორის
Line: 13    
ერთსა, გარნა არა ვითარ გამრავლებულად და .განთჳსებულად
Line: 14    
სიმრავლედ, არამედ ვით. არ ერთებრივად და არცა ვითარ შეერთებულად,
Line: 15    
ამისთჳს რომელ ყოველსა შეერთებულსა პირველ თჳსსა რიცხჳ
Line: 16    
უნდა და მხოლონი რიცხუთანი, რომელთაგან შეერთებულ იქმნეს.
Line: 17    
და კუალად უჴმს ერთი შემაერთებელი, რამეთუ ყოველსა შეერთებულსა
Line: 18    
პირველ მყოფი ერთი შეაერთებს, ხოლო ბუნებითსა ერთსა
Line: 19    
და რომელი იყოს თჳთერთ არა რაჲ არს უპირველეს. და თქუას
Line: 20    
ვინმე არსო უპირველესი, იყოს ვიდრემე სხუაჲ სხჳსა უპირველეს და
Line: 21    
არა სადა ჰპოო ერთი დასაბამი და მისადგომი არსთაჲ, არამედ იყვნენ
Line: 22    
უსაზღვრო და უმიზეზო, რომელი ესე არს შეუძლებელ. რომლისათჳსცა
Line: 23    
არ ეგების, თუმცა პირველ ერთისა იყო ერთი, და არცა
Line: 24    
პირველ სიმრავლისა შედგმაჲ რაჲსავე ანუ ერთქმნაჲ თჳნიერ ერთისა.
Line: 25    
ვინაჲ აჳ ცან დიდად სათანად და საჭიროჲ, ვითარმედ
Line: 26    
ყოველი სიმრავლე ერთსა შორისიხილვების, ვითარ მიზეზსა შორის
Line: 27    
თჳსსა, არცა განთჳსულად და განწვალებულად, ვითარ რიცხუთა შორის,
Line: 28    
და არცა შეერთებულად და ერთქმნილად, რამეთუ ყოველსა
Line: 29    
შეერთებულსა პირველ თჳსსა ორნი უნებან: სიმრავლე რიცხუთაჲ და
Line: 30    
ერთი, რომელმან სიმრავლე შეაერთოს, ვითარცა აღმოიჩინა. რომლისათჳსცა
Line: 31    
ჩანს, ვინაჲმე ერთსა შორის რიცხჳ არა შეერთებული,
Line: 32    
არამედ ერთებრი. და კუალად იხილე უფროჲსად შუენიერთა ხედვათა
Line: 33    
და უმხილებელთა აღმოსაჩენთაჲ. გესმა, რამეთუ ოდეს იხილო
Page: 14   Line: 1    
ერთსა შორის რიცხჳ, ნუ შერეულად ჰგონებ დათჳსთა თჳთებათა შერწყმულად,
Line: 2    
არამედ განუწვალებელად განითჳთვიან და შეურევნელად
Line: 3    
იპყრობენ თჳსთა წესთა, გარნა ერთებრივად. ვინაჲ გნებავს თუ სახეთაცა
Line: 4    
მიერ ცხად ვჰყოთ: ვითარ იგი თესლთა შორის წინაჲთვე
Line: 5    
არიან ყოველნივე - გული, ღჳძლი, ტჳნი, სხეულნი, ძუალნი, ძარღუნი,
Line: 6    
ფრცხილნი, თმანი - გარნა შეურევნელად. და კუალად მარცვალთაცა
Line: 7    
ზედა ვითარ იფქლსა შორის წუელაჲ, ფხაჲ, ლერწამი, მუხლი ესე
Line: 8    
ყოველნი ერთებრივ და არა შეერთებულად, შეურევნელად და არა
Line: 9    
თანაშერწყმულად. არამედ დასჭურიტენ, გესმა, რამეთუ ესე სახენი
Line: 10    
იგავად ოდენ ესახეებიან და ეიგავებიან მას ერთებრივსა რიცხუსა
Line: 11    
და ზესთაობასა ერთისასა, ამისთჳს რომელ წინა-უკუმო ძეს, რამეთუ
Line: 12    
ერთსა-შორისი რიცხჳ და სიმრავლე არა თუ უსრულობისგან სრულებად
Line: 13    
მოვალს და ძალისგან მოქმედებად, .ვითარ ესე თესლთა შორის
Line: 14    
იხილვების, არამედ ზესთ ძეს ესე ყოველსა არსებასა და ძალსა,
Line: 15    
და არს ყოვლითურთ თჳთ სრულ და ესთა სრულ, რამეთუ არცა სრულობაჲ
Line: 16    
ეკადრების მას, ამისთჳს რომელ ყოველი სრული წარმატებისგან
Line: 17    
მოვიდა სრულებად. არამედ ითქუას თუ და იკადროს მოქმედებად
Line: 18    
და ზესთ მოქმედებად, და არა ესე ვითარად მოქმედებად, რომელიმცა
Line: 19    
ძალისა და მოქმედებისგან წარმოდგა, ნუ იყოფინ. არა არს
Line: 20    
ესე ერთებრივსა მას რიცხუსა შორის, არამედ ზესთა ძეს ყოველთა,
Line: 21    
ვითარ სიმრავლე ღმერთთაჲ ღმერთთა შორის, და ვითარ ერთნი ერთსა
Line: 22    
შორის, და ვითარ კეთილნი კეთილობასა შორის. და მიერ ზესთ
Line: 23    
ჰნათობენ ყოველთა, ღმრთებრივთ და ერთებრივთა თჳსთა ნათელთაჲთ,
Line: 24    
და თან მისცემენ თჳსთა კეთილობათაჲთ და აკეთილებენ ყოველთა.
Line: 25    
ესე დიდად სათანადოჲ რიცხჳსა ერთებრივისა და სიმრავლისათჳს
Line: 26    
კანონთაებრ საღმრთისმეტყუელოთასა დაიდვა ფრიად ცხადად.

Line: 27       
ვითარ წარვლო სიტყუამან ერთსა სიმრავლისათჳს, რომელსა
Line: 28    
თჳთ ბუნებით ჰქონდეს თჳს შორის სიძნელენი, ვინაჲ აჳ შეეხების
Line: 29    
კატასკევსა, რომელ არს დაკაზმვაჲ აღმოსაჩენთაჲ, და
Line: 30    
იტყჳს, ვითარმედ წესი და ბუნებაჲ მაიძულებს ჩუენ, რაჲთ იყოს
Line: 31    
ერთი უპირატეს სიმრავლისა, მიზეზთათჳს პირველ აღმოჩენილთა,
Line: 32    
ვიტყოდით რაჲ ერთის და სიმრავლისათჳს. ხოლო თქუას თუ წინააღმდგომმან
Line: 33    
ვითარმედ "სიმრავლე და ერთი ანუ არიან სწორ, ვითარ
Page: 15   Line: 1    
სწორგანყოფილნი" ანუ დასძინოს, ვითარმედ "ერთი მეორისგან
Line: 2    
იყოს" ანუ "უპირველეს იყოს სიმრავლე ერთსა", ანუ "დაღათუ
Line: 3    
იყოსსიმრავლე შემდგომად ერთისა" , მაგრა არაჲ ჰქონდის ერთისგან
Line: 4    
და ვითარ მიზეზისა წარმომაჩენისა თჳსისაგან. ვინაჲ, რაჲმცა
Line: 5    
ამათგანი წინა განიწყოს წინაგანმწყობმან, ამხილოს მას კანონმან
Line: 6    
აღმოჩენათამან. ვიტყჳ, ვითარმედ უკუეთუ სწორ არიან და სწორგანყოფილ
Line: 7    
ერთი და სიმრავლე, იყოს ვიდრემე სხუაჲ უპირატესი ერთი,
Line: 8    
რომლისგან წარმოიჩინნეს ორნივე. არამედ ესე აღმოიჩინა, ვითარმედ
Line: 9    
არა არს სხუაჲ უპირველესი ერთი, ამისთჳს რომელ იყოს თუ სხუაჲ
Line: 10    
სხჳსა უპირველეს, ვერ სადა პოვონ არსთა თჳსი მისადგოჲ.

Line: 11       
ხოლო თუ დასძინოს კუალად, ვითარმედ ერთი მეორისგან
Line: 12    
იყოს, კუალად შეიმთხჳოს უჯეროებაჲ, რამეთუ რომელი იტყოდა,
Line: 13    
ვითარმედ "სიმრავლე ერთისგან ჭეშმარიტ", გარნა არ წინა-უკუმო,
Line: 14    
თუმცა ერთი სიმრავლისგან. ამისთჳს ვინაჲთგანსწორერთი ერთისა,
Line: 15    
და არა პირველ სიმრავლისა ერთი, სადაჲთ მოიგო სიმრავლემან
Line: 16    
თჳსი არსებაჲ და დგომაჲ წესსა შორის თჳსსა, ვიტყჳ ნაწილთაცა
Line: 17    
შორის სიმრავლისათა მხოლოთა ერთთა. რამეთუ სადაცა იპყრა,
Line: 18    
ერთსა იპყრობ. და კუალად თჳთ შესახვითი ყოვლობაჲ, რაჲცრაჲვე
Line: 19    
იყოს რიცხჳ, განაღა ერთი არს. არ ვინაჲ ერთი სიმრავლისგან, არამედ
Line: 20    
სიმრავლე ერთისგან.

Line: 21       
ვინაჲ კუალად უკუეთუ თქუას ვითზრმედ "უპირველეს არსო
Line: 22    
სიმრავლე ერთისასა", ვჰკითხოთ, თუ სადაჲთ აქუნდეს გებაჲ თჳსი:
Line: 23    
ანუ ნაწილთა შორის, ანუ ყოვლობასა შორის, ვინაჲთგან უცხო და
Line: 24    
ოჴერ არს ერთისგან, არამედ იყოს. უსაზღვროობით უსაზღვრო, ესე
Line: 25    
იგი არს, ვითარმედ, ვინაჲთგან არცა ნაწილთა შორის, არცა ყოვლობასა
Line: 26    
შორის მითვსულა სინათლე ერთისაჲ, არ ვინაჲ ჰქონდის სიმრავლესა
Line: 27    
განმასაზღვრებელი თჳსი, არამედ იყოს უსაზღვროთა ნაწილთაგან,
Line: 28    
რომელ არიან მხოლონი, სხუაჲ უსაზღვრო ყოვლობაჲ რიცხჳსაჲ,
Line: 29    
რომელ არს სიმრავლე. მაგრა უსაზღვროთაგან სხუაჲ უსაზღვრო
Line: 30    
არა წარმოიჩინოს, ამისთჳს რომელ უსაზღვროობასა არა რაჲ არს
Line: 31    
უფროჲს, ხოლო ნაწილთა შორის სიმრავლისათა უფრ , რამეთუ
Line: 32    
სადაცა იპყრა, ერთსა იპყრობ. ვინაჲ არ ეგოს, რაჲთამცა იყო რაჲ
Line: 33    
უსაზღვროთაგან უსაზღვრო და არცა თჳთ რაჲვე მყოფთა უსაზღვრო
Line: 34    
ამისთჳს რომელ ყოველნი ერთისა მიერ არიან განსაზღვრებულ
Line: 35    
და ყოველთა ერთისგან აქუს თჳსი ყოვლობაჲცა და ნაწილნიცა,
Line: 36    
და გარე შემოსწერს ყოველთა საზღვარი ერთებრი. ვინაჲ არეგების
Line: 37    
უპირატესობაჲ სიმრავლისაჲ, არამედ შემდგომ ერთისა.

Page: 16  
Line: 1       
ვინაჲ და ესეცა დასძინოს თუ წინამეწყვმან, ვითარმედ დაღათუ
Line: 2    
შემდგომად ერთისა არს სიმრავლე, გარნა არა რაჲ აქუს მისგან
Line: 3    
და არცა რაჲ თანმიუღიეს, ვითარცა მიზეზისა და თჳსისა მამყოფებელისგან.
Line: 4    
ვინაჲ ეტყჳს მას ძალი აღმოსაჩენთაჲ, ვითარმედ
Line: 5    
უკუეთუ უნაწილო და კიდე-განყენებულ სიმრავლე ერთისგან, ვითარ
Line: 6    
მოიგოს საზღვარი და დგომაჲ ანუ ნაწილთა შორის ანუ ყოვლობასა
Line: 7    
შორის თჳსსა, არამედ ვხედავთ წესსა შემდგომობითსა
Line: 8    
სირასა შორის რიცხჳსასა, რომელ არს ნათხზი, სადაჲთ აქუს მას
Line: 9    
წესი დაწყობისაჲ და რიცხუთა-შორისი განთესული ძალი და მოქმედებაჲ,
Line: 10    
ანუ საზღუარი შორის ნაწილთაცა და შორის ყოვლობასა? რამეთუ
Line: 11    
ესე პირველვე აღმოიჩინა, ვითარმედ ყოველი ერთისა მიერ განიწესების
Line: 12    
და დაიწყობვის. ვინაჲვე ზიარებითა ერთისაჲთა წარმოდგა
Line: 13    
ყოველი სიმრავლე და ეზიარების მას, ვითარცა მაარსებელსა თჳსსა.

Line: 14       
შეისწავე და ესეცა, რამეთუ ზესთ მექონე არს თჳთებასა შორის
Line: 15    
თჳსსა ერთი, და სიმრავლესა შორის აობასა თჳსსა ვერ ძალ უც დგომად
Line: 16    
თჳნიერ ერთისა, არამედ მოქენე არს პირველ თჳსსა ერთსა,
Line: 17    
რაჲთა ამყოფოს სიმრავლე. არამედ არ წინა-უკუმო, რამეთუ ესე ზესთაჲ
Line: 18    
ერთი თჳნიერ სიმრავლისა შეუძლებს ზემექონეობით მიუდრეკელად
Line: 19    
დგომასა და არ ვისსა სხჳსა მოქენე, არცა უპირატესისა; რამეთუ
Line: 20    
არა რაჲ არს უპირველეს ერთისა, და კუალად არცა შემდგომთაგან
Line: 21    
რას მიიღებს და ქცევასა მათსა არ თანა ექცევის.

Line: 22       
ვინაჲთგან აღმოჩნდა ერთი უზადოდ და წმინდად და თჳთერთად
Line: 23    
და ზესთ მდებარედ, თჳთ მას ვიტყჳ დასაბამობასაცა, ამით
Line: 24    
რომელ დასაბამი ყოველი თან მოაქუს დასაბამიერთა, ვითარცა ხუროჲ
Line: 25    
ნახუროებთა და ბუნებაჲ ნაბუნებებთა. ხოლო იგი ბევრ დალექსული
Line: 26    
ერთი არ ესთა. რამეთუ თან მოაქუს მას ყოველი, ხოლო
Line: 27    
ყოველნი ერთბამად ვერ უკმაებენ თან მოქონებად მისდა, ვითარცა
Line: 28    
აღმოიჩინა წინაჲთვე ერთისა და რიცხჳსა სახედ მოღებითა. რამეთუ
Line: 29    
იტყჳს, ვითარ ერთსა თჳნიერ რიცხჳსა ძალ უც დგომად, ხოლო
Line: 30    
რიცხუსა თჳნიერ ერთისა ვერ ვინაჲ. და ესრეთ აღმოაჩენს ოდესმე
Line: 31    
შედარებით პირველობისა და შემდგომობისა, ოდესმე თანდატყუბვისა
Line: 32    
და სწორგანხეთქილობისა, ოდესმე ერთი ერთისა მეორეობისგან, და
Line: 33    
ოდესმე უსაზღვროობით უსაზღუროობისგან, და ოდესმე თჳთ მის
Page: 17   Line: 1    
საზღვრისგან, რომელნი ესე სხოლიონთა შინა გარდაიცნეს პირველვე
Line: 2    
თჳსთა სახუედრთა ადგილთა შინა.

Line: 3       
ვინაჲ აწ მეორესა პირსაზედა მოჰმართა აღმოჩენათასა,
Line: 4    
ვინაჲთგან პირველი გაადამანტა და
Line: 5    
ყოვლისა მბრძოლისგან ყო უცხო. ხოლო აწ პირველ აღმოჩენილსა
Line: 6    
უსაფუძველებს მეორისა აღმოსაჩენთა შორის და იტყჳს, ვითარმედ
Line: 7    
"ყოველი მზიარებელი ერთისაჲ ერთიცა არს და არა ერთი", ესე
Line: 8    
იგი არს ვითარმედ ერთქმნული. ხოლო ქმნულსა ყოველსა პირველ
Line: 9    
თჳსსა უნდა სამი: პირველად, რაჲსა მიმართ იქმნ და გარდაიტჳფრა
Line: 10    
შორის თჳსსა ხატებაჲ ერთისაჲ; მეორედ, რომლისა
Line: 11    
მიერ იქმნა და იერთა; მესამედ, რომელთა ნაწილთაგან შედგა,
Line: 12    
ვითარცა ეტყოდა პარმენიდი სოკრატის; რამეთუ პირველად
Line: 13    
გამონათლებადმის ერთისგან იტყოდა და დადებად თჳთებასა
Line: 14    
მსგავსებისა მისისასა, ვითარცა რაჲ ეკმაგიოსა სატჳფროჲსა მისისასა,
Line: 15    
რომელი და გახატდებისცა, რამეთუ პირველ ხატ-ქმნისა ყოველი
Line: 16    
ეკმაგიოჲ, რომელ არს ტჳფრვაჲ, და მერმეღა ხატი; და
Line: 17    
კუალად მეორედ იტყოდა ძალსა-გამოსა აღმქმნელთა ნართთა და
Line: 18    
ნივთითა მის შეერთებულისათჳს დამამსგავსებელსა თჳსისა უქმნოჲსა
Line: 19    
ერთობისადმი; ხოლო მესამედ თჳთ მათ ნაწილთა, რომელთაგან
Line: 20    
შედგა. რამეთუ იტყჳს ესვითთა რიტორთა მიერ, ვითარმედ "ყოველივე
Line: 21    
სამთა მიერ სრულ იქმნების".

Line: 22       
იხილე, რამეთუ, გესმას რაჲ აქა საღმრთისმეტყუელოთა შორის
Line: 23    
ძალი, ნუ მომქმედებასა თანაშესრულად ჰგონებ ძალსა. იუწყე,
Line: 24    
ვითარმედ სხუაჲ არს ძალი ჟამითთა, და მიდრეკითთა, და ბუნებითთა
Line: 25    
შორის; და სხუაჲ ვითარ ერთისათჳს იტყჳს, ანუ ერთთათჳს, ანუ
Line: 26    
დაუსაბამოსა სამარადმყოსა შორის დამსჭუალულთათჳს. ხოლო აწ
Line: 27    
განიცადე კეთილად, რამეთუ სამად განიყოფების სიტყუაჲ ძალისაჲ,
Line: 28    
ანუ ბუნებითთა და ჟამითთა შორის, ვითარ ითნო არისტოტელი
Page: 18   Line: 1    
და ყოველმან სტოამან და პერიპატომან, რამეთუ ძალად
Line: 2    
ესვითასა ძალსა იტყოდეს, ვითარ უსრულსა გუარისადმი თჳსისა
Line: 3    
ვისდაცა იყოს ძალ, ვითარცა თესლთა და კუერცხთა, და ყოველთა
Line: 4    
ნაჴელოვნებთა, რომელი ესე სახეთა მიერ ცხად ვყოთ: რამეთუ
Line: 5    
კუერცხნი ძალად ოდენ არიან მფრინველ და არა მოქმედებით, და
Line: 6    
ყრმანი ძალად ოდენ ქუეყანისმზომელ და არა მოქმედებით; ეგრეთვე
Line: 7    
თესლნი. და ესრეთ ყოველი ჟამის ქუეშე და მიდრეკასა შორის
Line: 8    
მოქენე აობისა თჳსისა. ვითარ და თჳთ ესე ცაჲცა: რამეთუ იყვნენ
Line: 9    
თუ აღმოსავლეთს ნაწილნი რაჲვე ცისანი, დაკლებულ არიან დასავლეთს
Line: 10    
ყოფისგან და ძალად ოდენ არიან დასავლეთს, ვითარცა
Line: 11    
არს საუწყო მზესა და სხუათა ვარს ულავთა ზედა. და ესეცა ძალი
Line: 12    
შეისწავე ბუნებითად.

Line: 13       
ხოლო კუალად სხუაჲ არს ძალი შორის სამარადმყოსა დამსჭუალული
Line: 14    
და მოქმედებასა თანაწარმოდგომილი, ვიტყჳ გონებისასა,
Line: 15    
რამეთუ სხუაჲ რაჲმცა ნამდჳლ მყოფი პირველი გონებაჲ, რომლისადა
Line: 16    
არსებასავე თანა მოქმედებაჲცა წარმოდგომილ არს ხოლო ესე
Line: 17    
მოქმედებაჲ გონებისაჲ არა ბუნებითთა მოქმედებათაებრ, რამეთუ
Line: 18    
ბუნებით უსრულობისგან მოვალს სრულებად და ძალი სრული ეპირველების.
Line: 19    
ხოლო მოქმედებაჲ გონებისაჲ არა თუ ძალისაგან მოქმედებად
Line: 20    
მოვალს, გინა უსრულობისგან სრულებად, არამედ არსებასავე
Line: 21    
გონებისასა თანწარმოდგომილ არს. ხოლო შენ, გესმას რაჲ შორის
Line: 22    
საღმრთისმეტყუელოთა მოქმედებაჲ, ნუ ბუნებითად მოქმედებად
Line: 23    
ჰგონებ მას, ხოლო სამღრთოჲსა მოქმედებისათჳს წინაჲთვე
Line: 24    
კმასაყოფელთა აღმოჩენათა მიერ გარდაიდვა. რამეთუ იტყოდა,
Line: 25    
ვითარმედ პირველი რიცხჳ და უფროჲს ხოლო უოცნოჲ იგი ერთი
Line: 26    
ზესთა ძეს ყოველსა ძალსა და ყოველსა მოქმედებასა, ვითარც და
Line: 27    
თჳთ მას დამბადებელობასა, ამისთჳს რამეთუ ყოველი ძალი და
Line: 28    
მოქმედებაჲ ბუნებისადა არს თანაშეკრულ, ხოლო იგი ზესთა
Page: 19   Line: 1    
პირველი განჴსნილ ყოვლისა ბუნებისგან, ვითარცა პირველთა შორის
Line: 2    
აღმოიჩინა.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.