ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 27
Previous part

Chapter: 26  
Page: 70  
Line: 1 
თავი 26
Line: 2 
წარმომაარსებელისა მიზეზისათჳს


Line: 3       "ყოველი წარმომაარსებელი მიზეზი სხუათაჲ ჰგიეს იგი მიუდრეკელად
Line: 4    
თჳის შორის და წარმოაარსებს შემდგომსა თჳსსა და შემდგომისა
Line: 5    
შემდგომსა". ესე ესთანი გაგონებანი ოდენ ვნებად შეისწავენ
Line: 6    
მაუკუდავებელად, თუ ვითარ წარმოიქმს ანაქუსსა არსთასა, და
Line: 7    
ჰგიეს იგი მიუდრეკელად. გახსოვსა, რამეთუ პირველთა შორის ერთი
Line: 8    
იგი ზესთა დადვა და მიუდრეკელობასაცა? იუწყე, რომელ ყოველი გონებითი
Line: 9    
და გონიერი არსი მიუდრეკელად მოქმედებს თჳსთა საქმოთა, ხოლო
Line: 10    
მიუდრეკელად მოქმედებაჲ ვერცა სულისა არსებასა შორის ჰპოო და
Line: 11    
უფროჲსღა ვერცა ცისასა. რამეთუ პირველ თჳთ მიდრკების სული
Line: 12    
და სხუაჲ მის ქუეშე ყოველი, და ეგრეთცა მისდრეკს მიდრეკადსა.
Line: 13    
ხოლო გონებაჲ მიუდრეკელად მიდრკების. აწ ისმინე, რაჲთა ესეცა
Line: 14    
სამღდელოჲ საიდუმლოჲ გეუწყოს. რაჲ არს თუ სული მიდრკების
Line: 15    
თჳსთა მოქმედებათა შორის, ხოლო გონებაჲ არა? ისმინე, რამეთუ
Line: 16    
სული სხუად და სხუად მოვა ცვალებად: უქმობისგან მოქმედებად
Line: 17    
და მოქმედებისგან უქმობად; და კუალად მოქმედებათაცა სცვალებს
Line: 18    
სხუად მოქმედებად; და კუალად თჳთ მას და ერთსა მოქმედებასა
Line: 19    
ოდესმე დაიხშირებს და წარემატების მას შორის, ხოლო ოდესმე
Line: 20    
დაიმრუმებს და მოაკლდების გარდაცემისგან მოქმედებათაჲსა, ვითარ
Line: 21    
იტყჳს სოკრატი მზე ხედვისაჲ, რამეთუ სული ოდეს იყო თჳსსა
Line: 22    
მამასა შორის კრონოსს, იყო უხუედრ მისდა, რასტონინ,
Line: 23    
ავტარკეს და იკანონ. ხოლო ოდეს განსაზიდსა თანა გონიერის
Line: 24    
ცისასა, ვითარ ბრუ-დართულ იქმნა და ვითარ ფრთა დაყრილ მიცილებისგან,
Line: 25    
მაშინ შთამოიჭრა უბეთაგან კრონოჲსთა და ვიდრე
Line: 26    
ქმნადთა და შობათამდე შთამოეკუეთა. ვინაჲ წყმიდნა მან სამნი იგი
Line: 27    
ნეტარებითნი წყარონი. და ესე სხუად და სხუად მიქმნისათჳს სულთაჲსა,
Line: 28    
რომელ არს მიდრეკაჲ. ხოლო კრონოს, რომელ არს სისავსე
Line: 29    
გონებისაჲ ანუ სიმაძღრე, რამეთუ ყოველი მაძდარი სავსე; და
Line: 30    
დია, რომელ არს ზევს; "დია" მიერსა ერქუმის, რამეთუ მის მიერ
Line: 31    
ყოველი. ხოლო ზევს დუღილსა და გარდამოსაქანსა ცხორებისასა. და
Line: 32    
კუალად რეა დედასა მდედრთა ძალისასა. ესე სამნი გონიერსა აღმკულსა
Line: 33    
შორის გამოჩნდეს დასასრულსა ყოველთა გონებათადა გონიერთასა,
Line: 34    
ხატად და ხატის ხატად ნამდჳლ მყოფისა, რომელი არს უძრავი და
Line: 35    
მიუდრეკელი იგავი შემდგომთაჲ და ხატი ყოველთა ზესთ მექონისა
Page: 71  

Line: 1    
ერთისაჲ. ამას ყოველსა აღნამკსა შორის გონებათა და გონიერთასა
Line: 2    
მოქედებაჲ მიუდრეკ და იგივეობა და უძრავ და უბერებელ არს,
Line: 3    
ნიადაგ ყმდების, ნიადაგ ყუავილდების, ნიადაგ ასფოდელოვდების,
Line: 4    
სადა არცა ჟამი სძღჳს და არცა კუალი მიდრეკისაჲ. ესე აწ, ოჲ
Line: 5    
განმგონეო, გიფილოტიმიე.

Line: 6       
"არამედ ერთი მიუდრეკელად წარმოაყენებს, და თუ ესეცა
Line: 7    
მიდრეკისა მიერ, იყოს მის შორის მიდრეკაჲ და მიდრეკილი". გესმა,
Line: 8    
რამეთუ სადაცა მიდრეკაჲ მიუდრეკელი, ერთსა და მასვე
Line: 9    
შორის არ იყოს მარტივ და არცა ერთ; რამეთუ გაორდების და
Line: 10    
დასცილდების პატივსა ერთობისასა მოქმედებასა, ვითარ ვიტყოდე
Line: 11    
სულისათჳს, რამეთუ თჳთმიმდრეკად აღმოაჩინა სიტყუამან; ხოლო
Line: 12    
ყოველი თჳთმიმდრეკი დაღათუ თჳთმიმდრეკ არს და თჳთ ცხორება,
Line: 13    
არამედ დაკლებულ მიუდრეკელთა სიმარტივისგან და გამრჩობლებულ,
Line: 14    
რამეთუ თჳს შორის მოაქუს ორივე, მიმდრეკობაჲცა და
Line: 15    
მიდრეკადობაჲცა, და არა არს ერთ. არამედ ჯერ არს, რაჲთა ვპოოთ
Line: 16    
მიუდრეკელად მიმდრეკი. ესე არს ესე, ვითარმედ მიუდრეკელად
Line: 17    
მოქმედი თჳსთა მოქმედებათა, რომელ არს პირველი არსებაჲ ნამდჳლ
Line: 18    
არსი და ნამდჳლ მყოფი.

Line: 19       
"რამეთუ ყოველი წარმომაარსებელი ჰბაძავს მას ერთსა ყოველთა
Line: 20    
წარმოყენებისა მიზეზსა". ითქუა, ვითარმედ ყოველი
Line: 21    
რაჲზომვე მოქენე თჳს შორის ძალსა და მოქმედებასა ჰბაძავს და
Line: 22    
ეხატვის ყოველთა წარმომაყენებელსა მიზეზსა, რომელიმე უსხეულოდ
Line: 23    
და ზესთ წმიდად, ხოლო რომელიმე გასხეულებულად და გაკერპოვნებულად,
Line: 24    
შესაბამად რსებათაჲსა: რომელიმე იგავებრივ და
Line: 25    
უთჳსესად, ხოლო რომელიმე ხატებრივ და გაგუარებულად.

Line: 26       
რამეთუ ყოველგან პირველისაგან არა პირველი". გესმეს რაჲ,
Line: 27    
ვითარმედ პირველისა არა პირველი, თჳთ თჳსგან გაგიცხსადებს თჳსსა
Line: 28    
სათარგმანოსა. რამეთუ სადაცა გან და გამოჲ, მუნცა შემდგომსა დაჰნიშნავს,
Line: 29    
ვის გამოცა და განცა იყოს. ხოლო ყოველი განი და გამოჲ არა პირველი.
Line: 30    
და ყოველი წარმომაყენებელი თჳს გამო წარმოაყენებს წარმოყენებულთა.
Line: 31    
ვინაჲ მოუკლებელად ეგნენ წარმომყენებელნი. ესე ხედვაჲ
Line: 32    
იტყჳს ამას: პირველ, თუ რაჲ არს თჳს-გამოჲ, ესე იგი არს, ვითარმედ
Line: 33    
არ ზედშემოსრულად, ვითარ შენამთხჳ, არამედ თჳსისა
Line: 34    
თჳთებისგან, თჳსისა რომელობისგან, თჳსისა იგავისგან, თჳსდა მეორედ
Line: 35    
თჳთებად, თჳსდა ხატად წარმოიქმს ყოველი წარმომქმნელი ყოველსა
Line: 36    
თჳსგნით წარმოქმნილსა, ვითარ მიზეზიმიზეზოანსა.

Page: 72  
Line: 1       
ხოლო "რაჲზომვე მოკლებული ვერ უძლებს გებად იგივეობასა
Line: 2    
ზედა თჳსსა". ესე არს ესე, ვითარმედ რაჲცა რაჲვე იპოოს
Line: 3    
შერყევაჲ თჳთებასა მიზეზთა და წარმომაყენთასა, არცა მათ მიერ
Line: 4    
წარმოყენილნი იყვნენ მტკიცე, რამეთუ შეიძრას რაჲ დასაბამი, უმყისეს
Line: 5    
გამოჲ დასაბამისგან. რამეთუ ყოველი მიდრეკადთა მიზეზთაგან
Line: 6    
წარმონაქუსი მიდრეკადი არს და ხრწნადი, ვითარ ესე მნათთა
Line: 7    
დებითსა ნაკუეთთა ზედა განვიცდით, რამეთუ რაჲც რაჲვე აღქმნეს
Line: 8    
ზევს და მზემან ესთა დებითა ნაკუეთისაჲთა, იგი დაშალა არის
Line: 9    
და აპოლოჲს ესთა დებამან, და თჳთ მანვე სხუად ნაკუეთად თანშეცვალებამან.
Line: 10    
ხოლო ესე შესწავებით იყოს აღნიშნულ, რომელ ყოველი
Line: 11    
მიუდრეკელთა მიზეზთა წარმონაქმი, მიუდრეკელ და სამარადისო
Line: 12    
არს. ხოლო ყოველი მიდრეკადთაგან, დაღათუ თჳთ სამარადისო
Line: 13    
იყვნენ, არამედ მიდრეკაჲ მათი ჟამითი და ადგილითი რას,
Line: 14    
და წარმონაარსიცა მათი ხრწნადი და მიდრეკადი არს.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.