TITUS
Keimena II
Part No. 51
Previous part

Chapter: VI  
Line of edition: 32       VI. და არე დგა შორის მათსა, და არარაჲ თქუა მისთჳს მთავარმან მან.
Line of edition: 33    
მაშინ ჴმაყო მან ჴმითა დიდითა და თქუა: "ბჭობაჲ შენი უმშჯავრო არს, მსაჯულო,
Line of edition: 34    
და საყდარი, რომელსა ზედა ჰზი, უსამართლო არს და ცრუ". ვითარცა
Line of edition: 35    
ესე ესმა მსაჯულსა მას, განრისხნა ფრიად და უბრძანა, რაჲთა დაწუან იგი
Line of edition: 36    
ცოცხალი ცეცხლითა. მაშინ გამოვიდა წმიდაჲ იგი მხიარული და სიხარულით
Line of edition: 37    
იტყოდა: "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა
Line of edition: 38    
დაეფარნენ ცოდვანი. საწადელსა, რომელსა სურვილ ვიყავ, მივემთხჳე, და გჳრგჳნსა,
Line of edition: 39    
რომელსა ვეძიებდი, ვპოვე, და დღეს ღირს ვიქმენ, რაჲთა ვიხილო უფალი
Line of edition: 40    
ღმერთი ჩემი იესუ ქრისტე". მაშინ მოთხარეს მთხრები და შთაადგინეს იგი
Page of edition: 58   Line of edition: 1    
მას შინა მუჴლადმდე შეკრული და მოსდვეს გარემოჲს მისა მცირედ განშორებულადვე
Line of edition: 2    
შეშაჲ ფრიადი, რაჲთა არა მსწრაფლ გამოვიდა სული მისი, არამედ
Line of edition: 3    
მცირედ მცირედ შეჲწუეს სიცხისა მისგან, და ესრჱთ მოკუდეს ფიცხლად ტანჯული.
Line of edition: 4    
და ვითარცა აღუდვეს შეშასა მას ცეცხლი, აღეგზნა საჴუმილი იგი ძლიერად
Line of edition: 5    
და სიცხისა მისგან სიმჴურვალისა იტანჯებოდა წმიდაჲ იგი. მაშინ ჴმაუყო
Line of edition: 6    
ძმათა მათ, რომელნი იგი დგეს გარემოჲს, (და) ჰრქუა: "ყავთ სიყუარული
Line of edition: 7    
და მომაახლეთ მე შეშაჲ ეგე, რაჲთა მწრაფლ მივიდე მე ღმრთისა ჩემისა". ხოლო
Line of edition: 8    
მჴედართა მათ არა უფლეს ესე ყოფად ძმათა მათ. მაშინ აღიპყრა ნეტარმან
Line of edition: 9    
არე თავი თჳსი და მოიღო ალი იგი ცეცხლისაჲ თმითა თავითა თჳსისაჲთა,
Line of edition: 10    
რამეთუ მოგრძელებულ ესხნეს თმანი მისნი დღეთა მათ სიგრძისაგან, რომელ-დაეყო
Line of edition: 11    
საპყრობილესა შინა. და ესრჱთ სიხარულით და მხიარულებით იქმნა
Line of edition: 12    
იგი საკუერთხ ღმრთისა და მსხუერპლ შეწირულ. და სრულ იქმნა წამებაჲ მისი
Line of edition: 13    
ძმათა მისთა თანა პრომოსს და ელიას დღესა მას შინა, რომელ ზემო ვაჴსენეთ,
Line of edition: 14    
თთუესა დეკენბერსა ათოთხმეტსა, დღესა კჳრიაკესა. და მივიდეს წინაშე
Line of edition: 15    
ღმრთისა ჩუენისა, რომელსა ჰშუენის პატივი და თაყუანისცემაჲ და მისი
Line of edition: 16    
არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის
Line of edition: 17    
და უკუნითი უკუნისადმდე. ამჱნ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.