TITUS
Keimena II
Part No. 54
Previous part

Chapter: III  
Line of edition: 23       III. მაშინ ჰრქუა ერისთავმან მან მოწამესა ქრისტჱსსა: "რაჲსათჳს ესოდენ
Line of edition: 24    
შეურაცხგიყოფიან უძლეველნი მეფენი და არად შეჰრაცხე ღმერთთა მიმართ
Line of edition: 25    
კეთილი მსახურებაჲ და ყოვლადვე თავი თჳსი შინაგაეც მაცდურსა და
Line of edition: 26    
უმსახურებელსა შჯულსა ქრისტეანეთასა?" ხოლო ნეტარი ლეონტი პირველად
Line of edition: 27    
დუმნაღა, ხოლო მერმე ღმრთისა მიერ განზრახვითა მიჰხედა მსაჯულსა მას და
Line of edition: 28    
ჰრქუა: "ყოვლად კეთილი მსახურებაჲ ღმრთისა მიმართ შჯულისათჳს მრწამს".
Line of edition: 29    
და შესძინა მას ზედა სიტყუაჲ და მაცხოვრისა აღსარებაჲ და განბრწყინდებოდა.
Line of edition: 30    
ხოლო უშჯულომან მან მსაჯულმან, ვითარცა ვინმე უჯეროჲსა მოქმედი,
Line of edition: 31    
ნეტარი ესე მოწამჱ მრავალსა ტანჯვასა შეაგდო. ბოროტნი და ძნელნი სათმენელნი
Line of edition: 32    
ყოველსა ზედა გუამსა მისსა მოაწინა ტანჯვანი და ზღჳსა წყლითა
Page of edition: 63   Line of edition: 1    
განჴდილი იგი მისგან ტყავი უბრძანა დაბანად. და მათ სალმობათა ნეტარი იგი
Line of edition: 2    
მოწამჱ მჴნედ დაითმენდა. და მეყსეულად შეკრული იგი აღიღეს და ოთხითა მით
Line of edition: 3    
სატანჯველითა ძელსა დამშჭუალული, და ღამით და დღით ფერჴნი მისნი განრთხმულად
Line of edition: 4    
განკრულ იყვნეს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.