TITUS
Keimena II
Part No. 74
Previous part

Chapter: VII  
Line of edition: 37       VII. და უბრძანა, რაჲთა მიიყვანონ წმიდაჲ ევგენია არტემი კერპისა, და
Line of edition: 38    
იყოს მეჴმლჱ გვერდით მისა და ეტყუდეს: "შეიწყალე თავი შენი და სიპატიოსნჱ
Line of edition: 39    
შენი და უზორე არტემისა!" მას ჟამსა წმიდამან ევგენია განიპყრნა ჴელნი
Page of edition: 84   Line of edition: 1    
თჳსნი ზეცად და თქუა: "უფალო, შენ უწყი დაფარული გულსა ჩემისაჲ,
Line of edition: 2    
რამეთუ სიყუარულისა შენისათჳს დავიცევ ქალწულებაჲ ჩემი, და შენ გარდაჰმატე
Line of edition: 3    
ჩემ ზედა მადლი სულისა წმიდისაჲ. აწცა, უფალო, ყავ ჩემთანა მადლი
Line of edition: 4    
იგი ჟამსა ამას წამებისა ჩემისასა, რამეთუ სახელსა შენსა აღვიარებ, რაჲთა
Line of edition: 5    
ჰრცხვენოდეს ყოველთა, რომელნი თაყუანისსცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი
Line of edition: 6    
იქადიან კერპებითა მათითა". და ვითარცა ილოცვიდა წმიდაჲ ევგენია, ლოცვას
Line of edition: 7    
ოდენ მისსა მისსა იყო ძრვაჲ დიდი ფრიად ადგილსა მას და შეეშინა ყოველთა
Line of edition: 8    
მუნ მდგომარეთა და შეიძრა საფუძველი საკერპოჲსა მის და დაეცა კერპითურთ
Line of edition: 9    
და არარაჲ დაშთა ადგილსა მას, რომელი არა შეიმუსრა, გარნა ადგილითურთ
Line of edition: 10    
და არარაჲ დაშთა ადგილსა მას, რომელი არა შეიმუსრა, გარნა ადგილისა
Line of edition: 11    
მის, სადა იგი დგა წმიდაჲ ევგენია. და იყო ესე წინაშე ყოვლისა მის
Line of edition: 12    
ერისა, რომელნი მოსრულ იყვნეს, რაჲთა იხილინ მოღუაწებაჲ მოწამისა მის
Line of edition: 13    
ქრისტჱსისაჲ. და წარვიდეს ყოველნი წრაფით ვიპარქოზისა და ეტყოდეს ჴმითა
Line of edition: 14    
მაღლითა ვითარმედ: "უბრალო არს ევგენია", და სხუანი იტყოდეს ვითარმედ
Line of edition: 15    
"გრძნეულ არს". ხოლო ვიპარქოზმან მიუთხრა საქმჱ ესე მეფესა; და უბრძანა
Line of edition: 16    
მეფემან, რაჲთა წამოჰკიდონ ქედსა ქვაჲ და ჩააგდონ იგი მდინარესა. და ვითარცა
Line of edition: 17    
ესე ყვეს, მოსთქდა ქვაჲ იგი ყელისაგან მისისა და შთავარდა მდინარესა,
Line of edition: 18    
და დაშთა წმიდაჲ ევგენია წყალთა მათ ზედა მჯდომარჱ, და რომელთა
Line of edition: 19    
ჰრწმენა ქრისტჱ, იტყოდეს ვითარმედ "ღმერთი არს ევგენიაჲს თანა წყალთა
Line of edition: 20    
მათ ზედა, ვითარცა პეტრჱს თანა, და არა უტევა იგი დანთქმად". და ვითარცა
Line of edition: 21    
გამოიყვანეს წმიდაჲ ევგენია, მიიყვანეს აბანოდ და შეაგდეს საგზებელსა
Line of edition: 22    
მას. ხოლო სახუმილი იგი მეყსეულად განგრილდა და დაივსო და დაირღუა
Line of edition: 23    
ყოველივე, რაჲცა იყო აბანოჲსაჲ. შემდგომად ამისა შეაგდეს იგი საპყრობილესა
Line of edition: 24    
ბნელსა და უბრძანეს, რაჲთა იყოს მუნ შინა ათდღჱ და არა უჩუენონ გემოჲ
Line of edition: 25    
ჭამადისაჲ. ხოლო საპყრობილჱ იგი განათლდა ფრიად და შემდგომად გამოსლვისა
Line of edition: 26    
მისისა დარჩა ბრწინვალებაჲ იგი ნათლისაჲ ადგილსა მას. და ეჩუენა
Line of edition: 27    
წმიდასა ევგენიას უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და მისცა მას პური ჴელითა თჳსითა,
Line of edition: 28    
უსპეტაკჱს თოვლისაჲ, და აქუნდა სიტკბოებაჲ უზომოჲ, და ჰრქუა უფალმან
Line of edition: 29    
წმიდასა ევგენიას: "მიიღე პური ესე ჴელისაგან ჩემისა, ევგენია, და გემოჲ
Line of edition: 30    
იხილე, რამეთუ მე ვარ მჴსნელი შენი, რომელსა ყოვლითა ძალითა შენითა
Line of edition: 31    
ქალწულებით მმსახურე და ყოვლითა სარწმუნოებითა შემიყუარე, და მე ამას
Line of edition: 32    
დღესა შინა შეგიწყნარო შენ ზეცად, რომლისაგან გარდამოვჴედ ქუეყანად". და
Line of edition: 33    
შემდგომად სიტყუათა ამათ მიეფარა მისგან უფალი. ხოლო სიტყუაჲ ესე მისა
Line of edition: 34    
მიმართ იყო დღესა, რომელსა იშუა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Keimena II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.