Verse: a | უმჯობესი არს ყოველთა, | რაცა თქვას ტურფა ენამან, |
Verse: b Page of Ms. B: 1 | მუნ ტურფა, მსგავსი მის მზისა, | რამც ნახოს თვალთა ჩენამან? |
Verse: g | თუმც ნახოს წლისა სნეულმან, | პირი ქნას მისკენ ლხენამან, |
Verse: d და | მოგვმადლა მისით ხლებითა | წყალობა ღმერთმან ზენამან. |
Verse: a | მისსა ვით იტყვის ქებასა | პლატონ ან სოგრატ ბრძნობილი? |
Verse: b | უნაკლულოა ყოვლითა, | საღვთოთ საქმითა ცნობილი, |
Verse: g | წმიდათა მიმსგავსებული, | ქალწულთა თანაჴმობილი, |
Verse: d და | ეშმაკთ მიმდეგი ყოველი | არს მის წინაშე გმობილი. |
Verse: a | ვახლავ მათი ფერხთა მტვერი, | ქნადცა მმართებს მათი ნება; |
Verse: b | ჴამს დიდება პატრონისა, | ვის აქვს ლექსთა თქმის შეძლება. |
Verse: g | სიბრძნე მქონდეს ათინელთა, | მუნ მათივე ანუ ცნება, |
Verse: d და | ვით ვთქვა ქება შესაფერი, | ვინ ბრძენთაგან არ იქება? |
Verse: a | ქება ვთქვი მათი უგბილმან, | არ ღირს ვარ თუმც ჴსენებასა; |
Verse: b | მათმან ქებამან დამმართა | სიბრძნეს, ჭკუას და ცნებასა; |
Verse: g | მათითა ქებით მივეცი | კვალად ლხინსა და შვებასა, |
Verse: d და | ჴამს, ენით, ჭკუით, გონებით | ვიქმოდე მათსა თნებასა. |
Verse: a | წინაშე მათსა დავირქვი | სახელი შაირობისა, |
Verse: b | მე მათად ქებად მომეცნეს | მცირენი დარგნი ბრძნობისა; |
Verse: g | შოთას აქებდეს, აწ რიგი | მე მომხვდა მელექსობისა, |
Verse: d და | სხვას არას ვნუკევ, მიჯნურ | ვარ ოდენ მათისა ყმობისა. |
Verse: a | რუსთველს არ დარჩა უთქმელი, | რაც ოდენ მისწვდა გონება, |
Verse: b | მისის ლექსების მკითხველსა | სხვა რადმცა მოეწონება? |
Verse: g | ტარიელისთვის საქებრად | მას ენა ეადონება, |
Verse: d და | მისთა ამბავთა უამე | კაცს რამცა გაეგონება? |
Verse: a | თეიმურაზ თქვას ამბავი | იოსებ-ზილიხანისი, |
Verse: b | ლეილის ქება, სიტურფე | და მეჯნუნისა ჯანისი; |
Verse: g | თქვა ჴელმწიფური ლექსები, | თვით რუსთვლის მოსაწონისი, |
Verse: d და | ლექსთა მკითხველთა მელექსედ | ხან ის აქეს და ხან ისი. |
Verse: a | სხვა მელექსე, ვინცა ვინა, | მათად სწორად არ იქების; |
Verse: b | თუ ვინ თავსა მათ ადარებს, | ცუდ-მაშვრალობს, ცუდად სცდების; |
Verse: g | თუ ვინ იტყვის "ჩემი სჯობსო", | ცუდ-სასჯელი წაუჴდების, |
Verse: d და | ვინ სხვათ ლექსთა მათ ადარებს, | თურე ლექსთა ვერ მიხვდების. |
Verse: a | თუ არ შესწევს ძალი ღვთისა | და მათ ორთა მელექსობა, |
Verse: b | ლექსთა თქმაცა ვით გაბედა | ნოდარ, ანუ შაირობა? |
Verse: g | ვით დავატკბო მათებრ ენა, | თვითცა მქონდეს ქვეყნის ბრძნობა? |
Verse: d და | მაგრამ მართებს, ოდეს კაცსა | გაუჭირდეს, გულოვნობა. |
Verse: a | სიბრძნე ბაღია კაცისა, | ხე-ჴშირი, მსხმოვიარები, |
Verse: b Page of Ms. D: 131 | ბაღისა ვარდი ლექსია, | მკითხველნი _ მობაღნარები; |
Verse: g Page of Ms. A: 01 | იტყვის ყოველი მოლხინე, | ყრმა ვინ არს, თუნდა ბერები: |
Verse: d და | "ბაღჩათა შიგან ამოა | ყვავილი ფერად-ფერები". |
Verse: a | ვპოვე უცხო მოსასმენი, | ამად ენა გავაყბედე, |
Verse: b Page of Ms. B: 2 | ჴელად-ვიღე საქმე ძნელი, | თქმაცა მისი ვით გავბედე? |
Verse: g | ღმერთო, შენი მოწყალება | გულსა ჩემსა უიმედე, |
Verse: d და | ყოვლი ძნელი გაადვილდეს, | თუ წყალობით შემომხედე! |
Verse: a | ესე ამბავი სპარსრულებ, | გონება-მიუწვდომელი, |
Verse: b | ნიზამის უთქვამს განჯელსა, | ბრძენთა ბრძენია რომელი; |
Verse: g | მას ჰბაძავს ხოსრო დეჰლევი, | მუნ ენა-დაუშრომელი, |
Verse: d და | მას ხოსრო სჯობს თუ ნიზამი, | ვართ მისი მიუხვდომელი. |
Verse: a | ნავაის ესე ამბავი | ჩაღათურისა ენითა |
Verse: b | უთქვამს, და მისებრ მელექსე | სხვა ვინმცა ვიაზრენითა? |
Verse: g | კვლა ჯამის უთქვამს სპარსულად | მუნვე ჭკუითა ბრძენითა, |
Verse: d და | ილხენს ყოველი მკითხველი | მათ ოთხთა ლექსთა სმენითა. |
Verse: a | ვით გავაგო მიუმხვდარმან | მათ ოთხთავე ლექსთა ქება? |
Verse: b | მათსა ლექსსა მიასწავებს | მათი სიბრძნით აღსავსება; |
Verse: g | მწადს ქართულებრ მათთა ლექსთა | გამოთარგმნა, გალექსება, |
Verse: d და | ღვთით გავბედე საქმე ძნელი, | თქმაცა ჩემგან ვით ეგება? |
Verse: a | რას ვაგრძელებ? არას მარგებს | მელექსეთა ცუდთა დევნა, |
Verse: b | რადგან ვსთხოვე შემოქმედსა | ლექსთა თქმისა მე შეწევნა, |
Verse: g | აწღა უნდა ენა-ტკბილად | მრავალ-გვართა ლექსთა ლევნა, |
Verse: d და | ამო არის სასმენელად | მიჯნურთ შეყრა, კოცნა, ხვევნა. |
Verse: a | ისმინეთ, ვიწყებ ამბავსა, | კაცთათვის გასაგონარსა, |
Verse: b | სპარსთ ჴელმწიფეთა ქებასა, | ბრძენთაგან მოსაწონარსა. |
Verse: g | სპარსთ ენა-მრავლად უქია, | მეცა ვსცდი ჩემსა ონარსა, |
Verse: d და | ვაფრქვევ გოარსა ურიცხვსა, | თვით ლიტრით ასაწონარსა. |