TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 2
Previous part

Chapter: I  
ამბავი ეზდიჯირდ ხელმწიფისა და მისის შვილის ბარამისა, რომელსა სპარსულად ბარამ-გურს უხმობენ.



Strophe: 17  



Verse: a        ერანს ეზდიჯირდ ჴელმწიფე,   ღვთისაგან გამდიდრებული,
Verse: b     Page of Ms. A: 1     სრულად ქვეყნისა მპრობელი,   თვით ცამდის ამაღლებული,
Verse: g        უხვი, გამცემი, სვიანი,   საღვთო-საკაცოდ ქებული,
Verse: d     და   გმირი ლომ-გული, უკადრი,   მტერზედან გამარჯვებული.



Verse: n.     
BD-ში მეორე და მესამე ტაეპი ერთი მეორის ადგილასაა გადასმული.
Verse: n.g     
სამღთო AD.



Strophe: 18  



Verse: a        თავმდაბალი და მლოცავი,   თვით ღვთისა მადიდებელი,
Verse: b        ჭკვიანი, სამართლიანი,   გლახაკთა ჴელთ-ანპყრობელი
Verse: g        ბრძენი, წყნარი და ზნე-სრული,   მტერთაგან დაუგმობელი,
Verse: d     და   პირ-მხიარული, მოლხინე,   სმა-ჭამა დაუკლებელი.



Verse: n.a     
მღთისა A.



Strophe: 19  



Verse: a        ჴელმწიფესა ტახტად ჰქონდა   ბაღდადი და ისპაჰანი,
Verse: b        ხათასი და ჩინ-მაჩინი,   მას ჰმონევდა ჰინდუსტანი,
Verse: g        სოყლაბი და თურქისტანი,   მსახურებდა ხორასანი,
Verse: d     და   ურუმი და ლეჰი, რუსი,   სრულ ჴელთ ჰქონდა ფრანგისტანი.



Verse: n.a     
ისპაანი BD;
Verse: n.b     
ჰიდუსტანი A, ინდუსტანი D.
Verse: n.g     
მსახურებდეს ABD.
Verse: n.d     
ლეი D.



Strophe: 20  



Verse: a        გაზაფხულ მათი ხარაჯა   მოვიდის, _ მილები,
Verse: b        ხარაჯა ვერვინ დააკლის   დიდნი იყვნეს თუ წვრილები;
Verse: g        სამ თვე მწერალნი სწერდიან,   მათ გაუარმდის ძილები,
Verse: d     და   კვლა მასდა, გარდა მეფეთა,   გვერდს ახლდა თვითო შვილები.



Verse: n.d     
გვერთ D.



Strophe: 21  



Verse: a        ძე არა ჰყვანდა მეფესა,   მით თავი ებრალებოდა,
Verse: b        ტახტ-გვირგვინისა დაკარგვა   ჴელმწიფეს ეძნელებოდა;
Verse: g        რაც კარგი სჭირდა ღვთისაგან,   ყველაი ემწარებოდა,
Verse: d     და   მოსძულვებოდა სიცოცხლე,   სიკვდილი ენატრებოდა.



Verse: n.a     
ყვანდა D.
Verse: n.g     
მღვთისაგან ყველა A.
Verse: n.d     
სიცოცხლე _ სოფელი D.



Strophe: 22  



Verse: a        მეფესა ჰყავდა ვაზირი,   თვით მასვე ეგვარებოდა,
Verse: b        მას თარა ერქვა სახელად,   ჭკვით პლატონს ედარებოდა,
Verse: g        შინათ ეახლის მეფესა,   მას გაყრა ეზარებოდა,
Verse: d     და   სრულად ქვეყანა მეფისა   მუნ ვაზირს ებარებოდა.



Verse: n.a     
ჰყვანდა A, ყვანდა D.
Verse: n.g     
იახლის A.



Strophe: 23  



Verse: a        დღესა ერთსა გონიერი   თარა იჯდა მეფეს წინა,
Verse: b        ორნი იყვნეს, პატრონ-ყმაი,   მათ იახლნეს სზვა არვინა;
Verse: g        მეფემ სულთქმით ოხრა, ახა,   საწუთროსა შეაგინა,
Verse: d     და   კვლა უბრძანა: "ჰე, ვაზირო,   მე სიცოცხლე მომეწყინა"!



Verse: n.a     
მეფის D.
Verse: n.b     
ყმანი AD.



Strophe: 24  



Verse: a        "შვიდთა იყლიმთა მეფეთა   შვილნი მახლავან ასისა,
Verse: b        თვალ-მარგალიტი ურიცხვი   მე მაქვს ძვირისა ფასისა;
Verse: g        ჯართა და თავადთ პატრონი   თვით მე ვარ ბევრ-ათასისა,
Verse: d     და   მაგრამ მამული მტერს დარჩეს   შვილ-უყოლელი კაცისა".



Verse: n.a     
იყლიმთა _ ქიშვართა D.
Verse: n.     
24 და 25 სტროფებს შუა D-ში სათაურია: "აქა ეზდიჯირდ ხელმწიფე ვეზირს ეუბნების".



Strophe: 25  



Verse: a        კვლაცა უბრძანა ვაზირსა:   "მე დღენი დამსრულებია,
Verse: b     Page of Ms. A: 2     უძეოდ სოფელს რას ჴელს ვჰჴდი,   სიკვდილი მომსურვებია;
Verse: g     Page of Ms. C: 1     შენ მოგაბარებ მამულსა,   ანუ ვინცაღა მხლებიას,
Verse: d     და   ვადიდებ ღმერთსა, გარდვიჴდი,   რაც მისგან ვალი მდებია".



Verse: n.a     
ვეზირს A.
Verse: n.b     
ვხდი D.
Verse: n.a-d     
რითმა: "იან" AD.



Strophe: 26  



Verse: a        ვაზირმან ცან, გაუკვირდა,   ერთობ გული შეუწუხდა,
Verse: b        ატირდა და თავსა იცა,   თვალთათ ცრემლი გადმოჰქუხდა;
Verse: g        წვერთა გლეჯით, ღაწვთა ხოჭვით   ზოგჯერ უშდა, ზოგჯერ უხდა,
Verse: d     და   მეფემ ნახა ყმა მტირალი,   აქებდა და არ უძრახდა.



Verse: n.b     
თვალთა AD.
Verse: n.g     
"თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით თვალთა ცრემლი გარდოჰქუხდა, კულაცა თვალთად ცრემლთა დენით ზოგჯერ უშდა ზოგჯერ უხდა" A.
Verse: n.d     
უზრახდა C.



Strophe: 27  



Verse: a        მუხლთ-მოხვევით თარა ბრძენმან   ჴელმწიფესა ქება ჰკადრა:
Verse: b        "ჴელმწიფეო, შენგან კიდე   ღმერთმან ვინმცა გაამდიდრა,
Verse: g        ყოვლი თქვენი საჴელმწიფო   იქმნებისმცა უთქვენოდ რა,
Verse: d     და   მელი ლომთა სამკვიდროსა   ზედან ვითმცა დაემკვიდრა?


Strophe: 28  



Verse: a        ვიჴმნეთ ყოვლგნითა გლახაკნი,   მათ მივსცეთ ბევრი ლარია,
Verse: b        ჩვენ ღვთის სახელზედ გავსცემდეთ,   გავხვნათ სალაროს კარია;
Verse: g        ყოველნი შენნი მხლებელნი   ღმერთს წინ თვით მემუდარია,
Verse: d     და   ვეჭვ, შემოქმედმან შემოგზღოს   შენ შვილი, მზისა დარია".



Verse: n.a     
ყოვლგნით გლახაკნი. (??)
Verse: n.b     
გავხვნეთ D, გავხუათ A.
Verse: n.g     
შენნი-თქუენნი A.
Verse: n.d     
შენ-თქვენ A.



Strophe: 29  



Verse: a        მოუწონა ჴელმწიფემან   გონიერსა მისგან თქმული;
Verse: b     Page of Ms. A: 9     მეფემ ბრძანა, იჴმეს ყოვლგნით   გლახაკთაგან ყოვლი რჯული;
Verse: g        თვითოს მისცა ჴელმწიფემან   თვითო ლიტრა ოქრო-სრული,
Verse: d     და   შეიწირა შემოქმედმან,   გაუმთელა ძველი წყლული.


Strophe: 30  



Verse: a        გამკითხველმან გაიკითხა   ჴელმწიფე და მისი ჯარი,
Verse: b     Page of Ms. D: 132    შინათ ქალი დაორსულდა,   ლმობიერი, ერთობ წყნარი;
Verse: g        რა გათავდა თვე და ჟამი,   ვაჟი შობა მზისა დარი,
Verse: d     და   ახარებდეს ჴელმწიფესა,   თქვი: "გაცოცხლდა, იყო მკვდარი"!



Verse: n.d     
სთქვი ACD.



Strophe: 31  



Verse: a        მასვე დღესა ჴელმწიფემან   სმა და ლხინი მოინდომა,
Verse: b        მოაწვივნა დიდებულნი,   შვიდ დღე-ღამე სმად იჯდომა;
Verse: g        რაც გაეცა გლახაკთ ზედან,   კვლა მათ მისცა ასი ზომა,
Verse: d     და   ვინ რაც სთხოვა, მიუბოძა,   აღუსრულა მათი ნდომა.



Verse: n.b     
შვიდ დღე ღამე _ შვიდსა დღესა CD.
Verse: n.g     
კვლა _ მათცა CD. გლახაკზედან AC.



Strophe: 32  



Verse: a        მონათლეს, ვაჟსა დაარქვეს   სახელად ბარამ სვიანი,
Verse: b        ზრდიდეს გამზრდელნი მთვარესა,   ტურფანი, პირად-მზიანი;
Verse: g        მუნ იზრდებოდა სათუთად   ვაჟი ჯომარდი, წყლიანი,
Verse: d     და   კვლა გამოცდილთა სპათაგან   აახლნეს კაცნი ჴმლიანი.



Verse: n.b     
ტურ. პირად მზიანი D.



Strophe: 33  



Verse: a        ასწავლეს ყოვლი ზნეობა,   რაც კაცთა სამართალია,
Verse: b        მან ნადირობა დაიწყო,   მინდორს კანჯარი დალია;
Verse: g        ჴშირად დაჰჴოცდის ლომ-ვეფხსა,   და ბაბრი მისგან მკრთალია,
Verse: d     და   ვერ დაუდგების ისარსა   მისსა სპილოცა მთვრალია.



Verse: n.b     
"მინდორს" ორჯერაა A.
Verse: n.g     
დახოცის ლომ _ ვეფხი D; ვეფხთა C.
Verse: n.d     
დაუდგებოდეს D.



Strophe: 34  



Verse: a        ილხენდეს მისნი მხლებელნი   მის ყმისა პირთა ჭვრეტითა,
Verse: b     Page of Ms. A: 4     სწვავს გულსა მისსა ვერ-მჭვრეტსა   ცეცხლითა დაუშრეტითა;
Verse: g        მისნი მტერნი და მებრძოლნი   იყვნეს ჭკუითა რეტითა,
Verse: d     და   სიკვდილს ჰნატრობდეს უდღეოდ   შიშითა მეტის-მეტითა.



Verse: n.a     
ილხენს ყოველი მხლებელი CD.
Verse: n.b     
მჭურეტთა ACD.
Verse: n.     
34 და 35 სტროფებს შუა D-ში სათაურია: "დაბადება ბარამ ხელმწიფისა".



Strophe: 35  



Verse: a        ყოვლგნით გაითქვა სახელი   მის ყმისა შვენიერისა,
Verse: b     Page of Ms. C: 2     შორით მოსრულნი მნახველნი   ჯარად დგეს, ყრმა და ბერისა;
Verse: g        თქვეს: "მისგან ნათობს საწუთრო,   ცად მქნელი არის მზე რისა?
Verse: d     და   ჴამს, მსახურებდეს მას შვილნი   მეფეთ და შარიერისა."



Verse: n.b     
მნახავნი A. ჯარ იდგენ CD.
Verse: n.a     
სახელი _ ამბავი C.
Verse: n.g     
ცად A.



Strophe: 36  



Verse: a        ილხენდეს მისით ხლებითა   ყოველნი მეფეთ შვილები,
Verse: b        მას გაუყრელად ეახლნის,   ვით ყმანი თანშეზრდილები;
Verse: g        ნადირობდეს და ლხინობდეს   ერთად, ვით ძმანი ტკბილები,
Verse: d     და   ნადიმად ისხდეს ნიადაგ,   მათ გაუარმდის ძილები.



Verse: n.b     
იახლნეს ACD.



Strophe: 37  



Verse: a        ეზდიჯირდს მისი სიკეთე   გულს უნათლებდა, უდებდა,
Verse: b        შვილისა მჭვრეტი ჴელმწიფე   გულს სევდას არ იბუდებდა;
Verse: g        აწცა ცნა, ბოლოდ სოფელი   მას ლხინს არ გაუცუდებდა,
Verse: d     და   ვით შვილსა მისი მშობელი,   უდედებდა და უდებდა.



Verse: n.g     
"ოდენ სცნა ბოლოდ მას ლხინს" D, "ოდენ სცნა ბოლოდ სოფელი მას ლხინს" C.
Verse: n.d     
უდედებდა უდებდა D.



Strophe: 38  



Verse: a        დღესა ერთსა მეფე შვილსა   ლხინთა ზმასა შეეკადრა,
Verse: b        მოაწვივნა დიდებულნი,   მას დღეს ყველა დაიხვედრა:
Verse: g        შვილს უბოძა ტახტთ-გვირგვინი,   იგი მათვე შეავედრა;
Verse: d     და   მე ვითა ვთქვა მათი ლხინი,   რომე ნახეს ზედი-ზედ რა?



Verse: n.b     
მას დღე AC, მას დღესა D.
Verse: n.g     
იგი _ კულა A.



Strophe: 39  



Verse: a        შვილს უჭვრეტდა ტახტზედ მჯდომსა,   მით ილხენდა მეფე წყნარი;
Verse: b        მათ ხედვიდა მხიარულად,   იხარებდა სრულად ჯარი;
Verse: g        ყმას შვენოდა ღაწვთა ელვა,   კბილთა ღელვა, საუბარი,
Verse: d     და   მან უბოძა დიდებულთა   საბოძვარი მრავალ-გვარი.



Verse: n.b     
"მათ ხედვიდეს მხიარულსა" A, "მათ ხედვიდეს მხიარულად" D.
Verse: n.g     
შვენოდეს AD.



Strophe: 40  



Verse: a        ოდეს შვილსა სამეფო და   ტახტ-გვირგვინი მიაბარა,
Verse: b        კვლა ჴელმწიფე დაუძლურდა,   სიბერემან შეაზარა;
Verse: g        ეს სოფელი სისხლის მსმელი   ესწათნოა მას აღარა,
Verse: d     და   რაც აჩვენა პირველ ლხინი,   ბოლოს ყველა გაუმწარა.



Verse: n.g     
ესათნოვა C.
Verse: n.d     
ბოლოდ C.



Strophe: 41  



Verse: a        კვლა არ დაიშლის სოფელი   მისგანვე დანაწესებსა,
Verse: b        არ ესათნოვოს მდიდართა   და არცა მათგან ნასებსა;
Verse: g        ერთ-გვარად მოჰკლავს ორთავე   დღიურად ბევრ-ათასებსა,
Verse: d     და   ტახტ-გვირგვინისა პატრონსა   დაამპობს ბევრჯელ ასებსა.



Verse: n.d     
პატრონსა მიწად იქს მრავალ დასებსა A.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.