TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 7
Previous part

Chapter: VI  
ბარამ ხელმწიფის სანადიროდ წასვლა, დილარამ-ჩანგის გვერდსა ხლება და გაწყრომა მისი ბარამისაგან.



Strophe: 92  



Verse: a        დღე ერთ ბარამ ნადირობდა,   ზედ წაადგა დიდსა გორსა,
Verse: b     Page of Ms. A: 13     შორს კანჯარნი დაინახნა,   რომ ეძინნეს, ერთად ორსა;
Verse: g        ქალს უბრძანა: "რას ალაგს ვჰკრა?   ჰხედავ თუცა ერთობ შორსა;
Verse: d     და   ქალმან ჰკადრა: "ისპად გაქებ,   რომ მიუბა ყური ყურსა".



Verse: n.a     
დღეს ერთს A.
Verse: n.b     
კანჯარი დაინახა ABCD.



Strophe: 93  



Verse: a        ყმამ ესროლა, ყური ყურსა   მიუბა, და არ ასცილდა,
Verse: b        მეორეს ჰკრა სასისხარსა,   დაეცა და სისხლი მილდა;
Verse: g        ქალმან ჰკადრა: "ბევრის ქნითა   ყოვლი საქმე გაადვილდა";
Verse: d     და   ქალმან ლაღმან უკადრისი   ჰკადრა, მეფე უკუწბილდა.



Verse: n.a     
ყმამ _ მან A.
Verse: n.d     
უკუწვილდა BC.



Strophe: 94  



Verse: a        ქალმან სიტყვა წაიცდინა,   უგუნურმან დიაცურად;
Verse: b        რა შეესმა ბარამ მეფეს,   გაგულისდა ჴელმწიფურად,
Verse: g        მას სიკვდილი გაუბედა,   სისხლის დაღვრა მესისხლურად,
Verse: d     და   თვით არ მოკლა, ჩამოაგდო,   სცა, გაჴადა უცნებურად.


Strophe: 95  



Verse: a        მან უბრძანა ყმასა ვისმე:   "ეს დიაცი გამაცალე,
Verse: b     Page of Ms. D: 135    ტკბილნი მისნი სიცოცხლენი   სიკვდილს ზედა შეუცვალე,
Verse: g        მინდორს მჴეცთა შესაჭმელად   გააგდე და მოდი მალე,
Verse: d     და   ნუ იყოვნი ხანსა რასმე,   წაიყვანე, წადი, გვალე!


Strophe: 96  



Verse: a        მას მტირალსა, ცრემლიანსა,   ვერ ნახევდა ავი თვალი,
Verse: b        ყმამან ფიცხლად წაიყვანა   მუნ მტირალი პირ-მზე ქალი;
Verse: g        ქალმან უძღვნა ყელსაბამი,   ქვეყნის ფასი, ათი ლალი,
Verse: d     და   ჰკადრა: "ღმერთმან კვლა შემოგზღოს,   თუცა დამდვა შენ მე ვალი".



Verse: n.d     
შემოგზღნოს A.



Strophe: 97  



Verse: a        კვლა ეუბნების იგი მზე   ყმას თვალთათ ცრემლთა მდინარე:
Verse: b     Page of Ms. A: 14     "ვიცი, ვერ დამთმობს იგი ყმა   ვერ ცხადად, ვერცა მძინარე;
Verse: g        ინანის ჩემსა სიკვდილსა,   მქმენ თვალთა მე უჩინარე,
Verse: d     და   ცან თუ გწადს ამა საქმისა,   ხვალ მიდი მეფეს წინარე".



Verse: n.a     
თუალად C, თუალთად AD.
Verse: n.g     
მქენ A, თუალთად AC.



Strophe: 98  



Verse: a        "თუცა გკითხოს, ჰკადრე ვითა:   გამთავე ვარ ბრძანებისა";
Verse: b        თუ არ უმძიმს, მოდი, მომკალ,   კვლა ათავე წესი ყმისა,
Verse: g        თუ შეატყო სიმძიმილი,   ცან, სოფელი სხვაფერ ზმისა,
Verse: d     და   დამდევ ვალი, ჩემგან ირგე,   ვით წესია და-ძმობისა".



Verse: n.d     
ირგევ C.



Strophe: 99  



Verse: a        ქალი ყმასა ეუბნების   ნაზად სიტყვას შესაწყალსა;
Verse: b        ყმამან უთხრა: "თვით ვინ მოგკლავს?   შენ მიენდევ ღვთისა ძალსა";
Verse: g        ფიცით უთხრა: "არ მოგკლავო",   მით დაედვა გული ქალსა,
Verse: d     და   ნუგეშის სცემს იგი მოყმე   ქალსა, გზაზედ მიმავალსა.



Verse: n.b     
მოკლავს A.
Verse: n.g     
ფიცი უთხრა, მოკლავო A.



Strophe: 100  



Verse: a        სარჰანგს ჰქონდა ტურფა ბაღი,   ვით სამოთხე, სახლზედ შორი,
Verse: b        ბაღსა შუა კოშკი იდდგა,   სიმაღლითა ცათა სწორი;
Verse: g        მას ას-ფერჴი კიბე ჰქონდა,   ასავალი ორგნით ორი,
Verse: d     და   ჩნდის ქალაქი შიგან _ გარე,   მუნით ყოვლი მთა და გორი.



Verse: n.g     
ას _ მთას D.



Strophe: 101  



Verse: a        ყმამან ქალი მიიყვანა,   თან აახლო დედა ქალსაე
Verse: b        შინათ ჰყვანდა ზვარა წლისა   დედასა და მისსა რძალსა;
Verse: g        მას დილარამ აიყვანდის   დღიურ ორჯელ ასავალსა,
Verse: d     და   შვიდს წელს იყო წესი მისი,   აწ უყურე ღვთისა ძალსა!


Strophe: 102  



Verse: a        ბარამ მეფე გულ-გამწყრალი   დაბრუნდა და გულისობდა,
Verse: b        პირ-მოქუშვით მოვიდოდა,   სხვას არასა არ უბნობდა;
Verse: g        ჰგმობდეს მისნი გვერდ-მხლებელნი,   დიდებულნი ვინცა ჰყმობდა,
Verse: d     და   მათ რომელთა გაეგონნეს,   მუნ შორს მყოფთა, ისიც ჰგმობდა.



Verse: n.b     
პირმოქრუშვით D.
Verse: n.d     
რომელთა D; მყოფთა _ მყოფელსა D.



Strophe: 103  



Verse: a        კვლა მივიდა ბარამ მეფე   საწოლს, ნახა მისი ჩანგი,
Verse: b        მოაგონდა, თქვა: "დავკარგე   იგი მზე და პირი მანგი,
Verse: g        ნუ თუ ჭკუა შემეცვალა,   ანუ ვიყავ მეტად ბანგი?
Verse: d     და   თავს, პირს იცა, დაილება,   მუნვე გაჴდა, ვითა ზანგი.



Verse: n.g     
შემეცვალნეს A.
Verse: n.d     
თავპირს A.



Strophe: 104  



Verse: a        მოაგონდის მასთან ლხინი,   მუნ ლამოდა თვით შეცვლასა;
Verse: b        თქვა: "უმისოდ რა ჴელსა ვჰჴდი   სიმდიდრესა ანუ სრასა"?
Verse: g        თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით   კვლა მოსთქვამდა სხვადასხვასა,
Verse: d     და   მან სიცოცხლე გაიარმა,   ცას აწვდენდა ვაგლახვასა.


Strophe: 105  



Verse: a        მოსთქვემდა თუ: "ჰაი, ჰაი,   მზევ, უშენოდ ნუ დავრჩები,
Verse: b     Page of Ms. A: 15     რას ჴელსა ვჰჴდი სიცოცხლესა,   ამ სოფელსა რას ვეთნები?
Verse: g        არად მიღირს მე საწუთრო,   ტახტ-გვირგვინსა გავეყრები,
Verse: d     და   ვით მაჯნუნი, ველთა ყოვნად   წავალ, მჴეცთა შევეყრები".



Verse: n.a     
მზეო უშენომცა A, მზეო უშენოდმცა D.



Strophe: 106  



Verse: a        თქვა: "მზეო, შენთა ვერ-მჭვრეტთა,   ჴამს, არ შერჩეს სულები,
Verse: b        შენთა საჴმილთა ნადაღი   გულსა მაჩნია სულები.
Verse: g        შენგან დაჭრილი ლახვრითა   ვწევარ, მიგია სულები,
Verse: d     და   გულო, შეგიპყრა სევდამან,   ნუ აეჴსნები, სულ ები"!



Verse: n.     
სტროფი D-ში გამოტოვებულია.



Strophe: 107  



Verse: a        თქვა თუ: "მზეო, მე უშენოდ   არმად რამცა მიამოსა,
Verse: b        მე კვლა ვარდი არ მევარდოს   და სუმბული არ მეთმოსა,
Verse: g        ცეცხლი, შენგან მოდებული,   არაოდეს დამევსოსა,
Verse: d     და   შემომყაროს კაეშანი,   გული სევდით ამევსოსა".


Strophe: 108  



Verse: a        ღაწვი _ ვარდი, სათი _ მინა   შეეცვალნეს, ვით ზაფრანად,
Verse: b        ვარდსა ზედან მელნის ტბამან   ღარი დაქნა მოსადენად,
Verse: g        რაც რომ ლხინი მასთან ნახა,   აწ გარდექცა გულსა სენად,
Verse: d     და   გულს უკლევდა მისისევდა,   ვერ ძალ-ედვა მოსათმენად.


Strophe: 109  



Verse: a        მოსთქვემდა: "მზეო, უშენოდ   მე რა ვქნა გულ-დადაგულმან?
Verse: b        შევსცვალე ლხინი ჭირზედან   საწუთრო-გაარმებულმან;
Verse: g        მე შენი გაყრა, შორს ყოფნა   ვით გავძლო, შენთან ხლებულმან,
Verse: d     და   აწ შენად ნაცვლად, ჰე მზეო,   რა ვპოვე დღე-დაკლებულმან"?



Verse: n.a     
მოსთქვამს თუ D.
Verse: n.d     
შენდა D.



Strophe: 110  



Verse: a        თვით შეიცვალა ჴელმწიფე,   შეცვლილი ველად გავარდა,
Verse: b        გაჭრილი მუნვე მივიდა,   სად მზემან მიწა დავარდა;
Verse: g        დიდხანს თავს იცა, დაცაბნდა,   ვერ გულის-ხმასა ჩავარდა,
Verse: d     და   "შეიცვალაო ჴელმწიფე",   თემზედ ამბავი დავარდა.



Verse: n.d     
თემზედ _ ქვეყნად D.



Strophe: 111  



Verse: a        კვლა შეესმა თარა ბრძენსა,   გაჴდა რეტად ჭკუა-სრული,
Verse: b        სამდღე ძებნა, კვლაცა პოვა   გლახ-ჴელმწიფე დაკარგული;
Verse: g        მან იხილა, რომე ბარამ   გდია სისხლით გაბასრული,
Verse: d     და   იგი მკვდარსა დაადარა,   თუცა ედგა ოდნად სული.


Strophe: 112  



Verse: a        რა ვაზირმან ისრე მყოფი   ბარამ მეფე დაინახა,
Verse: b        თვით გარდაჴდა ცხენის ზურგით,   თავს იცა და ივაგლახა,
Verse: g        ფერჴთა მისთა მოეხვია,   თავი მკვდარსა დაასახა,
Verse: d     და   მოიტირა ოდეს ცრემლით,   კვლაცა სულთქმით ოხრა, ახა.



Verse: n.b     
გარდომხდა ცხენისაგან D.
Verse: n.g     
კულაცა ფერჴთა A.
Verse: n.d     
"კვლავ ტირილით გაათავნა მავნე სულთქმით ოხრა ახა" D.



Strophe: 113  



Verse: a        მოგროვდეს სრულად თავადნი,   გარს-შემოადგეს მეფესა,
Verse: b     Page of Ms. A: 16     ტიროდეს ცხელის ცრემლითა,   ღაწვთ სისხლი გარდიჩქეფესა;
Verse: g        კვლა დიდებულნი მუჴლთ-მოყრით   მეფეს აწვევდეს სეფესა,
Verse: d     და   იდუმალ, მტერთა ნამალად,   შინათკენ გაუსწრაფესა.


Strophe: 114  



Verse: a        შეკრბეს სრულად დიდებულნი,   თავი ყმასა დაამონეს,
Verse: b        სწვართეს ბევრი პატრონ-ყმურად,   თუცა ძლივღა გააგონეს;
Verse: g        რაცა ჰკადრეს დიდებულთა,   ყმას ვერარა შეასმინეს,
Verse: d     და   ძალ-უნებრივ მუაბითა,   ვითა მკვდარი, წაასვენეს.



Verse: n.g     
"რაზომ სწუართეს დიდებულთა მას ვერა რა შეასმინეს A.
Verse: n.d     
მოაბითა D; მათ მკუდრისებრ A.



Strophe: 115  



Verse: a        რას ვაგრძელებ? დიდებულთა   მიიყვანეს ბარამ შინა,
Verse: b        ჰაქიმნი და დასტაქანნი   მათ მოასხეს მეფეს წინა;
Verse: g        გაუძნელდა განკურნება,   მათ წამლობა მოეწყინა,
Verse: d     და   თქვეს: "აქამდის ამ სევდამან   სული რადმცა შეარჩინა?"



Verse: n.b     
დოსტაქარნი D; მეფეს _ ბარამს A.



Strophe: 116  



Verse: a        ერთს წელს იყო ისრე რეტად,   რომე კაცსა ვერ იცნობდა,
Verse: b        მისი ცეცხლი მისსა მჭვრეტსა,   ვითა ცვილსა, დაადნობდა;
Verse: g        მანი მუდმად გვერდს ეახლის,   უცხოს რასმე უამბობდა,
Verse: d     და   მოჯობდა და კაცი იცნა,   მაგრამ ტირილს ვერა სთმობდა.


Strophe: 117  



Verse: a        ვაზირმან ჰკადრა: "მეფეო,   რად მიჰყოლიხარ შენ ავსა,
Verse: b        რა მოეგვრების თვით მკვდარსა,   ღვთისაგან განაწირავსა,
Verse: g        უღვთოდ თავისა სიკვდილი,   ბრძანე, ვის გაუბედავსა,
Verse: d     და   რად არ უკვირდეს ხელობა   თვით შენი შენსა მხედავსა"?


Strophe: 118  



Verse: a        "ჴამს, ჭკვიანმან გონებანი   ეშმა ბილწსა არ ადევნოს,
Verse: b     Page of Ms. D: 136    მას დასჯერდეს, რაცა ღმერთმან   მისცეს, ნდომა არა დევნოს,
Verse: g        ჭკუას მიჰყვეს გონიერი,   ბედს არ მიჰყვეს, არად ევნოს,
Verse: d     და   ჭკუას აქებს ყოვლი ბრძენი,   ბედს არ აქებს არ იდევნოს".



Verse: n.d     
არადევნოს A.



Strophe: 119  



Verse: a        "აწ იგი მოკვდა, ვერ ძალ-გვიც   ჩვენ მისი აღადგინება,
Verse: b        მას ვერა ვარგებთ, ჩვენ ჩვენი   თავს ცემა მოგვეწყინება;
Verse: g        ღვთის განგებასა, წერილსა,   ჩვენგან არ შეეგინება,
Verse: d     და   კაცისა თავსა გარდაჰჴდეს,   რაც ღმერთმან მისთვის ინება".



Verse: n.b     
"მას ვერას არგებ შენ შენი თავს ცემა მოგეწყინება" D.
Verse: n.g     
ღვთის განება და წერილსა AD.



Strophe: 120  



Verse: a        მეფემ უბრძანა ვაზირსა,   თვით ბრძენსა ჭკუა-ქებულსა:
Verse: b        "მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს   შენ, ჩემთვის თავ-წამებულსა,
Verse: g        სევდას მიახლებს საწყალსა,   საწუთრო-გაარმებულსა,
Verse: d     და   რა ეწამლების თვით ხელსა,   დამწვარსა, გულ-დადაგულსა?"



Verse: n.b     
მუქაფა _ სამუქფო D.



Strophe: 121  



Verse: a        ვაზირმან ჰკადრა: "გეკრძალვი,   მე რომე გკადრებ ამასა:
Verse: b     Page of Ms. A: 17     ჰყმობდეს ყოველნი მეფენი   პატრონსა თქვენსა მამასა,
Verse: g        აწღა თქვენ გაძლევს ყოველი   ხარაჯასა და დრამასა,
Verse: d     და   მათ აქნევ შენსა წადილსა,   რა რომ გწადს ერთსა წამასა".



Verse: n.b     
გყმობდეს D.
Verse: n.g     
აწ შენ გაძლევენ ყოველნი D.



Strophe: 122  



Verse: a        "შვიდთა იყლიმთა მეფენი   დღეს სრულად შენ გემონება,
Verse: b        მათ შენებრ ქვეყნის-მპყრობელი   მეფედ სხვა არ ეჴსონება;
Verse: g        მათ ქალი ვსთხოვოთ შვიდთავე,   ვიცი, მათ მოეწონება,
Verse: d     და   ვეჭვ, სიხარულსა მიეცნენ,   თუმც ამბად გაეგონება".


Strophe: 123  



Verse: a        ჰკადრა: "არა ჴამს აწ შენგან   სევდისა გადიადება,
Verse: b        შეყრა მათ შვიდთა მნათობთა   ღმერთს შენთვის მოეწადება,
Verse: g        შენი სიამე იქნების   ჩვენთვის გულისა დადება,
Verse: d     და   კვლა აჭაბუკებს ნიადაგ   კაცსა ლხინისა ქადება".


Strophe: 124  



Verse: a        კვლაცა უბრძანა მეფემან   ვაზირსა ვალ-დადებულსა:
Verse: b        "აწ ჩემებრ მყოფსა გიგონებ   შენ, ჩემთვის შეჭირვებულსა,
Verse: g        რაც ეწამლების, უწამლე   ამ გულსა, ცეცხლ-მოდებულსა,
Verse: d     და   აწ ვაი მისსა გაყრილსა,   აქამდის მასთან ხლებულსა".


Strophe: 125  



Verse: a        ვაზირმან ბრძანა, მოასხეს   შვიდი ყმა ჭკუა-ქებული,
Verse: b        სიყმითგან პატივცემულნი,   ჴელმწიფეთ თანახლებულნი,
Verse: g        თვით გამოცდილნი, ნახულნი,   დიდებულთანა ვლებულნი;
Verse: d     და   წიგნნი მისწერნა შვიდთავე   მეფეთა, არ დაკლებულნი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.