TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 8
Previous part

Chapter: VII  
ბარამ ხელმწიფისაგან შვიდთა იყლიმთა ხელმწიფეთ წინაშე მოციქულთ გაგზავნა და ქალის თხოვნა.



Strophe: 126  



Verse: a        რაცა ჴამდა ბარამისგან,   ჴელმწიფეთა ქება ჰკადრა,
Verse: b        მათ შვიდთავე ქალი სთხოვა,   სიძობასა შეეკადრა,
Verse: g        გაისტუმრნა მოციქულნი,   დააბარნა არ ავად რა;
Verse: d     და   სწრაფად განვლნეს შორნი გზანი,   ხანი დაყვნეს მათ არსად რა.


Strophe: 127  



Verse: a        შვიდთავე მეფეთ წინაშე   მივიდნენ მოციქულები,
Verse: b        მათ ჰკადრეს დავედრებულნი,   სიტყვანი ერთობ ტკბილები;
Verse: g        თვით გაეხარნეს მეფეთა   ჴელმწიფის შემოთვლილები,
Verse: d     და   კვლა სიხარულსა მიეცნეს   ყმანი დიდნი და წვრილები.


Strophe: 128  



Verse: a        კვლა მადრიელნი მეფეთა   გამოისტუმრეს სტუმარნი,
Verse: b     Page of Ms. A: 18     ჴელმწიფეს უძღვნეს ურიცხვი,   გონება-მიუწდომარნი,
Verse: g        თვალ-მარგალიტნი, გოარი,   ამბარი ასი სომარნი,
Verse: d     და   უცხო-ნაქსოვი მრავალი,   კაცთაგან მიუხვდომარნი.


Strophe: 129  



Verse: a        მათცა თვითო მოციქული   თან აახლეს მოციქულთა,
Verse: b        ჴელმწიფესა ქება ჰკადრეს   მუნ მეფეთა ჭკუა-სრულთა;
Verse: g        "ბრძანებაა ჴელმწიფისა,   თვით ვაახლებთ ჩვენ ასულთა,
Verse: d     და   შარიერო, ვერ უარ-ჰყოფს   ჴორციელი თქვენგან თქმულთა.


Strophe: 130  



Verse: a        ერთობილნი მოციქულნი   თვით მოვიდნენ მეფეს წინა,
Verse: b        კვლაცა ჰკადრეს, ჴელმწიფესა   მათი მოსვლა არ ეწყინა;
Verse: g        თვით სალხინოდ მოეკაზმა,   ტახტზედ მზეებრ მოეფინა,
Verse: d     და   აწცა ლხინად გარდაექცა,   რაც რომ ჭირნი მოეთმინა.


Strophe: 131  



Verse: a        ბარამ დაჯდა ტახტსა ზედან,   მოაწვივნა მოციქულნი,
Verse: b        მათ თავმდაბლად უსალამნეს,   ბარამს ჰკადრეს ქება სრულნი,
Verse: g        რაცა ჰკადრეს, ჴელმწიფესა   მოეწონა მათგან თქმულნი,
Verse: d     და   შვიდ დღე-ღამე ლხინი ნახა,   გაუმთელდა ძველნი წყლულნი.


Strophe: 132  



Verse: a        რა სმა და ლხინი გათავდა   და შეყრილობა ერისა,
Verse: b        უბრძანა მოსხმა ოსტატთა,   ყმაწვილისა და ბერისა;
Verse: g        კვლა მათ უბრძანა, ააგეს   შვიდი სრა შვიდის ფერისა,
Verse: d     და   შვითგანვე ვარდი ყვავოდა   მხატვართა დანაწერისა.



Verse: n.a     
აწ _ კვლა D.
Verse: n.d     
ლხინითა D.



Strophe: 133  



Verse: a        შვიდი სრა და შვიდი ბაღი   შვიდთა ცათა იყო მსგავსი;
Verse: b        მანი იყო ზედამდგომი,   მისებრ სხვანი იყვნეს ასი,
Verse: g        მათ ასაქმეს ოქრო-მყარი,   თვალი ძვირად დანაფასი,
Verse: d     და   ჴამს, თუ სცევდეს, ვით ედემსა,   ანგელოზი ბევრ-ათასი.


Strophe: 134  



Verse: a        მრავალ-გვარნი ჴელოსანნი   ჴელოვნობდეს გონიერნი,
Verse: b        შვიდი სრა და შვიდი ბაღი   ააშენეს შვენიერნი;
Verse: g        თუმც ეღირსის ნახვა მისი,   მუნვე გაყმდის კაცნი ბერნი,
Verse: d     და   მსგავსი იყო სამოთხისა,   ჴელმწიფეთა შესაფერნი.



Verse: n.     
134-143 სტროფები არაა D-ში.



Strophe: 135  



Verse: a        კვლა იქით შვიდთა მეფეთა   გამოისტუმრეს ასულნი,
Verse: b        მათ სეფე-ქალნი აახლნეს,   თვით კალმით გამოსახულნი,
Verse: g        თვალ-მარგალიტი ურიცხვი,   კაცთაგან ძვირად ფასულნი,
Verse: d     და   მაყრად აახლეს მდიდარნი,   ჭკვიანნი, ბევრ-მონახულნი.


Strophe: 136  



Verse: a        მათ არსად დაუგვიანდა   მუნითგან წამომავალსა,
Verse: b     Page of Ms. A: 19     ხან-დაუზმელად ხუთს თვესა   მივიდნენ წლისა სავალსა;
Verse: g        მათ მოელოდა ჴელმწიფე,   ვით მზესა ამომავალსა,
Verse: d     და   "ამოა, კაცი ჭირთ ნაცვლად   ელოდეს ლხინსა მრავალსა".


Strophe: 137  



Verse: a        მათ ჴელმწიფესა აახლნეს   კაცნი ჭკუისა მცნობელნი,
Verse: b        დღივ და ღამ სწორად იარნეს,   იყვნეს ძილისა მთმობელნი;
Verse: g        იქ ბარამ მეფე სმად იჯდა   და მისნი რაზმთა მწყობელნი,
Verse: d     და   ჴშირი სმა იყო ღვინისა,   მოვიდნენ მახარობელნი.


Strophe: 138  



Verse: a        გამხიარულდა ჴელმწიფე,   რაც მას დღეს ტანსა ემოსნა,
Verse: b        ჴელმწიფურისა კაბითა   მახარობელნი შემოსნა;
Verse: g        თვით შაქრის პურსა აჭმევდა,   მათ პირნი გაუგემოსნა,
Verse: d     და   ყოვლგნით გაგზავნა სპათათვის,   ამბავი გაათემოსნა.



Verse: n.g     
აჭმევდეს A.



Strophe: 139  



Verse: a        თარა ვაზირი ჭკვიანი   ლაშქრითა ბევრ-ათასითა
Verse: b        წინ მიაგება მათ მზეთა   ოცჯერ ათასის კაცითა;
Verse: g        მას დღესა ყურნი დაყრუვდეს   ქოსთა და დაბდაბთ ტკაცითა,
Verse: d     და   სრულად ქვეყანა აივსო   კაცით და თვით დიაცითა.


Strophe: 140  



Verse: a        თვით აემზადა ჴელმწიფე   მათ მზეთა მისაგებელად,
Verse: b        კვლა მიაგება მშობელი   მათ გულთა დასადებელად,
Verse: g        მას წაატანნა თავადთა   ხათუნნი თანამხლებელად,
Verse: d     და   ათასი თავი თავადთა   აახლო წინამვლებელად.


Strophe: 141  



Verse: a        მასვე დღესა მიეგებნეს   ჴელმწიფე და მისი ჯარი,
Verse: b        წლის სავალსა გაისმოდა   გულოვანთა ჯართა თქარი;
Verse: g        შავს ტაიჭსა ზედან მჯდომი,   ბარამ ნახეს მზისა დარი,
Verse: d     და   თქვეს: "სულდგმული არ ნახულა   ბარამისებრ კაცთა გვარი".


Strophe: 142  



Verse: a        მოეგებნეს კვლა მაყარნი,   ჴელმწიფესა თაყვანი სცეს,
Verse: b        "გვეღირსაო ხლება თქვენი",   შემოქმედსა მადლი მისცეს;
Verse: g        თქვეს: "უხარის ამ სოფელსა,   ჴელმწიფედ ჰყავს თვით მას ვისც ეს"!
Verse: d     და   ეუცხოვნეს ჴელმწიფისა   სიტურფე, და ჴელი ჴელს სცეს.


Strophe: 143  



Verse: a        შეეყარა ჲმთვარე მზეთა,   ლმობიერი ერთობ წყნარი;
Verse: b        წინ მიუძღვის ბარამ გმირსა   მუშაითნი მრავალ-გვარი,
Verse: g        მეჩანგე და მედაფენი,   ჲმათ თან ახლდეს ერთი ჯარი,
Verse: d     და   ზოგნი ჰკრევდეს მუყამასა   და ზოგთა ჰკრეს არაზბარი.


Strophe: 144  



Verse: a        მეფემან ბრძანა, მოჰფინეს   შვიდი სრა ფარდაგებითა,
Verse: b     Page of Ms. A: 20     შვიდნივე მზეებრ მნათობნი   მუნ დააყენეს ნებითა;
Verse: g        ბაღი, ბაღჩა და სასახლე   განათლდა მათის ხლებითა,
Verse: d     და   ია და ვარდი დაჩაგრეს,   სუმბული, გიშრის თმებითა.


Strophe: 145  



Verse: a        ყოვლგნით მოდგეს მჭვრეტელნი კაცთა   და დედაკაცისა,
Verse: b        მათ შორს უვლიდეს სარჰანგნი,   ჴმა ისმის ჯოხთა ტკაცისა;
Verse: g        ბუკ-დაბდაბ-ქოსთა ჴმისაგან,   ვეჭვ, ზურგი ჩამოდრკა ცისა,
Verse: d     და   სრულად ქვეყანა, იშვებდეს   ნაშობნი მუნ დიაცისა.



Verse: n.d     
სრულად ქვეყანა აივსო კაცით და თვით დიაცისა D.



Strophe: 146  



Verse: a        იხარებდეს და იშვებდეს   ყოველნი მისნი მხედველნი,
Verse: b        მათ ტრფიალობდეს მეფისა   გამზრდელნი, კვლა გამძიძველნი;
Verse: g        მას დღეს ყოველნი მგლოვარნი   იყვნეს ლხინისა მბედველნი,
Verse: d     და   ჴმას სცემს სალხინოდ მთა, ბორცვი,   ჴევნები, ბარნი, ტყე, ველნი.



Verse: n.g     
მას დღე ჭირისა უფალნი D.
Verse: n.d     
ხმას სცემს სალხინოდ მთანი და გინა თუ ბარით ტყე ველნი D.



Strophe: 147  



Verse: a        კვლა გარდაჴდა, ვითა მთვარე   პირ-გავსილი, მეფე ლაღი,
Verse: b        გაანათლა მისმან შუქმან   სრა-სამეფო, შიგან ბაღი;
Verse: g        ჴმა გაისმის დალალთაგან:   "ვის სწვავს გულსა სევდის დაღი,
Verse: d     და   დღეს ჭირსა აქვს კარი დახშვით,   კვლავ ლხინისა კარი აღი"!



Verse: n.g     
სწვავს _ გწვავს D.
Verse: n.d     
კარი აღი _ კარია ღი A.



Strophe: 148  



Verse: a        მეფე შვენებით შევიდა   დარბაზს კვლა მოსამზადებლად,
Verse: b        აწ ხვალინდელი ქორწილი   ბრძენთა ეყოფის საქებლად,
Verse: g        ხვალ გაიცემის ურიცხვი   გოარი დაუფასებლად,
Verse: d     და   ხვალ გაყმდებიან ბერები   დედის მუცლითგან უშვებლად.



Verse: n.g     
ქორწილნი D.
Verse: n.d     
მუცლისგან A.



Strophe: 149  



Verse: a        მეფემან ბრძანა: "მოფინეთ   ხვალ გიშრის-ფერნი სრანია,
Verse: b        ჰინდოთ მზის შეყრა მესწრაფვის,   ჩვენ მუნა დავყოთ ხანია,
Verse: g        კვლა წინ გვიც სხვანი ქორწილნი   და ლხინი სხვადასხვანია";
Verse: d     და   ბრძანა: "მოიჴმეთ სალხინოდ   ვინცა ვინ ჩემნი ყმანია".



Verse: n.b     
მუნვე D.
Verse: n.g     
კვლავ მიგვაჩნია ქორწილი D.
Verse: n.d     
ჩემნი _ ჩვენნი D.



Strophe: 150  



Verse: a        უბრძანა, ჯუბა მოართვეს,   მრავალნი, სხვადასხვა ფერი,
Verse: b        შავი ატლასი ჩაიცვა,   მარგალიტითა ნაკერი,
Verse: g        წელს შემოირტყა ქამარი,   ალმასის გარდანაჭერი,
Verse: d     და   თავს ლალის თაჯი დაიდგა,   თვით ჴელმწიფეთა საფერი.



Verse: n.g-d     
სტროფები გადასმულია ერთი მეორის ადგილას A-ში.
Verse: n.d     
დაიდგა _ დაირქვა D.



Strophe: 151  



Verse: a        რა გათენდა ბარამ მეფე   მოეკაზმა ჴელმწიფურად,
Verse: b     Page of Ms. D: 137    ყმას შვენოდეს თაჯ-გვირგვინი   და მოკაზმვა მამაცურად;
Verse: g        ჯარი მოდგა მეფის კარსა,   დაკაზმულნი სამსახურად.
Verse: d     და   ჰკადრეს, ოდეს ჰინდოთ მზესა   მოეკაზმა მზეცა მზურად.



Verse: n.a     
რა გათენდა _ რა გათავდა D.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.