TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 28
Previous part

Chapter: Das.  
დასასრული



Strophe: 1838  



Verse: a        მე გამოთქმად ამა ლექსთა   ჭირნი ვნახენ უამრავი,
Verse: b        რომე ესმნეს გონიერთა,   ლექსთ დაუდევ ამად თავი;
Verse: g        სპარსთა სიბრძნე ლექსად ვწერე,   მსმენელთათვის დასასწავი,
Verse: d     და   ჴამს დაფარვა წყალობისა   ჴელით, მეთქვნეს თუმც სად ავი.


Strophe: 1839  



Verse: a        ჴამს, რიტორმან, ლექსთ მკითხველმან,   ავი კარგად გამოაგოს,
Verse: b        კარგი მზისებრ განმინათლოს,   ავი ყოლე არ მიძაგოს,
Verse: g        არ შესცვალოს კარგი ავად,   არ დამწვას და არ დამდაგოს,
Verse: d     და   კარგი ავად ვის ეჴელყვის,   საძაგებლად მას უშმაგოს.



Verse: n.g     
შესცვალნეს ABD. დამდაგოს _ დამაგდოს B.



Strophe: 1840  



Verse: a        ღმერთო, ვით ვიტყვი მე შენგან   კიდე ვისსამცა ქებასა?
Verse: b        რას ჴელს ვჰჴდი შენდა უნებლად   ქვე-არსთა მე სათნებასა?
Verse: g        ჴამს, შენ გაქებდე, გევედრო,   შენსავე მივჰყვე ნებასა,
Verse: d     და   სხვა ვინღა მიჩნდეს საქებრად,   თუცაღა ვიყო ცნებასა?



Verse: n.g     
გაქებდენ AD.



Strophe: 1841  



Verse: a        ენა მოგვეც ტკბილ-მეტყველი   შენდა ქებად, სადიდებლად,
Verse: b        ჴამს, გაქებდეთ, გადიდებდეთ,   შენ გმადლობდეთ დაუკლებლად;
Verse: g        თვით რად მოვრთე ქვეყნიერთა   ხოტბად ენა, კვლავ საქებლად?
Verse: d     და   მაგრამ შენი მოწყალება   კმარის ჩემთვის გულ-სადებლად.


Strophe: 1842  



Verse: a        სრულ იქმნა ესე ამბავი,   ტკბილად სასმენი ყურისა,
Verse: b        აქ ჰპოოთ თქვენთვის სავარგო,   თუმც ლექსთა კითხვა გსურისა;
Verse: g        არს მუნასიბი ლექსები,   გულთა წამღები მურისა,
Verse: d     და   საღვთო, საკაცო, ომთა   და ლხინთ ზმისა, გწადდეს თუ რისა!



Verse: n.a     
ქება სადიდებლად A.
Verse: n.b     
ხოტბა D.



Strophe: 1843  



Verse: a        როს გეკეთნეს ნაჭირვებნი   ჩემნი, ოფლთა ნაწურვალი,
Verse: b        მომიჴსენეთ გლახ-ცოდვილი   თქვენ შენდობით, მაქვს მე თვალი,
Verse: g        გლახ-ცოდვათა ჩემთა მხედი,   ვარ ყოველთა შესაწყალი,
Verse: d     და   ნუ თუ ღმერთმან ბრძანებითა   თქვენით დამჴსნას ჩემი ბრალი!



Verse: n.b     
მომიხსენნეთ D. ცოდვილნი D.
Verse: n.d     
ჩემნი AD.
Verse: n.a-d     
რითმა D-ში არის "ალნი".


This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.