Verse: a | დღე ერთ ბრძანა: "სპანი იჴმეთ, | მინდორს მჴეცთა ვინადირებ, |
Verse: b Page of Ms. A: 239 | მოვსრნე მჴეცნი მთა-და-ბართა, | ველს კანჯარსა დავაძვირებ; |
Verse: g | მუნ ისრითა ჩემით მკვდარსა | მინდორს მჴეცთა გავაჴშირებ, |
Verse: d და | ვერ მომირჩეს ერთი მათგან, | საქმეს ასე გავუჭირებ. |
Verse: a | მოგროვდეს ყოვლგნით სფაადნი, | მეფისა ყმობით თნეულნი, |
Verse: b | მინდორად გაჰჴდეს მჴეცთა სრვად, | ნადირთა სრვისა ჩვეულნი; |
Verse: g | ჰჴოცდეს ნადირთა ურიცხვთა | ისარნი მათგან სრეულნი, |
Verse: d და | მათ მოუვლინნეს მჴეცთა | და ნადირთა რისხვა ღვთეულნი. |
Verse: a | ბარამს აუჩნდა კანჯარი, | თვით კალმით გმოსახული, |
Verse: b | ჭვრეტა ვერ ძალ-უც კანჯრისა, | მისდევდა თვალ-დაფახული; |
Verse: g | ყმას არ ენახა მისებრი, | რაზომცა არს მონახული, |
Verse: d და | მიუძღვის, სად არს აკაზმით | მისთვის სამარედ მზა ხული. |
Verse: a | გაეკიდა ყმა კანჯარსა, | მისწვდა ვერცა, გარდეხვეწნა, |
Verse: b | ჰკრის ისარი მან ორ-პირი, | მას ბეწვიცა ვერ ახეწნა; |
Verse: g | სცნა მფემან მისთვის საკლად სიკვდილს | ღობე მუნ მოეწნა, |
Verse: d და | ვის სიკვდილი მიეახლოს, | მას არვისი არგებს ხვეწნა. |
Verse: a | მეფე სდევს საკლად კანჯარსა, | წყნარად რბის, არ ეშურების, |
Verse: b | მის ყმისა ცხენსა გაუსწრობს, | ხან ახლოს მიეწურების; |
Verse: g | დადგის თუმც მეფე, იგიცა | მისებრ დგას, სძოვს, იყურების, |
Verse: d და | რომე აქვს სახე მას ტურფა, | მჭვრეტელთა შეეშურების. |
Verse: a | ყმა მისდევდა კვლა კანჯარსა, | განეშორა მისსა ჯარსა; |
Verse: b Page of Ms. A: 240 | მიეახლა რა კანჯარსა, | შეჰჴდა რამე ნაოჴარსა, |
Verse: g | მუნ მიწისა პირსა ქვაბნი | ჰგვანდეს ორმოდ ჩანათხარსა; |
Verse: d და | თურე მისთვის სახლად-მენად | იგი ჰქონდა მას კანჯარსა. |
Verse: a | მუნა მისრული კანჯარი | უჩინო იქნა თვალისა, |
Verse: b Page of Ms. B: 97 | მისდევს ურიდლად ჴელმწიფე, | მის ძებნა ჰქონდა კვალისა; |
Verse: g | შეჰჴდა რა ქვაბსა, ვერ პოვა | კვალი მუნ შემავალისა, |
Verse: d და | უჩინარ იქმნა ყმა, მსგავსად | კანჯრისა მუნ მუჴლ-მალისა. |
Verse: a | მიჰყვნეს მხლებელნი მას ყმასა, | მას დღეს ვინ რომე ხლებოდა, |
Verse: b | ნახეს სად შესვლა მეფისა, | მათ მუნ არ შეესვლებოდა. |
Verse: g | ცხენი დგას კარზედ მაშვრალი, | თვით მისებრ იგი კვდებოდა, |
Verse: d და | ყმას სახელდობით უძახდეს, | მათი ჴმა არ მისწვდებოდა. |
Verse: a | მოგროვდეს მისნი თავადნი | ქვაბისა კარსა ვაებით, |
Verse: b | ვერ შეჰჴდეს, ვერცა იგი ყმა | პოეს საქმითა სხვაებით; |
Verse: g | კვირა ერთ თვალთათ ცრემლი სდის | ჯეონისაებრ ზღვაებით, |
Verse: d და | თმა-წვერთა გლეჯით, ღაწვთ ხოკით | ტიროდეს სპანი მწვაებით. |
Verse: a | რაზომცა ძებნეს, ვერ პოვეს | მათი გამზრდელი ქველობით, |
Verse: b | ყველაი მჯობნი მეფეთა | გვარად, მდიდარნი ზრდილობით; |
Verse: g | ჴმა ისმა ზენით: "ნუ ეძებთ | მას ყმასა გულთა მწველობით, |
Verse: d და | სასუფეველსა დამკვიდრდა | ყმა ჭკუით, არ თუ ხელობით." |
Verse: a | ესმა რა ჯართა ჴმა ზენით, | მათ რიგი მიჰხვდა წყენისა, |
Verse: b | მათ ვერ ძალ-ედვა, ვით უტყვსა, | სიტყვისა თქმევა ენისა; |
Verse: g | ზღვათა შეერთვის ნაკადი | მათ ჯართა ცრემლთა დენისა, |
Verse: d და | მათ დაებინდნეს, ვით ღამე, | ნათელი თვალთა ჩენისა. |
Verse: a | გარე-შეიქცეს, რაზომცა | ეწოდა წყლული გულისა, |
Verse: b | გლახაკთა მისცეს ურიცხვი, | წესი აუგეს სულისა; |
Verse: g | შესწირეს მღვდელთა, მოძღვართა | წესითა მათის რჯულისა, |
Verse: d და | მუნ გლოვით იყვნეს სამს წლამდის | მეფისა დაკარგულისა. |
Verse: a | ხანი გამოჴდა, დავიწყდა | მის ყმისა ტურფად ზრდილობა; |
Verse: b | იგ დასთმეს, მუნა წესისებრ | სხვაგან ქნეს მათ შეყრილობა, |
Verse: g | მისი სხვათ დარჩა ყოველი | საუნჯე, ლართა შლილობა, |
Verse: d და | ესე არს კაცთა ყოველთა, | დიდთა და წვრილთა, ქმნილობა. |
Verse: a | სოფლის მიმნდონი ყოველნი, | ჩანს მისებრ ცუდად შვრებიან, |
Verse: b Page of Ms. A: 241 | სიტკბოება აქვს ჟამ-პირველ, | უგბილნი მით მიჰყვებიან; |
Verse: g | ბოლო-ჟამ მიჰხვდეს შვებულსა, | ვნება ვის დაუტკბებიან? |
Verse: d და | ჰხედვენ ყოველნი საქმესა | მისსა, კვლა მისთვის კვდებიან. |