Verse: a | გამოჴდეს დღენი ურიცხვნი, | ესზომსა ლხინსა ზმიდესა, |
Verse: b Page of Ms. B: 93 | მუნა მნათობთა ჴელითა | ხოშგოარს ღვინოს სმიდესა; |
Verse: g | კვლა იქით მისნი მებრძოლნი | ქმნად საქმეს არ იშლიდესა, |
Verse: d და | მუნით ამბავსა უკლებრივ | მას ყმასა შეუთვლიდესა. |
Verse: a | კვლავ გკადრე, ბარამს სამასი | ყმა ჰყვანდა, ლომთა დარებით, |
Verse: b | წელნი შეირტყნეს საომრად, | მტერთათვის არ დაზარებით; |
Verse: g | მას ყმასა ჰკადრეს: "ჴამს ჩვენგან, | ვიყვნეთ მტერთ სისხლთა მშარებით, |
Verse: d და | თქვენთ მტერთა სისხლთა ურიდლად | შევსვამთ და ვეზიარებით." |
Verse: a | სცნეს მათი საქმე ჯასუსთა, | ურიდლად ყოფნა ჯარისა, |
Verse: b | არ სიმაგრენი ციხისა, | არ დაჴშა ღამე კარისა; |
Verse: g | კეკლუცთა გვერდით შიშველნი | წვანან, მკვდართ დასადარისა, |
Verse: d და | არცაღა მტერნი მტრად უჩანს, | ჴმა ესმის არცა ზარისა. |
Verse: a | აჴსენეს ღმერთი მაღალი, | მძლეთა-მძლე, შემწე ცხოველი, |
Verse: b | იგ იჴმეს ჭირთა მკურნალად, | მათზედ წყალობის მთოველი; |
Verse: g | ვის ძალ-უც შველა უძლებთა, | მას ევედრების ყოველი; |
Verse: d და | მიჰმართეს მტერთა უშიშრად, | მუნ სისხლთა ღვრისა მჩვეველი. |
Verse: a | ქალაქსა შეჰჴდეს უგრძნებლად | კვლა მუნა-მყოფთა კაცისა, |
Verse: b | ბარამს ესწრაფის მტერთა სრვა, | ვით ლომსა პყრობა ვაცისა, |
Verse: g | ლაშქართ უბრძანა: "აწ გაჩნდეს | ჩვენგან სრვა მუნ მამაცისა, |
Verse: d და | მათ მოუვლინნეთ რისხვანი | ღვთისა, ქვეყნისა და ცისა." |
Verse: a | სრას მიჰმართეს სამეფოსა, | მათ შეირტყეს ომად წელი, |
Verse: b Page of Ms. A: 235 | დაერივნეს მტერთ ურიდლად, | ჴმალს ჩაიყვეს მედგრად ჴელი; |
Verse: g | ჰჴოცდეს მტერთა შეუპოვრად, | კაცად უჩნდეს არ რომელი, |
Verse: d და | მათ მებრძოლთა სისხლთა ღვრითა | გაათენეს ღამე ბნელი. |
Verse: a | დილა გათენდა, შეიგნეს, | ლაშქართა შექნეს გროება, |
Verse: b | გაფიცხდა ომი მებრძოლთა, | მუნ ზავი არ ითხოება; |
Verse: g | მუნ გაიაფდა სიკვდილი, | მებრძოლთ ჴსნა არ ეპოება, |
Verse: d და | ბარამ, მტერთ სისხლთა მჩქეფელი, | ჰჴოცს, არვის ესათნოება. |
Verse: a | ისრით ჰჴოცდის მათ მებრძოლთა, | მკლავით გმირით დაუშრობლად, |
Verse: b | მტერნი მოსრნის მუნა მსწრაფლად, | ენა მორთის მათთვის მგმობლად: |
Verse: g | "გაგებედნეს ომი ლომთა, | რომე იყვნეს გაუწყობლად, |
Verse: d და | ჴამს თუ ლომად თქვენ გიჴმობდენ, | თუ ან ერთი მომრჩეთ მთხრობლად." |
Verse: a | კაცი კაცსა ჰკრის, მებრძოლთა | მსწრაფლ ამოჰჴადის სულები, |
Verse: b Page of Ms. D: 212 | მისსა ნაკრავსა ვერ მორჩის | მტერნი ეგზომცა სრულები; |
Verse: g | თუ ვინ მოურჩის სიკვდილსა, | აჩნდის ნაკრავთა წყლულები, |
Verse: d და | ვიეთნი მოსრნის მებრძოლთა, | ზოგნი ჰყვის ჴელ-შეკრულები. |
Verse: a | სად რომ პირი ქნის საომრად, | მუნ ჯარმან შექნის რიდება, |
Verse: b | მოსრნის პირის-პირ მომჴდომნი, | სხვათ საკლად გაეკიდება; |
Verse: g | მუნ ჴმლისა მისთა ნაკვეთი | ცხენს ტვირთებრ დაეკიდება; |
Verse: d და | ხაყანს შესძაგდა მას დღესა | ქვეყნის მპყრობლობა, დიდება. |
Verse: a | ჴმალი დაჰკრის მუზარადსა, | მუნ თავითურთ სჭრიდის სწორად, |
Verse: b Page of Ms. A: 236 | ჴმალი, მისგან მონაქნევი, | მებრძოლთ სჭრიდის ერთსა ორად; |
Verse: g Page of Ms. B: 94 | ყმას ცხენ-კაცნი, მისგან მკვდარნი, | წინ ეგროვნეს ბევრგან გორად, |
Verse: d და | მათ მის ყმისა მედგრად ბრძოლა | გაეგონნეს არ თუ ჭორად. |
Verse: a | მას დღეს მისთა მეომართა | ყმა ეჩვენა ლომად, ვეფხად, |
Verse: b | მებრძოლთა და მისთა მტერთა | არ ამოჰკრეფს მუნ არცა თხად; |
Verse: g | ჴმლითა მჭრელით მისთა მტერთა | სჭრის ერთს ორად, ორსა ოთხად, |
Verse: d და | ჰკრის, მოჰკლის და ჩამოაგდის | მეომარნი ეგზომ ფიცხად. |
Verse: a | სამს დღემდის ომნი ფიცხელნი | მათ ჰქონდა მტერთ უძლეველად, |
Verse: b | ბარამს იჴმობდეს მტერთა და | მებრძოლთა სისხლთა მთხეველად; |
Verse: g | წაუხვნეს ძალი მათ მტერთა, | გაჰჴდეს, გაიქცეს ტყე-ველად, |
Verse: d და | ჯარნი გაქცევას უჴმობენ, | ხაყანს შეექნეს მრჩეველად. |
Verse: a | ხაყან მორჩა და მცირენი | კაცნი მას გაჰყვნენ ვნებულნი, |
Verse: b | მოისრნეს, ზოგნი ჴელთ დარჩეს, | ჩინელთა სახელდებულნი; |
Verse: g | სახელით სავსე ჴელმწიფე | იყო მტერთაგან ქებულნი, |
Verse: d და | ბარამ და მისნი სპასპეტნი | მასთანვე ჭირთა ძლებულნი. |
Verse: a | ისახელნეს თავნი გმირთებრ, | მტერთა სძლიეს, გააქციეს, |
Verse: b | ჰჴოცდეს, ჰკოდდეს, ჴელთ-იპყრობდეს, | სამზღვართამდის მათ მისდიეს; |
Verse: g | ვითა ლომმან კანჯრის ჯოგი, | მტერნი ეგრე დააფრქვიეს, |
Verse: d და | მას დღეს მათი მედგრად ბრძოლა | ძველთა წიგნთა დღესაც ჰგიეს. |
Verse: a | სად რომ პოეს ჩინელთაგან, | მათ ასწყვიტნეს სპანი სრულად; |
Verse: b | ვინ რომ მორჩა ჩინელთაგან, | მუნ არ იყვნეს ხან-დაზმულად; |
Verse: g | ვის მოესრნეს ძმა და თვისნი, | ჰქონდეს მათთვის გული წყლულად, |
Verse: d და | მეფე ლაღი მებრძოლთ ძლევით | შემოიქცა მხიარულად. |
Verse: a | მუნ ჯართა მიჰხვდეს ჩინელთა | ქონება კვლა არნახული: |
Verse: b | სპილო, გოართა კიდებით, | ურიცხვი, დასთა დასული; |
Verse: g | მათ უსასყიდლოდ მოიგეს | საუნჯე ძვირად ფასული, |
Verse: d და | კვლა აღარ ნათობს ჩინელთა | მზე, პირ-ბნელ ქმნილი, ჩასული. |
Verse: a | გაიმარჯვა რა რომ მტერზედ, | შემოიქცა ბარამ გმირი, |
Verse: b | მას დღეს ლხინზედ შეეცვალნეს, | მათ ენახნეს რაზომ ჭირი; |
Verse: g | მტერთ მიუპყრეს გულს ნაქონი | მათი, მათთვის დანაპირი, |
Verse: d და | გლახ დააგდეს მათთა მზღვართა | მტერნი, მათგან ანატირი. |
Verse: a | ყმამან შესწირა ურიცხვი | უფალსა ზესთა-ზედასა, |
Verse: b Page of Ms. A: 237 | მეშველად ჴმობილს მძლელთ-მძლესა, | წყალობით მათზედ მხედასა; |
Verse: g | მუნ სალოცავსა ქვე მათსა, | ცეცხლსა და ათაშგედასა, |
Verse: d და | მათ ბერაჰმანთა, ცეცხლისა | მოსავთა, ყრმათ და დედასა. |
Verse: a | ღმერთსა აღუთქვა ყოვლისა | ეშმაურისა გაძება, |
Verse: b | საღვთო-საყდართა შენება, | ქნა ღვთისა რაც არს წადება; |
Verse: g | მისთა მეტყველთა მიყოლა, | ბოროტთა არ დიადება, |
Verse: d და | მით მომადლება უფლისა, | სასუფეველსა მზადება. |
Verse: a | კვლა ტახტზედ დაჯდა სამართლთით, | ქვეყნად მნათობდა, მზეობდა, |
Verse: b Page of Ms. B: 95 | დილას, ღამემდის, ტახტზედ ჯდა, | ღვთულებრ მოსამართლეობდა; |
Verse: g | რომ ექნა ღვთისა სიამე, | მას წინ მას მოაჯეობდა, |
Verse: d და | ლაშქართა ზედა უხვობდა, | მტერთ მედგრად სრევდა, მჴნეობდა. |
Verse: a | ჰინდოთ მეფესა შესთვალა | მან მტერთა ძლევა, ქველობა, |
Verse: b | მას ზედ მოჴდომა ურიდლად, | ბრძოლათა შინა მელობა, |
Verse: g | ლაშქრისა რიცხვ-უგებისა | მას დღეს ომისა ძნელობა, |
Verse: d და | ჩინელთა მეფის ამაყად | ქცევა და უცებრ ხელობა. |
Verse: a | "ღმერთი ვიჴმე ჩემად ზურგად, | მტერთა ვსძლიე, გავაქციე, |
Verse: b | მოვსრენ, ზოგნი ჴელთ შევიყარნ, | ზოგთა მათთა მზღვრამდი ვსდიე; |
Verse: g | მათ დებულნი გულთა ჩემთვის | მათთა თავთა მიუქციე, |
Verse: d და | სამასისა მეომრითა | ბევრ-ათასსა მტერსა ვსძლიე. |
Verse: a | რა რომ ექნა ხათაელთა, | ყველა ჰკადრა კეისარსა: |
Verse: b | "მტერნი ჩემნი სიმრავლითა | დაჰფარვიდეს მთას და ბარსა, |
Verse: g | მას დღეს მჭვრეტნი ვერ მნახევდეს | მტერთა სრვისა დანაზარსა. |
Verse: d და | რომე მტერთა ღმერთმან ძლევა | მოგვცა, მესმეს მე ის არსა." |
Verse: a | "ხაყანსა სწადდა სიმუხთლით | სადგურთათ ლომთა გაძება, |
Verse: b | ნუ თუ მას მუხთლად ქცევითა | მიჰხვდეს გულისა წადება! |
Verse: g | მას არ მართებდა თუმც ექნა | ლომთა და გმირთა ბაძება, |
Verse: d და | კვლად ჩემად ნაცვლად მას მიჰხვდა | ჩემთვის გულისა ქადება." |
Verse: a | მტერთა მიჰხვდა სიმძიმილი, | კვლა მეყვისნი იყვნეს შვებით, |
Verse: b | ორგულთა და გულით ერთთა | მისთვის მორთეს ენა ქებით; |
Verse: g | ქვეყნად მეფედ წოდებულნი | დაემონნეს მას ყმას ნებით, |
Verse: d და | პატივს სცემდა, ვითა ჴამდა, | მათ მეფეთა ყმა სათნებით. |
Verse: a | ეს იყო წესი მის ყმისა | ნიადაგ, გმირთა დარისა: |
Verse: b Page of Ms. A: 238 | ზოგჯერ გავიდის მინდორად, | მოსრნის ლომ-ვეფხი ბარისა; |
Verse: g | შეიქცის სრასა, ლხინობდის | შეყრით მზისა და მთვარისა, |
Verse: d და | შვიდთა ცისებრთა მნათობთა, | ნაზისა, ჴმა-ნარნარისა. |
Verse: a | დაყვნეს მათ წელნი ურიცხვნი | მუნ ლხინთა უამესითა; |
Verse: b | უფლობდა შვიდთა იყლიმთა | ზედა ყმა ამა წესითა; |
Verse: g | მოიმკო ორგზის ლხინობა | მისგანვე დანათესითა, |
Verse: d და | მას მისცა ღმერთმან წყალობა | თვინიერ ზესთა-ზესითა. |
Verse: a | წაეხვნეს ძლევა სიყმისა, | დასცვივდეს ჭანგნი გმირისა, |
Verse: b | დაშვრნეს, დავარდეს გმირთ მსგავსნი | მის ყმისა მკლავნი დირისა; |
Verse: g | მოსძულდა ყოვლი სალხინო | მას მოქენესა ჭირისა, |
Verse: d და | ყმას ზაფრად ექცა ვარდისა | მსგავსი მუნ სახე პირისა. |
Verse: a | მას ქაფურისებრ თმა-წვერი | ვარდს ზედან თეთრად შვენოდეს, |
Verse: b | სიყმითა ლხინთა წახმულსა, | სიცოცხლე მას მოსწყენოდეს; |
Verse: g | მას რიგი მიჰხვდა სოფლისა, | სიმუხთლე, რაც რომ სმენოდეს, |
Verse: d და | თქვა: "აწღა ჩემთვის ჭირად | ჩანს, სოფელს რაც კარგი ვქენ ოდეს." |
Verse: a | ღამე ამოდ წვა შვებული, | ჴმა ესმა მცველთა ციერთა: |
Verse: b Page of Ms. B: 96 | "აკმიე თნება სოფლისა, | ჰმონე მას მძლესა ძლიერთა, |
Verse: g | წმიდათა მისთა ევედრე, | მისთავე თანაზიერთა, |
Verse: d და | ვირემ ცოცხალ ხარ, აღუპყარ | ჴელნი გლახაკთა, მშიერთა." |
Verse: a | კვლა შეკრთა მეფე, შეშინდა, | ეოცნა სიზმარ-ნახული. |
Verse: b Page of Ms. D: 213 | მთქმელს ეძიებდა მსმენელი | მას ღამეს თვალ-დაფახული; |
Verse: g | რაზომცა ძებნა, ვერ პოვა | ღამე მის ყმისა ზრახული, |
Verse: d და | მას აქეთ გულსა დაესო | ლახვარი ყმას გამახული. |
Verse: a | გამოესალმა ყოველსა | სოფლისა ლხინსა, შვებასა, |
Verse: b | მუნ სიყვარულსა კეკლუცთა | და საწუთროსა თნებასა; |
Verse: g | ქვრივთა და ობოლთ სწყალობდა, | იქმოდა ღვთისა ნებასა, |
Verse: d და | ოდენ სრვა სჭირდა ნადირთა, | იქს მისსა არ დაკლებასა. |