TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 19
Previous part

Part: III  
Page of ed.: 331  
King: 69 
Line of ed.: 14  
მეფე გიორგი, ჲ̂თ


Line of ed.: 15        და დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველი საქართველო, და იმერნი და ამერნი.

Line of ed.: 16        
და რა ესმა ლანგ-თემურს დაპყრობა საქართველოსი მეფისა გიორგისაგან, იწყინა
Line of ed.: 17     
დიდად ამისთჳს, რომე მეფემან ბაგრატ იძია მას ზედა შური, მომსრველმან სპათა
Line of ed.: 18     
მისთამან. ამისთჳს დიდად მტერ ექმნა, და წარმოგზავნა სარდალი თჳსი ყარალათი
Line of ed.: 19     
სპითა მრავლითა მოწინავედ, და თჳთცა უკანა გამოუდგა და წარმოემართნეს საქართველოსა ზედა
Line of ed.: 20     
სპითა ურიცხჳთა. და გასცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა, და
Line of ed.: 21     
დაიერთგულა. მოვიდა და დადგა ყარაბაღს და აღივსო ყარაბაღი სპითა. და \ მოიწია
Line of ed.: 22     
საზღვარსა ქართლისასა, და მიუწერა მეფესა გიორგის წიგნი, და მიუმცნო ესრეთ,
Line of ed.: 23     
ვითარმედ: "მე ვარ მეფე შენი და მოვედ ჩემდა და შემომრიგდი, და მოგცემ საბოძვარსა
Line of ed.: 24     
მრავალსა და დიდად პატივ-გცემ; და უკეთუ არა მორჩილ მექმნები, უბრძანებ
Line of ed.: 25     
ლაშქართა ჩემთა და მოვაოჴრებ სრულიად ქუეყანასა შენსა".

Line of ed.: 26        
და ვითარცა მიიწია მოციქული მეფისა გიორგისა წინაშე, და ესრეთ უპასუხა
Line of ed.: 27     
მეფემან გიორგი მოციქულსა მას, ვითარმედ: "მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ,
Line of ed.: 28     
და არცა ძალ-უც მოოჴრება ქუეყანისა ჩემისა და, ვინათგან უთქუამს, უკეთუ არა აღასრულოს
Line of ed.: 29     
საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი".

Line of ed.: 30        
წარვიდა მოციქული იგი ლანგ-თემურისა და მიართუა ამბავი ესე და მოაჴსენა
Page of ed.: 332   Line of ed.: 1     
ქება დიდი მეფისა გიორგისა, სიმჴნე და სიკეთე მისი და სპისა მისისა. და რა ესმა,
Line of ed.: 2     
სიტყუა ესე ლანგ-თემურს, განძჳნდა დიდად და აღიყარა და წარმოვიდა ლაშქრითა
Line of ed.: 3     
ურიცხჳთა.

Line of ed.: 4        
და რა ესმა მეფესა გიორგის, მაშინ თანა ახლდენ იმერნი და ამერნი და მესხნი
Line of ed.: 5     
და ყოველივე საქართველო, -- აღიყარა იგიცა და წარმოვიდა; და ეწყუნენ ურთიერთას,
Line of ed.: 6     
და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და იყო ქარი ძლიერი და აყრიდა მტუერსა პირსა ლაშქარსა
Line of ed.: 7     
ლანგ-თემურისასა, და განმჴნდეს ძლიერად ქართველნი და მიეტევნეს, ვითარცა
Line of ed.: 8     
ცეცხლი თივასა, და მოსრნეს და ამოსწყჳტეს სპანი მრავალნი ლანგ-თემურისანი ესრეთ,
Line of ed.: 9     
რომე ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხუევია სპათა ლანგ-თემურისათა. და
Line of ed.: 10     
შეაძრწუნეს დიდად ლანგ-თემურ და ლაშქარნი მისნი, არამედ სიმრავლისაგან ლაშქართასა
Line of ed.: 11     
ვერღარა დაიძრნეს, და იდგნენ მუნვე შეწუხდა ლანგ-თემურ და გამოიმეტა თავი,
Line of ed.: 12     
აღუძახა ლაშქართა თჳსთა. მაშინ განმჴნდენ სპანი ლანგ-თემურისანი, და განიწირნეს
Line of ed.: 13     
თავნი, და არღარა ძალ-ედვათ ქართველთა, დიდის ომისა და სიმაშურალისაგან განდრკეს
Line of ed.: 14     
ქართველნი და ივლტოდეს. და წარვიდეს მთათა და სიმაგრეთა.

Line of ed.: 15        
ხოლო ლანგ-თემურ მიადგა ციხესა ტფილისისასა. და განამაგრეს ციხე, რამეთუ
Line of ed.: 16     
იდგნენ რაოდენ[ნ]იმე ქართველნი შინაგან ციხესა. და მოადგნენ გარე, აღიღო ციხე და
Line of ed.: 17     
გალავნები ციხისა და გარემო სიმაგრენი ყოველ[ნ]ივე ქართლისანი, და შეაყენა შიგან
Line of ed.: 18     
სპანი თჳსნი და თჳსად იპყრა. შეაყენნა შიგან კაცნი ხორასნელნი და თჳთ აღიყარა,
Line of ed.: 19     
და წარვიდა და დადგა მუხრანს. და რაოდენნიცა ნახეს სპათა მისთა ეკლესიანი, ანუ
Line of ed.: 20     
შენობანი, ყოველნივე მოაოჴრნეს.

Line of ed.: 21        
მაშინ რომელნიმე ქართველთაგან[ნ]იცა მოუვიდეს. აღიყარა და მიადგა ადგილსა
Line of ed.: 22     
ჯანიბეგისასა, რომელი იყო მთავარი ქართლისა, ჩადგა და დაუწყო მოოჴრება, და
Line of ed.: 23     
ვერღარა დაუდგა ჯანიბეგ და \ მოუვიდა იგიცა. და დადგა ხანსა რაოდენსამე ლანგ-თემურ,
Line of ed.: 24     
და მოაოჴრა სრულიად საქართველო, და ენება ჴელთ-გდება მეფისა გიორგისა
Line of ed.: 25     
და ვერ შეუძლო შეპყრობა მისი.

Line of ed.: 26        
და რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა მუნითგან და წარვიდა; და მივიდა, სადა
Line of ed.: 27     
ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. მაშინცა არავე დასცხრა მოოჴრებისაგან საქართველოსა,
Line of ed.: 28     
წარგზავნა ხოჯა შიხალი და წარატანა თანა სპანი მრავალნი. და ერთსა
Line of ed.: 29     
მჴარესა, ჯანიბეგის მამულის კერძო, გაგზავნა ამირჯანშა და გაატანა სპა ურიცხჳ და
Line of ed.: 30     
თითო-თითოს მჴარესა გააყენნა სარდლები და სპანი ურიცხუნი და უბრძანა, რაოდენიცა
Line of ed.: 31     
ნახონ ურჩნი და განდგომილნი თჳსნი, ყოველივე მოსრან და მოაოჴრონ ადგილიცა
Page of ed.: 333   Line of ed.: 1     
მისი. და უბრძანა ესრეთ: "რომელნიცა შეიპყრობთ მეფესა გიორგისა და მოიყვანს
Line of ed.: 2     
ჩემ თანა, მივანიჭებ წყალობასა და საბოძვარსა ურიცხუსა".

Line of ed.: 3        
და წარვიდენ სპასალარნი და სპანი მისნი და მოაოჴრეს ყოველი ქუეყანა და ვერ
Line of ed.: 4     
შეიპყრეს მეფე გიორგი. და რომელნიმე შეიპყრნეს ყმანი მეფის გიორგისანი და
Line of ed.: 5     
ჰკითხვიდენ, თუ სადა არს გიორგი მეფე. ხოლო მათ \ არარა იცოდენ, და ვერა გაიგეს
Line of ed.: 6     
რა მეფის გიორგისა, შემოიქცენ და მოვიდნენ ლანგ-თემურისა თანა და მოაჴსენეს
Line of ed.: 7     
ვერ-შეპყრობა მეფისა. დაჭმუნდა ლანგ-თემურ დაჭმუნვებითა დიდითა და აღიყარნეს
Line of ed.: 8     
და წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ყარაბაღად.

Line of ed.: 9        
მაშინ იყო თ[ა]ირ სულტანი ქუეყანისა ჯალაისა, სჯულითა მაჰმადიანი. ოდეს
Line of ed.: 10     
მოვიდა ლანგ-თემურ ქუეყანასა მისსა, აღუდგა წინა ესე თ[ა]ირ სულტანი და მრავალი
Line of ed.: 11     
ზიანი უყო სპათა ლანგ-თემურისათა; და მერმე ვერღარა დაუდგა, წარმოვიდა და მოვიდა
Line of ed.: 12     
მეფესა გიორგის თანა. ხოლო მეფემან გიორგი მიუპყრო პატივი დიდი და
Line of ed.: 13     
ჰკითხევდა და უსმენდა \ თქმულთა მისთა.

Line of ed.: 14        
და რაჟამს იხილა მეფემან გიორგი მძლავრება ესევითარი ლანგ-თემურისა,
Line of ed.: 15     
განიგულა შერიგება და მორჩილება ლანგ-თემურისა. წარავლინა კაცი და \ მოუწოდა
Line of ed.: 16     
კაცსა მას, რომელი მოსრულ იყო რჯულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, ესე
Line of ed.: 17     
განაგო მოციქულად ლანგ-თემურისა თანა. ხოლო რაჟამს შეიგნა საქმე ესე სულტან[მან]
Line of ed.: 18     
თაირ, ფრიად დაუშალა მისვლა და შერიგება ლანგ-თემურისა თანა. ხოლო
Line of ed.: 19     
მეფემან არა უსმინა და წარგზავნა კაცი იგი და შესთუალა სიტყუა მორჩილობისა
Line of ed.: 20     
ესრეთ, ვითარმედ: "მოვალ შენდა და დაგემონები და მორჩილ ვიქმნები შენი, ვყოთ
Line of ed.: 21     
მშჳდობა და მოგცემ ხარაჯასა".

Line of ed.: 22        
და რა მივიდა მოციქული ლანგ-თემურისა თანა და ესმა სიტყუანი ესე, ფრიად
Line of ed.: 23     
განიხარა და სათნო უჩნდა. გააბრუნა მოციქული იგი და შეუთუალა ესრეთ: "უ\კეთუ
Line of ed.: 24     
მოხვიდე წინაშე ჩემსა და შემომრიგდე, მეცა მიპატივებია დანაშავები შენი".

Line of ed.: 25        
მაშინ განიზრახა თჳსგან და თქუა ესრეთ, ვითარმედ: მატყუებს მეფე გიორგი
Line of ed.: 26     
და არა მოვალსო ჩემ თანაო. და მაშინ წარმოემართა ივანე ათაბაგსა ზედა ამისთჳს,
Line of ed.: 27     
რომ მორჩილობდა მეფესა გიორგის მორჩილებითა დიდითა; და რაჟამს ეწყო ლანგ-თემურს
Line of ed.: 28     
მეფე გიორგი, მაშინ ივანე ათაბაგი თან ახლდა, და \ ამისთჳს დიდად მტერ
Line of ed.: 29     
იყო მისთჳს. და წარემართა ზემო ქართლსა ზედა. ჩადგა და აღაოჴრა ქუეყანა და
Line of ed.: 30     
ამოსწყჳტა მრავალი სული. დაარღჳვნა წმიდანი ეკლესიანი, ხატნი და ჯუარნი და,
Line of ed.: 31     
რაოდენნიცა შეიპყრნა კაცნი ქრისტეანენი, დაჰპატიჟნა სჯული მაჰმადისა და, რომელიცა
Line of ed.: 32     
მორჩილ ექმნა, თანა წარიყვანა და, რომელიცა არა მორჩილ იქმნეს, მოსრნა
Line of ed.: 33     
პირითა მახვილისათა.

Page of ed.: 334  
Line of ed.: 1        
გარდმოვლო მუნით და ჩამოდგა მანგლისს \ და დადგა თუესა ორსა მუნ. და
Line of ed.: 2     
მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ესახლნეს საზღვართა ქართლისათა,
Line of ed.: 3     
რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგ-თემურისაგან, ჩაუდგიან თათართა,
Line of ed.: 4     
რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოჴრებდიან. მათ
Line of ed.: 5     
შემოსჩივ\ლეს: ქართველთაგან" მრავალ[ნ]ი ჭირ[ნ]ი გამოგჳვლიან, რომელნა არიან
Line of ed.: 6     
მახლობელად ჩუენსა ქართველნი, მათგან შეგუემთხჳვა ჭირი დიდი და აოჴრება და აწ
Line of ed.: 7     
ამაზედ მოგუეჴმარენით". და შეეწყალა ლანგ-თემურს და მოიყვანა სარდალი ერთი,
Line of ed.: 8     
რომელსა ეწოდა სახელად ამირ შიხ ნურადინ, და უბრძანა სპითა თჳსითა წარსვლა.
Line of ed.: 9     
და რაჟამს წარვიდა იგი, შემდგომად ორისა დღისა უბრძანა კუალად სხუასა სპასპეტსა
Line of ed.: 10     
წარსვლად და მიშუელებად მისა. და რა მივიდა იგიცა ადგილთა ქართველთასა, რომელნი
Line of ed.: 11     
უჴმობდეს თა\თართა, \ და თემთა მათა, და იბრძოდენ დღესა ხუთსა და სძლეს.
Line of ed.: 12     
სიმრავლისაგან ჯართასა სპათა ლანგ-თემურისათა. და აღიღეს ადგილნი და ციხენი
Line of ed.: 13     
და სიმაგრენი, და ტყუე ვერა მოიჴელეს, და სხუანი შენობანი მის ადგილისანი მოაოჴრეს
Line of ed.: 14     
ყოველივე და დაწვეს და წარმოვიდეს ლანგ-თემურისა თანა.

Line of ed.: 15        
და ამას ჟამსა შინა მოვიდა ელჩი ფრანგისა, რამეთუ შეეპყრათ შვილი კეისრისა \
Line of ed.: 16     
და მოართუეს იგიცა ლანგ-თემურს. ეტრფიალა და შეეწყალა შუენიერება და სიჭაბუკე
Line of ed.: 17     
მისი და მისცა საბოძვარი და სამეუფო სამოსელი და განუტევა თჳსსა სამეფოსა.

Line of ed.: 18        
და შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა მანგლისითგან, და წარვიდა და მივიდა
Line of ed.: 19     
ჴევსა არაგჳსასა, შევიდა მას შინა, დაამსხვრია და მოაოჴრა და აღიღო სიმაგრენი
Line of ed.: 20     
ყოველივე არაგჳსა, და კაცი ვერა მოაჴელა, დაწვა და წარმოვიდა. და დაიპყრა ქუეაყანა
Line of ed.: 21     
სიასი და სხუანი ქუეყანანი მრავალნი. მაშინ არა\ვე დააცხრო გულისწყრომა
Line of ed.: 22     
ქრისტიანეთა ზედა.

Line of ed.: 23        
ხოლო მეფემან გიორგი კუალად დაიპყრა ქართლი. და რა ესმა კუალად ლანგ-თემურს,
Line of ed.: 24     
განიგულა წარმოვლინება ლაშქრისა თჳსისა. წარმოავლინა ძე თჳსი სულტან
Line of ed.: 25     
უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ
Line of ed.: 26     
ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადნი და სპანი
Line of ed.: 27     
ურიცხუნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე,
Line of ed.: 28     
არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა. და დადგნენ ხანსა მრავალსა და
Line of ed.: 29     
ხანსა რაოდენსამე შეწუხდენ ციხესა შინა მყოფნი, გამოვიდეს და დაანებეს ციხე. მოვიდნენ
Line of ed.: 30     
მრავალნი იგი ციხისანი და შემოეხუეწნენ. და წარმოიყვანეს ციხისა თავი და
Line of ed.: 31     
უფროსი მეციხოვნე და მოჰგუარეს ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისანი
Line of ed.: 32     
წარმოემართნეს ქართლად და მივიდნენ მანგლისს.

Page of ed.: 335  
Line of ed.: 1        
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა მოციქული, შემოუთუალა ხუეწნა
Line of ed.: 2     
და მშჳდობის ყოფნა და ითხოვა შერიგება და შუამავლობა მამისა მათისაგან. ხოლო
Line of ed.: 3     
ძეთა ლანგ-თემურისათა უსმინეს და შემოუთუალეს ლანგ-თემურს ხუეწნა ესე მეფისა
Line of ed.: 4     
გიორგისი, ხოლო ლანგ-თემურ უსმინა და ყო მშჳდობა და შემოუთუალა ძეთა მისთა
Line of ed.: 5     
და იჴმნა ძენი მისნი. წარმოვიდნენ და მოვიდნენ ლენგ-თემურისა თანა და ჩამოესხნენ
Line of ed.: 6     
ქართლსა.

Line of ed.: 7        
და კუალად წარვიდნენ ძენი ლანგ-თემურისანი ბაღდადსა ზედა. მივიდეს \ და აღიღეს
Line of ed.: 8     
ბაღდადი და დაიპყრეს არაბისტანი მრავალი თემი და აღივსნეს საშოვრითა. და
Line of ed.: 9     
ინება ლანგ-თემურ თავრიზის მოდგომა და წარმოვიდა სანახავად ციხისა მის, რომელი
Line of ed.: 10     
პირველ აღიღეს ალინჯა. და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა და კარვებითა მრავალფერითა,
Line of ed.: 11     
მოვიდა და ნახა ციხე ალინჯა. დაწარვიდა და \ მივიდა ტბასა გელაქუნსა.

Line of ed.: 12        
და სცნა რა მეფემან გიორგი, წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი და
Line of ed.: 13     
მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "სადაცა გჳბრძანებთ, გილაშქრებთ და ვიქმნებით მორჩილნი
Line of ed.: 14     
თქუენნი. და ამიერითგან დააცხრვე გულისწყრომა შენი ჩუენ ზედა". და შეეწყალა
Line of ed.: 15     
ლანგ-თემურს, აღიღო ძღუენი მისი და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "მიპატივებია
Line of ed.: 16     
დანაშავები შენი და ამიერითგან, რომელ[ნ]იცა არიან მაჰმადიანნი საზღვარსა
Line of ed.: 17     
საქართველოსასა, ნუღარა იკადრებთ რბევად და წყინებად მათდა და იყოს მშჳდობა
Line of ed.: 18     
ჩუენსა და თქუენს შუა". და მუნითგან აღიყარნენ და მივიდნენ ბარდასა და დადგა მუნ.

Line of ed.: 19        
და რა გამოჰჴდა წელიწადი ერთი, მოივარგა ყოველივე საქმე თჳსი ლანგ-თემურ
Line of ed.: 20     
და განიზრახა გულსა შინა თჳსსა და თქუა: "შარშან რომ მეფე გიორგი დამპირდა,
Line of ed.: 21     
ვნახოთ აღმისრულებს იმ პირობას თუ არაო. და თუ აღმისრ\ულებს, ვსცნა ახლა".
Line of ed.: 22     
წარმოვიდა და დადგა მანგლისს. და იყო თავადი ადგილსა მას, რომელსა ეწოდება
Line of ed.: 23     
მარტიანა, და თავადსა მას ეწოდებოდა სახელად ესაია. და მას პირობა დაედვა ლანგ-თემურისათჳს \
Line of ed.: 24     
მისვლად მის თანა და არღარა მისულიყო. და რა მივიდა ლანგ-თემურ,
Line of ed.: 25     
შეწუხდა თავადი იგი და არღარა ჰქონდა ღონე მისვლის მეტი. და მოიპოვა ღონე
Line of ed.: 26     
ესე და შეეხუეწა ძესა ლანგ-თემურისსა შარუხს და ჩამოუშვა შუამავლად. წარვიდა და
Line of ed.: 27     
წარუღო ძღუენად ლარნი მრავალნი და მივიდა ძესა თანა ლანგ-თემურისასა, ხოლო
Line of ed.: 28     
მან მიიყვანა თავადი იგი ლანგ-თემურისა თანა. და და ნახა ლანგ-თემურ, უთხრა
Line of ed.: 29     
სიტყუანი წყრომისანი, თუ ვითარ იკადრე შენ ჩემი ურჩობაო. მაშინ მოეჴმარა ძე მისი
Line of ed.: 30     
და იპატივა და შეაწყალა მამასა თჳსსა და უშოვა ხალათი. და ჰყვანდა თავადსა მას
Line of ed.: 31     
ასული ერთი და გამოართუა ძემან ლანგ\-თემურისმან აბუბექირ და შეირთო ცოლად.
Line of ed.: 32     
და იყვნენ მიერითგან მოყუარენი და მიენდო ლანგ-თემურცა.

Line of ed.: 33        
მაშინ ათაბაგმან, აღბუღას შვილმან ივანე, აღიღო მანცა ძღუენი ტურფა და
Page of ed.: 336   Line of ed.: 1     
მივიდა ლანგ-თემურისა თანა. მაშინ შეიწყალა ლანგ-თემურ და მისცა ხალათი და
Line of ed.: 2     
უყო წყალობა. და მოუვიდეს გარემონი თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა[ნი].

Line of ed.: 3        
და რა სცნა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ძმა თჳსი კოსტანტინე ძღუნითა
Line of ed.: 4     
მრავლითა და მიუმცნო სიტყუა მდაბალი მორჩილებისა. და იამა დიდად ლანგ-თემურს
Line of ed.: 5     
და შეიწყალა. და წარვიდა მუნითგან მჴარესა მას ქურთისტანისა სადა დაიპყრა ქურ-
Line of ed.: 6     
თისტანი.

Line of ed.: 7        
და მაშინცა არავე დააცხრო ბოროტმან ამან გულისწყრომა თჳსი ქართლსა ზედა
Line of ed.: 8     
და სწადოდა ქუეყანა გასათათრებელად, და იგონებდა ძჳრსა და ბოროტსა ქართლისათჳს
Line of ed.: 9     
და უფროსად მეფის გიორგისათჳს, ჯავრისა მისთჳს, რომელი უყო მეფემან
Line of ed.: 10     
ბაგრატ. ხოლო წარმოგზავნა პირველად პატრონი შირვანისა სახელად შიხ ბარაიმ.
Line of ed.: 11     
ესე წარმოგზავნა, რა\თა შეიტყოს გამოსავალი საქართველოსი გლეხისა და ბეგარა
Line of ed.: 12     
და სარგო მეფისა \ გიორგისა. და თჳთცა წარმოვიდა და მოვიდა კარს.

Line of ed.: 13        
და რა სცნა ესე გიორგი მეფემან, წარმოუგზავნა კაცი იგი, სახელად ესაია,
Line of ed.: 14     
რომელი იყო თავადი სომხითისა, და მოუმცნო ესრეთ, ვითარმედ: "რომელიცა
Line of ed.: 15     
პირობა მოგჳცემია, ყველა აღგჳსრულებია და ურჩობა არა გჳქმნია რა, და რომელსაცა
Line of ed.: 16     
ამიერითგან გჳბრძანებთ, არა ურჩ გექმნებით. და აწ ისმინეთ აჯა ჩუენი და
Line of ed.: 17     
შეიწყალეთ ქუეყანა ესე ჩუენი, ნუ მოხვალ და ნუცა წაახდენთ ქუეყანასა ამას, რამეთუ
Line of ed.: 18     
მოსავლისა პირი არის რა, თუ ახლა თქვენ მოხვალთ, წაჴდება სულად ქუეყანა ესე".
Line of ed.: 19     
რამეთუ თავადი ესე ესაია იყო ყმა მეფისა გიორგისა, წარგზავნა ესე და თეშქაშიცა
Line of ed.: 20     
გაატანა მეფემან.

Line of ed.: 21        
და რა მიართუა \ ფეშქაში, არა აღიღო ლანგ-თემურ, რამეთუ სწყრებოდა ფრიად,
Line of ed.: 22     
და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: "უკეთუ გინდა წაუჴდენლობა ქუეყანისა ამის, მოდი
Line of ed.: 23     
ჩემ თანა და გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ \ ხარკსა და მოგცემ ჴელშეუალად
Line of ed.: 24     
ქუეყანასა მაგას და სხუასაცა მრავალსა საბოძვარსა. და უკეთუ არა გათათრდები,
Line of ed.: 25     
დაიდევ ხარკი ჩემი და მოდი ჩემ თანა და მოგცემ ქუეყანასა მაგას. და, როგორც
Line of ed.: 26     
განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშჳდობით,
Line of ed.: 27     
რამეთუ იგიცა შენის სჯულისა იყო. და უკეთუ არა მოხვალ, დავასრულებ ჯა[ვ]რსა
Line of ed.: 28     
ჩემსა შენ ზედა და ქუეყანასა შენსა ზედა, ანუ დავასრულო ცხოვრება შენი და ქუეყანაცა,
Line of ed.: 29     
და უკეთუ მოხვიდე, მიფიცავს თავსა მაჰმადისასა, რამეთუ უკეთესი პატივი
Line of ed.: 30     
მოგცე შენ კეისრისაგან და მშჳდობით განგიტევო, და უკეთუ არა, მიეცნენ ძენი და
Line of ed.: 31     
ასულნი შენნი ტყუეობად".

Page of ed.: 337  
Line of ed.: 1        
და რა წავიდა მოციქული, ლანგ-თემურ განიზრახა თჳსაგან: "ესე უწყი, აღიღებენ
Line of ed.: 2     
მოსავალსა, და განიგულვენ სიმაგრეთა. და არღარა მოვლენ ჩემ თანა". და ამისთჳს
Line of ed.: 3     
არა უსმინა ხუეწნა მათისა გიორგისი და წარემართა სპითა მრავლითა, რამეთუ
Line of ed.: 4     
სწადოდა მიზეზით შეპყრობა მეფისა გიორგისი.

Line of ed.: 5        
და რა სცნა საქმე \ ესე მეფემან გიორგი, დაიხიზნა ყოველივე ქართველი \ და
Line of ed.: 6     
მოიმკეს მოსავალი და წარიღეს თჳსთა თანა. წარვიდა ლანგ-თემურ და ჩადგა შიდა
Line of ed.: 7     
ქართლსა და იდგა ხანსა რაოდენსამე, და ვეღარა მოაჴელეს რა, მისჭირდა. და
Line of ed.: 8     
წარმოვიდა.

Line of ed.: 9        
და მოადგა ციხესა ბირთჳსისასა. და იყო მაშინ ციხისთავად სახელით ნაზალ
Line of ed.: 10     
და ოცდაათნი თავადნი ჩინებულნი და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი
Line of ed.: 11     
ქართლისანი. და მაშინ სპანი ლანგ-თემურისანი ზარობდეს ციხისა მისგან, რამეთუ
Line of ed.: 12     
მრავალგზის მრავალი ჭირი ენახათ ქართველთაგან და, ვითარცა კან\ჯარი ლომთაგან
Line of ed.: 13     
ეგრეთ თრთოდენ ქართველთაან რამეთუ ერთი ქართველი ათსა მათგანსა წარიქცევდა
Line of ed.: 14     
და იცოდნენ ციხისა მის სიმაგრე და საზრდელთა სიმრავლე.

Line of ed.: 15        
მაშინ განმზრახთა თჳსთა თანა არჩივა ლანგ-თემურ, და ცდილობდნენ, თუ რამ
Line of ed.: 16     
ეყო ციხისა მისთჳს. ესრეთ ურჩივეს მათ, რამეთუ იციან \ სულად ყოველმან კაცმან,
Line of ed.: 17     
უკეთუ შემოადგება ლანგ-თემურ ციხესა რომელსამე, არა მოეშუების, \ რომე არა აღიღოს.
Line of ed.: 18     
და დაასკუნეს შემოდგომა ციხისა მის და აღება. მაშინ მიუდგნენ სპანი ლანგ-თემურისანი
Line of ed.: 19     
ციხესა მას და გამოვიდსნენ სპანიცა ციხოსანნი და შემოუტივეს სპათა
Line of ed.: 20     
ლანგ-თემურისათა.

Line of ed.: 21        
ჰყვანდა ლანგ-თემურს უკან ჯარი დამალული და უკ-მოეცალნენ თათარნი. მაშინ
Line of ed.: 22     
მიეტევნეს ციხოვანნი და მოსწყჳტეს და ყვეს მრავალი ზიანი. მაშინ დიდად \ განძჳნდა
Line of ed.: 23     
ლანგ-თემურ და ბრძანა ორისავე კუთხის ციხის აგება. და თჳთ მიადგა კარსა
Line of ed.: 24     
ციხისასა და მუნცა ბრძანა აგება ციხისა. და რა გამოვიდა კჳრა ერთი, და შეიგნეს
Page of ed.: 338   Line of ed.: 1     
დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა ციხოვანთა.
Line of ed.: 2     
და იყო მუნ კლდე ერთი და მუნითგან პოვეს მცირე რამე აღსავალი.

Line of ed.: 3        
მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი,
Line of ed.: 4     
და მან მოიჴელოვნა და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი
Line of ed.: 5     
და დაკლა მუნ ამისთჳს, რომე ესე შ\ეეტყო ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან
Line of ed.: 6     
ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს ქართველნი უშიშრად.
Line of ed.: 7     
მაშინ უჩუენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა
Line of ed.: 8     
ჴელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა \ და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული
Line of ed.: 9     
და მან კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა,
Line of ed.: 10     
და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა
Line of ed.: 11     
ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს და სპათა მისთა.

Line of ed.: 12        
და რა სცნეს \ ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ბრძოდეს
Line of ed.: 13     
თავ-გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყჳტეს ჯარი ლანგ-თემურისანი
Line of ed.: 14     
მრავალნი, და ბოლოს დარჩა გამარჯუება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა
Line of ed.: 15     
და აღიღო ციხე იგი. და მოართუნეს მრავალნი დიდებულნი \ აზნაურნი დარჩენილნი
Line of ed.: 16     
ლანგ-თემურს და წარკუეთნეს ყოველთავე თავნი; და ციხისთავსა მას, რომელსა ერქუა
Line of ed.: 17     
ნაზალ, მასცა წარკუეთა თავი, და ცოლი \ მისი მისცა მპყრობელსა შირვანისასა. და
Line of ed.: 18     
ციხისა ამის ამღებსა მისცა წყალობა მრავალი, და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას
Line of ed.: 19     
შინა, და დაუყენა ციხისა მის თავად სახელად მაამადი დაუყენა მცველნი მრავალნი.
Line of ed.: 20     
და უბრძანა გარეშემოთა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა და მოოჴრება და, რაოდენიცა
Line of ed.: 21     
პოვონ, მოსრვა და სრულიად ამოწყუეტა. და წარვიდა მიერითგან და არღარა შესძინა
Line of ed.: 22     
ლანგ-თემურ მოსვლად საქართველოსა შინა.

Line of ed.: 23        
და მოვიდა კუალად მეფე გიორგი და დაიპყრა სამკჳდრო თჳსი ქართლი და
Line of ed.: 24     
იყო უშიშრად.

Line of ed.: 25        
და დაასრულა ლანგ-თემურ მოოჴრება ქართლისა და წარვიდა სხვათა ქუეყნისა
Line of ed.: 26     
დაპერობად. და ქმნა მრავალნი საქმენი დიდძალნი ლანგ-თემურ, რომლისა ცხოვრება
Line of ed.: 27     
მისი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა შინა სპარსთასა, ხოლო ჩუენ აღვწერეთ
Line of ed.: 28     
ყოველივე \ მოსვლა მისი ქართლად და აო\ჴრება ქართლისა, რომელი არა სადა მოწევნილ
Line of ed.: 29     
არს ქართლსა ზედა ჭირი ესევითარი, რაოდენი ამან მოაწივა.

Line of ed.: 30        
ხოლო, შემდგომად წარსვლისა ლანგ-თემურისა, კუალად დაიპყრა ქართლი მეფემან
Line of ed.: 31     
გიორგი. და ამან ლანგ-თემურ დაიპყრა ქურთისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზის
Line of ed.: 32     
ადრაბაგანი და დაიჭირა ბურსას მჯდომი ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა
Line of ed.: 33     
ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი
Page of ed.: 339   Line of ed.: 1     
ერთი ოსმან სახელითა და სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობა, განიმრავლა
Line of ed.: 2     
მრავალი საქონელი მეკობრობითა და მით შემოიყარა მრავალი კაცი. და დაიპყრა
Line of ed.: 3     
არაბისტანი და ტახტად ჰქონდა ბურსა და დაჯდა მუნ და ვიდრე ბაიაზით ხონთქრადმდე
Line of ed.: 4     
ძეთა მისთა ეპყრათ ბურსა. და ესე ბაიაზით ხონთქარი დაიპყრა ლანგ-თემურ
Line of ed.: 5     
და ჩასუა რკინის \ ყაფაზაში და რკინის ყაფაზით ატარებდა, და თემი მისი
Line of ed.: 6     
ლანგ-თემურ დაიპყრა. და კეისარმანც მოართო ძღუენი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს.
Line of ed.: 7     
და დაიპყრა \ რუსეთი, წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანში და მუნ მოკუდა,
Line of ed.: 8     
და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა.

Line of ed.: 9        
და მაშინ განუყო ძეთა თჳსთა თემნი და ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი,
Line of ed.: 10     
რომელსამე ხორასანი და რომელსამე ადრაბაგანი. და მიერითგან ვერღარა შესძინეს
Line of ed.: 11     
ძეთა მისთა ქართლად მოსვლა, რამეთუ იყო ურთიერთას შინა შური და ჴდომა. და
Line of ed.: 12     
დაიწყო ქართლმან შენობა. და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა მეფე გიორგი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.