TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 28
Previous part

Part: XII  
King: 78 
Page of ed.: 343  
Line of ed.: 1  
მეფე კოსტანტინე. ო̂ზ


Line of ed.: 2        ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა ბაგრატისა დაჯდა მის წილად ძე მისი
Line of ed.: 3     
კოსტანტინე, ქრისტეს აქათ ჩ̂უჲა. ამას ჟამში იყო კათალიკოზი დავით. და მეფობდა
Line of ed.: 4     
მეფობითა კეთილითა და არღარა იყო წყენა თათართაგან. მოიმორჩილნა იმერელნი,
Line of ed.: 5     
ოდიშარნი, აფხაზნი, ესახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა. არა სადა იყო
Line of ed.: 6     
წყენა ქრისტიანეთა: \ იყო მოსუენება და დაწყნარება.

Line of ed.: 7        
მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან, მოძულემან
Line of ed.: 8     
კეთილისამან, თათარნი ქრისტიანეთა ზედან. და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა
Line of ed.: 9     
და მომართეს სამცხეს. მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა. მოუმცნეს \ მეფესა
Line of ed.: 10     
ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხესა. და აახლო ყაენმანცა ერთი
Line of ed.: 11     
თავადი და მისი ლაშქარი. ჩაუდგეს სამცხეს და იავარ ყვეს ქუეყანა მათი. მოადგეს
Line of ed.: 12     
ციხესა ახალციხესა, ბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და
Line of ed.: 13     
დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი.

Line of ed.: 14        
და მერმე აიყარნეს და მოაიგნენ ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა. ეზრახნეს
Line of ed.: 15     
ციხოვანთა და უჴადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა, ამას ზედა გამოვიდნენ
Line of ed.: 16     
და მიენდვნენ.

Line of ed.: 17        
ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვი\ლი გაუძახა და
Line of ed.: 18     
მისი უკეთესი ლაშქარი მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგებრად დმანისს და ქუეშის
Line of ed.: 19     
ჴევსა და წარმოიღეს ტყუე, ალაფი უამრავი, გავარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს.
Line of ed.: 20     
წინა ცოტას ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან და ასრე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან
Line of ed.: 21     
ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს \ და დაატყუევეს და
Line of ed.: 22     
ცოტა რამე გარდმოეხუეწნეს ცხენ-კეთილნი. და თავად კარგი კარგად იყო სულხან
Line of ed.: 23     
ბარათასშვილი. ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არა იყო,
Line of ed.: 24     
და სხჳს დანაჴოცის ანგარიში არა იქმნებოდა, და რანიცა გარდაიხუეწნეს, მივიდეს
Line of ed.: 25     
ყაენთანა. ერთობ ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა. ამაზედ აიყარა ყაენი,
Line of ed.: 26     
წარვიდა და დაატყუევა აწყუერისა ღმრთისმშობელი, მოქალაქენი და, რანიცა ციხესა
Line of ed.: 27     
შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წავიდა ყაენი თჳსსა საყაენოსა.

Line of ed.: 28        
ამას შიგან გამოჴდა ც\ოტა ხანი, და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ და დაუწყო
Line of ed.: 29     
შენობა ქაოზიანსა და არჯაყალის ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არა დაანებეს:
Page of ed.: 344   Line of ed.: 1     
დაუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი, აშუელა ლაშქარი ხალიბეგის
Line of ed.: 2     
შეიყარნენ და მოადგნენ ტფილისს. ებრძოდეს მრავალ-დღე და ვერარა ავნეს, რამეთუ
Line of ed.: 3     
სიმტკიცესა ზედა ეგნეს. და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის
Line of ed.: 4     
წაღებისა.

Line of ed.: 5        
მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა \ კოსტანტინეს და ითხოვეს
Line of ed.: 6     
მისგან შეწევნა. მეფემან გაგზავნა ციციშვილი ქაიხოსრო და ჯავახისშვილი ჯავახი
Line of ed.: 7     
ცოტათა აზნაურშვილითა და ლაშქრითა. წაუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და
Line of ed.: 8     
დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცნეს ასრე,
Line of ed.: 9     
რომე თუ-არ მაცნე წავიდა სადამე, ვერცა ერთი წაუვიდათ. აივსნეს აბჯრითა, ალაფითა
Line of ed.: 10     
და ბარგითა პირთამდის.

Line of ed.: 11        
ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქსა მდგომთა \ თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა
Line of ed.: 12     
ტფილისისასა და წავიდეს ჩაღმა. გარდაუდგენ კუმისისა ბოლოსა, შეებნეს წინამავალსა
Line of ed.: 13     
ლაშქარსა, გაექცნეს და დაჴოცნეს ასე, რომე თათრებსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴიცა
Line of ed.: 14     
ღობესა და მარგილზედა ააცვემდეს. მერმე გარისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ
Line of ed.: 15     
ბუხუნი და შუა შეეყარნეს, და, რაც ბარათიანთა ქაიხოსრომ ქნა და ჯავახმა არც წინა
Line of ed.: 16     
გმირთა უქნიათ, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა ჴრმლითა წამოვიდეს, \\ და
Line of ed.: 17     
ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩნენ ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ამას
Line of ed.: 18     
ზედან თურქმანი ლაშქარი შერცხვენილი ორბეთისა ძირსა დადგნენ, და ეცადნეს
Line of ed.: 19     
თათარნი, და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

Line of ed.: 20        
ამაზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაეის თავადები, მივიდეს და შეეხუეწნეს
Line of ed.: 21     
ყაენსა, რამეთუ გამოჴდა წელიწადი ერთი. აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა
Line of ed.: 22     
სომხითსა და ორბეთის-ძირზედა. მომართა \ ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე,
Line of ed.: 23     
დაუწყეს ომი და თოფის სროლა, აწყუდინეს შიგან სოლაღაშვილნი დიდხან. და იყო
Line of ed.: 24     
ომი დიდხან და შეაწუხნა მეტმან თოფის სროლამან, და ცოტა ციხეცა დააქცივეს, და
Line of ed.: 25     
ვეღარ-დაუდგნეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი არღარა ჰყვათ. ერთსა ღამესა თოვლმან
Line of ed.: 26     
უკუყარნა და გამოვიდნენ ციხით, და ციხე დაუდგეს ცარიელი და თჳთ მიმართეს
Line of ed.: 27     
მთათა და სიმაგრეთა. ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათარ ციხე უკაცური შევიდეს
Line of ed.: 28     
შიგან და კაცი არა პოვეს. მიჰყვეს \ ჴელი და დააქცივეს. ვითარცა ესმა მეფესა
Line of ed.: 29     
აღება ციხისა, დაუმძიმდა, რამეთუ შეყრილი ნიჩბისის წყალზედ იდგა.

Line of ed.: 30        
ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისის ციხეს. და იყო ყოველთა
Line of ed.: 31     
დღეთა ომი და ესროდეს თოფსა, და არა იყო ღონე წაღებისა ციხისა, რამეთუ მჴარი
Line of ed.: 32     
ბარათიანთაგან ჰქონდა. ეუბნებოდა მეფე კახთა და არა უშუელეს იმერელნი უკუდგომილნი
Line of ed.: 33     
იყვნეს და არცარა მესხთ უშუელეს, ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან. ადგეს
Page of ed.: 345   Line of ed.: 1     
დი\დს ხანსა ქალაქსა და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა; მერმე ჰკაზმნეს
Line of ed.: 2     
ლაშქარნი და გამოარჩივეს დარბევა ორბეთისა ძირსა. აარჩივეს ათას ხუთასი კაცი
Line of ed.: 3     
და სხუა წურილი კაცი ლაშქრისა მრავალი, და ცისკრისა ჟამსა შეუგ[ებ]რად ორბეთის-ძირსა
Line of ed.: 4     
დაესხნეს, და აიფორიაქეს და ამოსწყჳტეს მთის სოფლები, განძი, \ ტყუე,
Line of ed.: 5     
ალაფი ურიცხჳ.

Line of ed.: 6        
ამას ზედან ესმა ბარათიანთა, და იგინი იყვნეს ენაგეთს, და მათ თანა იყვნეს
Line of ed.: 7     
ქაიხოსრო თურმანის-ძე და სხუანი მეფის \ ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მომართეს
Line of ed.: 8     
ასე, ვითა ვეფხთა. და წამოვიდა აქეთ სულხან ბარათაშვილი და მისნი ძმანი, და აქეთ
Line of ed.: 9     
სხუანი ბარათიანნი, მოეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს და მისჯარნეს ჴევსა
Line of ed.: 10     
ჴირჴალასა, ასე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა. ხოლო მოსცა ღმერთმან
Line of ed.: 11     
ძლევა ქრისტეანეთა, დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა, სისხლისა
Line of ed.: 12     
რუ დიოდა. რაცა სიკუდილსა მორჩეს ჴელთა \ დაიპყრეს. ერთი ასეთი თავადი დარჩა
Line of ed.: 13     
ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედ მას ვერავინ სჯობდა და მეყჳსიც იყო
Line of ed.: 14     
ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათანთა, რომელ ერთი ტყჳსა დედაკაცისაგან
Line of ed.: 15     
სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა
Line of ed.: 16     
ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო, ჯავახი და ქავთარ სოლაღაშვილი და სხუანი დარბაისელნი.
Line of ed.: 17     
მოუჴდეს უკანა მდევარნი დარჩეულნი ჩაღდაულად დიდნი და ლაშქარნი, აქათ
Line of ed.: 18     
არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცნი, სამასამდი სპასა თათარსა ჴმლითა წინა
Line of ed.: 19     
დაუდგა. იპრიანა ღმერთმან და მორ\ჩეს. და ორჯელ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს,
Line of ed.: 20     
ჩამოყრილნი ზედვე შესხდეს. ჩუენი ქართვლთაგანი, ერთისა თურმანიძის მეტი, არა
Line of ed.: 21     
დაგვაკლდა: იგიცა ჯარმან ფეჴითა გაიტანა. დიდისა ულუსისა ჯარისაგან ცოტანი
Line of ed.: 22     
ჩაღთაულნი მაცნედ წარვიდეს, და სხუა ყველა ჴელთ დარჩა.

Line of ed.: 23        
რა ესმა ესე ქალაქს მდგომ\თა, შეშინდეს და ადგეს და უკუეყარნეს ციხესა და
Line of ed.: 24     
თუმცა ბარათიანთა არ გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდენ და ქართლსაც
Line of ed.: 25     
შემოეჭრებოდნენ. ამას ზედან იპრიანა ღმერთმან, წყალობით მოხედნა ბარათიანთა
Line of ed.: 26     
მოჭირვებასა და მას უკანით თათართა ძალი ვეღარა უკადრებია და არცა რბევა;
Line of ed.: 27     
გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

Line of ed.: 28        
ესე მეფე კოსტანტინე იყო ძე ბაგრატისი და იმეფა ამანცა კეთილად, ვითარცა
Line of ed.: 29     
ცხოვრება მისი მოგჳთხრობს, და მოკუდა კონსტანტინე მეფე ქრისტეს აქათ ჩ̂უდ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.