TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 44
Previous part

Text: Ax.K.Cx.3  
Part: _  
King: _ 
Page of ed.: 477  
ახალი ქართლის ცხოვრება

მესამე ტექსტი

Line of ed.: 1  
სახელითა ღ(ვ)თისათა აწ ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატოანთა მეფობისა


Line of ed.: 2        ქორონიკონსა რ̂მბ: დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი.
Line of ed.: 3     
და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე
Line of ed.: 4     
და დავით. და იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისსა დიდი მოსუენება
Line of ed.: 5     
ქრისტიანეთა.

Line of ed.: 6        
ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასან-ბეგ, მორჭმული და ორისავე საყაენოსა მპყრობელი.
Line of ed.: 7     
არაოდეს დარბეულ იყო ქართლი დიდისა თემურის უკანის, იყო შენება და განსუენება.
Line of ed.: 8     
ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა და არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს
Line of ed.: 9     
ყოველნი სამეფონი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა.

Line of ed.: 10        
ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული, სახელოვანი. ამას ჰქონდა ქართლი, სომხითი,
Line of ed.: 11     
და მონებდეს ლორის პატიახშნი, კახეთისა, შარვანისა და სამცხისა. და ჰყვეს
Line of ed.: 12     
იმერელნი, ოდიშარნი, გურულნი, აფხაზნი, სუანნი, ჯიქნი და მთიულნი კავკასიანნი.

Line of ed.: 13        
ამას შინა უკუდგა დადიანი და გურიელი. და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი.
Line of ed.: 14     
შეჰყარნეს ერთად და არღარა მსახურეს ბაგრატ მეფესა. წყინა მეფემან და შეიყარა
Line of ed.: 15     
ლაშქარი, მივიდა და დადგა ცხენის-წყალსა ზედა; იქით ისინი მოადგეს. ქმნეს რაზმი
Line of ed.: 16     
და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნეს დადიანი, ოდიშარნი. დაჴოცნეს და დაატყუევეს
Line of ed.: 17     
და მოსწყჳტეს ქართველთა, მიჰყვეს თანა, ჩაუდგეს შინაგან, დაწვეს და დააქციეს
Page of ed.: 478   Line of ed.: 1     
ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიტანეს თანა ტყუე და მძევალი.
Line of ed.: 2     
ამას ზედა არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა, ლიხთ იქით იყო და ქართველნი
Line of ed.: 3     
თანა იახლნეს.

Line of ed.: 4        
ქორონიკონსა რ̂მდ: შეიყარა ყაენი უზუნ-ასან და მოვიდა სომხითს. მოადგეს
Line of ed.: 5     
ბარათიანთა, და ორბეთისა ძირსა დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი, და გამაგრდეს,
Line of ed.: 6     
და ვერა უყვეს რა, მოვიდეს და ტფილისი აიღეს. თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო
Line of ed.: 7     
ქართლი ლაშქრითა, მოოჴრდა სრულ ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი,
Line of ed.: 8     
მოინდუნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავანი და აღავსნა პირთამდის. ამას ზედა
Line of ed.: 9     
აიყარა ყაენი და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი, და უბოძა მრავალნი
Line of ed.: 10     
მისაცემელნი.

Line of ed.: 11        
ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი.

Line of ed.: 12        
ქორონიკონსა რ̂ნ: კუალად უზუნ-ასან ყაენი მოვიდა სამცხეს, ყუარყუარეს უშუელა.
Line of ed.: 13     
ჩიხორს შეიბნეს მეფე ბაგრატ იმერეთისა, და ათაბაგს ყუარყუარეს გაემარჯუა.

Line of ed.: 14        
ქორონიკონსა რ̂ნა: ქართველთა მეფემან თავრეზს გილაქმა და თემურა ააოჴრა.

Line of ed.: 15        
ქორონიკონსა რ̂ნგ: მეფე ბაგრატ იმერეთისა დაიჭირა ყუარყუარემ ტყუედ, და
Line of ed.: 16     
დაატყუევა ციხესა შინა.

Line of ed.: 17        
ქორონიკონსა რ̂ჲგ: ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კ̂ა, ოკდომბერსა ი̂,
Line of ed.: 18     
დასაბამითგან ქორონიკონსა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა.

Line of ed.: 19        
ქორონიკონსა რ̂ჲდ კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნასან
Line of ed.: 20     
ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა,
Line of ed.: 21     
რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან \ ურიცხვობისა სპათა
Line of ed.: 22     
მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო
Line of ed.: 23     
გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქუეყანასა სამცხისასა.
Line of ed.: 24     
მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი,
Line of ed.: 25     
მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე.

Page of ed.: 479  
Line of ed.: 1        
აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი,
Line of ed.: 2     
და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება
Line of ed.: 3     
მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის
Line of ed.: 4     
მწირობდენ მუნ შჳდ წელ.

Line of ed.: 5        
მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ
Line of ed.: 6     
ძე მისი ვახტანგ. და გარდაჴდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან.
Line of ed.: 7     
და სხუამან ვერავინ გაბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან
Line of ed.: 8     
და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე
Line of ed.: 9     
წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკცა, პირმშო შვილი ყუარყუარესი.
Line of ed.: 10     
იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყუეტა საქრისტეანოსა.

Line of ed.: 11        
შეედვა ყაენსა სენი სასიკუდინე, ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნჰასან. და
Line of ed.: 12     
მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი აღუბ ეშურებოდა მიღებად
Line of ed.: 13     
პატრონობასა.

Line of ed.: 14        
დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს
Line of ed.: 15     
ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი
Line of ed.: 16     
და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თჳსსა. ხოლო იცოდა
Line of ed.: 17     
მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და
Line of ed.: 18     
წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს
Line of ed.: 19     
საღმრთონი სიტყუანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე
Line of ed.: 20     
ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა
Line of ed.: 21     
მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათჳს სიტყჳსა ყოფად წინაშე
Line of ed.: 22     
მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი
Line of ed.: 23     
ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა,
Line of ed.: 24     
და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ
Line of ed.: 25     
გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება \ ოდესმე განმცდელობა
Line of ed.: 26     
მზეჭაბუკისი და, ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰყოვნა. არამედ ვითარცა ლომმან
Line of ed.: 27     
მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღმრთისა და ყოვლად-წმიდისა აწყუერისა
Line of ed.: 28     
ღმრთისმშობელისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა.

Line of ed.: 29        
ესე რა იხილეს ყოველთა მათ ლაშქართა, დიდებულთა ერთა, დიდად განკჳრვებულ
Line of ed.: 30     
იქმნნეს და თქმად რასამე უღონო იყვნეს, ესენი და სხუანი უმრავლესნი მჴნე
Line of ed.: 31     
ქველობანი მოენიჭნეს, ბრძანა ღმერთმან და წარმოავლინა დიდითა პატივითა სულტანმან
Line of ed.: 32     
კოსტანტინე და წარმოატანა თანა მზეჭაბუკცა; და მოვიდა კოსტანტინე თათართათ,
Line of ed.: 33     
ყაენისგან შეწყალებული. მას უკანის მძლე ექმნა სულტანსა იაღუბს, დაიპყრა
Line of ed.: 34     
პატრონობა და დაჯდა ყაენად ასან-ბეგის შვილი იაღუბ-ბეგ განზრახვითა ეშმაკისათა.

Page of ed.: 480  
Line of ed.: 1        
ამას შიგან გამოჴდა ხანი და სოფელმან მისი ბეგარა არ დაიკლო. მიიცვალა
Line of ed.: 2     
მეფე ბაგრატ რაჭასა, და იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა; აღიღეს
Line of ed.: 3     
და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან. ამასვე შიგან გამოჴდა ხანი.

Line of ed.: 4        
ქორონიკონსა რ̂ჲვ: დაჯდა მეფედ ალექსანდრე მეფის ძის. დიმიტრის შვილი
Line of ed.: 5     
კოსტანტინე და მეფობდა კეთილითა მეფობითა: არღარა იყო წყენა თათართაგან;
Line of ed.: 6     
მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი და აფხაზნი; მსახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს
Line of ed.: 7     
კახნიცა; არა სადათ იყო წყენა ქრისტიანეთა; იყო მოსუენება და დაწყნარება.

Line of ed.: 8        
არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

Line of ed.: 9        
მაშინ ოდეს მოვიდა უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი
Line of ed.: 10     
აწყუერისა ღმრთისმშობელი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა
Line of ed.: 11     
მიავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყუმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა
Line of ed.: 12     
მიწამან აღმოაცენა.

Line of ed.: 13        
და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთჳს საქმისა და იტყოდეს:
Line of ed.: 14     
"რაჲ-მე არს ესე?" რომელნიმე იტყოდეს: "შენდომით იქმნა". ხოლო სხუანი სხუასაცა
Line of ed.: 15     
რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესთა კაცთა მის ქუეყანისათა ესრეთ თქუეს:
Line of ed.: 16     
"ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი
Line of ed.: 17     
ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ; და მგზავრობასა მას.
Line of ed.: 18     
ჩუენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასუენით უღრმესსა
Line of ed.: 19     
ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად
Line of ed.: 20     
მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან
Line of ed.: 21     
იქმნა ქუეყანასა ჩუენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ \
Line of ed.: 22     
და ქუეყანასა მათსა განუტეოთ".

Line of ed.: 23        
მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: "მოვედით
Line of ed.: 24     
და დავაკრათ კიცუსა უჴედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თჳსსა, უწყოდეთ,
Line of ed.: 25     
რამეთუ ამისგან არს ესე ყოველი; და უკეთუ მიიქციოს სხჳთ-კერძო, მაშინ შეხდომით
Line of ed.: 26     
რამე იქმნა და არა ამისგან".

Line of ed.: 27        
და ვითარცა დააკრეს კიცუსა მას ზედა წმიდა ესე ხატი, ესრეთ მართლიად წარმოემართა
Line of ed.: 28     
გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარმცა საჩინო მჴედარი და აღჳრითა
Line of ed.: 29     
მპყრობელი და მმართებელი.

Line of ed.: 30        
და ვითარცა იხილეს უცხოთესლთა საკჳრველება ესე, განიხარეს სიხარულითა
Line of ed.: 31     
დიდითა ფრიად, და წარმოგზავნეს პატივითა. და თანა-წარმოჰყვა სიმრავლე ცხენებისა
Page of ed.: 481   Line of ed.: 1     
ფრიადი, რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა.
Line of ed.: 2     
ხოლო უცხოთესლთა მათ არა-რა იზრუნეს ცხენებისა მათისათჳს, ვინათგან უზომოსა
Line of ed.: 3     
მის ჭირისაგან ჴსნასა მოელოდეს. და განგებითა საღმრთოთა მცირედთა ჟამთა
Line of ed.: 4     
სამცხეს მოიწია ადგილსა, რომელსა აწ ელავსი ეწოდების, და იქმნა დიდებული
Line of ed.: 5     
სასწაული. რამეთუ მყის განათლდა სრულიად სამცხე და განბრწყინდა წესისაებრ
Line of ed.: 6     
პირველისა.

Line of ed.: 7        
და ვითარცა იხილეს ყოველთა ანასდათი იგი შეცვალება ბნელისა ნათლად და
Line of ed.: 8     
მიხედეს ადგილსა მას და სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი ყოვლად-წმიდისა, განკჳრვებულთა
Line of ed.: 9     
თქუეს: "რაჲმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?" და მიერითგან ეწოდა
Line of ed.: 10     
ადგილსა მას ელავსი.

Line of ed.: 11        
და შეკრბეს ყოველნი და მივიდეს და იხილეს ხატი ესე ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა
Line of ed.: 12     
ბრწყინვალეს მჯდომარე კიცუსა ზედა, და სიმრავლე ცხენებისა გარემოს.
Line of ed.: 13     
მისსა; განკჳრდეს უცხოსა მას ელედა საკჳრველსა და ადიდეს ღმერთი და ყოვლად-წმიდა
Line of ed.: 14     
ღმრთისმშობელი, და ცრემლითა \ მჴურვალითა ღაღად-ჰყვეს მისსა მიმართ: "კურთხეულ
Line of ed.: 15     
არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათჳს დაგჳტევენ ესეოდენთა
Line of ed.: 16     
ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?"

Line of ed.: 17        
\ და ვითარცა ესმა ხატისა სასწაულითა მოსლვა მესხთა ქართლს მყოფთა, ვითარმედ
Line of ed.: 18     
სამცხე განათლდა, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და თქუეს: "უეჭუელად
Line of ed.: 19     
ხატი ყოვლად-წმიდისა მოსუენდა. აღვდგეთ და წარვიდეთ ქუეყანასა ჩუენსა". ხოლო
Line of ed.: 20     
მეფე კოსტანტინე აყენებდა და არა უტევებდა წარმოსლვად; და ვითარცა ჰპოვეს ჟამი
Line of ed.: 21     
მარჯუე, აღდგეს ღამესა ერთსა და წარმოემართნეს ყოვლით სახლეულით მათითურთ.

Line of ed.: 22        
და ესმა მეფესა, ვითარმედ მესხნი წარვიდეს, აღიმჴედრა ლაშქრითა თჳსითა და
Line of ed.: 23     
დევნა უყო, ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაილთა, და მოეწივნეს ადგილსა, რომელსა
Line of ed.: 24     
არადეთი ეწოდების. ხოლო მესხნი მოუბრუნდეს სახლსა ზედა ყოვლად-წმიდისა
Line of ed.: 25     
აწყუერისა ღვთისმშობელისასა, და განეწყვნეს ურთიერთას, და შეიბნეს კოსტანტინე
Line of ed.: 26     
მეფე და ყუარყუარე ათაბაგი და მესხნი.

Line of ed.: 27        
ქორონიკონსა რ̂ოა, თუესა აგვისტოსა ი̂გ, ათაბაგს და მესხთ გაემარჯუა. და
Line of ed.: 28     
ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლისა მსგავსი არა სადა
Line of ed.: 29     
სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი. მეფისანი. ხოლო მეფე ლტოლვილი
Line of ed.: 30     
მცირედითა მჴედრითა განერა და უკუნ იქცა სახედ თჳსად. ხოლო მესხნი უკმოიქცეს
Line of ed.: 31     
ძლევა-შემოსილნი მშჳდობით და მადიდებელნი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისანი,
Line of ed.: 32     
და მოვიდეს სამცხეს.

Line of ed.: 33        
ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ორნი. მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება
Page of ed.: 482   Line of ed.: 1     
ეშმაკისა, აღძრნა \ ეშმაკმან მოძულემან კეთილისამან თათარნი ქრისტეანეთა
Line of ed.: 2     
ზედა, შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს.

Line of ed.: 3        
ქორონიკონსა რ̂ოგ: მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა, მოუმცნეს მეფესა ქართლისასა,
Line of ed.: 4     
რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხეს. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს
Line of ed.: 5     
და ძეთა მისთა მზეჭაბუკს და ბაადურს, \ შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და დაადგრეს სიმაგრესა
Line of ed.: 6     
ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა, მყის განეწყვნენ
Line of ed.: 7     
და შებმა უყონ. და სხუათა ყოველთა \ თემთა და ქუეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა
Line of ed.: 8     
და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება, ვითარცა-იგი ეპისკოპოზსაცა წმიდისა ამის
Line of ed.: 9     
დედა-ქალაქისასა უბრძანეს, რათა ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა
Line of ed.: 10     
ციხესა საჭურჭლეს შინა დაასუენონ.

Line of ed.: 11        
და ვითარცა ესრეთ იქმნა, ქორონიკონსა რ̂ოდ მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხჳთა
Line of ed.: 12     
ერითა და უბრძანა ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ
Line of ed.: 13     
და მოიცვეს სრულიად და იავარ-ჰყვეს ქუეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს
Line of ed.: 14     
ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ჰბრძოდეს დიდხან და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან,
Line of ed.: 15     
გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი
Line of ed.: 16     
ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს
Line of ed.: 17     
აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა
Line of ed.: 18     
ინებეს.

Line of ed.: 19        
მაშინ ეზრახნეს ციხოვანთა და უქადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და
Line of ed.: 20     
ციხისა. ამას ზედა გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი
Line of ed.: 21     
და მას თანა სხუანიცა ჩინებულნი განიზრა\ხნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და
Line of ed.: 22     
თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს და მან გაიხარა
Line of ed.: 23     
ფრიად და აღუთქუა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს
Line of ed.: 24     
ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მჴეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე
Line of ed.: 25     
საყდრისა, და ერი ურიცხჳ დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახჳლითა,
Line of ed.: 26     
ხოლო სხუანი ტყუედ წარიყვანნეს.

Line of ed.: 27        
ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა, შემკობილი თუალთა მიერ
Line of ed.: 28     
პატიოსანთა, ცოდვათა ჩუენთაგან ტყუე-ჰყვეს და მიჰგუარეს უსჯულოსა მას მთავარსა.
Line of ed.: 29     
ხოლო მას ფრიად განუკჳრდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თუალთა, და
Line of ed.: 30     
ბილწითა ჴელითა თჳსითა განძარცუა შემკობილება ხატისა. და შემდგომად ამისსა
Line of ed.: 31     
აღაგზნეს ცეცხლი ფრიად დიდძალი და მას შინა შთააგდეს. ხოლო ცეცხლი იგი
Line of ed.: 32     
დაშრტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, არცა-თუ ნაბრძჳლი \ აჩინა, რომელი-ესე
Line of ed.: 33     
მრავალთაგან და თჳთ თუალითაცა ჩუენითა სახილველ იქმნა. ესე-რა სასწაული
Page of ed.: 483   Line of ed.: 1     
იხილა ერთმან ვინმე ლაშქართა მათ შინა მყოფთაგანმან ქრისტიანემან და სჯულითა
Line of ed.: 2     
არამართლმადიდებელმან, აღიპყრა ხატი იგი ყოვლად-წმიდისა და წარახჳა ფაკელსა
Line of ed.: 3     
წმიდასა ამას შინა.

Line of ed.: 4        
მაშინ ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუზახა და
Line of ed.: 5     
მისი უკეთესი ლაშქარი, მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგრძნად დმანისს და ქუეშისჴევსა,
Line of ed.: 6     
წარმოიღეს ტყუე-ალაფი უამრავი დაუვარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს წინა
Line of ed.: 7     
ცოტათა ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან, ესე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან
Line of ed.: 8     
ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, დაატყუევეს და ცოტა რამე
Line of ed.: 9     
გარდამოეხუეწა ცხენ-კეთილი და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათაშვილი,
Line of ed.: 10     
ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არ იყო, და სხჳს ნაჴოცისა
Line of ed.: 11     
ანგარიში არ იქმნებოდა.

Line of ed.: 12        
რანიღაც გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენსა თანა ერთობ. ეწყინა და დაუმძიმდა
Line of ed.: 13     
ლაშქართა ამოწყუეტა და ამას ზედა აიყარა ყაენი სამცხით და წარვიდა. და დატყუევდა
Line of ed.: 14     
აწყუერისა ღმრთისმშობელი თუესა სეკდემერსა კ̂ე, და მოქალაქენი, და რაცა ციხესა
Line of ed.: 15     
შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წარვიდა ყაენი მისსა საყაენოსა.

Line of ed.: 16        
ხოლო რომელი ზემო ვაჴსენეთ, კაცმან ქრისტიანემან და სჯულითა არამრთლმადიდებელმან
Line of ed.: 17     
წარასუენა ქუეყანასა მათსა. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და მეუღლესა
Line of ed.: 18     
და ძეთა მისთა, განრისხნეს გამცემელთათჳს ციხისათა და სიკუდილად დასცა ბრძანეს
Line of ed.: 19     
მაწყუერელისა და სხუათა ყოველთა, რომელნი შინა-გამცემელ იქმნნეს. და იძლია
Line of ed.: 20     
ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა.

Line of ed.: 21        
ამისა შემდგომად მოიძიეს სხუა ეპისკოპოზი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა,
Line of ed.: 22     
ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმეონ, რამეთუ მაშინ საჭეთ-მპყრობელობდა
Line of ed.: 23     
საყდარსა ტბეთისასა. ამას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა. ხოლო ვითარცა ზემორე
Line of ed.: 24     
ვთქუ, ეპყრა კაცსა მას ხატი იგი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა \ აწყუერისა ღმრთისმშობელისა
Line of ed.: 25     
დიდითა პატივითა; გამოეცხადა კაცსა მას და რქუა: "უკეთუ არა წარმიყვანო
Line of ed.: 26     
ქუეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი \ მოვაწიო შენ ზედა" და წარმოვიდა მსწრაფლ
Line of ed.: 27     
კაცი იგი და აუწყა ყოველივე პატრონსა ყუარყუარეს და მანუჩარს. ხოლო მათ განიხარეს
Page of ed.: 484   Line of ed.: 1     
სიხარულითა დიდითა და მსწრაფლ წარგზავნნეს კაცნი სარწმუნონი, და დაიჴსნა
Line of ed.: 2     
პატრონმან მანუჩარ, და ვითარცა მივიდეს, იცნეს იგი და დაცვივნეს პირსა ზედა
Line of ed.: 3     
თჳსსა და თაყუანის-ცეს, და აღიჴუეს, და წარმოასუენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს
Line of ed.: 4     
და დაასუენეს საყდარსა თჳსსა აწყუერისასა.

Line of ed.: 5        
ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ, და დაუწყო
Line of ed.: 6     
შენება ქაოზიანთა და არჯაყალისა ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არ დაანებეს, და
Line of ed.: 7     
აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშუელა ლაშქარი ხალიბეგს.
Line of ed.: 8     
შეიყარნეს და მოადგეს ტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს,
Line of ed.: 9     
რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე
Line of ed.: 10     
ციხის წაღებისა.

Line of ed.: 11        
მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს
Line of ed.: 12     
მისგან შუელა. მეფემან გაგზავნა ციცის-შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი
Line of ed.: 13     
ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და
Line of ed.: 14     
დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცეს, ასრე
Line of ed.: 15     
რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა
Line of ed.: 16     
და ბარგითა პირთამდის.

Line of ed.: 17        
ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქს მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა
Line of ed.: 18     
ტფილისისასა და წარვიდეს ჩაღმა, გარდაუდგეს კუმისის ბოლოს, შეებნეს წინამავალსა
Line of ed.: 19     
ლაშქარსა, გაიქცივნეს და და\ჴოცეს, ასრე რომე თათარსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴისა
Line of ed.: 20     
ღობესა და მარგილზედა აცუემ\დეს. მერმე განრისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ
Line of ed.: 21     
ბუსუნი, შუა შეიყარნეს და რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა
Line of ed.: 22     
გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა და ჴრმლითა წამოვიდეს, და
Line of ed.: 23     
ცოტა ლაშ\ქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩეს ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.

Line of ed.: 24        
ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხუენილი და ორბეთისა ძირსა
Line of ed.: 25     
დადგნენ. ეცადნეს თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

Line of ed.: 26        
ამას ზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაენის თავადები, მივიდეს, შეეხუეწნეს ყაენსა.

Line of ed.: 27        
რა გამოჴდა წელიწადი ერთი, აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა
Line of ed.: 28     
სომხითისა და ორბეთისა ძირზედა, მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა
Line of ed.: 29     
გარე და დაუწყეს ომი და თოფსა სროლა. აწყუდინეს შინაგან სოლაღას-შვილნი. იყო
Line of ed.: 30     
დიდხან ომი და შეაწუხნა მეტმან თოფისა საქმემან და ცოტა ციხეცა დააქციეს. ვერღარა
Line of ed.: 31     
დაუდგ ეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი აღარა ჰყვათ, ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა
Line of ed.: 32     
და გამოვიდეს ციხით, და ციხე დაუგდეს ცარიელი, თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა.

Line of ed.: 33        
ხოლო ვითარცა განთენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და
Line of ed.: 34     
კაცი არა პოვეს, მიჰყვეს ჴელი და დააქციეს.

Page of ed.: 485  
Line of ed.: 1        
ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხესა, დაუმძიმდა, რამეთუ მეფე შეყრილი ნიჩბის
Line of ed.: 2     
წყალზედა იდგეს, ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისისა ციხესა
Line of ed.: 3     
და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა და არა იყო ღონე ციხისა წაღებისა.
Line of ed.: 4     
რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა, ეუბნებოდა მეფეს კაცთა და არა უშუელეს.
Line of ed.: 5     
იმერელნი უკუდგომით იყვნეს, და არცარა მესხთ უშუელეს. ამისთჳს ომი ვერ გაბედა
Line of ed.: 6     
მეფემან, ადგეს დიდსა ხანსა ქალაქსა. და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს
Line of ed.: 7     
რა მერმე აკაზმეს ლაშქარნი და გამოარჩიეს დარბევა ორბეთისა ძირისა აარჩიეს
Line of ed.: 8     
ათას ხუთასი ისპაი კაცი და სხუა წვრილი კაცი ლაშქრისა მრავალი და ცისკრისა
Line of ed.: 9     
ჟამსა შეუდგეს ორბეთისა ძირსა. დაესხნეს და იფორაქეს და ამოსწყჳდეს მთისა სოფლები;
Line of ed.: 10     
იშოვეს განძი, ტყუე და ალაფი ურიცხჳ. ამას ზედა ესმა ბარათიანთა და იგინი
Line of ed.: 11     
იყვნეს ენაგეთს და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის ძე და სხუა მეფისა ყმები
Line of ed.: 12     
ცოტაოდენი. \ დავარდა ჴმა და მოჰმართეს ასრე, ვითა ვეფხთა. წამოვიდა აქეთ სულხან
Line of ed.: 13     
ბარათას-შვილი და მისნი ძმანი; აქათ სხუანი ბარათიანნი მიეწივნეს უკანა, შეიბნეს
Line of ed.: 14     
და გააქცივნეს, მისჯარნეს ჴევსა და ჴირჴალსა. ასრე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა
Line of ed.: 15     
მართუეთა.

Line of ed.: 16        
ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა და დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა
Line of ed.: 17     
იყო განცდა მკუდრისა; სისხლისა რუ დიოდა; რაცა სიკუდილსა მორჩეს, ჴელთა
Line of ed.: 18     
დაიაყრნეს; ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედა
Line of ed.: 19     
მას არავინ სჯობდა, და მეყჳსიცა იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათიანთა,
Line of ed.: 20     
რამეთუ ერთისა ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა
Line of ed.: 21     
\ ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო
Line of ed.: 22     
ჯავახი, ქავთარ სოლაღას-შვილი და სხუანი დარბაისელნი. მოხუდეს უკანა მომდევარნი
Line of ed.: 23     
და რჩეულნი ჩაღდაულად დიდნი ლაშქარნი აქათ, არცა ამათ დაუგდეს გზა.
Line of ed.: 24     
შეიბნეს ოცი კაცი სამასამდის ისპასა თათარსა ჴრმლითა წინადაუდგა, იპრიანა
Line of ed.: 25     
ღმერთმან და მორჩეს მშჳდობით. ორჯერ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი
Line of ed.: 26     
ზედავე შესხდეს. ჩუენი ქართველთაგანი ერთის თურმანის-ძის. მეტი არა დაგუაკლდა,
Line of ed.: 27     
იგიცა ჯარმან გაიტანა დიდისა ულუსისა ლაშქრისაგან ცოტანი ჩაღთაულნი წავიდეს
Line of ed.: 28     
მაცნედ, სხუა ყველა დაიჴოცა და ჴელთა დარჩა.

Line of ed.: 29        
რა ესე ესეა ქალაქს მდგომთა თათართა, შეშინდეს, დააგდეს და უკუ-ეყარნეს ციხესა:
Line of ed.: 30     
თუმცა ბარათიანთა არა გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდეს და ქართლსაცა
Line of ed.: 31     
შემოეჭიდებოდეს. ამას ზედა იპრიანა ღმერთმან. და წყალობით მოხედნა ბარათიანთა
Line of ed.: 32     
მოჭირვებასა და მას უკანის თათართა ძალი ვერღარა უკადრებია და არცაღა
Line of ed.: 33     
რბევა, გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

Page of ed.: 486  
Line of ed.: 1        
და ვითარცა მცირედნი დღენი გარდაჴდეს, შემდგომად ტყუეობით მოსლვისა წმიდისა
Line of ed.: 2     
მის ხატისა, რამეთუ არა დაუტევა უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა
Line of ed.: 3     
მართალათასა. არამედ ვინმე იტყოდეს: "ძლიერებათა შენთა უფალო", ანუ ვინმე სასმენელ
Line of ed.: 4     
ყვნეს "ქებულებანი შენნი", რამეთუ მიავლინა ყოვლად-წმიდამან დედოფალმან
Line of ed.: 5     
რისხვა საშინელი სახლსა ზედა იაღუბისასა, და ნათესავსა მისსა, და ყოველსა გუარსა
Line of ed.: 6     
მისსა. და მცირესა ჟამსა სრულიად, დაემჴუნეს და მოისპნეს და აღოჴრდეს. რამეთუ
Line of ed.: 7     
იაღუბს უღმრთოსა ესევითარი სიკუდილი ეუფლა, რომლითა ლელითა იკადრა წმიდისა
Line of ed.: 8     
ამის ხატისა მახჳლისა შეხება, მითვე ჴელითა განზავა სასმელი მაკუდინებელი,
Line of ed.: 9     
რეცა-თუ კეთილ. საგონებელ უჩნდა შეცთომილსა მსჯავრითა მით საღმრთოთა, და
Line of ed.: 10     
შესუა მან, და მიუძღუანა მისგან დედასა თჳსსა და ძმასა. და მიიღეს მათცა. და შესუეს,
Line of ed.: 11     
რამეთუ არა ეგებოდა ურჩება მათგან. და ვითარცა სუეს, ერთბამად მოსწყდეს ერთსა
Line of ed.: 12     
შინა ჟამსა სიკუდილითა სალმობიერითა. და მათ თანა სხუანიცა მთავრნი და წარჩინებულნი
Line of ed.: 13     
სახლისა მათისანი მოისრნეს, რომელნიმე მახჳლითა და სხუანი სიკუდილითა
Line of ed.: 14     
უცნაურითა. და მიერითგან სრულიად დაემჴუა მთავრთბა მათი, უკეთუ ცოდვათა ჩუენთა
Line of ed.: 15     
სამხილებელად მიშუებითა ღმრთისათა მოივლინნეს და სახლი ღმრთისა და წმიდანი
Line of ed.: 16     
სამსახურებელნი დათრგუნნეს. არამედ ყოვლად-წმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება
Line of ed.: 17     
ხატისა თჳსისა არა თავს-იდვა და ესევითარი რისხვა მიუვლინა, ვითარემდ ნათესავი
Line of ed.: 18     
მათი ვიდრე დღეს-აქამომდეცა არღარა სადა იპოვების.

Line of ed.: 19        
ქორონიკონსა რ̂ოზ: ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე
Line of ed.: 20     
ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.

Line of ed.: 21        
ქორონიკონსა რ̂ოთ: მიიცვალა მეუღლე ყუარყუარე ათაბაგისა, ბატონი დედისიმედი,
Line of ed.: 22     
წლისა ნ̂დ, სეკდემბერს ი̂ჱ.

Line of ed.: 23        
ქორონიკონსა რ̂პგ: ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ̂გ. კახეთის
Line of ed.: 24     
მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა
Line of ed.: 25     
და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს.

Line of ed.: 26        
მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს \ შუა ჩა\მოუვიდნენ, და
Line of ed.: 27     
შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე, ქორონიკონსა
Line of ed.: 28     
რ̂პჱ.

Line of ed.: 29        
ამასვე ქორონიკონსა დიდი ბატონი ყუარყუარე მიიცვალა წლისა პ̂ბ, ივნისს ა̂.

Line of ed.: 30        
ქორონიკონსა რ̂ჟ: ათაბაგი ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნ̂გ, მაისსა ვ̂.

Line of ed.: 31        
ქორონიკონსა რ-ჟა; მეფე კოსტანტინე მიიცვალა, და დაჯდა მის წილ ძე მისი
Line of ed.: 32     
დავით და ბარათაშვილის დავითის ქალი დედოფალი ნესტან-დარეჯან.

Page of ed.: 487  
Line of ed.: 1        
ქორონიკონსა რ̂ჟგ დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღუარი მანასე მიიცვალა.

Line of ed.: 2        
ქორონიკონს რ̂ჟზ: აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თუესა აგვისტოსა
Line of ed.: 3     
ვ̂. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი
Line of ed.: 4     
გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი; და
Line of ed.: 5     
ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს ქრისტეანენი. თუე იყო ნოემბერი
Line of ed.: 6     
კ̂გ.

Line of ed.: 7        
ქორონიკონსა რ̂ჟჱ: მარტსა ი̂ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა̂ ამასვე
Line of ed.: 8     
წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე
Line of ed.: 9     
მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და
Line of ed.: 10     
ბაგრატს შუა. ამისთჳს ბევრის ტყუენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ
Line of ed.: 11     
იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა
Line of ed.: 12     
მოეჴმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ.
Line of ed.: 13     
დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯუა
Line of ed.: 14     
თუესა ივნისსა გ̂.

Line of ed.: 15        
ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა
Line of ed.: 16     
გ̂.

Line of ed.: 17        
ამასვე წელ\იწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა მის წილ კახეთს
Line of ed.: 18     
ძმა მისი ალექსანდრე. ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყუარე, დიდად
Line of ed.: 19     
შემწე წმიდათა ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა და ჯუართა. ამან ალექსანდრე და
Line of ed.: 20     
დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული
Line of ed.: 21     
აღუშენა ალავერდსა სამჴრენი და გუმბათნი, და დაასატვინა და შეამკო ჯუარითა
Line of ed.: 22     
და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად ამისა ყოველნივე
Line of ed.: 23     
საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკუნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო
Line of ed.: 24     
სამკაულნი.

Line of ed.: 25        
და ესუა ძენი ორნი, უხუცესსა ეწოდა გიორგი და უმრწემესსა ეწადა დიმიტრი.
Line of ed.: 26     
ამან გიორგი დაიწყო ბრძოლა ქართლსა ზედა, რამეთუ დაპყრობა უნდოდა ქართლისა.
Line of ed.: 27     
ხოლო მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი ევედრებოდეს: "რამეთუ ძმანი
Line of ed.: 28     
არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთჳს
Line of ed.: 29     
კახეთიცა". და არა მისცეს თავი ჴელთა და გარდაუდგნენ წინა საფურცლეს. ამას ზედა
Line of ed.: 30     
აღივსო შურითა. გიორგი და ღალატით მოკლა მამა თჳსი ალექსანდრე საფურცლეს
Line of ed.: 31     
ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა ალავერდს შიგნით საყდარსა
Page of ed.: 488   Line of ed.: 1     
უკანა ეკუდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თჳსი დიმიტრი და დასთხარა
Line of ed.: 2     
თუალები. მაშინ იყო ქორონიკონი რ̂ჟთ. და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო
Line of ed.: 3     
დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს შემოეხუეწა. და იყო რაოდენიმე
Line of ed.: 4     
ხანი. ამის მოქმედებისათჳს ავ-გიორგი უწოდეს.

Line of ed.: 5        
ხოლო რაჟამს \ მოკლა გიორგიმ მამა თჳსი ალექსანდრე, მაშინ თჳით დაიპყრა
Line of ed.: 6     
კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშჳდობის-მყოფელი და სათნო ღმრთისა.
Line of ed.: 7     
ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმა გიორგი, ბაგრატ და ალექსანდრე და
Line of ed.: 8     
მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო
Line of ed.: 9     
შური მახჳლითა ავ-გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა
Line of ed.: 10     
ზედა. ხოლო ეკრძალებოდა სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი
Line of ed.: 11     
მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-გიორგი და უჴდებოდა
Line of ed.: 12     
საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო ქართლი
Line of ed.: 13     
მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თჳთ მეფე დავით
Line of ed.: 14     
შეწყუდეულ ყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე
Line of ed.: 15     
იგი ატენისა. და წარვიდა სახედ თჳსად, და წარიღო ნატყუენავი მრავალი.

Line of ed.: 16        
მაშინ ეზრახნეს უმრწემესნი ძმანი მისნი მეფესა დავითს, ვითარმედ: "ამიერითგან
Line of ed.: 17     
ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა
Line of ed.: 18     
ვიდრე აქამომდე მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა
Line of ed.: 19     
სახლისა ჩუენისაო დამონებულ იყნეს. და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა
Line of ed.: 20     
საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თჳსად.
Line of ed.: 21     
და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ". არამედ მეფემან დავით არა
Line of ed.: 22     
ინება, რამეთუ მსგავსად სეხნად სახელისა მისისა დავითისებრ მშჳდ იყო და არა
Line of ed.: 23     
შურისმეძიებელ, ვითარ-იგი \ საულისთჳს მშჳდ იყო.

Line of ed.: 24        
ხოლო ვინათგან არა უსმინა, მაშინ სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ
Line of ed.: 25     
მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი
Line of ed.: 26     
ქსნისა და ჴეობა არაგჳსა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა
Line of ed.: 27     
და მოვიდა მუხრანს ციხე მტუერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა მუნ.

Line of ed.: 28        
სცნა რა ესე ავ-გიორგი, შემოკრიბნა სპანი თჳსნი, რაოდენ ძალ-ედვა, და წარმოემართა,
Line of ed.: 29     
მოვიდა და მოადგა გარე ციხესა მას მტუერისასა. და ადგა სამსა თუესა და
Line of ed.: 30     
ვერ უძლო აღებად. მაშინ ავ-გიორგი მიუძღუანა ღჳნო ერთითა საღჳნითა და მიუმცნო
Line of ed.: 31     
ესრეთ ბაგრატს: "ვინათგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყუდეულ ხარ და
Page of ed.: 489   Line of ed.: 1     
არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება უღჳნობითა და შეიძღუენ ღჳნო ესე და სუ ამისაგან
Line of ed.: 2     
ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა".

Line of ed.: 3        
და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე და ღჳნოცა იგი, მაშინ აქუნდა
Line of ed.: 4     
ციხესა მას შინა ორაგული ახალი და ღჳნისა მის \ წილ წარმოსცა ორაგული იგი,
Line of ed.: 5     
მეტყუელმან ესრეთ: "ეგეოდენი ჟამი არს, ვინათგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა
Line of ed.: 6     
და არა \ მოგსლვიან ორაგული და ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩუენი. აწ
Line of ed.: 7     
მიირთჳ ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს აღება ციხისა ამის".

Line of ed.: 8        
ხოლო მოართუეს რა ავ-გიორგის ორაგული იგი, მაშინ სცნა სიმრავლე საზრდელთა
Line of ed.: 9     
და სიმტკიცე ციხისა მის და შეუწუხდეს სპანიცა მისნი. მაშინ აღიყარა და
Line of ed.: 10     
წარვიდა სახლად თჳსად, და მუნ დაჰყო მცირედ. და შემდგომად \ მცირედისა ხანისა
Line of ed.: 11     
წარმოვიდა ზემო ქართლად და წარმოსტყუევნა იგი ძლიერად და წარმოიღო იავარი
Line of ed.: 12     
მრავალი და წარმოვიდა უშიშრად.

Line of ed.: 13        
სცნა რა ესე ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი
Line of ed.: 14     
თჳსნი და დაუმზირდა ჴევსა მას, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე
Line of ed.: 15     
სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი
Line of ed.: 16     
უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და ვითარცა მოიწია მუნ,
Line of ed.: 17     
სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და
Line of ed.: 18     
მსწრაფლ დაემჴუა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თჳთ
Line of ed.: 19     
ბაგრატ, და შეიქმნა სარტყელი და შეუკრა მჴარნი.

Line of ed.: 20        
ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგუნილ, რქუა ავ-გიორგი ბაგრატს: "ვის ეკადრება
Line of ed.: 21     
შეპყრობა და შეკრვა მჴრისა?" და რქუა ბაგრატ ავ-გიორგის: "ჯერეთ ესე მოვაწიე
Line of ed.: 22     
შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ,
Line of ed.: 23     
რეგუენი და ჭკუა-მცირე". ხოლო ავ-გიორგისთანაც მყოფნი რომელნიმე კახნიცა
Line of ed.: 24     
შეიპყრნეს და სხუანი ლტოლვილნი შეიქნეს და წარმოართუეს ნატყუენავი, რომელი
Line of ed.: 25     
წარმოეღოთ მათცა მრავალი. და წარიყვანეს შეპყრობილი ავ-გიორგი და პატიმარ-ყო,
Line of ed.: 26     
ციხესა მას შინა მტუერისასა, ქორონიკონსა ს̂ა, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფიდ.

Line of ed.: 27        
ხოლო ბაგრატ მიუმცნო საქმე ესე ძმასა თჳსსა მეფესა დავითს, და განიხარა
Line of ed.: 28     
სიხარულითა დიდითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა
Page of ed.: 490   Line of ed.: 1     
მას შინადა მოკუდა. ხოლო სცნა რა სიკუდილი მისი მეფემ\ან დავით,\ შეწუხნა. მაშინ
Line of ed.: 2     
აღიღეს გუამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო
Line of ed.: 3     
და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და კეთილად
Line of ed.: 4     
მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათჳს. ხოლო დაშთა ავ-გიორგის ძე
Line of ed.: 5     
ერთი და ეწოდა სახელი ყრმასა მას ლევან.

Line of ed.: 6        
ამისა შემდგომად განილაშქრა მეფემან დავით კახეთსა ზედან და დაიპყრა სრულიად
Line of ed.: 7     
კახეთი, და მტკიცედ ეპყრა იგი ჟამსა რაოდენსამე. ხოლო მეფე დავით განაგებდა
Line of ed.: 8     
კეთილად ქართლსა და კახეთსა.

Line of ed.: 9        
და იყო ყრმა იგი ლევან დედითურთ სახლსა შინა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა.
Line of ed.: 10     
რამეთუ იყო მეყჳსი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა, რომელი
Line of ed.: 11     
იყო სახლთ-უხუცესი კახის ბატონისა.

Line of ed.: 12        
მაშინ აუწყეს მეფესა დავითს ყრმისა მისთჳს ლევანისა, რამეთუ აღორძინებულ
Line of ed.: 13     
არს კახეთსა შინა. და წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი,
Line of ed.: 14     
რათამცა მოიძიონ ყრმა იგი, თუ სადა არს. მაშინ იწყეს ძიება მკჳდრთა
Line of ed.: 15     
\ მათ კახეთისა სახლთა შინა დიდთა და მცირეთასა. და განავლინეს ბრძანება და შემოიფიცეს
Line of ed.: 16     
ყოველნივე, რათამცა გამოაცსადონ ყრმისა მისთჳს, თუ სადა არს. და ესრეთ
Line of ed.: 17     
მოვლეს რომელნიმე კახეთისა კერძონი.

Line of ed.: 18        
მაშინ წარიყვანეს ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, და დედა მისი დედოფალი ელენე
Line of ed.: 19     
აღიყვანეს ციხესა მაღრანისასა, და განამაგრეს ციხე იგი, და მერმე მივიდეს ბაგრატ
Line of ed.: 20     
და ერისთავი ქსნისა და ამილახორი სახლსა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. \ და მას
Line of ed.: 21     
ღამესა კეთილად უმანსპინძლა, და დღესა მეორესა დაუმტკიცა ფიცით გარსევან, ვითარმედ:
Line of ed.: 22     
არა არს სახლსა ჩემსა, და რომელიცა იხილეთ თუალითა თქუენითა სხუა არავინ
Line of ed.: 23     
არს სახლსა შინა ჩემსა".

Line of ed.: 24        
ხოლო იყო რაოდენიმე ხანი. კუალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით, და შთამოვიდა
Line of ed.: 25     
კახეთს, და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა.
Line of ed.: 26     
მაშინ კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს
Line of ed.: 27     
და გაიბატონეს. და დაიპყრა კახეთი ლევან.

Line of ed.: 28        
ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან დავით, \ შემოიყარა სპანი თჳსნი და წარემართა
Line of ed.: 29     
კახეთსა ზედა გადავლო გომბორი და შთავიდა კახეთად. მაშინ კუალად იპყრა
Line of ed.: 30     
კახეთი და შემოეყარნეს კახნი ყოველნივე.

Line of ed.: 31        
ხოლო ლევან ივლტოდა; წარვიდა და შევიდა ციხესა მას შინა, რომელ არს თავსა
Page of ed.: 491   Line of ed.: 1     
მაღრანისასა. ხოლო მიადგა მეფე დავით და მოიცვა გარემონი ციხისა მის, და ბრძოლა
Line of ed.: 2     
უყო ძლიერად.

Line of ed.: 3        
ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხუნი სპანი ოსმალთანი, და მოაოჴრეს სრულიად
Line of ed.: 4     
სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ქართლს.
Line of ed.: 5     
და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად.
Line of ed.: 6     
და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა,
Line of ed.: 7     
ამისთჳს რომე ძლიერად შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა
Line of ed.: 8     
ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა მოციქული მეფემან დავით ამილახორი
Line of ed.: 9     
და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე.

Line of ed.: 10        
მაშინ ფრიად შეჭირვებულ იყვნეს \ ციხესა შინა მყოფნი, და ვერ ძალ-ედვათ
Line of ed.: 11     
გამაგრება ციხისა მის. და რა ესძა საქმე ესე დედასა ლევანისასა მისლვა ამილახორისა
Line of ed.: 12     
და მთავარ-ეპისკოპოზისა, და არღარა ჰქონდათ ღონე ციხის მიცემისაგან კიდე.
Line of ed.: 13     
რა შევიდა მთავარ-ეპისკოპოზი და ამილახვარი ხილვად დედისა ლევანისა, მაშინ აღდგა
Line of ed.: 14     
დედა იგი ლევანისა და მიეგება შემთხუევად მთავარ-ეპისკოპოზისა. და რა მივიდა,
Line of ed.: 15     
თქუა მთავარ-ეპისეოპოზმან იდუმალ: "მაგრა იყავით, რამეთუ ღამესა ამას უკუ-ვეყრებით
Line of ed.: 16     
ციხესა ამას და წარვალთ ქართლს". მაშინ წარვიდა დედა იგი ლევანისა სიხარულით,
Line of ed.: 17     
და აუწყა საქმე მეციხოვანთა მათ და განამტკიცნა იგინი.

Line of ed.: 18        
ხოლო დღესა მეორესა სთხოვეს ციხე და მათ დიდად უარჰყვეს მიცემა ციხისა
Line of ed.: 19     
და შემოუთუალნეს სიტყუანი მაგარნი. მაშინ წარმოვიდეს მოციქულნი იგი და აუწყეს
Line of ed.: 20     
მეფესა მას დავითს. ხოლო მსწრაფლ აიყარა მეფე დავით და წარმოვიდა ბრძოლად
Line of ed.: 21     
ურუმთა, მოიწია ზემო ქართლს. მაშინ ეწყვნეს ძლიერად ოსმალთა და ძალითა მრავალ-მოწყალისა
Line of ed.: 22     
ღმრთისათა მიეცა განმარჯუება \ ქართველთა. და მოსწყჳდნეს მრავალნი
Line of ed.: 23     
ოსმალთაგანნი, და სხუანი შეიპყრეს და ტყუე-ყვნეს, და წარმოართუეს ალაფი
Line of ed.: 24     
და ნაშოვარი მითი, და სხუანი რომელნიმე ლტოლვილნი წარვიდეს სახედ თჳსა.

Line of ed.: 25        
მაშინ რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კუალად დაიპყრა ლევან კახეთი. და
Line of ed.: 26     
შემოეყარნეს კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შჳდის. ხოლო რაჟამს
Line of ed.: 27     
ესმა მეფესა დავითს პყრობა კახეთისა, მაშინ შეიყარნა სპანი და წარვიდა კუალად
Line of ed.: 28     
კახეთსა ზედა, მივიდა საგარეჯოს, და შემოეყარნეს გარესჯელნი და მას-აქათნი კახნი
Line of ed.: 29     
ყოველნივე.

Line of ed.: 30        
მაშინ ლევან იდგა ქისიყს და ახლდეს რომელნიმე კახნი მივიდა მეფე დავითცა
Line of ed.: 31     
ქისიყსა და ეწყვნეს ურთიერთას. და სძლო სამართალმან ლევანისამან, რამეთუ ესრეთ,
Line of ed.: 32     
მოწყალე არს ღმერთი ქურივთა და ობოლთათჳს. და მცირითა სპითა განემარჯუა
Line of ed.: 33     
ლევანს მეფესა დავითს ზედა. და მეოტ იქმნა და წარმოვიდა ქართლსა.

Line of ed.: 34        
მაშინ ლევან მტკიცედ იპყრა კახეთი. და შემდგომად მცირედისა დაემძახა ლევან,
Page of ed.: 492   Line of ed.: 1     
მპყრობელი კახეთისა, გურიელსა და მოიყვანა ასული გურიელისა ცოლად, და ეწოდა
Line of ed.: 2     
თინათინ. და ამან გურიელის ასულმან თინათინ ჟამსა სიყრმისა თჳსისასა იხილა
Line of ed.: 3     
ჩუენებასა შინა ესრეთ, რომე მიჰყვანდა იგი სძლად კაცსა ვისმე მთავართაგანსა და
Line of ed.: 4     
გზასა ზედა დაისადგურეს დღესა ერთსა; და მას ადგილსა, რომელსა მდგომარე იყვნეს,
Line of ed.: 5     
იხილა მუნ შინდი ერთი მდგომარე, და იყო შინდი იგი თეთრი; და აუწყებდა ვინმე
Line of ed.: 6     
კაცი სამღდელოთაგანი, რათამცა აღუშენოს მონასტერი დედასა ღმრთისასა ადგილსა
Line of ed.: 7     
მას, სადა იდგა შინდი იგი თეთრი. და ესრეთ იხილა ჩუენება იგი.

Line of ed.: 8        
ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი
Line of ed.: 9     
მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარმოიყვანეს კახეთს. მაშინ
Line of ed.: 10     
მიიწივნეს იგინი შუამთას და მუნ განისუენეს მას დღესა. \ ხოლო მიმოიხედვითა ასული
Line of ed.: 11     
იგი გურიელისა თინათინ და იხილა მუნ შუამთას შინდი იგი თეთრი, რომელი
Line of ed.: 12     
პირველ ეხილვა ჩუენებასა შინა, და მოეჴსენა ჩუენება იგი და შინდი, რომელი
Line of ed.: 13     
მდგომარე იყო ნიშად ეკლესიისა მის მომასწავლებელად. მაშინ გულისჴმა-ჰყო და სარწმუნო
Line of ed.: 14     
იქმნა განგებულებასა მას ზედა. ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა
Line of ed.: 15     
ჟამსა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი
Line of ed.: 16     
მოსწრაფება აჩუენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო
Line of ed.: 17     
ყოვლისავე სამონასტროსა წესთა და სამკაულითა, და შესწირნა აგარაკნი და დაბანი,
Line of ed.: 18     
და დაადგინა მას ზედა მოძღუართ-მოძღუარი. და იგი შემზადა სამარხოდ თჳსად.

Line of ed.: 19        
ხოლო შვა ამან გურიელის ასულმან თინათინ ძენი ორნი: სახელი ერთისა მის
Line of ed.: 20     
ალექსანდრე და მეორისა მის \ ვახტანგ. და ამისა შემდგომად მიიცვალა გურიელის
Line of ed.: 21     
ასული თინათინ, და დაუტევა. ანდერძი, რათა არა დამარხონ გუამი მისი ქმრისა
Line of ed.: 22     
თჳსისა ლევანის თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თჳსსა აღშენებულსა მონასტერსა.
Line of ed.: 23     
და ყვეს ეგრეთ. და ამისთჳს არა დაემარხა ქმრისა თჳსისა თანა, რამეთუ ლევან
Line of ed.: 24     
იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე.

Line of ed.: 25        
და კუალად ისუა ლევან ცოლი სხუა, ასული შამხლისა, რომელსა ეწოდა შამხალსა
Line of ed.: 26     
მას სახელად ყარამუსალ. და კუალად მიეცა შამხლისა ასულისა თანა ძენი
Line of ed.: 27     
სამნი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

Line of ed.: 28        
ხოლო მეფე ქართლისა დავით მეფობდა კეთილად მშჳდობით.

Line of ed.: 29        
ქორონიკონსა ს̂ვ: აღიძრა ყაენი და წარმოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტეანოსა;
Line of ed.: 30     
ხატთა და ჯუართა ყველასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თჳსი
Line of ed.: 31     
შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება, და დაიჴსნა საქრისტეანო. და დაჰყო
Line of ed.: 32     
რაოდენიმე ხანი და მერმე დღითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა
Line of ed.: 33     
მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხნეს ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი
Line of ed.: 34     
და რამაზ.

Page of ed.: 493  
Line of ed.: 1        
ქორონიკონსა ს̂ზ: მიიცვალა დიდისა მონასტრისა გენათისა მოძღუართ-მოძღუარი
Line of ed.: 2     
ილარიონ პატრონი, თუესა მაისსა ვ̂, და გორის-ჯუარით აქა გელათს მოასუენეს.

Line of ed.: 3        
ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა,
Line of ed.: 4     
და იყო მეფე დავით-ყოფილი დამიანე სინანულსა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ
Line of ed.: 5     
აღეშენა სენაკი მცხეთას და იყოფებოდა სიმართლით. მაშინ იყო ქორონიკონი ს̂იდ.

Line of ed.: 6        
ჟამსა ამას ჯდა კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მეფის დავითისა.

Line of ed.: 7        
ქორონიკონსა ს̂იდ: მისცეს ბაგრატს ქართლი მეფესა იმერეთისასა, არადათის
Line of ed.: 8     
წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა.

Line of ed.: 9        
ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით. ტფილისის ქალაქს, და დამარხეს მცხეთას.

Line of ed.: 10        
ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ, და შეირთო ცოლად მეფის ბაგრატის
Line of ed.: 11     
ასული თამარ, მა\რტსა კ̂ე.

Line of ed.: 12        
და მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა. და იყო ყაენად შაჰისმაილ,
Line of ed.: 13     
მეოთხე შვილისშვილი იყო შიხისა მის, რომელი გამოჩნდა პირველ არდაველს.
Line of ed.: 14     
და დაიპყრა შაჰ-ისმაილ სამკჳდრო თჳსი არდაველი, და მუნითგან იწყო ბრძოლად
Line of ed.: 15     
სპარსეთისა და დაიპყრა სპარსეთი.

Line of ed.: 16        
ქორონიკონსა ს̂ივ: მიიცვალა იმერელი ბატონისშვილის ვახტანგის ცოლი,
Line of ed.: 17     
კახთა მეფის ასული ხვარამზე.

Line of ed.: 18        
ქორონიკონსა ს̂იზ: მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი̂
Line of ed.: 19     
ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა
Line of ed.: 20     
ბიჭვინტისასა.

Line of ed.: 21        
ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ,
Line of ed.: 22     
ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღ(ვ)თივ-გჳრგჳნოსანმან
Line of ed.: 23     
მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა
Line of ed.: 24     
მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა
Line of ed.: 25     
საყუარელის ძისა, საუკუნოდცა არს ჴსენება მათი.

Line of ed.: 26        
ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ
Line of ed.: 27     
მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბირვინტისათა, ქორონიკონი
Line of ed.: 28     
იყო ს̂იზ: წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ̂, და \ მოვედით
Line of ed.: 29     
ივლისსა კ̂.

Line of ed.: 30        
ამასვე ჟამსა მონაზონ იქმნა გიორგი, ძმა დავით მეფისა, და უწოდეს სახელად
Page of ed.: 494   Line of ed.: 1     
გერასიმე. და ბაგრატცა, ძმა მეფის დავითისა და \ გიორგისა, რომელი უფლებდა
Line of ed.: 2     
მუხრანს, იგიცა მონაზონ იქმნა, და უწოდეს სახელად ბარნაბე.

Line of ed.: 3        
ხოლო რაჟამს მონაზონ იქმნა ბაგრატ მპყრობელი მუხრანისა, და ესხნეს მას
Line of ed.: 4     
ძენი ოთხნი: ერეკლე, არჩილ, აშოთ და ვახტანგ. მაშინ მტკიცედ ეპყრა ქართლი
Line of ed.: 5     
მეფესა ლუარსაბს. ხოლო კათალიკოზი მელქისედეკ პირველვე განძებულ იყო და
Line of ed.: 6     
იდგა მონასტერსა არმაზისასა, და იყო კათალიკოზად გერმანე, და ტფილელად დომენტი,
Line of ed.: 7     
და მროველად გედეონ.

Line of ed.: 8        
ქორონიკონსა ს̂ით: ივლისსა ი̂ა მიიცვალა მჴეცის-ძე სარგის.

Line of ed.: 9        
ხოლო ოდეს დაიპყრა ქუეყანა სპარსეთისა შაჰ-ისმაილ, მაშინ წარმოემართა და
Line of ed.: 10     
განიგულა დაპყრობა საქართველოსი, მოვიდა ძალითა დიდითა და სპითა ურიცხჳთა,
Line of ed.: 11     
და დაიბანაკა აღჯაყალას. მაშინ სცნა რა მეფემან ლუარსაბ, შემოიყარა სპანი თჳსნი
Line of ed.: 12     
და დადგა ტფილისს, განამაგრა ციხე-ქალაქი.

Line of ed.: 13        
ხოლო შაჰ-ისმაილ წარმოგზავნა ამირსპასალარი ყარაფირილ სპითა ურიცხჳთა.
Line of ed.: 14     
კუალად შემდგომად მცირედისა წარმოგზავნა მიშკარბაში ელიასბეგ სპითა ურიცხჳთა.
Line of ed.: 15     
და შემდგომად მათსა თჳთცა წარმოვიდა. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ ტფილისით
Line of ed.: 16     
და მივიდა ღელესა მას თელეთისასა, და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა
Line of ed.: 17     
ყარაფირი ამირსპასალარი, და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და
Line of ed.: 18     
მჴნედ იბრძოდეს სპანი ქართველთა\ნი, ვითარცა ლომნი, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი
Line of ed.: 19     
თათარნი. მიდრკეს იგინი და ოტებულნი ივლტოდეს, ვითარცა ჯოგი კანჯრისა ლომთაგან
Line of ed.: 20     
დანქრეული.

Line of ed.: 21        
მაშინ შეემთხვია წინათ-კერძო მიშკარბაში ელიასბეგ. ოტებულთა მათ ყიზილბაშთა.
Line of ed.: 22     
და კუალად უკუმოაქციანნა ლტოლვილნიცა იგი, და თჳსითა სპითა წინაგანეწყვნეს
Line of ed.: 23     
ქართველთა. კუალად შეიქმნა ბრძოლა ძლიერი, უძლიერესი პირველისა,
Line of ed.: 24     
და ძალითა ღმრთისათა კუალად მძლე ექმნეს ქართველნი და მოსრეს უმრავლესი
Line of ed.: 25     
პირველისა ომისა. \ და იოტნეს იგინი და მიჰყვნენ უკანა მათსა ქართველნი, სრვიდეს.
Line of ed.: 26     
და ამოსწყჳდნეს მრავალნი. და აღმოვიდა შაჰ-ისმაილიცა ყოვლითავე ძალითა თჳსითა
Line of ed.: 27     
და სპითა უმრავლესითა. ესრეთ მოიწია მთასა თელეთისასა, რომელ არს კერძოთა
Line of ed.: 28     
ტაბაჴმელისათა. გარდმოხედნა შაჰ-ისმაილ და იხილნა სპანი თჳსნი ძლიერად ოტებულნი
Line of ed.: 29     
და მიმოდანქრეულნი, და უმრავლესნი დაჴოცილნი, და უკანა მათსა ქართველნი
Page of ed.: 495   Line of ed.: 1     
ფიცხლად მდევნელნი და განლაღებულნი მათ ზედა. ამას ზედა შეწუხნა შაჰ-ისმაილ,
Line of ed.: 2     
და შემოუტივეს შაჰ-ისმაილ და სპათა მისთა ყარაყოინლუთა.

Line of ed.: 3        
მაშინ დაშთეს ქართველნი წინათ-კერძო და უკანა მათსა შაჰ-ისმაილ და სპანი
Line of ed.: 4     
მისნი, რამეთუ ფრიადისა ომისაგან მაშურალთა ქართველთა, \ რაც ოდენ ძალ-ედვათ,
Line of ed.: 5     
ძლიერად ბრძოლა უყვეს, და განგრძობასა შინა ომისასა იძლივნეს სპანი ქართველთანი.
Line of ed.: 6     
\ მაშინ ივლტოდა მეფე ლუარსაბ და მივიდა ზემო ქართლს, და კუალად ენება
Line of ed.: 7     
შეკრება სპათა და ბრძოლად არამედ ვერღარა უძლო ადრე შეყრა, რამეთუ დაიფანტნეს
Line of ed.: 8     
ქართველნი.

Line of ed.: 9        
და წარმოვიდა შაჰ-ისმაილ და გარე-მოადგა ციხესა ტფილისისასა და ბრძოლა
Line of ed.: 10     
უყო ძლიერად. მაშინ აღუთქუეს ნიჭი დიდი ციხისთავსა მას ტფილისისასა, და ესრეთ
Line of ed.: 11     
მოინდო ციხისთავი იგი, და მისცა ციხე. და დაიპყრა ციხეცა და ქალაქი, და ქმნა
Line of ed.: 12     
მრავალი ბოროტი. შემუსრნა წმიდანი ეკლესიანი, და შეაგინნეს სიწმიდენი, და მრავალნი
Line of ed.: 13     
ხატნი და ჯუარნი წარყვნეს. და თჳთ შემუსრა ჴელითა თჳსითა სიონთა
Line of ed.: 14     
ღმრთისმშობელი და განძარცუა მრავალფასი სამკაული, ქართველთა მეფეთაგან სასოებით
Line of ed.: 15     
შემკული; ამან უღმრთომან მიჰყო წარმდებად ბილწი ჴელი თჳსი და შემუსრა,
Line of ed.: 16     
და უფასონი იგი თუალნი და მარგარიტნი თჳთ წარიღო, და წმიდა იგი ფიცარი
Line of ed.: 17     
განაშიშულა მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, და დასდვა თავსა ზედა განსავალსა
Line of ed.: 18     
მას ჴიდისასა, რომელ არს ციხესა შინა ტფილისისასა.

Line of ed.: 19        
და შეიპყრნეს მრავალნი \ ქრისტეანენი, და მიჰკრიბეს ჴიდსა მას ზედა და მძლავრებით
Line of ed.: 20     
აიძულებდეს ფერჴითა დათრგუნვად ხატსა მას. რომელთამე ქრისტეანეთა ფრიად უარ-ჰყვეს
Line of ed.: 21     
განსლვა ჴიდსა მას ზედა და დათრგუნვად ხატსა მას წმიდისა დედოფლისა
Line of ed.: 22     
ჩუენისასა, და მრავალთა აღირჩიეს სიკუდილი და არა დათრგუნეს ხატი იგი, და
Line of ed.: 23     
წარეკუეთნეს წმიდანი და ყოვლად ქებულნი თავნი მათნი, და აწ იმოთხვენ ყუავილთა
Line of ed.: 24     
მათ შინა დაუჭნობელთა, წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა თანა. ხოლო რომელნიმე
Line of ed.: 25     
ქრისტეანეთაგანნი მომედგრდეს უძლურებითა ჴორცთათა და დაკლებულ იქმნეს სასუფეველისაგან,
Line of ed.: 26     
რამეთუ ვერა-რა ივაჭრეს, და განვიდეს კრებისაგან ცალიერი.

Line of ed.: 27        
ხოლო ოდეს აღასრულა ყოველივე სიბოროტე თჳსი მძლავრმან უსჯულომან
Line of ed.: 28     
შაჰ-ისმაილ, მაშინ გარდაუტევეს ხატი იგი წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა
Line of ed.: 29     
მდინარესა მას შინა მტკუარსა და წარიღო ხატი იგი წყალმან მან, და განვიდა
Page of ed.: 496   Line of ed.: 1     
ქუემოთ-კერძო წიაღ მდინარისა მის. ეჰა საკჳრველება ესე და სასწაული ხატისა
Line of ed.: 2     
მის, რამეთუ არავე განეშორა ტაძარსა თჳსსა, არამედ იყო რამ წიაღ მდინარისა მის,
Line of ed.: 3     
ხე ტირიფისა მდგომარე, და ძირსა ზედა მისა მიყრდნობილი წაღმართ სუენებული
Line of ed.: 4     
იხილა ვინმე მწყემსმან, მიმავალმან კახეთად, და განსავალსა წყლისასა აღიღო და
Line of ed.: 5     
განიხარა ფრიად, და თაყვანის-ცა მწყემსმან მან აღიღო და მიართუა მპყრობელსა
Line of ed.: 6     
მას კახეთისასა ბატონს ლევანს; და მხიარულ იქმნა დიდად და მიანიჭა მწყემსსა მას
Line of ed.: 7     
წყალობა მრავალი. და იწყო მეორედ შემკობად ხატისა მის და, რაც ოდენ ძალ-ედვა,
Line of ed.: 8     
აჩუენა მოსწრაფება დიდი და ესრეთ შეამკო, ვითარცა აწ იხილვების სიონისა ღმრთისმშობელი.
Line of ed.: 9     
და კუალად ზედა-წერილ არს ხატსა მას ზედა ცხოვრება კახეთის მპყრობელის
Line of ed.: 10     
ლევანისა. ხოლო ოდეს განასრულა ხატი \ წარმოგზავნა \ ხატი იგი პატივითა
Line of ed.: 11     
დიდითა სიონსა შინა, და არს მიერითგან ვიდრე აქამომდე ზე-აღმკულ ლევანის მიერ.

Line of ed.: 12        
ხოლო აღაშენა შაჰ-ისმაილ მეჩითი სჯულისა თჳსისა ყურესა მას ჴიდისასა, და
Line of ed.: 13     
შეაყენნა მცველნი თჳსნი, და განამაგრა ციხე, და წარვიდა. და ამას შინა შემოიკრიბნა
Line of ed.: 14     
სპანი თჳსნი მეფემან ლუარსაბ, და წარმოემართა შაჰ-ისმაილსა ზედა, და ეგულვა
Line of ed.: 15     
კუალად ბრძოლა მისი. და რაჟამს ცნა აღება ციხისა მის და შექცევა შაჰ-ისმაილისა,
Line of ed.: 16     
დაუმძიმდა ფრიად. მაშინ კუალად იპყრა ქართლი მეფემან. და ამასვე ჟამსა შინა ეწია
Line of ed.: 17     
რისხვა ღმრთისა ულხინებელი შაჰ-ისმაილს. და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა,
Line of ed.: 18     
და დაჯდა მის წილად ძე მისი შაჰ-თამაზ.

Line of ed.: 19        
ხოლო შაჰ-ისმაილ იყო კაცი მზაკუარი, და ამან გამოაჩინა სჯული შიასი და
Line of ed.: 20     
იწყო ძაგებად და გინებად სჯულისა ოსმალთასა, და განთქმულ ჰყო სახელი ალიასი,
Line of ed.: 21     
და იწოდა თავი თჳსიმედ ალიასა, და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა,
Line of ed.: 22     
და ვიდრე აქამომდე სწამსთ, და უპყრიესთ მტკიცედ. ხოლო გამდიდრდა შაჰ-თამაზ
Line of ed.: 23     
უფროს მამისა თჳსისა და დაიპყრა მრავალი ქუეყანა უცხოთა, რომელი არა ეპყრა
Line of ed.: 24     
მამასა მისსა.

Line of ed.: 25        
ხოლო მეფემან ლუარსაბ დაიპყრა ტფილისი, და აღიღო ციხე ტფილისისა და
Line of ed.: 26     
გაამაგრა. მაშინ შაჰ-თამაზ იდგა ყარაბაღს, დაესმა აღება ტფილისისა ციხისა, შემოიკრიბა
Line of ed.: 27     
სიმრავლე სპათა რჩეულთა და ესე იდუმალ წარმოემართა ტფილისსა ზედა.
Line of ed.: 28     
და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ტფილისს \ ძე მეფის ლუარსაბისი ყრმა მცირე. და
Line of ed.: 29     
წარიღეს ყრმა იგი მცირე მცხეთას სამარხოსა თჳსსა, და წარიყვნეს თანა მეფე და
Line of ed.: 30     
დედოფალი. და რომელსაცა დღესა განვიდეს ტფილისით, მასვე ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ
Line of ed.: 31     
ტფილისსა შინა, და დაიპყრა სრულიად ქალაქი და ზეგარდამოთა განგებითა
Line of ed.: 32     
ღმრთისათა მორჩეს დიდსა განსაცდელსა მეფე და დედოფალი და მათ თანა მყოფნი
Line of ed.: 33     
ქართველნიცა.

Page of ed.: 497  
Line of ed.: 1        
ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან, წარვიდა სიმაგრეთა შინა, და ეგრეთვე სრულიად
Line of ed.: 2     
ქართველნი წარვიდეს სიმაგრეთა შინა. ამისთჳს ვერღარა შემოიკრიბა სპანი
Line of ed.: 3     
თჳსნი მეფემან, რამეთუ იყვნეს დაუხიზნავნი ქართველნი, და ყოველნივე დასახიზნავად
Line of ed.: 4     
წარვიდეს.

Line of ed.: 5        
მაშინ შაჰ-თამაზ მოაწია მრავალი ბოროტი ტფილისსა ზედა: შეიპყრეს და განსძარცვეს
Line of ed.: 6     
ხატი იგი \ მეტეხისა, სახე წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ამოსწყჳდნა მრავალნი
Line of ed.: 7     
სულნი. ხოლო ციხისთავსა გულბაადს შეეშინა დიდად მეფისა თჳსისაგან:
Line of ed.: 8     
ნუ უკუე ესე საქმე ესე დამადვას მეფემანო", და გარდამოვიდა ციხით, და მივიდა
Line of ed.: 9     
შაჰ-თამაზთანა; და მიანიჭა წყალობა მრავალი და სხუანი მეციხოვანნი რომელნიმე
Line of ed.: 10     
წარვიდეს სახლსა და რომელნიმე მიერთნეს ყიზილბაშთა.

Line of ed.: 11        
მაშინ ციხისთავმან გულბაად და სხუათა მეციხოვანთა დაუტევეს სჯული თჳსი
Line of ed.: 12     
და მიიქცეს სჯულსა მაჰმადისსა. და დაიპყრა შაჰ-თამაზ ციხე იგი და განამაგრა, და
Line of ed.: 13     
თჳთ შეიქცა და წარვიდა ყარაბაღს. მაშინ შეურიგდა მპყრობელი კახეთისა ბატონი
Line of ed.: 14     
ლევან, და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს ქუეყანასა სომხითისასა, და დაიმორჩილნა
Line of ed.: 15     
ყოველნივე უ\რჩნი \ და ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

Line of ed.: 16        
ქორონიკონსა ს̂კა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად
Line of ed.: 17     
ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ
Line of ed.: 18     
გაემარჯუა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათჳს, უღალატეს.
Line of ed.: 19     
და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს;
Line of ed.: 20     
ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშა
Line of ed.: 21     
ქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი
Line of ed.: 22     
ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად
Line of ed.: 23     
შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი
Line of ed.: 24     
ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და
Line of ed.: 25     
მკუდარნი ფასით იყიდნა.

Line of ed.: 26        
ქორონიკონსა ს̂კგ: მერე ალექსანდრე, ძე ლევანისა, იშვა.

Line of ed.: 27        
ამასვე ქორონიკონსა მურჯახეთს შეიბნეს; აგვისტოს ი̂გ, დღესა ხეთშაბათსა, შეიბა
Line of ed.: 28     
მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყუარყუარე ახალქალაქსა, და დაიჴოცნეს მრავალნი
Line of ed.: 29     
კაცნი, და გაემარჯუა მეფესა, და ჴელთ დარჩა ყუარყუარე და მისნი ლაშქარნი, და
Line of ed.: 30     
დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესმან.

Page of ed.: 498  
Line of ed.: 1        
და ჟამსა ამას ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა იყო სამცხეს, და ვითარცა ესმა
Line of ed.: 2     
დაპყრობა სომხითისა, წარმოემართა იგიცა და მოვიდა შაჰ-თამაზთანა მიზეზითა ამით,
Line of ed.: 3     
რაჟამს გაემარჯუა ბაგრატს ყუარყუარე ათაბაგსა ზედა, \ და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო.
Line of ed.: 4     
მაშინ ოტებულ იქმნა ოთარი შალიკაშვილი, ივლტოდა იგი, და თანა-წარიყვანა
Line of ed.: 5     
ძე ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნნეს
Line of ed.: 6     
ხვანთქარს. და შეიწყალა ხვანთქარმან, და მოსცა ჯარი მრავალი, და თოფი, და ზარბაზნები
Line of ed.: 7     
დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი
Line of ed.: 8     
ბრძოლად ბაგრატისა.

Line of ed.: 9        
ხოლო ესმა რა ამბავი ესე ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ამისთჳს წარვიდა
Line of ed.: 10     
შაჰ-თამაზთანა, და არავინ წარიყვანა კაცნი უჭაღარონი, არამედ აარჩინა კაცნი
Line of ed.: 11     
ჭაღარანი, და წარიყვანნა დიდებულნი და მცირენი, მოხუცებულნი, ჭკუისმყოფელნი,
Line of ed.: 12     
ჭაღარანი, კაცნი მსგავსნივე მისნი.

Line of ed.: 13        
ხოლო იყო შაჰ-თამაზ აიდარბეგს, და მივიდა ბაგრატ. დიდად პატივ-სცა ყაენმან,
Line of ed.: 14     
და დაისუა წინაშე, აქა მოხუცებულნი მიმყოლნი მისნი. და უბრძანა ყაენმან
Line of ed.: 15     
ბაგრატს, რათა მოსწიოს მშჳლდსა, და მოუტანეს მშჳლდი ძლიერი ბაგრატს. ხოლო,
Line of ed.: 16     
ბაგრატ არა რამე თავს-იდვა, და ეპყრა მცირე რამე ნატეხი წვრილი ჯოხი, და მით
Line of ed.: 17     
ასწია. ხოლო ყაენმან გაიცინა, და მისცა საბოძვარი დიდი და გამოისტუმრა. ითხოვა
Line of ed.: 18     
ბაგრატ მისგან შეწევნა და ძალი ოსმალთა ზედა. და იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად
Line of ed.: 19     
უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო. და
Line of ed.: 20     
წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს.

Line of ed.: 21        
მაშინ წარავლინა ბაგრატ კაცი და ითხოვა გურიელისაგან შეწევნა. და წარმოვიდა
Line of ed.: 22     
გურიელი \ სპითა თჳსითა და მოვიდა ბაგრატის თანა.

Line of ed.: 23        
\ ქორონიკონსა ს̂კე: მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისი.

Line of ed.: 24        
\ ქორონიკონსა ს̂ლა: ხვანთქრის ფაშები მოვიდეს, კ̂ბ ათასი, და სრულიად ტაო
Line of ed.: 25     
ამოსწყჳდეს. მოუჴდა ბაგრატ მეფე და ეწყვნეს ურთიერთას, იქმნა ბრძოლა ძლიერი.
Line of ed.: 26     
მისცა ღმერთმან გამარჯუება ბაგრატს და იოტნეს ოსმალნი, მოსრნეს მრავალნი
Line of ed.: 27     
მახჳლისათა. მაშინ მოკლეს თჳთ მუსტაფ ფაშა, და სხუანი ივლტოდეს ოსმალნი. და
Line of ed.: 28     
იშოვნეს მრავალნი საგანძურნი, და დაიპყრა მტკიცედ საათაბაგო.

Line of ed.: 29        
ამისა შემდგომად კუალად წარვიდა ხვანთქართანა ოთარი შალიკაშვილი, და ქაიხოსრო
Line of ed.: 30     
ძე ათაბაგისი, ესმა რა ხვანთქარსა, დაუმძიმდა ფრიად. და კუალად წარმოავლინა
Line of ed.: 31     
აზრუმისა ფაშა, და დიარბექირისა, და სხუანიცა მრავალნი, და შეკრბა სპათა
Line of ed.: 32     
სიმრავლე ურიცხჳ. და ესრეთ წარმოემართა სამცხესა ზედა. სცნა რა ესე ბაგრატ,
Line of ed.: 33     
წარმოუვლინა კაცი და ითხოვა შეწევნა მეფისა ლუარსაბისაგან.

Page of ed.: 499  
Line of ed.: 1        
ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათჳს,
Line of ed.: 2     
და ეძჳნებოდა უცულოთა ზედა-მოსვლისათჳს და დაკნინებად საქრისტეანოსა.
Line of ed.: 3     
მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა რამეთუ
Line of ed.: 4     
ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად
Line of ed.: 5     
უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს. და ესოდენ უმეტეს მოურნე
Line of ed.: 6     
იყო მათთჳს, ვითარცა მამა შვილთათჳს ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა
Line of ed.: 7     
ტკბილ იყო მათთჳს და არა ძჳრის მოაჴსენე. და ვითარცა წარვიდა ესე, მაშინღა
Line of ed.: 8     
წარვიდა გურიელი სპითა თჳსითა. და შეკრბეს ყოველნივე სამცხეს.

Line of ed.: 9        
ხოლო მოვიდეს ოსმალნი ურიცხუნი ბასიანს, ქორონიკონსა ს̂ლგ, და მივიდეს
Line of ed.: 10     
ესენიცა მუნ, სადა ოსმალნი დაბანაკებულ იყვნეს. ხოლო იქმნა რამე განზრახვა
Line of ed.: 11     
ქართველთა შორის და მესხთა. თქუეს ქართველთა და აღირჩიეს მეწინავედ მისლვა,
Line of ed.: 12     
არამედ მესხთა არა თავს-იდვეს, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: "ძუელითგანვე მეწინაობად
Line of ed.: 13     
მისლვა მესხთათჳს განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩუენდა მის\ლვაო, და
Line of ed.: 14     
რამეთუ რიგი ესე და წესი ძუელითგანვე გუაქუსო".

Line of ed.: 15        
ხოლო უმეტეს ქართველთა არა უსმინეს, და იქმნა ცილობა ურთიერთას შორის,
Line of ed.: 16     
და აღეგზნა შური დიდი. აჰა იხილეთ, მსმენელნო, გაბედვა და მკუეთელობა საქმისა,
Line of ed.: 17     
ვითარ იგი ჰყვეს მაშინ ლომ-ვეფხებრ მჴეც-ქმნილთა რჩეულთა მათ სპათა ქართველთა
Line of ed.: 18     
უსჯულოთა მათ ზედა, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ელვა ქუხილისა ცისა. და
Line of ed.: 19     
იქმნა ბრძოლა ძლიერი, და შეიბნეს სოხოიტს ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და
Line of ed.: 20     
ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო
Line of ed.: 21     
იყო, და ორი ფაზა იყო. და მეფენი მეოტ იქმნეს.

Line of ed.: 22        
მაშინ შურითა ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა
Line of ed.: 23     
მიჰყვნენ ომსა შინა. ხოლო სცნეს რა განდრეკილება მესხთა, უფროსად განიწირნეს
Line of ed.: 24     
თავნი თჳსნი ქართველთა და იმერელთა, და გარგრძელდა ომი, და მოისრნეს მრავალნი
Line of ed.: 25     
იმიერ და ამიერ, და უფროსღა მოსწყჳდნეს \ ოსმალნი, ვიდრე ოთხი \ ზომა
Line of ed.: 26     
მოისრა. მაშინ მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და სხუანი მრავალნი ქართველნი
Line of ed.: 27     
და იმერელნი. ქმნეს სახელი დიდი, და შემუსრეს ყოველივე საომარი საჭურველი, და
Page of ed.: 500   Line of ed.: 1     
ესრეთ დარჩნენ, რომ საბრძოლველი იარაღი აღარა ჰქონდათ. და იყო ომი ძლიერი
Line of ed.: 2     
დილითგან ვიდრე მწუხრადმდე.

Line of ed.: 3        
მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი, დამაშურალთა ქართველთა
Line of ed.: 4     
სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ
Line of ed.: 5     
ქართლს და ბაგრატ იმერეთს.

Line of ed.: 6        
ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და
Line of ed.: 7     
სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ.
Line of ed.: 8     
მაშინ შემოიკრიბნა მესხნი დიდნი და მცირენი ყოველნივე, და მთავრობდა ოთარი
Line of ed.: 9     
შალიკაშვილი. ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს,
Line of ed.: 10     
მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედის\იმედი და იქორწინა. და იყო ქალი
Line of ed.: 11     
ლაღ და ამპარტავან, გლისპი და არა მოშიში ღმრთისა.

Line of ed.: 12        
ქორონიკონსა ს̂ლდ: აწყუერისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს
Line of ed.: 13     
იმერელ მეფემან ბაგრატ.

Line of ed.: 14        
ქორონიკონსა ს̂ლ: ტაოს ქუეყანა დაიჭირეს თათართა ურუმთა.

Line of ed.: 15        
ქორონიკონსა ს̂მა: არტანუჯი წაგუართუეს ურუმთა, და არსიანამდის დაიჭირეს
Line of ed.: 16     
ფარნაკანი, და სრულ არტანი დაიჭირეს, და ფარნაკანი აღაშენეს, აწყურისა ღმრთისმშობლის
Line of ed.: 17     
შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს, და მძლავრობდენ ფრიად ყოვლისავე
Line of ed.: 18     
მესხთა ზედა და ვერღარა შეუძლეს ტჳრთვად ბოროტის ყოფასა ოსმალთასა.
Line of ed.: 19     
მაშინ ოთარმან შალიკაშვილმან და ათაბაგმან და ყოველთავე მესხთა წარავლინეს
Line of ed.: 20     
მოციქული თჳთმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ-თამაზის თანა, და ფრიად მოაჯე
Line of ed.: 21     
ექმნეს, ებირნეს და ითხოვეს მისგან შეწევნა, და აღუთქუეს მორჩილება და დამონება
Line of ed.: 22     
ვითარცა პირველ.

Line of ed.: 23        
ხოლო ვითარცა ესმა შაჰ-თამაზს, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა
Line of ed.: 24     
საათაბაგოსა ზედა; მოესწრა ყაენი შაჰ-თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა; ვარძია,
Line of ed.: 25     
თმოგჳ, და ვანის ქუაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები
Line of ed.: 26     
აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსრის.
Line of ed.: 27     
მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს, და დაჴოცნა [...] და ვახუშტი დიასამიძე,
Line of ed.: 28     
და ამაონ ტყუედ წაიყვანა მარიამობის თუესა.

Page of ed.: 501  
Line of ed.: 1        
ამასვე ქორონიკონსა ციხისჯუარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენეს
Line of ed.: 2     
იმერეთს.

Line of ed.: 3        
ხოლო სცნა რა საქმე ესე ხვანთქარმან სულთან სულეიმან, წარმოვიდა იგიცა
Line of ed.: 4     
ძალითა მრავლითა და გულისწყრომითა მესხთა ზედა.

Line of ed.: 5        
მაშინ შაჰ-თამაზ ვერღარა უძლო წინააღდგომად მისსა და მოიპოვა მზაკუარება
Line of ed.: 6     
ესე, და მიუმცნო ოთარს \ შალიკაშვილსა სიტყუანი გულისწყრომისანი. მიუწერა წიგნი
Line of ed.: 7     
რისხვისანი, და ექადდა მოკუეთასა თავისასა, და სრულიად იავარ-ყოფასა ქუეყანისა
Line of ed.: 8     
მათისასა. ამ\ისთჳს \ მოსწერა ესე წიგნი, რომ ოთარს მიეგზავნა ხვანთქრისათჳს,
Line of ed.: 9     
რომ შაჰ-თამაზ ჩემი მტერია და ესრეთ მექადვისო, და მით მორჩომოდა ხვანთქარსა.
Line of ed.: 10     
ვითარცა მიუვიდა წიგნი იგი ოთარსა, მეყსეულად წარუვლინა წიგნი სულთან
Line of ed.: 11     
სულეიმანს, და მიუმცნო სიმართლე თავისა თჳსისა და უბრალო-ყოფა მისლვისათჳს
Line of ed.: 12     
ყაენისა.

Line of ed.: 13        
მაშინ მიხედა ღმერთმან მესხთა, და შეიბრალა სულთანმან და წარვიდა სახიდ
Line of ed.: 14     
თჳსად სულთანი, და წარვიდა ყაენიცა. ხოლო ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა,
Line of ed.: 15     
აქუნდა შური დიდი დადიანისა, რამეთუ მაშინ ოდეს შეება ურუმთა ბაგრატ, ესე დადიანი
Line of ed.: 16     
არა თანამწე ეყო მას. ამისთჳს განიზრახა და მოაწვია დადიანი ლეონ ჭალასა
Line of ed.: 17     
ხონისასა, და ღალატად შეიპყრა იგი ბაგრატ მპყრობელმან იმერეთისამან და პატიმარ
Line of ed.: 18     
ჰყო. მაშინ მიუმცნო გურიელსა საქმე ესე, და აწვია იგი განლაშქრებად ოდიშსა ზედა
Line of ed.: 19     
და აღუთქუა ნახევარი ოდიშისა.

Line of ed.: 20        
ხოლო გურიელმან არა უსმინა და თქუა გულსა შინა თჳსსა: "ვინათგან ოდიშიცა
Line of ed.: 21     
დაიპყრას, განლაღნების და მერმე აღიძრვის ჩემ ზედაცა ბოროტის-ყოფად უეჭუელად".
Line of ed.: 22     
ხოლო რაჟამს სცნა ბაგრატ არა მოსლვა გურიელისა, მაშინ ენება თუალების
Line of ed.: 23     
დაწვა დადიანისა და არღარა ინება, და ჰყვანდა იგი პატიმრად გელათს სამრეკლოსა
Line of ed.: 24     
შინა.

Line of ed.: 25        
მაშინ ათაბაგმან ქაიხოსრო, სცნა რა შეპყრობა დადიანისა, აღძრა ჩხეიძე ხოფილანდრე
Line of ed.: 26     
და გააპარა დადიანი, და მიიყვანა ათაბაგთანა. \ ხოლო ათაბაგმან და გურიელმან
Line of ed.: 27     
წარიყვანეს და გააბატონეს იგი ოდიშს, და კუალად იპყრა დადიანმან ოდიში.

Line of ed.: 28        
ამისა შემდგომად გაუწყრა ხვანთქარი გურიელსა, და მოიჴსენა ძჳრი პირველი,
Line of ed.: 29     
რაჟამს იგი თანაშემწე ეყო ბაგრატს, და მოსწყჳდნეს სპანი მრავალნი ხვანთქრისანი.
Line of ed.: 30     
ამისთჳს წარგზაინა სპანი მრავალნი გურიასა ზედა, და მოვიდეს ბათომს, და იწყეს
Line of ed.: 31     
შენებად ციხისა. მაშინ შემოიკრიბა სპა თჳსი გურიელმან და წარვიდა მათ ზედა, და
Line of ed.: 32     
მისცა ღმერთმან ძლევა და გაემარჯუა გურიელსა. დაუტევეს ბათომი, და შევიდეს
Line of ed.: 33     
ზღუასა შინა ნავებითა. და აღუდგეს მათ ღელვანი მძაფრნი, და განყარნა იგინი
Page of ed.: 502   Line of ed.: 1     
ჭორასს გაღმართ; და იყო იგი მდინარე ჭორახი აღდიდებულ, და ვერღარა განვლეს
Line of ed.: 2     
იგი ცხენებითა გურიელმან და სპათა მისთა.

Line of ed.: 3        
მაშინ მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა; და გამაგრდენ ოსმალნი და
Line of ed.: 4     
იწყეს მძლავრება, ამოსწყჳტეს ჭანეთი, და თჳთ დაიპყრეს. ხოლო გურიელმან ითხოვა
Line of ed.: 5     
შეწევნა ბაგრატისაგან და დადიანის ლეონისაგან. მაშინ დადიანმან შემოიყარა სრულიად
Line of ed.: 6     
აფხაზნი და ოდიშარნი, და წარვიდა.

Line of ed.: 7        
ხოლო ბაგრატცა წარავლინა ძმა თჳსი ვახტანგ, და სპანიცა იმერელნი წარატანნა
Line of ed.: 8     
კაცი ხუთასი. და აუწყა ბაგრატ ძმასა თჳსსა ვახტანგს: "ამას წადიერ იყავ,
Line of ed.: 9     
რათა არა ჰყონ დადიანმან და გურიელმან ერთობა. და უკეთუ იგინი გაერთდენ, მრავალი
Line of ed.: 10     
ბოროტი გუეწიოს ჩუენ მათ მიერ, და ეცადე, რომე დადიანი არ შეეყაროს
Line of ed.: 11     
გურიელსა", რამეთუ მაშინ იდგა დადიანი თუალსა რიონისასა.

Line of ed.: 12        
და ვითარცა მივიდა ვახტანგ საჯავახოს, მიუმცნო დადიანსა, ვითარმედ: "შენცა
Line of ed.: 13     
უწყი, ვითარცა მე ფიცი ვარ შენი და არა-რას დაგიფარავ. ესე უწყოდე, რამეთუ ძმამან
Line of ed.: 14     
ჩემმან ბაგრატ და გურიელმან შეთქმულება \ ყვეს შენ ზედა; და თუ მოხვალ
Line of ed.: 15     
გურიას, ღალატი ნებავსთ შენი. მაშინ სცნეს რა ესე მეგრელთა მოშიშართა, არღარა
Line of ed.: 16     
ინებეს წამოსლვა გურიას, და მივიდა ვახტანგ როსტომ გურიელთანა ბათომს.

Line of ed.: 17        
ხოლო ვინათგან არღარა მოვიდა დადიანი, ვერღარა შეუძლო გურიელმან ბრძოლად
Line of ed.: 18     
ოსმალთა, და ვერცაღა განვიდეს გაღმა, რამეთუ არა აქუნდათ ნავები. მაშინ
Line of ed.: 19     
ოსმალნი უფროსღა განძლიერდეს, და აღაშენეს ციხეები. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ
Line of ed.: 20     
იმერეთს.

Line of ed.: 21        
ამისა შემდგომად მიიცვალა ბაგრატ, მპყრობელი იმერეთისა, და დამარხეს გელათს.
Line of ed.: 22     
და დაიპყრა იმერეთი ძემან მისმან გიორგი.

Line of ed.: 23        
და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი̂ბ, და მიიცვალა იგიცა, და დაეფლა შემოქმედს.
Line of ed.: 24     
და ესხნეს ძენი სამნი, და უხუცესსა ეწოდა გიორგი და ესე დასუეს გურიელად.
Line of ed.: 25     
ხოლო ესუა ასული როსტომ გურიელისა ძესა დადიანისასა ცოლად. და შემდგომად \
Line of ed.: 26     
სიკუდილისა მისისა განუტევთ ქალი იგი ძემან დადიანისმან და ქმნა დიდი
Line of ed.: 27     
ბოროტი, რამეთუ ბიძასა თჳსსა წაართუა ცოლი და თჳთ შეირთო ცოლად.

Line of ed.: 28        
და გამოჴდა ხანი რამე და კუალად ერთობა ყვეს გიორგი \ გურიელმან და
Line of ed.: 29     
დადიანმან ლეონ. და შეირთო გურიელმან ასული დადიანისა ცოლად, და შემდგომად
Line of ed.: 30     
მცირედისა მანცა განუტევა ასული დადიანისა, და იძია შური.

Line of ed.: 31        
სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მაშინ ეზრახა გურიელსა და
Line of ed.: 32     
ყვეს ერთობა. რამეთუ ჰყვა მას სძალი ქურივი, და მისცა იგი ცოლად გურიელსა
Line of ed.: 33     
გიორგის შურად დადიანისა, და იწყეს მტერობად დადიანისა. და ვერღარა შეუძლო
Line of ed.: 34     
წინააღდგომა მათი დადიანმან, და მეოტად წარვიდა სტამბოლს, და მოაჯე ექმნა
Page of ed.: 503   Line of ed.: 1     
ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი
Line of ed.: 2     
აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.

Line of ed.: 3        
ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა.
Line of ed.: 4     
მაშინ წარავლინა მოციქული ხუეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათჳს
Line of ed.: 5     
ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.

Line of ed.: 6        
ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თჳსსა ჯავახ
Line of ed.: 7     
ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან,
Line of ed.: 8     
და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა
Line of ed.: 9     
და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან
Line of ed.: 10     
შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასუეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.

Line of ed.: 11        
\ მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა
Line of ed.: 12     
გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თჳსი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა.
Line of ed.: 13     
ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და მუნ შემოება
Line of ed.: 14     
დადიანი და გაემარჯუა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასუა დადიანად მამია,
Line of ed.: 15     
და წარვიდა გურიელი სახიდ თჳსად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი
Line of ed.: 16     
აფხაზთანი და წარმოემართა. \ და კუალად მოუვიდეს ჯიქ\ნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა.
Line of ed.: 17     
მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას.
Line of ed.: 18     
კუალად გაემარჯუა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.

Line of ed.: 19        
ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ
Line of ed.: 20     
აღუთქუა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესუა ცოლად გიორგის,
Line of ed.: 21     
მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კუალად ჰყვანდა
Line of ed.: 22     
გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კუალად მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი
Line of ed.: 23     
სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და
Line of ed.: 24     
ესე უმცირესი ასული ჩერქეზი\ს ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა
Line of ed.: 25     
იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: "ვინათგან
Line of ed.: 26     
დადიანსა ნებავს გაერთება ჩუენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათჳს,
Line of ed.: 27     
ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშჳდობა
Line of ed.: 28     
ჩუენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყუარე და ქვისლი თქუენი და ჩემი".
Line of ed.: 29     
მაშინ დაურთო ნება და აღუთქუა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა
Line of ed.: 30     
აქუნდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა
Line of ed.: 31     
მიცემა აღუთქუა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული
Line of ed.: 32     
იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.

Page of ed.: 504  
Line of ed.: 1        
ხოლო სცნა რა საქმე ესე მამია დადიანმან, იგიცა ლმობიერ იქმნა უხუცესობისათჳს
Line of ed.: 2     
ძმისა თჳსისა, დაურთო ნება და დაანება დადიანობა. მაშინ მამია დადიანს მისცეს
Line of ed.: 3     
სარჩოდ ლომკაცის ჭილაძისეული და რევანოზისეული, და ესრეთ შეითჳსნეს
Line of ed.: 4     
ურთიერთას და იქენა მშჳდობა სამთავე საბატონოთა შინა. ხოლო სცნა რა ესე დათულიამ,
Line of ed.: 5     
ბიძამან დადიანის გიორგისამან, შემოიყარა საჯავ\ხოელნი და წარვიდა საღალატოდ
Line of ed.: 6     
დადიანის გიორგისა. აგრძნა საქმე ესე დადიანმან, და ვერღარა უღალატა,
Line of ed.: 7     
და წარვიდა საჯავახოს დათულია. ხოლო დადიანმან და მპყრობელმან იმერეთისამან
Line of ed.: 8     
შეუთუალა გურიელსა და აუწყა ღალატი დადიანისა, და მიუმცნეს ესრეთ: საჯავა\ხო"
Line of ed.: 9     
შენთჳს დაგჳნებებია და დათულიას უღალატეო".

Line of ed.: 10        
ხოლო გურიელმან უღალატა და შეიპყრა დათულია, და დაატყუევა უზურგეთს,
Line of ed.: 11     
და თჳთ დაიპყრა საჯავასო. მაშინ შეუთუალეს გურიელს სიკუდილი დათულიასი, და
Line of ed.: 12     
გურიელმან არ მოკლა, ესრეთ შეუთუალა: "შენის სახლის კაცს მე არ მოვკლავო,
Line of ed.: 13     
შენ მოკალო". და მერმე ამათ გაგზავნეს კაცი, და მოაშთვეს იგი. ამის შემდგომად
Line of ed.: 14     
მოკუდა დადიანი გიორგი, და კუალად დაიპყრა მამიამ დადიანობა. ხოლო დაშთა
Line of ed.: 15     
დადიანს ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. მაშინ განირისხა ღმერთი მამია დადიანმან,
Line of ed.: 16     
წაართუა დედასა მისსა, და წარმოიყვანა ყრმა იგი, და შხეფის ციხეში დაატყუევა,
Line of ed.: 17     
და იყო ყრმა იგი გამოუცდელი, და ვერ გაუძლო ტყუეობასა, შეწუხდა ყრმა იგი
Line of ed.: 18     
განშორებისათჳს დედისა თჳსისა, და გარდმოიგდო თავი თჳსი ციხისა მისგან და
Line of ed.: 19     
ესრეთ აღესრულა იგი.

Line of ed.: 20        
ხოლო ჟამსა მას შინა შეითქუნეს მეფე ქართლისა ლუარსაბ, მპყრობელი კახეთისა
Line of ed.: 21     
ლეონ და ათაბაგი ქაიხოსრო. ამათ \ შეკრეს პირობა, და დაუწყეს რბევა და ოჴრება
Line of ed.: 22     
ქუეყანასა ყიზილბაშისასა ადარბადაგანსა. მაშინ განუდგა შაჰ-თამაზს მპყრობელი შირვანისა
Line of ed.: 23     
ასანბეგის შვილი დავრიშ მაჰმად მაშინ შაჰ-თამაზ შემოიყარა სიმრავლენი
Line of ed.: 24     
სპათანი, წარმოვიდა და წამსავე მოიწია ყარაბაღს. მაშინ წარავლინა კაცი და შეუთუალა
Line of ed.: 25     
ლევანს, მპყრობელსა კახეთისასა, და გარდამოიბირა იგი. და მივიდა ლევან
Line of ed.: 26     
შაჰ-თამაზთან. და იყო განდგომილ დავრიშ მაჰმად, ძე ასანბეგისა, რამეთუ ჟამსა მას
Line of ed.: 27     
ოდეს ეპყრა შაჰ-ისმაილს შაქისი, მას ჟამსა მიუჴდა ბატონი ლევან ასანბეგს, და იავარჰყო
Line of ed.: 28     
შაქისი, და მოკლა ასანბეგ. ამისა შემდგომად მოიყვანეს ძე მისი დავრიშ მაჰმად,
Line of ed.: 29     
და გააბატონეს შაქელთა, და მტერ იყვნეს ურთიერთას დავრიშ მაჰმად და ბატონი
Line of ed.: 30     
ლევან.

Line of ed.: 31        
ხოლო შაჰ-თამაზ გაუძახა ლაშქარი თჳსი შირვანსა ზედა, მაშინ დავრიშ მაჰმადი
Line of ed.: 32     
შეიყარა სპა თჳსი, დაესხა თავსა, და მოსრა მრავალი ჯარი შაჰ-თამაზიც და გამოაქცინა
Line of ed.: 33     
იგინი, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფმვ.

Page of ed.: 505  
Line of ed.: 1        
\ ხოლო შაჰ-თამაზ აღიყარა სპითა ურიცხჳთა, და წარვიდა შირვანს, და მისწერა
Line of ed.: 2     
შაჰ-თამაზ წიგნი დავრიშ მაჰმადს მისლვად მის თანა, და აღუთქუა არა მოჴსენებად
Line of ed.: 3     
ძჳრსა, არამედ მინიჭებად მრავლისა პატივისა. ხოლო მან არა ისმინა მისი, და უფროსად
Line of ed.: 4     
განამაგრა ციხეები, და ეგო სიმტკიცესა ზედა.

Line of ed.: 5        
მაშინ წარავლინა ბატონი ლევან სპითა მრავლითა მის ზედა. და მივიდეს რა,
Line of ed.: 6     
შაქისი მოაოჴრეს, და იავარ-ჰყვეს სრულიად შაქისი, და გარე-მოადგეს ციხესა მას,
Line of ed.: 7     
რომელსა შინა იყო დავრიშ მაჰმად. და იყო ხანსა რაოდენსამე, და ვერღარა უძლო
Line of ed.: 8     
გამაგრება, და ღამით განვიდა ციხისა მისგან. ხოლო სცნა რა ბატონმან ლევან, დევნა
Line of ed.: 9     
უყო, მიეწია და შეიბნეს, და გაემარჯუა ბატონს ლევანს, და მოკლეს დავრიშ მაჰმად,
Line of ed.: 10     
და შემოიქცა გამარჯუებული, და მოართუა თავი დავრიშ მაჰმადისა შაჰ-თამაზს. ხოლო
Line of ed.: 11     
უყო წყალობა მრავალი ბატონს ლევანს, და წარმოვიდა სახიდ თჳსად კახეთს.

Line of ed.: 12        
მაშინ შაჰ-თამაზ წარვიდა ყარაბაღს, და შემდგომად მცირედისა წარმოემართა
Line of ed.: 13     
კუალად ტფილისსა ზედა, და ქმნა მრავალი ბოროტი, მოაოჴრა სრულიად ტფილისი
Line of ed.: 14     
და აღიღო ციხე ტფილისისა და შეაყენნა მცველნი თჳსნი და ვერა-რა ავნო მეფესა
Line of ed.: 15     
ლუარსაბს, რამეთუ ჟამსა მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა
Line of ed.: 16     
ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა
Line of ed.: 17     
სახარკოდ. მაშინ შაჰ-თამაზ ინება მოყურობა ქაიხოსრო ათაბაგისა, და არა
Line of ed.: 18     
ჰყვანდა ასული ათაბაგსა. მაშინ ოთარს შალიკაშვილს გამოართუა ასული, რომელი
Line of ed.: 19     
იყო მეყჳსი ათაბაგისი, და მის წილად წარუგზავნა შაჰ-თამაზს, და მან შეირთო იგი
Line of ed.: 20     
ცოლად, და დიდად საყუარელ უჩნდა ქალი იგი, და მიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ
Line of ed.: 21     
ათაბაგისა.

Line of ed.: 22        
სცნა რა ესე მეფემან ლუარსაბ, შეიყარა სპა თჳსი და მიუჴდა ათაბაგსა, და
Line of ed.: 23     
წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოჴრა და წარმოვიდა გამარჯუებული. ხოლო
Line of ed.: 24     
ათაბაგმან ქაიხოსრო მიუმცნო ესე ყოველივე შაჰ-თამაზს, რამეთუ მას ჟამსა წარმოსრულ \
Line of ed.: 25     
იყო მტერობად ათაბაგისა აზრუმის ფაშა ისკანდარ, და აუწყა იგიცა შაჰ-თამაზს,
Line of ed.: 26     
ქორონიკონსა ს̂მდ.

Line of ed.: 27        
ამისა შემდგომად ხვანთქარი სულთან სულეიმან გამოვიდა, და ყაენს ჩაუდგა, კარი
Line of ed.: 28     
აღაშენა, და უკმობრუნდა, და ასიანს მოვიდა. მაშინ ყაენმან შაჰ-თამაზ შეიყარა სიმრავლენი
Line of ed.: 29     
სპათანი, და წარმოდგა, და მოვიდა არტანს. მაშინ გაგზავნა შაჰ-თამაზ ძე
Line of ed.: 30     
თჳსი მირზა ისმაილ კარს, და დაიპყრა კარი, აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და
Line of ed.: 31     
რომელნი იყვნეს ყმანი ხვანთქრისანი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და განსდევნნა
Line of ed.: 32     
იგინი, და თჳთ დაიპყრა კარი. ხვანთქარი წარვიდა.

Page of ed.: 506  
Line of ed.: 1        
ხოლო ვინცა იყვნეს განდგომილნი ათაბაგისნი, ყოველნივე მოსრნა პირითა
Line of ed.: 2     
მახჳლისათა, და აღიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი,
Line of ed.: 3     
და მრავალნი ხატნი და ჯუარნი, და დაამონნა ურჩნი და განდგომილნი ათაბაგისნი,
Line of ed.: 4     
და მივიდეს ომან და შერმაზან და ივჯუშ, განდგომილნი ათაბაგნი.
Line of ed.: 5     
ხოლო შაჰ-თამაზ შეიპყრა და მკვლელ ექმნა ივჯუშს და შერმაზანს, და მისიცა მამული
Line of ed.: 6     
მათი ათაბაგსა. და რაჟამს განაგო საქმე მუნებური, მაშინ უკმობრუნდა ყაენი ბოროტის-ყოფად
Line of ed.: 7     
ქართლსა ზედა სპითა ურიცხჳთა, ჩამოვლო თრიალეთი და იავარ-ჰყო.
Line of ed.: 8     
წარმოემართა საბარათიანოს ზედა და მოაოჴრა იგიცა. მაშინ მიადგა ციხესა ბირთჳსისასა
Line of ed.: 9     
და ვერა აღიღო; და აღუთქუა ნიჭი დიდძალი მეციხოვანთა და მოიბირნა იგინი,
Line of ed.: 10     
და დაანებეს ციხე. და რომელნიცა იყვნეს ბარათიანნი ციხესა მას შინა არღარა
Line of ed.: 11     
დაინდო: რომელნიმე ამოსწყჳდნა, და რომელნიმე შეიწყალნა დადააყენნა მამულსა
Line of ed.: 12     
თჳსსაზედა, სხუანი მრავალნი ტყუედ ჰყო.

Line of ed.: 13        
მაშინ მეფემან ლუარსაბ ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი, რამეთუ ფრიად
Line of ed.: 14     
მოსურნე იყო წინაგანწყობად \ ყიზილბაშთა. და ვინათგან ჯარი არღარა ჰყვანდა, ესრეთ
Line of ed.: 15     
იყო ჩუეულება მისი -- მცირითა კაცითა ზედა-დაესხმოდა თარეშთა ანუ სიმაგრეთა
Line of ed.: 16     
შინა, და ესრეთ მოქმედებითა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყჳდნა.

Line of ed.: 17        
ხოლო შაჰ-თამაზ მივიდა გორს და აღიღო ციხე წედისისა, ციხე ძალათ აღიღეს,
Line of ed.: 18     
და ვერის ციხე ნებით მოსცა ფარსადან, და უვნებელად ციხოვანნი მორჩნენ, \ და
Line of ed.: 19     
იქიდამ მიადგა ციხესა ატენისსა, რომელ არს თავსა საცივისასა, რამეთუ მას შინა
Line of ed.: 20     
იდევნეს დედა და დაჲ მეფისა ლუარსაბისი, და სხუანი მრავალნი ჯალაბნი თავადთანი.
Line of ed.: 21     
ამისთჳს გარედამ ყაენის ლაშქარი შემოადგა და შიგნიდამ ქართველნი დაუწყეს ერთმანეთს
Line of ed.: 22     
ცემა და ბრძოლა, და მრავალნი ყიზილბაშნი დაიჴოცნენ, და ციხის აღება
Line of ed.: 23     
გაძნელდა, ამისთჳს რომე არც სიბა მიიტანებოდა, და არც შეეთხრებოდა, და. არც
Line of ed.: 24     
სით თოფი ესროლებოდა. და თათართ ერთი ფარეში, კავთისჴეველი ბეთიაშვილი,
Line of ed.: 25     
ფარეში მეფის ლუარსაბის დიდისა, დაიჭირეს, და სიკუდილის შიშით იმან უთხრა:
Page of ed.: 507   Line of ed.: 1     
"თუ არ მომკლავთო, ციხეს აგაღებინებო" და ამათაც უვნებელობის ფიცი უთხრეს.
Line of ed.: 2     
და იმან ეს ამბავი უთხრა: "ჭის წყალი დალევიაო, და ჩრდილოეთისაკენ მომცრო
Line of ed.: 3     
წყალი ჩამოუდისო, და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქუსო, გასწავლიო \ და ის დაუჭირეთო.
Line of ed.: 4     
და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო".

Line of ed.: 5        
იმ წყლის გზა ასწავლა, ყიზილბაშო წყალი უკუ-უჭირეს, ციხოვანთ მშუელელი
Line of ed.: 6     
აღარსაით გაუჩნდათ, და უწყლოობამაც ძალი უყო, და \ მრავალი ყიზილბაში და ქართველნი
Line of ed.: 7     
იმ ციხის აღებაში ამოსწყდენ, და ციხე აიღეს. დედოფალი ნესტან-დარეჯან,
Line of ed.: 8     
დედა ლუარსაბისი, და დაჲ, და მრავალნი სხუანი ჯალაბნი თავადთანი [ტყუე ყვნა და
Line of ed.: 9     
წარვიდა].

Line of ed.: 10        
ქორონიკონსა ს̂მდ: მეფის ლუარსაბის დედა და დაჲ ქუეითი წარასხეს ციხითგან
Line of ed.: 11     
ზედა ველამდის, და მერმე მეაქლემეთ მისცეს, და წარიყვანეს. მეფე ლუარსაბ ხან აჩაბეთის
Line of ed.: 12     
სიმაგრეში და ხან იმერეთს იყო. მაშინ წარმოსტყუენა ციხე იგი ატენისა, და
Line of ed.: 13     
ყაენი აიყარა და ყარაბაღში წავიდა, და წარიყვანა უმრავლესნი ტყუეთანი.

Line of ed.: 14        
ხოლო ესმა რა საქმე ესე მეფესა ლუარსაბს, მაშინ წარმოუდგა უკანა ყიზილბაშთა,
Line of ed.: 15     
და ამოსწყჳდნა მრავალნი თათარნი, და წაართუა ურიცხჳ ალაფი, და ვერღარა
Line of ed.: 16     
წაართუა დედა თჳსი.

Line of ed.: 17        
და რა მივიდა შაჰ-თამაზ ერევანს, მაშინ სცნა დედამან მეფისა ლუარსაბისმან
Line of ed.: 18     
გაუპატიოება თავისა თჳსისა. ამისთჳსცა რომელნიმე იტყჳან: "შესუა წამალი სასიკუდინე
Line of ed.: 19     
და მოიკლა თავი \ თჳსი და არა შეამთხვია თავსა თჳსსა საქმე უჯერო". ხოლო
Line of ed.: 20     
რომელნიმე იტყჳან: "სასჯელითა და უპატიოებით აღესრულა".

Line of ed.: 21        
ხოლო უკმოიქცა მეფე ლუარსაბ ფრიად მწუხარე, და წარვიდა შაჰ-თამაზცა ადგილსა
Line of ed.: 22     
თჳსსა, და დასუა ხანები ყაზახს, შამშადილოს, და დასუა სულთანი განჯას, და
Line of ed.: 23     
კუალად ეპყრა მათ ციხეცა ტფილისისა, და იყო ესე ყოველი ჴელდებული განჯას
Line of ed.: 24     
მჯდომისა სულთნისა, და ყოველნი გარემონი ყიზილბაშთანი მიუჩინა ციხესა მას
Line of ed.: 25     
ტფილისისასა, რათა არღარა იპყრას მეფემან ლუარსაბ.

Line of ed.: 26        
ხოლო მწუხარე იყო ფრიად ესრეთ განძლიერებისათჳს უსჯულოთასა მეფე ლუარსაბ,
Line of ed.: 27     
სრულ საქართველოს მეფეთა და მებატონეთა ზედა, ძუელთა და ახალზედ ნამეტავად
Line of ed.: 28     
ნაქები იყო. თავად სარდლად, მერმე მამაცად და უხობით პურად გამცემად,
Line of ed.: 29     
სამართლის-მოქმედად და ყმა მორჩილი, ცხენოსან-ცეროსანი, უშიშარი ომში, ამაყი,
Page of ed.: 508   Line of ed.: 1     
ქრისტეანობის სჯულზედ მაგარი, და ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტავად მისგან ეშინოდათ.
Line of ed.: 2     
და მეზობელნი ვითაც ყმანი ეგრეთ ემსახურებოდეს, და სხუათა ყმობის თქმა
Line of ed.: 3     
არა იკადრა.

Line of ed.: 4        
ამისთჳს შაჰ-თამაზს ყაენმან ხუთჯერ ამაზედ ილაშქრა, და არას საქმით ვერც
Line of ed.: 5     
მოამშჳდა, ვერც მოკლა, ვერც დაიჭირა, და ვერც შეიხუეწა, ამისთჳს რომე ცოტას
Line of ed.: 6     
შემოებმოდა, ამოსწყუედდა და ბევრს უკუ-ეფერებოდა, და ღამით დაესხმოდა და გზებზე
Line of ed.: 7     
წაეწეოდა, და მრავალს ნავნებს იქმოდა. ხოლო რომელნიმე ზემო აღწერილ არს
Line of ed.: 8     
მოოჴრება საქართველოსი.

Line of ed.: 9        
ვერ გაუძლო გონებამან მეფეს ლუარსაბს; ამისთჳსცა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი,
Line of ed.: 10     
და დაუწყო ჴდომა და რბევა, და ამოსწყჳდნა მრავალნი. და რაოდენიცა ეპყრა მათ
Line of ed.: 11     
კერძონი და ადგილნი საბარათიანო, იგი ყოველნივე წარმოართუა, და განდევნა, და
Line of ed.: 12     
დაიპყრა რაოდენიცა ეპყრა არენი და თემნი საქართველოსანი, თჳნიერ ტფილისისა
Line of ed.: 13     
ციხისა.

Line of ed.: 14        
შავერდი სულთან, განჯის ხანი, ყაენს ამ ალაგების \ მცველად \ დაეყენებინა, და
Line of ed.: 15     
რა მეფის ლუარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, მანცა არაზის-აქათი ლაშქარი შემოიყარა
Line of ed.: 16     
და მეფეზე წარმოვიდა.

Line of ed.: 17        
რა ეს შეიტყო, მეფე ლუარსაბ გორითგან გარის ვარხუნას მივიდა, \ იქითგან
Line of ed.: 18     
შავერდი სულთან წამოვიდა და მოვიდა ქართლად. და იმ ღამეს მეფე ლუარსაბს სიზმარი
Line of ed.: 19     
ენახა. და მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავისი
Line of ed.: 20     
შვილები მოიჴმო და ასრე უთხრა: "სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტად დასაჯერიო,
Line of ed.: 21     
რომ უსაცილოდ ჩუენ გავიმარჯუებთო, და ყიზილბაშნი გაიქცევიანო, და ამ
Line of ed.: 22     
ომში მე მომკვლენო, და ჩეეს მომკვლელსაც ქართველნი მოჰკვლენო".

Line of ed.: 23        
მაშინ ჰყვანდა მეფესა ძენი სამნი: სვიმონ, და დავით, და ვახტანგ. და მაშინ
Line of ed.: 24     
უხუცესსა შვილსა სვიმონს ჴელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: "ჴელმწიფობა ამისთჳს
Line of ed.: 25     
მიმიცემიაო, და კიდეც ეს ღირსაო" და შვილთაც ასე უანდერძა: "უფროს ძმას
Line of ed.: 26     
დაემორჩილენითო" და ყველას უბრძანა, და ფერჴთ აკოცეს, და მეფე აკურთხეს. და
Line of ed.: 27     
ასრე ანდერძი დაუგდო: "ჩემის სიკუდილით ნუ მოიშლებითო, და ნურც ჩემის სიკუდილის
Line of ed.: 28     
ჴმას დააგდებთო. რა ყიზილბაშნი გალახოთო, მას უკან მცხეთას მიწას მიმაბარეთო.
Line of ed.: 29     
ჩემს გლოვა-ტირილს დაეჴსენითო, ქუეყნის შენახვას გაფრთხილდითო".

Page of ed.: 509  
Line of ed.: 1        
რა ესე სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, სრულ ყველანი ატირდენ და ასრე მოაჴსენეს:
Line of ed.: 2     
"რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ-გზობით ნუ შევებმითო და უკუ-ვეცალნეთო".
Line of ed.: 3     
ეს სიტყუა მეფემან შორს დაიჭირა და ასე უპასუხა: "დღეს-აქამომდე
Line of ed.: 4     
ხვანთქარსა და ყაენს ზურგი არ შევაქცივე; რით იქნების, რომ ახლა ერთს ყაჯარს
Line of ed.: 5     
პირი ავარიდოო" ქართველნი დიდად ეაჯნეს, მაგრამ მეფემან ლომ-გუნებისამან ზრახვას
Line of ed.: 6     
სიკუდილი არჩია.

Line of ed.: 7        
და რა სულთან შავერდი რა\ზმ-წყობით მოახლოვდა, და არა ინება მეფემან ომი
Line of ed.: 8     
მინდორსა ზედა, და ჩავიდა გარისს, და უთავა ქართველთა უხუცესი ძე თჳსი სვიმონ,
Line of ed.: 9     
და მივიდა სვიმონ სპითა თჳსითა მეწინავედ, და \ თჳთ მეფე უკან-კერძო მდგომარე
Line of ed.: 10     
იყო, და ახლდა თანა კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი.
Line of ed.: 11     
რა მოვიდეს ყიზილბაშნი, მაშინ მიეტევა მათ სვიმონ და სპანი ქართველთანი, ვითარცა
Line of ed.: 12     
ლომი განძჳნებული, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოეცა ღმრთისა მიერ ძლევა
Line of ed.: 13     
ქართველთა, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი სპანი თათართანი, და წარიქცივნეს იგინი,
Line of ed.: 14     
და ივლტოდეს. და დევნა უყვეს უკანა მათსა და დაანქრივნეს, რამეთუ ვერღარა უძლეს
Line of ed.: 15     
ზოგად წარსლვა, არამედ დასწყჳდნეს ურთირთას; და ვიდოდეს შეცთომილნი ღელეუშენთა
Line of ed.: 16     
და ტყეთა მიმართ. და ერთ-კერძო წარივლტოდა სულთანი იგი შავერდი-ბეგ.

Line of ed.: 17        
ხოლო მაჰმად სულთან სპითა თჳსითა შელტოლვილ იყო ტყესა შინა შეშინებული,
Line of ed.: 18     
და ვერღარა ეძლო წარსლვა დღისით. მაშინ იხილა მეფე ლუარსაბ მცირედითა
Line of ed.: 19     
კაცითა, შემოუტივა მეფესა, და განმჴნდეს ძალითა ღმრთისათა მეფე და მის თანა
Line of ed.: 20     
მყოფნიცა ეპისკოპოზნი და მოხუცებულნი ერისკაცნი, და იქმნეს ვითარცა ჭაბუკნი.
Line of ed.: 21     
და კუალად იქმნა ბრძოლა ძლი\ერი, და სძლო მეფემან, და წარიქცინნეს იგინი, და
Line of ed.: 22     
მოსწყჳდნეს მრავალნი ყიზილბაშნი.

Line of ed.: 23        
ხოლო მეფემან იხილა მაჰმად სულთან, და არა აქუნდა ოროლი ჴელთა, რამეთუ
Line of ed.: 24     
შეემტვრია კაცსა ზედა; და განაფიცხა ტაიჭი თჳსი მეფემან, შეაძგერა ცხენსა მაჰმად
Line of ed.: 25     
სულთანისასა, და დაანარცხა მიწასა ზედა. \ კუალად მიეტევა სხუასა. რამეთუ ყოველივე
Line of ed.: 26     
საბრძოლველი იარაღი დაემსხვრია მეფესა და იბრძოდა ცხენითა თჳნიერ საჭურველისა.
Page of ed.: 510   Line of ed.: 1     
და რა მისდევდა სხუასა ყიზილბაშსა, იყო რამე თხრილი და დანახეთქი მიწისა, და
Line of ed.: 2     
შთაუვარდა ფერჴი ცხენსა მეფისასა, და წარმოექცა ცხენი მეფესა. მაშინ მოუჴდა ყიზილბაში
Line of ed.: 3     
ერთი, სახელით ზაქირ, და იქადა მახჳლი, სცა თავსა მეფისასა და სწყლა სასიკუდინედ,
Line of ed.: 4     
შეჯდა ცხენსა მეფისასა და ივლტოდა. სცნეს რა ქართველთა, დევნა უყვეს
Line of ed.: 5     
ძლიერად და მიეწივნეს, და მოკლეს იგიცა, და სულთან მაჰმად, და სპანი მისნი ყოველნივე
Line of ed.: 6     
ამოსწყჳდნეს.

Line of ed.: 7        
მაშინ სვიმონს გამარჯუებოდა ძლიერად და სდევნიდა სულთანსა განძისასა შავერდის,
Line of ed.: 8     
და სრვიდეს სპათა ვითარცა მხალთა მდელოსათა. და აუწყეს სვიმონს \ საქმე ესე,
Line of ed.: 9     
და მყის შემოიქცა და მოვიდა მეფეს თანა, და მწუხარე იქმნა ფრიად და წარვიდეს.
Line of ed.: 10     
ყიზილბაშნი განჯას, და დაიპყრნა სვიმონ ალაგნი საქართველოსანი ყოველნივე.

Line of ed.: 11        
და იცოცხლა მცირესა ხანსა დაწყლულებისა მისგან მეფემან ლუარსაბ, და მასვე
Line of ed.: 12     
წყლულებასა შინა მიიცვალა იგი, ვითარცა წმიდა მოწამე ვახტანგ და დავით მეფე.
Line of ed.: 13     
და აღიღეს წმიდა გუამი მისი და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას ღ(ვ)თივ-აღმართებულსა
Line of ed.: 14     
სუეტსა ცხოველსა. და იქმნა გლოვა და მწუხარება ქართველთა მიერ, ქორონიკონსა
Line of ed.: 15     
ს̂მვ, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფიზ.

Line of ed.: 16        
და დაჯდა მეფედ მამისა მისისა წილ სვიმონ. და იყო ჟამსა ამას შინა კათალიკოზი
Line of ed.: 17     
ნიკოლაოზ. მაშინ წარიყვანეს სვიმონ და აკურთხეს მეფედ მცხეთას და მცხეთით
Line of ed.: 18     
გორს მივიდა. და ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა, და გარეშე კაცნი მეფეს სვიმონს
Line of ed.: 19     
ემსახურებოდენ. მაშინ დაემზახლა მეფე სვიმონ კახსა ბატონსა ლევანს. და მისცა
Line of ed.: 20     
ლევან ასული თჳსი, ნაშობი შამხლისა ქალისაგან. და წარმოიყვანა იგი მეფემან სვიმონ
Line of ed.: 21     
და ჰყვეს ქორწილი სახელოვანი და ეპყრა მტკიცედ საქართველო.

Line of ed.: 22        
ქორონიკონსა ს̂მჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ დაიჭირეს
Line of ed.: 23     
თათართა. აღიძრა მეფე სვიმონ მტერობად და შურად ყიზილბაშთა, და იკრებდა სპასა
Line of ed.: 24     
თჳსსა სვიმონ, რათა აღიღოს ციხე ტფილისისა. ესმა ესე ამბავი ნაპირის მცველს
Line of ed.: 25     
ყარაბაღის ბატონს, და იმანცა არეზის-წყალს გამოღმართი ლაშქარი შეიყარა, და
Line of ed.: 26     
ქალაქს მოსაშუელებლად წარმოვიდა.

Line of ed.: 27        
მაშინ ესმა მეფესა სვიმონს, შემოიყარა სპანი საქართველოსანი, და ჩამოვიდა
Line of ed.: 28     
ციხედიდს, და მიუწერა ცოლის-ძმასა თჳსსა კახის ბატონის შვილს გიორგის და ითხოვა
Line of ed.: 29     
მისგან შეწევნა და წარმოვიდა გიორგი სპითა თჳსითა და შემოიყარა ციხედიდს.

Page of ed.: 511  
Line of ed.: 1        
მაშინ სცნეს საქმე ესე სპარსთა, შემოიყარნეს სპანი მრავალნი და წარმოემართნეს
Line of ed.: 2     
ტფილისს, რამეთუ ჟამსა მას უშენ და ოჴერ იყო კაცთაგან ხუნანი, და ღვინჭრობი,
Line of ed.: 3     
და ვაშლოვანი. მოვიდნენ და დადგნენ იაღლუზას ღამესა ერთსა, და შემოვიდეს ციხესა
Line of ed.: 4     
ტფილისისასა, რამეთუ მათ ეპყრა ციხე იგი. ჟამსა მას ქართველთ ხანდაგი გაეთხარათ,
Line of ed.: 5     
ამისთჳს რომე \ არამც მოპარვით ყიზილბაშნი თავს არ დაესხნენ, და ტფილისითგან
Line of ed.: 6     
წარმოვიდეს უგრძნობელად. და მიმართეს ციხედიდს.

Line of ed.: 7        
\ ხოლო მეფემან წინათვე ყარაულად გამოაყენა გერმანოზის-შვილი სოფელსა შინა
Line of ed.: 8     
მუხათგუერდისასა, გარდაჴდად დღესასწაულსა აღდგომისასა, და ეგულებოდა კუალად
Line of ed.: 9     
მუნ ჩასლვად, და შეკრვად გზებისა. და ამას შინა უგრძნობელად შეუვლეს ყიზილბაშთა
Line of ed.: 10     
მუხათგუერდი. მივიდეს და, სადაცა ხანდაგი იყო, ხანდაგთან ჩამოჴდეს, და ის ხანდაგი
Line of ed.: 11     
გაასწორეს, შეუგრად დაესხნეს დღესა აღდგომისასა, აქათ ქართველთა და იქით ყიზილბაშთ
Line of ed.: 12     
რაზმი დააწყვეს. და ყიზილბაშთ მეწინავეში და ქართველთ ლაშქარში ომი და
Line of ed.: 13     
ცემა გაჴშირდა, და ქართველნი ნამეტავად თავგამომეტებით იბრძოდეს, და მრავალი
Line of ed.: 14     
ყიზილბაში მოკლეს.

Line of ed.: 15        
და რა განჯის ხანმა ასრე თავგამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ
Line of ed.: 16     
ასრე უთხრა: "გზა შორსა გუაქუსო, რომ გავიქცეთო, და ვერსად გავატანთო, უკან
Line of ed.: 17     
დაგუეწევიან და დაგუჴოცენო. მუხანათობით სიკუდილს ისევ ვამჯობინოთო, რომ ძალმიცემით
Line of ed.: 18     
ომში ამათვე შევაკუდეთო". ყველამ "ჰალა, ჰალა" დაიძახეს, და შეუტივეს
Line of ed.: 19     
ჴმალ-დაწვდილთა და იქიდამ ქართველთ წამოუშინეს. და ორგნითვე კარგად იყვნენ,
Line of ed.: 20     
მაგრამ ყიზილბაში უფრო ბევრი მოკუდა, და გაქცევასაც აპირებდენ. და კახის ჯარმან
Line of ed.: 21     
შექნა ტირილი და თავს-ცემა, რომე ბატონიშვილი გიორგი მოკლესო. ომისა აღარა
Line of ed.: 22     
ინაღვლეს რა, მკუდარი საომარით გამოიტანეს, და ომი და ბრძოლა გაუშუეს. ამაზედ
Line of ed.: 23     
ყიზილბაშთ დრო დაისცეს, მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შემოუტივეს, და
Line of ed.: 24     
ყიზილბაშთ გაიმარჯუეს, და სხუანი მრავალნი თავადნი და აზნაურნი და მსახურ\ნი
Line of ed.: 25     
ქართლისანი უფროსღა მოსწყჳდნეს, და დარჩათ ძლევა ყიზილბაშთა, და შეიცეს
Line of ed.: 26     
ქართველნი, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფო, ქორონიკონსა ს̂მთ.

Line of ed.: 27        
იმავ ღამეს შავერდი სულთან ქალაქს შევიდა, და მეფე სჳმონ თავისის ლაშქრით
Line of ed.: 28     
გორს მივიდა. და კახის ბატონის შვილი გიორგი მოკლული ლევანს მიუტანეს.
Line of ed.: 29     
შეიქმნა გლოვა და ტირილი შვილისათჳს ბატონის ლევანისა ერთობილად კახთა. და
Line of ed.: 30     
ასრევე გორს ნესტან-დარეჯან დედოფალს საყუარელის ძმის გიორგი ბატონისშვილის.
Line of ed.: 31     
მოკვლა გაუმჟღავნეს. და საქართველოს ჯარი მოვიდა, იტირეს, იგლოვეს, და საორმოცედ
Line of ed.: 32     
ბატონი დედოფალი, ქართლის თავადები ჯალაბობრივ კახეთს მამის მისატირებლად
Page of ed.: 512   Line of ed.: 1     
და საყუარელის ძმის სატირლად ალავერდს მივიდნენ, და ორმოცამდინ მამასთან იყო,
Line of ed.: 2     
იტირა, იგლოვა და ისევ ქართლს მოვიდა.

Line of ed.: 3        
ამავე წელსა და ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი აშოთან
Line of ed.: 4     
მოკლეს ფხოველთა. ხოლო იყო უმრწემესი ძმა მეფისა სვიმონისი, სახელით დავით,
Line of ed.: 5     
\ და შემოსწყრა ძმასა თჳსსა მეფესა სვიმონს, და წარვიდა შაჰ-თამაზ ყაენის კარსა.
Line of ed.: 6     
ყაენი ყაზმინს იყო და, რა დავითის მოსვლა ჴელმწიფეს მოაჴსენეს, დიდად იამა, და
Line of ed.: 7     
სრულ ბეგლარი, ვინც კარზედ იყო, წინ მიაგება, და უფროსი-ერთი ბარათიანნი
Line of ed.: 8     
თან ახლდენ, და მისის ძმის მეფის სვიმონისაგან შემომწყრალი იყო. ამისთჳს უფრო
Line of ed.: 9     
დიდად პატივ-ცეს და შვილობის რაყამი უბოძეს. და მეჯლიშშიგან ყაენმან თჳსსა
Line of ed.: 10     
სიახლოვეს დაისუა, და ვითაც ჴელმწიფესა ქუეშ მოუფინეს, და დორი დაუდვეს, და
Line of ed.: 11     
ზედ დასუეს. და მი\სი თავადები მეჯლიშში დასხეს, და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდენ.
Line of ed.: 12     
და ცოტას ხანს უკან ჰგმო ღმერთი და გათათრდა, და უწოდეს სახელად დაუთხან. და
Line of ed.: 13     
მისთანანიცა დაათათრეს და საჴელმწიფო იარაღი ყოველი რამე უბოძეს და მის
Line of ed.: 14     
თავადთა და აზნაურის შვილთა ხალათი, სახარჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს და
Line of ed.: 15     
უბოძეს. რაც ბატონ-ყმათ მიეცა, სრულ ცხრაათასის თუმნისა იყო. და ქალაქისა და
Line of ed.: 16     
სომხით-საბარათიანოს მეფობა მისცეს, და რაყამში შვილობით ჩაწერეს, და მესტუმრე
Line of ed.: 17     
თან გაატანეს, და დიდის პატივითა და მორჭმით გაისტუმრეს. და წელიწადში თჳთოს
Line of ed.: 18     
ნაპირის ხანს მეფის დავითის მცველად თავისის ლაშქრით მოუყენებდენ ქალაქის
Line of ed.: 19     
ციხეში.

Line of ed.: 20        
მაგრამ მეფე სვიმონ არ ეჴსნებოდა, და სომხით-საბარათიანოს არბევდა, და ქალაქის
Line of ed.: 21     
აღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ აიღო. კიდევ მეფემან სვიმონ \ ლაშქარი შეიყარა
Line of ed.: 22     
საქართველოს ცხენოსან-ქუეითნი, და წარვიდა ბრძოლად დაუთხანისა, ქრისტეს აქეთ
Line of ed.: 23     
ჩ̂ფჲჱ. მოვიდა და დადგა დიღვამს. სცნა რა ესე დაუთხან ქალაქზე წამოსვლა სვიმონისი,
Line of ed.: 24     
იმანაც სომხით-ბარათიანნი, თათარნი და მოქალაქენი შემოიყარნა, და ძმას
Line of ed.: 25     
საომრად მიეგება. ნახა რომე მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრი იყო. შეება დიღომს.
Line of ed.: 26     
იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე,
Line of ed.: 27     
ხოლო დაუთხანისა მოსწყდეს ორი ათასნი, სძლიეს სპათა სვიმონისთა, და წარიქციეს.
Line of ed.: 28     
დაუთხან, და მეოტი ისევ ქალაქში შემოვიდა. მაგრამ ყარამანალუს ხალიფა რომე
Line of ed.: 29     
ყიზილბაშის სარდალი იყო, ჭკუა-ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ
Page of ed.: 513   Line of ed.: 1     
დაუჯერა, და სამარტოოდ სახელს ეძებდა, მეფეს სვიმონს შეება, და ძალმიცემით და
Line of ed.: 2     
თავგამომეტებით ძალზედ იბრძოდა, და ბევრი ნავნებიცა ქმნა, მაგრამ თჳითანაც
Line of ed.: 3     
მოკლეს და ჯარიც ამოუწყჳტეს.

Line of ed.: 4        
ეს ამბავი დავით მეფემან ყაენს მისწერა, და ლაშქარი სთხოვა, და ყაენის ბრძანება
Line of ed.: 5     
იქმნა, და ასან-ბეგ ყარამანლუ სარდლად უჩინეს, და დიდის ლაშქრით მეფეს დავითს.
Line of ed.: 6     
მოაშუელეს; დავით მეფემანც თავისი ლაშქარი შეიყარა და მეფეს სვიმონზე გაილაშქრა.

Line of ed.: 7        
მეფე სვიმონ დიღომს იდგა, და შეიბნენ, ქორონიკონსა ს̂ნე. იქმნა ბრძოლა
Line of ed.: 8     
ძლიერი, და მოისრნეს სპანი მეფისა სვიმონისნი მცირედნი რამე, ხოლო დაუთხანისა
Line of ed.: 9     
მოსწყჳდნეს ორი წილი. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა სვიმონს და წარიქციეს.
Line of ed.: 10     
დაუთხნა მეოტი, და შევიდეს ციხესა \ ტფილისისასა მხოლოდ, და სპანი მისნი რომელნიმე
Line of ed.: 11     
მოსრნეს და რომელნიმე დაიპყრნეს. მაშინ მოადგა მეფე სვიმონ ციხესა ტფილისისასა,
Line of ed.: 12     
და ეგონა მოქალაქენი მომივლენო. ყაენის შიშით მოქალაქენი არ მოუვიდნენ,
Line of ed.: 13     
და ცოლშვილი იმათაც ციხეში შეასხეს, და ციხიდამ შექმნეს ბრძოლა და თოფთა და
Line of ed.: 14     
ზარბაზანთა სროლა, და აღარც ბარათიანნი მოვიდნენ, და ციხიდაღმეც კაცნი დაუჴოცნეს,
Line of ed.: 15     
და იდგნენ ჟამსა რაოდენსამე, და შეაწუხნეს ფრიად.

Line of ed.: 16        
ხოლო წარავლინეს კაცი, და აუწყა ამირსპასალარსა შაჰ-თამაზისსა უსეინ-ბეგს.
Line of ed.: 17     
შაწუხება თჳსი დაუთხან და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ წარმოვიდა უსეინ-ბეგ სპითა
Line of ed.: 18     
ურიცხჳთა და ღამე შემოვიდა ციხესა შინა ტფილისისასა. \ და ვერა სცნა მეფემან
Line of ed.: 19     
სვიმონ მოსვლა მისი და წარვიდა სამადლოს. ამას ზედა მოიცა ძალი და განლაღნა
Line of ed.: 20     
დაუთხან, განვიდა ციხით და მივიდა სამადლოს.

Line of ed.: 21        
ქორონიკონსა ს̂ნვ: ეწყვნეს მეფე სვიმონ და დაუთხან ურთიერთას, შეიქმნა
Line of ed.: 22     
ბრძოლა ძლიერი. მაშინ განლომნეს მეფე სვიმონ და სპანი ქართველთანი, და მოსცა
Line of ed.: 23     
ღმერთმან ძლევა მეფესა და ქართველთა. კუალად წარიქციეს დაუთხან, და ყიზილბაშნი
Line of ed.: 24     
მრავალნი ამოსწყჳდნეს და უმრავლესნი დაიპყრნეს და დევნა უყვეს. მაშინ ლტოლვილნი
Line of ed.: 25     
შეიხუეწნეს ციხესა შინა ტფილისისასა, და მივიდა მეფე სვიმონ, და ადგა
Line of ed.: 26     
ციხესა მას ჟამ რაოდენმე და ვერა აიღეს; და წარვიდა გამარჯუებული და აღვსილი
Line of ed.: 27     
საშოვრითა მრავლითა.

Line of ed.: 28        
ხოლო დაუთხან აუწყა საქმე ესე შაჰ-თამაზს, და მოაჯე ექმნა კუალად შეწევნად.
Line of ed.: 29     
მაშინ მოუმცნო შაჰ-თამაზ შამხალსა, რომელსა ეწოდა ჩერქეზ, და სულთანსა შაქისასა,
Line of ed.: 30     
და ყარაბაღელთა, და გარემოთა ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შემწე ეყონ დაუთხანსა.

Page of ed.: 514  
Line of ed.: 1        
ხოლო შეიყარა სპანი ურიცხუნი, და მოვიდეს საზღვართა ქართლისათა. მაშინ
Line of ed.: 2     
წარვიდა ყორღანაშვილი კახაბერი და წინა-მიეგება მათ განჯას, რამეთუ ფრიად ეშიშოდეს
Line of ed.: 3     
ყიზილბაშთა მოსლვად საქართველოსა შინა. ხოლო ამან ყორღანაშვილმან
Line of ed.: 4     
იტვირთა სისხლი მათი და წინამძღუარ ექმნა მათ, რამეთუ ვერ ძალ-ედვათ თჳნიერ
Line of ed.: 5     
მისსა შემოსვლა საქართველოსა შინა.

Line of ed.: 6        
მაშინ შემოიყარა მეფემან სვიმონ სპანი საქართველოსანი და მივიდა ფარცხისს,
Line of ed.: 7     
რამეთუ მუნ მდგომარე იყვნეს ყიზილბაშნი, და იყვნეს ათგზის უმრავლეს ქართველთა.
Line of ed.: 8     
მაშინ მიეტევნეს ქართველნი გულითა სრულითა, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და
Line of ed.: 9     
მიდრიკნეს ყიზილბაშნი პირველსავე კუეთებასა ზედა. და განმჴნდეს სპანი ქართველთანი
Line of ed.: 10     
მათ ზედა, სრვიდეს და იპყრობდეს.

Line of ed.: 11        
ამას \ შინა მოუჴდა მეფე სვიმონ ერთსა ჭურვილსა ყიზილბაშსა, სცა ძლიერად
Line of ed.: 12     
ოროლითა და დაანარცხა მიწასა ზედა, და მოკლა იგი. და კუალად სილაღით მიეტევა
Line of ed.: 13     
სხუათა, და განშორდა სპათა თჳსთა მაშინ იცნა იგი ყორღანაშვილმან და უთხრა
Line of ed.: 14     
ყიზილბაშთა: "ესე არს მეფე სვიმონო" ხოლო მათ მიმართეს, და შემოერტყნეს გარე,
Line of ed.: 15     
და სიმრავლითა მათითა შეიპყრეს მეფე სვიმონ, ქორონიკონსა ს̂ნზ, და ვერა სცნეს
Line of ed.: 16     
ქართველთა შეპყრობა მისი. ამისა შემდგომად ჰქმნეს სახელი დიდი და იბრძოლეს,
Line of ed.: 17     
და მოსრნეს მრავალნი ყიზილბაშნი. და ვითარა სცნეს შეპყრობა მეფისა, დამაშურალნი
Line of ed.: 18     
ფრიად სიფიცხლისაგან ომთასა, იარაღი \ არღარა აქუნდათ, ყოველივე შეემუსრათ.
Line of ed.: 19     
მაშინ უკუმოეცალნეს ქართველნი, და წარიყვანეს მეფე სვიმონ და მიიყვანეს
Line of ed.: 20     
დაჭერილი ტფილისის ქალაქს, და დიდის პატივით ყაენთან გაისტუმრეს ყაზვინს.
Line of ed.: 21     
შაჰ-თამაზ ყაენთან. ხოლო ყაენმან დიდად პატივ-სცა და მისცა საბოძვარი მრავალი,
Line of ed.: 22     
და აიძულეს დატევებად სჯულისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა უსმინა მათ, არამედ
Line of ed.: 23     
მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ამისთჳსცა განრისხდა ყაენი, და წარავლინეს იგი,
Line of ed.: 24     
და ტყუე ჰყვეს ციხესა შინა ალამუტისასა.

Line of ed.: 25        
ქორონიკონსა ს̂ჲა: პატრონი ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნ̂ა თებერვალს ი̂გ
Line of ed.: 26     
გათავდებოდა მიიცვალა ყაზმინს ენკენისთუეს კ̂თ, დღესა სამშაბათსა, მეცხრესა ჟამსა,
Line of ed.: 27     
მთოვარეს ბ̂.

Line of ed.: 28        
ამასვე ქორონიკონსა მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ შირაზს გაგზავნეს
Line of ed.: 29     
ყაზმინიდამა ღჳნობისთუეს კ̂ბ, დღესა ხუთშაბათსა.

Page of ed.: 515  
Line of ed.: 1        
ხოლო ჟამსა ამას შინა მიიცვალა კახი ბატონი ლევან ქრისტეს აქეთ ჩ̂ფოე,
Line of ed.: 2     
ქორონიკონსა ს̂ჲგ, და დაჯდა მის წილად პირმშო ძე მისი ალექსანდრე და მან
Line of ed.: 3     
დაიპყრა კახეთი.

Line of ed.: 4        
ესე ალექსანდრე იეო ნაშობი გურიელის აულისა, ხოლო ელიმირზონ და ხოსრომირზა-ნაშობი
Line of ed.: 5     
შამხლის ასულისაგან, პირველ მეფობასა ლევანისასა. ესენი ელიმირზონ
Line of ed.: 6     
და ხოსრო-მირზა დედითაც გამო იყვნენ მეფის სვიმონის ცოლისა, \ და სამშობლოდ
Line of ed.: 7     
ჰყვანდათ შამხალი, და ამ ორის გზითა და ზურგით უფროს ძმას არა თავს
Line of ed.: 8     
უდებდენ, სძულობდენ.

Line of ed.: 9        
და შემდგომად ლევანის სიკუდილისა განიყვნეს კახნი: რომელნიმე მიერთნენ
Line of ed.: 10     
ალექსანდრეს და რომელნიმე ელიმირზონს და ხოსრო-მირზას. და არს ჩუეულება ესე
Line of ed.: 11     
კახთა ძუელითგან, და იქმნა შური დიდი ძმათა შორის. მაშინ წარვიდეს ელიმირზონ
Line of ed.: 12     
და ხოსრო-მირზა და მივიდეს თორღას. ხოლო ალექსანდრემ შემოიყარა თჳსნი კერძნი
Line of ed.: 13     
კახნი და წარვიდა მათ ზედა. და ვითარცა მივიდა, ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა
Line of ed.: 14     
ბრძოლა, და მოიკლა ომსა მას შინა ორნივე ძმანი ელიმირზონ და ხოსრო-მირზა,
Line of ed.: 15     
და ძმისწულნი, და დაიპყრა სრულიად კახეთი ალექსანდრემ.

Line of ed.: 16        
ხოლო დაუთხანს ეპყრა ტფილისი და საბარათიანო, და იჯდა დმანის-ჴევს ც\იხესა
Line of ed.: 17     
შინა. და ცოლი მეფისა სვიმონისა დედოფალი ნესტან-დარეჯან იყო კავთისჴევს, და
Line of ed.: 18     
ჰყვა ძე ერთი მცირე, რომელსა ეწოდა გიორგი. და ოდეს დაიდასტურეს ქსნის ერისთავმან
Line of ed.: 19     
და ამილახორმან ტყუეობა მეფისა სვიმონისა და სიკუდილი ცოლის ძმებისა
Line of ed.: 20     
მისისა, კახის ბატონის შვილებისა, მაშინ განირისხეს ღმერთი. სძლია ანგარებამან
Line of ed.: 21     
და ვეცხლის-მოყუარებამან, შეესივნეს დედოფალსა ნესტან-დარეჯანს და იავარ-ყვეს
Line of ed.: 22     
საუნჯენი მისნი, და წარიღეს ყოველივე, რაცა აქუნდათ, მეფისა სვიმონისა და დედოფლისა
Line of ed.: 23     
ნესტან-დარეჯანისა, და მიმოაქუნდათ ყოველთავე დიდთა და მცირედთა, რამეთუ
Line of ed.: 24     
იტყოდეს სიტყუასა ამას ერთგულნი ყმანი მეფისანი, რომელსა აწცა იტყჳან ანდაზად,
Line of ed.: 25     
და არს სიტყუა ესე მაშინ თქმული: "ვაჰმე, ბატონის სვიმონის საქონელო" და წარიღეს
Line of ed.: 26     
ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა.

Line of ed.: 27        
და იყო ჟამსა ამას ამირსპასალარი საბარათიანოსა ბარათასშვილი საჩინო, კაცი
Line of ed.: 28     
ფრიად კეთილი, \ და ესე არა მორჩილებდა დაუთხანს, რამეთუ იყო ერთგული მეფისა
Line of ed.: 29     
სვიმონისა. დღესა ერთსა მოვიდოდა იგი კოჭრის-კერძოდ და, ვითარცა მივიდა თავსა
Page of ed.: 516   Line of ed.: 1     
გელიყარისასა, შეემთხვია მუნ წინ ყორღანაშვილი კახაბერი, რომელი მოუძღუა ყიზილბაშთა,
Line of ed.: 2     
ოდეს შეიპყრეს მეფე \ სვიმონ. ხოლო იცნა საჩინო ბარათაშვილმან კახაბერი
Line of ed.: 3     
იგი ყორღანაშვილი, შეიპყრა იგი და გარდააგდო კლდესა მას გელიყარისასა, და
Line of ed.: 4     
მიგორევდა ყორღანაშვილი და იტყოდა თჳთვე ლექს\სა ამას:


Line of ed.: 5        
ყორღანას-ძე" ქარაფიდანა, ხელი ჰკრეს და გარდაფრინდა".


Line of ed.: 6        
ხოლო კახსა ბატონსა ალექსანდრეს ესუა ცოლად ასული ამილახორისა თინათინ.
Line of ed.: 7     
და ესხნეს ალექსანდრეს ხუთ ძე: დავით, ერეკლე, გიორგი, კოსტანტინე და როსტომ;
Line of ed.: 8     
და ჰყვა ასული ერთი ნესტან, რომელსა ეწოდა დარეჯან. და ესე ნესტან-დარეჯან
Line of ed.: 9     
მიათხოვა დადიანს მანუჩარს, ძესა მამია დადიანისასა, და წარგზავნა ზითვითა დიდითა.

Line of ed.: 10        
ხოლო ძე მისი ერეკლე ურჩ ექმნა მამასა თჳსსა ალექსანდრეს, და წარვიდა სტამბოლს.
Line of ed.: 11     
მაშინ მიესმა შაჰ-თამაზს, განრისხნა და წარმოემართა, რამეთუ ჰგონებდა განდგომილებასა
Line of ed.: 12     
ალექსანდრესსა, და მოვიდა სპითა ურიცხჳთა ყარაბაღს. და შეწუხნა
Line of ed.: 13     
ფრიად ალექსანდრე. მაშინ სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან მოიპოვა ღონე რაჲმე და
Line of ed.: 14     
რქუა ალექსანდრეს და კახთა: "უკეთუ იქმნას საქმესა მას ზედა სიმრავლე ცოდვისა,
Line of ed.: 15     
იყავნ ზოგად ყოველთათჳს, და მე განვარინო კახეთი რისხვისაგან შაჰ-თამაზისა".
Line of ed.: 16     
ხოლო მისცეს ყოველთავე დიდებულთა კახეთისათა ჴელითწერილი.

Line of ed.: 17        
ხოლო ჟამსა მას გარდაცვალებულ იყო ქაიხოსრო ათაბაგი, და იპყრობდა ძე მისი
Line of ed.: 18     
მცირე მანუჩარ. მაშინ წინააღრჩევითა ჩოლაყასშვილის სახლთხუცისათა წარავლინეს
Line of ed.: 19     
კაცი და მიუწერეს დედისიმედსა, ცოლსა ქაიხოსრო ათაბაგისსა, ესრეთ, ვითარმედ:
Line of ed.: 20     
შალიკაშვილს" ვარაზს ნებავს ღალატი შენთჳს და ძისა შენისა მანუჩარისთჳს, რამეთუ
Line of ed.: 21     
მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა
Line of ed.: 22     
ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და
Line of ed.: 23     
მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ-თამაზ და წარვალს სახიდ თჳსად, და
Line of ed.: 24     
უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას".

Line of ed.: 25        
ხოლო ესე დედისიმედი იყო ჭკუით სულელი და უღ(ვ)თო. ვითარცა ესმა საქმე
Line of ed.: 26     
ესე, ვერ გულისჴმა ჰყო მზაკუარება იგი კახთა, და სარწ\მუნო-ქმნილმან სიტყუასა ამას
Line of ed.: 27     
ზედა შეიპყრა ღალატად შალიკაშვილი ვარაზა და მოკლა იგი, და დასთხია სისხლი
Line of ed.: 28     
უბრალო, რამეთუ ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული
Line of ed.: 29     
და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ-თამაზისა.

Page of ed.: 517  
Line of ed.: 1        
ხოლო ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი ვარაზისი, განრისხნა ფრიად. მაშინ არღარა
Line of ed.: 2     
მოვიდა კახეთსა ზედა, არამედ მივიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყჳდა
Line of ed.: 3     
სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი. ბოროტი, და წარავლინა კაცი ხვანთქართანა,
Line of ed.: 4     
და ინებეს მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და განიყვეს \ ქუეყანა ჟამსა მას
Line of ed.: 5     
და შერიგდენ.

Line of ed.: 6        
მაშინ დარჩა წილად ხვანთქარსა იმერეთი, ოდიში, გურია და საათაბაგო ქართლისა
Line of ed.: 7     
საზღვრამდე; დარჩა კარი საზღვრამდე აბოცისა და ერევანისა და სომხითი საზღვრამდე,
Line of ed.: 8     
რომელსა აწ თურქისტანად უწოდენ, ვიდრე ბაღდადადმდე.

Line of ed.: 9        
ხოლო შაჰ-თამაზ დაიპყრა ქართლი, კახეთი, ერევანი, ქურთისტანს-აქათი, და
Line of ed.: 10     
მიერითგან იყო ურთიერთას შორის ერთობა და მშჳდობა ვითარცა ერთგულნი მოსავნი
Line of ed.: 11     
მაჰმადისანი. ხოლო ბატონმან ალექსანდრე წა\რავლინა ძე თჳსი კოსტანტინე შაჰ-თამაზისა
Line of ed.: 12     
თანა, და წარატანა ძღუენი მრავალი და მოაჯე ექმნა ფრიად, და მიუმცნო
Line of ed.: 13     
ურჩება ძისა თჳსისა ერეკლესი, რომელ "ურჩებითა ჩემითა წარვიდა ხვანთქართანა".
Line of ed.: 14     
მაშინ უსმინა შაჰ-თამაზ აჰა ბატონის ალექსანდრესი, და წარვიდა სამყოფსა თჳსსა,
Line of ed.: 15     
და თანა წარიყვანა კოსტანტინე ყრმა მცირე მძევლისა მსგავსად.

Line of ed.: 16        
შემდგომად ამისა გარდაჴდა მცირე რამე ხანი.

Line of ed.: 17        
ქორონიკონსა ს̂ჲდ: მაისსა ი̂ე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და
Line of ed.: 18     
უსტა-ჯალუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა
Line of ed.: 19     
მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუჴდენ, აიდარმირზა
Line of ed.: 20     
მოკლეს, უსტა-ჯალუანი ამოსწყჳდეს და ისმეილ-მირზას გამოსაყვანად კაცი
Line of ed.: 21     
გაგზავნეს.

Line of ed.: 22        
ამავე ქორონიკონსა და ამავე მაისსა ოცდაორსა შაჰ-თამაზის შვილი შაჰ-ისმაილი
Line of ed.: 23     
ტყუედ იჯდა \ ციხესა ყალყაას დაგამოიყვანეს დღესა სამშაბათსა. და ამავე მაისსა
Line of ed.: 24     
კ̂ვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კ̂ჱ ყაზმინისაკენ წავიდა.

Line of ed.: 25        
და დასუეს ყაენად შაჰ-ისმაილ, და მეფე სვიმონ ალამუტის ციხითგან გამოიყვანა,
Page of ed.: 518   Line of ed.: 1     
ყაზმინს მოაყვანინა, და საქართველოს ბატონობა მისცა, და მრავალი სხუა წყალობა
Line of ed.: 2     
დამართა, საჴელმწიფო მორთულობა ყოვლის ქარხნებისაგან გაურიგა.

Line of ed.: 3        
რა ეს ამბავი ტფილისის ქალაქს მჯდომს მეფეს დავითს მოუვიდა, იწყინა და
Line of ed.: 4     
ხვანთქართან ჩაფარი გაგზავნა, და ლაშქარი სთხოვა.

Line of ed.: 5        
ამავე წელს ივნისსა ათაბაგი ყუარყუარე, და ძმა მათი პატრონი მანუჩარ, და
Line of ed.: 6     
ბიძაშვილი \ მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს
Line of ed.: 7     
წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა,
Line of ed.: 8     
სამწუბთ-ღელეში დავდეგით. აცნობა ოლადის ქვაბიდამა ბედიანის-შვილმან იასონ ვარაზაშვილს
Line of ed.: 9     
კოკოლასა, და მის ძმასა ლაშქარასა, და მის ბიძას გურგაქსა.

Line of ed.: 10        
იახლნეს თანა დიასამიძის ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან,
Line of ed.: 11     
ამატაკის შვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ, და მათი ძმისწული როსტომ,
Line of ed.: 12     
და ამატაკის ვაჟი სეხნიაი -- ესენი დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს,
Line of ed.: 13     
და ორთვალთ-ჴიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს.

Line of ed.: 14        
იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გუერდს იახლა, საუბარს შეესწრა
Line of ed.: 15     
კაცსა: "თუ \ გულმართლა ბატონებზე თავ-დასასხმელად და დასაჴოცლად მიდიანო".
Line of ed.: 16     
იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის: "თუ \ გულმართლა ბატონის.
Line of ed.: 17     
შვილებს დაჴოცენ, ფიცხლა აცნობეო". წარმოვიდა ყანდურალი და აცნობა ბატონებსა;
Line of ed.: 18     
ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და, ვინც იყო, დაეკაზმნეს, ოცამდი შეკაზმული კაცი
Line of ed.: 19     
იყო, ბარგი აჰკიდეს, დიდხანს იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოიგეს ოჴერათ თავს
Line of ed.: 20     
სიმაგრესა. ივნისს ლ̂, შაბათს დღეს, განთიად, დაესხნეს ნასადგომევსა, სხუა აღარა
Line of ed.: 21     
დახუდათ-რა, თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახუდა და ის დაიფორაქეს; ჯორები
Line of ed.: 22     
კიდევ მოსცეს ჩუენი და მათი კაცი გარდაიკიდნეს ერთი მოკლეს და ერთი ჴელთ
Line of ed.: 23     
დაიჭირეს ჩუენთა, წავიდეს გაწბილებულნი, ეკუეხათ: "თუ არ გაგუსწრებო\დეს, თავებს
Line of ed.: 24     
დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით; და ეს გუექნა თუ, მარტვილებსაც არ
Line of ed.: 25     
გაუშვებდით ცოცხალსა".

Line of ed.: 26        
დავარდა ჴმა, დაიწყო ჩუენმან ლაშქარმან მოდენა, გაემართნეს პატრონი ყუარყუარე
Line of ed.: 27     
და პატრონი მანუჩარ და ერეკლე სახელსა ზედა ღმრთისასა, და მივედიო ზედა თმოგუს,
Line of ed.: 28     
და თმოგჳს ქალაქი მოვარბიეთ და იქვე ზედა თმოგუს ამოვედით. და პატრონი
Page of ed.: 519   Line of ed.: 1     
დედა მათი დედისიმედ-ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის ქუაბს მოვადეგით,
Line of ed.: 2     
და ოთხშაბათს იერიშით აღვიღევით, და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით,
Line of ed.: 3     
რჩეულიან[ნ]ი შემოვიწყვენით, კვირას დღეს ოლადის ქუაბი ავიღევით, ამოვედით,
Line of ed.: 4     
კარწახს დავდეგით ივლისსა ი̂თ, დღესა ხუთშაბათსა.

Line of ed.: 5        
ქორონიკონსა ს̂ჲდ: ერეკლე შევკაზმეთ, მუხრანის ბატონის. არჩილის შვილი,
Line of ed.: 6     
წლისა ი̂ვ, სამის თჳსა და სამის კჳრისა. მიუჴედით ფოსოს, სახლი დავწვით და
Line of ed.: 7     
ამოვწყჳდეთ. გაუძახეთ ლაშქარი, დარღუეულთ ხიზანი და ალამი გამოვიღეთ, და მოვედით
Line of ed.: 8     
და პალაკაციოს დავდეგით. იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწვით ალაბუტი
Line of ed.: 9     
და კამროანი. ყაენთან ელჩი გავგზავნეთ, და ამავე თუესა, ივლისსა კ̂, დღესა შაბათსა,
Line of ed.: 10     
შალიკაშვილის ზემბადის შვილმან მათივ ნაქონები ოლთის ციხე წაართუა,
Line of ed.: 11     
ჩუენ თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს შერანშაიანთ წყაროზე
Line of ed.: 12     
დავდეგით, და მერმე აწყუერს წავედით.

Line of ed.: 13        
ამავე ქორონიკონსა, აგვისტოს ოცდათერთმეტსა, ვარნეთის ციხეს უღალატეს
Line of ed.: 14     
მგელციხიდამ, და ენკენისთუეს ოთხსა დიასამიძემან დ\ემოთის საღალატოი აზნაურისშვილები
Line of ed.: 15     
და მსახურები გაგზავნა, და ვეღარ უღალატეს. და ჩვიდმეტი ჴელთ დარჩა
Line of ed.: 16     
აჯარს შალვაშვილს, ციხისთავსა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძასშვილი,
Line of ed.: 17     
მგელციხეს იყვნეს და შალიკაიანთ აზნაურშვილებს თავს დაესხნეს აზნაურშვილები
Line of ed.: 18     
გარდაეხუეწნეს. ერეკლე მოეწია, კაცი ჩამოაგდო, და კარგი ცხენი დარჩა, \ და
Line of ed.: 19     
ჩუენც მოვედით სამცხიდამა, და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.

Line of ed.: 20        
ამავე ქორონიკონსა ს̂ჲდ, ივანობისთუეს კ̂დ, ბატონი არჩილ შირაზიდამ ყაზმინს
Line of ed.: 21     
მოსრულ იყო ცოლშვილიანად. მერმე ჩაუდეგით. ფოსო ამოვწყჳდეთ და შახთან
Line of ed.: 22     
ელჩი გავგზავნეთ, უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.

Line of ed.: 23        
ქორონიკონსა ს̂ჲე, მარტში, მოგჳჴდა კოკოლა და \ აჩხიის ქუაბი წაგუართუა.
Line of ed.: 24     
წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავე წამს წაართუა, ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ
Line of ed.: 25     
უკუადგა, კოკოლა თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე
Line of ed.: 26     
შემოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა
Line of ed.: 27     
ბატონი მანუჩარ, ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნენით და არ შემოგუეწყვნენ,
Line of ed.: 28     
დაურბიეთ ფოსო. ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.

Page of ed.: 520  
Line of ed.: 1        
ამასვე ქორონიკონსა: სახელსა ზედა ღმრთისასა გავილაშქრეთ, ენკენის-თჳს ნახევარს
Line of ed.: 2     
ქაჯის-ციხეს მოვადეგით. ღჳნობის-თჳს ორს გურგაქ შემოგუეწყო და ველი
Line of ed.: 3     
მოგუცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართვით, კოკოლას კერძად იყო, და
Line of ed.: 4     
ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწვით, საყდარი გაუშვით ფოსო \ მოვარბიეთ და
Line of ed.: 5     
ელჩი გაუშვით ყაენთან; მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით, ბოსტოღანაშვილმან
Line of ed.: 6     
მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა
Line of ed.: 7     
მატაი და თუალები დასწვა მას და მასთან მყოფთა ყმათა. მობრუნდა ბატონი
Line of ed.: 8     
მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს, და
Line of ed.: 9     
ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდენ.

Line of ed.: 10        
ქორონიკონსა ს̂ჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკულავი, ოდეს მისებრი არავის
Line of ed.: 11     
უხილავს.

Line of ed.: 12        
ესე შაჰ-ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთჳს არა ინებეს
Line of ed.: 13     
ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სცნობსა და თუესა მეექუსესა
Line of ed.: 14     
მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ-ისმაილ ყაენი, გიორგობის-თჳს კ̂გ, და მისივე
Line of ed.: 15     
ძმა შაჰ-ხუჯაბანდ გააჴელმწიფეს. ესე შაჰ-ხუდაბანდა იყო კაცი უღონო და თუალით
Line of ed.: 16     
ბრმა, \ და ვერა კეთილად წარმართა საქმე თჳსი წესისაებრ.

Line of ed.: 17        
ქრისტეშობის-თჳს ოცდათერთმეტს ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ თმოგუს
Line of ed.: 18     
მოადგეს სამშაბათს დღეს იანვარს ე̂, კჳრას დღეს, ქორონიკონსა ს̂ჲვ, პატრონი
Line of ed.: 19     
დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.

Line of ed.: 20        
ამასვე იანვარს ოთხშაბათს, თმოგჳ წაართვეს, და აქეთ იმავე დღეს ყუელი
Line of ed.: 21     
წავართვით. ოთხშაბათს, გიორგობის-თჳს ზ̂, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა, საქმე
Line of ed.: 22     
სათუოდ გაუჴდა. ასრე საძულად დასცა, უცხოფერს ფათერაკს მორჩა. ეგრეთვე მეცამეტეს
Line of ed.: 23     
დღეს წარვიდა სანადირ\ოდ, ქარაფის ძირს იჯდა; ჩამოაგდო ქვა, დაეცა, თითის
Page of ed.: 521   Line of ed.: 1     
წუერი ძულითურთ მოჰკუეთა, გონჯად დალეწა, ორს თუეს ძლივ გაუმთელდა. მისთჳს.
Line of ed.: 2     
არც თმოგუს იყო და არც ყუელს.

Line of ed.: 3        
შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშუელებლად, ვეღარ მოეწრა,
Line of ed.: 4     
ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამე თმოგუს წავიდა დედისიმედი. იქიდამ ბატონი
Line of ed.: 5     
მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია; და გურგაქს ქაჯის-ციხე
Line of ed.: 6     
გაუბარაქიანა.

Line of ed.: 7        
ბატონი ყუარყუარე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდეს, და ბატონი
Line of ed.: 8     
დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგჳს ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა.
Line of ed.: 9     
და თუალშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთვალა, და ურუმთ
Line of ed.: 10     
აშლა აცნობა. და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა, პატრონი დედისიმედი ახალციხეს
Line of ed.: 11     
შვილებთან მოვიდა. პატრონმან მანუჩარ და პატრონმან ერეკლე ლაშქარი შეიყარეს,
Line of ed.: 12     
წავიდეს და ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყუარყუარე ცოტად უგუნებოდ იყო, ის
Line of ed.: 13     
ვეღარ წავიდა, ზღუდერს ჩავედით.

Line of ed.: 14        
ამასობაში ოთმანიანნი, რვა ათასი კაცი, თებერვალს კ̂ვ ოთხშაბათს დღესა,
Line of ed.: 15     
დაესხნეს ყარასანს, გაუდრკა საილათოდ, წაუდგეს ურუმნი, და ათიოდე კაცი მოუკლეს.
Line of ed.: 16     
მობრუნდეს, გორი დაუწვეს, და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნია ყარახან, ექუსასი
Line of ed.: 17     
კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყჳდნა ურუმნი, და გააქცივნა \ სახელსა ზედა ღმრთისასა.
Line of ed.: 18     
გაემარჯუა ყარახანს და აღივსნეს საქონლითა და იარაღითა მობრუნდა ბატონი
Line of ed.: 19     
მანუჩარ, და აწყუერს ჩამოვიდა.

Line of ed.: 20        
\ ამავე ქორონიკონსა გამოვიდა ჯარი ხვანთქრისა, და დაიპყრეს თავრიზი, ერევანი,
Line of ed.: 21     
განჯა, ყარაბაღი ვიდრე სულთანიადმდე, და ყოველი ადგილი ადარბადაგანისა.

Line of ed.: 22        
ამავე ქორონიკონსა, მაისსა კ̂ა, დღესა ოთხშაბათსა, წარვიდა მუხრანის ბატონის
Line of ed.: 23     
არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტან-დარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი
Line of ed.: 24     
ღარიბად იყო, მისთან სამყოფლად ჩავიდა.

Line of ed.: 25        
ამასვე ქორონიკონს მიიცვალა აფხაზეთის კათალიკოზი ევდემონ ჩხეტის-ძე.

Line of ed.: 26        
ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფეთ-მეფის გიორგის შვილი ბაგრატ თუესა მაისსა
Line of ed.: 27     
კ̂ბ. და დედა მათი შარვაშიძის ქალი დედოფალი რუსუდან მიიცვალა აგვისტოს დ̂.

Page of ed.: 522  
Line of ed.: 1        
ამასვე ქორონიკონსა, მარიამობის-თუეს ზ̂, ხუთშაბათს დღეს, ხვანთქრის ლაშქარი
Line of ed.: 2     
და ლალა ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს, სამშაბათამდის ყოველთ დღეთ
Line of ed.: 3     
ომში იყვნეს, ციხოანნი გოგორისშვილი როინ და მისი ძმა ბერი მრუშნელი და მისი
Line of ed.: 4     
ძმისწული ზურაბ იყვნეს მათის ძმითა, და ღ(ვთ)ის შეწევნით უკუეყარნეს, და ციხე ჩუენვე
Line of ed.: 5     
დაგურჩა, ჩუენთა გაემარჯუა.

Line of ed.: 6        
პარასკევს დღესა, მარიამობის-თუესა, ქაჯის-ციხე, ველი და თეთრ-ციხე წაგუართუეს
Line of ed.: 7     
ურუმთა. და ქაჯის-ციხის მეციხოვნენი სრულიად შემოეჴოცნეს. და თ̂, შაბათს
Line of ed.: 8     
დილასა, ძურძანასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს, და სულთანი
Line of ed.: 9     
და ყარახან ბაზუქლუ და კიდევ მუღანლუს ბატონი იქ შეიყარნეს. მაჰმად სულთან
Line of ed.: 10     
გორაზე წამოდგა, მისი ვინც იყო გუერდს მოიყენა, და სხუა ბატონები შეებნეს
Line of ed.: 11     
ურუმთა, პირ\ველად გაიმარჯუეს ყიზილბაშთა. და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯუეს,
Line of ed.: 12     
მაჰმადი სულთან გამოიქცა, გარდაეხუეწა.

Line of ed.: 13        
იმავ კჳრას, ათსა მარიამობის-თუესა, \ პატრონი მანუჩარ ქაჯის-ციხეს შეეყარა,
Line of ed.: 14     
ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხეების აღებასა ვერ მიეწრა. ამილახორის შვილი
Line of ed.: 15     
ქოიარ მიეგება არტანს და ორი ციხე მას შესძღუნა, ლალა ფაშასა, მარიამობისთჳს
Line of ed.: 16     
ორსა.

Line of ed.: 17        
\ აგრევე არფაქსად ჰპირებოდა ექუსით ციხითა მას წინათ, და ხერთვისი და ხუთი
Line of ed.: 18     
ციხე მას შეეძღუნა, და პატრონს მანუჩარს თან მიჰყვა. იმ წამს გამოჰგუარეს, ციხეები
Line of ed.: 19     
გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.

Line of ed.: 20        
პატრონმან მანუჩარ ი̂ზ ამავე თუესა თმოგჳს ციხე მისცა ლალა ფაშასა. ახალქალაქი
Line of ed.: 21     
უწინ წაართუეს, კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგჳ.

Line of ed.: 22        
გაიარეს, წავიდეს ტფილისის ქალაქზე, ი̂ზ დაუთხან დაწვა და გაეცალა, ლორეს.
Line of ed.: 23     
ჩავიდა. ტფილისს ჩავიდეს ურუმნი, ფაშა დასუეს, და გორს ხანჯახი.

Line of ed.: 24        
დაუთხან ხვანთქართან წავიდა, და იქ დიდი პატივი მიაპყრეს, ორი საფაშო
Line of ed.: 25     
სარჩოდ გაუჩინეს და თჳთან კარზედ შეინახეს; და მისნი ორნი შვილნი, ბაგრატ და
Line of ed.: 26     
ხოსროვ, მამას არ გაჰყვნენ. კახის ბატონას სიძე იყო ბატონი ბაგრატ, სიმამრისას
Line of ed.: 27     
დადგა. და უმცროსი ძმა ხოსროვ-მირზა ისიც ძმასთან დადგა, და ბოლოს ყაენის
Line of ed.: 28     
კარზე ჩავიდნენ.

Line of ed.: 29        
როდესაც ტფილისს ფაშა დასუეს და გორს ხანჯახი, მუხრანის ბატონის შვილი
Page of ed.: 523   Line of ed.: 1     
პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს.
Line of ed.: 2     
ლალა ფაშამ ლაშქარი გაუ\ძახა დედოფალსა და სრულიად ქართლსა. ესენი მივიდეს
Line of ed.: 3     
და ამათის წყალობით ლაშქარი დააბრძნეს. თემი აღარ ამოსწყდა, მათ მათი მამული
Line of ed.: 4     
მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს და დააბრუნეს, მათს მამულმი მოვიდეს, სომხითართ
Line of ed.: 5     
ბევრი აწყინეს, ლაშქარი გამოეშუა ლალა ფაშასა. აღმოიარეს ქართლი, დაუდგეს
Line of ed.: 6     
იმერელნი წინა და მწვედ ამოსწყჳდეს. მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში,
Line of ed.: 7     
პატრონის არჩილის შვილი, და მას გაემარჯუა, უცხოფერად შებმულიყო. ცხენი ქუეშ
Line of ed.: 8     
გამოეკლათ მისთჳს, თექუსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე
Line of ed.: 9     
ჯაჭუს. და ვერც ჯაჭჳდა ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა, ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა,
Line of ed.: 10     
ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა. ექუსი აზნაურშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს; გამარჯუება
Line of ed.: 11     
ერეკლეს დარჩა, გამოაქციეს თათარნი, უფროსი ერთი დაჴოცეს და ამოსწყჳდეს.

Line of ed.: 12        
ენკენის-თუეს ერთს იმერელნი შეიბნენ და გაიმარჯუეს, და ქართველნი და ერეკლე
Line of ed.: 13     
ენკენის-თუეს ი̂ შეიბნეს და სრულიად ამოსწყჳდეს.
Line of ed.: 14     
ორავჟანდასშვილი მოვიდა, და ლალა ფაშასთან პატრონს მანუჩარს ის მიუძღუა;
Line of ed.: 15     
ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდასშვილი ქაიხოსრო
Line of ed.: 16     
აქათ გამოეგზავნა.

Line of ed.: 17        
ქორონიკონსა ს̂ჲვ: ენკენის-თუეს დ̂, ხუთშაბათს, ქორწილი უყავით მასთან
Line of ed.: 18     
პატრონის შვილს თამარს, და საშინელმან აწყურისა ღმრთისმშობელმან და წმიდამან
Line of ed.: 19     
ნიკოლოზ ქორწილი ბედნიერად მოუჴდინოს, ჭამა \ აგურიანში იყო თათართ შიშითა,
Line of ed.: 20     
დია ჩუენი უგუნებო ქორწილი იყო.

Line of ed.: 21        
\ აგრევე კახი მეფე, ბატონის ლევანის შვილი პატრონი ალექსანდრე, მიეგება
Line of ed.: 22     
ლალა ფაშასა, სათის-ჭალას შეეყარა, და შაქისა და შარვანზე წავიდეს.

Line of ed.: 23        
ამაზე შერაშანშაშვილი მოვიდა ყაენიდამა, თუალშუენიერთან იყო. ეს ამბავი მოიტანა:
Line of ed.: 24     
მანუჩარისა" ლალა ფაშასთან მისვლა შეიტყო ყაენმან, თუალშუენიერს კაცები
Line of ed.: 25     
გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს, და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობის-თუეს კ̂ვ,
Line of ed.: 26     
ორშაბათს დღესა, დაიჭირეს თუალშუენიერი". შირვანი დაიჭირეს, ციხე ააშენეს და
Line of ed.: 27     
ოსმან ფაშა შეაყენეს მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს. ალექსანდრეს შვილი არაგუამდის
Line of ed.: 28     
მოჰყვა, და დაბრუნდა; ლალა ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.

Line of ed.: 29        
და მიესმა საქმე ესე შახუდაბანდას. მაშინ დედამან შახუდაბანდასამან, ასულმან
Line of ed.: 30     
ოთარ შალიკაშვილისამან, მოიყვანა მეფე სვიმონ და, ვითარცა წესი არს ქართველთა
Line of ed.: 31     
დედათა, ეგრეთვე ყო ამან, წარმოუგზავნა ლეჩაქი: "საბურველი ესე დედათა მომიხუევია
Line of ed.: 32     
ჴრმლის შენისა ჴეტარსა ზედა, შენ იცი და ჴრმალმან შენმან. და აწ მოგჳცემია
Page of ed.: 524   Line of ed.: 1     
შენთჳს სამეფო შენი საქართველო და სხუაცა მრავალი საბოძვარი, წარვედ და განამაგრე
Line of ed.: 2     
საქართველო, რათა არა წარგჳღონ ოსმალთა. და იყავ თანამწე და ერთგულ
Line of ed.: 3     
საჴელმწიფოთა ჩუენთ". ხოლო მისცეს საბოძვარი ურიცხჳ, და ესრეთ წარმოემართა
Line of ed.: 4     
მეფე სვიმონ.

Line of ed.: 5        
და მოაბით მოიყვანეს ავადმყოფი მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ
Line of ed.: 6     
ერთის შვილითა და ბევრი ტყუე თან მოიტანა. \ ღჳნობის-თჳს \ ნახევარს მოვიდა;
Line of ed.: 7     
ლალა ფაშა ქართლსავე იდგა, მოვიდეს სომხითს და დალაპარაკდეს, ავადმყოფი იყო,
Line of ed.: 8     
მისით მიზეზით ვეღარ ნახა, აიყარა ლაშქარი. ღჳნობის-თჳს ერთსა, პარასკევს დღესა,
Line of ed.: 9     
მოდენა დაიწყო, აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამოეშუა, წინათ
Line of ed.: 10     
მოვიდა. სამშაბათს პატრონი ყუარყუარე წინ მიეგება, თჳთონ ლალა ფაშაც მოვიდა,
Line of ed.: 11     
და გაღმა ლეკზე დადგა. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა, და
Line of ed.: 12     
ლალა ფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო.
Line of ed.: 13     
შაბათს ცისკრისას აიყარა და წარვიდა. პატრონი ყუარყუარე თან გაჰყვა მოტყუებით
Line of ed.: 14     
და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარ თანწაჰყვა, ათს დღეს ძლივ ლაშქარი განწმდა.
Line of ed.: 15     
სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა -- პატრონი ყუარყუარე აღარ დაბრუნდაო. წაუდგა პატრონი
Line of ed.: 16     
დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურისშვილები წაუყენა, ვეღარ
Line of ed.: 17     
დააბრუნა, ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ
Line of ed.: 18     
მისცეს, იქივ მივიდა. პატრონი მანუჩარ მოვიდა აწყუერს.

Line of ed.: 19        
მობრუნდა მეფე სვიმონ, გორი აიღო, ქართლში გაძლიერდა და, ვისაც დედოფალსა
Line of ed.: 20     
და ბატონის შვილს გიორგიზე უმტყუენნეს, ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ
Line of ed.: 21     
ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთს გარდაიხუეწნეს. და ქსნის ერისთვის მამული
Line of ed.: 22     
ზოგი ბატონს \ ნესტან-დარეჯანს დედოფალს საუპატიოდ მისცეს, და ზოგი ბატონისშვილს
Line of ed.: 23     
მისცეს. და ამილახორის კასპი სუეტს ცხოველს შეუწირეს, და აზნაურშვილნი
Line of ed.: 24     
სა\ხასოდ დაიჭირა, და გორის მოურაობა სულხან თურმანის-ძეს მისცა.

Line of ed.: 25        
მუხრანის ბატონი ვახტანგ, ტაძრად მიყვანების დღეს
Line of ed.: 26     
ჴელთ დაიჭირა პატრონმან სვიმონ მეფემან, და კეხვის ციხეში ტყუედ ჩააგდო. ლალა
Page of ed.: 525   Line of ed.: 1     
ფაშას ლაშქარი და მირზა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა,
Line of ed.: 2     
ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყჳდეს სადგერი, წმიდის გიორგის.
Line of ed.: 3     
განძი წაჴდა. მეორედ კიდევ სანახები გამოეგზავნა. შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა
Line of ed.: 4     
და ზემო ქართლი დაერბივა. მოუვიდა \ კაცი პატრონს ყუარყუარეს, ოლთისს აღარ
Line of ed.: 5     
დააყენეს, აზრუმს მიიყვანეს, შობის წინა დღეს წაიყვანეს.

Line of ed.: 6        
მოუჴდა შაჰ-ხუდაბანდას ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყჳდეს ლაშქარნი,
Line of ed.: 7     
ციხე დაწვეს, დააქციეს, ხაზინა ყველა ჴელთ დარჩა. თათარხანი ჴელთ დაიჭირეს,
Line of ed.: 8     
ყაზმინს ტყუედ წაიყვანეს, მოერივნეს ყიზილბაშნი, ოსმან ფაშა დემურყაფს უკუ-რჩა.
Line of ed.: 9     
წავიდა ყაზმინს ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა, ისიც მოკლეს და
Line of ed.: 10     
თათარხანიცა, ყაენმან დააჴოცინა.

Line of ed.: 11        
ყაენი შაჰ-ხუდაბანდა ცოლის სიკუდილს უკან ყიზილბაშთ დაჩაგრეს, და ადრიბეჯანი
Line of ed.: 12     
და შირვანი ურუმთ დაიჭირეს. განჯის ხანი, შაჰვერდი სულთან, კახეთს მივიდა,
Line of ed.: 13     
და ბატონს ალექსანდრეს შეეხუეწა. იმან შეხუეწილი კაცი დააჭირვინა და ხონთქარს
Line of ed.: 14     
გაუგზავნა.

Line of ed.: 15        
ქორონიკონსა ს̂ჲზ: მარტს კ̂გ პატრონი ყუარყუარე და პატრონი მანუჩარ
Line of ed.: 16     
კოსტანტინუპოლის წარვიდეს აზრუმიდამა. აპრილს კ̂, ორშაბათს, გადგეს. მას-უკან
Line of ed.: 17     
მოვიდა ამბავი, ბატონი თუალშუენიერი მარიამობის-თჳს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს.
Line of ed.: 18     
ღჳნობის-თჳს ა̂, ორშაბათს დღესა, ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყვანესო.

Line of ed.: 19        
ჟამი შეიქმნა; მაისს ლ̂ა, შაბათს საღამოსა, ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის
Line of ed.: 20     
ყუარყუარეს შვილი; ღვთის შეწევნით გარდაიჴადა. ივნისს ი̂თ ბატონი ბექა
Line of ed.: 21     
გააცხელა და ღვთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩუენში და არავის
Line of ed.: 22     
რა დაუზიანდა.

Line of ed.: 23        
მეორედ მოვიდა ლაშა თაშა და კარი აღაშენა, ტფილისის ქალაქს ლაშქარი
Line of ed.: 24     
გაგზავნა, და ნუზლი შეუტანინა.

Line of ed.: 25        
მარიამობის-თუეს კ̂ვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა. და
Line of ed.: 26     
ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელება მოვიდა, და საფარას
Line of ed.: 27     
საბურთეზე გაეცხელებინა. იმ წამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი, ორნი დედაშვილნი
Line of ed.: 28     
ერთს კარავში დაწვნეს. ენკენის-თჳს გ̂ პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი
Line of ed.: 29     
განრისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა ი̂ე წლისა და კ̂ბ დღისა, ღამით ჟამსა ბ̂.
Page of ed.: 526   Line of ed.: 1     
და წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა, და ღჳნობის-თუეს
Line of ed.: 2     
უსკუდარიდამ პატრონის შვილების გამოშუების მახარობელი მოუვიდა.

Line of ed.: 3        
ამასვე ქორონიკონსა, გიორგობის-თუეს, პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამა,
Line of ed.: 4     
ფაშობა ებოძა ხვანთქარსა და სრულად მისი მამული, ორს თუეს პატრონი
Line of ed.: 5     
ყუარყუარე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშუა.

Line of ed.: 6        
ქორონიკონს ს̂ჲჱ: \ იანვარს პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა ფაშა
Line of ed.: 7     
წარსულიყო, და ბექა ოლთისს დადგომილიყო. პატრონი ყუარყუარე, ღვთის წინაც
Line of ed.: 8     
შეურცხვენელი და კაცთანაცა, ფალავანი დაეცა ხვანთქართანა, და ქართველობით
Line of ed.: 9     
გამოეშუა, მისის საბატონოს წყალობა ექნა, და მარტში მობრძანდა. ივანობის-თუეს
Line of ed.: 10     
ნახევარს ბექა მოიყვანეს, და თჳთან ორნივ ბატონები ლორეს წავიდეს, დაარბიეს და
Line of ed.: 11     
გამარჯუებულნი მოვიდეს. მას-უკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, და ტფილისს
Line of ed.: 12     
წავიდა, და ორნივ თან გაჰყვეს, პატრონი ყუარყუარე თრიალეთიდამ მოებრუნებინა,
Line of ed.: 13     
იმერეთს მოციქულად გაეგზავნა, და პატრონი მანუჩარ თანა წარეტანა.

Line of ed.: 14        
ქორონიკონსა ს̂ჲჱ: მუხრანის ბატონის ბაგრატის შვილი, მუხრანის ბატონი
Line of ed.: 15     
ვახტანგ, მიიცვალა ივანობის-თჳს დამდეგს.

Line of ed.: 16        
ქორონიკონსა ს̂ჲთ: პატრონმან მანუჩარ გჳრგჳნი იკურთხა ფებერვალს. და ბექა
Line of ed.: 17     
კოსტანტინუპოლეს წაიყვანეს.

Line of ed.: 18        
ამავე ქორონიკონსა, მარიამობის-თჳს დ̂, პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს,
Line of ed.: 19     
დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით, ღჳნობის-თუეს წაბრძანდა.

Line of ed.: 20        
ამავე ქორონიკონსა, გიორგობის-თჳს კ̂ე, პატრონი ყუარყუარე და მუხრანის
Line of ed.: 21     
ბატონის ბაგრატის შვილი არჩილ მიიცვალა.

Line of ed.: 22        
ხოლო მეფემან სვიმონ ყორღანაშვილის კახაბერის ცოლშვილნი და სახლეულნი
Line of ed.: 23     
ყოველნივე შთააყრევინა კლდესა მას გელიყარისასა, და იტყოდე პირველსავე მას
Line of ed.: 24     
ლექსსა. და სხუანი ნათესავნი მისნი ივლტოდეს: რომელნიმე ყიზილბაშშია და რომელნიმე
Line of ed.: 25     
საათაბაგოსა შინა.

Line of ed.: 26        
\ ხოლო დაუთხანს ჰყვა ძე ერთი მეუღლისა თჳსისა თანა, რომელსა ეწოდა
Line of ed.: 27     
\ ბაგრატ. და შემდგომად დაუთხანის წარსლვისა არცაღა ეს დააყენეს ბიძასთან, წარიყვანეს
Line of ed.: 28     
ყაენთან. და მუნ გათათრდა. ამის ბაგრატის დედა მეყჳსი იყო, გუარით კახი
Line of ed.: 29     
ბატონის ალექსანდრესი ახლო. ხოლო ჩამოვარდა შური კახ ბატონსა და მეფეს სვიმონს
Line of ed.: 30     
შუა დაჴოცისათჳს ელიმირზონისა და ხოსრო-მირზასთჳს. და ესე ალექსანდრე
Page of ed.: 527   Line of ed.: 1     
უფრო მოყურობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთჳს დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი
Line of ed.: 2     
ალექსანდრე მეფესა სვიმონს.

Line of ed.: 3        
მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა
Line of ed.: 4     
დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის.
Line of ed.: 5     
მიერ, "ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს ამოწყუედისათჳს ცოლის ძმებისა თჳსისა": ოდეს დაჴოცა
Line of ed.: 6     
ალექსანდრე ძმანი თჳსნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთჳსცა
Line of ed.: 7     
მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი
Line of ed.: 8     
და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.

Line of ed.: 9        
ხოლო მეფემან სვიმონ თჳთ მხოლომან კნინღა განარინა თავი თჳსი სიკუდილსა.
Line of ed.: 10     
მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირ\ცხვილთა საფარველი
Line of ed.: 11     
დედოფლისა, დისა თჳსისა, თჳთ მანვე ალექსანდრე აიცვა წუერსა ზედა შუბისა
Line of ed.: 12     
თჳსისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს,
Line of ed.: 13     
[ადგილსა] რომელსა ჰქჳან ჭოტორი.

Line of ed.: 14        
ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა
Line of ed.: 15     
სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ:
Line of ed.: 16     
"ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და
Line of ed.: 17     
მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ
Line of ed.: 18     
ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხუდი, რამეთუ
Line of ed.: 19     
უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა" მაშინ მივიდა მეფე
Line of ed.: 20     
სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და
Line of ed.: 21     
ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი
Line of ed.: 22     
ძნიად განერნეს.

Line of ed.: 23        
და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯუებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი
Line of ed.: 24     
დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სუეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი,
Line of ed.: 25     
ვითარმედ: "ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს
Line of ed.: 26     
კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო". და ოდეს ესრეთ დააფიცეს,
Line of ed.: 27     
მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი
Line of ed.: 28     
მშჳდობით და არღარა ემტერებოდა მიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს,
Line of ed.: 29     
მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე
Line of ed.: 30     
ქორონიკონს ს̂ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფპბ.

Line of ed.: 31        
ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა,
Line of ed.: 32     
ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თჳსნი. და
Page of ed.: 528   Line of ed.: 1     
თჳთ წარმოვიდა და დაიბანაკა მუხრანს, და მუნ დახუდა მეფე სვიმონ შეყრილი. მაშინ
Line of ed.: 2     
იქმნა ბრძოლა ძლიერი, და ეკუეთნეს სპანი ქართველთანი ძლიერად, და შეიბრალა
Line of ed.: 3     
ღმერთმან, და მიეცა ძლევა ქართველთა, და გაემარჯუა მეფესა სვიმონს. ამოსწყჳდნეს
Line of ed.: 4     
მრავალნი სპანი ოსმალთანი, და შეიპყრნეს ურიცხუნი; კნინღა განერა თჳთ ფაშა,
Line of ed.: 5     
და ივლტოდა მცირედითა კაცითა, და შეიხუეწა ციხესა ტფილისისასა, ქრისტეს აქეთ
Line of ed.: 6     
ჩ̂ფპბ.

Line of ed.: 7        
ხოლო მეფე სვიმონ მოვიდა დიღომს და მოაწვია მუნ ყოველნი თავადნი ქართლისანი
Line of ed.: 8     
ყალბიანადლ, და შემოკრბეს ყოველნივე დარბაისლის ცოლნი დედოფლისა
Line of ed.: 9     
თანა. და აღიყარნეს დიღომიდამე, განვიდეს ტბასა ლილოსასა, და დადგნენ მუნ მას
Line of ed.: 10     
ზედა, რომელ არს გორა მაღალი, რამეთუ მუნ ახლდეს ყოველნივე დიდებულნი და
Line of ed.: 11     
მცირენი სპანი ქართველთანი, თჳთ დედოფალი და ჯალაბანი თავადთანი.

Line of ed.: 12        
ხოლო გამოვიდა ტფილისის ციხიდამე მროწეულნი ზროხათა. მაშინ გაუძახა
Line of ed.: 13     
მეფემან სვიმონ მცირედნი სპანი თჳსნი, და წარმოიღეს მროწეული იგი. ხოლო
Line of ed.: 14     
კაცნი იგი ივლტოდეს, და გამოვიდეს ციხიდამ მრავალნი სპანი ოსმალთანი, და იყვნეს
Line of ed.: 15     
განწყობილნი მეფე და სპანიცა ქართველთანი. მსწრაფლ მი\ეტევნეს იგინი, ვითარცა
Line of ed.: 16     
ლომნი, და პირველსა კუეთებასა ზედა წარიქცივნეს სპანი ოსმალთანი, და მოსწყჳდნეს
Line of ed.: 17     
მრავალნი მათგანნი, და უმრავლესნი შეიპყრნეს. და უჭვრეტდეს თჳთ დედოფალი და
Line of ed.: 18     
დარბაისელთა ჯალაბნი თუალითა, და მისდევდეს \ ოტებულთა ოსმალთა სპანი ქართველთანი,
Line of ed.: 19     
და ვიდრე ციხისა კარამდე სრვიდეს და იპყრობდეს. და ესრეთ გამარჯუებულნი
Line of ed.: 20     
გამობრუნდეს, და მოვიდა მეფე სვიმონ სიხარულითა და ნაშოვრითა დედოფალსა
Line of ed.: 21     
თანა, და იყო შუება და განცხრომა ზოგად ყოველთა შორის.

Line of ed.: 22        
ქორონიკონსა ს̂ო: პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა,
Line of ed.: 23     
ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს, და თემი ჩუენვე დაგვრჩა. მაშინ ყაენი
Line of ed.: 24     
განჯას მოვიდა, და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს
Line of ed.: 25     
ხუთი დიდი სოფელი.

Line of ed.: 26        
ქორონიკონსა ს̂ოა: თუალშუენიერი ორმოდამ ამოიყვანეს და ყაენთან მოიყვანეს.
Line of ed.: 27     
ამავე ქორონიკონსა, მარტს კ̂დ, კჳრას დღეს ბზობას, პატრონმან მანუჩარ მეფეთმეფის
Line of ed.: 28     
პატრონის სვიმონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.

Line of ed.: 29        
ქორონიკონსა ს̂ობ: მიიცვალა ბარათასშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ, და
Page of ed.: 529   Line of ed.: 1     
ნებითა და ბრძანებითა ღმრთისათა კათალიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა,
Line of ed.: 2     
თუესა თებერვალსა კ̂, დღესა შაბათსა.

Line of ed.: 3        
ამასვე ქორონიკონსა სარდალი ვარად ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად, ვეღარ
Line of ed.: 4     
დადგა, წავიდა და თემი ჩუენვე დაგვრჩა.

Line of ed.: 5        
შემდგომად მცირედისა კუალად შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ლორეს, რამეთუ
Line of ed.: 6     
ოსმალთა ეპყრა იგი. და ვითარცა მივიდა, მაშინ გამოვიდა ფაშა სპითა მრავლითა,
Line of ed.: 7     
და ეწყვნეს ურთიერთას, და იქენა ბრძოლა ძლიერი. და მისცა კუალად გამარჯუება
Line of ed.: 8     
ღმერთმან მეფესა სვიმონს, და ამოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალნი, რიცხვით ოთხას
Line of ed.: 9     
სამოცდაცამეტნი, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფპვ, ქორონიკონსა ს̂ოგ. და აღიღო სიმ\აგრენი
Line of ed.: 10     
და ქუაბები ვითარ ცხრა ლორისანი, რომელი ეპყრა ოსმალთა. და თჳთ დაიპყრა
Line of ed.: 11     
თჳნიერ ციხისა მის და იგი მხოლო ეპყრათ ოსმალთა. მაშინ მიადგა ციხესა მას
Line of ed.: 12     
ლორისასა, აპრილსა ა̂, და აღი\ღო ივნისსა ი̂.

Line of ed.: 13        
ამასვე ქორონიკონსა ყაენმან სამცხე ამოსწყჳდა ხოლო დაიპყრა მეფემან სვიმონ
Line of ed.: 14     
სრულიად ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.

Line of ed.: 15        
ხოლო შემდგომად მცირედისა კუალად შეიპყრა და მივიდა ტაბაჴმელას. მაშინ
Line of ed.: 16     
სცნა რა ასან-თაშამ, იდუმალ გამოვიდა იგი ციხისაგან სპითა მრავლითა. აგრძნა ესე
Line of ed.: 17     
მეფემან და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ომი ძლიერი, და მისცა ღმერთმან გამარჯუება
Line of ed.: 18     
ქართველთა. და მაშინ მეფე სჳიმონ გალომებული მიეტევა ერთსა წარჩინებულცა ბეგსა
Line of ed.: 19     
ოსმალსა \ და წარიქცია იგი. და მივიდა კაცი იგი და შთაიჭრა დიდსა მას ჴევსა ტაბაჴმელისასა
Line of ed.: 20     
ცხენითურთ. და ესრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მომკუდარ არს კაცი
Line of ed.: 21     
იგი, და ივლტოდეს ოსმალნი. და მოისრა მაშინ ოსმალი კაცი ვითარ ხუთასი.

Line of ed.: 22        
ხოლო მიადგა ციხესა მას ტფილისისასა, და აღიღო გალავანი ტფილისისა,
Line of ed.: 23     
და უკან ციხე. და შემდგომად ამისა აღიღო დიდი ციხე იქით ტფილისისა და ქალაქი
Line of ed.: 24     
ტფილისისაცა და მოსრნა ყოველნივე რაოდენნიცა იყვნეს ციხესა მას შინა. და თჳთ
Line of ed.: 25     
დაიპყრა ყოველივე.

Line of ed.: 26        
მაშინ მიესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, შეუძნდა ფრიად. და წარმოავლინნა უმრავლეს\ნი
Line of ed.: 27     
სპანი თჳსნი; და უჩინა ამირსპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და
Line of ed.: 28     
მოვიდა ლორეს, და აღიღო ციხე ლორისა, და დაიპყრა ლორე. მოვიდა და დაიბანაკა
Line of ed.: 29     
ხატის სოფლისა ბოლოს.

Page of ed.: 530  
Line of ed.: 1        
მაშინ მეფემან სვიმონ შეჰყარა სპა თჳსი, მივიდა და დაიბანაკა ხრამის გაღმა,
Line of ed.: 2     
რამეთუ მოიპოვა ღონე რამე მეფემან სვიმონ, და მოირთო ელჩად თჳთ, და მივიდა
Line of ed.: 3     
ფაშას თანა სვიმონ მეფისა მაგიერად, და მიუთხრნა სიტყუანი ლიქნისანი, ვითა:
Line of ed.: 4     
"თქუენცა გასმიან, თუ რაოდენნი ჭირნი და პყრობილებანი და ტყუეობანი მოწევნულ
Line of ed.: 5     
არიან ყიზილბაშთა მიერ ჩემ ზედა. და აწ არღარა ძალ-მიძს ესეოდენი სისხლი და
Line of ed.: 6     
ბრძოლა ხვანთქრისა და სპათა მისთა, რამეთუ საქმე ესე არა ნებითა ჩემითა მიქმნიან,
Line of ed.: 7     
არამედ მძლავრებითა ყიზილბაშთათა. ამიერითგან არღარა მნებავს მონება
Line of ed.: 8     
ყიზილბაშთა, და აღმირჩევიეს მორჩილება ხვანთქრისა უფროს ყიზილბაშთა. და აწ,
Line of ed.: 9     
უკეთუ თქუენცა გნებავს, შევრიგდეთ და \ ვიყვნეთ მშჳდობით, და აუწყეთ ხვანთქარსა
Line of ed.: 10     
დამონება ჩუენი, და ამიერითგან ვიქმნებით მორჩილ ბრძანებისა მისისა".

Line of ed.: 11        
ხოლო ვითარცა ესმა ფაშასა მას საქმე ესე, განიხარა ფრიად და მიუმცნო მეფესა
Line of ed.: 12     
სვიმონს, ვითარმედ: "კეთილად განგიზრახავს, და ჩუენცა სარწმუნოდ გვიჩნს სიტყუა
Line of ed.: 13     
შენი. აწვე გავრიგდეთ და ამიერითგან იყოს მშჳდობა და ერთობა ჩუენ შორის".

Line of ed.: 14        
და წარმოვიდა მეფე სვიმონ სპათა თჳსთა თანა. მაშინ განიმსტრო ბანაკი იგი
Line of ed.: 15     
ოსმალთა და იხილა ყოველივე საქმე ესე, და სიმაგრე მათი, და სიმრავლე მებრძოლთა
Line of ed.: 16     
მათთა და მასვე ღამესა წარვიდა მათ ზედა: შემოვლო ხატის-სოფლის გორასა,
Line of ed.: 17     
და დაესხა თავსა ოსმალთა, და მოსწყჳდნა მრავალნი პირითა მახჳლისათა,
Line of ed.: 18     
სხუანი შეიპყრნა უმრავლესნი და გაემარჯუა ძლიერად. და იავარ-ყვეს ბარგი მათი, და
Line of ed.: 19     
წარმოიღეს საშოვარი ურიცხჳ, და მთვიდეს გამარჯუებულნი ტფილისს, და განისუენა
Line of ed.: 20     
მცირედ.

Line of ed.: 21        
და კუალად შემოიყარნა სპანი ქართველთანი. და იყო მაშინ ათაბაგიცა მანუჩარ
Line of ed.: 22     
სიძე მისი მას თანა, წარვიდა და მიადგა ციხესა დმანისისასა, რამეთუ მაშინ ოსმალთა
Line of ed.: 23     
ძლიერად ეპყრათ დმანისი და ციხცა დმანისისა. ხოლო აღიღო ციხე და დაიპყრა
Line of ed.: 24     
დმანის-ჴევი და გარემონი ადგილნი, რომელი ეპყრათ ოსმალთა. მაშინ წარვიდა. ათაბაგი
Line of ed.: 25     
მანუჩარ და კულად იპყრა საათაბაგო. და განძლიერდა ფრიად მეფე სვიმონ.
Line of ed.: 26     
ხოლო ჟამსა ამას შინა იყო მოსუენებით მეფე და სრულიად საქართველო, რამეთუ
Line of ed.: 27     
ვერღა\რა უძლეს ოსმალთა მოსლვად საქართველოსა ზედა.

Line of ed.: 28        
ქორონიკონსა ს̂ოე: აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ამზაი-მირზა დალაქმა მოკლა.

Line of ed.: 29        
აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინეპოლეს, და მესაპატიონი კაცნი მძევლად
Line of ed.: 30     
მისცნეს შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის შვილი ქოიარ.
Line of ed.: 31     
და მძევლები დაუჭირეს, და პატრონი მანუჩარ ვერღარა მიენდო.

Page of ed.: 531  
Line of ed.: 1        
ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი აღაშენეს ურუმთა. აგვისტოსა, დასაბამითგან
Line of ed.: 2     
წელთ შვიდათას ოთხმოცდათოთხმეტსა, მეფე სვიმონ საშუელად მოვიდა. აღარ
Line of ed.: 3     
შეაბეს, მესხთა თემი დაარბიეს და წარვიდეს.

Line of ed.: 4        
ბევრ-რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას
Line of ed.: 5     
ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყუარყუარეს
Line of ed.: 6     
შვილი, პატრონი ქაიხოსრო, საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემან ელია დემოთიას
Line of ed.: 7     
ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეიყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და
Line of ed.: 8     
ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.

Line of ed.: 9        
და გოგორის-შვილმან ბეჟან ციხისჯუარი უკუ-იჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყენეს
Line of ed.: 10     
მოღალატენი და ვეღარც ჩუენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას.

Line of ed.: 11        
მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი, აბასი მირზა, გამოვიდა,
Line of ed.: 12     
არდაველს მოვიდა. ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭირნეს, დაბრუნდა, იქითვე წავიდა და
Line of ed.: 13     
თუალშუენიერი თან წაიტანა. თავრეზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქმნა. სამჯერ შეიბა
Line of ed.: 14     
თუალშუენიერი, სამჯერვე გაემარჯვა კიდეც დაჴოცნა, ჴელთაც დაიჭირნა. ყაენს მიუსხა.
Line of ed.: 15     
ყაენმან მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.

Line of ed.: 16        
მერმე პატრონი მანუჩარ აღარ მიენდო, ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს
Line of ed.: 17     
მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი მისი შვილისშვილი, პატრონი
Line of ed.: 18     
ქაიხოსრო, გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშას თანა შობის წინა დღეს.

Line of ed.: 19        
ყიზილბაშთა განდევნეს შახუდაბანდა ყაენი და დასუეს მის წილად ძე მისი
Line of ed.: 20     
შააბაზ. და გამოვიდა ესე შააბაზ და აღიღო თავრეზი და ყოველივე ადარბადაგანი.
Line of ed.: 21     
თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა. და იყო ფრიად მწყალობელ შააბაზ მეფისა სვიმონისა.
Line of ed.: 22     
და კუალად უფროსად განმდიდრდა მეფე სვიმონ და განძლიერდა. და არღარა
Line of ed.: 23     
იყო მტერობა. რამეთუ ყვეს მშჳდობა ალექსანდრე, მპყრობელმან კახეთისამან, და
Line of ed.: 24     
მეფემან სვიმონ. რამეთუ ჟამსა ამას მოკუდა პატრონი იმერეთისა გიორგი და დაჯდა
Line of ed.: 25     
კოსტანტინე. და მცირედსა ხანსა შინა მოკუდა კოსტანტინე და დაჯდა ძმა მისი ლეონ.
Line of ed.: 26     
და მტერობდენ ურთიერთას დადიანი მანუჩარ და ლეონ მპყრობელი იმერეთის,
Line of ed.: 27     
რამეთუ ესუა ცოლად დადიანს მანუჩარს ასული კახის ბატონს ალექსან\რესი ნესტან-დარეჯან.
Line of ed.: 28     
და ჰყვა დადიანს მანუჩარს მას თანა ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. ამას
Page of ed.: 532   Line of ed.: 1     
ჟამსა შინა მოკუდა ცოლი დადიანისა ნესტან-დარეჯან, და შეირთო ასული ათაბაგისა
Line of ed.: 2     
თამარ.

Line of ed.: 3        
ხოლო რაჟამს განძლიერდა მეფე სვიმონ, მაშინ განიზრახა დაპყრობა იმერეთისა:
Line of ed.: 4     
შემოიყარა სპანი ქართველთანი და წარვიდა დაპყრობად იმერეთისა. სცნა რა
Line of ed.: 5     
ესე ლეონ მპყრობელმან იმერეთისამან, შეიყარა მანცა სპანი იმერთანი, თჳნიერ
Line of ed.: 6     
დადიანისა და გურიელისა, და წარვიდა და დაიბანაკა გოფანთოს. მაშინ გარდმოვლო
Line of ed.: 7     
მთა ლიხისა მეფემან \ სვიმონ და მივიდა გოფანთოს, და ეწყუნენ ურთიერთას. იქმნა
Line of ed.: 8     
ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა ლეონ მპყრობელი
Line of ed.: 9     
იმერეთისა.

Line of ed.: 10        
მაშინ დაიპყრა მეფემან სვიმონ იმერეთი, და გამოართუა დიდებულთა თავადთა
Line of ed.: 11     
მძევალნი და წარმოვიდა ქართლს, რამეთუ მას ჟამად გორის ციხე ეპყრა ოსმალთა.
Line of ed.: 12     
ამისთჳს ვერა დაადგრა იმერეთს. და ოდეს წარმოვიდა მეფე სვიმონ, მაშინ კუალად
Line of ed.: 13     
დაიპყრა იმერეთი ლეონ. და აღიღო შური დადიანზედა, რამეთუ არა თანამწე ექმნა
Line of ed.: 14     
იგი მეფესა სვიმონსა ზედა, და იწყეს მტერობა ურთიერთას. შეიყარა ამიერ მპყრობელი
Line of ed.: 15     
იმერეთისა ლევან და იმიერ დადიანი მამია. ეწყუნენ ურთიერთას და გაემარჯუა
Line of ed.: 16     
დადიანსა, და შეიპყრა მპყრობელი იმერეთისა ლეონ. და პყრობილ ყვეს იგი ოდიშს
Line of ed.: 17     
ციხესა შხეფისასა, და მუნ მოკუდა ლეონ, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფჟბ, ქორონიკონს ს̂ოჱ.

Line of ed.: 18        
სცნა რა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარნა სპანი თჳსნი და გარდავლო მთა ლიხისა
Line of ed.: 19     
და ჩავიდა ქუთაისს, ქრისტეს აქეთ ჩ̂ფჟგ, ქორონიკონსა ს̂ოთ. მაშინ ძმისწული
Line of ed.: 20     
ლევანისა ბაგრატ იყო ციხესა შინა ქუთაისისასა განმაგრებულ. მიადგა მეფე სვიმონ
Line of ed.: 21     
ციხესა მას და აიღო იგი, გამოიყვანა ბაგრატ, ძმისწული ლეონისა, და სხუანიცა
Line of ed.: 22     
მრავალნი თავადნი იმერეთისანი, და გამოართუა მძევლები და დაიპყრა მტკიცედ
Line of ed.: 23     
იმერეთი, და წარმოიყვანა ბაგრატ თანა.

Line of ed.: 24        
და ოდეს მოკუდა მპყრობელი იმერეთისა ლევან უძეოდ, რამეთუ არა დაშთა
Line of ed.: 25     
თესლი მისი, და არღარავინ იყო სხუა სახლსა შინა მათსა, თჳნიერ ძე კოსტანტინე\სი
Line of ed.: 26     
როსტომ. და რაჟამს წარვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ამან როსტომ მოიყენა
Line of ed.: 27     
დადიანი მამია, და მისცა ქალი დადიანმა, და წარმოიყვანა იგი და გააბატონა. და
Line of ed.: 28     
დაიპყრა იმერეთი როსტომ. მიადგეს ციხესა ქუთაისისასა და აღიღეს იგიცა. ხოლო
Line of ed.: 29     
რაჟამს ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა და წარმოვიდა, ქრისტეს აქეთ
Page of ed.: 533   Line of ed.: 1     
ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა \ რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა,
Line of ed.: 2     
და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა
Line of ed.: 3     
კუალად იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.

Line of ed.: 4        
მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკჳტს,
Line of ed.: 5     
დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი,
Line of ed.: 6     
რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა.
Line of ed.: 7     
მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და
Line of ed.: 8     
შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: "და იყოს დამონებულ და
Line of ed.: 9     
მორჩილ ბრძანებისა თქუენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი
Line of ed.: 10     
თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქუენისა, და ესრეთ ერთობით
Line of ed.: 11     
დაიმკჳდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან".

Line of ed.: 12        
ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიჴსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი,
Line of ed.: 13     
ვითარმედ: "რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა
Line of ed.: 14     
დამდაბლება \ თავისა შენისა, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად
Line of ed.: 15     
სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათჳს.

Line of ed.: 16        
მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ. ვითარმედ: "ვერ
Line of ed.: 17     
ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქუენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად
Line of ed.: 18     
ჩუენდა, აჰა ჟამი სიმჴნისა თქუენისა".

Line of ed.: 19        
სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე
Line of ed.: 20     
თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ,
Line of ed.: 21     
და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ
Line of ed.: 22     
და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან
Line of ed.: 23     
დადიანისამან და მიეცა გამარჯუება ქართველთა ზედა.

Line of ed.: 24        
რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა
Line of ed.: 25     
შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგუარად გამოცდილი ბრძოლასა მინა
Line of ed.: 26     
და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯუებოდა, მაშინ შეჯდებოდა
Line of ed.: 27     
ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა.
Line of ed.: 28     
და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე
Line of ed.: 29     
თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო
Line of ed.: 30     
ჩუეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშეილმან, რომელი
Line of ed.: 31     
იყო კაცი ყრმა, ახალ-\ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოაჴსენა: "მეფეო.
Line of ed.: 32     
რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქუენისა? ნუმცა მიხილავს თუალითა ჩემითა
Page of ed.: 534   Line of ed.: 1     
ლტოლვა მრავალჯერ გამარჯუებულისა და სახელოვანისა თავისა თქუენისა, და მე
Line of ed.: 2     
აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო".

Line of ed.: 3        
მაშინ მიეტევა გამარჯუებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო
Line of ed.: 4     
კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან
Line of ed.: 5     
სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა \ და გამარჯუება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა
Line of ed.: 6     
და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.

Line of ed.: 7        
ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა,
Line of ed.: 8     
მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართუა
Line of ed.: 9     
მეფესა სვიმონს შვილი თჳსი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს
Line of ed.: 10     
და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა:
Line of ed.: 11     
"დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო". და რაჟამს ოტებული მხოლოდ
Line of ed.: 12     
წარმოვიდა, მივიდა მუნვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა,
Line of ed.: 13     
და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი
Line of ed.: 14     
იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა.
Line of ed.: 15     
მაშინ მოაჴსენა: "ჴელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭობ ახლა კი გამოგფხიზლ\ებიაო".
Line of ed.: 16     
და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკჳრდა და მადლობა შეწირა ღმერთსა
Line of ed.: 17     
და წარვიდა.

Line of ed.: 18        
მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი
Line of ed.: 19     
ამოსწყჳდეს მუნ, და სხუანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დაშთა მუნ მრავალი
Line of ed.: 20     
საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.

Line of ed.: 21        
ხოლო მეფემან სვიმონ გარდაალო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან,
Line of ed.: 22     
თჳნიერ კაცსა, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა
Line of ed.: 23     
ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა მუნ მკჳდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება მუნ
Line of ed.: 24     
მცირედ-ჟამ განსუენება.

Line of ed.: 25        
და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია
Line of ed.: 26     
და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართუა მას. და მიიღო მცირედი
Line of ed.: 27     
საზრდელი, და მერმე მოაჴსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა:
Line of ed.: 28     
"თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშჳდობითო".

Line of ed.: 29        
ხოლო მეფემან უბრძანა: "არა უწყი რა მეფისაო". ამისა შემდგომად ჰკითხა
Line of ed.: 30     
ქმრისა თჳსისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თჳსისა. და უბრძანა: "არა უწყი რა მათი,
Line of ed.: 31     
თუ რა შეემთხუა ლაშქართა მეფისათაო". ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და
Line of ed.: 32     
ტიროდა მეფისათჳს უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: "ნეტარ თუმცა
Line of ed.: 33     
ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გუაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა,
Line of ed.: 34     
და სხუანი ყოველნივე სპანი მ\ისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო".

Page of ed.: 535  
Line of ed.: 1        
მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თჳსსა ერთგულობისათჳს დედაკაცისა
Line of ed.: 2     
მის, და მერმე წარვიდა სახიდ თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა
Line of ed.: 3     
მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყჳთა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და
Line of ed.: 4     
საჴელო და სხუა საბოძვარი მრავალი. და მიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ
Line of ed.: 5     
აწცა არიან ქულივიძენი.

Line of ed.: 6        
ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. \ მაშინ
Line of ed.: 7     
გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა.
Line of ed.: 8     
და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კუალად
Line of ed.: 9     
შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დაშთომილ იყვნეს, და
Line of ed.: 10     
წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყუნეს ურთიერთას, და იქმნა
Line of ed.: 11     
ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა
Line of ed.: 12     
იგინი პირითა მახჳლისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ
Line of ed.: 13     
თჳსად.

Line of ed.: 14        
ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯუარს, რამეთუ ჟამსა
Line of ed.: 15     
მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯურისასა
Line of ed.: 16     
და სმიდა ღჳნოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩუეულება ესწავა ყიზილბაშთა
Line of ed.: 17     
შინა. \ ხოლო ოდეს განმხიარულდა ღჳნითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა
Line of ed.: 18     
და იხილა ახალი მწუანვილი.

Line of ed.: 19        
მაშინ უბრძანა მეფემან მუნ მყოფთა: "აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო,
Line of ed.: 20     
მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწუანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ
Line of ed.: 21     
არს ესე სიმჴნისა თქუენისაო". ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს
Line of ed.: 22     
გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწუანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა
Line of ed.: 23     
თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და
Line of ed.: 24     
მცირენი.

Line of ed.: 25        
რამეთუ მუნ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწული
Line of ed.: 26     
მეფისა სვიმონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყჳდეს
Line of ed.: 27     
მწარეს ხახვისათჳს. და მაშინ განგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახევდენ
Line of ed.: 28     
ჭკუასა ტყუეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ,
Line of ed.: 29     
რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა
Line of ed.: 30     
შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა
Line of ed.: 31     
უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყჳდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი
Line of ed.: 32     
ციხესა შინა.

Line of ed.: 33        
ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა
Line of ed.: 34     
ამოწყუედისათჳს, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი
Line of ed.: 35     
თჳსი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამო\ატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხჳ.
Page of ed.: 536   Line of ed.: 1     
წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნაჴიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თჳსნი,
Line of ed.: 2     
მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თჳსაგან საქმე არა
Line of ed.: 3     
კეთილი და არა აუწყა სპათა თჳსთა, არამედ მინდობითა თავისა თჳსისათა ყო რასაქმე საქმე
Line of ed.: 4     
ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ,
Line of ed.: 5     
და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი
Line of ed.: 6     
მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა.

Line of ed.: 7        
მივიდა და გარდაადგა თავსა ნაჴიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და
Line of ed.: 8     
მუნითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა,
Line of ed.: 9     
რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ჴმა საყვირისა, თქუეს
Line of ed.: 10     
უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და
Line of ed.: 11     
მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა
Line of ed.: 12     
სპათა თჳსთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე
Line of ed.: 13     
სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი შთაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და
Line of ed.: 14     
თჳთ მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად
Line of ed.: 15     
მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩუენა სიმჴნე თჳსი, არამედ სიმრავლენი
Line of ed.: 16     
ოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ̂ქ.

Line of ed.: 17        
მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იჴმიეს სივლტოლა,
Line of ed.: 18     
აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე,
Line of ed.: 19     
რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, მუნ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს
Line of ed.: 20     
ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა
Line of ed.: 21     
აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თჳსნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს
Line of ed.: 22     
თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა
Line of ed.: 23     
ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქუა საჴსარი მამისა თჳსისა ხოლო
Line of ed.: 24     
მათ სთხოვეს საჴსარი მრავალი და აღუთქუეს განტევება მეფისა სჳმონისა.

Line of ed.: 25        
ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა
Line of ed.: 26     
ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა,
Line of ed.: 27     
ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ
Line of ed.: 28     
მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს
Line of ed.: 29     
ყაენსა.

Line of ed.: 30        
მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა
Line of ed.: 31     
თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო,
Line of ed.: 32     
ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს.
Line of ed.: 33     
საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე
Line of ed.: 34     
სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა.

Page of ed.: 537  
Line of ed.: 1        
ხოლო იყო მუნ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკუნისშვილი.
Line of ed.: 2     
და ამან იშოვნა \ ძუალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართუა
Line of ed.: 3     
გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს
Line of ed.: 4     
სამარხოსა თჳსსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძუალნი მისნი იგი დიაკუნისშვილი
Line of ed.: 5     
ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და
Line of ed.: 6     
ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა.
Line of ed.: 7     
და არიან აწცა გორს დიაკუნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.

Line of ed.: 8        
ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად
Line of ed.: 9     
შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა
Line of ed.: 10     
ლორე მეფემან გიორგი.

Line of ed.: 11        
და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს ა\ქეთ
Line of ed.: 12     
ჩ̂ქიდ; და არა დაშთა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მჴევლისა, რომელსა ეწოდა
Line of ed.: 13     
გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.

Line of ed.: 14        
ამავე ჟამთა მინა მოკუდა დადიანიცა მამია, და დაუშთა მას ძე ერთი, სახელით
Line of ed.: 15     
ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა
Line of ed.: 16     
კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო
Line of ed.: 17     
შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასუეს
Line of ed.: 18     
დადიანად.

Line of ed.: 19        
ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იჴმო
Line of ed.: 20     
ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და
Line of ed.: 21     
რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა
Line of ed.: 22     
ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმჴნე დიდი აჩუენეს ქართველთა
Line of ed.: 23     
უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. და
Line of ed.: 24     
დაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თჳსნი. ხოლო სთხოვა შააბაზ
Line of ed.: 25     
მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო
Line of ed.: 26     
უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა
Line of ed.: 27     
სპანი თჳსნი და მიიქცა სახიდ თჳსად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკუარი და
Line of ed.: 28     
აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის.
Line of ed.: 29     
ერთგულობისა ნაცვლად მამისა თჳსისა.

Line of ed.: 30        
მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა
Line of ed.: 31     
თჳსსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი
Line of ed.: 32     
დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თჳსსა. მაშინ
Line of ed.: 33     
მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღუა
Line of ed.: 34     
და დააყენა და ისტყუანა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყო
Page of ed.: 538   Line of ed.: 1     
ლხინობა და გამოჩუენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე
Line of ed.: 2     
კუალად შინაგან თჳსსა მოაწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენ[ნ]იმე კახნი
Line of ed.: 3     
იახლნეს თანა. \ ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღჳნისა სმათა მიერ
Line of ed.: 4     
და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან
Line of ed.: 5     
დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თჳსისა დავითისთჳს, და ეგულებოდა
Line of ed.: 6     
ღალატად სიკუდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თჳსთა,
Line of ed.: 7     
რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყუარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი
Line of ed.: 8     
ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.

Line of ed.: 9        
ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთჳსცა
Line of ed.: 10     
დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თჳსნი
Line of ed.: 11     
გიორგიმ, და დაასკუნეს ღალატად სიკუდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ
Line of ed.: 12     
ღჳნითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯუებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა
Line of ed.: 13     
მკლველებრთა გულის-სიტყუათა წარეწყმედელთა სულისათა.

Line of ed.: 14        
ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყუარე კაცი ჩოლაყა\შვილი. და
Line of ed.: 15     
ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი
Line of ed.: 16     
იგი მისთჳს განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა.
Line of ed.: 17     
რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა
Line of ed.: 18     
თჳსისა გიორგისსა, და იხილა ძმა თჳსი აღჭურვილი კარავსა შინა. და რქუა დავით:
Line of ed.: 19     
"ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?" ხოლო მან
Line of ed.: 20     
ვერა რაჲ სიტყუა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი \ და
Line of ed.: 21     
წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი
Line of ed.: 22     
ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დაჴოცნა, და თჳსი დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ
Line of ed.: 23     
და წინააღმდგომ მამისა თჳსისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და
Line of ed.: 24     
თჳთ დაიპყრა და იბატონა თუესა ექუსსა. და მერმე ურჩებისა მისთჳს ეწია მსწრაფლ
Line of ed.: 25     
გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი. და შემდგომად კუალად იპყრა კახეთი ალექსანდრემ,
Line of ed.: 26     
და გამოიყვანა ძე თჳსი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხუა
Line of ed.: 27     
არღარა ჰყვა მე თჳნიერ მისსა.

Line of ed.: 28        
ხოლო დავითს ესუა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო
Line of ed.: 29     
ღუაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და
Line of ed.: 30     
მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დაუშთა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე
Line of ed.: 31     
თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა
Line of ed.: 32     
მისისათჳს, ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძჳნად მის ზედა დავით.
Line of ed.: 33     
მისთჳსცა ქეთევან იჴმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თჳსი თეიმურაზ
Line of ed.: 34     
შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.

Page of ed.: 539  
Line of ed.: 1        
ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითჳსა ვითარცა ძე თჳსი,
Line of ed.: 2     
რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა.
Line of ed.: 3     
ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თჳსი
Line of ed.: 4     
კოსტანტინე შააბაზ ყაენისათჳს, და აღზარდა \ სჯულსა თჳსსა ზედა.

Line of ed.: 5        
ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და
Line of ed.: 6     
ყარაბაღისანი. და ჴელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს.
Line of ed.: 7     
ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკუარებითა თჳსითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს, ვითარმედ:
Line of ed.: 8     
"არღარავინ დაშთომილ არს სახლსა მამისა შენისასა თჳნიერ შენსა, წარვედ და
Line of ed.: 9     
უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთჳს კახეთი, და მეცა ვიყო
Line of ed.: 10     
თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხჳ". ესე აცთუნა ბოროტმან
Line of ed.: 11     
მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თჳსისა. ხოლო მან უბადრუკმან
Line of ed.: 12     
ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი. ჵი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ
Line of ed.: 13     
სადა იხილა თჳნიერ სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა
Line of ed.: 14     
მტერისათა.

Line of ed.: 15        
მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ
Line of ed.: 16     
წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თჳსსა ალექსანდრეს, ვითარმედ: "წარმოვედ დასტუ\რითა
Line of ed.: 17     
შააბასისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა".

Line of ed.: 18        
მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თჳსი
Line of ed.: 19     
გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა
Line of ed.: 20     
დიდითა და განისუენეს მცირედ. მაშინ მიუძღ[უ]ნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი
Line of ed.: 21     
წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთჳს, და იყვნეს მუნ შუებით და სიხარულით.

Line of ed.: 22        
ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად
Line of ed.: 23     
მამისა თჳსისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და
Line of ed.: 24     
განიგულა წარწყმედა სულისა თჳსისა, და სიკუდილი მამისა და ძმისა თჳსისა. მაშინ
Line of ed.: 25     
მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...]



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.