TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 43
Previous part

Part: II  
Page of ed.: 473  
King: 93 
Line of ed.: 3  
დიდი ალექსანდრე


Line of ed.: 4        ხოლო მეფობდა მეფე გიორგი კეთილად და მშჳდობით. და ჟამსა რაოდენსამე
Line of ed.: 5     
შინა მიიცვალა იგიცა, და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე2 ქორონიკონსა
Line of ed.: 6     
რ̂სა.

Line of ed.: 7        
და იყო ჟამსა მას კათალიკოზი დავით და მიიცვალა იგი, და დაჯდა ელიოზ.

Line of ed.: 8        
და მიიცვალა ელიოზ, და დაჯდა კათალიკოზი თეოდორე.

Line of ed.: 9        
და მოკუდა კათალიკოზი თეოდო\რე, და დაჯდა კათალიკოზი შიო.

Line of ed.: 10        
და ამან მეფემან გარდამატა სხუათა მეფეთა საქართველოსათა. და იყო კაცი სახიერი
Line of ed.: 11     
და სწავლული ყოვლისავე საღმრთოსა და საეროსა ზნეობითა აღსავსე. და გული
Line of ed.: 12     
უთქმიდა კუალად-გებად პირველსავე საზომსა ზედა მოყვანებად წმიდათა ეკლესიათათჳს.
Line of ed.: 13     
და საქართველოსა. რამეთუ იყო მაშინ ყოველი ესე საქართველო უსჯულოსა თემურისაგან
Line of ed.: 14     
უნუგეშინისცემოდ განსრული, და სრულიად აოჴრებული დედა-ქალაქი მცხეთა
Line of ed.: 15     
და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, და ეგრეთვე ყოველნივე ეკლესიანი, საყდარნი
Line of ed.: 16     
და ციხენი ყოველნივე სრულიად საფუძველითურთ დაექცია და მოეოჴრებინა, და ყოველნი
Line of ed.: 17     
სულნი ქრისტეანენი დედაწულითურთ ტყუე ექმნა. ესე იავარ-ნაქმარ ქართლზე
Line of ed.: 18     
მეფე იქმნა.

Line of ed.: 19        
ამის მეფობამდე მუდამი ტყუენვა, რბევა და მოოჴრება ჰქონდა ქუეყანასა ჩუენსა,
Line of ed.: 20     
რომელ ქართლი დიდად შემცირებულ \ იყო მრავლის ტყუენვისა და რბევისაგან, და
Line of ed.: 21     
არა სადათ აღუჩნდათ ნუგეშინისმცემელი, ვიდრემდის არა მეფე იქმნა დიდი ალექსანდრე.
Line of ed.: 22     
ამან იწყო ბრძოლა უსჯულოთა მათ, და მრავლისა ბრძოლითა და ზეგარდამო
Line of ed.: 23     
შემწეობითა განასხნა ყოველნი უსჯულონი საზღვართაგან საქარ\თველოსათა.

Page of ed.: 474  
Line of ed.: 1        
ქორონიკონსა რ̂ბ: მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს. თურქთა
Line of ed.: 2     
ახალციხე ამოსწყჳდეს. ამა მეფის ალექსანდრეს აღმზრდელმან მრავლის ჭირნახულობითა,
Line of ed.: 3     
ბებია მისმან ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე-ყოფილმან რუსა, ამან იწყო მრავლის.
Line of ed.: 4     
ღუაწლითა და გულსმოდგინებით, აღშენებად წმიდისა სუეტის-ცხოველისა. პირველად
Line of ed.: 5     
გამოკაზმა და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება
Line of ed.: 6     
მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით.

Line of ed.: 7        
და ვითარ ეგულებოდა მეფესა ალექსანდრეს, ეგრეთვე იგულა და იგულსმოდგინა:
Line of ed.: 8     
ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სუეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა
Line of ed.: 9     
და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განაშუენა. და
Line of ed.: 10     
დაადგინა პატრიაქად მიქაელ. და მრავალნი წმიდანი და პატიოსანნი მონაზონნი,
Line of ed.: 11     
მღდელნი, მგალობელნი და მოწესენი შეკრიბნა, და რომელიცა ძუელთაგან გარიგებული
Line of ed.: 12     
შესავალი ჰქონდა, გინა გარიგებულნი აღაპნი და სხუანი საეკლესიო საჴმარნი,
Line of ed.: 13     
ანუ ქუეყანანი ჰქონდეს, მას ზედა მრავალი შეუმატა და უფროსად განავრცეს. და
Line of ed.: 14     
კუალად ქართლსა და კახეთსა და სადაცა ყოფილიყო მკჳდრი მისი მამულნი, რომელნიცა
Line of ed.: 15     
ძუელთა ჴელმწიფეთა, მამა-პაპათა და დედა-შვილთა გაერიგებინნეს და გაესაზღვრნეს
Line of ed.: 16     
და შეეწირნეს, ეგრეთვე ამანცა ჯერ-იჩინა და ყოველნივე შესწირნა. და
Line of ed.: 17     
ეგრეთვე, სადაცა მოოჴრებულნი აგარაკნი ჰქონდა, ყოველნივე აღუშენნა და ყოველნივე
Line of ed.: 18     
საქართველოს უდაბნონი, მონასტერნი და ეკლესიანი, სოფელნი, აგარაკნი, აზნაურნი
Line of ed.: 19     
და გლეხნი განუწესნა და შესწირნა. და კუალად აღაშენა მცირე ეგუტერი მთავარანგელოზისა
Line of ed.: 20     
მცხეთას სამარხოდ.

Line of ed.: 21        
ქორონიკონსა რ̂ით: მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო, და კუალად \ ინება აღშენება
Line of ed.: 22     
ყოველთა საქართველოს ციხეთა და საყდართა. აღაშენნა და განავრცნა. მას
Line of ed.: 23     
ჟამსა შემოსავალი არსაით იყო სახლისა მისისათჳს. და ამით საქართველოს კუამლსა
Line of ed.: 24     
ზედა ორმეოცი თეთ\რი მალად განაჩინა.

Line of ed.: 25        
ასოცდარვა ქორონიკონზე საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი ყოველნივე
Line of ed.: 26     
სრულიად ახლად აღაშენნა და შეამკუნა, და კუალად მისგან დადებული მალი
Line of ed.: 27     
მანვე ამოჰკუეთა, და ყოველნი ქრისტიანენი ფრიადსა მშჳდობასა და მყუდროებასა
Line of ed.: 28     
შინა ამყოფნა. თათართაგან კაცთა მოასხმიდა და დაასახლებდა, და ქუეყანა ესე საქართველო
Line of ed.: 29     
ესრეთ განაგო.

Page of ed.: 475  
Line of ed.: 1        
ქორონიკონსა რ̂ლ: დასუა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ,
Line of ed.: 2     
და შერთო ფანასკერტლის ქალი და დაჲ თაყას ფანაკერტელისა, დედოფალი სითიხათუნ.
Line of ed.: 3     
ხოლო თჳთ მეფემან ალექსანდრე სახე მინაზონებისა შეიმოსა, და უწოდეს
Line of ed.: 4     
სახელად ათანაზე. და აღაშენნა მისთჳს სენაკნი და სახლნი დიდნი ქვითკირისანი მცხეთას
Line of ed.: 5     
მისგან აღშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთანა, და მუნ დადგა, ვიდრემდის
Line of ed.: 6     
ცხოვრებდა, სასოებითა და მოღუაწებითა.

Line of ed.: 7        
ხოლო ოდეს დასუა პირველი შვილი ვახტანგ ქართლსა და იმერეთს, მასთან
Line of ed.: 8     
დააყენა უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი, და დასუა კახეთს, ქორონიკონსა რ̂ლგ, მეფედ
Line of ed.: 9     
უმრწემესი ძმა დიმიტრისი გიორგი, და შერთეს ნესტან-დარეჯან, იმერელ მეფის ქალი.
Line of ed.: 10     
მაშინ ოდეს დაიპყრა ალექსანდრე იმერეთი, განაძეს ძე კოსტანტინესი, მეფე იმერეთისა
Line of ed.: 11     
ბაგრატ.

Line of ed.: 12        
ხოლო შემდგომად სიკუდილისა მძლავრისა ლანგ-თემურისა კუალად იპყრეს
Line of ed.: 13     
არაბისტანი, ანატოლი ძეთა მათ ბაიაზით ხვანთქრისათა. და კუალად იპყრეს ბურსა
Line of ed.: 14     
ტახტი და ყოველი სამკჳდრო მამულნი მათნი, და უმეტეს გაძლიერდენ. და იწყეს
Line of ed.: 15     
ბრძოლა ქრისტეანეთა ზედა, და მცირედ-მცირედ \ კადნიერ-ქმნილთა მათ ზედა ძლევისმოქმედებდენ
Line of ed.: 16     
ყოველთავე საბერძნეთსა ზედა.

Line of ed.: 17        
ამისა შემდგომად განიგულეს ბრძოლა დიდისა ტახტისა და სამეუფოსა დედაქალაქისა
Line of ed.: 18     
კოსტანტინეპოლისა. და იყო ურთიერთას შორის დაუცადებელი ბრძოლა ძლიერი.
Line of ed.: 19     
და სძლეს ოსმალთა და ხვანთქარმან სულთან მაჰმად. და მიდრკეს ბერძენნი. შეაიწრეს
Line of ed.: 20     
ფრიად კეისარი მძჳნვარედ ზედა-დასხმითა, რომელნი გარე მოადგეს კოსტანტინეპოლის,
Line of ed.: 21     
ქალაქსა მას სამეუფოსა. სძლეს და აღიღეს კოსტანტინეპოლი ოსმალთა,
Line of ed.: 22     
ქორონიკონსა რ̂ლბ, ქრისტეს აქეთ ჩ̂უმე.

Line of ed.: 23        
ხოლო იყო ჟამსა მას კეისარი, სახელით კოსტანტინე პოლეოლოღოს. და იყო
Line of ed.: 24     
პატრიაქი აღსრულებულ. მაშინ აღიხუნეს და დაიპყრეს სრულიად საბერძნეთი ოსმალთა:
Line of ed.: 25     
და ოდეს აღიღეს კოსტანტინეპოლი, მას ჟამსა დაბნელდა მზე, რომლისა ამბავნი ვრცელად
Line of ed.: 26     
წერილ არს ცხოვრებასა ბერძენთასა. და იყო სამარადისოდ ბრძოლა ძლიერი.
Line of ed.: 27     
და კუალად იყო შური და ჴდომა ძეთა შორის ლანგ-თემურისთა, რამეთუ ფრიად
Line of ed.: 28     
მოშურნე იყვნეს იგინი ურთიერთას შორის. და ჟამსა ამას განთავისუფლებულ იყვნეს
Line of ed.: 29     
მკჳდრნი საქართველოსანი, და იყვნენ მშჳდობით განსუენებასა შინა.

Line of ed.: 30        
ამასვე ქორონიკონსა ჯანშა ყაენი ახალციხეს მოუჴდა.

Line of ed.: 31        
ამასვე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა.

Page of ed.: 476  
Line of ed.: 1        
ქორონიკონსა რ̂ლგ: მეფემან ალექსანდრე დასუა კახეთს უმრწემესი ძმა დიმიტრისი,
Line of ed.: 2     
გიორგი, და მისცა ზემო-კერძონი მთის ალაგნი. მუნითგან არაგუს გამოღმართ
Line of ed.: 3     
ჴევ-ძმარამდის, კუალად ჴევ-ძმარიდამ გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი ლილოს
Line of ed.: 4     
სერსა წყალი გასდის და შეერთვის, მარტყოფის წყალსა გაყოლით ვიდრე ამართულამდე
Line of ed.: 5     
და ამართულას გაყოლით ვიდრე აჯიხუდმდე და აჯისუს გაყოლით ვიდრე
Line of ed.: 6     
მტკურის შესართავამდე და მას ქუემოთ მტკუარს გაღმართი და შაქისი ვიდრე შირვანის.
Line of ed.: 7     
საზღვრამდე. დაჰყო მცირე რამე ხანი და აღესრულა სავსე დღითა.

Line of ed.: 8        
მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.

Line of ed.: 9        
ოდეს აღესრულა მეფე ალექსანდრე, მაშინ მოვიდა მეფე ბაგრატ იმერეთს, ძე
Line of ed.: 10     
იმერელ მეფისა კოსტანტინესი. გამოაძო ვახტანგ, ძე ალექსანდრე მეფისა, და დაიპყრა
Line of ed.: 11     
იმერეთი.

Line of ed.: 12        
ქორონიკონსა რ̂ლე: აღბუღა და ყუარყუარე შეიბნეს.

Line of ed.: 13        
ამასვე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა, და არა ესუა ძელ და დაჯდა მის
Line of ed.: 14     
წილად უმრწემესი ძე, მისი დიმიტრი. და ჰყვა მეუღლედ დედოფალი გულანშარ. და
Line of ed.: 15     
მეფობდა კეთილითა და მშჳდობის-მყოფელობისა მეფობითა.

Line of ed.: 16        
და მოკუდა კათალიკოზი შიო, და დაჯდა კათალიკოზად ძე მეფისა ალექსანდრესი
Line of ed.: 17     
დავით.

Line of ed.: 18        
ქორონიკონსა რ̂მა: მიიცვალა მეფე დიმიტრი, და დარჩა ძე მისი კოსტანტინე.
Line of ed.: 19     
ამისა შემდგომად იქმნა ბრძოლა კახთა უფლისა გიორგისა და ბაგრატს შუა მეფობისათჳს
Line of ed.: 20     
ქართლისა, რამეთუ იყო მეფის ალექსანდრეს ძმა ბაგრატ და შვილი, რომელი
Line of ed.: 21     
ზემო ვაჴსენეთ გიორგი, კახთა უფალი. სძლო გიორგი ბაგრატს და დაჯდა
Line of ed.: 22     
ქართლს მეფედ. და იყო მცირე რაჲმე ხანი და გააძეს გიორგი. და დასუეს ძმა ალექსანდრე
Line of ed.: 23     
მეფისა და მეფის გიორგისა ბაგრატ. ხოლო კახთა უწოდეს მეფედ. ამიერითგან
Line of ed.: 24     
უწოდენ კახნი კახთა უფალსა მეფედ.

Line of ed.: 25        
ხოლო რაჟამს იპყრა მეფობა ქართლისა მეფემან ბაგრატ, მოიმორჩილნა ქართველნი
Line of ed.: 26     
და მესხნი შეიყარა ლაშქარი შთავიდა კახეთს დაიმორჩილნა კახნი განაძო
Line of ed.: 27     
ძმისწული თჳსი და დაიპყრა კახეთი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.