ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 65

Page of edition: 65  Line of edition: 1    ვარდბუტკობა, ყუავილ-მცენარეობა, ასფოდელ-ნარგისობა ილჳსიოს-ველის ნამორჩებთა?
Line of edition: 2    
ანუ ვისეცა ქება მიხდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა
Line of edition: 3    მსგავსისა, ეფრემიანისა და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა მსგავსთა როსტომისთა,
Line of edition: 4    და გივისითა.

Line of edition: 5    და შეიყარნეს ზრითა მით, გონებისა ზარგანჴდილითა, და შეიქმნა დარბაზობა.

Line of edition: 6    
და დასხდეს ტახტსა ზედა ოქრო-ჭედილსა თჳთ თამარ, დავით და ძე მათი გიორგი,
Line of edition: 7    მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა \ და შარავანდთ-მპყრობელობისა
Line of edition: 8    
გუარფესუობისანი, და რომელთათჳს მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუას.

Line of edition: 9    
სიტყუამან: "შევინანნე კაცნი ესენი", კაცთ-ზეშთამან კაცთმოყუარებამან კაცნი საყუარნი,
Line of edition: 10    
მბაძნი დასაბამისა ღმრთის გამგებლობისა კაცთ-ქმნილობით კაცთა ჴსნისათჳს, შეწევნითა
Line of edition: 11    
და ძალითა მის ზენას მკლავისათა იჴსნნეცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან
Line of edition: 12    
მვედრნი და შემხუეწნი ფერჴთა მათთანი,
Line of edition: 13    
პირველად რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი
Line of edition: 14    ახალნი; და შემდგომად ამისა ჰერნი და კახნი; შემდგომად ქართველნი; და
Line of edition: 15    
შემდგომად მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად სომხითარნი;
Line of edition: 16    შემდგომად აფხაზნი და სუან- მეგრელ- გურიელნი თანა რაჭა- თაკუერ- მარგუელითურთ,
Line of edition: 17    და თჳთ კარვის კარსა ჴელისუფალნი და შინაურნი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.