ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 80

Page of edition: 80  Line of edition: 1    განშუენებული საჯდომი თჳთოეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმარისა
Line of edition: 2    
მისისა. ხოლო ზენა-კერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა,
Line of edition: 3    
ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა
Line of edition: 4    
შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და
Line of edition: 5    
განიზრახა გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: "მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი
Line of edition: 6    
და უპატიოსნესი ესე საჯდომი". და მყის მიმართა მან დაჯდომად. ხოლო
Line of edition: 7    
წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ჴელი, მოხედნა და რქუა: "შენი
Line of edition: 8    
არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა". და მეფე
Line of edition: 9    
იტყოდა: "ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი საჯდომი?".

Line of edition: 10    
მან რქუა: "საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთჳს რომელ ათორმეტთა
Line of edition: 11    
მღდელთა მისთა. ჴელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და
Line of edition: 12    
საშინლსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთჳს.

Line of edition: 13    
იგი უზეშთაეს შენსა არს; დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ
Line of edition: 14    
საყოფი შენი აქავე არს". და უჩუენა უდარესი და უუნდოესი.

Line of edition: 15    
ვითარ განიღჳძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლ\ისი იგი, რომელმან აღიარა
Line of edition: 16    
თორმეტისა მღდელისათჳს უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა
Line of edition: 17    
მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან
Line of edition: 18    
სთვად და ქმნად შესამოსლისას ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.

Line of edition: 19    
თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწ\ყობელ არ სიტყვა, ვითარმედ თჳსითა ჴელითა
Line of edition: 20    
ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი ფას-რაოდენ დღივ შეჭამის.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.