ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 83

Page of edition: 83  Line of edition: 1    წინააღ\უდგებოდა და ეტყოდა: "განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ
Line of edition: 2    
ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს". გარნა მხოლო არა ისმინა ზაქარია.

Line of edition: 3    და მოვიდა კათალიკოსი ვანისა და ყოველნი ვარდაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო,
Line of edition: 4    
და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი, დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსნი
Line of edition: 5    ერთ-კერძო, მჴარგრძელნი ზაქარია და ივანე ერთ-კერძო. მოუწოდეს კათალიკოსსა
Line of edition: 6    
იოანეს. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: "აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი,
Line of edition: 7    
მოიჴსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი
Line of edition: 8    
და პატივით თანადაისუეს; ეგრეთვე მარღასთა და ვარდაპეტთა სომეხთა მათცა პატივი
Line of edition: 9    
უყვეს წესისაებრ.

Line of edition: 10    
ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა
Line of edition: 11    
მათისა თქმად სიტყუა-მჭევრად და ვრცელ-სიტყუად, ვინცა კეთილად მოჴსენებულ
Line of edition: 12    
იყვნეს. კათალიკოსი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუჴსნიდა
Line of edition: 13    
და ბრძნად მიუგებდა უკურღუევად თქმულთა მათთა, ხოლო თჳსისა დამამტკიცებელად.

Line of edition: 14    
და გაგრძელდა სიტყჳს-გება მიმწუხრამდე. მოშიშმან
Line of edition: 15    
ისტორიისა სიგრძისამან კმა-ვიყო თქმად: ვითარ უწყით სომეხთა
Line of edition: 16    სიტყუა-მასვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს, ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა.

Line of edition: 17    
ამის მსმენელმან კათალიკოსმან იოანე, ღმრთის-მეტყუელისა მოსახელემან, ნუ უკუე
Line of edition: 18    
ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისა მი\ნდობილმან-არა
Line of edition: 19    
უწყის, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდეს\მე
Line of edition: 20    
დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი;



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.