ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 87

Page of edition: 87  Line of edition: 1    ერთშაბათი გაათენეს. და აღმოჴდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიაი, ცრემლით
Line of edition: 2    
მვედრებელნი ღმრთისანი. განამზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი
Line of edition: 3    
ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო რა უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა, აღიქუა
Line of edition: 4    
კათალიკოსმან ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ჴორცი ჩუენთჳს კაც-ქმნილისა ქრისტეს
Line of edition: 5    ღმრთისა. წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: "წმიდა არს, წმიდა
Line of edition: 6    
არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყა\ნა დიდებითა მისითა".

Line of edition: 7    
მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოსთა და მჴარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა
Line of edition: 8    
მათისა ზიართა და ეტყოდა: "ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ
Line of edition: 9    
ღმერთმან, ჩუენთჳს კაც-ქმნა მან, მოგუცა ჴორცი თჳსი საჭმელად მეტყუელმან: "უკეთუ
Line of edition: 10    
არა სჭამოთ ჴორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხოვრება, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად
Line of edition: 11    
ჩემდა". და მოციქულიცა იტყჳს; "პურსა ამას რომელსა განვ\ტეხთ, არა-მე ზიარება
Line of edition: 12    
ჴორცთა ქრისტესთა არს?" აწ უკეთუ სარწმუნოება თქუენი ჭეშმარიტ არს, პური. ესე
Line of edition: 13    
წმიდა ჴორცი ქრისტესი იქმნების; უკეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ
Line of edition: 14    
კურთხეულ იქმნების ჴორცად უფლისად ყოვლადვე ნუ იყოფინ, რომელ იკადროს
Line of edition: 15    
რომელმანცა [უარისყოფაჲ]. აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა
Line of edition: 16    
საკადრებელ არს, წინადაუგებ პურსა ამას წმიდასა. უკეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს
Line of edition: 17    
მიახლებად, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი,
Line of edition: 18    
დაუდვათ პური თქუენ მიერ კურთხეული; იხილეთ რაძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს,
Line of edition: 19    
ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა".

Line of edition: 20    ხოლო სომეხთა დაღაცათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა; ძლით
Line of edition: 21    
ეტყოდეს კათალიკოსსა: "შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.