ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 90

Page of edition: 90  Line of edition: 1    ჰრცხუენოდენ და მართლ უკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი,
Line of edition: 2    უფალსა უგალობდით. რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა
Line of edition: 3    
მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი.

Line of edition: 4    
ესრეთ მხი\არულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი
Line of edition: 5    
უტბო, ეგრეთ დგეს უჴმოდ, ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი
Line of edition: 6    
ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია
Line of edition: 7    
ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს
Line of edition: 8    
მეფემან და კათალიკოსმან.

Line of edition: 9    
ხოლო სომეხნი სირცხჳლეულნი წარვიდეს მჴარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი
Line of edition: 10    
ეტყოდა ძმასა თჳსსა ამირსპასალარსა ზაქარიას ვითარმედ: "მე არა მენება
Line of edition: 11    
ცილობა; ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა,
Line of edition: 12    
რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ \ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა
Line of edition: 13    კათალიკოსისა მიერ?" ხოლო იგი მიუგებდა: "უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული
Line of edition: 14    
არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ; მე არა შევერთვი
Line of edition: 15    
ქართველთა!" და ესმა ივანეს და რქუა: "მიკჳრს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა
Line of edition: 16    
არა არჩევ, მე არა შევერთჳ განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა
Line of edition: 17    
ზედა ქართველთასა".

Line of edition: 18    რადღა საჴმარ არს სიტყუაა მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა
Line of edition: 19    
იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად.

Line of edition: 20    
და იქმნა სიხარული, და. ზაქარია ეგოვე ურწმნოებასა ზედა.

Line of edition: 21    
ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა,
Line of edition: 22    გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთჳს
Line of edition: 23    
ჴელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯუებელსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა
Line of edition: 24    ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.