ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 89

Page of edition: 89  Line of edition: 1    ჴმა სიხარულისა მადიდებელად ღმრთისა ცრემლითა სიხ\არულისათა. ხილო სომეხნი,
Line of edition: 2    უღონოებასა მიცემულნი, განკჳრვებულნი დგეს და უკჳრდა.

Line of edition: 3    
მაშინ ევედრა კათალიკოსი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დაწყნარდეს
Line of edition: 4    
ჴმანი იგი, რქუა ნათელ-მოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და
Line of edition: 5    
მჴარგრძელთა: "მისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი
Line of edition: 6    
ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა
Line of edition: 7    
ამის წმიდისა ჴორც ქმნად. ნუ გიკჳრს, რამეთუ მანვე თქუა: იყავნ ნათელი და კუალად.

Line of edition: 8    
გამოჩნდა ნათელი, "ჴმელ -- და გამოჩნდა", მანვე სიტყუამან არა-რასაგან ქმნა ჴმელი.

Line of edition: 9    
არა თუ სახისმეტყუელებ არს, არამედ ჭეშმარიტად ჴორცი მისი. ამას რა შეეხებოდა?
Line of edition: 10    
ჴორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე".

Line of edition: 11    
ხოლო სომეხთა არათუ ენება, უნებლიეთ თანაედვა ამისი ქმნად. ვითარ მღდელნი
Line of edition: 12    
დგეს და მოიყვანე ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოსსა, და მოუგდეს მსხუერპლი
Line of edition: 13    
მათი. და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ჴმითა სიხარულისათა,
Line of edition: 14    
იქით და აქეთ ხლდომითა მასვე იტყოდეს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკჳრველ
Line of edition: 15    
არ\იან საქმენი შენნი". და კათალიკოსი შემოსილი შესუეს ჰუნესა თჳსსა, და
Line of edition: 16    
ჴელთა ეტჳრთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანაჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი
Line of edition: 17    
და ლაშქართა შინა ვიდოდეს მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა:
Line of edition: 18    
"მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ
Line of edition: 19    
მერეოდეს.

Line of edition: 20    
"ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძეს უსჯულოება მათი.

Line of edition: 21    
"უფალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.